გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1-------
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე - დ----- ჯ--------ე
წარმომადგენლები - ან---–------–---–ი, ალ-----------------–---ი
მოპასუხე - სს „ა----------------ა“
წარმომადგენელი - ნი-----–--------ა
დავის საგანი - სადაზღვევო შემთხვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
სს „ა----------------ა“-ს დ----- ჯ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 7 300 ლარის გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 20---–-–------------ს სს „ა----------------ასა“ და ი/მ თ------- ჭ--------–--ეს შორის დაიდო კორპორაციული ხელშეკრულება ჯანმრთელობის დაზღვევის თაობაზე. ხელშეკრულების მოქმედების ვადად, მე-6 მუხლის 6.1. პუნქტის მიხედვით, განისაზღვრა 1 წელი - 2--- წლის 1 აპრილიდან 2--- წლის 1 აპრილამდე.
აღნიშნული ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა სს „ა----------------ის“ მიერ ინ-----------–--------–-----ს თ------- ჭ--------–--ის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზღვევა ხელშეკრულების დანართ N2-ში წარმოდგენილი სიის მიხედვით. აღნიშნული სიის მიხედვით სს „ა----------------ის“ მიერ დაზღვეულ პირს წარმოადგენდა დ----- ჯ--------ე, შესაბამისად, ეს უკანასკნელი სს „ა----------------ასა“ და ი/მ თ------- ჭ--------–--ეს შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობდა ამ ხელშეკრუ-ლების პირობებით მინიჭებული უფლებამოსილებით.
20---–-–--------------ს დაზღვეულმა, დ----- ჯ--------ემ, ცეცხლსასროლი იარაღის წმენდისა და აწყობის დროს, უბედური შემთხვევის შედეგად, მარცხენა მტევნის არეში მიიღო ჭრილობები, რის გამოც დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნა „ნ--------------–--“ კლინიკაში. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, პაციენტს აღენიშნებოდა მტევნიდან აქტიური სისხლდენა, დაბუჟება და აქტიური მოძრაობების შეზღუდვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–--------–-–----------------–---ს 2--- წლის 30 ნ--------- დადგენილების თანახმად, იარაღიდან მჭიდის ამოღებისას, მჭიდმა გაჭედა და მასზე ძიძგილაობისას დ----- ჯ--------ეს შემთხვევით გამოეკრა ხელი სასხლეტზე რის გამოც დაიზიანა მარცხენა ხელის მტევანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის განმარტებით, სახეზეა უბედური შემთხვე-ვის შედეგად დამდგარი სადაზღვევო შემთხვევა, რის საფუძველზეც აუცილებელი გახდა დაზღვეულისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევა. შესაბა-მისად, დაზღვევის ხელშეკრულების 2.1. და 2.1.6. პუნქტების საფუძველზე, მზღვეველს წარმოეშვა აღნიშნული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ჯანმრთელობის დაზღვევა, რომლის ერთ-ერთ პირობად გაიწერა უბედური შემთხვევის შედეგად გამოწვეული შემთხვევის ანაზღაურება. აქვე განმარტებულია თუ რას წარმოადგენს უბედური შემთხვევა - „შემთხვევითი და წინასწარ გაუთვალისწინებელი შემთხვევა დაზღვეულისაგან დამოუკიდებლად გარეგანი მიზეზით, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარება და რომელსაც ადგილი აქვს დაზღვევის პერიოდში“.
აღნიშნული შემთხვევა ცალსახად არ წარმოადგენს უბედურ შემთხვევას, ვინაიდან დაზიანება დაზღვეულს არ აქვს მიღებული გარეგანი ძალის ზემოქმედებით ან მისგან დამოუკიდებლად, არამედ მისივე გაუფრთხილებლობით და დაუდევრობით. შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა ანაზღაურებაზე და უარის საფუძვლად განსაზღვრა ხელშეკრულების 2.2.8 (სხეულის თვითდაზიანებით გამოწვეული დაავადება და შემთხვევათა სამედიცინო მომსახურების ხარჯები) და 2.2.9 (მკურნალობის ხარჯები გამოწვეული დაზღვეულის მიერ თავისი თავის განზრახ საფრთხეში ჩაგდებით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც ის მოქმედებს სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით) პუნქტები. მიუხედავად იმისა, რომ დაზღვეული არის შსს-ს მოქმედი თანამშრომელი და იგი სარგებლობს იარაღის ტარებისა და შენახვის უფლებით იგი ვალდებული იყო სიფრთხილე გამოეჩინა ცეცხლსასროლი იარაღის მიმართ, როგორც მომეტებული საფრთხის მატარებელი ნივთის მიმართ და არ გამოეწვია ის შემთხვევა რაც სახეზეა.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ მითითებულ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 2.1.6 პუნქტი, რომელიც არეგულირებს უბედური შემთხვევის შედეგად განპირობებული სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას. ხელშეკრულებაში გაწერილია და მხარეთა შორის შეთანხმებული თუ რას წარმოადგენს უბედური შემთხვევა და ეს არის შემთხვევითი და წინასწარ გაუთვალისწინებელი შემთხვევა დაზღვეულისაგან დამოუკიდებელი გარეგანი მიზეზით, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარებოდა, რომელსაც ადგილი აქვს დაზღვევის პერიოდში. შესაბამისად, მოპასუხე თვლის, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უბედურ შემთხვევას და დ----- ჯ--------ის მიმართ არსებულ შემთხვევას არაფერი აქვს საერთო და მის დარეგულირებას, როგორც უბედური შემთხვევით გამოწვეულ ზიანს და შემდეგ ანაზღაურებას კომპანია ვერ მოახდენდა.
როგორც მოპასუხე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა არ ნიშნავს, რომ ბრალეული ქმედება არ ყოფილა სახეზე. ცალსახაა, რომ მოსარჩელის ქმედება ბრალეულია, რაც გამოიხატება მომეტებულ საფრთხის წყაროს მიმართ მოვლის და შენახვის წესების დარღვევაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20---–-–------------ს სადაზღვევო კომპანია სს „ა----------------ასა“ და ი/მ თ------- ჭ--------–--ეს შორის დაიდო კორპორაციული ხელშეკრულება ჯანმრთელობის დაზღვე-ვის თაობაზე.
ხელშეკრულების მოქმედების ვადად, მე-6 მუხლის 6.1. პუნქტის მიხედვით, განისა-ზღვრა 1 წელი - 2--- წლის 01 აპრილიდან 2--- წლის 01 აპრილამდე. ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა სს „ა----------------ის“ მიერ ინ-----------–--------–-----ს თ------- ჭ--------–--ის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების (დაზღვეული) ჯანმრთელობის დაზღვევა ხელშეკრულების დანართ N2-ში წარმოდგენილი სიის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ასევე დაზღვეულ იქნა თ------- ჭ--------–--ის მეუღლე, დ----- ჯ--------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ს.ფ. 22 - 28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.2. 20---–-–------------ის ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულებაში უბედური შემთხვევა განმარტებულია შემდეგნაირად: შემთხვევითი და წინასწარ გაუთვალის-წინებელი შემთხვევა დაზღვეულისაგან დამოუკიდებელი გარეგანი მიზეზით, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარება და რომელსაც ადგილი აქვს დაზღვევის პერიოდში.
ხელშეკრულების 2.2. მუხლი მზღვეველს ანიჭებს უფლებამოსილებას არ აანაზღაუროს სხვადასხვა სახის დაავადებები. ამასთან, 2.2.8. პუნქტში მითითებულია, სხეულის განზრახ თვითდაზიანებით გამოწვეულ დაავადებათა და შემთხვევათა სამედიცინო მომსახურების ხარჯები, ხოლო 2.2.9. პუნქტში მითითებულია, მკურნალობის ხარჯები გამოწვეული დაზღვეულის მიერ თავისი თავის განზრახ საფრთხეში ჩაგდებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის მოქმედებს სხვისი სიცოცხლის გადარჩენის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ს.ფ. 22 - 28);
3.1.3. სამედიცინო ხელშეკრულების 1.4 პუნქტი ითვალისწინებს უბედური შემთხვევის შედეგად განპირობებული სტაციონარული (ჰოსპიტალური) სამედიცინო მომსახურების ხარჯებს. კერძოდ, ანაზღაურდება არჩეული დაზღვევის პროგრამის ლიმიტისა და თანაგადახდის ფარგლებში და ითვალისწინებს თავისუფალი არჩევანის პრინციპის დაცვით, სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში მომხდარი უბედური შემთხვევით (გარეგანი, მოულოდნელი მიზეზით/უეცარი ხდომილებით) გამოწვეული დაზღვეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული დაუყოვნებლივი სამედიცინო ღონისძიებათა ერთობლიობით, რომლის გადავადების პირობებში გარდა-უვალია დაზღვეულის გარდაცვალება, ქმედუუნარობის შეზღუდვა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება და რომლის დროსაც დაზღვეულის სტაციონარში განთავსება მოხდება 24 საათით და მეტი ხნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჯანმრთელობის დაზღვევა (ს.ფ. 34 - 37)
3.1.4. 20---–-–--------------ს, დ----- ჯ--------ემ, რომელსაც საკუთრებაში ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი შენახვის უფლებით, მისი წმენდისა და აწყობის დროს მარცხენა მტევნის არეში მიიღო ჭრილობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 38 - 39);
- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეყვეტის შესახებ (ს.ფ. 51 - 53)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. დ----- ჯ--------ის მკურნალობის ხარჯებმა, რაც მოიცავდა სხვადასხვა დიაგნოსტიკურ კვლევას, კონსულტაციებს, მედიკამენტოზურ და ოპერაციულ მკურნალობას, შეადგინა 7 300 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- კალკულაცია, გადახდის ქვითრები (ს.ფ. 42 - 46)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2--- წლის 1------------- გაცემული ცნობით გამოძიება დ----- ჯ--------ის ჯანმრთე-ლობის დაზიანების ფაქტზე შეწყდა დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო. დადგენილების თანახმად, იარაღიდან მჭიდის ამოღებისას, მჭიდმა გაჭედა და მასზე ძიძგილაობისას დ----- ჯ--------ეს შემთხვევით გამოეკრა ხელი სასხლეტზე რის გამოც დაიზიანა მარცხენა ხელის მტევანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დადგენილება (ს.ფ. 50 - 53)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. 2----–-–---------------–-- წერილობითი შეტყობინებით სს „ა----------------ამ“ უარი განაცხადა სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე ხელშეკრულების 2.2.8 და 2.2.9 მუხლებზე მითითებით, რომელიც ეხება სხეულის განზრახ თვითდაზიანებას და დაზღვეულის მიერ თავისი თავის განზარ საფრთხეში ჩაგდებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „ა----------------ას“ წერილი (ს.ფ. 54)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დ----- ჯ--------ის ჯანმრთელობის დაზიანება გამოწვეულია მისი გაუფრთხი-ლებელი ქმედების შედეგად;
3.2.2. 20---–-–------------ის ხელშეკრულების პირობების თანახმად სს „ა----------------ა“ ვალდებულია აანაზღაუროს დ----- ჯ--------ის მიერ გაწეული მკურნალობის ხარჯები;
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებუ-ლებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტუ-რება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადო-ობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო განმარტავს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოპასუხე მხარის საპასუხო, უარის წერილი გაგზავნილი მოსარჩელისათვის, რომელშიც იგი არ საუბრობს უბედური შემთხვევის ფაქტის არსებობა-არასებობაზე არამედ განმარტავს, რომ კონკრეტული შემთხვევა ანაზღაურებას არ ექვემდებარება ხელშეკრულების 2.2.8 და 2.2.9 პუნქტების საფუძველზე. ეს წერილი და მასში მითითებული გარემოებები გახდა საფუძველი მოსარჩელისათვის სარჩელის შემოტანისა, შესაბამისად სასამართლომ უნდა შეაფასოს თუ რამდენად დასაბუთებულად უთხრა მოპასუხემ უარი მოსარჩელეს ანაზღაურებაზე და არა იმ ახალ საფუძველზე რაც მოპასუხემ გაამჟღავნა შესაგებლით. უარის წერილში მითითებულმა გარემოებამ გაუკეთა ინიცირება სარჩელს, ხოლო შესაგებლით ინიცირება გაუკეთდა კიდევ ერთ ახალ გარემოებას, რაც მოსარჩე-ლისათვის მანამდე არ იყო ცნობილი, შესაბამისად, ის სარჩელის ფარგლებში მისგან კვალიფიციურად ვერ შეფასდებოდა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დადგენილებაზე, რაც აქარწყლებს სწორედ მოპასუხე მხარის განმარტებას. დადგენილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში ქონდა შენახვის უფლებით ცეცხლსასროლი იარაღი, ამასთან, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ დ----- ჯ--------ის მიმართ ადგილი არ ჰქონია ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტს. ამასთან, დადგენილია და სადავო არ არის მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობა, შესაბამისად, ადგილი აქვს სწორედ უბედურ შემთხვევას, რაც ასევე ხელშეკრულებით მოიცავს შემთხვევით და წინასწარ გაუფრთხილებელ ქმედებას დაზღვეულისაგან დამოუკიდებელი გარეგანი მიზეზით, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარებოდა და რომელსაც ადგილი ქონდა დაზღვევის პერიოდში.
ამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარ-ტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 799-ე, 837-ე, 855-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრუ-ლებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნორმები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 837-ე მუხლის თანახმად, სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევისას ის უფლებები, რომლებიც წარმოიშობა ამ ხელშეკრუ-ლებიდან, ეკუთვნის ამ პირს. სადაზღვევო მოწმობის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ დამზღვევს. დაზღვეულ პირს შეუძლია ისარგებლოს თავისი უფლებებით დამზღვევთან შეთანხმების გარეშე და თავისი უფლებების განხორციელება მოითხოვოს სასამართლოს მეშვეობით მხოლოდ მაშინ, თუ სადაზღვევო მოწმობა მის ხელთაა.
აღნიშნული მუხლის საფუძველზე მოსარჩელე უფლება აქვს მის ხელთ არსებული პოლისის საფუძველზე განახორციელოს მისთვის ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 855-ე მუხლის თანახმად, თუ მზღვევლის მოვალეობა დამოკიდებულია ჯანმრთელობისათვის ზიანის (ვნების) განზრახ მიყენებაზე, მაშინ განზრახვის არარსებობა ივარაუდება მანამდე, სანამ არ დამტკიცდება საწინააღმდეგო.
მითითებულ მუხლით სწორედ მზღვეველს აკისრია მტკიცების ტვირთი, რომ სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის გამომწვევი მიზეზი წარმოადგენს ხელშეკრულების გამონაკლისს და, შესაბამისად, იგი ვერ ექცევა სადაზღვევო პირობებში. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ თვითდაზიანება განზრახ ქმედებით.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მკურნალობისათვის გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 7 300 ლარი. ამასთან, სადაზღვევო ხელშეკრულების დანართი N1-ის მიხედვით, მინიმალური ანაზღაურების ლიმიტი, რაც გულისხმობს ხელშეკრულებით განსაზ-ღვრულ და დაზღვევის ბარათში მითითებული თანხის ოდენობას, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში გასაცემი ჯამური სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმუმს კონკრეტული სადაზღვევო მომსახურებისათვის შეადგენს 8 000 ლარს. მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება სადაზღვევო პერიოდში მოხდა თუ არა დ----- ჯ--------ის მიერ მისთვის განსაზღვრული ლიმიტის გამოყენება, შესაბამისად, აღნიშნული სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანი 7 300 ლარი სრულად ექცევა ხელშეკრულების დანართი N1-ში მითითებულ ანაზღაურების ლიმიტში და არსებობს საფუძველი სარჩელის დაკმაყოფილების.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 219 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეს დ----- ჯ--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკა-ტისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.
საქმეში წარმოდგენილი საგადახდო დავალებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურების სახით გაწეული ხარჯი შეადგენს 292 ლარს, შესაბამისად, არსებობს მისი მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ----- ჯ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
სს „ა----------------ა“-ს დ----- ჯ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს 7 300 ლარის გადახდა;
2. სს „ა----------------ა“-ს დ----- ჯ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 219 ლარის გადახდა;
3. სს „ა----------------ა“-ს დ----- ჯ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურების სახით გაწეული ხარჯის 292 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე