განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.08.2019
საქმის ნომერი
020297718700055764
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
განცხადება საარბიტრაჟ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020297718700055764

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-299-18 05 ივლისი, 2019 წელი

ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა თავმჯდომარე - ლაურა მიქავა მოსამართლეები: ირმა პერანიძე თამარ სვანიძე

 

სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე

 

საჩივრის ავტორები წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარეები: წარმომადგენელი - - - - ი- გ-------ე, მ--- გ-------ე შ------- ს------–--ე ნ---–- შ--–--------ე, თ-------- კ-------–---–ი დ----- ბ------ე

დავის საგანი - არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - შპს ,,არბიტრი-2007’’-ის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 20 თებერვლის №1/73 გადაწყვეტილება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- დაკმაყოფილდა სარჩელი და ქ---------–-, წ------- ქ. №---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის, რომელიც შედგება 1 საცხოვრებელი ოთახისაგან ფართით 30,83 კვ.მ. შემინული აივანი 29,94 კვ.მ. საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთი ფართით 2158 კვ.მ. მესაკუთრედ ცნობილი იქნა თ----- კ-------–---–ი;

- გადაწყვეტილება საბოლოოა.

 

3. საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

 

3.1. საჩივრის ავტორების განმარტებით, ისინი დაბადებიდანვე ცხოვრობდნენ ქ---------–-, წ------- ქ. №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მამასთან - აწ.გარდაცვლილ ჟ------- გ-------ესთან და დედასთან - ე------ ბ------ესთან ერთად. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი იყო მამაპაპისეული და წარმოადგენდა ბაბუის - ვ-–-------- გ-------ის საკუთრებას. ბაბუა გაწვეული იყო სამამულო ომში, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. გარკვეული წლების შემდეგ დედა და მამა განქორწინდნენ, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ისინი იმყოფებოდნენ დედასთან ერთად, მითითებულ საცხოვრებელ სახლში, გამოყოფილი ჰქონდათ ოთახები და განაგრძობდნენ იქ ცხოვრებას. დედა მოგვიანებით სხვაგან გადავიდა, შვილები კი ცხოვრობდნენ მამასთან. მამამ შექმნა მეორე ოჯახი და ცოლად მოიყვანა აწ გარდაცვლილი თ-----ა კ-------–---–ი, მათ საერთო შვილი არ ჰყოლიათ;

 

3.2. მოგვიანებით ორივე დამ შექმეს თავიანთი ოჯახები, თუმცა მათ ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდათ მამასთან და მის მეუღლესთან. გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, მათ მოუწიათ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა;

 

3.3. მათი მამა ჟ------- გ-------ე გარდაიცვალა 2003 წლის 21 თებერვალს. ისინი მამის დაკრძალვისათვის ჩამოვიდნენ უცხოეთიდან. მათ პირადად გაიღეს მამის დაკრძალვის ხარჯები. მამის დაკრძალვის შემდგომ ისინი ისევ წავიდნენ საზღვარგარეთ, სახლში კი საცხოვრებლად დარჩა თ-----ა კ-------–---–ი. როდესაც ისინი საქართველოში ჩამოდიოდნენ ყოველთვის მიდიოდნენ მამის საცხოვრებელ სახლში და თ-----ა კ-------–---–იც გულთბილად ხვდებოდა მათ;

 

3.4. მათ იცოდნენ, რომ ბაბუა ომში დაიკარგა. ხოლო ჟ------- გ-------ე ისე გარდაიცვალა, რომ სამკვიდრო დოკუმენტალურად არ მიუღია. შესაბამისად, სახლი ირიცხებოდა აწ.გარდაცვლილ ვ-–-------- გ-------ის სახელზე. იმ პერიოდისათვის მათ არ ჰქონდათ ფინანსური საშუალება და ვერ მიმართეს სასამართლოს ვ-–-------- გ-------ის გარდაცვალების ფაქტის დადგენის თაობაზე, რათა მამას ჟ------- გ-------ეს მიეღო მემკვიდრეობა;

 

3.5. მათთან ბავშვობიდანვე ხშირად სტუმრად მიდიოდა თ-----ა კ-------–---–ის ძმის შვილი ბ---–--- კ-------–---–ი. მამის გარდაცვალების შემდეგ კი მისმა სტუმრობამ სტაბილური სახე მიიღო. მათ ამის თაობაზე არასოდეს გამოუთქვამთ პრეტენზია, რადგან ის იყო თ-----ა კ-------–---–ის ძმისშვილი და მასთან ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, ისინი ყველა საკითხს შეთანხმებულად წყვეტდნენ. თ-----ას იგი მიღებული ჰყავდა როგორც შვილი, რადგან მას საკუთარი შვილი არ ჰყავდა. ბ---–---ს ბოლო პერიოდში უწევდა თ-----ას მოვლა-პატრონობა, ამიტომ მათ შორის იყო საუბარი იმაზე, რომ გარკვეული წილი ქონებიდან მისთვისაც მიეცათ;

 

3.6. თ-----ა კ-------–---–ი გარდაიცვალა 2017 წლის 3 სექტემბერს. მისი გარდაცვალების შემდეგ იქ ცხოვრება განაგრძო ბ---–--- კ-------–---–მა. შემდგომში კი განაცხადა, რომ მამიდამ თ-----ა კ-------–---–მა მას დაუტოვა ვ-–-------- გ-------ის საცხოვრებელი სახლი;

 

3.7. აღნიშნულის შემდეგ, მათ მოიძიეს საცხოვრებელი სახლის დოკუმენტაცია და აღმოაჩინეს, რომ 2008 წლის 20 თებერვლის №1/73 საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საფუძველზე თ-----ა კ-------–---–მა დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში ვ-–-------- გ-------ის სახელზე რიცხული ქონება, მდებარე ქ--------–-, წ------- ქ. №---ში, საცხოვრებელი სახლი და საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთი ფართით 2158 კვ.მ ისე, რომ ბაბუის ვ-–-------- გ-------ის გარდაცვალების მოწმობაც არ არსებობდა, რადგან იგი დაიკარგა სამამულო ომში, საიდანაც არ დაბრუნებულა. ვ-–-------- გ-------ე გარდაცვლილად ცნო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომლის საფუძველზეც შემდგომში გაიცა მისი გარდაცვალების მოწმობა, გარდაცვალების თარიღად კი მიეთითა 2017 წლის 20 დეკემბერი. შესაბამისად, ვ-–-------- გ-------ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდროც სწორედ ამ პერიოდიდან გაიხსნა, რის თაობაზეც მათ მიმართეს ნოტარიუსს;

 

3.8. 2011 წლის 13 დეკემბერს თ-----ა კ-------–---–სა და ბ---–--- კ-------–---–ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ქ---------–-, წ------- ქ. №---ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, რის შედეგადაც ამ უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა ბ---–--- კ-------–---–ი. ეს გარიგება არის თვალთმაქცური, რადგან ბ---–--- კ-------–---–მა ბავშვობიდანვე იცოდა, რომ არსებობდნენ სადავო უძრავი ქონების მემკვიდრეები, მაგრამ მან მოსაჩვენებლად, სხვა გარიგების დასაფარად დადო ნასყიდობის ხელშეკრულება. 2017 წლის 0- იანვარს ბ---–--- კ-------–---–სა და მიწის თანამესაკუთრე შ------- ლ--------------ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების გაყოფის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც საჯარო რეესტრში ბ---–--- კ-------–---–ის საკუთრებაში აღირიცხა 747.70 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით;

 

3.9. კანონის მიხედვით, ვ-–-------- გ-------ის მემკვიდრე იყო მისი მეუღლე აწ. გარდაცვლილი დ----- გ-------ე (გარდაიცვალა 1988 წლის 5 მარტს) და მათი აწ გარდაცვლილი მამა ჟ------- გ-------ე, ხოლო მამის გარდაცვალების შემდეგ, სამკვიდროს გახსნის პერიოდიდან (2017 წლის 20 დეკემბერი) მისი ადგილი დაიკავეს პირველი რიგის ცოცხალმა მემკვიდრეებმა ი- და მ--- გ-------ეებმა. შესაბამისად, დანაშთი ქონება უნდა გადანაწილებულიყო მათზე თანაბარ უფლებებში, ვინაიდან სახლი იყო მამაპაპისეული და არ წარმოადგენდა ჟ------- გ-------ისა და თ-----ა კ-------–---–ის თანასაკუთრებას;

 

3.10. ამდენად, 2008 წლის 20 თებერვლის №1/73 საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არის უკანონო, თ-----ა კ-------–---–მა შეგნებულად დამალა მემკვიდრეთა წრე და ისე, რომ ვ-–-------- გ-------ის გარდაცვალების მოწმობაც არ არსებობდა, რაღაც უსაფუძვლო დავა წამოიწყო თითქოს რძალთან (მათთვის უცნობ პირთან), რომ გადასახადებს იხდიდა პირადად და ქონებაც მას ეკუთვნოდა. არბიტრაჟის გადაწყვეტილება იმთავითვე იყო უკანონო, ამიტომ იგი უნდა გაუქმდეს, რადგან სადავო ქონება აღირიცხოს მათ საკუთრებაში.

 

მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:

 

3.11. მოწინააღმდეგე მხარის, ნ---–- შ--–--------ის და თ-------- კ-------–---–ის წარმომადგენელმა, არ ცნო საჩივარში მითითებული გარემოებები და მის დაკმაყოილებაზე უარის თქმა ითხოვა.

 

საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება

 

ფაქტობრივი საფუძვლები

 

4.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათებით დადგენილია, რომ ვ-–-------- გ-------ის საკუთრებაში ირიცხებოდა ქ---------–-, წ------- ქ. №---ში მდებარე საცხოვრებელი სახლი (ცნობა-დახასიათება, ს/ფ 16);

 

4.2. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ი- გ-------ის განცხადება დაკმაყოფილდა და ვ-–-------- ს---–-------- ძე გ-------ე (დაბ. 1--- წლის 07 აპრილს, უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილი: ქ------------–------- ქ. №--) გამოცხადდა გარდაცვლილად. მისი გარდაცვალების დღედ აღიარებული იქნა მისი გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღე (გადაწყვეტილებს, ს/ფ 38);

 

4.3. ვ-–-------- გ-------ის გარდაცვალების მოწმობით, მის გარდაცვალების თარიღად მითითებულია 20.12.2017 წელი (გარდაცვალების მოწმობა, ს/ფ 17);

 

4.4. დადგენილია, რომ დ----- გ-------ე (ვ-–-------- გ-------ის მეუღლე) გარდაიცვალა 1988 წლის 5 მარტს (გარდაცვალების მოწმობა, ს/ფ 20);

 

4.5. დადგენილია, რომ ჟ------- გ-------ე იყო ვ-–-------- გ-------ის და დ----- გ-------ის შვილი (დაბადების მოწმობა, ს/ფ 34);

 

4.6. დადგენილია, რომ თ----- კ-------–---–ი და ჟ------- გ-------ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში (ქორწინების მოწმობა, ს/ფ 37);

 

4.7. დადგენილია, რომ ჟ------- გ-------ე გარდაიცვალა 200- წლის 21 თებერვალს (გარდაცვალების მოწმობა, ს/ფ 18);

 

4.8. შპს ,,არბიტრი-2007“-ის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 20 თებერვლის №1/73 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ შპს ,,არბიტრი-2007“-ის მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა თ-----ა კ-------–---–მა და მოითხოვა ქ------------–------- ქ. №---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ცნობა.

ამავე გადაწყვეტილების თანახმად: აღნიშნული ქონების გამო მას დავა ჰქონდა რძალთან - ნ---–- შ--–--------ესთან.

 

4.9. წარმოდგენილი იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუ---------------------------–---- სამსახურის მასალებით გაირკვა, რომ ქ---------–-, წ------- ქ. №---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ირიცხებოდა ვ-–-------- გ-------ე, რომელიც იყო თ-----ა კ-------–---–ის მამამთილი და რომელიც გარდაიცვალა 1943 წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრედ დარჩა შვილი ჟ------- გ-------ე, რომელიც იყო თ-----ა კ-------–---–ის მეუღლე და რომელიც გარდაიცვალა 200- წლის 21 თებერვალს. მისი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრედ დარჩა მეუღლე თ-----ა კ-------–---–ი და რძალი (გარდაცვლილი შვილის მეუღლე) ნ---–- შ--–--------ე, რომელმაც აღნიშნული ქონებიდან მიიღო თავისი კუთვნილი წილი. საოჯახო მეურნეობისა და კომუნიკაციის ხარჯებს იხდიდა თ-----ა კ-------–---–ი;

 

4.10. საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: ,,საქმეში წარმოდგენილი იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ-----------------------–---------------- მასალების საფუძველზე გაირკვა, რომ ქ---------–-, წ------- ქ. №---ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, შემდგარი 1 საცხოვრებელი ოთახისაგან, ფართი 30,83 კვ.მ., სამეურნეო ფართი 41,98 კვ.მ., შემინული აივანი 29,94 კვ.მ., საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთის ფართი 2158 კვ.მ. ირიცხებოდა გ-------ე ვ-–--------ის საკუთრებად, რომელიც გარდაიცვალა 1943 წელს, მას დარჩა პირველი რიგის მემკვიდრე შვილი ჟ------- გ-------ე, რომელიც ასევე გარდაიცვალა 200- წლის 21 თებერვალს. ამის შემდეგ კი მემკვიდრედ დარჩა მეუღლე თ-----ა გ-------ე. რძალმა ნ---–- შ--–--------ემ უარი განაცხადა მამამთილის დანაშთ ქონებაზე დედამთილის თ-----ა კ-------–---–ის სასარგებლოდ. არბიტრაჟმა გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო’’ (არბიტრაჟის გადაწყვეტილება, ს/ფ 21-22);

 

4.11. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ---------–-, წ------- ქ. №---ში, ს/კ 0-.0-.0-.3--, შპს ,,არბიტრი-2007“-ის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 20 თებერვლის №1/73 გადაწყვეტილების და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2008 წლის 23 აპრილს აღირიცხა თ-----ა კ-------–---–ის საკუთრებაში (ამონაწერი, ს/ფ 25);

 

4.12. დადგენილია, რომ 2011 წლის 13 დეკემბერს თ-----ა კ-------–---–სა და ბ---–--- კ-------–---–ს შორის დაიდო უძრავი ნივთის, მდებარე ქ---------–-, წ------- ქ. №---ში, ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზედაც ბ---–--- კ-------–---–ი საჯარო რეესტრში აღირიცხა ამ უძრავი ქონების მესაკუთრედ (ხელშეკრულება, ამონაწერი, ს/ფ 26-32);

 

4.13. დადგენილია, რომ თ-----ა კ-------–---–ი გარდაიცვალა 2017 წლის 3 სექტემბერს (გარდაცვალების მოწმობა, ს/ფ 19);

 

4.14. დადგენილია, რომ ი- და მ--- გ-------ეები არიან ჟ------- და ე----- გ-------ეების შვილები (დაბადების მოწმობა, ს/ფ 35-36);

 

4.15. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ ჟ------- გ-------ეს ჰყავდა ორი შვილი - ი- და მ--- გ-------ეები. ხოლო ნ---–- შ--–--------ე თ-----ა კ-------–---–ის რძალი არ იყო, იგი მისი მეზობელი იყო. აღნიშნული გარემოება სასამართლო სხდომაზე ასევე დაადასტურა თვით ნ---–- შ--–--------ემ;

 

4.16. წარმოდგენილი საჩივრით ირკვევა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად, მომჩივანი უთითებს არბიტრის მიერ ფაქტების არასწორ დადგენას, სამართლის ნორმების არასწორად გამოყენებას და განმარტებას.

 

სამართლებრივი საფუძვლები

 

4.17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 და 35624 მუხლების შესაბამისად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში;

 

4.18. ,,არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოში გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს საჩივრით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ:

ა.ა) საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია, ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; (20.03.2015. N3360 ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან)

ა.ბ) მხარე, რომელიც ითხოვს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებას, არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები;

ა.გ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს, ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება;

ა.დ) არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – ამ კანონის მოთხოვნებს;

ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:

ბ.ა) საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი;

ბ.ბ) საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოში არსებულ საჯარო წესრიგს;

 

4.19. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან;

 

4.20. სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ – პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;

 

4.21. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები)....შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა;

 

4.22. სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან;

 

4.21. სამოქალაქო კოდექსის 1451-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს მიღების ან მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები დადგება სამკვიდროს გახსნის მომენტიდან;

 

4.24. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე;

 

4.25. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა ვ-–-------- გ-------ის საკუთრებას. ხოლო ვ-–-------- გ-------ე გამოცხადდა გარდაცვლილად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც იმ დღესვე შევიდა კანონიერ ძალაში, რის შედეგადაც ვ-–-------- გ-------ის გარდაცვალების თარიღად დადგინდა 2017 წლის 20 დეკემბერი. ამდენად, სწორედ 2017 წლის 20 დეკემბერს გაიხსნა ვ-–-------- გ-------ის სამკვიდრო მასა, რომელშიც შედიოდა მხარეთა შორის სადავო უძრავი ქონება და შესაბამისად, 2017 წლის 20 დეკემბრიდან იყო შესაძლებელი მისი სამკვიდრო მასის მიღება. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდისათვის ჟ------- და ე----- გ-------ეები უკვე გარდაცვლილინი იყვნენ. შესაბამისად, ბაბუის - ვ-–-------- გ-------ის სამკვიდრო მასის მიღების კანონისმიერი უფლება ასევე ჰქონდათ ი- და მ--- გ-------ეებს;

 

4.26. დადგენილია, რომ შპს ,,არბიტრი-2007“-ის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 20 თებერვლის №1/73 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ შპს ,,არბიტრი-2007“-ის მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს საარბიტრაჟო სარჩელით მიმართა თ-----ა კ-------–---–მა და მოითხოვა ქ------------–------- ქ. №---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ცნობა.

 

27. საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: ,,საქმეში წარმოდგენილი იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ-----------------------–---------------- მასალების საფუძველზე გაირკვა, რომ ქ---------–-, წ------- ქ. №---ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, შემდგარი 1 საცხოვრებელი ოთახისაგან ფართი 30,83 კვ.მ., სამეურნეო ფართი 41,98 კვ.მ., შემინული აივანი 29,94 კვ.მ., საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთის ფართი 2158 კვ.მ. ირიცხებოდა გ-------ე ვ-–--------ის საკუთრებად, რომელიც გარდაიცვალა 1943 წელს, მას დარჩა პირველი რიგის მემკვიდრე შვილი ჟ------- გ-------ე, რომელიც ასევე გარდაიცვალა 2003 წლის 21 თებერვალს. ამის შემდეგ კი მემკვიდრედ დარჩა მეუღლე თ-----ა გ-------ე. რძალმა ნ---–- შ--–--------ემ უარი განაცხადა მამამთილის დანაშთ ქონებაზე დედამთილის თ-----ა კ-------–---–ის სასარგებლოდ. არბიტრაჟმა გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო’’;

 

4.28. შესაბამისად, გამოდის, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ვ-–-------- გ-------ის საკუთრებაში არსებული ქონება ფაქტობრივი ფლობით საკუთრებაში მიიღო მისმა რძალმა - თ-----ა კ-------–---–მა, თუმცა იმ პერიოდისათვის ვ-–-------- გ-------ის სამკვიდრო მასა გახსნილი არ იყო, რადგან ვ-–-------- გ-------ის გარდაცვალების თარიღი არა 1943 წელი, არამედ 2017 წელი იყო. ამდენად, არ არსებობდა მისი ქონების მემკვიდრეობით გადაცემის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, ნ---–- შ--–--------ე თ-----ა კ-------–---–ი რძალი არ ყოფილა, რადგან გაირკვა, რომ ის მისი მეზობელი იყო. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში შეტანილი იქნა არასწორი მონაცემები;

 

4.29. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე;

 

4.30. ამდენად, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობითა და მითითებული ნორმების გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, კერძოდ, მემკვიდრეობითი სამართლისათვის დადგენილ კანონის მოთხოვნათა ძირითად პრინციპებს, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პრინციპებს, ვინაიდან, არბიტრაჟში ისე იქნა განხილული და გადაწყვეტილი სამკვიდრო ქონების მიკუთვნების საკითხი, რომ საარბიტრაჟო წარმოებაში მონაწილება არ მიუღიათ მოსარჩელეებს, რომლებიც არიან აწ გარდაცვლილი ვ-–-------- გ-------ის შვილიშვილები, პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრეები. შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ სამკვიდროს მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, თუმცა ეს გარემოება თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ მათ ეკუთვნით წილი სამკვიდრო მასიდან, რადგან სამკვიდრო ქონების მიღებისათვის საჭიროა კანონით გათვალისწინებული წესების დაცვა. შესაბამისად, ის გარემოება, რომ ი- და მ--- გ-------ეებმა ფაქტობრივი ფლობის გზით მიიღეს სადავო სამკვიდრო ქონება, რის გამოც ითხოვეს სადავო უძრავი ქონების მათ საკუთრებაში აღრიცხვა, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ცალკე დავისა და კვლევის საგანს. ხოლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების ფარგლებში სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ამ საკითხთან მიმართებაში. აღნიშნული მოთხოვნით საჩივრის ავტორებმა ცალკე კანონით დადგენილი წესით უნდა იდავონ;

 

4.31. ამდენად, სააპელაციო პალატა თვლის, რომ მითითებული გარემოებები საჩივრის დაკმაყოფილებისა და შპს ,,არბიტრი-2007“-ის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 20 თებერვლის №1/73 გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

5.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ა2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ საჩივარზე, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე – 150 ლარს, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ხოლო ამავე მუხლის ,,ე1“ ნაწილის თანახმად, საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების ან ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე, თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია, – 50 ლარს, თუკი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

 

5.2. ამავე კოდექსის 35612-ე მუხლის შესაბამისად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით;

 

5.3. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც;

 

5.4. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი- და მ--- გ-------ეების საჩივარი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს, ნ---–- შ--–--------ეს და თ-------- კ-------–---–ს ი- და მ--- გ-------ეების სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 200 (150 ლარი საჩივარზე და 50 ლარი მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე) ლარის გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ი- გ-------ის და მ--- გ-------ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს შპს ,,არბიტრი-2007’’-ის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება, საქმეზე №1/73, თ-----ა კ-------–---–ის მოთხოვნისა გამო, მოპასუხე ნ---–- შ--–--------ის მიმართ, ქ----------–-, წ------- ქ. №---ში (ყ------–----) მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ ცნობის შესახებ;

 

3. ნ---–- შ--–--------ეს და თ-------- კ-------–---–ს ი- გ-------ის და მ--- გ-------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 200 (ორასი) ლარის გადახდა;

 

4. განჩინება არ საჩივრდება;

 

თავმჯდომარე ლაურა მიქავა

მოსამართლეები: თამარ სვანიძე

ირმა პერანიძე