გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.02.2019
საქმის ნომერი
330210018002303886
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
08.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/4--2-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

8 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე- შპს „მი----------------------------–-----------ი“

წარმომადგენელი - გა------–--------ვა

მოპასუხე- სო-–----------–---–-----ი

წარმომადგენელი - მი----–-----–---–---–ი

დავის საგანი უფლებამონაცვლეობის დადგენა, ქმედების დავალდებულება, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1.სასარჩელო მოთხოვნები:

1.1. მოპასუხე სო-–----------–---–-----ი ცნობილი იქნეს ივ-------–---–-----ის უფლებამონაცვლედ და დაევალოს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, დასახლება სა------------------------------------------------------------------------------- საკუთრებაში დარეგისტრირება.

1.2. სო-–----------–---–-----ს, შპს „მი----------------------------–-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 9291.33 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5911.09 აშშ დოლარი, პროცენტი - 2380.24 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1000 აშშ დოლარი.

 

(სასარჩელო მოთხოვნა, 14.05.2018 წ, სხდომის ოქმი, 12:00:04წთ, 30.01.2019წ, სხდომის ოქმი, 10:46:00წთ)

 

სარჩელის მიხედვით, 2012 წლის 22 ნოემბერს შპს „მი----------------------------–-----------ის“ და ივ-------–---–-----ს შორის გაფორმდა საფინანსო რესურსების შესახებ ხელშეკრულება #2---, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, დასახლება სა-------------------------------------------------------------------------------.

 

საფინანსო რესურსების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში 2012 წლის 22 ნოემბერს ამავე მხარეებს შორის გაფორმდა ფინანსური მომსახურების შესახებ #2---/3--- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელმა სესხის სახით 60 თვის ვადით მიიღო 11000 აშშ დოლარი, წლიური 40% სარგებლის დარიცხვით. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობების და შეწყვიტა სესხის დაფარვა.

 

2014 წლის 13 ოქტომბერს, მას შემდეგ რაც ნოტარიუსმა უარი განაცხადა სანოტარო მოქმდების შესრულებაზე, მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ ივ-------–---–-----ი გარდაიცვალა. დოკუმენტებით დასტურდება, რომ თანხებს იხდიდა მოპასუხე, რომელმაც გარდაცვალების ფაქტი არ აცნობა მოსარჩელეს. საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ ივა------–---–----ის კუთვნილ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით მემკვიდრეებს არ მიუმართიათ, თუმცა სანოტარო ბიუროში არსებობს ინფორმაცია, მისი მემკვიდრის სო-–----------–---–-----ის შესახებ. აღნიშნულით დასტურდება, ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მამის გარდაცვალების შემდგომ იგი ფაქტობრივად დაეუფლა დანაშთ ქონებას.

 

ფინანსური მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანება შეადგენს 9291.33 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5911.09 აშშ დოლარი, პროცენტი - 2380.24 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1000 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სო-–----------–---–-----მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო ხანდაზმულობის გამო, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ კრედიტორისათვის 2014 წლის 13 ოქტომბერს ცნობილი გახდა მსესხებლის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა მას სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის გათვალისწინებით მოთხოვნა არ წაუყენებია მემკვიდრეებისათვის, რის შედეგადაც დაკარგა მოთხოვნის უფლება. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირის უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „მი----------------------------–-----------ის“ და ივ-------–---–-----ს შორის გაფორმდა საფინანსო რესურსების შესახებ #2--- ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ამავე მხარეებს შორის დაიდო ფინანსური მომსახურების #2---/3--- ხელშეკრულება და 60 თვის ვადით მსესხებელზე გაიცა 11000 აშშ დოლარი, წლიური 40%-ის საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების 3.9 პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს ერიცხება დავალიანებული ძირითადი თანხის 0.2% და ვადაგადაცილებული პროცენტის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

3.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ივ-------–---–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, დასახლება სა-------------------------------------------------------------------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საფინანსო რესურსების შესახებ #2--- ხელშეკრულება (ს.ფ 21-24)

- ფინანსური მომსახურების #2---/3--- ხელშეკრულება (ს.ფ 25-27)

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 28-29)

- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 30-39)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 47-48)

 

3.1.3. მხარეებს შორის სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსესხებელმა დაარღვია ფინანსური მომსახურების #2---/3--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება და გადახდილი თანხის ოდენობამ ჯამში შეადგინა 1955 აშშ დოლარი.

 

საქმის განხილვის დროისათვის შემცირებული დავალიანება შეადგენს 9291.33 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5911.09 აშშ დოლარი, პროცენტი - 2380.24 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 1000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ 61)

- სესხის ამონაწერი (ს.ფ 59)

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 14.05.2018 წ, სხდომის ოქმი, 12:00:04წთ, 30.01.2019წ, სხდომის ოქმი, 10:46:00წთ)

 

3.1.4. ივ-------–---–-----ი გარდაიცვალა 2012 წლის 30 ნოემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ 44)

 

3.1.5. 2014 წლის 13 ოქტომბრის დადგენილებით ნოტარიუსმა მედ-------------–---–მა სანოტარო მოქმედების შესრულების შესახებ დადგენილებით უარი განაცხადა სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე, იმ მოტივით, რომ მოვალე ივ-------–---–-----ი გარდაცვლილია, ხოლო მისი უფლებამონაცვლე დადგენილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება (ს.ფ 40-42)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ დავალიანების დაფარვის მოთხოვნის უფლება გააჩნია.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს რამოდენიმე გარემოებაზე:

უდავოა, რომ ივ-------–---–-----ი გარდაიცვალა 2012 წლის 30 ნოემბერს.

 

საქმეში მოთავსებულია 2012 წლის 2---------ერს შედგენილი დოკუმენტი, სადაც სო-–----------–---–-----ი მოსარჩელე კომპანიას მიმართავს შემდეგი შინაარსის განცხადებით - „გთხოვთ ჩემს მიერ 2012 წლის 2---------ერს შემოტანილი თანხა 432 აშშ დოლარი მიმართოთ მოქ. ივ-------–---–-----ის სესხის მიმდინარე დავალიანების დასაფარად, თქვენს შორის 2012 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული #2---/3--- ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე“

 

ამავე მასალებიდან ირკვევა, რომ საფინანსო რესურსების შესახებ #2--- ხელშეკრულებასა და მის საფუძველზე შედგენილი ფინანსური მომსახურების შესახებ #2---/3--- ხელშეკრულებაში მსესხებელი ივ-------–---–-----ის სახელით შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე მოქმედებდა სო-–----------–---–-----ი.

 

მიუხედავად დადგენილი ფაქტებისა, მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მოსარჩელეს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის გათვალისწინებით მოთხოვნა არ წაუყენებია მემკვიდრეებისათვის, რის შედეგადაც მან დაკარგა მოთხოვნის უფლება.

 

სასამართლოს დასკვნით, საქმის ირგვლივ გამოკვლეული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები მეტყველებენ, რომ სო-–----------–---–-----ისთვის ცნობილი იყო მისი მემკვიდრის ივ-------–---–-----ის მოსარჩელისადმი ფულადი ვალდებულებების თაობაზე. შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის დანაწესზე აპელირება და ამგვარად პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობა კონკრეტულ სამართალურთიერთობაში გაზიარებული ვერ იქნება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საფინანსო რესურსების შესახებ #2--- ხელშეკრულება (ს.ფ 21-24)

- ფინანსური მომსახურების #2---/3--- ხელშეკრულება (ს.ფ 25-27)

- განცხადება (ს.ფ 43)

- სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ 54)

-

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეების ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ შპს „მი----------------------------–-----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 625-ე, 1306-ე, 1319-ე, 1328-ე, 1421-ე, 1484-ე, 1488-ე მუხლები; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.

სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

უდავოა, რომ ივ-------–---–-----ი გარდაიცვალა 2012 წლის 30 ნოემბერს. ხოლო 2014 წლის 13 ოქტომბრის დადგენილებით ნოტარიუსმა მედ-------------–---–მა სანოტარო მოქმედების შესრულების შესახებ დადგენილებით უარი განაცხადა სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე, იმ მოტივით, რომ მოვალე ივ-------–---–-----ი გარდაცვლილია, ხოლო მისი უფლებამონაცვლე დადგენილი არ არის.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ ივა------–---–----ის კუთვნილ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით მემკვიდრეებს არ მიუმართიათ, თუმცა სანოტარო ბიუროში არსებობს ინფორმაცია, მისი მემკვიდრის სო-–----------–---–-----ის შესახებ.

 

ამასთან, ივ-------–---–-----ის გარდაცვალების შემდგომ კრედიტორის წინაშე ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებით დგინდება, რომ მოპასუხე დაეუფლა მამკვიდრებლის ქონებას, რომელიც მოიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.

 

ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი, მამკვიდრებლის კრედიტორის მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადისათვის დასაწყისს უკავშირებს არა სამკვიდროს გახსნის მომენტს, არამედ იმ სუბიექტურ ფაქტორს, როდესაც კრედიტორისათვის ცნობილია: 1. პირის გარდაცვალებით სამკვიდროს გახსნის შესახებ; 2. მოთხოვნის ადრესატის - მემკვიდრეთა ვინაობის შესახებ.

 

მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის-მოთხოვნის წარდგენის ვადა, რომლის გასვლის შემდეგ, მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით.

 

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ არის ხანდაზმული.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ საფინანსო რესურსების შესახებ #2--- ხელშეკრულებასა და მის საფუძველზე შედგენილი ფინანსური მომსახურების შესახებ #2---/3--- ხელშეკრულებაში მსესხებელი ივ-------–---–-----ის სახელით შესაბამისი მინდობილობის საფუძველზე მოქმედებდა მისი შვილი- მოპასუხე სო-–----------–---–-----ი.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების ამავე პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში მოთავსებულია 2012 წლის 2---------ერს შედგენილი დოკუმენტი, სადაც სო-–----------–---–-----ი მოსარჩელე კომპანიას მიმართავს შემდეგი შინაარსის განცხადებით - „გთხოვთ ჩემს მიერ 2012 წლის 2---------ერს შემოტანილი თანხა 432 აშშ დოლარი მიმართოთ მოქ. ივ-------–---–-----ის სესხის მიმდინარე დავალიანების დასაფარად, თქვენს შორის 2012 წლის 22 ნოემბერს გაფორმებული #2---/3--- ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე“.

 

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად ადასტურებს მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის ვალის არა მხოლოდ ცოდნის, არამედ მისი ნაწილობრივ შესრულების ფაქტსაც.

 

სასამართლოს დასკვნით, საქმის ირგვლივ გამოკვლეული მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები მეტყველებენ, რომ სო-–----------–---–-----ისთვის ცნობილი იყო მისი მემკვიდრის ივ-------–---–-----ის მოსარჩელისადმი ფულადი ვალდებულებების თაობაზე. შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის დანაწესზე აპელირება და ამგვარად პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მცდელობა კონკრეტულ სამართალურთიერთობაში გაზიარებული ვერ იქნება.

 

განვითარებული მსჯელობის შესაბამისად, სო-–----------–---–-----ი, როგორც ივ-------–---–-----ის მემკვიდრე ვალდებულია დააკმაყოფილოს მამკვიდრებლის კრედიტორის ინტერესები, კერძოდ შპს „„მი----------------------------–-----------ის“ მოთხოვნა, რომელიც მოსარჩელეს წარმოეშვა 2012 წლის 22 ნოემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა 2012 წლის 22 ნოემბერს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის დანაწესით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და გადახდილი თანხის ოდენობამ ჯამში შეადგინა 1955 აშშ დოლარი. საქმის განხილვის დროისათვის შემცირებული დავალიანება შეადგენს სესხის ძირითად თანხას - 5911.09 აშშ დოლარს, პროცენტი - 2380.24 აშშ დოლარს.

 

როგორც დადგენილი იქნა მოსარჩელემ, ივ-------–---–-----ს სრულად გადასცა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 11000 აშშ დოლარი. მოვალის მხრიდან თანხის დაბრუნების ვალდებულება არ შესრულდა და სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირითადი ნაწილის და სარგებლის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია სრულად.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

მხარეებმა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გაითვალისწინეს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობა. კერძოდ ხელშეკრულების 3.9 პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში სესხს ერიცხება დავალიანებული ძირითადი თანხის 0.2% და ვადაგადაცილებული პროცენტის 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვალდებულების სრულად შესრულებამდე.

