მემკვიდრეებს, რომლებსაც მამკვიდრებელთან ერთად აქვთ საერთო საკუთრების უფლება ქონებაზე, უპირატესი უფლება აქვთ იმ ქონების მემკვიდრეობაზე, რომელიც საერთო საკუთრებაში შედი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი · რედაქცია 11.11.2025
მუხლი 1480. უპირატესი მემკვიდრეობის უფლება
სამოქალაქო კოდექსის 1480-ე მუხლი · სკ 1480
რედაქციის ისტორია
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
- საქმე №ას-928-890-2014
სამოქალაქო კოდექსის 1480-ე და 1481-ე მუხლებიდან გამომდინარე დ. ფ-ეს არ წარმოშობია საკუთრება ქონებაზე, ხოლო კასატორს გააჩნია დედანი დოკუმენტები.
- საქმე №ას-718-673-2010
გ-ძის საერთო საკუთრებას, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1480-ე მუხლიდან გამომდინარე, მემკვიდრეებს, რომლებსაც მამკვიდრებელთან ერთად აქვთ საერთო საკუთრების უფლება ქონებაზე, უპირატესი უფლება აქვთ იმ ქონების მემკვიდრეობაზე, რომელიც საერთო საკუთრებაში შედის.
- საქმე №ას-38-347-04
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არასწორია კასატორის მოსაზრება მოცემული დავის გადასაწყვეტად სკ-ის 1480-ე და 1481-ე მუხლების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. 1480-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეებს, რომლებსაც მამკვიდრებელთან ერთად აქვთ საერთო საკუთრების უფლება ქონებაზე, უპირატესი უფლება აქვთ ამ ქონების მემკვიდრეობაზე, რომელიც საერთო საკუთრებაში შედის.
- საქმე №3კ/1093-01
გარდა ამისა, ამავე კოდექსის 1480-ე და 1481-ე მუხლების შესაბამისად, მას აქვს საცხოვრებელი სახლის მიღების უპირატესი უფლება. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილებაში საერთოდ არ იმსჯელა იმ ფაქტზე, რომ ც.
- საქმე №180210014589130
…სამკვიდრო მიიღეს. ამ შემთხვევაში სამკვიდრო მხარეებს მიღებული აქვთ ნოტარიუსში განცხადების წარდგენის გზით, ამასთან ვ--–------ ძ-----–---–ი მამკვიდრებლის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შედეგად უწყვეტად ცხოვრობს სადაო სახლში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1480-ე მუხლის მიხედვით, მემკვიდრეებს, რომლებსაც მამკვიდრებელთან ერთად აქვთ საერთო საკუთრების უფლება ქონებაზე, უპირატესი უფლება აქვთ იმ ქონების მემკვიდრეობაზე, რომელიც საერთო საკუთრებაში შედის.
- საქმე №080210016001305508
- საქმე №190210017001678705
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1474. შთამომავლის გამოკლების შედეგები
- მუხლი 1475. განსაკუთრებული წვლილის გათვალისწინება გათანაბრებისას
- მუხლი 1476. გათანაბრების მოთხოვნის დაუშვებლობა
- მუხლი 1477. სამართლიანი განაწილების მოთხოვნა
- მუხლი 1478. მემკვიდრის ადგილსამყოფლის დადგენის მოვალეობა
- მუხლი 1479. მემკვიდრის გამოუცხადებლობის შედეგები
- მუხლი 1481. საცხოვრებელი სახლის მიღების უპირატესი უფლება
- მუხლი 1482. მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესის გათვალისწინება
- მუხლი 1483. კომპენსაციის განვადება
- მუხლი 1484. მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე
- მუხლი 1485. მტკიცების ტვირთი
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025. გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 31, 24/07/1997.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“, მუხლი 1480, №786, 26.06.1997, სარეგისტრაციო კოდი 040.000.000.05.001.000.223 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/31702/muxli-1480/