მუხლი 837. სხვა პირის უფლებები დაზღვევის ხელშეკრულებაში
1. სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევისას ის უფლებები, რომლებიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან, ეკუთვნის ამ პირს. სადაზღვევო მოწმობის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ დამზღვევს.
2. დაზღვეულ პირს შეუძლია ისარგებლოს თავისი უფლებებით დამზღვევთან შეთანხმების გარეშე და თავისი უფლებების განხორციელება მოითხოვოს სასამართლოს მეშვეობით მხოლოდ მაშინ, თუ სადაზღვევო მოწმობა მის ხელთა
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(19)
საქმე №ას-1604-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2023
…30 იანვარი, 2015 წელი). 16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 799-ე, 836-ე, 837-ე, 838-ე, 844-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა…
…მე-10 მუხლის პირველი, მე-3 და მე-9 პუნქტების თანახმად, დამზღვევის უფლებები და მოვალეობები გადაეცა დამქირავებელს, შესაბამისად, სასამართლოს ხელშეკრულების 2.15 პუნქტის ანალიზისას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 836-ე, 837-ე და 838-ე მუხლებით, რადგანაც, დაზღვევის საგნის იჯარით გადაცემისთანავე დამზღვევმა საკუთარი უფლებები და მოვალეობები გადასცა მოიჯარეს; 1.2.2. გარდა ამისა, განსახილველ…
…გასაჩივრებულ ნაწილში არასწორი გადაწყვეტილების/განჩინების მიღება მოჰყვა. უპირველესად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვერ დაეთანხმება გარანტის მითითებას იმის თაობაზე, რომ სადავო ურთიერთობის რეგულირება ქვემდგომ სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 837-ე მუხლზე უნდა დაემყარებინა და ამ დასაბუთებით არ დაეკმაყოფილებინა 35 000 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი, რამდენადაც ეს უკანასკნელი…
…მუხლი ]. 4. დაზღვეული უფლებამოსილი იყო, სადაზღვევო შემთხვევის შემთხვევაში, ესარგებლა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისი უფლებებით დამზღვევთან შეთახმების გარეშე, რადგანაც მას ხელთ ჰქონდა სადაზღვევო მოწმობა (პოლისი) [სსკ-ის 837-ე და 844-ე მუხლები]. 5. 2013 წლის 23 აგვისტოს სოფელ წინანდალში მყოფ დაზღვეულს დაუსრიალდა ფეხი, ვერ შეიკავა თავი, წაიქცა და მიიღო თავის მძიმე ტრავმა. იგი…
…მზღვეველის მსჯელობა საკრედიტო ვალდებულების დამზღვევის მიერ ჯეროვნად შესრულების დროს სადაზღვევო თანხაზე ბანკის პრეტენზიის არსებობის თაობაზე. სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევის ურთიერთობების სამართლებრივი საკითხები რეგლამენტირდება სამოქალაქო კოდექსის 837-ე მუხლის მეორე ნაწილით. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა, რომ სადაზღვევო მოწმობა დამზღვევის (მოსარჩელის) ხელთაა. ამავე…