გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელი
3-----------ი 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბლაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - დ--------–----ე
მხარდამჭერი -რ-------------–----ე
წარმომადგენელი- გ----------------–-–---–ი
მოპასუხეები- სს სადაზღვევო კომპანია „ჯ------------–-----ი“
წარმომადგენელი - ა------------------ი
დავის საგანი- ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1 სს სადაზღვევო კომპანია „ჯ------------–-----ს“, დ--------–----ის სასარგებლოდ, დაეკისროს 201- წლის 14 აპრილის N2-------------- პოლისით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება, კერძოდ, სადაზღვევო პრემიის გადახდა 34 521 აშშ დოლარის ოდენობით;
1.2 სს სადაზღვევო კომპანია „ჯ------------–-----ს“, დ--------–----ის სასარგებლოდ, დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
201- წლის 14 აპრილს, სს „თ----------სა“ და დ--------–----ეს შორის, დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 36 200 აშშ დოლარზე. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, დანართი N1/პოლისი N2-------------- შესაბამისად, დ--------–----ის სიცოცხლე დაზღვეულ იქნა სს „ჯ----------–-----ი“-ს მიერ. სიცოცხლის დაზღვევის პოლისი N2---------------ით, დაზღვეულ რისკად განისაზღვრა: დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება ან უბედური შემთხვევით გამოწვეული მუდმივი ქმედუუნარობა, გარდა წინამდებარე პოლისის დანართით და მზღვეველის ვებგვერდზე განთავსებულ სს „თ----------ი“-ს საცალო საკრედიტო პროდუქტების კლიენტი ფიზიკური პირებისთვის სიცოცხლის დაზღვევის მე-13 თავით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
მოსარჩელის განმარტებით, 201- წლის თებერვალში დ--------–----ის ჯანმრთელობა მოულოდნელად გაუარესდა ჰემორაგიული ინსულტის გამო, მას დასჭირდა ნეიროქირურგიული ოპერაცია. ამის მიუხედავად, დ--------–----ეს შეეზღუდა გადაადგილების უნარი. 201- წლის 22 ივნისს დ--------–----ეს მიენიჭა პირველი ჯგუფის შშმ პირის სტატუსი.
დავით ბაციკიძის დედამ, რ------------–----ემ რამდენჯერმე მოითხოვა სადაზღვევო კომპანიისაგან აენაზღაურებინა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი სადაზღვევო თანხა. კომპანიისაგან მან მიიღო უარი, რადგან სადაზღვევო კომპანიის განმარტებით, სადაზღვევო თანხის ანაზღაურება მოხდებოდა მხოლოდ უბედური შემთხვევით გამოწვეული ქმედუუნარობის დროს. მოსარჩელის მოსაზრებით, მას უნდა აუნაზღაურდეს სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული თანხა. ცხოვრების მანძილზე ბევრ ადამიანს უწევს არაერთ კრიტიკულ თუ განუკურნებელ დაავადებასთან შეჯახება, სიცოცხლის დაზღვევის უმთავრესი მიზანი კი ადამიანის დაცვაა ზემოაღნიშნული რისკების ფინანსური ეფექტისგან.
სარჩელის არსი მოპასუხისთვის მის მიერვე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვან შესრულებას წარმოადგენს. კერძოდ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს თანხის გადახდა 34 521 აშშ დოლარის ოდენობით, რაც სს „თ----------თან“ მიმართებით აქვს დ--------–----ეს გადასახდელი. ეს პირობა ეფუძნება სადაზღვევო კომპანიასა და დ--------–----ეს შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსს.
ამასთან, მოსარჩელე განმარტავს, რომ მოსარჩელის სახელით ბანკისთვის გადახდილ იქნა თანხა გარკვეული პერიოდის მანძილზე. ამ გადახდების ოდენობა შეადგენს 9 952 აშშ დოლარს - კრედიტის გადაფარვის ხარჯებს, რომელიც გასწია მოსარჩელის წარმომადგენელმა მას შემდეგ, რაც დ--------–----ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ როგორც წარმოდგენილი შესაგებელით, ისე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ 201- წლის 14 აპრილს დ--------–----ესა და სს „თ----------ს“ შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ამასთან, ამავე ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, ამავე დღეს მსესხებელსა და სს „სადაზღვევო კომპანია ჯ----------–-----ს“ შორის გაფორმდა მესამე პირის სასარგებლოდ დაზღვევის ხელშეკრულება და გაიცა პოლისი, რომლის შესაბამისად, სს „თ----------ი“ მიჩნეულ იქნა რა მოსარგებლედ, მსესხებლის გარდაცვალების ან უბედური შემთხვევით გამოწვეული მუდმივი ქმედუუნარობის გამო იძენდა მზღვეველისაგან სადაზღვევო შემთხვევის დროს დარჩენილი საკრედიტო მიმდინარე დავალიანების ოდენობით თანხის მოთხოვნის უფლებას.
მოპასუხის განმარტებით, ადგილი არ ჰქონია სადაზღვევო შემთხვევას, სს „ჯ----------–-----ი“-ს პოზიცია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის ნაწილში სრულ შესაბამისობაშია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის დებულებებთან, კომპანიის მხრიდან ადგილი არ აქვს ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევას და ამდენად, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 201- წლის 14 აპრილს სს „თ----------სა“ და დ--------–----ეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2--------------, რომლის მიხედვითაც, დ--------–----ემ სასყიდლიანი კრედიტის ფორმით, მიიღო 36 200 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 29 - 30)
3.1.2. ხელშეკრულების ფარგლებში, დანართი N1/პოლისი N2-------------- შესაბამისად, დ--------–----ის სიცოცხლე დაზღვეულ იქნა სს „ჯ----------–-----ი“-ს მიერ. სიცოცხლის დაზღვევის პოლისი N2---------------ით, დაზღვეულ რისკად განისაზღვრა: დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება ან უბედური შემხვევით გამოწვეული მუდმივი ქმედუუნარობა, გარდა წინამდებარე პოლისის დანართით და მზღვეველის ვებგვერდზე განთავსებულ სს „თ----------ი“-ს საცალო საკრედიტო პროდუქტების კლიენტი ფიზიკური პირებისათვის სიცოცხლის დაზღვევის მე-13 თავით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. პოლისით მოსარგებლე პირად განისაზღვრა სს "თ----------ი". დაზღვეული თანხა- 36200 აშშ დოლარი. სადაზღვევო ანაზღაურება- სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის დაზღვეულის ბანკის მიმართ დარჩენილი საკრედიტო მიმდინარე დავალიანება (ძირითადი თანხა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დანართი N1/პოლისი N2-------------- (ს.ფ. 32 - 34)
3.1.3. 22.06 201- წლიდან დ--------–----ე წარმოადგენს შშმ პირს, უვადოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა (ს.ფ. 41 - 48)
3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 07 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა რ------------–----ის განცხადება და დ--------–----ეს დაენიშნა დროებითი მხარდამჭერი - რ------------–----ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 201- წლის 07 ნოემბრის განჩინება (ს.ფ. 50 - 52)
3.1.5. 201- წლის 1- სექტემბრის, 201- წლის 04 აგვისტოს და 201- წლის 20 სექტემბრის წერილებით სს სადაზღვევო კომპანია „ჯ----------–-----მა“ უარი განაცხადა დაზღვევის ფარგლებში სს „თ----------ში“ არსებული საკრედიტო დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1-.09.201-, 04.08.201-, 20.09.201- წლის წერილები (ს.ფ. 53 - 55)
3.2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დ--------–----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ შეესაბამება სადაზღვევო პირობებით გათვალისწინებულ სადაზღვევო შემთხვევას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
განსახილველ შემთხვევაში განხილვის საგანია მიჩნეული უნდა იქნას თუ არა დ--------–----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება უბედურ შემთხვევად.
მოცემულ შემთხვევაში, 201- წლის 14 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, პოლისი N2---------------ის შესაბამისად, დ--------–----ის სიცოცხლე დაზღვეულ იქნა სს „ჯ----------–-----ი“-ს მიერ. დაზღვეულ რისკად განისაზღვრა: დაზღვეულის ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის უბედური შემთხვევით გამოწვეული გარდაცვალება ან უბედური შემთხვევით გამოწვეული მუდმივი ქმედუუნარობა, გარდა წინამდებარე პოლისის დანართით და მზღვეველის ვებგვერდზე განთავსებულ სს „თ----------ი“-ს საცალო საკრედიტო პროდუქტების კლიენტი ფიზიკური პირებისათვის სიცოცხლის დაზღვევის მე-13 თავით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. პოლისით მოსარგებლე პირად განისაზღვრა სს "თ----------ი". დაზღვეული თანხა - 36200 აშშ დოლარი. სადაზღვევო ანაზღაურება - სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის დაზღვეულის ბანკის მიმართ დარჩენილი საკრედიტო მიმდინარე დავალიანება (ძირითადი თანხა).
დაზღვევის პოლისის დანართი #1-ის პირველი მუხლით განსაზღვრულია გამონაკლისები სადაზღვევო პირობებიდან.
სადაზღვევო ხელშეკრულება არ ითვალისწინებს უბედური შემთხვევის განმარტებას. არის თუ არა დ--------–----ის მუდმივი ქმედუუნარობა, უბედური შემთხვევით გამოწვეული მოსარჩელე ვერ ადასტურებს. ის გარემოება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით დამძიმდა პირის შრომისუუნარობა ვერ განიხილება დაზღვევის ურთიერთობის მიზნენისათვის გამოსაყენებელ უბედურ შემთხვევად.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 802-ე, 799-ე, 349-ე, 837-838-ე, 394-ე, 992-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 802-ე მუხლის პირველი ნაწილი მზღვეველს ავალდებულებს სადაზღვევო მოწმობის, პოლისის დამზღვევისათვის გადაცემას, რაც თავისთავად გულისხმობს მზღვეველის მიერ წერილობითი დოკუმენტის გაცემას; ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილში ჩამოთვლილია ინფორმაცია, რასაც უნდა შეიცავდეს სადაზღვევო პოლისი (ა) ხელშეკრულების მხარეების ვინაობასა და მათ ადგილსამყოფელს (საცხოვრებელ ადგილს ან იურიდიულ მისამართს); ბ) დაზღვევის საგნისა და დაზღვეული პირის დასახელებას; გ) სადაზღვევო რისკის განსაზღვრას; დ) დაზღვევის დასაწყისსა და ხანგრძლივობას; ე) სადაზღვევო თანხის ოდენობას; ვ) სადაზღვევო შესატანის მოცულობას, მისი გადახდის ადგილსა და ვადას). სსკ-ის 802-ე მულის მეორე ნაწილის მიხედვით, დაზღვევის პოლისში მიეთითება ყველა ის არსებითი პირობა, რაც დაზღვევის ხელშეკრულების თავისებურებიდან და თვისობრიობიდან გამომდინარე ხელშეკრულების არსებით პირობად შეიძლება იქნეს მიჩნეული. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 802-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით განსაზღვრული შეთანხმების არსებობა თავისთავად გულისხმობს დაზღვევის ხელშეკრულებისათვის დადგენილი წერილობითი ფორმის სავალდებულო ხასიათს.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც მისი მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ დაზღვევის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ ხელშეკრულების არსებით პირობებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 349-ე მუხლის თანახმად, მესამე პირის სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულება შეიძლება მოითხოვოს როგორც კრედიტორმა, ასევე მესამე პირმა, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ანდა თვით ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
მოსარჩელე ითხოვს სადაზღვევო კომპანიას მის სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხის გადახდა.
დავის შინაარსიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა წარმოადგენს სხვა პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევის ხელშეკრულებიდან წარმოშობილ ურთიერთობას, რაც მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 836-838-ე მუხლებით.
სამოქალაქო კოდექსის 837-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევისას ის უფლებები, რომლებიც წარმოიშობა ამ ხელშეკრულებიდან, ეკუთვნის ამ პირს. სადაზღვევო მოწმობის მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ დამზღვევს. მეორე ნაწილით კი განსაზღვრულია დაზღვეული პირის უფლება ისარგებლოს თავისი უფლებებით დამზღვევთან შეთანხმების გარეშე და თავისი უფლებების განხორციელება მოითხოვოს სასამართლოს მეშვეობით მხოლოდ მაშინ, თუ სადაზღვევო მოწმობა მის ხელთაა.
ამავე კოდექსის 838-ე მუხლით, დამზღვევს საკუთარი სახელით შეუძლია, ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად ეკუთვნის დაზღვეულ პირს. თუ გაცემულია სადაზღვევო მოწმობა, მაშინ დამზღვევს შეუძლია, მიიღოს საზღაური დაზღვეული პირის თანხმობის გარეშე ან გადასცეს უფლება დაზღვეულ პირს მხოლოდ მაშინ, თუ დამზღვევი ფლობს სადაზღვევო მოწმობას.
ამდენად, სამოქალაქო კანონმდებლობა ადგენს პირის უფლებას სადაზღვევო კომპანიასთან გააფორმოს სადაზღვევო ხელშეკრულება თავისი სახელით, მაგრამ იმ პირობით, რომ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, სადაზღვევო საზღაურს მიიღებს სხვა პირი, ასეთი დაზღვევა წარმოადგენს სხვა პირთა სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას. სხვა პირის სასარგებლოდ დაზღვევის გაფორმება ხდება მზღვეველსა და დამზღვევს შორის, მაგრამ დამზღვევის მხარეზე მონაწილეობს დაზღვეული. ისევე როგორც დამზღვევი, დაზღვეულიც შეიძლება იყოს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ნებისმიერი მონაწილე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-ე მუხლის შესაბამისად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მითითებული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით კი, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დ--------–----ეს და სს "სადაზღვევო კომპანია ჯ------------–------ს“ შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულება წარმოადგენს მესამე პირის სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას.
დადგენილია, რომ სს "თ----------თან" გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით, მსესხებელს წარმოადგენს დ--------–----ე, რომელსაც ვალდებულებები შესასრულებელი აქვს სს "თ----------ის" მიმართ. დ--------–----ეს და სს "თ----------ს" შორის არსებულ საკრედიტო ურთიერთობის ფარგლებში, დ--------–----ეს და სადაზღვევო კომპანია "ჯ------------–-----ს" შორის მოქმედი დაზღვევის პოლისით მოსარგებლე პირს წარმოადგენს სს "თ----------ი". შესაბამისად, მაშინ როდესაც დაზღვევის ხელშეკრულება დადებულია მესამე პირის სასარგებლოდ და სწორედ ბანკი წარმოადგენს პოლისით მოსარგებლე პირს, რატომ უნდა მოხდეს მოსარჩელის სასარგებლოდ სადაზღვევო კომპანიის მხრიდან თანხის გადახდა, დასაბუთებული არ არის.
დადგენილია, რომ (გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 3.2.1 პუნქტი) დ--------–----ის შრომისუუნარობა განპირობებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით და არა უბედური შემთხვევით. სადაზღვევო კომპანიის უარი სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე არ ეწინააღმდეგება მხარეთა შორის მოქმედი ხელშეკრულების პირობებს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე დროს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანის ანაზღაურება ნიშნავს პირის მიმართ წარმოშობილი ზიანის კომპენსაციას სხვა პირის მიერ. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს ხელშეკრულებიდან ან სამართლებრივი მოწესრიგებით.
კანონით განსაზღვრული ყოველი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წინაპირობა არის, რომ იგი გამოწვეულია მავალდებულებელი გარემოების შედეგად. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებასა და ზიანს შორის, ესე იგი, არსებულ მდგომარეობასა და იმ მდგომარეობას შორის, რომელიც იარსებებდა, რომ არ განხორციელებულიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირობა მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან და ამ შედეგისათვის თანაბარმნიშვნელოვანს წარმოადგენს.
სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებია: მხარეთა ნამდვილი შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რა დროსაც დაცული უნდა იყოს გარიგების ნამდვილობის ზოგადი პირობები. ადგილი უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი მხარის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ხელშეკრულების დებულებების დარღვევის გზით. სახეზე უნდა იყოს ფაქტობრივად დამდგარი ზიანი.
დამდგარი ზიანი მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. ვალდებულების დარღვევა ბრალეული უნდა იყოს. ვალდებულების დარღვევის დროს, კრედიტორი უფლებამოსილია, მოვალეს მოსთხოვოს ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება, რომელიც წარმოიშვა მოვალის ქმედების გამო, ხელშეკრულების შეწყვეტა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის 3-ე პუნქტის თანახმად, გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ვალდებულება აკისრია მხარეს, რომელიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებს აღნიშნულ გარემოებას და შესაბამისად, იგი ეთითება მის მიერ.
მოცემულ შემთხევვაში, ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება იმ ფაქტობრივ საფუძველს, რომ მოპასუხის მიერ სადაზღვევო თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის გამო მან შეასრულა სს "თ----------ის" მიმართ სესხის გადახდის ვალდებულება, რაც მისთვის მიყენებულ ზიანს წარმოადგენს.
სარჩელში მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია რომ მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა და ვერ დაასაბუთა მოპასუხის ქმედებით ზიანის მიყენების ფაქტი. მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული ისეთი მტკიცებულება, რომელიც მიყენებული ზიანის და მიყენებულ ზიანში მოპასუხეების ბრალეულობის ფაქტს დაადასტურებდა.
ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 623-625-ე მუხლებით დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სესხის და საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება მსესხებელს. შესაბამისად, დ--------–----ე ვალდებულია შეასრულოს სს "თ----------ის" მიმართ ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, საქმის წარმოების ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე, 369-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ--------–----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე