გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N150210019002839729
2/18-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 აპრილი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
შესავალი ნაწილი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე _ არარატ ესოიან
სხდომის მდივანი _ ეთერ მაღრაძე
მოსარჩელე: ა---- ლ------- (პ/ნ 0----------),მოპასუხეები: 1. ლ----- ლ------- (პ/ნ 0----------), წარმომადგენელი - ვ----– ბ--–-----; 2. ნოტარიუსი ეთერ ოთანაძე,დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდრო ქონების ½ კუთვნილი წილის მიკუთვნება,აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მშობლების მიერ დანატოვარ სამკვიდრო ქონებაზე მისი კუთვნილი ½ წილის მიკუთვნება და 2008 წლის 22 სექტემბერს ნოტარიუს ეთერ ოთანაძის მიერ ლ----- ლ-------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და განაცხადა, რომ თუკი სამკვიდრო მოწმობა არ გაუქმდება, მაშინ ითხოვა სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, მისი კუთვნილი ½ წილის ნაწილში.
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ 2000 წლის ოქტომბრიდან 2005 წლის ნოემბრის ბოლომდე ცხოვრობდა მშობლებთან ერთად დედამისის სახლში და უვლიდა ავადმყოფ მშობლებს. დედამისი რ------ ა--------ი გარდაიცვალა 2----–-–-------------, ხოლო მამამისი ჰ--------- ლ-------ი გარდაიცვალა 2----–-–----------------. მოსარჩელემ 2007 წლის 06 მარტს მიმართა ახალქალაქის სანოტარო ბიუროს მშობლის - დედის რ------ ა--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მემკვიდრეობით მიღების მიზნით. ამ პერიოდში მოსარჩელე მუშაობდა ახალქალაქის რუსულ სამხედრო ბაზაში. 2007 წლის ივნისის თვეში ახალქალაქიდან გაიყვანეს რუსეთის ფედერაციის ჯარი, მოსარჩელეც იძულებული იყო სამხედრო ჯართან ერთად წასულიყო, კერძოდ, 2007 წლის 27 ივლისს გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციაში ქ. მაზდოკში, ხოლო 2008 წლის 01 აგვისტოს რუსეთის ფედერაციაში ქ. ანაპაში სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. მისი სანოტარო ბიუროში შეტანილი განცხადება დარჩა განუხილველად და მემკვიდრეობაც ვერ მიიღო. 2008 წლის 11 სექტემბერს მისმა ძმამ ლ----- ლ-------მა განცხადებით მიმართა ახალქალაქის სანოტარო ბიუროს და მოითხოვა მამის ჰ--------- ლ-------ის სამკვიდროს მიღება და მისი სანოტარო წესით დამოწმება და განაცხადა, რომ ის არის ერთადერთი მემკვიდრე და სხვა მემკვიდრეები მის გარდა არ არსებობენ. მშობლების გარდაცვალებიდან გარკვეული დროის შემდეგ მოსარჩელის ძმამ ლ----- ლ-------მა, რომელიც ამ ბინაში არ ცხოვრობდა და მოსარჩელეს არ ეხმარებოდა მშობლების მოვლაში, მოსარჩელის თანხმობის გარეშე ჯერ მიიღო მემკვიდრეობით მშობლების უძრავი ქონება - საცხოვრებელი ბინა, შემდეგ კი გააფორმა თავის სახელზე ისე, რომ ამის შესახებ მოსარჩელისთვის არ იყო ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ლ----- ლ-------მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე 2000-2005 წლებში ცხოვრობდა თავის სახლში - სამხედრო ქალაქი 1, დოს 4------------ში და მშობლების მოვლაში მონაწილეობას არ იღებდა. მან (ლ----- ლ-------მა) კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სანოტარო ბიუროს და მიიღო მშობლების სამკვიდრო ქონება. აქედან გამომდინარე მოპასუხე ლ----- ლ-------ს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხე ნოტარიუსმა ეთერ ოთანაძემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით 2008 წლის 11 სექტემბერს მას მიმართა მოქალაქე ლ----- ლ-------მა, ნოტარიუსის მიერ მიღებული იქნა განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ რ-------, 11.09.2008 წ. ამის შემდეგ ლ----- ლ-------მა ნოტარიუსს წარუდგინა სათანადო დოკუმენტაცია, რაც საჭირო იყო სამკვიდრო მოწმობის გასაცემად და 2008 წლის 22 სექტემბერს რ--------ით გაიცა სამკვიდრო მოწმობა ლ----- ლ-------ის სახელზე 2----–-–------------- გარდაცვლილი მამკვიდრებლის რ------ ა--------ის დანაშთ სამკვიდრო მასაზე, კერძოდ კი საცხოვრებელ ბინაზე მდებარე მისამართზე ქ. ახალქალაქი ნ--–--------------------------------, სამკვიდრო მოწმობა გაიცა მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის თანახმად სამკვიდროს მიღება ხდება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან ექვს თვეში, ანუ იმ ვადაში როცა მემკვიდრეები მიმართავენ სანოტარო ბიუროს განცხადების წარსადგენად სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს ფაქტობრივი დაუფლებით და სამკვიდრო მოწმობის მოთხოვნისა და მიღების გზით სანოტარო ბიუროში. ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა გაცემულია ექვსი თვის გასვლის შემდეგ, სამკვიდრო მოწმობის გაცემის მომენტში ნოტარიუსისათვის ცნობილი არ იყო სხვა მემკვიდრეთა სურვილის შესახებ და არც სხვა მემკვიდრეებს უცნობებიათ ნოტარიუსისათვის ამის შესახებ, არც სამკვიდრო საქმეთა ბაზაში არ იძებნებოდა განცხადება სხვა მემკვიდრეთა მიერ მასთან (ნოტარიუს ეთერ ოთანაძესთან) ან სხვა ნოტარიუსთან მიმართვის ფაქტი, სანოტარო მოქმედებათა შესრულების შესახებ ინსტრუქციის თანახმად მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნოტარიუსს არ ევალება მემკვიდრეთა წრის დადგენა რაიმე ფორმით ან მათი მოწვევა სანოტარო ბიუროში სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს პრეროგატივა კანონით მინიჭებული აქვს თავად მემკვიდრეს და სწორედ ისაა ვალდებული რაიმე ფორმით გამოხატოს თავისი პოზიცია იღებს სამკვიდროს თუ უარს აცხადებს მის მიღებაზე. რაც შეეხება ნოტარიუსის ინფორმირებას სხვა მემკვიდრეთა არსებობის ან მათი სურვილის შესახებ, ეს ევალებათ თავად მემკვიდრეებს. ნოტარიუს ეთერ ოთანაძეს მიაჩნია, რომ სარჩელი პირდაპირ შემხებლობაში არ არის ნოტარიუსთან, ამიტომ მოსარჩელის პოზიციებს და მის მიერ წამოყენებულ ფაქტობრივ გარემოებებს ვერ დაეთანხმება და ვერც უარყოფს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ა---- ლ-------ი არის ლ----- ლ-------ის და. მათი დედა, რ------ ა--------ი გარდაიცვალა 2----–-–-------------, ხოლო მათი მამა ჰ--------- ლ-------ი გარდაიცვალა 2----–-–----------------.
მტკიცებულება:
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 21);
- გარდაცვალების მოწმობები (ს.ფ. 22,23);
- მხარეთა ახსნა განმარტებები;
3.1.2. დადგენილია, რომ 2008 წლის 22 სექტემბრის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე უძრავი ქონება - ქ. ახალქალაქი ნ--–--------------------------------, საკადასტრო კოდი 63.18.05.038.0-----, 2008 წლის 11 დეკემბრიდან საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხის ლ----- ლ-------ის სახელზე;
მტკიცებულება:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 27);
- მხარეთა ახსნა განმარტებები;
- სამკვიდრო მოწმობის ასლი (ს.ფ 17-19.)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხემ ნოტარიუსმა ეთერ ოთანაძემ მიუთითა, რომ სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით 2008 წლის 11 სექტემბერს მას მიმართა მოქალაქე ლ----- ლ-------მა, ნოტარიუსის მიერ მიღებული იქნა განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ რ-------, 11.09.2008 წ. ამის შემდეგ ლ----- ლ-------მა ნოტარიუსს წარუდგინა სათანადო დოკუმენტაცია, რაც საჭირო იყო სამკვიდრო მოწმობის გასაცემად და 2008 წლის 22 სექტემბერს რ--------ით გაიცა სამკვიდრო მოწმობა ლ----- ლ-------ის სახელზე 2----–-–------------- გარდაცვლილი მამკვიდრებლის რ------ ა--------ის დანაშთ სამკვიდრო მასაზე, კერძოდ კი საცხოვრებელ ბინაზე მდებარე მისამართზე ქ. ახალქალაქი ნ--–--------------------------------.
ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობა გაცემულია მამკვიდრებლის რ------ ა--------ის გარდაცვალებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ, ფაქტობრივი დაუფლების საფუძველზე. ლ----- ლ-------ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლ----- ლ-------ი ცხოვრობს ნ--–---------------------------------ში.
მოსარჩელემ განაცხადა, რომ ლ----- ლ-------ი არ ცხოვრობდა სადავო ბინაში, იგი ცხოვრობს N- ბინაში, N- ბინაში ცხოვრობდნენ მათი მშობლები.
ამავდროულად მოსარჩელემ აღიარა, რომ თვითონ აღნიშნულ ბინაში მშობლების გარდაცვალების შემდეგ რეგისტრირებული არ იყო და ცხოვრობდა სხვა მისამართზე (ყოფილი სამხედრო ქალაქში). თავდაპირველად მან განაცხადდა, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ მამამისი წაიყვანა ყოფილ სამხედრო ქალაქში (თავის ბინაში), ვინაიდან იმ დროს სადავო ბინაში საცხოვრებელი პირობები არ ჰქონდა და მამას უვლიდა თვითონ (მოსარჩელე), ხოლო შემდეგ განაცხადა, რომ მამამისი თავისთან წაიყვანა 2004 წლის ბოლოს.
თუმცა მოპასუხე ლ----- ლ-------მა მიუთითა, რომ მოსარჩელე 2000-2005 წლებში ცხოვრობდა თავის სახლში - სამხედრო ქალაქი 1, დოს 4------------ში და მშობლების მოვლაში მონაწილეობას არ იღებდა.
მოსარჩელეს თავისი მოსაზრების დასამტკიცებლად რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, ხოლო მოპასუხე მხარემ წარმოიდგინა ლ----- ლ-------ის პირადობის მოწმობის ასლი, სადაც ლ----- ლ-------ის რეგისტრაციის მისამართი მითითებულია ქ. ახალქალაქი ნ--–--------------------------------.
მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ განმარტა, რომ ლ----- ლ-------ი არ ცხოვრობდა სადავო ბინაში, თუმცა მან აღიარა, რომ ლ----- ლ-------ი ფლობს და ფლობდა ამ ბინას. მან ასევე განმარტა, რომ ლ----- ლ-------ს ბინის ნაწილი გადაკეთებული აქვს მაღაზიად.
მოპასუხე ლ----- ლ-------ი დაეთანხმა, რომ მან გაარემონტა ბინა, ამასთან ფასადის მხრიდან ნაწილი გადაკეთებული აქვს მაღაზიად, რასთან დაკავშირებით გაწეული აქვს საკმაოდ დიდი ხარჯი.
შესაბამისად ვერ იქნა დადგენილი ის გარემოება, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე სადავო ბინაში ცხოვრობდა ან ფლობდა, ამავდროულად დადგენილია, რომ მოპასუხე ლ----- ლ-------ი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფლობდა სადავო ბინას, ასევე რეგისტრირებულია ამ ბინის მისამართზე.
მტკიცებულება:
- მხარეთა ახსნა განმარტებები;
- სამკვიდრო მოწმობის ასლი (ს.ფ 17-19.);
- ლ----- ლ-------ის პირადობის მოწმობის ასლი (ს.ფ 152);
3.2.2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მან 2007 წლის 06 მარტს მიმართა ახალქალაქის სანოტარო ბიუროს (ნოტარიუს ვ. საარიანს) მშობლის - დედის რ------ ა--------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მემკვიდრეობით მიღების მიზნით. თუმცა განცხადებაზე პასუხი დღემდე არ არის.
ხოლო მოპასუხე ნოტარიუსმა ეთერ ოთანაძემ მიუთითა, რომ სამკვიდრო მოწმობის გაცემის მომენტში ნოტარიუსისათვის ცნობილი არ იყო სხვა მემკვიდრეთა სურვილის შესახებ და არც სხვა მემკვიდრეებს უცნობებიათ ნოტარიუსისათვის ამის შესახებ, არც სამკვიდრო საქმეთა ბაზაში არ იძებნებოდა განცხადება სხვა (ლ----- ლ-------ის გარდა) მემკვიდრეთა მიერ მასთან (ნოტარიუს ეთერ ოთანაძესთან) ან სხვა ნოტარიუსთან მიმართვის ფაქტი.
მოპასუხე მხარემ წარმოადგინა სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან, რითაც ირკვევა, რომ სამკვიდრო საქმეთა ბაზაში მოსარჩელის განცხადება არ არის რეგისტრირებული, მხოლოდ მოპასუხე ლ----- ლ-------ის განცხადებაა და გაცემული სამკვიდრო მოწმობა.
აღსანიშნავია, რომ თუკი მოსარჩელე მხარემ 2007 წელს მიმართა ნოტარიუსს და დღემდე არ არის შედეგი, მან ნოტარიუსს განმეორებით რატომ არ მიმართა ან ზედამხედველ დაწესებულებას, ანუ არ დაინტერესდა თავისი მოთხოვნის შედეგებით, რაც მოწმობს მოსარჩელის არაკეთილსინდისიერებას.
ყოველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ როდესაც მოსარჩელემ მიმართა ნოტარიუსს, მას უკვე გაშვებული ჰქონდა მამკვიდრებლის გარდაცვალების დღიდან ექვსი თვის ვადა, ამასთან მოსარჩელე არ ფლობდა და არც ფლობს სამკვიდრო ქონებას.
მტკიცებულება:
- მხარეთა ახსნა განმარტებები;
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან (ს.ფ 151.);
- 2007 წლის 06 მარტის მოსარჩელის განცხადება ახალქალაქის სანოტარო ბიუროს (ნოტარიუს ვ. საარიანს) (ს.ფ 15.);
3.2.3. მოსარჩელემ მიუთითა, რომ როდესაც 2008 წლის 11 სექტემბერს მისმა ძმამ განცხადებით მიმართა ახალქალაქის სანოტარო ბიუროს და მოითხოვა სამკვიდროს მიღება, განაცხადა, რომ ის არის ერთადერთი მემკვიდრე და სხვა მემკვიდრეები მის გარდა არ არსებობენ.
ამის დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა საჯარო რეესტრიდან ამონაწერზე, სადაც სადავო ქონება მთლიანად რეგისტრირებულია მოპასუხეზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილ ლ----- ლ-------ის მიერ ნოტარიუსთან წარდგენილ განცხადებაში არ არის მითითებული, რომ იგი არის ერთადერთი მემკვიდრე და სხვა მემკვიდრეები მის გარდა არ არსებობენ.
შესაბამისად მოსარჩელის აღნიშნული გარემოება არ იქნა დადგენილი.
მტკიცებულება:
- მხარეთა ახსნა განმარტებები;
- 2008 წლის 11 სექტემბრის ლ----- ლ-------ის განცხადება ახალქალაქის სანოტარო ბიუროს (ს.ფ 20);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 27);
- სამკვიდრო მოწმობის ასლი (ს.ფ 17-19.)
3.2.4. მოპასუხე ლ----- ლ-------ის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოცემული სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, კერძოდ 10 წელზე მეტი ხანია გასული რაც მოსარჩელე აღნიშნულ ბინის კუთვნილებასთან დაკავშირებით ედავება ლ----- ლ-------ს. მოპასუხე ლ----- ლ-------ის წარმომადგენელმა ხანდაზმულობასთან დაკავშირებით ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია საქ. სკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა.
მოსარჩელე მოპასუხე მხარის განმარტებას სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ მისთვის ახლა გახდა ცნობილი ბინის ლ----- ლ-------ზე აღრიცხვის შესახებ და რომ ლ----- ლ-------მა აიღო სამკვიდრო მოწმობა.
ხანდაზმულობის თაობაზე დადგენილია:
1) მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ 2007 წლიდან მოსარჩელე აღნიშნულ ბინის კუთვნილებასთან დაკავშირებით ედავებოდა ლ----- ლ-------ს, რაც არ უარყო მოსარჩელემ.
2) ასევე მოპასუხე მხარემ განაცხადა, რომ მართალია მოსარჩელე რუსეთის სამხედრო ბაზის გასვლის შემდეგ წავიდა რუსეთში, თუმცა ყოველ წელს ჩამოდიოდა საქართველოში და საკმაოდ გონივრული ვადით რჩებოდა, და სადავო საკითხის გადასაწყვეტად შესაბამისი კანონიერი ქმედებების განხორციელების შესაძლებლობა ჰქონდა. მოსარჩელემ არ უარყო, რომ წელიწადში ერთხელ ერთ თვემდე ვადით ჩამოდიოდა საქართველოში, ამასთან ყოველთვის აღნიშნულ ბინის კუთვნილებასთან დაკავშირებით ნამდვილად ედავებოდა ლ----- ლ-------ს.
3) მოსარჩელემ ვერ განმარტა, თუ დღემდე რატომ არ მიმართა კანონს სადავო საკითხის გადასაწყვეტად, ანუ არ მიმართა შესაბამის ორგანოებს ან სასამართლოს.
4) 2007 წლის 06 მარტს მოსარჩელემ მიმართა ახალქალაქის სანოტარო ბიუროს (ნოტარიუს ვ. საარიანს) სადავო ბინის მემკვიდრეობით მიღების მიზნით, მაგრამ უშედეგოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მისთვის ახლა გახდა ცნობილი, რომ ლ----- ლ-------ს სადავო სამკვიდრო მიღებული აქვს და ბინა ლ----- ლ-------ზეა აღრიცხული. სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო უძრავი ქონება 2008 წლის 11 დეკემბრიდან საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხა მოპასუხე ლ----- ლავანიანის სახელზე, სწორედ გასაჩივრებული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.
შესაბამისად, მოსარჩელემ იცოდა თავისი სამკვიდრო უფლებების შესახებ სადავო ბინის კუთვნილებასთან დაკავშირებით როგორც მინიმუმ 2007 წლიდან, როდესაც მიმართა ნოტარიუს ვრეჟ საარიანს სამკვიდრო მოწმობის მიღების მიზნით; იცოდა რომ ამ ბინას ფლობდა ლ----- ლ-------ი, აღნიშნულ ბინის კუთვნილებასთან დაკავშირებით რეგულარულად ედავებოდა ლ----- ლ-------ს; ხოლო 2008 წლის 11 დეკემბრიდან საჯაროდ გავრცელებულია ინფორმაცია, რომ სადავო ბინა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხის სახელზე, 2008 წლის 22 სექტემბერს ნოტარიუს ეთერ ოთანაძის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.
მტკიცებულება: იხ. წინა გარემოებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---- ლ-------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 129-ე, 130-ე, 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1320-ე, 1324-ე, 1421-ე, 1424-ე, 1451-ე, 1789-ე მუხლები; ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 53-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. განსახილველი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნაა მშობლების მიერ დანატოვარ სამკვიდრო ქონებაზე მისი კუთვნილი ½ წილის მიკუთვნება და 2008 წლის 22 სექტემბერს ნოტარიუს ეთერ ოთანაძის მიერ ლ----- ლ-------ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ან სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, სამკვიდრო ქონებაზე მისი კუთვნილი ½ წილის ნაწილში.
შესაბამისად სარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს უძრავი ნივთის ½ წილზე (რომელიც სხვა პირის საკუთრებაშია) მემკვიდრეობით მესაკუთრედ ცნობა, შესაბამისად დავა ამ ნაწილში ქონებრივია.
მოსარჩელეს, როგორც კანონით მემკვიდრეს, უფლება აქვს მოითხოვოს თავისი კუთვნილი წილი და ამ წილზე საკუთრების უფლების აღიარება (საქ. სკ-ის 1306-ე, 1307-ე მუხლები).
6.2. თუმცა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მეექვსე წიგნით განსაზღვრულია მემკვიდრეობის წესები.
კერძოდ საქ. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე. ამავე კოდექსის 1324-ე მუხლის შესაბამისად, 1. სამკვიდროს გახსნის ადგილად ითვლება მამკვიდრებლის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო, თუ იგი ცნობილი არ არის, - სამკვიდროს ადგილსამყოფელი. 2. თუ სამკვიდრო სხვადასხვა ადგილას იმყოფება, მაშინ სამკვიდროს გახსნის ადგილად მიიჩნევა უძრავი ქონების ან მისი ფასეული ნაწილის ადგილსამყოფელი, ხოლო თუ უძრავი ქონება არ არის, მაშინ - მოძრავი ქონების ან მისი ძირითადი ნაწილის ადგილსამყოფელი.
ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის შესაბამისად, 1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. 3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. 4. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
აღსანიშნავია, რომ მოპასუხე ითხოვს აღნიშნული ბინის ½ წილზე მესაკუთრედ ცნობას და სარჩელით არ ედავება ლ----- ლ-------ს მის (ლ----- ლ-------ის) მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტზე, მხოლოდ გაასაჩივრა ნოტარიუსის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობა.
6.3. მოცემულ შემთხვევაში ა---- ლ-------ის და ლ----- ლ-------ის მშობლების მიერ დანატოვარი სამკვიდრო ქონებაა ქ. ახალქალაქი ნ--–--------------------------------, (საკადასტრო კოდი 63.18.05.038.0-----). მათი დედა რ------ ა--------ი გარდაიცვალა 2----–-–-------------, ხოლო მათი მამა ჰ--------- ლ-------ი გარდაიცვალა 2----–-–----------------.
შესაბამისად სამკვიდროს გახსნის ადგილია ქ. ახალქალაქი ნ--–--------------------------------, ხოლო სამკვიდრო გახსნილია ჯერ კიდევ დედის გარდაცვალების დღიდან 2003 წლის 12 მარტიდან, ხოლო შემდეგ კიდევ მამის გარდაცვალების დღიდან 2005 წლის 17 ნოემბრიდან.
სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოში არც ა---- ლ-------ის და არც ლ----- ლ-------ის მიერ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ შეტანილი არ ყოფილა. ამასთან ვერ იქნა დადგენილი ის გარემოება, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე სადავო ბინაში ცხოვრობდა ან ფლობდა მას, ამავდროულად დადგენილია, რომ მოპასუხე ლ----- ლევანოიანი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფლობდა სადავო ბინას, ასევე რეგისტრირებულია ამ ბინის მისამართზე.
ლ----- ლ-------ის სამკვიდროს მიღების შესახებ 2008 წლის 11 სექტემბრის განცხადების გამო ნოტარიუსის მიერ 2008 წლის 22 სექტემბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა ლ----- ლ-------ის სახელზე, 2----–-–------------- გარდაცვლილი მამკვიდრებლის რ------ ა--------ის დანაშთი სამკვიდრო მასაზე, ფაქტობრივი დაუფლების საფუძველზე.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
შესაბამისად კანონით განსაზღვრულია ხანდაზმულობა რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე.
კერძოდ: საქ. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება: ა. პირად არაქონებრივ უფლებებზე, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ. მეანაბრეთა მოთხოვნაზე ბანკსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში შეტანილი ანაბრების გამო. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.
საქ. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საქ. სამოქალაქო კოდექსის 1451-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს მიღების სამართლებრივი შედეგების დადგომის დრო სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები დადგება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.
საქ. სამოქალაქო კოდექსის 1489-ე მუხლით დადგენილია ხანდაზმულობის საერთო ვადის გამოყენება მემკვიდრეობის რიგ შემთხვევებში. კერძოდ: აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორების მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადა არ ვრცელდება იმ დანახარჯების მოთხოვნებზე, რომლებიც გამოწვეული იყო მამკვიდრებლის უკანასკნელი ავადმყოფობის დროს მოვლითა და მკურნალობით,ხელფასის გასტუმრებით,დაკრძალვით,სამკვიდროს დაცვითა და მართვით, ასევე მესამე პირების მოთხოვნებზე - ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის და მათი კუთვნილი ქონების გამოთხოვის თაობაზე. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული მოთხოვნების მიმართ გამოიყენება ხანდაზმულობის საერთო ვადები.
შესაბამისად სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ მოთხოვნებზე ვრცელდება ხანდაზმულობის საერთო ვადები, რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენს 10 წელს, სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.
6.5. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა შეეტყო თავისი სამკვიდრო უფლებების შესახებ სადავო ბინის კუთვნილებასთან დაკავშირებით სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. როგორც მინიმუმ 2007 წლიდან მოსარჩელემ უკვე იცოდა თავისი სამკვიდრო უფლებების შესახებ სადავო ბინის კუთვნილებასთან დაკავშირებით, როდესაც მიმართა ნოტარიუს ვრეჟ საარიანს სამკვიდრო მოწმობის მიღების მიზნით; ბინის კუთვნილებასთან დაკავშირებით რეგულარულად ედავებოდა ლ----- ლ-------ს, მათ შორის 2007-2008 წწ.; ხოლო 2008 წლის 11 დეკემბრიდან მოსარჩელეს უნდა შეეტყო საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სადავო ბინა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხის სახელზე, 2008 წლის 22 სექტემბერს ნოტარიუს ეთერ ოთანაძის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.
შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო სამკვიდრო ბინის ½ ზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ მოთხოვნზე კანონით გათვალისწინებული 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია.
შესაბამისად სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ სარჩელი აღნიშნულ ნაწილში ხანდაზმულია.
6.6. სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოში არც ა---- ლ-------ის და არც ლ----- ლ-------ის მიერ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ შეტანილი არ იყო. ხოლო ლ----- ლ-------ის სამკვიდროს მიღების შესახებ 2008 წლის 11 სექტემბრის განცხადების გამო ნოტარიუსის მიერ 2008 წლის 22 სექტემბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა ლ----- ლ-------ის სახელზე, 2----–-–------------- გარდაცვლილი მამკვიდრებლის რ------ ა--------ის დანაშთ სამკვიდრო მასაზე, ფაქტობრივი დაუფლების საფუძველზე. ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხე ლ----- ლ-------ი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფლობდა სადავო ბინას, ასევე რეგისტრირებულია ამ ბინის მისამართზე, რითაც დასტურდება ფაქტობრივი ფლობა. ამავდროულად ვერ იქნა დადგენილი ის გარემოება, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე სადავო ბინაში ცხოვრობდა ან ფლობდა მას. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან ინფორმაციის მიხედვით, სამკვიდრო საქმეთა ბაზაში მოსარჩელის განცხადება არ არის რეგისტრირებული, მხოლოდ მოპასუხე ლ----- ლ-------ის განცხადებაა და გაცემული სამკვიდრო მოწმობა.
შესაბამისად გარდა იმისა, რომ ხანდაზმულობის გამო მოსარჩელემ დაკარგა სადავო ბინის ½ წილზე საკუთრების მოთხოვნის უფლება, მან ასევე ვერ დაასაბუთა თავისი მოთხოვნა ლ----- ლ-------ის მიმართ, ხოლო ლ----- ლ-------ის სამკვიდროს მიღებაში არ იკვეთება რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
ამდენად მოსარჩელის მოთხოვნა სამკვიდრო ქონებაზე მისი კუთვნილი ½ წილის მიკუთვნების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7. მიუხედავად ზემოთაღნიშნულისა სასამართლომ შეამოწმა ნოტარიუსის მოქმედების (სამკვიდროს გაცემის შესახებ) კანონიერება, ვინაიდან ნოტარიუსთან საქმის წარმოების მასალები მოსარჩელისათვის ახლა გახდა ცნობილი და უფლება აქვს გაასაჩივროს ნოტარიუსის მოქმედებები.
ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, პირს, რომლის ინტერესებსაც შეეხება სანოტარო მოქმედება, ან პირს, რომელსაც უარი ეთქვა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე, შეუძლია სანოტარო მოქმედება ან დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ გაასაჩივროს სასამართლოში სანოტარო ბიუროს ადგილმდებარეობის მიხედვით.
საქ. სამოქალაქო კოდექსის 1499-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეებად მოწვეულ პირებს შეუძლიათ სანოტარო ორგანოსგან მოითხოვონ სამკვიდრო მოწმობა.
ამავე კოდექსის 1500-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა ეძლევათ მემკვიდრეებს სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ ნებისმიერ დროს. ექვს თვეზე ადრე სამკვიდრო მოწმობა გაიცემა იმ შემთხვევებში, თუ სანოტარო ორგანოს მოეპოვება ცნობა, რომ, მოწმობის მთხოვნელ პირთა გარდა, სხვა მემკვიდრეები არ არიან.
ამავე კოდექსის 1503-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე, ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიდრეებს, მიიღონ მოწმობა სამკვიდროს დანარჩენ ნაწილზე.
6.7.1. დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, ნოტარიუსის მიერ სამკვიდრო მოწმობის გაცემისას არ ყოფილა ფორმალური წარმოების ან მატერიალური ნორმების დარღვევა. სანოტარო ბაზაში გარდა ლ----- ლ-------ის არ არის რეგისტრირებული სხვა მემკვიდრის განცხადება; ხოლო ლ----- ლ-------ის განცხადება შეტანილია სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ და ამ შემთხვევაში სამკვიდრო მოწმობა გაიცემა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლებით. ლ----- ლ-------ის მიერ წარმოდგენილი იყო პირადობის მოწმობის ასლი, სადაც ლ----- ლ-------ის რეგისტრაციის მისამართი მითითებულია ქ. ახალქალაქი ნ--–--------------------------------. სწორედ სამკვიდრო ბინის მისამართია.
დადგენილია, რომ მოპასუხე ლ----- ლ-------ი მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფლობდა სადავო ბინას, ასევე რეგისტრირებულია ამ ბინის მისამართზე (იხ.3.2.1.).
შესაბამისად ნოტარიუს ეთერ ოთონაძის მიერ 2008 წლის 22 სექტემბერს ლ----- ლ-------ის სახელზე გაცემული რ--------ნომრით სამკვიდრო მოწმობის გაუქმების ანდა შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ მოპასუხისთვის საპროცესო ხარჯების დაკისრების საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ა---- ლ-------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. ახალქალაქი, მ.მაშტოცის ქ. 110), მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე არარატ ესოიან