გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/28660-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელეები ნ-----–---- შ---------, ლ--–- კ------, დ----- კ---------ე, ს-------- თ------–---–ი, ი-----–- ბ--------ე
მოსარჩელის წარმომადგენელი ე---------- გ-------–ი
მოპასუხე ნ----ი ჭ-----–---–ი
დავის საგანი თანხის დაკისრება
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ----ი ჭ-----–---–ს მოსარჩელეების ნ-----–---- შ---------ს, ლ--–- კ------ს, დ----- კ---------ის, ს-------- თ------–---–ისა და ი-----–- ბ--------ის სასარგებლოდ 2017 წლის 20 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის ძირი თანხა - 3056,75 ლარის, პროცენტის - 336,65 ლარის, პირგასამტეხლოს - 90,77 ლარისა და მიუღებელი შემოსავალის - 526,41 ლარის გადახდა.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, სს "პ----------------------–-------------ი” არის ფინანსური პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ინვესტორებსა და სესხის აღების მსურველებს. სესხის აღებისათვის მსესხებელი შედის კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.p----------, რომლის საშუალებითაც მსესხებელი ითხოვს თანხას სესხის დასაფინანსებლად, ხოლო ინვესტორი აფინანსებს მოთხოვნილ სესხებს. სს "პ----------------------–-------------"-სა და მსესხებელთან/ინვესტორთან დადებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.10 პუნქტის თანახმად, ინვესტორ(ებ)ი (სოლიდარული კრედიტორები) და მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულებით თანხმობას აცხადებენ, რომ მსესხებლის მიერ სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია ერთდროულად ყველა ინვესტორის (სოლიდარული კრედიტორების) ან დამოუკიდებლად რომელიმე ერთ-ერთი ინვესტორის მოთხოვნით (სოლიდარული კრედიტორი) მოსთხოვოს მსესხებელს ერთჯერადად და დაუყოვნებლივ მთლიანი (დარჩენილი) ვალდებულების შესრულება და/ან მიმართოს სასამართლოს დავალიანების გადახდევინების მიზნით. მოქალაქე ნ----ი ჭ-----–---–ი (შემდგომში "მსესხებელი") 2017 წლის 15 აპრილს დარეგისტრირდა "პ----------------------–-------------ის" ვებგვედზე და შექმნა ვირტუალური პროფილი, 2017 წლის 15 აპრილს მან შეავსო სესხის განაცხადი პორტალზე ინვესტირებისათვის და მოითხოვა სესხის თანხა 3500 ლარის ოდენობით (პორტალი – ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული პლატფორმა, რომლის საშუალებითაც მსესხებელი ითხოვს თანხას სესხის დასაფინანსებლად, ხოლო ინვესტორი აფინანსებს მოთხოვნილ სესხს). მოთხოვნა სესხის დაფინანსებაზე გამოქვეყნდა პლატფორმაზე, ამის შემდგომ იგი თვალსაჩინო გახდა პლატფორმაზე რეგისტირებული ყველა ინვესტორისათვის. დაინტერესების შემთხვევაში ისინი სოლიდარულად ფინანსებენ მსესხებლის მიერ მოთხოვნილ კონკრეტულ თანხას. თუ ინვესტორებმა სურვილი გამოთქვეს სესხის დაფინანსებაზე, მათ შორის იდება ერთი სესხის ხელშეკრულება და ადგილი აქვს ერთ სამართალურთიერთობას.
2017 წლის 20 აპრილს მოხდა მსესხებლის მიერ მოთხოვნილი სესხის დამტკიცება და თანხის ჩარიცხვა/სესხებლის ანგარიშზე. სესხის ხელშეკრულების პირობების თანახმად სესხის თანხა შეადგენს - 3500 ლარს, სესხის ვადა - 24 თვე, სესხის საპროცენტო განაკვეთი - 30% წლიურად. სესხისთვის გახსნილი ვირტუალური ანგარიშის ნომერია N1-------- (ვირტუალური ანგარიში - კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის ვებგვერდის მომსახურებით სარგებლობისათვის მინიჭებული ანგარიში, რომელზეც აისახება მომხმარებლის მიერ განხორციელებული ყველა ტრანზაქცია). მსესხებლის მიერ მოთხოვნილი სესხი დააფინანსა ხუთმა ინვესტორმა სოლიდარულად: მოქ. ნ-----–---- შ---------მ (ვირტუალური ანგარიში N1--------), მოქ. ლ--–- კ------მ (ვირტუალური ანგარიში N----------, მოქ. დ----- კ---------ემ (ვირტუალური ანგარიში N1--------), მოქ. ს-------- თ------–---–მა (ვირტუალური ანგარიში N1--------) და შ--------------------- (ვირტუალური ანგარიში N1--------) (ინვესტორი - პირი, რომელიც რეგისტრირებულია ვებგვერდზე „ინვესტორის“ სტატუსით, პორტალის მეშვეობით მსესხებლის მიერ მოთხოვნილი სესხის ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსების მიზნით).
2017 წლის 18 ოქტომბერს მეორადი სესხების პლატფორმის მეშვეობით (მეორადი სესხების პლატფორმა-ვებგვერდ www.p-----------ზე ინვესტირების ღილაკში არსებული სექცია, რომლის მეშვეობითც ხორციელდება წილის გაყიდვა) მოხდა აღნიშნულ სესხში წილის გაყიდვა შ--------------------- მიერ (ვირტუალური ანგარიშის N1--------). აღნიშნული წილი იყიდა ინვესტორმა მოქ. ი-----–- ბ--------ემ (ვირტუალური ანგარიშის N1--------). ამის შემდეგ სესხის სოლიდარული გამსესხებლები გახდნენ მოქ. ნ-----–---- შ---------, მოქ. ლ--–- კ------, მოქ. დ----- კ---------ე, მოქ. ს-------- თ------–---–ი და მოქ. ი-----–- ბ--------ე. მხარეები დაეთანხმნენ ვებგვერდზე განთავსებული ხელშეკრულების პირობებს ხელშეკრულება მსესხებელთან/ინვესტორთან), რომელშიც განმარტებული იყო სესხის გაცემისა და დაბრუნებადობის პირობები და ასევე სხვა დამატებითი პირობები. პირობებზე თანხმობა გამოხატულ იქნა ე.წ. "დაკლიკვის" გზით. მსესხებლის მიერ აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის გრაფიკი დარღვეულ იქნა 2017 წლის 22 სექტემბერს.
სს "პ----------------------–-------------ის" მიერ მსესხებლისათვის გაგზავნილ იქნა ოფიციალური იურიდიული შეტყობინება კომპანიისათვის ცნობილ მისამართზე, რომელიც მას ჩაბარდა დადგენილი წესით. აღნიშნული შეტყობინებებით მსესხებელს განესაზღვრა შვიდ დღიანი ვადა ვალდებულების შესრულებისათვის. ასევე შეტყობინებაში განმარტებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ. ასევე, კომპანია მრავალჯერ შეეცადა, რომ მხარეთა შორის არსებული დავა მორიგებით დასრულებულიყო, თუმცა მსესხებლის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობისა და შემდგომ კონტაქტზე თავის არიდების გამო, კომპანია იძულებული გახდა მოემართა სასამართლოსათვის.
სასარჩელო მოთხოვნის ჯამური ოდენობა 2018 წლის 16 იანვრის მდგომარეობით შეადგენს - 4010.58 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის - 3056.75 ლარი, პროცენტი - 33.65 ლარი, პირგასამტეხლო - 90.77 ლარი, მიუღებელი შემოსავალი - 526.41 ლარი.
პირგასამტეხლოს დარიცხვა გათვალისწინებულია ხელშეკრულებით, რომლის მე-5 მუხლის 5.9 პუნქტის თანახმად მსესხებლის მიერ გრაფიკით დადგენილი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისათვის მას ეკისრება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით. შესაბამისად, პირგასამტეხლო მსესხებელს დაერიცხა ვალდებულების დარღვევის დღიდან სესხის ძირ თანხაზე 0.5%-ის დარიცხვით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ვინაიდან აღნიშნული სესხის ხელშეკრულება ვადიანია, სოლიდარული კრედიტორები ითხოვენ მიუღებელი შემოსავლის სახით პროცენტის სრულად გადახდას სარჩელის შეტანიდან სესხის ხელშეკრულების ვადის ბოლომდე. მიუღებელის შემოსავლის მოთხოვნის უფლება წარმოშვა მოპასუხისაგან ხელშეკრულების დარღვევამ. სოლიდარულმა კრედიტორებმა ისარგებლეს მათთვის სამოქალაქო კოდექსით მინიჭებული უფლებით და გავიდნენ ხელშეკრულებიდან. აღნიშნულ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავალი არის სავარაუდო შემოსავალი. მიუღებელი შემოსავალს წარმოადგენს ის შემოსავალი, რომელსაც პირი მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივ პირობებში, კერძოდ, მოვალეს თავისი ვალდებულება რომ არ დაერღვია. შესაბამისად, სოლიდარულმა კრედიტორებმა, დააფინანსეს რა სესხი მოპასუხეზე, იმედოვნებდნენ, რომ მსესხებელი მასზე დაკისრებულ ვალდებულებას შეასრულებდა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროს. ანუ იგი დააბრუნებდა თანხას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სარგებელთან ერთად. სოლიდარულ კრედიტორებს მიადგათ ზიანი, რომელიც გამოიხატა, როგორც ძირითადი თანხის, ისე სარგებლის მიუღებლობაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც ოდენობის დადგენას.
აქედან გამომდინარე სოლიდარულ ინვესტორებს აქვთ რეალური მოლოდინი, რომ ისინი სესხის დაფინანსების შემდგომ დაიბრუნებენ, როგორც ძირითად თანხას, ასევე სარგებელს. ინვესტორები სესხებს გასცემენ იმ ვარაუდით, რომ გაცემულ თანხასთან ერთად მიიღებენ სარგებელს. მიღებული პროცენტით ანუ შემოსული თანხების ბრუნვის საფუძველზე ხდება ახალი სესხების გაცემა. შესაბამისად კრედიტორებს არ ერთმევათ უფლება, მოითხოვონ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, რც დაგეგმილი იყო კონკრეტული სესხის ხელშეკრულების დადებით. სარჩელში მითითებული სასესხო დავალიანება შეადგენს სარჩელის შემოტანის დღისთვის არსებული პროცენტის, ჯარიმის და ძირი თანხის ჯამს. ხოლო სარჩელის შემოტანის დღიდან სესხის ვადის ამოწურვამდე დაანგარიშებული პროცენტების ჯამი (რომელიც სესხის გრაფიკშიც არის მითითებული) არის ის მიუღებელი შემოსავალი რომელსაც სოლიდარული მოსარჩელეები (სოლიდარული კრედიტორები) მიიღებდნენ მოპასუხეს ხელშეკრულება რომ არ დაერღვია.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულებების ნაწილი გადახდილია, თუმცა ამჟამად შესასრულებლი ვალდებულება სასარჩელო მოთხოვნით არის ჩამოყალიბებული. მის მიერ მოთხოვნილი სარგებელი ანგარიშდება 2017 წლის 22 სექტემბრიდან 2018 წლის 16 იანვრამდე პერიოდზე და პირგასამტეხლოც იგივე პერიოდზე, ხოლო მიუღებელ შემოსავალს კი 2018 წლის 16 იანვრიდან გრაფიკის ბოლომდე არსებულ შესასრულებელი ვალდებულების ნაწილში ითხოვს, ანუ იმ თანხას, რაც მოპასუხეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ----ი ჭ-----–---–მა შესაგებელი არ წარმოადგინა და სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, რომელიც პროცესის შესახებ ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. შესაბამისად, სასამართლოსთვის უცნობია მისი პოზიცია სარჩელთან დაკავშირებით.
(იხ. სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 20 აპრილის ხელშეკრულების თანახმად, ამავე დღეს მოხდა მსესხებლის მიერ მოთხოვნილი სესხის დამტკიცება და თანხის ჩარიცხვა/სესხებლის ანგარიშზე. სესხის ხელშეკრულების პირობების თანახმად სესხის თანხა შეადგენდა 3500 ლარი 24 თვის ვადით, სესხის საპროცენტო განაკვეთი - 30% წლიურად. სესხისთვის გახსნილი ვირტუალური ანგარიშის ნომერი იყო N1-------- (ვირტუალური ანგარიში - კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის ვებგვერდის მომსახურებით სარგებლობისათვის მინიჭებული ანგარიში, რომელზეც აისახება მომხმარებლის მიერ განხორციელებული ყველა ტრანზაქცია). მსესხებლის მიერ მოთხოვნილი სესხი დააფინანსა ხუთმა ინვესტორმა სოლიდარულად: მოქ. ნ-----–---- შ---------მ (ვირტუალური ანგარიში N1--------), მოქ. ლ--–- კ------მ (ვირტუალური ანგარიში N----------, მოქ. დ----- კ---------ემ (ვირტუალური ანგარიში N1--------), მოქ. ს-------- თ------–---–მა (ვირტუალური ანგარიში N1--------) და შ--------------------- (ვირტუალური ანგარიში N1--------) (ინვესტორი - პირი, რომელიც რეგისტრირებულია ვებგვერდზე „ინვესტორის“ სტატუსით, პორტალის მეშვეობით მსესხებლის მიერ მოთხოვნილი სესხის ნაწილობრივ ან სრულად დაფინანსების მიზნით).
ხელშეკრულების 4.1.9. პუნქტის თანახმად, სესხი შეიძლება დაფინანსდეს ერთი ან რამდენიმე ინვესტორის მიერ. ასეთ შემთხვევაში ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ კრედიტორებს.
ამავე პუნქტის მიხედვით, სესხი დადებულად ითვლება მხოლოდ მსესხებლის ვირტუალურ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის მომენტიდან.
ხელშეკრულების 5.9. პუნქტის თანახმად, მსესხებლის მიერ გრაფიკით დადგენილი ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისათვის მსესხებელს ეკისრება პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება N----- (ს.ფ. 35-37)
- N----- სესხზე განხორციელებული ტრანზაქციები (ს.ფ. 38-39)
- ინფორმაცია მსესხებელზე და გამსასხებლებზე (ს.ფ. 23-24)
- ხელშეკრულება მსესხებელთან/ინვესტორთან (ს.ფ. 25-34)
4.2. 2017 წლის 18 ოქტომბერს მეორადი სესხების პლატფორმის მეშვეობით (მეორადი სესხების პლატფორმა-ვებგვერდ www.p-----------ზე ინვესტირების ღილაკში არსებული სექცია, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება წილის გაყიდვა) მოხდა აღნიშნულ სესხში წილის გაყიდვა შ--------------------- მიერ (ვირტუალური ანგარიშის N1--------). აღნიშნული წილი იყიდა ინვესტორმა მოქ. ი-----–- ბ--------ემ (ვირტუალური ანგარიშის N1--------).
აღნიშნულის შემდეგ სესხის სოლიდარული გამსესხებლები არიან მოქ. ნ-----–---- შ---------, მოქ. ლ--–- კ------, მოქ. დ----- კ---------ე, მოქ. ს-------- თ------–---–ი და მოქ. ი-----–- ბ--------ე. მხარეები დაეთანხმნენ ვებგვერდზე განთავსებული ხელშეკრულების პირობებს ხელშეკრულება მსესხებელთან/ინვესტორთან), რომელშიც განმარტებული იყო სესხის გაცემისა და დაბრუნებადობის პირობები და ასევე სხვა დამატებითი პირობები. პირობებზე თანხმობა გამოხატულ იქნა ე.წ. "დაკლიკვის" გზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 10/18/2017 წლის წილის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება (ს.ფ. 40-43)
- საგადასახადო დავალება (ს.ფ. 44)
4.3. ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით სს „პ----------------------–-------------ის“ მიერ მოპასუხეზე გაგზავნილი იქნა შეტყობინება არსებული დავალიანებისა და მისი დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 16.01.2018 წლის ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 45)
- შეტყობინება (ს.ფ. 46)
- გზავნილი (ს.ფ. 47)
4.4. მოპასუხე ნ----ი ჭ-----–---–მა დაარღვია სესხის ხელშეკრულების პირობები, შესაბამისად, 2018 წლის 16 იანვრის მდგომარეობით, სესხზე N----- ერიცხება დავალიანება 4010.58 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3056.75 ლარი, პროცენტი 336.65 ლარი, პირგასამტეხლო 90.77 ლარი, მიუღებელი შემოსავალი 526.41 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 16.01.2018 წლის ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 45)
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–---- შ---------ს, ლ--–- კ------ს, დ----- კ---------ის, ს-------- თ------–---–ის და ი-----–- ბ--------ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 408-ე, 411-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 455-ე, 456-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
წამოდგენილ შემთხვევაში 2017 წლის 20 აპრილს მოხდა მსესხებლის მიერ მოთხოვნილი სესხის დამტკიცება და თანხის ჩარიცხვა/სესხებლის ანგარიშზე. სესხის ხელშეკრულების პირობების თანახმად სესხის თანხა შეადგენდა 3500 ლარს, სესხის ვადა კი 24 თვეს, საპროცენტო განაკვეთი წლიური 30%. სესხისთვის გახსნილი ვირტუალური ანგარიშის ნომერია N1-------- (ვირტუალური ანგარიში - კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის ვებგვერდის მომსახურებით სარგებლობისათვის მინიჭებული ანგარიში, რომელზეც აისახება მომხმარებლის მიერ განხორციელებული ყველა ტრანზაქცია). მსესხებლის მიერ მოთხოვნილი სესხი დააფინანსა ხუთმა ინვესტორმა -მოსარჩელეებმა, რომელთაგან თითოეულს ჰონდა თავისი პირადი ვირტუალური ნომერი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამევე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.
სამოქალაქო კოდექსი ეფუძნება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, ხელშეკრულების საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა შეთანხმება. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა თავისი სამართლებრივი ბუნებით ხელშეკრულებას წარმოადგენს, რომელიც ათავისუფლებს მხარეებს სამომავლო ვალდებულებების შესრულებისაგან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოპასუხე ნ----ი ჭ-----–---–მა დაარღვია სესხის ხელშეკრულების პირობები, შესაბამისად, 2018 წლის 16 იანვრის მდგომარეობით, სესხზე N----- ერიცხება დავალიანება 4010.58 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3056.75 ლარი, პროცენტი 336.65 ლარი, პირგასამტეხლო 90.77 ლარი, მიუღებელი შემოსავალი 526.41 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა მსესხებლის მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
წარმოდგენილ შემთხვევაში, 2017 წლის 20 აპრილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სასესხო დავალიანების ძირი თანხის ოდენობა შეადგენს 3056.75 ლარს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა 90.77 ლარი, დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში არის შესაბამისობაში. აქედან გამომდინარე, არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
მითითებულ ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
წარმოდგენილ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულებით გაცემულ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგლებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. თუმცა ასევე საგულისხმოა, რომ მიუღებელი შემოსავლის დადგენისა და მისი მოვალისათვის დაკისრებისას გასათვალისწინებელია სრულად ყველა ფაქტობრივი ასპექტი და მისი ოდენობის დადგენა და მხარისათვის დაკისრება არ უნდა იწვევდეს არც ერთი მხარის უფლებების უგულვებელყოფას ან/და კრედიტორის გაუმართლებლად უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე მხარემ არ დაფარა არსებული დავალიანება. სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება არ უნდა იწვევდეს გაუმართლებელი ტვირთის მხარისათვის დაკისრებას და თავის მხრივ არ უნდა აყენებდეს კრედიტორს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში უსაფუძვლოდ გამდიდრებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მოუღებელი შემოსავლის სახით მოთხოვნილია ის თანხა, რომელსაც მოსარჩელეები მიიიღებდნენ სესხის ვადის განმავლობაში ანუ 24 თვის განმავლობაში, მოპასუხის მიერ ვალდებულება რომ არ დარღვეულიყო. შესაბამისად, ამ უკანასკნელისთვის წინასწარ იყო ცნობილი სესხის სარგებლიანობის თაობაზე და ასევე იმის თაობაზეც, რომ ვალდებულების შეუსრულებლობისა თუ არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოსარჩელეებს მიადგებოდა ზიანი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი თანხა 526.41 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს გონივრული ოდენობისაა და სრულად უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
და ბოლოს, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ხელშეკრულების 4.1.9 პუნქტზე, სადაც მითითებულია, რომ სესხი შეიძლება დაფინანსდეს ერთი ან რამდენიმე ინვესტორის მიერ. ასეთ შემთხვევაში ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ კრედიტორებს.
სამოქალაქო კოდექსის 455-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულს შეუძლია მთლიანი შესრულების მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულია მხოლოდ ერთჯერადად შეასრულოს, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულად უფლებამოსილ პირებს - სოლიდარულ კრედიტორებს.
ამავე კოდექსის 456-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული უფლებამოსილება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
ამდენად, თავად მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელეები არიან სოლიდარული კრედიტორები, რომლებმაც სს „პ----------------------–-------------ის“ მეშვეობით ახორციელებდნენ თანხის გასესხებას. ამდენად, მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებაც სწორედ სოლიდარულ კრედიტორებთან მიმართებაში ანუ მოსარჩელეების მიმართ უნდა განხორციელდეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, ნ-----–---- შ---------ს, ლ--–- კ------ს, დ----- კ---------ის, ს-------- თ------–---–ის და ი-----–- ბ--------ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ----ი ჭ-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის 121 ლარის ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ-----–---- შ---------ს, ლ--–- კ------ს, დ----- კ---------ის, ს-------- თ------–---–ისა და ი-----–- ბ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.
2. მოპასუხე ნ----ი ჭ-----–---–ს (პ/ნ N0----------) მოსარჩელეების ნ-----–---- შ---------ს, ლ--–- კ------ს, დ----- კ---------ის, ს-------- თ------–---–ისა და ი-----–- ბ--------ის სასარგებლოდ 2017 წლის 20 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის ძირი თანხა - 3056,75 ლარის, პროცენტის - 336,65 ლარის, პირგასამტეხლოს - 90,77 ლარისა და მიუღებელი შემოსავალის - 526,41 ლარის გადახდა.
3. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 12 დეკემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 121 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოპასუხე ნ----ი ჭ-----–---–ს (პ/ნ N0----------) მოსარჩელეების ნ-----–---- შ---------ს, ლ--–- კ------ს, დ----- კ---------ის, ს-------- თ------–---–ისა და ი-----–- ბ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 121 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე