თავი VIII — მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირება
1. ქალაქში, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონისა, მიწის ნაკვეთზე ახალი მშენებლობა ან/და მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ისეთი რეკონსტრუქცია, რომელიც ზრდის შენობა-ნაგებობის არსებულ პარამეტრებს, ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სათანადოდ არის/იქნება უზრუნველყოფილი მისასვლელი საავტომობილო გზით, მათ შორის, სერვიტუტის გამოყენებით.
2. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მიწის ნაკვეთის ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3. შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელებით, კავშირგაბმულობის ხაზებით და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. მშენებლობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო ამ კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას 10 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის, ბუნებრივი აირის გამანაწილებელი ქსელის, წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის (მათი არსებობის შემთხვევაში) მფლობელ კომპანიებს და სანიაღვრე ქსელის მფლობელს (იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობის ნებართვის გამცემი და სანიაღვრე ქსელის მფლობელი სხვადასხვა პირია). ეს ნაწილი არ ვრცელდება იმ მუნიციპალიტეტზე, სადაც მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის წესია დადგენილი.
საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 – ვებგვერდი, 26.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 20.12.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 20.12.2019 კანონი №5693
წინა რედაქცია (13.08.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 72. მიწის ნაკვეთის ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა 1. ქალაქში, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონისა, მიწის ნაკვეთზე ახალი მშენებლობა ან/და მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობის /ა-ნაგებობის ისეთი რეკონსტრუქცია, რომელიც ზრდის შენობის /ა-ნაგებობის არსებულ პარამეტრებს, ნებადართულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სათანადოდ არის/იქნება უზრუნველყოფილი მისასვლელი სამანქანვტომობილო გზით, მათ შორის, სერვიტუტის გამოყენებით. 2. კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მიწის ნაკვეთის ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 3. შენობა-ნაგებობის ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის, წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელებით, კავშირგაბმულობის ხაზებით და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. მშენებლობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო ამ კოდექსის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ინფორმაციას 10 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის, ბუნებრივი აირის გამანაწილებელი ქსელის, წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის (მათი არსებობის შემთხვევაში) მფლობელ კომპანიებს და სანიაღვრე ქსელის მფლობელს (იმ შემთხვევაში, თუ მშენებლობის ნებართვის გამცემი და სანიაღვრე ქსელის მფლობელი სხვადასხვა პირია). ეს ნაწილი არ ვრცელდება იმ მუნიციპალიტეტზე, სადაც მშენებლობის ნებართვის ელექტრონული ფორმით გაცემის წესია დადგენილი.