 

შეთანხმების შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნაა ასევე მოპასუხისთვის პირგასამტხლოს სახით 1000 აშშ დოლარის დაკისრება. საქმეში მოთავსებულია ცნობა დავალიანების შესახებ, სადაც მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება შედგება მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის და მასზე დარიცხული სარგებლისაგან. საქმის განხილვისას დაზუსტებული იქნა მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, თუმცა რა პერიოდის გაანგარიშებას მოიცავს დასახელებული თანხა მოსარჩელეს საქმის განხილვისას არ დაუსაბუთებია.

 

სასამართლომ, საქმეში 2018 წლის 13 თებერვლით დათარიღებული დავალიანების შესახებ ცნობით, დადგენილად მიიჩნია, რომ დავალიანების თანხა ცნობის გაცემის დროისათვის შეადგენდა 16060.09 აშშ დოლარს, საიდანაც ძირია-10707.33 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი 5353.66 აშშ დოლარი. დავალიანების შესახებ ცნობაში არაა მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა. სარჩელით სასამართლოს მოსარჩელემ მომართა 2018 წლის 13 თებერვალს, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში დაზუსტებული მოთხოვნა წარმოადგინა 2018 წლის 14 მაისს, ისე რომ არ დაუზუსტებია რა პერიოდზე და როგორი გაანგარიშებით წარმოეშვა მოპასუხეს აღნიშნული ოდენობით დავალიანება.

 

ამდენად, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს სახით - 1000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3.სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ივა------–---–----ის კუთვნილ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით მემკვიდრეებს არ მიუმართიათ, თუმცა სანოტარო ბიუროში არსებობს ინფორმაცია, მისი მემკვიდრის სო-–----------–---–-----ის შესახებ.

 

ამასთან, ივ-------–---–-----ის გარდაცვალების შემდგომ კრედიტორის წინაშე ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებით დგინდება, რომ მოპასუხე დაეუფლა მამკვიდრებლის ქონებას, რომელიც მოიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას.

 

სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ივ-------–---–-----ის გარდაცვალება არ იწვევს იმ ვალდებულების შეწყვეტას, რომელიც მას გააჩნდა მოსარჩელის მიმართ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 453-ე მუხლის თანახამად, მოვალის გარდაცვალება მხოლოდ იმ შემთხვევაში იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება შეუძლებელია მისი პირადი მონაწილეობის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, მოვალის გარდაცვალების გამო, არ არსებობს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეწყვეტის წინაპირობა, შესაბამისად გარდაცვლილი ივ-------–---–-----ის მემკვიდრეს სო-–----------–---–-----ს წარმოეშვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულება კრედიტორის მოთხოვნის ინტერესების დაკმაყოფილებისა.

 

დადგენილია, რომ 2012 წლის 22 ნოემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ივ-------–---–-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისი, დასახლება სა-------------------------------------------------------------------------------. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოვალის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებისათვის სახეზეა კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა და მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა გარდაცვლილი ივ-------–---–-----ის სამკვიდროს, უნდა დაევალოს გარდაცვლილის სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონების საკუთარ სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში შეამცირა, ამდენად აღნიშნული ნაწილის პროპორციულად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.

 

ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 364-ე, 365-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „მი----------------------------–-----------ი“ სარჩელის დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1. მოპასუხე სო-–----------–---–-----ი ცნობილი იქნეს ივ-------–---–-----ის უფლებამონაცვლედ და დაევალოს ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, დასახლება სა------------------------------------------------------------------------------- საკუთარ სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია;

1.2. სო-–----------–---–-----ს, შპს „მი----------------------------–-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 8291.33 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5911.09 აშშ დოლარი, პროცენტი - 2380.24 აშშ დოლარი;

 

2. შპს „მი----------------------------–-----------ის“ უარი ეთქვას მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს - 1000 აშშ დოლარის დაკისრებაზე;

 

3. შპს „მი----------------------------–-----------ის“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე 20.01.2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (1079.86 ლარი) 497.32 ლარი, საგადასახადო დავალება #1---------;

 

4. მოპასუხე სო-–----------–---–-----ს შპს „მი----------------------------–-----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 609.10 ლარის გადახდა;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინათინ ეცადაშვილი