გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.10.2018
საქმის ნომერი
030210017002145088
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმის N 030210017002145088

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 ოქტომბერი 2018 წელი ქ.ფოთი

შესავალი ნაწილი

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე

სხდომის მდივანი თამარ თოდუა

მოსარჩელე სს „ფ---- ბ----------------–--“

წარმომადგენელი გ---- კ------

მოპასუხეები ა---- ა-–---- (კ-------)

წარმომადგენელი ლ---- ჭ----------

რ--------- კ------–--

ბ------ ი------

ჯ------ ბ-----

დავის საგანი სასესხო ვალდებულების სოლიდარულად შესრულება, თანხის დაკისრება, უფლებამონაცვლის დადგენა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. გარდაცვლილი ს----- კ-------ს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნას ა---- ა-–---- (პ/ნ 5----------) და რძალი რ--------- კ------–-- (პ/ნ 5----------), როგორც არასრულწლოვანი ც------ კ-------ს კანონიერი წარმომადგენელი (დედა).

 

1.2. ა---- ა-–----ს, რ--------- კ------–--ს, ბ------ ი------ს და ჯ------ ბ-----ს სოლიდარულად დაეკისროთ სს „ფ---- ბ----------------–--ს“ სასარგებლოდ დავალიანების 20361,07 ლარი (მათ შორის, ძირი - 15282,51 ლარი, დარიცხული სარგებელი - 61,39 ლარი, დაურიცხავი სარგებელი - 4489,75 ლარი ანუ ის თანხა, რომელსაც მიიღებდა ბანკი მსესხებლის მიერ ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში და ჯარიმა 527,42 ლარი) გადახდა.

 

1.3. ა---- ა-–----ს, რ--------- კ------–--ს, ბ------ ი------ს და ჯ------ ბ-----ს სოლიდარულად სს „ფ---- ბ----------------–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროთ მათ მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 610,83 ლარის გადახდა, ამონაწერის განახლებისა და ნოტარიუსთა პალატიდან ცნობის გამოთხოვისათვის გადახდილი 25, 50 ლ (ჯამში) გადახდა.

 

1.4. სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

2016 წლის 28 ოქტომბერს სს „ფ---- ბ----------------–--ს“ და ს----- კ-------ს შორის გაფორმდა N 071107.4400.004 სესხის ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების, ასევე მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებათა უზრუნველყოფის მიზნით 2016 წლის 28 ოქტომბერს ბ------ ი------სთან და ჯ------ ბ-----სთან დამატებით გაფორმდა სოლიდარული თავდებობის წერილი.

 

ხსენებული ხელშეკრულებით ს----- კ-------მ სს „ფ---- ბ----------------–--საგან“ სესხად მიიღო 17000 ლარი, 1103 დღით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20.95 %-ით წლის განმავლობაში. მისი გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1%-ს. საურავის დარიხცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 კალენდარული დღის ვადაში.

 

2018 წლის 18 აპრილს მსესხებელი ს----- კ------- გარდაიცვალა, რის შემდეგ სასესხო ვალდებულების შესრულება არ ხორციელდება.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

სარჩელში მითითებულ ხელშეკრულებასთან ფაქტობრივი და სამართლებრივი შემხებლობა არ გააჩნია, შესაბამისად, არანაირი ვალდებულებაც არ გააჩნია. ის ცხოვრობს და რეგისტრირებულია ქ. თ---–--–-, გ----------ის ქ. კორპ. 2-----, ბ N---ში. სამართლებრივად არ არის ვალდებული იცოდეს და გამოარკვიოს ვინ რა თანხა მიიღო და ვის რა სასესხო ვალდებულება აკავშირებს მოსარჩელესთან. მისთვის უცნობია ს----- და ი-–-- კ-------ბს შორის არსებული ქონებრივი ურთიერთობები, ვინ რა დოკუმენტი მოიპოვა და რა თანხა გადაიხადა. მასა და ი-–-- კ-------ს შორის არავითარი სამართლებრივი ურთიერთობა არ არსებობდა, მასთან ქორწინებაში რეგისტრირებული არ ყოფილა და სარჩელის მოპასუხე ვერ იქნება. მას არანაირი თანხა არ უნდა დაეკისროს.

 

ა---- კ-------: ის 1997 წლიდან დ----- ჯ----სთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება, ცხოვრობს ქ. თ---–--–-. ქ. ხობში, მშობლების სახლში იშვიათად ჩადიოდა. 2017 წლის 16 აპრილს, მამის ს----- კ-------ს სუიციდის ფაქტის შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მას სესხი ქონდა აღებული სს „ფ---- ბ----------------–--დან“ და ვალდებულების შეუსრულებლობის შიშით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მისი მამა ქ. ხობში სარიტუალო მომსახურეობას ეწეოდა. მამის გარდაცვალებიდან 6 თვეში ძმას- ი-–-- კ-------ს სანოტარო ბიუროსთვის მიუმართავს ქ. ხობში მამის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის სრულად გაცემზე, რადგან დედამ დ--–- ა-–----მ სამკვიდროს მიუღებლობის ფაქტი დაადასტურა.

 

2017 წლის 25 ოქტომბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად ს----- კ-------მ დანაშთ სამკვიდრო ქონებაში შემავალი მთელი აქტივები და პასივები, ხოლო დედამ 1/3 სავალდებულო წილი მიიღო. 2017 წლის 31 ოქტომბერს ი-–-- კ-------მ და დ--–- ა-–----მ ჩუქების ხელშეკრულებით სრულად გადასცეს არასრულწლოვან ც------ კ-------ს თავიანთი წილები, რის საფუძველზე ც--------- 2017 წლის 31 ოქტომბრიდან ირიცხება მესაკუთრედ ქ.ხ----, გ-------–---–-ს ქ.N--ში, ს.კ. 4-----------, რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრედ, ასევე ის ირიცხება, ხ----ს მუნიციპალიტეტის სოფ. გ----------–-ს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, ს.კ 4-----------.

 

იგი არ არის უფლებამოსილი და უფლებამონაცვლე, რომ დაეკისროს გარდაცვლილი მამის სასესხო ვალდებულბის შესრულება. მას დანაშთი სამკვიდრო არ მიუღია, არც ფაქტობრივი და არც კანონისმიერი სავალდებულო წილის მიღების გზით.

 

თავდებები: ბ------ ი------ და ჯ------ ბ----- არ გამოცხადნენ. საქმეში წარმოდგენი-–-- ბ------ ი------ს ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე მასალები, ხოლო ჯ------ ბ----- სასამართლოს უწყებებს არ იბარებს (ბ--------ს სიტყვიერი გადმოცემით, ის ს----- კ-------ს გაყვა თხოვნით, არ იცის რაზე მოაწერა ხელი).

 

3. გაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. სსგს ხ----ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წ. 25 აპრილის N 66177000461 გარდაცვალების მოწმობით, ს----- კ-------, დაბადებული 1--- წლის 2------------–ს, გარდაიცვალა 2017 წლის 16 აპრილს.

 

3.1.2. სსგს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 21 ივნისის N 28187002101 გარდაცვალების მოწმობით, ი-–-- კ-------, დაბადებული 1--- წლის 2---------ს, გარდაიცვალა 2018 წლის 06 ივნისს.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2016 წლის 28 ოქტომბრის სესხის N 071107. 4400.004 ხელშეკრულების თანახმად, სს „ფ---- ბ----------------–--მ“ ი.მ ს----- კ-------ზე გასცა სესხი 17 000 ლ., საკრედიტო ციკლი გაიცა 1103 დღის ვადით. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20.95% წლის განმავლობაში. მსესხებელი ვალდებული იყო დაებრუნებია აღნიშნული სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით.

 

3.2.2. 2016 წლის 28 ოქტომბრის თავდებობის წერილებით: ბ------ ი------სა და ჯ------ ბ----- კისრულობენ სოლიდარულ პასუხისმგებლობას სს „ფ---- ბ----------------–--ს“ წინაშე და იღებენ ვალდებულებას მსესხებელსა და ბანკს შორის N 071107. 4400.004 სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში დაფარონ ბანკის სასარგებლოდ, როგორც სესხის მთლიანი თანხა, ასევე სესხზე დარიცხული სარგებელი, შესაძლო საურავი და წინამდებარე წერილში მითითებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სხვა ხარჯი.

 

3.2.3. 2017 წლის 4 მაისს ქ. ხ----, გ-------–---–-ს ქ. N--ში მცხოვრებმა რ--------- კ------–--მ განცხადებით მიმართა სს „ფ---- ბ----------------–--ს“ ბანკის მმართველს იმის შესახებ, რომ 2017 წ. 16 აპრილს გარდაიცვალა ბანკის მსესხებელი ს----- კ------- (პ/ნ 5----------) და წარუდგინა გარდაცვალების მოწმობის ასლი.

 

3.2.4. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით (მომზადებული 29.09.2017 წ. 11:53:43) მესაკუთრეებს: დ--–- ა-–----ს, ი-–-- კ-------ს, ს----- კ-------ს ქ. ხობში, ქ.გ-------–---–-, N-, თანასაკუთრებაში გააჩნდათ სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დაზუსტებული ფართობი 1900 კვმ და შენობა- ნაგებობის ჩამონათვალი (NN 1-5) ს.კ 4-----------.

 

3.2.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის N 01/228311 წერილის თანახმად, ს----- კ-------ს (პ/ნ 5----------) პირველი რიგის მემკვიდრეებია:

 

- დ--–- ა-–---- - მეუღლე (პ/ნ 5----------), რეგისტრაციის ადგილი - ხ----, გ-------–---–-ს ქ. N-, რეგისტრაცია - აქტიური,- ი-–-- კ------- - შვილი (პ/ნ 5----------), რეგისტრაციის ადგილი - ხ----, გ-------–---–-ს ქ. N-, გარდაცვალება,- ა----- ა-–---- - შვილი (პ/ნ 5----------), რეგისტრაციის ადგილი - ო--------, სოფ. უ-------, რეგისტრაცია - აქტიური.

 

3.2.6. 2017 წლის 25 ოქტომბრის სანოტარო აქტით, გარდაცვლილი მოქალაქის ს----- კ-------ს სამკვიდრო ქონების პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრედ საქართველოს სკ-ის 1336-ე მუხლის საფუძველზე ცნობი-–-- შვილი ი-–-- კ------- (პ/ნ 5----------, დაბ. 2--------- წ). მემკვიდრემ წინამდებარე სამკვიდრო მიიღო სრულად ს----- კ-------ს დანაშთ სამკვიდრო ქონებაში შემავალი მთელი აქტივებითა (მოძრავი და უძრავი ნივთები, წილები სამეწარმეო საზოგადოებაში, მოთხოვნის უფლება მიუღებელი პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე და სხვა არაპირადი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ (მათი არსებობის შემთხვევაში) და პასივებით (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში). სამკვიდრო ქონება მემკვიდრის მიერ შეფასებულია 30 000 ლარად.

 

3.2.7. 2017 წლის 31 ოქტომბრის უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც დ--–- ა-–----მ და ი-–-- კ-------მ არასრულწლოვან ც------ კ-------ს (პ/ნ 0----------) აჩუქეს: ქ. ხ----, გ-------–---–-ს ქ. N--ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) 1900 კვმ მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით, ს.კ 4-----------. ამ ხელშეკრულებას ხელს აწერენ მჩუქებლები: დ--–- და ი-–-- კ-------ბი, დასაჩუქრებული ც------ კ------- და ამ უკანასკნელის კანონიერი წარმომადგენლები: მამა ი-–-- კ------- და დედა რ--------- კ------–--.

 

3.2.8. 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც დ--–- და ი-–-- კ-------ბმა არასრულწლოვან ც------ კ-------ს (პ/ნ 0----------) აჩუქეს: ხ----, სოფ. გ----------–ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) 5601 კვმ მიწის ნაკვეთი, ს.კ 4-----------. ამ ხელშეკრულებასაც ხელს აწერენ, მჩუქებლები: დ--–- და ი-–-- კ-------ბი, დასაჩუქრებული ც------ კ------- და მისი მშობლები: ი-–-- კ------- და რ--------- კ------–--.

 

3.2.9. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით (მომზადებული 02.11.2017) ც------ კ-------ს საკუთრებაში დარეგისტრირდა ქ.ხ----, გ-------–---–-ს ქ. N--ში დარეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (საკარმიდამო) 1900 კვმ დაზუსტებული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი NN 1-5, ს.კ 4-----------.

 

3.2.10. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით (მომზადებული 02.11.2017) ც------ კ-------ს საკუთრებაში დარეგისტრირდა მუნიციპალიტეტი ხ----, სოფ. გ----------–-, სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) 5601კვმ დაზუსტებული ფართობი, ს.კ 4-----------.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

-ს----- კ-------ს უფლებამონაცვლედ ცნობილ უნდა იქნენ ა---- ა-–---- და რ--------- კ------–--, როგორც არასრულწლოვანი ც------ კ-------ს კანონიერი წარმომადგენელი (დედა).

 

- ა---- ა-–----ს, რ--------- კ------–--ს, ბ------ ი------ს და ჯ------ ბ-----ს სს „ფ---- ბ----------------–--ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების 15343,90 ლარი (საიდანაც, ძირი თანხაა 15282, 51 ლარი, სარგებელი 61.39 ლარი).

 

-ა---- ა-–----ს, რ--------- კ------–--ს, ბ------ ი------ს და ჯ------ ბ-----ს სს „ფ---- ბ----------------–--ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს ამონაწერის განახლებისა და ნოტარიუსთა პალატიდან ცნობის გამოთხოვისათვის გადახდილი ჯამში 25,50 ლარი.

 

მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (კონკრეტული მუხლები იხილეთ სამართლებრივ შეფასებაში).

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

სსკ-ის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

ხოლო სსკ-ის 1307-ე მუხლის შესაბამისად მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა) კანონით მემკვიდრეობის დროს – პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან; ბ) ანდერძით მემკვიდრეობისას – პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.

 

სსკ-ის 1336 მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ. II. მეორე რიგში – გარდაცვლილის დები და ძმები. მამკვიდრებლის დისწულები და ძმისწულები და მათი შვილები კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ იყო მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე იქნებოდა. ისინი თანასწორად იღებენ სამკვიდროს იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობლებს ერგებოდა. III. მესამე რიგში – ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან. ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა კანონით მემკვიდრეებად ითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ბებია და პაპა ცოცხლები აღარ არიან. IV. მეოთხე რიგში – ბიძები (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდები და მამიდები. V. მეხუთე რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.

 

სსკ-ის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. ხოლო მე-4 ნაწილის მიხედვით თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად.

 

სსკ-ის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს. მესამე ნაწილის თანახმად კი მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც.

 

სსკ-ის 453 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება შეუძლებელია მისი პირადი მონაწილეობის გარეშე. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით კრედიტორის გარდაცვალება იწვევს ვალდებულების შეწყვეტას, თუ შესრულება გათვალისწინებული იყო პირადად კრედიტორისათვის.

 

სსგს ხობის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2017 წ. 25 აპრილის N 66177000461 გარდაცვალების მოწმობით, ს----- კ-------, დაბადებული 1--- წლის 2------------–ს, გარდაიცვალა 2017 წლის 16 აპრილს.

 

სსგს ზუგდიდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 21 ივნისის N 28187002101 გარდაცვალების მოწმობით, ი-–-- კ-------, დაბადებული 1--- წლის 2---------ს, გარდაიცვალა 2018 წლის 06 ივნისს.

 

2017 წლის 4 მაისს ქ. ხ----, გ-------–---–-ს ქ. N--ში მცხოვრებმა რ--------- კ------–--მ განცხადებით მიმართა სს „ფ---- ბ----------------–--ს“ ბანკის მმართველს იმის შესახებ, რომ 2017 წ. 16 აპრილს გარდაიცვალა ბანკის მსესხებელი ს----- კ------- (პ/ნ 5----------) და წარუდგინა გარდაცვალების მოწმობის ასლი.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, სამოქალაქო აქტებისა და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის 2018 წლის 19 ივლისის N 01/228311 წერილის თანახმად, ს----- კ-------ს (პ/ნ 5----------) პირველი რიგის მემკვიდრეებია:

 

- დ--–- ა-–---- - მეუღლე (პ/ნ 5----------), რეგისტრაციის ადგილი - ხ----, გ-------–---–-ს ქ. N-, რეგისტრაცია - აქტიური,- ი-–-- კ------- - შვილი (პ/ნ 5----------), რეგისტრაციის ადგილი - ხ----, გ-------–---–-ს ქ. N-, გარდაცვალება,- ა----- ა-–---- - შვილი (პ/ნ 5----------), რეგისტრაციის ადგილი - ო--------, სოფ. უ-------, რეგისტრაცია - აქტიური.

