გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.09.2018
საქმის ნომერი
210210117001850417
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210117001850417

საქმე №2/260-17წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18.09.2018 წელი ქ. სიღნაღი

 

შესავალი ნაწილი

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ვალერიან ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - მარი მირიანაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „მი----------------------------–-----------------ი +“

წარმომადგენელი -ცო-----–----ა

მოპასუხეები - ა-------–----–--ლი (მოპასუხე ჯ-------–----–---–ის უფლებამონაცვლე) ალ------------------–-–-ილი (არ გამოცხადდა)

წარმომადგენელი გი--------------–-–--ლი

დავის საგანი - თანხის დაკისრება;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 2016 წლის 03 ივნისის გრაფიკული სესხის და თავდებობის N408563 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეებს შპს „მი-----------------------------–-----------------ი+“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების 2437,80 ლარის (საიდანაც ძირი თანხაა 1800 ლარი, პროცენტი _ 637,80 ლარი) გადახდა.

 

1.2 სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ ალ------------------–-–-ილმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა რომ მსესხებელი არის ჯ-------–----–---–ი, რომელიც გარდაიცვალა 2016 წლის 28 ივლისს, ვინაიდან იგი არის თავდები, არ აქვს არანაირი შემოსავალი, ვერ შეძლებს თანხის ერთიანად გადახდას, ითხოვა თანხის გადანაწილება. სხდომაზე ალ------------------–-–-ილი (არ გამოცხადდა), რომელსაც ეცნობა სხდომის დღე კანონით დადგენილი წესით.

 

მოპასუხე ა-------–----–--ლს (მოპასუხე ჯ-------–----–---–ის უფლებამონაცვლე) შესაგებელი არ წარმოუდგენია. სხდომაზე მოპასუხე ა-------–----–--ლის წარმომადგენელმა გი--------------–-–--ლმა განაცხადა, რომ ნაწილობრივ ცნობს სარჩელს ძირითადი თანხის ნაწილში, პროცენტის ნაწილში არ ცნო, მოპასუხე ა-------–----–--ლი (ჯ-------–----–---–ის უფლებამონაცვლე) დაეთანხმა წარმომადგენლის პოზიციას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმისათვის მნიშვნელოვანი უდავო გარემოება მხარეთა შორის არ არსებობს.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 03 ივნისს, შპს „მი----------------------------–-------------------ი+“-სა და მოპასუხეებს ჯ-------–----–---–ს და ალ------------------–-–-ილს შორის გაფორმდა გრაფიკული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება N4081563, ხელშეკრულების საფუძველზე ჯ-------–----–---–ზე გაიცა სესხი 1800 ლარის ოდენობით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 4,94%, სესხის ხანგრძლივობა -12 თვე, სესხის დაფარვის ვადა 03.06.17წ)

 

ამავე ხელშეკრულებით მოპასუხე ალ------------------–-–-ილმა, როგორც სოლიდარულმა თავდებმა სრულად იკისრა იმ ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულება რაც წარმოშობილი იყო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 03 ივნისის ხელშეკრულება N4081563 გრაფიკული სესხისა და თავდებობის შესახებ

 

3.2.5. მოპასუხეების ა-------–----–--ლის (ჯ-------–----–---–ის უფლებამონაცვლე) და ალ------------------–-–-ილის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 2437,80 (ორი ათას ოთხასოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1800 (ათას რვაასი) ლარი, პროცენტი _ 637,80 (ექვსას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი)ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

-სასამართლო სხდომის ოქმი (18.09.2018წ)

 

3.2.6. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. დადგენილია, რომ მოპასუხე ჯ-------–----–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 28 ივლისს. საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით N170114666 მემკვიდრეობა მიიღო მისმა შვილმა ა-------–----–--ლმა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით ჯ-------–----–---–ის უფლებამონაცვლედ დადგინდა ალე------------–----–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი;

_ მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი);

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- გარდაცვალების მოწმობა, სამკვიდრო მოწმობა;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

სასამართლომ გამოიყენა:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე, 131-ე, 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-ე, 317-ე, 403, 417-418-ე, 420-ე, 625-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამომღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

2016 წლის 03 ივნისს, შპს „მი----------------------------–-------------------ი+“-სა და მოპასუხეებს ჯ-------–----–---–ს და ალ------------------–-–-ილს შორის გაფორმდა გრაფიკული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება N4081563, ხელშეკრულების საფუძველზე ჯ-------–----–---–ზე გაიცა სესხი 1800 ლარის ოდენობით, საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 4,94%, სესხის ხანგრძლივობა -12 თვე, სესხის დაფარვის ვადა 03.06.17წ)

 

ამავე ხელშეკრულებით მოპასუხე ალ------------------–-–-ილმა, როგორც სოლიდარულმა თავდებმა სრულად იკისრა იმ ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულება რაც წარმოშობილი იყო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე. დადგენილია, რომ ჯ-------–----–---–ის უფლებამონაცვლ არის ალე------------–----–---–ი.

 

მოპასუხეების ა-------–----–--ლის (ჯ-------–----–---–ის უფლებამონაცვლე) და ალ------------------–-–-ილის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 2437,80 (ორი ათას ოთხასოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1800 (ათას რვაასი) ლარი, პროცენტი _ 637,80 (ექვსას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარი.

 

დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები.

 

დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ დავალიანების დაფარვა ძირითადი თანხისა და პროცენტის სახით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოპასუხემ ა-------–----–--ლმა სარჩელი სცნო ნაწილობრივ ძირი თანხის ნაწილში. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ასევე სარჩელის ცნობის საფუძვლით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. შესაბამისად დადგენილია, რომ მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პროცენტზე და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პროცენტი არ წარმოადგენს არაგონივრულ ოდენობას.

 

ამასთან დადგენილია, რომ მოპასუხეების ა-------–----–--ლის (ჯ-------–----–---–ის უფლებამონაცვლე) და ალ------------------–-–-ილის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 2437,80 (ორი ათას ოთხასოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 1800 (ათას რვაასი) ლარი, პროცენტი _ 637,80 (ექვსას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი)ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის შესაბამისად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. შესაბამისად მხარეთა შორის ხელშეკრულების 16 პუნქტში გათვალისწინებულ იყო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

6.5 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე ფაქტებს, გარემოებებს და დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის საფუძვლად მითითებული ფაქტი წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება არ არის სარწმუნო და საკმარისი.

 

ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები, არამედ, მოპასუხეცაა ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს შესაგებელში აღნიშნული გარემოებები.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდა მოპასუხეების ვალდებულება მოსარჩელის მიმართ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 100 (ასი) ლარი, ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად ხოლო მოპასუხემ ა-------–----–--ლმა სარჩელი ცნო. შესაბამისად მოსარჩელეს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეებს ა-------–----–--ლს (ჯ-------–----–---–ის უფლებამონაცვლე) და ალ------------------–-–-ილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 20.03.2017 წელის განჩინებით შპს „მი----------------------------–-----------------ი+“-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და ჯ-------–----–---–ს პირადი N----------- აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე სიღნაღის რაიონი, სოფელი ჯუ----ი ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 1251,00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N1 განაშენიანების ფართი: 95,7კვ.მ. საკადასტრო კოდი: 56.06.5-.021. გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249ე, -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს ,,მ-------------------------------–------------------სი+“-ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს ჯ-------–----–---–ის უფლებამონაცვლე ა-------–----–--ლს და ალ------------------–-–-ილს მოსარჩელე შპს ,,მი------------------------------–-----------------ი+“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 2437,80 (ორი ათას ოთხასოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხაა - 1800 ლარი, პროცენტი - 637,80 ლარი).

 

3. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. რაზედაც შესაძლებელია კერძო საჩივრის შეტანა 12 დღის ვადაში ამავე სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

 

4. ჯ-------–----–---–ის უფლებამონაცვლე ა-------–----–--ლს და ალ------------------–-–-ილს მოსარჩელე შპს ,,მი-----------------------------–-----------------ი+“-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

6. შპს ,,მი-----------------------------–-----------------ი+“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარი. (სს საქართველოს ბანკი საგადასახადო დავალება N0; 16.03.2017 წელი, გადახდილი თანხა 100,00 ლარი).

 

7. ძალაში დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტის წესების დაცვით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი