განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.11.2018
საქმის ნომერი
330210016001475838
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001475838

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე N2ბ/2927-18 2 ოქტომბერი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე - ქეთევან დუგლაძე

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი, ნათია ხოლოაშვილი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ნ--- ც------–--ე

წარმომადგენელი - გ------ი ი------ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ს- „ს-----------ო კ------ია ჯ------- ჰ---–-----ი“

წარმომადგენელი - ა------ი პ---------ი

 

მესამე პირი - ს- „თ----ი ბ---ი“

წარმომადგენელი - თ----ა კ-------ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - სადაზღვევო თანხის ანაზღაურება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ნ--- ც------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლო არ მიუთითებს უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.2. 2-----–-–---------------ოს, მ----- ს----------–---–ს და ს- „თ----ი ბ---ს“ შორის გაფორმებული საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებასთან ერთად, მსესხებელსა და ს- „ს-----------ო კ------ია ჯ------- ჰ---–-----ს“ შორის, გაფორმდა მესამე პირის, ს- „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაზღვევის ხელშეკრულება და გაიცა შესაბამისი პოლისი. დაზღვევით მოსარგებლედ დადგენილი იქნა ს- „თ----ი ბ---ი“. დაზღვევის პრემია მიმდინარე სადაზღვევო თანხის წლიური 0.72 %.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

- დაზღვევის პოლისი, სიცოცხლის დაზღვევის პირობები (ს.ფ. 23-30)

 

2.3. დაზღვევის ხელშეკრულებით, დაზღვევის საგანია - მსესხებელის სიცოცხლის დაზღვევა. დაზღვეული რისკი - დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება ან უბედური შემთხვევით გამოწვეული მუდმივი ქმედუუნარობა გარდა წინამდებარე პოლისის დანართით და მზღვეველის ვებგვერდზე განთავსებულ ს- „თ----ი ბ---ის“ საცალო საკრედიტო პროდუქტების კლიენტი ფიზიკური პირებისათვის სიცოცხლის დაზღვევის პირობების

13-ე თავით გათვალისწინებული გამონაკლისისა.

 

დაზღვეული ვალდებულია აცნობოს წინამდებარე დაზღვევის შესახებ და დეტალურად გააცნოს დაზღვევის პირობები ამ ხელშეკრულებით დამზღვევის მიერ არჩეულ უფლებამოსილ ან/და კანონმდებლობით ს-----------ო შემთხვევისას ანაზღაურების მიღებაზე უფლებამოსილ პირებს და განუმარტოს მათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ არ მოხდება მზღვეველისათვის წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული დოკუმენტაციის, მათ შორის სამედიცინო სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის (რომელშიც მითითებული იქნება გარდაცვალების გამომწვევი უშუალო მიზეზი) მზღვეველის მხრიდან ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში წარმოდგენა ან მზღვეველის მითითების შესრულება, აღნიშნული წარმოადგენს ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

- დაზღვევის პოლისი, სიცოცხლის დაზღვევის პირობები (ს.ფ. 23-30)

 

2.4. დაზღვევის პირობების 3.4 პუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე განმარტებულია, როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება. წინამდებარე დაზღვევის პირობების შესაბამისად ერთადერთ მოსარგებლეს წარმოადგენს ბ---ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

- სიცოცხლის დაზღვევის პირობები (ს.ფ. 27)

 

2.5. მ----- ს----------–---–ი გარდაიცვალა 2----–-–----------------ს. ნ--- ც------–--ე წარმოადგენს მ----- ს----------–---–ის მემკვიდრეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

- მ----- ს----------–---–ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 32)

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 108)

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს ს-----------ო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი ს-----------ო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს ს-----------ო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს ს-----------ო შესატანი (პრემია).

 

მოცემულ შემთხვევაში, სადდავო ურთიერთობის საფუძველია მ----- ს----------–---–ს და ს- „ს-----------ო კ------ია ჯ------- ჰ---–-----ს“ შორის, ს- „თ----ი ბ---ს“ სასარგებლოდ, დადებული დაზღვევის ხელშეკრულება. დავის შინაარსიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა წარმოადგენს სხვა პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ურთიერთობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 836-838-ე მუხლებით მოწესრიგებულია სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევის ურთიერთობების სამართლებრივი საკითხები.

სამოქალაქო კოდექსის 837-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევისას ის უფლებები, რომლებიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან, ეკუთვნის ამ პირს. ს-----------ო მოწმობის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ დამზღვევს. მეორე ნაწილით კი განსაზღვრულია დაზღვეული პირის უფლება ისარგებლოს თავისი უფლებებით დამზღვევთან შეთანხმების გარეშე და თავისი უფლებების განხორციელება მოითხოვოს სასამართლოს მეშვეობით მხოლოდ მაშინ, თუ ს-----------ო მოწმობა მის ხელთაა.

 

ამავე კოდექსის 838-ე მუხლით, დამზღვევს საკუთარი სახელით შეუძლია, ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად ეკუთვნის დაზღვეულ პირს. თუ გაცემულია ს-----------ო მოწმობა, მაშინ დამზღვევს შეუძლია, მიიღოს საზღაური დაზღვეული პირის თანხმობის გარეშე ან გადასცეს უფლება დაზღვეულ პირს მხოლოდ მაშინ, თუ დამზღვევი ფლობს ს-----------ო მოწმობას.

 

ამდენად, სამოქალაქო კანონმდებლობა ადგენს პირის უფლებას სადაზღვევო კომპანიასთან გააფორმოს ს-----------ო ხელშეკრულება თავისი სახელით, მაგრამ იმ პირობით, რომ ს-----------ო შემთხვევის დადგომისას, ს-----------ო საზღაურს მიიღებს სხვა პირი, ასეთი დაზღვევა წარმოადგენს სხვა პირთა სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას. სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევის გაფორმება ხდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის, მაგრამ დამზღვევის მხარეზე მონაწილეობს დაზღვეული. ისევე როგორც დამზღვევი, დაზღვეულიც შეიძლება იყოს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ნებისმიერი მონაწილე.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-ე მუხლის შესაბამისად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მითითებული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით კი, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 836-838-ე, 349-351-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, ს-----------ო ურთიერთობაში დაზღვეული მონაწილეობს დამზღვევის ნებით და ინიციატივით და დამზღვევის მიერ ხელშეკრულებით დათქმული უფლებები სხვა პირის სასარგებლოდ, გადაეცემა დაზღვეულს. ამასთან, სხვა პირთა სასარგებლოდ დადებული დაზღვევის ხელშეკრულება დამზღვევს არ ართმევს უფლებას საკუთარი სახელით ისარგებლოს დაზღვეულისათვის მინიჭებული უფლებებით, დამზღვევის და დაზღვეული პირის უფლებების განხორციელება კი დამოკიდებულია ძირითადად ს-----------ო მოწმობის ფლობაზე.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მ----- ს----------–---–სა და ს- „ს-----------ო კ------ია ჯ--------- ჰ---–-----ს“ შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულება წარმოადგენს მესამე პირის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას. ს-----------ო პოლისის მფლობელს წარმოადგენს ს- „თ----ი ბ---ი“. ს- „თ----ი ბ---ის“ მსესხებელთან სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების 3.4 პუნქტის შესაბამისად, დაზღვევის პირობების ერთადერთ მოსარგებლეს წარმოადგენს ბ---ი. ამდენად, დადასტურებულია, რომ ს-----------ო პოლისის მფლობელს და ამ პოლისით ერთადერთ მოსარგებლეს წარმოადგენს ს- „თ----ი ბ---ი“; შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ სამართალურთიერთობაში ს-----------ო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის მფლობელ პირს მ----- ს----------–---–ის მემკვიდრე არ წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ზემოაღნიშნული მსჯელობის შედეგად, ვინაიდან სასამართლომ ნ--- ც------–--ე არ ჩათვალა სადავო სამართალურთიერთობაში მოთხოვნის მფლობელად, სარჩელი არ ჩათვალა საფუძვლიანად და უარი უთხრა დაკმაყოფილებაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სადავო იყო ის გარემოება, რომ ხელშეკრულების მე-9 მუხლის შესაბამისად 55-65 წლამდე ასაკობრივი კატეგორიისათვის გარდაცვალების შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზის მიუხედავად სრულად ექვემდებარება ანაზღაურებას თუ მსესხებლის დავალიანება არ აღემატება 50,000 აშშ დოლარს. შესაბამისად მ----- ს----------–---–ი არ იყო გარდაცვალებისას 65 წლის და მისი დავალიანება არ იყო და არ აღემატებოდა 50,000 აშშ დოლარს, რის გამოც გარდაცვალების მიზეზის მიუხედავად უნდა მომხდარიყო ანაზღაურება.

 

3.2. აპელანტის მითითებით, სადავო გარემოებას წარმოადგენს თუ რა შემთხვევაში იყო ს-----------ო კ------ია მიეთითებინა მე-13 მუხლით დადგენილი გამონაკლისებზე და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ან სხვა დოკუმენტაციის მოთხოვნაზე გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის პირობების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტის, მე-9 მუხლის 9.3. პუნქტის, 9.4 პუნქტის, 9.6.1 პუნქტის და 9.5 პუნქტის ანალიზის საფუძველზე.

 

3.3. აპელანტის მითითებით, მ----- ს----------–---–ის სესხი წარმოადგენდა 12 000 ლარს, იგი გარდაცვალების მომენტისათვის არ იყო 65 წლის. მაშასადამე მისი დაზღვევა მოხდა ავტომატურად ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურების გავლის გარეშე, არავის შეუფასებია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ქონდა თუ არა რაიმე დაავადება, რომელიც მე-13 მუხლში გათვალისწინებულ გამონაკლისებს შეეხება. აღნიშნული მუხლი პირდაპირ გამორიცხავს გამონაკლისების გამოყენებას.

 

9.4 პუნქტი განსაზღვრავს იგივე ასაკობრივ კატეგორიას, ხოლო ამ შემთხვევაში სესხის თანხაა განსხვავებული კერძოდ 50.000 აშშ დოლარზე მეტი. ამ შემთხვევაში დაზღვეული არ ეზღვევა ავტომატურად არამედ აფასებენ რისკებს, რისთვისაც იგი ავსებს ჯანმრთელობის განაცხადს.

 

რაც შეეხება ანაზღაურებას 9.6.1. პუნქტის თანახმად თანხა ანაზღაურდება გარდაცვალების მიზეზის მიუხედავად თუ დავალიანება არ აღემატება 50 000 აშშ დოლარს ხოლო თუ აღემატება მაშინ ანაზღაურდება 50 000 აშშ დოლარი, დანარჩენი უკვე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

 

აღნიშნული პუნქტების ანალიზი ცხადყოფს, რომ ვინაიდან მ----- ს----------–---–ი არ იყო 65 წლის და მისი დავალიანება არ წარმოადგენდა 50,000 აშშ დოლარს ექვემდებარებოდა უპირობო ანაზღაურებას გარდაცვალების მიზეზის მიუხედავად ანუ აღნიშნულით ს-----------ო კ------ია მოკლებული იყო შესაძლებლობას მოეთხოვა გარდაცვალების მიზეზის დამდგენი სამედიცინო დოკუმენტაცია და გამოეყენებინა პირობების მე-13 მუხლი - გამონაკლისები, რადგან მან თავად შეიზღუდა თავი 9.6.1 პუნქტით. ხოლო მოსარჩელის ნ--- ც------–--ისათვის 2----–-–---------ს- გაგზავნილ წერილში მიუთითებს, რომ "სიცოცხლის დაზღვევის პირობებით დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში ს-----------ო ანაზღაურება არ გაიცემა თუ დაზღვეულის გარდაცვალება გამოწვეულია დაზღვევამდე არსებული და ან ქრონიკული დაავადებებით". აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ არ შეაფასა 9.6.1 პუნქტში აღნიშნული პირობა "გარდაცვალების მიზეზის მიუხედავად" და მათი ზემოაღნიშნულ წერილში და შესაგებელში მითითებულ პოზიცია ხელშეკრულებაში მითითებულ გამონაკლისების გამოყენებაზე, რამდენად შეესაბამება ხელშეკრულების ბოჭვის იმ პირობებს, რომელშიც იმყოფება ს-----------ო კ------ია. შეეძლო თუ არა გამონაკლისებზე მითითებით ეთქვა უარი ანაზღაურებაზე ან საერთოდ მოეთხოვა გარდაცვალების მიზეზის დოკუმენტაცია, რის გამოც მან მოსარჩელს უთხრა უარი ანაზღაურებაზე. ხოლო პირობების 9.5 პუნქტის შესაბამისად თუ მსესხებელის ასაკი მეტი ან ტოლია 65 წელზე, ს-----------ო თანხის მიუხედავად მსესხებლის დაზღვევა ხორციელდება ს-----------ო კ------იასთან შეთანხმებით. რაც ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში ფასდება რისკები და შესაბამისად მოქმედებს გამონაკლისები. ხოლო ამ მსჯელობას ამყარებს ასევე პირობების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტი, რომლის მიხედვითაც დაზღვევა ავტომატურად წყდება დაზღვეულის 65 წლის ასაკისათვის. ანუ ამ შემთხვევაში აღარ იმოქმედებს ხელშეკრულების პირობა „გარდაცვალების მიზეზის მიუხედავად“.

 

3.4. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ს-----------ო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე მოთხოვნის მფლობელ პირს მ----- ს----------–---–ის მემკვიდრე არ წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლის შესაბამისად „მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.“ აღნიშნული მუხლით მოსარჩელე წარმოადგენს მოთხოვნის მფლობელ პირს, რაზეც სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს, რის გამოც მან მოსარჩელეს დააკარგვინა მოთხოვნის უფლება, რითიც ირღვევა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფუნდამენტური პრინციპი მხარეთა თანასწორობა სახელშეკრულებო ურთიერთობებში,ხელშეკრულება დაიდო მ----- ს----------–---–სა და ს-----------ო კ------იას შორის. შესაბამისად ს-----------ო კ------იამ მ----- ს----------–---–ის წინაშე იკისრა ვალდებულება და არა ბ---ის წინაშე. სწორედ ზემოაღნიშნული მუხლი უზრუნველყოფს ხელშეკრულების მხარის გარანტირებულ უფლებას, რომ არ დაირღვეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში ხელშეკრულების მხარის უფლებები, როცა ხელშეკრულება დადებულია მესამე პირის სასარგებლოდ. მ----- ს----------–---–იმა დაზღვევის ხელშეკრულება გააფორმა იმისათვის, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში დაზღვევა მოახდენდა დავალიანების ანაზღაურებას და არა მისი მემკვიდრე, რისთვისაც იხდიდა იგი ს-----------ო პრემიას. სამოქალაქო კოდექსის 836-ე მუხლით „დამზღვევს შეუძლია მზღვეველთან დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი სახელით სხვა პირის სასარგებლოდ. ამ პირის დასახელება სავალდებულო არ არის“. ანუ შესაბამისად მ----- ს----------–---–მა დადო ს-----------ო ხელშეკრულება მესამე პირის სასარგებლოდ. ხოლო 837-ე მუხლი განსაზღვრავს „1. სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევისას ის უფლებები, რომლებიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან, ეკუთვნის ამ პირს. ს-----------ო მოწმობის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ დამზღვევს“.

 

დაზღვეულ პირს შეუძლია ისარგებლოს თავისი უფლებებით დამზღვევთან შეთანხმების გარეშე და თავისი უფლებების განხორციელება მოითხოვოს სასამართლოს მეშვეობით მხოლოდ მაშინ, თუ ს-----------ო მოწმობა მის ხელთაა." აღნიშნული მუხლი ასევე ამყარებს დამზღვევის უფლებას რომ მას ეკუთვნის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებები. ხოლო დაზღვეულ პირს შეუძლია ისარგებლოს თავისი უფლებებით თუ მის ხელთ არის პოლისი. აქ საუბარია დაზღვეულის შესაძლებლობაზე და არა დამზღვევის უფლების შეზღუდვაზე მოთხოვნის ნაწილში, აღნიშნული ანალიზი გამომდინარეობს 349-ე და 837-ე მუხლებიდან, ვინაიდან ორივე მათგანი საუბრობს დამზღვევის მოთხოვნის უფლების ქონაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული პოლისის გადაცემასთან, რადგან პოლისის გადაცემა დაზღვეულს წარმოუშობს შესაძლებლობას-უფლებას მოთხოვნისა და ეს არ ართმევს დამზღვევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უფლებებს, თანაც ისეთ შემთხვევაში, როდესაც მხარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს ხელშეკრულების პირობის იგნორირების გარემოებაში. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 838-ე მუხლს „1. დამზღვევს საკუთარი სახელით შეუძლია ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად ეკუთვნის დაზღვეულ პირს.

 

2. თუ გაცემულია ს-----------ო მოწმობა, მაშინ დამზღვევს შეუძლია მიიღოს საზღაური დაზღვეული პირის თანხმობის გარეშე ან გადასცეს უფლება დაზღვეულ პირს მხოლოდ მაშინ, თუ დამზღვევი ფლობს ს-----------ო მოწმობას.

 

3. მზღვეველი მხოლოდ მაშინ არის ვალდებული გადაუხადოს დამზღვევს დაზღვეულის სასარგებლოდ, თუ დამზღვევი დაამტკიცებს, რომ დაზღვეული პირი ეთანხმებოდა დაზღვევის ხელშეკრულებას.“ აღნიშნული მუხლი დამზღვევის უფლებას უზრუნველყოფს და დაზღვეულის შესაძლებლობას, დაზღვეულის შესაძლებლობა ეძლევა მოითხოვოს ანაზღაურება სადაზღვეო პოლისის ფლობის შემთხვევაში, რაც არ გამორიცხავს პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებებს, ვინაიდან თუ ს-----------ო კ------ია არ ასრულებს მოვალეობას ამით იგი არღვევს ხელშეკრულებას მოსარჩელესთან და არა ბ---თან, ვინაიდან ს-----------ო პოლისის გამოყენება ბ---ის უფლებაა და არა ვალდებულება, ხოლო ვალდებულებები არსებობს მხოლოდ ხელშეკრულების მხარეებს შორის. 838-ე მუხლის პირველი პუნქტი არ გამორიცხვას ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების მოთხოვნას თუ კი მხარე არაჯეროვნად ასრულებს ან უარს ამბობს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. რაც პოლისის ფლობასთან არ არის დაკავშირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტი სხვაგვარად იქნებოდა ჩამოყალიბებული, კერძოდ ცალსახად იქნებოდა მითითებული პოლისის ფლობის ფაქტი. ბ---ს ასევე შეუძლია მოთხოვნა მომართოს მოსარჩელე მხარის მიმართ. ჩვენს შემთხვევაში ს-----------ო კ------ია ადასტურებდა, რომ ბ---ს არ მიუმართავს და არც მიმართავს, ვინაიდან იცის, რომ არ აუნაზღაურებს რადგან არ არის წარდგენილი გარდაცვალების მიზეზის სამედიცინო დოკუმენტაცია, რადგან ს-----------ო კ------ია იყენებს გამონაკლისებს. სწორედ ამიტომ მიმართა მოსარჩელემ ს-----------ო კ------იას განცხადებით სადაც დაასაბუთა, ხელშეკრულების პირობები, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მესამე პირმა თ----ი ბ---მა ცნო სარჩელი და მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას ასევე დადასტურდა, რომ იგი 838-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ეთანხმება ხელშეკრულებას, რაც წარმოშობს მზღვეველის ვალდებულებას გადაუხადოს დამზღვევს დაზღვეულის სასარგებლოდ, რაზედაც ასევე არ იმსჯელა სასამართლომ. პოლისის ფლობის საკითხი მოპასუხეს არ აქვს შედავებული თავის შესაგებელში, ასევე არც 2----–-–---------სის წერილშია ნახსენები, აღნიშნული მხოლოდ არსებითი განხილვისას იქნა დაყენებული.

 

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით გარემოება, რომელიც არ არის მოცემული შესაგებელში და ამ გზით არ მომხდარა შეცილება მაშინ აღნიშნული საკითხის დაყენება ახსნა-განმარტების ეტაპზე ან სხვა ეტაპებზე არსებითი განხილვისა მხედველობაში სასამართლოს მიერ არ მიიღება.

 

სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლი, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 316-ე, 836-ე, 837-ე, 838-ე მუხლები. ასევე სასამართლომ არ განმარტა სიცოცხლის დაზღვევის პირობების - ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტი, მე-9 მუხლის 9.3. პუნქტი, 9.4. პუნქტი, 9.6.1. პუნქტი და 9.5 პუნქტი;

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. 2-----–-–--------------ოს, მ----- ს----------–---–ს, როგორც ს- „თ----ი ბ---ის“ მსესხებელსა და ს- „ს-----------ო კ------ია ჯ------- ჰ---–-----ს“ შორის, გაფორმდა დაზღვევის ხელშეკრულება მესამე პირის - ს- „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ, შესაბამისად გაიცა ს-----------ო პოლისი (დანართი N-), რომლის მოსარგებლედ დადგენილი იქნა ს- „თ----ი ბ---ი“. ს-----------ო პრემია განისაზღვრა მიმდინარე ს-----------ო თანხის წლიური 0.72 %-ით (იხ. დაზღვევის პოლისი, სიცოცხლის დაზღვევის პირობები ტ.1, ს.ფ. 23-30);

 

დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად, დაზღვევის საგანია - მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა; დაზღვეული რისკი - დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება ან უბედური შემთხვევით გამოწვეული მუდმივი ქმედუუნარობა გარდა პოლისის დანართით და მზღვეველის ვებგვერდზე განთავსებულ ს- „თ----ი ბ---ის“ საცალო საკრედიტო პროდუქტების კლიენტი ფიზიკური პირებისათვის სიცოცხლის დაზღვევის პირობების 13-ე თავით გათვალისწინებული გამონაკლისისა (იხ. დაზღვევის პოლისი, ტ. 1, ს.ფ. 23)

 

დაზღვევის პირობების 3.4 პუნქტის შესაბამისად, მოსარგებლე განმარტებულია, როგორც ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილია მიიღოს ს-----------ო ანაზღაურება. წინამდებარე დაზღვევის პირობების შესაბამისად ერთადერთ მოსარგებლეს წარმოადგენს ბ---ი (იხ. სიცოცხლის დაზღვევის პირობები ტ.1, (ს.ფ. 27);

 

4.2. დადგენილია, რომ მ----- ს----------–---–ი, რომელიც გარდაიცვალა 2----–-–----------------ს, რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოსარჩელე ნ--- ც------–--ესთან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 34-35)

 

2----–-–----------------ს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მოსარჩელე ნ--- ც------–--ემ, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით სრულად მიიღო გარდაცვლილი მეუღლის მ----- ს----------–---–ის სამკვიდრო - ქონებრივი უფლებებისა (სამკვიდრო აქტივები) და მოვალეობების (სამკვიდრო პასივები) ერთობლიობა, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის და შესაბამისად, ნ--- ც------–--ე არის მ----- ს----------–---–ის მემკვიდრე (იხ. ტ.1, ს.ფ. 108-109).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მ----- ს----------–---–ის მემკვიდრეს წარმოადგენს მოსარჩელე ნ--- ც------–--ე.

 

4.3. ს- „თ----ი ბ---ის“ მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ მ----- ს----------–---–ის სამომხმარებლო სესხის ნაშთი წარმოადგენს 4 981.61 ლარს (იხ. ტ.1, ს.ფ. 89)

 

4.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახული მსჯელობა, იმის შესახებ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების 3.4. პუნქტის შესაბამისად, დაზღვევის პირობების ერთადერთ მოსარგებლეს წარმოადგენს ს- „თ----ი ბ---ი“, დაუსაბუთებელია. შესაბამისად, პალატა არ იზიარებს დასკვნას იმის შესახებ, რომ ს-----------ო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე მოთხოვნის მფლობელ პირს მ----- ს----------–---–ის მემკვიდრე არ წარმოადგენს.

 

ნ--- ც------–--ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად ს- „ს-----------ო კ------ია ჯ------- ჰ---–-----ისათვის“ ს-----------ო თანხის დაკისრება ს- „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ.

 

დადგენილია, რომ ს- „თ----ი ბ---მა“ მ----- ს----------–---–ის გარდაცვალების შემდეგ, ს-----------ო თანხის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა ს-----------ო კ------იას, რაზეც უარი ეთქვა იმ საფუძველით, რომ მ----- ს----------–---–ის გარდაცვალება შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო ქრონიკული დაავადების საფუძველზე. ამავე მიზეზზე მითითებით ს-----------ო თანხის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე უარი ეთქვა ასევე ნ--- ც------–--ეს (იხ. ტ.1, ს.ფ. 36-37). შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი მოპასუხის მიერ არ მოხდება თანხის ანაზღაურება ბ---ისათვის, მითითებული მოთხოვნა მიმართული იქნება მოსარჩელისკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სარჩელის მიმართ ნ--- ც------–--ის იურიდიული ინტერესი ცალსახად გამოკვეთილია.

 

4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 844-ე მუხლის მიხედვით, სიცოცხლის დაზღვევა შეიძლება ეხებოდეს დამზღვევს ან სხვა პირს. თუ სიცოცხლის დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია სხვა პირის სასარგებლოდ, მაშინ საჭიროა ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 836-ე მუხლის მიხედვით, დამზღვევს შეუძლია მზღვეველთან დადოს დაზღვევის ხელშეკრულება თავისი სახელით სხვა პირის სასარგებლოდ. ამ პირის დასახელება სავალდებულო არ არის. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა დასაშვებად მიიჩნევს ხელშეკრულების მხარედ დამზღვევს, ხოლო დაზღვეულად/მოსარგებლედ კი-მესამე პირის მითითებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2-----–-–--------------ოს, მ----- ს----------–---–სა და ს- „ს-----------ო კ------ია ჯ------- ჰ---–-----ს“ შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულება მესამე პირის - ს- „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას წარმოადგენს.

 

სიცოცხლის დაზღვევის ობიექტად დამზღვევის სიცოცხლე განისაზღვრება და პირველი პირის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას მიეკუთვნება. ასეთ დროს ს-----------ო ანაზღაურებას დამზღვევი არ იღებს, თუმცა პირდაპირი ზიანი მას ადგება.

 

მესამე პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევის ხელშეკრულებების საფუძველზე დამდგარი სამართლებრივი შედეგები განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსის 837-ე და 838-ე მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 837-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დამზღვევს საკუთარი სახელით შეუძლია ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად ეკუთვნის დაზღვეულ პირს.

 

სამოქალაქო კოდექსის 837-ე მუხლის თანახმად, 1. სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევისას ის უფლებები, რომლებიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან, ეკუთვნის ამ პირს. ს-----------ო მოწმობის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ დამზღვევს. 2. დაზღვეულ პირს შეუძლია ისარგებლოს თავისი უფლებებით დამზღვევთან შეთანხმების გარეშე და თავისი უფლებების განხორციელება მოითხოვოს სასამართლოს მეშვეობით მხოლოდ მაშინ, თუ ს-----------ო მოწმობა მის ხელთაა.

 

ამ ნორმის თანახმად, ს-----------ო მოწმობის (დაზღვევის პოლისი) ფლობის შესახებ დათქმა უფლების მართლზომიერად გამოყენების გარანტიად უნდა იქნეს განხილული, ვინაიდან დაზღვეულ პირს (ს- „თ----ი ბ---ი“) დამზღვევთან შეთანხმების გარეშე ს-----------ო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობა მხოლოდ მაშინ შეუძლია თუკი ფლობს ს-----------ო მოწმობას. შესაბამისად, მითითება იმის შესახებ, რომ მოთხოვნის საფუძვლიანობა მხოლოდ დაზღვეულის სარჩელის მოთხოვნის ფარგლებში შეიძლება შეფასდეს, მოკლებულია საფუძველს.

 

სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლის მიხედვით, მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

4.6. პალატა არ იზიარებს მოპასუხის მიერ ს-----------ო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლებს. კერძოდ, ს- „ს-----------ო კ------ია ჯ-------- ჰ---–-----ი“ საქმის მასალებში წარმოდგენილ წერილობით პასუხში მიუთითებს, რომ დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში ს-----------ო ანაზღაურება არ გაიცემა თუ დაზღვეულის გარდაცვალება გამოწვეულია დაზღვევამდე არსებული და ან ქრონიკული დაავადებით. მოპასუხის განმარტებით წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში არ ფიქსირდება გარდაცვალების მიზეზი, გარდა აღნიშნულისა ამ დოკუმენტების საფუძველზე დგინდება, რომ გარდაცვლილის აღენიშნებოდა ქრონიკული დაავადებები.

 

პალატის შეფასებით დაუსაბუთებელია ასევე მოპასუხის მითითება საგამონაკლისო პირობებზე, კერძოდ ს- „ჯ------- ჰ---–-----ი“ მიუთითებს, რომ „გამონაკლისები“ (მუხლი 13) და „ს-----------ო ანაზღაურებისთვის საჭირო პირობები“ (მუხლი 11) ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, ვრცელდება ყველა ბენეფიციარზე და არ არის დაყოფილი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით.კერძოდ, დაზღვევის ხელშეკრულების დაზღვევის პროცედურების 9.3. პუნქტის თანახმად, თუ მსესხებელი განეკუთვნება 55-დან 65 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას და ს-----------ო თანხა, სესხის ჯამი ნაკლებია ან შეადგენს 50 000 აშშ დოლარს დაზღვევა ხორციელდება ავტომატურად შესაბამისი პროცედურების გარეშე, ხოლო 9.4. პუნქტის მიხედვით თუ სესხის ჯამი აღემატება 50 000 აშშ დოლარს დაზღვეული ავსებს ჯანმრთელობის ცნობას; იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება რისკის სამედიცინო შეფასება მსესხებელი ითვლება დაზღვეულად, ხოლო ანაზღაურება კი ხორციელდება შემდეგი წესით: 9.6.1. პუნქტი: თანხა გაიცემა სრულად, გარდაცვალების მიზეზის მიუხედავად, თუ გარდაცვალების მომენტისათვის მსესხებლის დავალიანება არ აღემატება 50 000 აშშ დოლარს; აღნიშნულის შესახებ დათქმას შეიცავს ასევე დანართი/პოლისი, რომელშიც აღნიშნულია, რომ თუ მსესხებელი სესხის გაცემის მომენტისათვის განეკუთვნება 55-დან 65 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას და ს-----------ო თანხა სესხის ჯამი მეტია 50 000 აშშ დოლარზე, ანაზღაურება ხორციელდება შემდეგი წესით თანხა გაიცემა სრულად გარდაცვალების მიზეზის მიუხედავად თუ გარდაცვალების მომენტისათვის მსესხებლის დავალიანება არ აღემატება 50 000 აშშ დოლარს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება აღემატება 50 000 აშშ დოლარს, ხდება 50 000 აშშ დოლარის ანაზღაურება ნებისმიერ შემთხვევაში ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხოლო დანარჩენი თანხა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გარდაცვალების მიზეზს წარმოადგენს უბედური შემთხვევა (იხ. ტ.1, ს. ფ. 25)

 

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების გათვალისწინებით, კერძოდ იმის გათვალისწინებით, რომ მსესხებელი განეკუთვნებოდა 55-დან 65 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას (იხ. ასევე დაბადების მოწმობა ტ.1, ს.ფ. 33), ამასთან სესხის თანხა არ აღემატებოდა 50 000 აშშ დოლარს (იხ. საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება ტ.1, ს.ფ. 15-17) შესაბამისად, დაზღვევა განხორციელდა ავტომატურად და დამზღვევი არ იყო ვალდებული შეევსო ჯანმრთელობის შესახებ განაცხადი. რაც იმას გულისხმობს, რომ ს-----------ო შემთხვევის დადგომისას ს-----------ო თანხის ანაზღაურების საკითხის დადებითად ან უარყოფითად გადაწყვეტა არ არის დამოკიდებული ჯანმრთელობის მდგომარეობისა და გარდაცვალების მიზეზების შედეგებზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება 13-ე პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისები, ასევე, 11-ე პუნქტით დადგენილი ს-----------ო ანაზღაურებისათვის საჭირო პირობები.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ძირითად კრიტერიუმს ს-----------ო შემთხვევის შეფასებისათვის ანუ იმისათვის, რომ ს-----------ო რისკი განხორცილებულად და შესაბამისად, ს-----------ო შემთხვევა დამდგარად ჩაითვალოს (რაც აუცილებელი წინაპირობაა მზღვეველის ვალდებულების წარმოშობისათვის – დამზღვევის მიმართ აანაზღაუროს ს-----------ო თანხა) წარმოადგენს ის, თუ რამდენად ინარჩუნებს ს-----------ო შემთხვევა დამოუკიდებლობას თავად დაზღვეულის ნებისაგან, სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ს-----------ო შემთხვევა აბსოლუტურად დამოუკიდებული უნდა იყოს დაზღვეულის ქმედებისაგან. ამასთან, სიცოცხლის დაზღვევის დროს გამორიცხული უნდა იყოს დამზღვევის, ასევე სარგებლის მიმღები პირის ჩარევა და ხელშეწყობა ს-----------ო შემთხვევის დადგომაში, რამდენადაც ამგვარი შემთხვევა გამოირიცხავს ს-----------ო შემთხვევის კვალიფიკაციის სამართლებრივ საფუძველს და შესაბამისად მზღვეველის მიერ ს-----------ო თანხის გაცემის ვალდებულების საფუძველს.

 

ამდენად საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა ასკვნის, რომ ს- „ს-----------ო კ------ია ჯ------- ჰ---–-----ი“, როგორც მზღვეველი სამოქალაქო კოდექსის 799–ე და 316–ე მუხლების საფუძველზე, ნ--- ც------–--ის, როგორც მ----- ს----------–---–ის მემკვიდრის სარჩელის საფუძველზე, სარგებლის მიმღები პირის ს- „თ----ი ბ---ის“ მიმართ წარმოადგენს ს-----------ო თანხის გაცემაზე ვალდებულ პირს, რამდენადაც 2----–-–----------------ს მ----- ს----------–---–ის გარდაცვალებით დადგა ს-----------ო შემთხვევა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ნ--- ც------–--ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეს - ს- „ს-----------ო კ------ია ჯ------- ჰ---–-----ს“ ნ--- ც------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახ. ბაჟის ანაზღაურება 258 ლარის ოდენობით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს. ბუნებრივია, სამართალწარმოება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან და იგი იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, წარმოეშობა სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც მის სასარგებლოდ დაკმაყოფილდა (მოსარჩელე) ან მის მიმართ არ დაკმაყოფილდა (მოპასუხე), მაგრამ არა შეუზღუდავად. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების მაქსიმუმის ფარგლებში (დავის საგნის ღირებულების 4%), სასამართლომ ადვოკატის დახმარებისათვის საფასური უნდა განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მოცულობის, დავის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულისა და სხვა ფაქტორების თანაზომიერი და გონივრული, არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ფარგლებში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია 2----–-–-----------ს ხელშეკრულება სამართლებრივი ხასიათის მომსახურების გაწევის შესახებ, რომლითაც ადვოკატის ჰონორარის თანხა განსაზღვრულია 1000 (ათასი) ლარით (იხ. ტ.1, ს.ფ. 4242-44)

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ მოხმობილი ნორმის საფუძველზე, კერძოდ, დავის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულისა და სხვა ფაქტორების თანაზომიერი და გონივრული შეფასების შედეგად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით გადახდა.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ--- ც------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ნ--- ც------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

4. ს- „ს-----------ო კ------ია ჯ------- ჰ---–-----ს“ დაეკისროს 5233.42 ლარის გადახდა ს- „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ;

 

5. ს- „ს-----------ო კ------ია ჯ------- ჰ---–-----ს“ დაეკისროს 758 ლარის ანაზღაურება ნ--- ც------–--ის სასარგებლოდ.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

 

7. გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების (განჩინების) ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან დუგლაძე