მუხლი 71. მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენა
თავი VIII — მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება
1. სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შესაძლებელია უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დადგინდეს აუცილებელი გზა ან/და სერვიტუტი, თუ ეს განპირობებულია სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან კერძო ინტერესებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ამ მიწის ნაკვეთზე სერვიტუტს არეგისტრირებს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
3. თუ აღმოიფხვრა ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც დადგინდა ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული უფლებები, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო აუქმებს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ აქტ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (20.07.2018).
წინა რედაქცია (13.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 71. მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენა 1. სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე შესაძლებელია უფლებამოსილი ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დადგინდეს აუცილებელი გზა ან/და სერვიტუტი, თუ ეს განპირობებულია სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან კერძო ინტერესებით. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ამ მიწის ნაკვეთზე სერვიტუტს არეგისტრირებს ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზისა და სერვიტუტის დადგენასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. 3. თუ აღმოიფხვრა ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც დადგინდა ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული უფლებები, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო აუქმებს ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნულ აქტს .
მუხლი 11. სერვიტუტთან დაკავშირებული გარიგების ღირებულება— სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საზღაურისა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატისთვის დადგენილი საფასურის ოდენობების, მათი გადახდევინების წესისა და მომსახურების ვადების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, მუხლი 71, №3213-რს, 20.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 330090000.05.001.019104 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4276845/muxli-71/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია