გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
071210018002282663
საქმე №2/16-2018წ
დაუსწრებელი გადაწყვეტილება
შესაგებლის წარუდგენლობის გამო
საქართველოს სახელით
16.04.2018 წელი ქ. საგარეჯო
სიღნაღის რაიონული სასამართლო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილი
სხდომის მდივანი ნათია გოშნიაშვილი
მოსარჩელე: შპს ,,ე--- კ---------“
წარმომადგენელი: ნ---- დ---–---
მოპასუხე: ნ-------- ფ--–------
დავის საგანი: თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე - ნ-------- ფ--–------ მოსარჩელე შპს ,,ე--- კ---------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 16.01.2015 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 395 (სამას ოთხმოცდა თხუთმეტი) ლარის გადახდის ვალდებულება. (მათ შორის ძირი 200 - ლარი, სარგებელი 54 - ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი, პირგასამტეხლო - 79 ლარი, იურიდიული მომსახურების ხარჯი 42 ლარი), ასევე მოპასუხე - ნ------- ფ--–------ მოსარჩელე შპს ,,ე--- კ---------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდის ვალდებულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე ნ-------- ფ--–------- შესაგებელში სარჩელი არ ცნო, კერძოდ, განმარტა, რომ აღნიშნული თანხა მას არ გაუტანია და შპს ,,ე--- კ---------“ შორის დადებილი ხელშეკრულება მას არ გაუფორმებია. განმარტა, რომ მისი ნდობით ისარგებლა მისმა ნაცნობმა, რომელმაც მისი პირადპობის მოწმობის გამოყენებით გააფორმა შესაბამისი სესხის ხელშეკრულება და მიიღო თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე ნ------- ფ--–------- უარი განაცხადა შპს ,,ე--- კ---------“-ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1 სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 შპს ,,ე--- კ---------“-სა და მოპასუხე ნ-------- ფ--–------ შორის 2015 წლის 16 იანვარს გაფორმადა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემული იქნა თანხა - 200 (ორასი) ლარის ოდენობით (სარგებელი 54 ლარი სესხის დაფარვის ვადა 2015 წლის 13 თებერვალი, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 1.5 %).
3.1.2 2015 წლის 14 თებერვალს მოპასუხე - მოპასუხე ნ-------- ფ--–------ს მიერ დარღვეული იქნა შპს ,,ე--- კ--------“-თან 2015 წლის 16 იანვრს დადებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოპასუხე - ნ-------- ფ--–------ს დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 600 ლარს (200 - ლარი ძირი თანხა, 54- ლარი სარგებელი, 20- ლარი ერთჯერადი ჯარიმა, 326 - ლარი პირგასამტეხლო).
სასამართლო ეყრდონბა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სესხის ხელშეკრულება;
- სესხის აღების მოთხოვნა;
-საგადახდო დავალებები;
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
3.2.2 ხელშეკრულებით განსაზღრული პირობების და სამოქალქო კოდექსით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ კრედიტის ძირითადი თანხის გამო და პროცენტის გარდა, მოპასუხეს აკისრია ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც, რაც უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს თანხა უნდა იქნეს შემცირებული, რაც არ ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ დაზუსტებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 868-ე, 837-ე, 417-ე, 418-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317- ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალქო კოდექსის 837-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია, რომ 2015 წლის 16 იანვარს შპს ,,ე--- კ---------“-სა და მოპასუხე ნ------- ფ--–------ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა 200 ლარის ოდენობის თანხა. ამასთან, ფაქტი იმისა, რომ არა ნ------- ფ--–------- ან/და მისი თანხმობის გარეშე, სხვა პირმა დადო როგორც სეხსის ელექტონული ხელშეკრუილება, ასევე შესაბამისი ანგარიშიდან გაიტანა სესხის სახით მიღებული თანხა, არ დასტურდება და ამ მიმართებით მოპასუხე შემოიფარგლებმა მხოლოდ ზეპირი განმარტებით, რომელიც დამაჯერებლობას არის მოკლებული. მოპასუხე ასევე, უთითებს რომ მისთვის ცნობილი არის კონკრეტული პირი, ვის მიერაც მოხდა როგორც სესხის ხელშეკრულების გაფორმება, ასევე სესხის სახით მიღებული თანხის განკარგვა, თუმცა მის მიმართ დ რაიმე სახის რეაგირების განხორციელების მიზნით შესაბამისი ორგანოებისათვის არ მიუმართავს. სწორედ, მითიტებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო ვერ დაეყრდნობა მოპასუხის მხოლოდ და მხოლოდ ზეპირ ახსნა-განმარტებებს, რომელის თანახმადაც, მას მოპასუხის მიმართ არ გააჩნია ვალდებულებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები.
6.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
დადგენილია, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე დღეის მდგომარეობით შეადგენს 600 ლარს (ძირი თანხა 200 ლარი, სარგებელი 54 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, პირგასამტეხლო 326ლარი.) მოსარჩელე ითხოვს შემცირებული დავალიანების 395 ლარის გადახდას. (ძირი თანხა 200ლარი, სარგებელი 54 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა 20 ლარი, პირგასამტეხლო 79 ლარი, იურიდიული მომსახურების საფასური 42 ლარი).
6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებიტ განსაზღრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონპირ გასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებიტ შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულობლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. რაც უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო თანხა უნდა იქნეს შემცირებული, რაც არ ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს.
6.4 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე ფაქტებს, გარემოებებს დადოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტშიდაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთს(მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსისი მე-4 მუხლის თანახმად შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებილებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის საფუძვლად მითითებული ფაქტი წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება არ არის სარწმუნო და საკმარისი.
ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები, არამედმო პასუხეცაა ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს შესაგებელში აღნიშნული გარემოებები.
ამდენად,სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდა მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება მოსარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 50 (ორმოცდაათი) ლარი. ამასთან, დაზაუსტებულის სარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა რა სრულად, შესაბამისად მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილა თანხა - 50 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის მე- 3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364--ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ე--- კ---------“-ს დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე - ნ-------- ფ--–------ (პირადი ნომერი: 3----------) შპს ,,ე--- კ---------“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 395 (სამას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა. (საიდანაც სესხი ძირი თანხაა - 200 ლარი, სარგებელი - 54 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 20 ლარი, პირგასამტეხლო - 79 ლარი, იურიდიული მომსახურების ხარჯი - 42 ლარი).
3. მოპასუხე - ნ------- ფ--–------ მოსარჩელის შპს ,,ე--- კ---------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გიორგი ბუხრაშვილი