განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.02.2018
საქმის ნომერი
110210017001871415
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
15.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110210017001871415

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ- 900

15 თებერვალი 2018 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდიომარე: თამარ სვანიძე

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი: მირანდა ირემაძე

აპელანტი: ი----- რ-------ე

წარმომადგენელი: მ----- მ----–----–--ე

მოწინააღმდეგე მხარე: მ-----ე მ-------------–ი; მ-------------ე

წარმომადგენელი: ე----- ტ--–----ე

დავის საგანი: მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება.

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მ-----ე მ-------------–ისა და მ-------------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ი----- რ-------ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება;

აღწერილობითი ნაწილი:

1.ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს მ-----ე მ--------------მა დ მ-------------ემ, მოპასუხედ ი----- რ-------ე მიუთითეს და ითხოვეს ქ. ზესტაფონში, თ---------- ქუჩა N14-ში მდებარე უძრავ ქონებაზე აწ გარდაცვლილ თ--------ზ რ-------ის მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენა, საკუთრების უფლების აღიარება და ამ ქონებაზე მ-----ე მ-------------–ის და მ-------------ის მესაკუთრედ ცნობა.

2. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ ზესტაფონში, თ---------- ქუჩა N14-ში (ყოფილი კ----- ქ. N14) მდებარე საცხოვრებელი სახლის 25% ირიცხებოდა ვ-–-------- რ-------ის საკუთრებაში, ხოლო საცხოვრებელი სახლის 75% ირიცხებოდა მისი მეუღლის ნ----- რ-------ის საკუთრებაში. მეუღლეები რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1957 წლის 27 მარტიდან, რომელთაც შეეძინათ სამი შვილი: თ--------ზ რ-------ე, ი----- რ-------ე, თ-----ი რ-------ე. ვ-–-------- რ-------ე გარდაიცვალა 1973 წლის 30 აგვისტოს. მისი გარდაცვალების შემდეგ გარდაცვლილის მეუღლე ნ----- რ-------ე და შვილი თ--------ზ რ-------ე, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეები შეუდგნენ სამკვიდროს ფაქტობრივ ფლობას. ასევე ნოტარიუსის მიერ 1974 წლის 01 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობით ნ----- რ-------ემ მიიღო მემკვიდრეობა მეუღლის ანაბარზე, რითაც დასტურდება მის მიერ გარდაცვლილი ვ-–-------- რ-------ის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის 25% სამკვიდროს მიღება. თ--------ზ რ-------ე 1999 წლიდან ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში, ხოლო 2002 წლის 22 ივნისიდან რეგისტრირებულ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფება მოსარჩელე მ-----ე მ--------------თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი მ-------------ე დაბადებული 1995 წლის 09 სექტემბერს. ნ----- რ-------ე გარდაიცვალა 2008 წლის 12 სექტემბერს. იგი გარდაცვალებამდე ლოგინს იყო მიჯაჭვული და მის მოვლა- პატრონობას ახორციელებდა მოსარჩელე მ-----ე მ-------------–ი და მისი მეუღლე თ--------ზ რ-------ე. ნ----- რ-------ის დაკრძალვის, ორმოცის და წლისთავის ხარჯები გაიღო მოსარჩელე მ-----ე

3. მ--------------მა და მისმა მეუღლემ თ--------ზ რ-------ემ. ნ----- რ-------ის გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელის მეუღლე თ--------ზ რ-------ე ფაქტობრივი ფლობით შეუდგა დედის დანაშთი ქონების ფლობას, რადგან იგი იყო მასთან ერთად თანაცხოვრები პირველი რიგის მემკვიდრე. დანარჩენი მემკვიდრეები ი----- და თ----- რ-------ეები ცხოვრობდნენ რუსეთში და დედის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში არც სანოტარო ბიუროში შეუტანიათ განცხადება და არც ფაქტობრივი ფლობით შედგომიან დედის დანაშთი ქონების ფლობას.

 

4. 2008 წლის 12 სექტემბრის შემდეგ, არც ერთ ძმას არ გამოუხატავს პრეტენზია დედის დანაშთი ქონების ფაქტობრივი მფლობელის და მესაკუთრის თ--------ზ რ-------ის მიმართ. 2015 წლის 14 სექტემბერს გარდაიცვალა თ--------ზ რ-------ე, მის დანაშთ ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ მასთან ერთად მცხოვრები პირველი რიგის მემკვიდრეები: მეუღლე მ-----ე მ-------------–ი და შვილი მ-------------ე. 2016 წლის 2 მარტს მ-------------ემ და მ-----ა მ--------------მა განცხადებით მიმართეს ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მიღების მოთხოვნით, რაზედაც ნოტარიუსმა უარი განუცხადათ, იმ მოტივით, რომ ი----- რ-------ემ პრეტენზია განაცხადა დედის დანაშთ ქონებაზე, როგორც მემკვიდრემ. მოსარჩელეებმა ითხოვეს ქ. ზესტაფონში, თ---------- ქუჩა N14-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა;

 

მოპასუხის პოზიცია:

 

5. მოპასუხე ი----- რ-------ემ მ-----ე მ-------------–ის და მ-------------ის სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დედის ნ----- რ-------ის გარდაცვალების შემდეგ დარჩნენ პირველი რიგის მემკვიდრეები თავად ი----- რ-------ე და მისი ძმები თ----- რ-------ე, რომელიც გარდაიცვალა 10.06.2009 წელს და თ--------ზ რ-------ე, რომელიც გარდაიცვალა 14.09.2015 წელს. დედის დანაშთი ქონების მემკვიდრეა ი----- რ-------ე და არა მოსარჩელეები, ვინაიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე თავის ძმას თ--------ზ რ-------ეს მისცა წილი სამკვიდროს ღირებულება 13 000 აშშ დოლარი, ასევე მეორე ძმას გარდაცვლილ თ----- რ-------ეს მისი წილი სამკვიდრო ქონების სანაცვლოდ უყიდა ორ ოთახიანი ბინა.

6. მშობლების გარდაცვალების შემდეგ დაკრძალვის ხარჯები გაიღო თავად, კერძოდ მოაწყო სასაფლაო. დაეუფლა მშობლების კუთვნილ მოძრავ ნივთებს: ხალიჩას ანგელოზების ნაქარგით, დანა-ჩანგალს 12 წყვილს, ჭურჭელს, ოქროს ბეჭედს, წიგნებს და სხვა ნივთებს.

7. მ-------------ისა და მ-----ე მ-------------–ის სარჩელზე თავის მხრივ შეგებებული სარჩელი წარადგინა მოპასუხე ური რ-------ემ და ითხოვა სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენა და სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ ი----- რ-------ის ცნობა.

8. შეგებებული სარჩელის ავტორმა განმარტა, რომ მისი მშობლები: მამა ვ-–-------- რ-------ე გარდაიცვალა 1973 წლის 30 აგვისტოს, დედა ნ----- რ-------ე გარდაიცვალა 2008 წლის 12 სექტემბერს. სამკვიდრო ქონება მდებარეობს ზესტაფონში, თ---------- ქუჩა N14-ში, რომელიც ტექინვენტარიზაციის პასპორტის მიხედვით ირიცხება მისი გარდაცვლილი მშობლების სახელზე. გარდაცვლილი ვ-–-------- რ-------ის ქონებაზე, კერძოდ ანაბარზე 1974 წლის 01 მარტს გაიცა სამკვიდრო მოწმობა, რაც გულისხმობს, რომ ნ----- რ-------ემ მთლიანად მიიღო სამკვიდრო. ნ----- რ-------ის გარდაცვალების შემდეგ დარჩნენ პირველი რიგის მემკვიდრეები: ი----- რ-------ე და მისი ძმები თ----- რ-------ე, რომელიც გარდაიცვალა 10.06.2009 წელს და თ--------ზ რ-------ე, რომელიც გარდაიცვალა 14.09.2015 წელს.

9. მშობლების გარდაცვალების შემდეგ თავად პატრონობდა სამკვიდრო ქონებას, დაეუფლა მშობლების კუთვნილ მოძრავ ნივთებს: ჭურჭელს, ოქროს ბეჭედს, წიგნებს და სხვა ნივთებს. დედის გარდაცვალების შემდეგ სადავო საცხოვრებელ სახლში დროებით გააგრძელა ცხოვრება ი----- რ-------ის ძმამ თ--------ზ რ-------ემ და მოპასუხეებმა მ-----ე მ--------------მა და მ-------------ემ. თ--------ზ რ-------ის გარდაცვალების შემდეგ, მოპასუხეები უსაფუძვლოდ ედავებიან და არ აძლევენ სამკვიდრო ქონების დაკანონების საშუალებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

10. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მ-----ე მ-------------–ის და მ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და დადგენილ იქნა ვ-–-------- რ-------ის და ნ----- ნ--------ე- რ-------ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქალაქ ზესტაფონში, თ---------- ქუჩა N14-ში აწგარდაცვლილი თ--------ზ რ-------ის მემკვიდრეობის ფაქტობრივად მიღების შესახებ ი-----დიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი; მოსარჩელე მ-----ე მ-------------–ი და მ-------------ე ცნობილ იქნენ ვ-–-------- რ-------ის და ნ----- ნ--------ის - რ-------ის სახელზე რიცხულ ზესტაფონში, თ---------- ქუჩა N14-ში მდებარე ფაქტობრივად დაკავებული სამკვიდრო უძრავი ქონების მესაკუთრედ. მოპასუხე ი----- რ-------ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ი----- რ-------ეს დაეკისრა მოსარჩელე მ-----ე მ-------------–ის და მ-------------ის სასარგებლოდ მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 195 ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

11. ვ-–-------- რ-------ე და ნ----- რ-------ე, რომლის ქორწინებამდელი გვარია ნ--------ე, 1957 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ საკუთრებაში ირიცხებოდა ზესტაფონში თ---------- ქუჩა N14-ში (ყოფილი კ----- ქუჩა) მდებარე საცხოვრებელი სახლი.

12. ვ-–-------- რ-------ე გარდაიცვალა 1973 წლის 30 აგვისტოს. მისი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები დარჩნენ მეუღლე ნ----- რ-------ე, შვილები ი----- რ-------ე, თ----- რ-------ე და თ--------ზ რ-------ე.

13. ვ-–-------- რ-------ის გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა განახორციელეს პირველი რიგის მემკვიდრეებმა გარდაცვლილის მეუღლემ ნ----- რ-------ემ და შვილმა თ--------ზ რ-------ემ, რომლებიც ვ-–-------- რ-------ესთან ერთად ცხოვრობდნენ ზესტაფონში, თ---------- ქუჩა N14-ში (ყოფილი კ----- ქუჩა) და იქვე გააგრძელეს ცხოვრება მისი გარდაცვალების შემდეგ. 1974 წლის 01 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობით ნ----- რ-------ემ მიიღო მემკვიდრეობა მეუღლის ვ-–-------- რ-------ის ანაბარზე, რითიც დასტურდება მის მიერ საცხოვრებელი სახლზე აწგარდაცვლილი ვ-–-------- რ-------ის კუთვნილი წილის, სამკვიდრო ქონების მიღება.

14. მ-----ე მ-------------–ი ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში იმყოფებოდა თ--------ზ რ-------ესთან 1999 წლიდან, ხოლო 2002 წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ საქორწინო ურთიერთობაში. შეეძინათ ერთი შვილი მ-------------ე დაბადებული 1995 წელს.

15. მ-----ე მ-------------–ი, მ-------------ე და თ--------ზ რ-------ე ცხოვრობდნენ ნ----- რ-------ესთან ერთად ზესტაფონში, თ---------- ქუჩა N14-ში. ნ----- რ-------ე იყო მწოლიარე ავადმყოფი და მას უვლიდა და პატრონობდა შვილი თ--------ზ რ-------ე და რძალი მ-----ე მ-------------–ი. ამ დროისთვის ნ----- რ-------ის შვილები თ----- რ-------ე და ი----- რ-------ე ცხოვრობდნენ რუსეთში, ქალაქ ვო-–---------ში. ნ----- რ-------ე გარდაიცვალა 2008 წლის 12 სექტემბერს. მისი გარდაცვალების შემდეგ დარჩნენ პირველი რიგის მემკვიდრეები, მისი შვილები ი-----, თ-----ი და თ--------ზ რ-------ეები. ნ----- რ-------ის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიიღო მასთან

16. თანაცხოვრებმა პირველი რიგის მემკვიდრემ თ--------ზ რ-------ემ, სადაც ცხოვრობდა მ-----ე მ--------------თან და მ-------------ესთან ერთად.

17. 2009 წელს გარდაიცვალა ნ----- რ-------ის შვილი თ----- რ-------ე რუსეთში.

18. 2015 წლის 14 სექტემბერს გარდაიცვალა თ--------ზ რ-------ე, რომელსაც დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე მეუღლე მ-----ე მ-------------–ი და შვილი მ-------------ე, რომლებიც თ--------ზ რ-------ესთან ერთად ცხოვრობდნენ სადავო უძრავ ქონებაში. თ--------ზ რ-------ის გარდაცვალების შემდეგაც მოსარჩელეები ფაქტობრივად დაეუფლნენ თ--------ზ რ-------ის სამკვიდრო ქონებას და აგრძელებენ ცხოვრებას სადავო საცხოვრებელ სახლში.

19. ზესტაფონში, თ---------- ქუჩა N14-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 25% ირიცხებოდა ვ-–-------- რ-------ის საკუთრებაში, ხოლო საცხოვრებელი სახლის 75% ირიცხებოდა ნ----- რ-------ის სახელზე.

20. ნ----- რ-------ის დაკრძალვის, ორმოცისა და წლისთავის ხარჯი გაიღო მოსარჩელე მ-----ე მ--------------მა და მისმა მეუღლემ თ--------ზ რ-------ემ. სასაფლაოს განახლება -მოწყობაში მონაწილეობას ღებულობდა ნ----- რ-------ის შვილი ი----- რ-------ე.

21. სასამართლომ დაადგინა, რომ თ----- რ-------ე და ი----- რ-------ე ცხოვრობდნენ რუსეთში. მათ დედის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში არც სანოტარო ბიუროში შეუტანიათ განცხადება და არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებიან დედის დანაშთ ქონებას.

22. დადგენილი იქნა, რომ თ--------ზ რ-------ე იყო სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი მფლობელი, თ----- რ-------ეს და ი----- რ-------ეს რაიმე პრეტენზია მის მიმართ არ გამოუთქვამთ სამკვიდრო ქონებასთან დაკავშირებით.

23. მოსარჩელე ი----- რ-------ემ განმარტა, რომ იგი დედის სიცოცხლეშივე დაეუფლა მამის დანატოვარ მოძრავ ნივთებს: ჭურჭელს, ხალიჩას, წიგნებს და სხვა ნივთებს, რომლებიც მას გადასცა დედამ ნ----- რ-------ემ მამისაგან სამახსოვროდ. ასევე თ--------ზ რ-------ესაც გადასცა დედამ მამისგან დატოვებული ხალიჩა და ქსოვილი, რომელიც მან წაიღო უ-–--------ში, სადაც ის ცხოვრობდა იმ პერიოდში პირველ ქორწინეში მყოფ ოჯახთან ერთად.

24. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წ.) 541-ე, 544-ე, 545-ე, 556-ე, 41-ე, 42-ე, 44-ე, 45-ე, 47-ე, 239-ე; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1319-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე, 59-ე, 61-ე, 322-ე მუხლები ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 102-ე, 103-ე მუხლები ;

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

25. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი----- რ-------ემ.

26. აპელანტმა გადაწყევტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მირებით მ-----ე მ--------------ს და მ-------------ეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ი----- რ-------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება ითხოვა;

27. სასამართლო გადაწყვეტილების დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებში ხაზგასმით აღნიშნავს რომ სადაო, სამკვიდრო უძრავ საცხოვრებელ ბინაში ნ----- რ-------ის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრობდნენ მოსარჩელეები მ-----ე მ-------------–ი და მ-------------ე. სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას რომ ი.რ-------ემ თავის გარდაცვლილ ძმას (მოსარჩელეების მეუღლეს და მამას) თ--------ზ რ-------ეს ურთიერთ შეთანხმების საფუძველზე გადასცა მშობლების სამკვიდრო ქონების წილის ღირებულება 13000$, ხოლო მეორე ძმას, გარდაცვლილ თ----- რ-------ეს მისი წილის სამკვიდრო ქონების სანაცვლოდ შეუძინა ორ ოთახიანი ბინა ქ.ზესტაფონში და ზ. აღნიშნული გარემოებები დაუდასტურებლად ჩათვალა იმ მოტივით, რომ ი.რ-------ემ აღნიშნულზე არ გააფორმა წერილობითი გარიგებები და დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელეების მიერ წარდგენილი მოწმეების ჩვენებებს თუმცა მოწმეებმა ნ-----------ემ და ჯ------–-----------ემ დაადასტურა ის ფაქტი რომ ი----- რ-------ემ გარდაცვლილ ძმას თ--------ზ რ-------ეს გადასცა ფულადი თანხა. ასევე შეფასება არ მისცა იმ ფაქტს რომ ი----- რ-------ე ფაქტიურად დაუფლებული იყო ნ----- რ-------ის დანაშთ ქონებას.

28. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მშობლების დაკრძალვის ხარჯებში და სასაფლაოს მოწყობაში მონაწილეობა მიიღო ი----- რ-------ემ, ასევე დაეუფლა გარდაცვლილი მშობლების საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებს: ხალიჩას ანგელოზების ნაქარგით, 12 წყვილ დანა-ჩანგალს, ჭურჭელს: დოქს, თეფშებს, დეკორატიულ თეფშს, ოქროს ბეჭედს, წიგნებს და სხვა ნივთებს და აღნიშნული ნივთების დაუფლება სასამართლომ არ მიიჩნია სამკვიდრო ქონების ნაწილის ფაქტობრივ ფლობად.

29. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად დაადგინა და შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც გამოიწვია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასება.

30. სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომსააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელი უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება

 

პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

31. დადგენილია, რომ ვ-–-------- რ-------ე გარდაიცვალა 1973 წლის 30 აგვისტოს. მას ანდერძი არ დაუტოვებია და მისი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები დარჩნენ მეუღლე ნ----- რ-------ე, შვილები ი----- რ-------ე, თ----- რ-------ე და თ--------ზ რ-------ე.

32. დადგენილია, რომ ვ-–-------- რ-------ის გარდაცვალებამდე მასთან ერთად ცხოვრობდნენ მეუღლე ნ----- რ-------ე და შვილი თ--------ზ რ-------ე, რომლებიც ფაქტიურად დაეუფლნენ ვ-–-------- რ-------ის სამკვიდროს, უძრავ ქონებას. ამასთან საქმეში წარმოდგენილი, 1974 წლის 01 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ ნ----- რ-------ემ მიიღო მემკვიდრეობა მეუღლის ვ-–-------- რ-------ის ანაბარზე.

33. დადგენილია, რომ ნ----- რ-------ის საკუთრებას მის გარდაცვალებამდე წარმოადგენდა მეუღლის ვ-–-------- რ-------ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ნახევარი და თავის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ნაწილი.

34. დადგენილია, რომ ნ----- რ-------ე გარდაიცვალა 2008 წლის 12 სექტემბერს. შესაბამისად 2008 წლის 12 სექტემბერს გაიხსნა სამკვიდრო ნ----- რ-------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე.

35. პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველ საქმესთან დაკავშირებით დაიკითხნენ მოწმეები; მოწმე რ--------- თ---------ის ჩვენებით, რომელიც ორივე მოდავე მხარეს იცნობს, ნ-----სთან ერთად ცხოვრობდნენ თ--------ზ რ-------ე და მისი მეუღლე მ-----ა მ-------------–ი, შვილთან ერთად. გარდაცვალებამდე ნ----- იყო ავად, ორი წელის მწოლიარე ავადმყოფს უვლიდა მ-----ა; მოწმემ ასევე განმარტა, რომ ქ-ნი ნ-----ს გარდაცვალების შემდეგ მ-----ამ და თ--------ზმა განაგრძეს იქ ცხოვრება. მოწმემ არ იცის ი----- რ-------ე დაეუფლა თუ არა ოჯახში რაიმე მოძრავ ნივთს.

36. მოწმე ნ-----–- მ----–---–მა განმარტა, რომ ის ხშირად სტუმრობდა რ-------ეების ოჯახს, ნ----- ყოველთვის წუხდა შვილების (ი-----ს და თ-----ის) მონატრების გამო, რომლებიც ცხოვრობდნენ რუსეთში. ნ-----ს უვლიდნენ მ-----ა და თ--------ზი, ისინი იღებდნენ ყოველგვარ ხარჯს, როგორც ნ-----ს მოვლის, ისე მათ გაიღეს ნ-----ს დაკრძალვის, ორმოცისა და წლისთავის ხარჯები; მოწმის განმარტებით მ-----ა და თ--------ზი 3 წლის მანძილზე უვლიდნენ ნ-----ს რომელიც იყო მწოლიარე მდგომარეობაში; მისთვის არ არის ცნობილი ი----- დაეუფლა თუ არა ოჯახში რაიმე ნივთეს, ოქროს ბეწედს და სხვა; ნ-----ს გარდაცვალების შემდეგ ოჯახში ცხოვრება განაგრძო თ--------ზმა და მ-----ამ შვილთან ერთად.

37. მოწმე თ--------ზ ზ------ის ჩვენებით ნ----- რ-------ის დაკრძალვის, ორმოცის ხარჯი გაიღო მ-----ამ და თ--------ზმა, ი----- არც ორმოცზე და არც წლისთავსე არ გამოჩენილა. რაიმე ნივთი ი-----მ წაიღო თუ არა არ იცის.

38. ქუთაისის სააპელაციო სასმართლოს სხდომაზე , სასამართლოს შეკითხვაზე, თუ როდის დაეუფლა იგი მშობლის სამკვიდროს, აპელანტმა ი----- რ-------ემ განაცხადა, რომ მის მიერ დასახელებული მოძრავი ნივთები მას დედამ გარდაცვალებამდე გადასცა; (ანუ სწორედ გარდაცვალებამდე გადაცემული ნივთების დაუფლებას აპელანტი სამკვდროს დაუფლებად თვლის!)

39. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ----- რ-------ის სამკვიდრო ქონებას აპელანტი არ დაუფლებია, არამედ დაეუფლა მისი შვილი თ--------ზ რ-------ე; რომელთან ერთად ოჯახში ცხოვრობდა მისი მეუღლე მ-----ე მ-------------–ი და შვილი მ-------------ე.

40. დადგენილია, რომ ნ----- რ-------ის შვილები ი----- რ-------ე და თ----- რ-------ე ცხოვრობდნენ რუსეთში, ქალაქ ვო-–---------ში, რომლებიც არ დაუფლებიან ნ----- რ-------ის სამკვიდროს ქონებას არც ფაქტობრივი ფლობით, არც განცხადებით მიუმართავთ ნოტარიუსისთვის - სამკვიდრო მოწმობის მიღების მიზნით;

41. თ--------ზ რ-------ე გარდაიცვალა 2015 წლის 14 სექტემბერს.

 

42. დადგენილია, რომ თ--------ზ რ-------ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო, რომელიც მოიცავდა გარდაცვლილი დედის ნ----- რ-------ის სამკვიდრო ქონებას მდებარე ზესტაფონში, თ---------- ქუჩა N14-ში, რომელიც თ--------ზ რ-------ეს მიღებული ჰქონდა ფაქტობრივი ფლობით.

43. დადგენილია, ასევე რომ თ--------ზ რ-------ეს ანდერძი არ დაუტოვებია და დარჩა ორი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე: მეუღლე მ-----ე მ-------------–ი და შვილი მ-------------ე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

44. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა უნდა მოწესრიგდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1307-ე, 1319-ე, 1328-ე და 1421-ე მუხლებით.

45. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ან ორივე საფუძვლით.

46. ამავე კოდექსის 1319-ე მუხლით სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

47. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების, ისე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას სიკვდილის მომენტისათვის ქონდა.

48. სკ-ის 1421-ე მუხლის თანახმად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილას, სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრიად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს 6 თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

49. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლით ,,კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). . . .

50. საქართველოს სკ-ის 1424-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

51. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

52. პალატა მიუთითებს, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას. სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძინა, ფლობს და მართავს მას, როგორც საკუთარს.

53. დადგენილია, რომ ნ----- რ-------ის სამკვიდრო ქონება, ფაქტობრივი ფლობით მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა თ--------ზ რ-------ემ; ი----- რ-------ის მიერ სამკვიდროს მირების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება; ასევე დადგენილია, რომ თ-------------------ის სამკვიდრო მიიღეს მისმე მეუღლემ მ-----ა მ--------------მა და შვილმა მ-------------ემ.

54. პალატა მთლიანად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით მოპასუხის პრეტენზია მართებული იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ დადგინდებოდა, რომ მან ნ----- რ-------ის სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში მიმართა ნოტარიუსს და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობის გაცემა, ან კიდევ თუ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა სამკვიდრო ქონებას და ამ გზით მიიღო მემკვიდეობა.

55. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ აპელანტმა (მოპასუხემ) ვერ დაამტკიცა, რომ მას სამკვიდრო ქონება მიღებული აქვს ფაქტობრივი მფლობელობის გზით. მისი არგუმენტები ქონების მფლობელობის შესახებ არაა გამყარებული მტკიცებულებებით.

56. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: “სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე”.

57. კონსტიტუციის აღნიშნული დებულება ასახვას პოულობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის თანახმადაც “სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

58. მხარეებმა თვითონ უნდა მიუთითონ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზე უნდა დამტკიცდეს მათ მიერ თავიანთი მოთხოვნის დასაბუთების მიზნით მითითებული ფაქტები. სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მტკიცებულებანი, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს, აგრეთვე, მოპასუხემ თავის პასუხში უნდა მიუთითოს რა მტკიცებულებებით შეიძლება დამტკიცდეს ეს გარემოებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თნახმად: "თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს".

59. მტკიცების ტვირთი განსახილველ შემთხვევაში აკისრია, როგორც მოსარჩელეს ასევე მოპასუხე მხარეს. მოსარჩელე მხარემ უტყუარად შეძლო დაედასტურებია სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით დაუფლება, რაც ვერ შეძლომოპასუხე მხარემ (აპელანტმა მანანა ქოიავამ).

60. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად „სასამართლოსათვის არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სადავო მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო ეყრდნობა შინაგან რწმენას, რომელიც უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობა არ არსებობის შესახებ“.

61. სააპელაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ი----- რ-------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტბრივი საფუძვლები;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა:

 

1. ი----- რ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

6. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების დადგენილებითი ნაწილის მე-5 და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: თამარ სვანიძე

 

მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე

 

ნანა კალანდაძე