 

2017 წლის 25 ოქტომბრის სანოტარო აქტით, გარდაცვლილი მოქალაქის ს----- კ-------ს სამკვიდრო ქონების პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრედ საქართველოს სკ-ის 1336-ე მუხლის საფუძველზე ცნობილია შვილი ი-–-- კ------- (პ/ნ 5----------, დაბ. 2--------- წ). მემკვიდრემ წინამდებარე სამკვიდრო მიიღო სრულად ს----- კ-------ს დანაშთ სამკვიდრო ქონებაში შემავალი მთელი აქტივებითა (მოძრავი და უძრავი ნივთები, წილები სამეწარმეო საზოგადოებაში, მოთხოვნის უფლება მიუღებელი პენსიაზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანბარზე და სხვა არაპირადი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ (მათი არსებობის შემთხვევაში) და პასივებით (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ მიღებული სამკვიდროს ღირებულბის ფარგლებში). მასალები სამკვიდრო ქონება მემკვიდრის მიერ შეფასებულია 30 000 ლარად.

 

ნიშანადობლივია, რომ ა---- ა-–---- (კ-------ს) ი-–-- კ-------ს დას თავისი წილი სამკვიდროს დათმობაზე ნოტარიუსისათვის არ მიუმართავს.

 

სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

 

სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, 316-ე მუხლით გათვალისწინებული მოვალეობებით ვალდებულება შეიძლება ხელშეკრულების მომზადების საფუძველზეც წარმოიშვას. მესამე ნაწილის მიხედვით, მოლაპარაკების მონაწილეს შეუძლია მეორე მონაწილეს მოსთხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გასწია ხელშეკრულების დასადებად, მაგრამ ეს ხელშეკრულება მეორე მონაწილის ბრალეული მოქმედების შედეგად არ დადებულა.

 

სსკ-ის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

2016 წლის 28 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების N 071107. 4400.004 თანახმად, სს „ფ---- ბ----------------–--მ“ ი.მ ს----- კ-------ზე გასცა სესხი 17 000 ლ. საკრედიტო ციკლი გაიცა 1103 დღის ვადით. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20.95% წლის განმავლობაში. მსესხებელი ვალდებული იყო დაებრუნებია აღნიშნული სესხი და მასზე დარიცხული სარგებელი სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით.

 

2016 წლის 28 ოქტომბრის თავდებობის წერილებით: ბ------ ი------სა და ჯ------ ბ-----ს კისრულობენ სოლიდარულ პასუხისმგებლობას სს „ფ---- ბ----------------–--ს“ წინაშე და იღებენ ვალდებულებას მსესხებელსა და ბანკს შორის N 071107. 4400.004 სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში დაფარონ ბანკის სასარგებლოდ, როგორც სესხის მთლიანი თანხა, ასევე სესხზე დარიცხული სარგებელი, შესაძლო საურავი და წინამდებარე წერილში მითითებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სხვა ხარჯი.

 

სსკ-ის 456-ე მუხლი განსაზღვრავს სოლიდარული უფლებამოსილების წარმოშობის საფუძვლებს, კერძოდ, სოლიდარული უფლებამოსილება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სსკ-ის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახამად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ ვინმე თავისი პროფესიული საქმიანობის შესრულების ფარგლებში განაცხადებს თავდებობის შესახებ, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.

 

სსკ-ის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა ) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა ) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

სსკ-ს 402-ე მუხლის მიხედვით მოვალე ვადის გადაცილების დროს პასუხს აგებს ყოველგვარი გაუფრთხილებლობისათვის. იგი პასუხს აგებს შემთხვევითობისთვისაც, თუ არ დაამტკიცებს, რომ ზიანი შეიძლებოდა დამდგარიყო ვალდებულების დროული შესრულების დროსაც.

 

სსკ-ის 404-ე მუხლის მიხედვით კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასარჩელო მოთხოვნა 4489.75 ლარის დაურიცხავი სარგებლისა და ჯარიმის 527.42 ლარის მოპასუხისათვის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არ არის დასაბუთებული.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლით გათვალისწინებული დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილებები გამოიტანება ისეთ საქმეებზე, რომლებიც პირთა უმნიშვნელოვანეს ინტერესებს შეეხება, ესენია: 1) ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; 2) დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახდელის დაკისრების შესახებ; 3)მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; 4) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

 

სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ასევე ყველა სხვა საქმეზე, მხოლოდ მაშინ, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს (იგულისხმება კრედიტორი) მნიშვნელოვაინი ზიანი მიაყენოს, ან თუ თავად გადაწყვეტილების აღსრულება საერთოდ შეუძლებელი აღმოჩნდება.

 

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეუძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

მოწინააღმდეგე მხარისათვის მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენის გარეშე სასამართლოს არა აქვს იურიდიული საფუძველი მოახდინოს გადაწყვეტილების აღსრულება.

 

თუ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაწყვეტილების მიქცევის საფუძვლები არ არსებობს, სასამართლოს უფლება აქვს სარჩელის უზრუნველყოფისათვის დადგენილი წესების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

დაუყოვნებლივ აღსრულება გამონაკლისია აღსრულების ზოგადი წესებიდან. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ დაუყოვნებლივ აღსრულებული გადაწყვეტილებები შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო და საკასაციო წესით. თუკი შემდგომში გადაწყვეტილება გაუქმდება, ან საქმის ხელახლა განხილვის დროს სარჩელი არ დაკმაყოფილდება, ან სარჩელი განუხილველი დარჩება, ან საქმის წარმოება შეწყდება, კანონით გათვალისწინებული წესით და შემთხვევებში დაიშვება გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნება.

 

დასაშვებია პრაქტიკულად ყველა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, რომელიც კი კანონიერ ძალაში არ არის შესული, მაგრამ დაუყოვნებლივ აღსრულება შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლისის წესით, თუ სახეზე იქნება კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოებები. პირველყოვლისა, ამისათვის, აუცილებელია მოსარჩელის განცხადება. თავის განცხადებაში მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობა და წარადგინოს განსაკუთრებულ გარემოებათა არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელთა გამოც სასამართლო აქტის აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მოსარჩელისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს ან საერთოდ თავად აღსრულება გახდეს შეუძლებელი.

 

ამ საკითხის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს შესაბამისი მოტივები ანუ უნდა მიეთითოს მიზეზები და განსაკუთრებული გარემოებები, რომელთა გამოც სასამართლო მივიდა დაუყოვნებლივ აღსრულების წესის გამოყენების აუცილებლობის შესახებ დასკვნამდე.

 

სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხზე გამოტანილი განჩინება, მიუხედავად იმისა, გამოტანილია თუ არა იგი გადაწყვეტილების მიღების დროს ან შემდგომში, დაკმაყოფილებულია თუ არა მოსარჩელის განცხადება დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე, თუ ამაზე მას უარი ეთქვა, შეიძლება გასაჩივრდეს. იმავდროულად, კერძო საჩივრის შეტანა არ აჩერებს იმ განჩინების მოქმედებას, რომლითაც სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მიქცეულია დაუყოვნებლივ აღსასულებლად.

 

სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლში ჩამოთვლილი პირობების არსებობას უკავშირებს სასამართლოს უფლებამოსილებას და არ ზღუდავს იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ საპროცესო მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ადასტურებდეს და ასაბუთებდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების აუცილებლობას, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგების მოცემულ ეტაპზე მისთვის სასიცოცხლო მნიშვენელობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, თუ რა სახის ზიანი მიადგება მას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობის შემთხვევაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე უთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ ის არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სახ. ბაჟი 610,83 ლარიდან 460,32 ლარი სოლიდარულად დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 150,51 ლარი დარჩეს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

-ს----- კ-------ს უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნენ ა---- ა-–---- და რ--------- კ------–--, როგორც არასრულწლოვანი ც------ კ-------ს კანონიერი წარმომადგენელი (დედა).

 

- ა---- ა-–----ს, რ--------- კ------–--ს, ბ------ ი------ს და ჯ------ ბ-----ს სს „ფ---- ბ----------------–--ს“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 15343,90 ლარი (საიდანაც, ძირი თანხაა 15282, 51 ლარი, სარგებელი 61.39 ლარი)

 

-ა---- ა-–----ს, რ--------- კ------–--ს, ბ------ ი------ს და ჯ------ ბ-----ს სს „ფ---- ბ----------------–--ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს ამონაწერის განახლებისა და ნოტარიუსთა პალატიდან ცნობის გამოთხოვისათვის გადახდილი ჯამში 25,50 ლარი.

 

- სახ. ბაჟი 610,83 ლარიდან 460,32 ლარი სოლიდარულად დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო 150,51 ლარი დარჩეს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.

 

- მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

- გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, კერძო საჩივრის შეტანის გზით, ფოთის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ.N3) მეშვეობით.ახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

- გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ფოთის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

- გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ფოთის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე