გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210118002682415
#2/397-18 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29.01.2019 წელი ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე.
მოსარჩელე: შ.პ.ს. ,,ე----- კ--------+”
წარმომადგენელი: თ----- გ-----ე
მოპასუხე: მ----- ა-–------ე
წარმომადგენელი: გ--------- ჩ-------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა შ.პ.ს.,,ე----- კ--------+”-ს (ს/ნ.4--------) წარმომადგენელმა, თ----- გ-----ემ (პ.ნ 6----------) მოპასუხე - მ----- ა-–------ის (პ.№ 5----------) თანხის დაკისრების თაობაზე.
მოსარჩელე განმარტავს, რომ 17.01.2017წ. კომპანიასა და მ----- ა-–------ეს შორის გაფორმდა "საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება # 143623/T" და "შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ # 143623/T ", რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად გადასცა 6000 ლარი ყოველთვიურად 5.4%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველეყო 36 თვის განმავლობაში. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ვოლვო FH12-16
მოსარჩელე განმარტავს, რომ მიუხედავად ჩვენი არაერთი კანონიერი მოთხოვნისა, მოპასუხემ ვერ/არ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, შპს "ე----- კ-------- +"-ის მიმართ ერიცხება შემდეგი დავალიანება:ა. სესხი - 5712 ლარი; ბ. სარგებელი - 2017 წლის 17 აგვისტოს გადაუხდელ სარგებელს 308.448 ლარს დამატებული ყოველი მომდევნო თვის 17 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5.4%-ი, რაც შეადგენს 308.448 ლარს. შესაბამისად, სრული თხუთმეტი თვის (17.08.2017წ.; 17.09.2017წ.; 17.10.2017წ.; 17.11.2017წ.; 17.12.2017წ.; 17.01.2018წ.; 17.02.2018წ.; 17.03.2018წ.; 17.04.2018წ.; 17.05.2018წ.; 17.06.2018წ.; 17.07.2018წ.; 17.08.2018წ.; 17.09.2018წ.; 17.10.2018წ.) რიცხული სარგებელი შეადგენს: 4626.72 ლარს (კერძოდ: 15X308.448);
გ. პირგასამტეხლო - პირველი ხუთი დღისათვის (კერძოდ: 17.06.06.2017წ.-დან 21.06.2017წ.-ის ჩათვლით) დღეზე 4 ლარი, რაც ჯამში პირველი ხუთი დღისათვის არის 20 ლარი, ხოლო მეექვსე და ყოვევლი მომდევნო დღისათვის (კერძოდ: 22.06.2017წ.-დან 17.10.2018წ.-მდე გასულია 482 დღე) დღეზე 2 ლარი, რაც ჯამში არის მომდევნო 482 დღისათვის 964 ლარი; სარჩელის აღძვრისათვის პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობაა 1024 ლარი (კერძოდ: (5X12)+(6X482));
ასევე, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო მოითხოვეს ავტომობილის მფლობელობაში გადმოცემა, თუმცა მოპასუხემ არ შეასრულა აღნიშნული ვალდებულება. რის გამოც, გირავნობის საგნის იძულებით მფლობელობაში გადმოცემის მიზნით მიმართეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს გირავნობის მოწმობის გაცემის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ. რეგისტრირებული შეზღუდვის გამო გირავნობის მოწმობა არ გაიცა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე მ----- ა-–------ეს დაეკისროს სესხის ძირითადი თანხა 5712 ლარის ოდენობით, სარგებელი 4626ლარი და 72 თეთრის და პირგასამტეხლო 1024 ლარის ოდენობით. მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული თანხის ანაზღაურება მოხდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით. მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის მიერ შემცირებული იქნა სასარჩელო მოთხოვნა და მოსარჩელემ უარი თქვა პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე, ხოლო დანარჩენი მოთხოვნები დარჩა იგივე.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სასამართლოში წარმოადგინა შესაგებელი, სადაც განმარტავს, რომ შპს „ე----- კ--------ი +“-ის სარჩელს ცნობს ნაწილობრივ კერძოდ ცნობს მარტო ძირ თანხას და მიუთითებს მისი გადახდისუუნარობიდან გამომდინარე ძირი თანხა გადანაწილებულ იქნას 36 თვეზე. რაც შეეხება პირგასამტეხლოს და სარგებელს მოპასუხე არ ცნობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარები მოცემული დავის დასარეგულირებლად გამოიყენეს სასამართლოს მიერ მორიგებისათვის დადგენილი ვადები თუმცა ვერ შეთანხმდნენ
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე შ.პ.ს.,,ე-----კ--------+“ რეგისტრირებულია 2011 წლის 25 ოქტომბერს რომლის საკადასტრო კოდია 4--------, ხოლო იურიდიული მისამართია თბილისი ვაკე-საბურთალოს რაიონი , გიორგი სააკაძის მე-2 გასასვლელი N11.
დადგენილია რომ 2017 წლის 17 იანვარს მოსარჩელესა და მ----- ა-–------ეს შორის გაფორმდა "საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება # 143623/T" (რომლის თანახმადაც საკრედიტო ლიმიტის მოცულობად განისაზღვრა 15000 ლარი); ასევე, გაფორმდა "შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ # 143623/T". აღნიშნული ხელშკრულებების საფუძველზე მოპასუხეს სესხად გადაეცა 6000 ლარი, ყოველ თვეში 5.4%-ის დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით. მსესხებელი დადგენილი გრაფიკის მიხედვით ვალდებული იყო ყოველი მომდევნო თვის 17 რიცხვში გადაეხადა 386 ლარი, რითიც დაიფარებოდა, როგორც სესხის ძირი თანხა, ასევე, რიცხული სარგებელი. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომობილი: ვოლვო FH12-16. თუმცა, მსესხებელმა დაარღვია თანხების გადახდის ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება # 143623/T" (ს.ფ. 16-22)
- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ # 143623/T" (ს.ფ.23-25)
3.2.2. დადგენილია, რომ მოსარჩელემ თანხების გადაუხდელობის გამო - მოითხოვა გირავნობის საგნის გადმოცემა (არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ წერილობით) მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თუმცა უშედეგოდ. დადგენილია, რომ გარდა მოსარჩელის სასარგებლოდ რეგისტრირებული გირავნობისა, ავტომობილზე სხვა კრედიტორის/კრედიტორების შეზღუდვაცაა რეგიტრირებული, აღნიშნული გარემოება დასტურდება სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხისათვის გაგზავნილი გაფრთხილების წერილი (ს.ფ. 26)
- სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ.27-21).
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
3.2.3. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეს გაეგზვნა გაფრთხილების წერილი არსებული მდგომარეობის; დავალიანების დაფარვის მოთხოვნისა და სასამართლოსათვის მიმარვის შესაძლებლობის, ასევე, მთელი ქონებით პასუხისმგებლობის შესახებ. გაფრთხილების წერილი ჩაბარდა პირადად ადრესატს, თუმცა უშედეგოდ.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების 4.5 პუნქტის, თანახმად: "მხარეები შეთანხმდენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და მოგირავნეს უფლება აქვს, მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან"
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
- გაფრთხილების წერილი და მისი ჩაბარების დასტური (ს.ფ.28-29)
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება # 143623/T" (ს.ფ. 16-22)
3.2.4. დადგენილია, რომ მოპასუხეს შპს "ე----- კ-------- +"-ის მიმართ ერიცხება შემდეგი დავალიანება: სესხის ძირი თანხა - 5712 ლარი და სარჩელის შემოტანამდე არსებული პროცენტი (სარგებელი - 2017 წლის 17 აგვისტოს გადაუხდელ სარგებელს 308.448 ლარს დამატებული ყოველი მომდევნო თვის 17 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5.4%-ი, რაც შეადგენს 308.448 ლარს. შესაბამისად, სრული თხუთმეტი თვის (17.08.2017წ.; 17.09.2017წ.; 17.10.2017წ.; 17.11.2017წ.; 17.12.2017წ.; 17.01.2018წ.; 17.02.2018წ.; 17.03.2018წ.; 17.04.2018წ.; 17.05.2018წ.; 17.06.2018წ.; 17.07.2018წ.; 17.08.2018წ.; 17.09.2018წ.; 17.10.2018წ.) რიცხული სარგებელი შეადგენს: 4626.72 ლარს (კერძოდ: 15X308.448);) 4626 ლარისა და 72 თეთრის ოდენობით, ასევე ერიცხება პიტგასამტეხლო , თუმცა პირგასამტეხლოს ნაწილში მოსარჩელემ უარი თქვა ანაზღაურებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მოუსმინა მხარეებს, გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე რომ შპს ”ე----- კ--------+”-ს სარჩელი მ----- ა-–------ის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 361-ე, 403-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 254-ე მუხლები )
6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულია წერილობითი ფორმით. ამასთან დადგენილია ვადა შესაბამისი გრაფიკის სახით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სესხი გაცემულია თვეში 5,4%-იანი სარგებლის გათვალისწინებით. სესხი გაცემული 2020 წლის 17იანვრამდე. სარჩელის შემოტანით მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება შესაბამისად პროცენტი-4626 ლარისა და 72 თეთრის ოდენობით დაანგარიშებულია სარჩელის შემოტანამდე
6.3. დადგენილია რომ 017 წლის 17 იანვარს მოსარჩელესა და მ----- ა-–------ეს შორის გაფორმდა "საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება # 143623/T" (რომლის თანახმადაც საკრედიტო ლიმიტის მოცულობად განისაზღვრა 15000 ლარი); ასევე, გაფორმდა "შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ # 143623/T". აღნიშნული ხელშკრულებების საფუძველზე მოპასუხეს სესხად გადაეცა 6000 ლარი, ყოველ თვეში 5.4%-ის დარიცხვის პირობით, 36 თვის ვადით. მსესხებელი დადგენილი გრაფიკის მიხედვით ვალდებული იყო ყოველი მომდევნო თვის 17 რიცხვში გადაეხადა 386 ლარი, რითიც დაიფარებოდა, როგორც სესხის ძირი თანხა, ასევე, რიცხული სარგებელი. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომობილი: ვოლვო FH12-16. თუმცა, მსესხებელმა დაარღვია თანხების გადახდის ვალდებულება.
6.4.დადგენილია, რომ მოპასუხეს შპს "ე----- კ-------- +"-ის მიმართ ერიცხება შემდეგი დავალიანება: სესხის ძირი თანხა - 5712 ლარი და სარჩელის შემოტანამდე არსებული პროცენტი (სარგებელი - 2017 წლის 17 აგვისტოს გადაუხდელ სარგებელს 308.448 ლარს დამატებული ყოველი მომდევნო თვის 17 რიცხვისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5.4%-ი, რაც შეადგენს 308.448 ლარს. შესაბამისად, სრული თხუთმეტი თვის (17.08.2017წ.; 17.09.2017წ.; 17.10.2017წ.; 17.11.2017წ.; 17.12.2017წ.; 17.01.2018წ.; 17.02.2018წ.; 17.03.2018წ.; 17.04.2018წ.; 17.05.2018წ.; 17.06.2018წ.; 17.07.2018წ.; 17.08.2018წ.; 17.09.2018წ.; 17.10.2018წ.) რიცხული სარგებელი შეადგენს: 4626.72 ლარს (კერძოდ: 15X308.448);) 4626 ლარისა და 72 თეთრის ოდენობით, ასევე ერიცხება პიტგასამტეხლო , თუმცა პირგასამტეხლოს ნაწილში მოსარჩელემ უარი თქვა ანაზღაურებაზე.
6.4.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის შესაბამისად მოვალე, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში გირავნობის საგანი იყო ავტომანქანა. ასევე დადგენილია რომ ვალდებულება მოპასუხე - მ----- ა-–------ის მიერ არ შესრულებულა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად ”მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6.5..საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 256-ე მუხლის გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ თანხების გადაუხდელობის გამო - მოითხოვა გირავნობის საგნის გადმოცემა (არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ წერილობით) მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით, თუმცა უშედეგოდ. დადგენილია, რომ გარდა მოსარჩელის სასარგებლოდ რეგისტრირებული გირავნობისა, ავტომობილზე სხვა კრედიტორის/კრედიტორების შეზღუდვაცაა რეგიტრირებული, აღნიშნული გარემოება დასტურდება სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით. გირავნობის საგნის რეალიზაცია არ მომხდარა.
6.8 სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით იყო შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თუმცა მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე უარი თქვა პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე, რის გამოც ამ ნაწილში საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ: გ) მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე;
6.9.ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე მ----- ა-–------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 10338(ათიათასსამასოცდათვრამეტი)ლარი და 72 (სამოცდათორმეტი ) თეთრის გადახდა (საიდანაც 5712 ლარი არის ძირი თანხა, ხოლო 4626,72 ლარი არის პროცენტი). მ----- ა-–------ე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით დადგენილი ვალდებულების ფარგლებში.
6.10. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელემ პირგასამტეხლოს ნაწილში მოსამზადებელ სსხდომაზე უარი თქვა სარჩელზე და მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზე ცნო ძირი თანხა. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებულ დაკისრებული პროცენტის ნაწილში, ხოლო მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდა პირგასამტეხლოსთვის გადახდილი და ძირი თანხისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ.პ.ს. ,,ე----- კ--------+“ (ს.ნ.4--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. მ----- ა-–------ეს შ.პ.ს. ,,ე----- კ--------+“ სასარგებლოდ, დაეკისროს 10338(ათიათასსამასოცდათვრამეტი)ლარი და 72 (სამოცდათორმეტი ) თეთრის გადახდა (საიდანაც 5712 ლარი არის ძირი თანხა, ხოლო 4626,72 ლარი არის პროცენტი). მ----- ა-–------ემ პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით დადგენილი ვალდებულების ფარგლებში.
1.2.შ.პ.ს. ,,ე----- კ--------+“ (ს.ნ.4--------) სარჩელის წარმოება პირგასამტეხლოს- 1024 ლარის ნაწილში შეწყდეს, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო.
2. შ.პ.ს. ,,ე----- კ--------+“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (საგადახდო დავალება №1539770795, გადამხდელის ბანკი - სს „თიბისი ბანკი“, გადახდის თარიღი 17.10.2018წ, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 340.90 ლარი, გადამხდელი - შ.პ.ს. ,,ე-----კ-------- +” ს.ნ.4--------) 202 (ორასორი) ლარი და 10 (ათი) თეთრი.
3. მოპასუხე - მ----- ა-–------ეს შ.პ.ს. ,,ე----- კ--------+“-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს (სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ) 138 ლარისა და 80 თეთრის ანაზღაურება. მ----- ა-–------ეს შ.პ.ს. ,,ე----- კ--------+“ სასარგებლოდ, დაეკისროს 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა (სარჩელის უზრუნველყოფის ხარჯი).
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
5. საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მდებარე: საჩხერე, დ. აღმაშენებლის №3) კერძო საჩივრის შემოტანის გზით.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი