1. ობიექტთან დაკავშირებული უფლებების ცესია იწვევს შესაბამისი საერთაშორისო ინტერესის გადაცემასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცესია:

ა) შესრულებულია წერილობითი ფორმით;

ბ) იძლევა შესაძლებლობას ობიექტთან დაკავშირებული უფლებები იდენტიფიცირებულ იქნეს იმ შეთანხმებით, რომლის საფუძველზეც ისინი წარმოიშობა; და

გ) ცესიის, როგორც ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების გამოყენებისას, იძლევა შესაძლებლობას განსაზღვრულ იქნეს ცესიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები ოქმის შესაბამისად, მაგრამ უზრუნველყოფის თანხის ან მაქსიმალური თანხის მითითების გარეშე.

2. ვალდებულების უზრუნველყოფის თაობაზე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საერთაშორისო ინტერესის ცესია არ იქნება ნამდვილი, თუ მასთან ერთად არ გადაიცემა ობიექტთან დაკავშირებული ყველა ან ზოგიერთი უფლება.

3. ეს კონვენცია არ ვრცელდება ობიექტთან დაკავშირებული უფლებების ცესიაზე, რომლის საფუძველზეც ვერ ხდება შესაბამისი საერთაშორისო ინტერესის გადაცემა