გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/21176-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14 სექტემბერი 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე - ლ--------–---
წარმომადგენელი - მ-----–-------------–-–--------–---
მოპასუხე - ს----------------------------------------–-
წარმომადგენელი - თ--------------------------------------–--–---–-
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ს--------------------------------------–--- მოსარჩელე ლ--------–---- სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 192.6 ლარის ანაზღაურება (სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულ იქნა 2018 წლის 31 ივლისის სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე).
მოსარჩელის განმარტებით,ლ--------–---, ს----–--------–----------------- და ს--------------------------------------–---- შორის, ასევე ლ-–--------–---- შორის გაფორმებული ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების თანახმად ღებულობდა სადაზღვევო მომსახურებას ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილში. ლ--------–---მ გაიარა სამედიცინო მომსახურება საქართელოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავდ ამისა სადაზღვევო კომპანიის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება არ მომხდარა. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ს--------------------------------------–--- ლ--------–---- სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 192.6 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართალია ს----–--------–----------------- და მოპასუხეს შორის 2016 წლის 30 დეკემბერს გაფორმდა ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება N---------------- რომლის საფუძველზეც ლ-–--------–---- მიერ დაზღვეული იქნა მეუღლე - ლ--------–---, მაგრამ სადაზღვევო კომპანიას, აღნიშნული ხელშეკრულების N- დანართის 2.2.4. პუნქტის თანახმად, არ ევალება გაწეული ხარჯების ანაზღაურება, რამდენადაც ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის მომსახურება, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. მხარეთა შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების დანართი 2-ით განსაზღვრულია, რომ ამბულატორიული მომსახურება ითვალისწინებს შესაბამისი სამედიცინო ჩვენებისას ექიმ სპეციალისტის კონსულტაციას, ლაბორატორიული ან/და ინსტრუმენტული გამოკვლევების, ასევე ამბულატორიული მანიპულაციების ხარჯების ანაზღაურებას (2.6 პუნქტი), ხოლო წამლების (მედიკამენტების) ღირებულების ანაზღაურება ითვალისწინებს დაზღვეულის ამბულატორიული მკურნალობისას, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების მიხედვით, ნებისმიერი ლიცენზირებული ექიმის და/ან პერსონალური/პირადი ექიმის მიერ დანიშნული და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოწერილი მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას (2.7.პუნქტი)..
ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის დიაგნოზზე დაყრდნობით არ არსებობდა მისთვის ჩატარებული მომსახურების (სანაციების) სამედიცინო ჩვენება, რაც ასევე დასტურდება გაიდლაინით, მზღვეველის მიერ დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნული მომსახურების და მის ჩასატარებლად საჭირო მედიკამენტების/წამლების ანაზღაურებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს----–--------–----------------, ხელშეკრულების დანართ N3-ში მითითებულ პირებსა და სს ,,სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“-ს შორის 2016 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული N--------------- სამმხრივი ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, ლ-–--------–---- მიერ დაზღვეულ იქნა მეუღლე ლ--------–--- საოჯახო L---- ტიპიის ბარათით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- 2016 წლის 30 დეკემბრის ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულება N--------------- (ს.ფ.54-77);
-შემოსავლების სამსახურის 05.05.1-–-–----- (ს.ფ.124);
3.1.2 ლ--------–---ს შპს N- სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის მიერ, რომელიც არ წარმოადგენს მზღვეველის კონტრაქტორ, პროვაიდერ დაწესებულებას გაეწია ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება და დანიშნულ იქნა მედიკამენტოზური მკურნალობის ინტრავენური და ინტრამუსკულარული ინექციების და სანაციების კურსი. სამედიცინო მომსახურების თანხა სრულად იქნა გადახდილი პაციენტის მიერ და წარედგინა სადაზღვევო კომპანიას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
-ს------------------------------------–---ს წერილი ლ------–---- (ს.ფ 37);
3.1.3. სადაზღვევო კომპანიის მიერ აღიარებულ და ანაზღაურებულ იქნა ლ--------–---- სპეციალისთთან კონსულტაციის, სამეანო ულტრაბგერითი კვლევის და ნაცხის ანალიზი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
-ს------------------------------------–---ს წერილი ლ------–---- (ს.ფ 37);
3.1.4. მოსარჩელის დიაგნოზზე დაყრდნობით, მოპასუხემ მიიჩნია რომ არ არსებობდა სამედიცინო დაწესებულების მიერ ლ--------–----ათვის ჩატარებული მომსახურების (სანაციების) სამედიცინო ჩვენება და არ დააკმაყოფილა დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნული მომსახურების და მის ჩასატარებლად საჭირო მედიკამენტების/წამლების ანაზღაურების თაობაზე სადვო თანხის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
-ს------------------------------------–---ს წერილი ლ------–---- (ს.ფ 37);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მითითებული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
3.2.1. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზზე დაყრდნობით არ არსებობდა პაციენტისათვის ჩატარებული მომსახურების (სანაციების) სამედიცინო ჩვენება, რაც ასევე დასტურდება გაიდლაინით.
მოპასუხე მხარე საკუთარი პოზიციის მართებულობის დასტურად მიუთითებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ სხვადასხვა დიაგნოზებისა და მათი მკურნალობის სახელმწიფო გაიდლაინ/პროტოკოლებზე და განმარტავს, რომ ისინი ზუსტად აღწერს თუ რა სახის მკურნალობა უნდა ჩატარდეს კონკრეტული დაავადების მკურნალობის დროს. მათ შორისაა მინისტრის ბრძანების საფუძველზე დამტკიცებული სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების მართვა ზოგად საექიმო პრაქტიკაში _ კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ რეკომენდაცია (გაიდლაინი). აღნიშნული გაიდლაინის 105-106 გვერდებზე დაწვრილებითაა განხილული ვულვო-ვაგინალური კანდიდოზის (VVC) კლასიფიკაცია და მკურნალობის მეთოდები. მოცემულ შემთხვევაში ლ--------–---- დიაგნოზი იყო ვულვო-ვაგინალური კანდიდოზი. მას მკურნალი ექიმის მიერ ჩაუტარდა სანაციები, რომლის ჩატარების აუცილებლობაზე არ არის საუბარი კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ რეკომენდაციაში, მეტიც, მსგავსი სახის მომსახურებები ზოგადად არ განიხილება საექიმო პრაქტიკაში, როგორც კანდიდოზური ვაგინიტის მკურნალობის ალტერნატივა და გაიდლაინის არცერთ ნაწილში არ არის მოხსენიებული მოსარჩელისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების - სანაციების ჩატარების მიზანშეწონილობაც კი;
სსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით.
სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტული შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება და იმ სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულების სასამართლოსათვის წარდგენა, რომ მოსარჩელეს მკურნალი ექიმის მიერ ჩაუტარდა სანაციები, რომლის ჩატარების აუცილებლობაც არ არსებობდა.
სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე სპეციალისტის სახით მოწვეული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტის (დერმატო-ვენეროლოგიაში) განმარტებაზე, რომელმაც ცალსახად დააფიქსირა რომ: გაიდლაინები ატარებს სარეკომენდაციო ხასიათს და ექიმს უფლება აქვს აირჩიოს რეკომედაციისაგან განსხვავებული მკურნალობის მეთოდი; და რაც არსებითად საყურადღებოა, სპეციალისტმა განმარტა რომ ლიცენზირებული მკურნალი ექიმის მიერ დადგენილი დიაგნოზისა და დანიშნული მედიკამენტების თუნდაც გაიდლაინებთან შესაბამისობის დადგენის კომპეტენცია გააჩნიათ მხოლოდ სამინისტროს შესაბამისი დარგის ექსპერტებს.
შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელთა მითითებას, რომ მზღვეველთან დასაქმებული, თუნდაც შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე ექიმ სპეციალისტი, უფლებამოსილი და კომპატენტურია შეაფასოს ლიცენზირებული სამედიცინო დაწესებულების, სერტიფიცირებული მკურნალი ექიმის მიერ პაციენტისათვის დასმული დიაგნოზი და განსაზღვროს დანიშნული მედიკამენტოზური მკურნალობის მიზანშეწონილობა და შესაბამისობა კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ რეკომენდაციებთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
- სპეციალსიტის ჩვენება (იხ. 2018 წლის 14 სექტემბრისს ხდომის ოქმი)
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ--------–---- სარჩელი მოპასუხისათვის სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 799-ე, მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
დადგენილია, რომ ს----–--------–----------------, ხელშეკრულების დანართ N3-ში მითითებულ პირებსა და სს ,,სადაზღვევო კომპანია იმედი ელ“-ს შორის 2016 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული N--------------- სამმხრივი ჯანმრთელობის დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, ლ-–--------–---- მიერ დაზღვეულ იქნა მეუღლე ლ--------–--- საოჯახო L---- ტიპიის ბარათით. ლ--------–---ს შპს N- სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრში, რომელიც არ წარმოადგენს მზღვეველის კონტრაქტორ, პროვაიდერ დაწესებულებას გაეწია ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება და დანიშნულ იქნა მედიკამენტოზური მკურნალობის ინტრავენური და ინტრამუსკულარული ინექციების და სანაციების კურსი. სამედიცინო მომსახურების თანხა სრულად იქნა გადახდილი პაციენტის მიერ და წარედგინა სადაზღვევო კომპანიას ანაზღაურების მიზნით. მოსარჩელის დიაგნოზზე დაყრდნობით, მოპასუხემ მიიჩნია რომ არ არსებობდა სამედიცინო დაწესებულების მიერ ლ--------–----ათვის ჩატარებული მომსახურების (სანაციების) სამედიცინო ჩვენება და არ დააკმაყოფილა დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნული მომსახურების და მის ჩასატარებლად საჭირო მედიკამენტების/წამლების ანაზღაურების თაობაზე. სადავო არ არის მხარეთა შორის, რომ სადაზღვევო კომპანიის მხრიდან მოსარჩელე ლ--------–----ათვის ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 192.6 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). ამავე კოდექსის 837-ე მუხლის თანახმად დაზღვეულ პირს შეუძლია ისარგებლოს თავისი უფლებებით დამზღვევთან შეთანხმების გარეშე და თავისი უფლებების განხორციელება მოითხოვოს სასამართლოს მეშვეობით, მხოლოდ მაშინ, თუ სადაზღვევო მოწმობა მის ხელთაა.
საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ მოპასუხემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ დაძლია მტკიცების საგანში შემავალი სადავო ფაქტის მტკიცების ტვირთი და სარწმუნოდ და უტყუარად ვერ დაადასტურა ლია მუმალაძისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების - სანაციების ჩატარების მიზანშეუწონლობა, რაც საფუძვლად დაედო სადაზღვევო კომპანიის მიერ შესაბამისი მომსახურების და მის ჩასატარებლად საჭირო მედიკამენტების/წამლების ანაზღაურებაზე ლ--------–---- მოთხოვნის არ დაკმაყოფილებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქლაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანხმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს “სადაზღვევო კომპანია იმედი ელმა“ დაუსაბუთებელად უთხრა უარი ლ--------–---ს გაწეული სამედიცინო მომსახურების (სანაციების) და მის ჩასატარებლად საჭირო მედიკამენტების/წამლების ანაზღაურებაზე; შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა 192.6 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარიდან 50 ლარის ანაზღაურება, ხოლო 50 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან.
რაც შეეხება წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურებას, სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იგი ექვემდებარება ანაზღაურებას გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს რომ ასანაზღაურებელი იურიდიული მომსახურების ღირებულება უნდა განისაზღვროს 7.70 ლარის ოდენობით და გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 365-ე, მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ--------–---- სარჩელი სს ,,სადაზღვევო კომპანია იმედი ელ"-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე ს--------------------------------------–--- ლ--------–---- სასარგებლოდ დაეკისროს -192.6 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე ს--------------------------------------–--- ლ--------–---- სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან - 50 ლარის ანაზღაურება.
3. ლ--------–---ს დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (100 ლარი), რომელიც გადახდილ იქნა 0--------- წელს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი T-------; გადამხდელის ბანკი - ს------–---------------- სახაზინო კოდი 3---------- (ქვითრის №1-------) _ 50 ლარი.
4. ს--------------------------------------–--- მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულის ხარჯის - 7.70 ლარის ანაზღაურება;
5. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2 000 ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი