გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/626-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.0-.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე - დ-------ნ კო---------
წარმომადგენელი - ა--------ლ შ-----–-ა
მოპასუხე - ი-------ე იო---–---ი, ქ------ნ იო---–---ი
წარმომადგენელი - ლ--–- აბ-----–---–ი
დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის გაუქმება 2/3 ნაწილში. მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოსარჩელე-დ-------ნ კო--------- ცნობილი იქნეს მამკვიდრებელის აწ. გარდაცვლილი რ--------- ჩ---–---- დანაშთი სამკვიდრო ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–-------- (საცხოვრებელი სახლის 220,99 კვ.მ და მიწის ნაკვეთის 542 კვ.მ), საკადასტრო კოდი № 0-.--.2-.2--, მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
1.2. გაუქმდეს მოპასუხეების - ი-------ე და ქ------ნ იო---–---ების სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობები ი-------ე იო---–---ისა და რ--------- ჩ---–---- დანაშთი სამკვიდრო ქონების თითოეულისთვის 1/3 ნაწილის (ორთავესთვის 2/3 ნაწილის) მიკუთვნების თაობაზე.
დავის არსი
მამკვიდრებელი რ--------- ჩ---–--- გარდაიცვალა 28.06.2015 წელს. მამკვიდრებელის ქონებაზე პრეტენზიას აცხადებენ: მოსარჩელე- დ-------ნ კო--------- (მამკვიდრებელის მამიდაშვილი) და მოპასუხეები - ი-------ე და ქ------ნ იო---–---ები (მამკვიდრებელის ბიძაშვილები-დედის ძმისშვილები).
მოსარჩელე დ-------ნ კო--------- ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–--------- ( ყოფილი რუსთაველის ქ. 191) საცხოვრებელ სახლში. იგი აწ. გარდაცვლილ რ--------- ჩ---–---სთან ერთად არის ამ მისამართზე არსებული 220,99 კვ.მ ფართობი ½ ნაწილის მესაკუთრე, ხოლო 542 კვ.მ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე. მოსარჩელეს საკუთრება დარეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში.
მამკვიდრებელს-რ--------- ჩ---–---ს 13.12.2--- წ. მიღებული აქვს სამკვიდრო მოწმობა, რომლის სარეგისტრაციო ნომერია 2-988. ამ ამ სამკვიდრო მოწმობის მიხედვით აწ.გარდაცვლილი რ--------- ჩ---–---- სამკვიდრო ქონებას შეადგენს უძრავი ქონების ნაწილი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–------------ (ყოფილი რ---------–--------- მამკვიდრებელს სამკვიდრო ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ აქვს.
მოსარჩელემ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა ნოტარიუს რ--------- ჩ---–---- დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. ნოტარიუსმა 2----–-–------------- დ. კო---------ზე გასცა სანოტარო მოწმობა №1-------- მამკვიდრებელის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/3 წილზე. მოსარჩელე არ ეთანხმება ნოტარიუსის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობის კანონიერებას. სარჩელს ერთვის 20. 08. 1--- წ. სახლის ტექნიკური პასპორტის ჩანაწერები; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 0-.--.2-.2-- რ. ჩ---–---ზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა 1---------წ; სამკვიდრო ქონების ამსახველი ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომ დ. კო---------ს მამკვიდრებელთან აქვს საერთო საკუთრების უფლება, როგორც საცხოვრებელ სახლზე, ასევე მიწის ნაკვეთზე. საცხოვრებელ სახლებს ერთმანეთთან აქვთ სასაზღვრო, გამყოფი, საერთო კედელი და საერთო სახურავი. მამა-პაპათაგან დაწყებული მიწის ნაკვეთი კი დღემდე თანასაკუთრებაშია.
სკ-ის 1480-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებს, რომლებთაც მამკვიდრებელთან ერთად აქვთ საერთო საკუთრების უფლება ქონებაზე, უპირატესი უფლება აქვთ იმ ქონების მემკვიდრეობაზე, რომელიც საერთო საკუთრებაში შედის. ამდენად, მოცემულ საქმეზე მემკვიდრეობის საკითხის გადაწყვეტისას, ხსენებული მუხლის ამ დანაწესის მიხედვით, სწორედ მოსარჩელეს გააჩნია უპირატესი უფლება მიწაზე და საცხოვრებელი სახლის მემკვიდრეობაზე და იგი უნდა მიეკუთვნოს დ-------ნ კო---------ს. სამოქ. კ-ის 1480-1481 მუხლების თანახმად, მამკვიდრებელის სამკვიდრო ქონებიდან საცხოვრებელი სახლი იმიტომაც უნდა მიეცეს მოსარჩელეს, რომ მოწმეთა განმარტების თანახმად, სწორედ მოსარჩელე ცხოვრობდა მამკვიდრებელთან ერთად 25 წლის განმავლობაში, დ. კო--------- და მისი შვილიშვილები უვლიდნენ და პატრონობდნენ მას ავადმყოფობის პერიოდში. სკ-ის 1481 მუხლის მიხედვით, მემკვიდრეს, რომელიც სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ 1 წელის მანძილზე ცხოვრობდა მამკვიდრებელთან ერთად, აქვს სამკვიდროდან საცხოვრებელი სახლის, ბინის ან სხვა საცხოვრებელი სადგომის, ასევე საოჯახო მოხმარების საგნების მიღების უპირატესი უფლება.
ამდენად, სარჩელში მითითებულ იმ კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებზე, რაზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს და იმ მტკიცებულებებზე მითითებით, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, უდავოდ დასტურდება დ. კო---------ს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.
2. მოპასუხეთა პოზიცია:
2.1. მოპასუხე - ი-------ე იო---–---მა და ქ------ნ იო---–---მა, წარმომადგენელი - ლ--–- აბ-----–---–ი, სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ისინი სამკვიდრო ქონების მიღების უფლების მქონე თანაბარი რიგის მემკვიდრეები არიან დ-------ნ კო---------სთან ერთად. მათივე განმარტებით, მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მემკვიდრეებმა მიიღეს, რა საკუთარი წილი სამკვიდროდან დაარეგისტრირეს საჯარო რეესტრში, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი არ არის საჯარო რეესტრის შესაბამისი ჩანაწერის ბათილად ცნობა. მოპასუხეების წარმომადგენელის განმარტებით, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან იმ შემთხვევაში თუ სამოქალაქო კოდექსის 1480-1481-ე მუხლების საფუძველზე, მემკვიდრეს მიეცემა სამკვიდრო ქონების უპირატესი მიღების უფლება, მასვე სამოქალაქო კოდექსის 1482-ე მუხლის თანახმად, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია, რაც გათვალისწინებული არ არის სარჩელით, ხოლო სასამართლო ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 28 ივნისს გარდაიცვალა მამკვიდრებელი რ--------- ჩ---–---.
მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა (ტ.1. იხ.ს.ფ.23).
3.1.2. დადგენილია, რომ მოსარჩელე დ-------ნ კო--------- ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–--------- (ყოფილი რუსთაველის ქ. 191) საცხოვრებელ სახლში. იგი აწ. გარდაცვლილ რ--------- ჩ---–---სთან ერთად არის ამ მისამართზე არსებული 220,99 კვ.მ ფართობი ½ ნაწილის მესაკუთრე, ხოლო 542 კვ.მ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე. მოსარჩელეს საკუთრება დარეგისტრირებული აქვს საჯარო რეესტრში.
მტკიცებულება: საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი; (ტ.1. იხ.ს.ფ.16-19).
3.1.3. დადგენილია, რომ მამკვიდრებელს-რ--------- ჩიხლაძეს 13.12.2--- წ. მიღებული აქვს სამკვიდრო მოწმობა, რომლის სარეგისტრაციო ნომერია 2-988. ამ ამ სამკვიდრო მოწმობის მიხედვით აწ. გარდაცვლილი რ--------- ჩ---–---- სამკვიდრო ქონებას შეადგენს უძრავი ქონების ნაწილი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–------------ (ყოფილი რ---------–--------- მამკვიდრებელს სამკვიდრო ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ აქვს.
მტკიცებულება: სამკვიდრო მოწმობა (ტ.1.იხ.ს.ფ.20-22).
3.1.4. დადგენილია, რომ მამკვიდრებელი რ--------- ჩ---–---- მეხუთე რიგის მემკვიდრეები არიან - მოსარჩელე დ-------ნ კო--------- (მამკვიდრებელის მამიდაშვილი) და მოპასუხეები- ი-------ე და ქ------ნ იო---–---ი (მამკვიდრებელის ბიძაშვილები-დედის ძმისშვილები).
მტკიცებულება: სარჩელი; დაბადების მოწმობა; ქორწინების მოწმობა; საარქივო ცნობა (ტ.1.იხ.ს.ფ.24-33).
3.1.5. დადგენილია, რომ მამკვიდრებელი რ--------- ჩ---–--- 1995 წლის ნოემბრიდან 2005 წლის აგვისტოს ჩათვლით მუშაობდა ნ. მუსხელიშვილის სახელობის ტექნიკურ უნივერსიტეტში ექიმ-თერაპევტად და იღებდა ხელფასს.
2--- წლის 1 ნოემბრიდან 2010 წლის 25 ოქტომბრამდე მუშაობდა ექიმ-თერაპევტად სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში და იღებდა ხელფასს.
მტკიცებულება: 20.12. 2017 ცნობა. (ტ.1.იხ.ს.ფ. 127-132).
3.1.6. დადგენილია, რომ მოსარჩელე დ-------ნ კო--------- ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ჯ-----–---–--------- (ყოფილი რუსთაველის ქ. 191). იგი აწ. გარდაცვლილ რ--------- ჩ---–---სთან ერთად არის ამ მისამართზე არსებული 220,99 კვ.მ ფართობი ½ ნაწილის მესაკუთრე, ხოლო 542 კვ.მ მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე და იხდის სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო (დასუფთავება, ელ.ენერგია,წყალი,გაზი) გადასახადებს.
მტკიცებულება: ტექნიკური პასპორტი. შემოსავლის ორდერი. (ტ.1.იხ.ს.ფ.133-138).
3.1.7. დადგენილია, რომ რ--------- ჩ---–---ს, როგორც ასაკით პენსიონერს, 02.07.2009 წლიდან დანიშნული ჰქონდა გარდაცვალებამდე პენსია 150 ლარი.
მტკიცებულება: ცნობა (ტ.1.იხ.ს.ფ.139).
3.1.8. დადგენილია, რომ რ--------- ჩ---–---- სახელზე გაცემული იყო შპს ,,ავერსი-ფარმა“-ს მტრედი ბარათი და შპს ,,პსპ ფარმა“-ს დაგროვებითი ბარათი ,,ჩემი ოჯახის ბარათი“.
მტკიცებულება: ამონაწერი (ტ.1.იხ.ს.ფ.143-155).
3.1.9. დადგენილია, რომ მოსარჩელე- დ-------ნ კო--------- (მამკვიდრებელის მამიდაშვილი) და მოპასუხეები- ი-------ე და ქ------ნ იო---–---ი (მამკვიდრებელის ბიძაშვილები-დედის ძმისშვილები) არიან მამკვიდრებელის, აწ. გარდაცვლილი რ--------- ჩ---–---- მეხუთე რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები.
მტკიცებულება: სარჩელი. მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუსს რ--------- ჩ---–---- დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. ნოტარიუსმა 2----–-–------------- დ-------ნ კო---------ზე გასცა სანოტარო მოწმობა №1-------- მამკვიდრებელის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/3 წილზე. მოსარჩელე არ ეთანხმება ნოტარიუსის მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობის კანონიერებას.
მტკიცებულება: სარჩელი; სახლის ტექნიკური პასპორტის ჩანაწერები; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 0-.--.2-.2-- რ. ჩ---–---ზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა 1---------წ; სამკვიდრო ქონების ამსახველი ფოტომასალა. ექსპერტის დასკვნა. (ტ.1.იხ.ს.ფ.32-47).
3.2.2. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხულმა იასონ ჩარკვიანმა განმარტა, რომ იცნობს ორივე მახარეს, არიან ნათესავები. დ-------ნ კო--------- და რ--------- ჩ---–--- ცხოვრობდნენ ერთად დებივით იყვნენ. დ-------ნი ეხმარებოდა, თუმცა რ--------- იყო ექიმი და ჰქონდა ხელფასი და შემდეგ პენსია.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.3. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხულმა მარინა ესებუამ განმარტა, რომ იცნობს ორივე მახარეს, არიან ნათესავები. დ-------ნ კო--------- ნამდვილად ზრუნავდა რ--------- ჩ---–---ზე, ყიდულობდა წამლებს, იხდიდა საყოფაცხოვრებო გადასახადებს.
მისივე განმარტებით, მოპასუხეები რ--------- ჩ---–---სთან მიდიოდნენ სადღესასწაულო დღეებში.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.4. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხულმა აზა კბილაშვილმა განმარტა, რომ იცნობს ორივე მახარეს, არიან ნათესავები. დ-------ნ კო--------- უვლიდა საერთო ეზოს, იხდიდა საყოფაცხოვრებო გადასახადებს.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.5. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხულმა მარინა ესებუამ განმარტა, რომ იცნობს ორივე მახარეს, არიან ნათესავები. დ-------ნ კო--------- ნამდვილად ზრუნავდა რ--------- ჩ---–---ზე, ყიდულობდა წამლებს, იხდიდა საყოფაცხოვრებო გადასახადებს.
მისივე განმარტებით, მოპასუხეები რ--------- ჩ---–---სთან მიდიოდნენ სადღესასწაულო დღეებში.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.6. მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხულმა ნაილი ლოსაბერიძემ განმარტა, რომ იყო რ--------- ჩ---–---- ექთანი. ქ-ნი რ---------ი სიცოცხლის ბოლოს იყო სუსტად და დ-------ნთან იწვა სახლში, კერძო საექიმო პრაქტიკას არ ეწეოდა.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.7. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხულმა რ--------- დათაშვილმა განმარტა, რომ პროფესიით არის ექთანი. დ-------ნ კო---------ს თხოვნით მივიდა რ--------- ჩ---–---- სამკურნალოდ, რომელმაც აჩუქა 10 ლარი.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.8.მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხულმა მარინა ბაბუნაშვილმა განმარტა, რომ არის მოპასუხეების მეზობელი. იცნობდა რ--------- ჩ---–---ს, რომელიც ხანდახან დადიოდა იო---–---ებთან. რ--------- ჩ---–--- მისი ხასიათიდან გამომდინარე, დახმარებას არავისგან მიიღებდა. პირადად იყო მისული რ---------თან, როგორც პაციენტი და იქ დ-------ნ კო--------- არ უნახავს.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.9. მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმედ დაკითხულმა როზა ფხაკაძემ განმარტა, რომ არის მოდავე მხარეების ნათესავი და იცნობს ორივე მხარეს. მოწმის განმარტებით, რ--------- ჩ---–---- ბინა იყო ავარიული და ცხოვრობდა დ-------ნთან. თავდაპირველად არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, მაგრამ შემდეგ სტუმრობდა დ-------ნს. რ---------ი ბოლო ერთი თვე იყო ავად და შემდეგ გარდაიცვალა. გაასვენეს დ-------ნის სახლიდან.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.10. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
მოსარჩელის განცხადებით, ვინაიდან მამკვიდრებელი რ--------- ჩ---–--- 25 წელი ცხოვრობდა მასთან, მან უნდა მიიღოს სრულად მისი დანაშთი სამკვიდრო ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–---------ში.
მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად მოსარჩელემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1480-1481 მუხლები.
მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენა, რაც უტყუარად დაადასტურებს აწ. გარდაცვლილი რ--------- ჩ---–----, მოსარჩელე დ-------ნ კო---------ს კმაყოფაზე ყოფნის და საცხოვრებელით უზრუნველყოფის ფაქტს.
შესაბამისად, დავის მონაწილე მხარეთა მიზანს წარმოადგენს სსსკ-ში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურება, რომლებზეც ისინი თავის პოზიციას აფუძნებენ, ვინაიდან სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ.
,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-22--17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უტყუარად არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მამკვიდრებელზე იმ მოცულობით ზრუნვა, რაც საფუძვლად დაედება სამოქალაქო კოდექსის 1480-1481-ე მუხლებით მაკვალიფიცირებელ გარემოებას.
გარდა ამისა, მოპასუხემ სადავო გახადა სამოქალაქო კოდექსის 1480-1481-ე მუხლების საფუძველზე, სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, მიუთითა იმავე კოდექსის 1482-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან სახეზეა თანაბარი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეობა, მოპასუხეებმა სამოქალაქო კოდექსის 1482-ე მუხლის საფუძველზე, უნდა მიიღონ კომპენსაცია, რაც შეთავაზებული არ არის სარჩელით.
მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით, მოსარჩელის წარმომადგენელმა მთავარ სხდომაზე განმარტა, რომ მისი მარწმუნებელი თანახმაა, მოპასუხეებს გადაუხადოს მათი სამკვიდრო წილის შესაბამისი ფულადი კომპენსაცია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4.1 მუხლი ადგენს სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა შეჯიბრებითობა და განსაზღვრავს, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამ წესისაგან გამონაკლისი (ნორმის მე-2 ნაწილი) გამართლებულია, თუ ეს შესაბამისი საპროცესო მოქმედების მარეგულირებელი ნორმითაა გათვალისწინებული, ასევე, მხარეთა თანასწორობის საყოველთაო უფლების დაცვის მიზანს ემსახურება. შეჯიბრებითობა, როგორც სამართლიანი სასამართლოს ქვაკუთხედი, არა ერთ საპროცესო ნორმაშია გადმოცემული და იგი, ბუნებრივია, მათ შორის მტკიცების ტვირთზე ახდენს გავლენას. სამოქალაქო სამართალწარმოების ეტაპებს კანონმდებელი ორ ძირითად ნაწილად ყოფს, ესაა საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად (სსსკ-ის 20--ე მუხლი) და სასამართლოს მთავარი სხდომის სტადია (სსსკ-ის 207-ე მუხლი). იმის მიხედით, თუ საქმე განხილვის რა ეტაპზეა, განსხვავებულია მხარეთა მდგომარეობაც: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი ადგენს პროცესის სუბიექტთა უფლებების ჩამონათვალს, თუმცა, მათი განკარგვა, როგორც ითქვა, შესაბამისი საპროცესო წესების დაცვით ხორციელდება. ამ საპროცესო წესის დარღვევით, ბუნებრივია, ირღვევა შეჯიბრებითობის პრინციპი, რამდენადაც ამავე კოდექსის 2-9-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე და აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების გამოყენებით აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში და მხარის მიერ არასწორი ნორმატიული საფუძვლის მითითება არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი, თუმცა სასამართლოს აღნიშნული დისკრეცია უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მოპასუხეს არ შეეზღუდოს კონკრეტულ საკითხზე შესაგებლის წარდგენის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება. საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
სასამართლოს მიაჩნია, მოსარჩელის მთავარ სხდომაზე განმარტება მასზედ, რომ მოპასუხეებს გადაუხდის სამკვიდრო წილის კომპენსაციას, ფაქტობრივი შემადგენლობის ნაწილია და მხარეს, როგორ მატერიალურ, ასევე პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლით არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, კერძოდ, მტკიცების თვალსაზრისით ქონების (სამკვიდრო მასის) საბაზრო ღირებულების თაობაზე.
აღნიშნული მოტივაციით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მითითება კომპენსაციის სანაცვლოდ სამკვიდრო წილის დათმობაზე დაუშვებელია, რადგან საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, მე-4 მუხლის, სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნის და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი, როგორც დაუსაბუთებელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე, 1306-ე, 1307-ე, 1336-ე, 1319-ე, 1320-ე, 142--ე, 1424-ე, 1452-ე, 1480-ე და 1481-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-10-, 105-ე მუხლები:
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 2--ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. კონსტიტუციაში ასეთი უფლების დამაგრება იმავდროულად, განაპირობებს სახელმწიფოს ვალდებულებას, აღიარებდეს, უზრუნველყოფდეს და იცავდეს მას. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნულმა ნორმამ განვითარება ჰპოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეექვსე წიგნში (მემკვიდრეობის სამართალი).
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი. იმავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან. იმავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, მეუღლე, მშობლები.
იმავე მუხლით, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: კანონით მემკვიდრეობის დროს მეხუთე რიგში – ბიძაშვილები, დეიდაშვილები და მამიდაშვილები, ხოლო თუ ეს უკანასკნელნი არ არიან, მაშინ მათი შვილები.
6.3.სამკვიდროს მიღება – ეს არის ნებითი მოქმედება, გარიგება, რომლითაც მემკვიდრე გამოხატავს თანხმობას, მიიღოს მამკვიდრებლის კუთვნილი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები და თავისი ბუნებით წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მემკვიდრის თანხმობის გარეშე და მისი ნების საწინააღმდეგოდ იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სამკვიდროს მიმღებ პირად. იმისათვის, რომ სამკვიდროს მიღება იყოს ნამდვილი და წარმოშობდეს მემკვიდრეთა უფლებებს სამკვიდროზე, იგი, როგორც ყველა სხვა გარიგება, უნდა პასუხობდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
6.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს კანონით მემკვიდრეობა, ვინაიდან მამკვიდრებელ რ--------- ჩ---–---ს ანდერძი არ დაუტოვებია. რ--------- ჩ---–---ს გარდაცვალების შემდეგ დარჩა და მამკვიდრებელის ქონებაზე პრეტენზიას აცხადებენ: მოსარჩელე დ-------ნ კო---------, (მამკვიდრებელის მამიდაშვილი) და მოპასუხეები; ი-------ე და ქ------ნ იო---–---ები (მამკვიდრებელის ბიძაშვილები-დედის ძმისშვილები), ამდენად, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით გათვალისწინებული კანონისმიერი მემკვიდრეობის მე-5 ჯგუფი.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ხოლო იმავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142--ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლი კი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
6... როგორც აღინიშნა, თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას, სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძინა. თუკი მემკვიდრე შემდგომში არ განახორციელებს სამკვიდროზე თავის უფლებას (მაგალითად, არ იცხოვრებს მემკვიდრეობით მიღებულ სახლში) ან არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც უკვე მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მის სახლში მემკვიდრის ცხოვრების ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს.
-ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამკვიდროს მისაღებად უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას.
6.7. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას იმის შესახებ, მამაკვიდრებელი რ--------- ჩ---–--- მუდმივად ცხოვრობდა დ-------ნ კო---------სთან და იყო მის კმაყოფაზე, რადგან უდავოდ დადგენილია, რომ მამკვიდრებელი რ--------- ჩ---–--- იყო შრომისუნარიანი, დასაქმებული და იღებდა ხელფასს, ხოლო შემდეგ პენსიას. დადგენილია, რომ რ--------- ჩ---–--- თვითონ განკარგავდა მის ხელთ არსებულ ფულად სახსრებს და დახმარებას საჭიროებდა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს. (იხ. მოწმე იასონ ჩარკვიანის და რ--------- დათაშვილის ჩვენება).
ასევე დადგენილია, რომ რ--------- ჩ---–---- სახელზე გაცემული იყო შპს ,,ავერსი-ფარმა“-ს მტრედი ბარათი და შპს ,,პსპ ფარმა“-ს დაგროვებითი ბარათი ,,ჩემი ოჯახის ბარათი“. (ტ.1.იხ.ს.ფ.143-155).
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მითითება, მამკვიდრებელზე მკურნალობის ხარჯების გაწევის და მზრუნველობის შესახებ, მოცემულ შემთხვევაში ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე საფუძველი, არამედ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება (შესაბამისი მტკიცებულებების არსებობისას), დაინტერესებულ პირს აძლევს შედავების უფლებას მოითხოვოს წილთა გათანაბრება სამოქალაქო კოდექსის 1475-1477 მუხლების საფუძველზე. ასევე მამკვიდრებლის დაკრძალვის ხარჯებიც შეიძლება მოთხოვნილი იქნეს კანონშესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1477-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გაყოფისას გათანაბრების თანხა გამოაკლდება სამკვიდროს საერთო თანხას და მიემატება იმ თანამემკვიდრის წილს, რომელსაც გათანაბრების მოთხოვნის უფლება აქვს.
6.8. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მამკვიდრებელზე იმ მოცულობით ზრუნვის გაწევა, რაც საფუძვლად დაედება სამოქალაქო კოდექსის 1480-1481-ე მუხლებით მაკვალიფიცირებელ გარემოებას.
გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, მოპასუხემ სადავო გახადა სამოქალაქო კოდექსის 1480-1481-ე მუხლების საფუძველზე, სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა, მიუთითა იმავე კოდექსის 1482-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან სახეზეა თანაბარი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეობა, მოპასუხეებმა სამოქალაქო კოდექსის 1482-ე მუხლის საფუძველზე, უნდა მიიღონ კომპენსაცია, რაც შეთავაზებული არ არის სარჩელითსასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1482-ე მუხლით, უპირატესი უფლების განხორციელებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს იმ სხვა მემკვიდრეთა ქონებრივი ინტერესები, რომლებიც სამკვიდროს გაყოფაში მონაწილეობენ. თუ ქონება საკმარისი არ იქნება მათი კუთვნილი წილის მისაღებად, მაშინ მემკვიდრეებმა, რომლებიც უპირატეს უფლებას ახორციელებენ, უნდა მისცენ მათ შესაბამისი ფულადი ან ქონებრივი კომპენსაცია. წინამდებარე შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სამკვიდროს შესახებ დავა მიმდინარეობს მეხუთე რიგის მემკვიდრეებს შორის.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია მოსარჩელეს აქვს თანასაკუთრების უფლება მამკვიდრებლის ქონებაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეზე უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის 1480-1481-ე მუხლებით დადგენილი წესრიგი, და იგი მიჩნეული იქნება საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე უპირატესი მემკვიდრეობის უფლების მქონედ, ცხადია გათვალისწინებული უნდა იქნეს სხვა კანონისმიერი იმავე რიგის მემკვიდრეების, ამ შემთხვევაში მოპასუხეების ინტერესები, რადგან მათ მემკვიდრეობის მიღების უფლება არ დაუკარგავთ, ხოლო როგორც აღინიშნა, საქართველოს კონსტიტუციის 2--ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს: ,,საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. ამდენად, სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან მისი დაკმაყოფილება გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციური ნორმით დადგენილი წესრიგის დარღვევას და მოპასუხეთა კონსტიტუციური უფლების, მემკვიდრეობის მიღების, უსაფუძვლო ხელყოფას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ამოსავალი წერტილია ბუნებითი სამართლიანობის აღდგენა, შესაბამისად, სამოქალაქო სამართალბრუნვაში ქცევის სტანდარტის განმსაზღვრელია სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ზნეობრიობა. ყველა ადამიანი სამოქალაქო უფლება-მოვალეობის მატარებელია. სამოქალაქო უფლების მართლზომიერი რეალიზაცია კი საზოგადოებაში სტაბილური გარემოს შექმნის გარანტიაა. თითოეული მოქალაქე ვალდებულია თავისი უფლება განახორციელოს იმგვარად, რომ დაუშვებლად არ ხელყოს სხვისი უფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების ფარგლები. კერძოდ -სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, მამკვიდრებლის, აწ. გარდაცვლილი რ--------- ჩ---–---- დანაშთი სამკვიდრო ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–-------- (საცხოვრებელი სახლის 220,99 კვ.მ და მიწის ნაკვეთის 542 კვ.მ), საკადასტრო კოდი № 0-.--.2-.2--, მემკვიდრედ და მესაკუთრედ მოსარჩელე-დ-------ნ კო---------ს ცნობა.
ასევე მოპასუხეების - ი-------ე და ქ------ნ იო---–---ების სახელზე, აწ. გარდაცვლილი რ--------- ჩ---–---- დანაშთი სამკვიდრო ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–--------, მიმართ გაცემული სამკვიდრო მოწმობების, თითოეულისთვის 1/3 ნაწილის (ორთავესთვის 2/3 ნაწილის) მიკუთვნების თაობაზე გაუქმება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამდენად, მხარეები კუთვნილი სამკვიდრო ქონების მესაკუთრეებად მიიჩნევიან სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოსაგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა. ამასთან, სამკვიდრო მოწმობა გაიცემა თითოეულ მემკვიდრეზე მისი წილის შესაბამისად.
სამოქალაქო კოდექსის 1452-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გაყოფა ხდება სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგან კანონით ან ანდერძით ერგებათ. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს სამკვიდროში მემკვიდრეთა წილი თანასწორია. ხოლო 1469-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გაყოფის თაობაზე თანამესაკუთრეებს შორის შეუთანხმებლობისას დავას განიხილავს სასამართლო, რომელმაც ქონების გაყოფისას მხედველობაში უნდა მიიღოს გასაყოფი ქონების ხასიათი, თითოეული თანამემკვიდრის საქმიანობა და სხვა კონკრეტული გარემოებანი.
როგორც აღინიშნა, იმ შემთხვევაში თუ დ-------ნ კო--------- მიჩნეული იქნება სადავო სამკვიდრო ქონების უპირატესი მემკვიდრეობის უფლების მქონედ, უნდა გადაწყდეს სხვა მემკვიდრეთა წილის მიღების საკითხი, რაც მოცემული დავის (სარჩელის) პირობებში შეუძლებელია, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
6.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ--------- ჩ---–---- სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე ქ. ქუთაისი, ჯ-----–---–--------, საკადასტრო კოდი № 0-.--.2-.2--, სამკვიდრო მოწმობა კანონის მოთხოვნათა დაცვით გაიცა სამი თანაბარი რიგის კანონისმიერ მემკვიდრზე და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები.
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით - სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდ იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-248-ე 257-258-ე; 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს დ-------ნ კო---------ს სარჩელი დაუსაბუთებლობის გამო.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე