1. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორებს, რომელთა მოთხოვნები ერთი და იმავე პროგრამის ფარგლებში წარმოიშვა, აქვთ შემდეგი უფლებები:

ა) ემიტენტის მიმართ ლიკვიდაციის/გადახდისუუნარობის პროცესის დაწყებამდე ემიტენტს მოსთხოვონ იპოთეკური ობლიგაციიდან ან/და რეგისტრირებული დერივატივიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება;

ბ) ემიტენტის მიმართ ლიკვიდაციის/გადახდისუუნარობის პროცესის დაწყების შემდეგ პროგრამაში შემავალი უზრუნველყოფის აქტივებიდან ემიტენტის სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილონ საკუთარი მოთხოვნები ამ მოთხოვნათა მოცულობის პროპორციულად; თუ უზრუნველყოფის აქტივებიდან აღნიშნული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება შეუძლებელია, ემიტენტს დარჩენილი მოთხოვნები წარუდგინონ, როგორც არაუზრუნველყოფილმა კრედიტორებმა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის უფლება ძალაშია იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე და არ გულისხმობს მისი მოთხოვნის განმეორებით ან ორმაგად დაკმაყოფილებას.

3. ეს მუხლი შესაბამისად ვრცელდება აგრეთვე მოვალის მიმართ რეფინანსირების პროგრამის კრედიტორის მოთხოვნაზე.

თავი VI

იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევება, განცალკევებული პროგრამის მართვა და ლიკვიდაც