1. რეგისტრატორი პასუხისმგებელია ზარალის ანაზღაურებაზე იმ ზიანთან დაკავშირებით, რომელიც პირს მიადგა და უშუალოდ გამომდინარეობს რეგისტრატორის ან მისი თანამდებობის პირებისა და მოსამსახურეების მცდარი მოქმედებებიდან ან უმოქმედობიდან, ან რეგისტრაციის საერთაშორისო სისტემის არაჯეროვანი ფუნქციონირებიდან იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ასეთი ფუნქციონირება გამოწვეულია მოვლენით, რომელსაც აქვს შეუქცევადი და დაუძლეველი ხასიათი, რომლის თავიდან აცილებაც შეუძლებელი იყო იმ საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება ელექტრონული რეესტრების დაპროექტებისა და ექსპლუატაციის სფეროში იმ პრაქტიკის ჩათვლით, რომელიც დაკავშირებულია სისტემების რეზერვირებასა და დაცვასთან და ქსელის ორგანიზებასთან.

2. რეგისტრატორი არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი წინა პუნქტის შესაბამისად რეგისტრირებული მონაცემების ფაქტობრივ უზუსტობაზე, რომლებიც მიღებულია რეგისტრატორის მიერ ან რეგისტრატორის მიერ გადაცემულია იმ ფორმით, რა ფორმითაც მან თავად მიიღო ეს მონაცემები, აგრეთვე იმ მოქმედებებსა და გარემოებებზე, რომლებზეც რეგისტრატორი და მისი თანამდებობის პირები და მოსამსახურეები არ არიან პასუხისმგებელნი და რომლებიც წარმოიშვა საერთაშორისო რეესტრის მიერ სარეგისტრაციო მონაცემების მიღებამდე.

3. პირველი პუნქტის  საფუძველზე  გასაცემი კომპენსაციის ოდენობა შეიძლება შემცირდეს იმდენად, რამდენადაც პირმა, რომელსაც მიადგა ზარალი, გამოიწვია ან ხელი შეუწყო ამგვარი ზარალის გამოწვევას.

4. რეგისტრატორი უნდა იყოს უზრუნველყოფილი დაზღვევით ან ფინანსური გარანტიით ამ მუხლით დადგენილი პასუხისმგებლობის დასაფარად იმ მოცულობით, რომელსაც განსაზღვრავს საზედამხედველო ორგანო, ოქმის შესაბამისად.

თავი VIII

საერთაშორისო ინტერესის შედეგები მესამე პირებისთვ