გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210017001787290
საქმე №2/84-17წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06.03..2018 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ვალერიან ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - მარი მირიანაშვილი
მოსარჩელე - სს ,,თიბისი ბანკი”;
წარმომადგენელი - ი----------–---–ი
მოპასუხე - ჯუ-–--------------ვი
ნიზ--------------ი
წარმომადგენელი_ კაზ--------------ოვი
დავის საგანი თანხის დაკისრება; იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეებს ჯუ-–--------------ვს და ნიზ--------------ს მოსარჩელე სს “თიბისი ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 24 ივნისის N3272339-7990900 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 32556.15 ( ოცდათორმეტი ათას ხუთას ორმოცდათექვსმეტი ლარი და ხუთმეტი თეთრი) საიდანაც ძირი თანხაა 30000,00 (ოცდაათი ათასი ლარი), პროცენტი 2256.15 (ორი ათას ორასორმოცდათექვსმეტი ლარი და ხუთმეტი თეთრი) პირგასამტეხლო 300.00 (სამასი ლარი), გადახდა.
1.2 მოპასუხე ჯუ-–--------------ვს მოსარჩელე სს ,,თიბისი ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 2016 წლის 11 მარტის N3272339-8282618 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12783,26 (თორმეტი ათას შვიდას ოთხმოცდასამი ლარი და ოცდაექვსი თეთრი) საიდანაც ძირი თანხაა 9000,00 (ცხრა ათასი ლარი), პროცენტი 1573.27 (ათას ხუთასსამოცდაცამეტი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ჯარიმა 2209,99ლარი) გადახდა.
1.3 მოპასუხეებს ჯუ-–--------------ვს და ნიზ--------------ს მოსარჩელე სს “თიბისი ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 24 ივნისის N3272339-7990900 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (32556.15 ( ოცდათორმეტი ათას ხუთასორმოცდათექვსმეტი ლარი და ხუთმეტი თეთრი) ლარზე ძირ თანხასა და დარიცხულ პროცენტზე N0107.3272339.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (24.01.2017 წელი) 90 დღის მანძილზე (24.04.2017 წელი) ჩათვლით ყოველდღიურად 32,26 ლარის გადახდა.
1.4 მოპასუხე ჯუ-–--------------ვს მოსარჩელე სს “თიბისი ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 11 მარტის N3272339-8282618 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (10573,27 ( ათი ათას ხუთასსამოცდაცამეტი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარზე ძირ თანხასა და დარიცხულ პროცენტზე N0107.3272339.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (24.01.2017 წელი) 90 დღის მანძილზე (24.04.2017 წელი) ჩათვლით ყოველდღიურად 10,57 ლარის გადახდა.
1.5 დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ჯუ-–--------------ვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ქეშალო, დაზუსტებული ფართით 821,00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N01/2 საცხოვრებელი ფართი 118 კვ.მ. N02/1 დამხმარე 121 კვ.მ., ს/კN55.22.53.222.
1.6 იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ მოძრავი ქონება.
1.7 სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ჯუ-–--------------ვის წარმომადგენელმა კაზ--------------ოვმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. სხდომაზე მოპასუხის ჯუ-–--------------ვმა და მისმა წარმომადგენელმა კაზ--------------ოვმა განაცხადეს, რომ ნაწილობრივ ცნობენ სარჩელს 2015 წლის 24 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირველ სასარჩელო მოთხოვნას ცნობს სრულად, 2016 წლის 11 მარტის საკრედიტო ხელშკრუოებიდან გამომდინარე სასარჩელეო მოთხოვნას ცნობს ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში, პირგასამტეხლოს, ასევე დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში სარჩელს არ ცნობენ.
მოპასუხე ნიზ--------------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი უდავო გარემოება მხარეთა შორის არ არსებობს.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 24 ივნისს მოსარჩელე სს „თიბისი ბანკსა“ და მოპასუხე ჯუ-–--------------ვს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად ბანკი კლიენტს მოემსახურებოდა შემდეგი საკრედიტო პროდუქტებით: საბანკო კრედიტით, საკრედიტო ხაზით, ოვერდრაფტით საკრედიტო ლიმიტით, სანაკო გარანტიით და სხვა საბანკო პროდუქტებით. ხოლო მსესხებელი თავის მხრივ ვალდებულია საბანკო კრედიტის ძირი და მასზე დარიცხული პროცენტი უნდა დაეფარა გადახდის გრაფიკით გათვალიწინებულ ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 24 ივნისის ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ
3.2.2. 2015 წლის 24 ივნისს, სს „თიბისი ბანკსა“ და მოპასუხე ჯუ-–--------------ვს შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების, და საბანკო ოპერაციებს შესახებ ხელშეკრულების და შემდგომში „ძირითადი ხელშეკრულების“ უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელე სს „თიბისი ბანკსა“ და მოპასუხე ჯუ-–--------------ვს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება , რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ჯუ-–--------------ვის საკუთრებაში უძრავი ქონება მდებარე დაზუსტებული ფართით 821,00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N01/2 საცხოვრებელი ფართი 118 კვ.მ. N02/1 დამხმარე 121 კვ.მ., ს/კN55.22.53.222
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 24 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულება.
3.2.3 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის 24 ივნისს, სს „თიბისი ბანკსა“ და მოპასუხე ჯუ-–--------------ვს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა კრედიტი 40000 ლარის ოდენობით, კრედიტი გაცემული იქნა 48 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 15%-თ, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე _ ვადაგადაცლებული თანხის (ანუ გადაუხდელი თანხის) 0,1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სეხის დაფარვა უნდა განხორცილებულიყო თანდართული გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 24 ივნისის N3272339-7990900 საკრედიტო ხელშეკრულება
3.2.4 2015 წლის 24 ივნისს სს „თიბისი ბანკსა“ და მოპასუხე ჯუ-–--------------ვს შორის გაფორმებული N3272339-7990900 საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „თიბისი ბანკსა“ და ნიზ--------------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც სოლიდარულმა თავდებმა პირმა სრულად იკისრა იმ ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულება რაც წარმოშობილი იყო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარული თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 42000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 24 ივნისის თავდებობის ხელშეკრულება
3.2.5 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის 11 მარტს, სს „თიბისი ბანკსა“ და მოპასუხე ჯუ-–--------------ვს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა კრედიტი 9000 ლარის ოდენობით, კრედიტი გაცემული იქნა 15 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 20%-თ, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე _ ვადაგადაცილებული ერთი დღის შემდეგ, დავალიანების თანხის (ანუ გადაუხდელი თანხის) 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ფქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადცილებისთვის _ 20 ლარი. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო თანდართული გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 11 მარტის N3272339-8282618 საკრედიტო ხელშეკრულება
3.2.6. მოპასუხეების ჯუ-–--------------ვის და ნიზ--------------ის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2017 წლის 24 იანვრის მდგომარეობით 2015 წლის 24 ივნისის N3272339-7990900 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 32556.15 ( ოცდათორმეტი ათას ხუთას ორმოცდათექვსმეტი ლარი და ხუთმეტი თეთრი) საიდანაც ძირი თანხაა 30000,00 (ოცდაათი ათასი ლარი), პროცენტი 2256.15 (ორი ათას ორასორმოცდათექვსმეტი ლარი და ხუთმეტი თეთრი) პირგასამტეხლო 300.00 (სამასი ლარი), ხოლო მოპასუხე ჯუ-–--------------ვის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2017 წლის 24 იანვრის მდგომარეობით 2016 წლის 11 მარტის N3272339-8282618 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 12783,26 ( თორმეტი ათას შვიდას ოთხმოცდასამი ლარი და ოცდაექვსი თეთრი) საიდანაც ძირი თანხაა 9000,00 (ცხრა ათასი ლარი), პროცენტი 1573.27 ( ათას ხუთასსამოცდაცამეტი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ჯარიმა 2209,99
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
3.2.7. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
_ მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი);
- ცნობა დავალიანების შესახებ;
3.2.8. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ, კრედიტის ძირითადი თანხის და პროცენტის გარდა, მოპასუხეს აკისრია ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც, მაგრამ, სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უნდა დადგინდეს, რა რაოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა.
სარჩელით მოთხოვნილი ჯარიმა (პირგასამტეხლო), რომელიც იქნა მოთხოვნილი მოსარჩელის მიერ 2016 წლის 11 მარტის N3272339-8282618 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმა 2209,99 (ორი ათას ორას ცხრა ლარი და ოთხმოცდა ცხრამეტი თეთრი) ლარი, მეტია დარიცხულ პროცენტზე. ხოლო 2015 წლის 24 ივნისის N3272339-7990900 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია.
ასევე სარჩელით მოთხოვნილი ჯარიმა (პირგასამტეხლო), რომელიც იქნა მოთხოვნილი მოსარჩელის მიერ 2016 წლის 11 მარტის N3272339-8282618 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 10573,27 ( ათი ათას ხუთასსამოცდაცამეტი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარზე ძირ თანხასა და დარიცხულ პროცენტზე N0107.3272339.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (24.01.2017 წელი) 90 დღის მანძილზე (24.04.2017 წელი) ჩათვლით ყოველდღიურად 10,57 ლარის, მეტია დარიცხულ პროცენტზე.
ასევე შეუსაბამოა სარჩელით მოთხოვნილი ჯარიმა (პირგასამტეხლო), რომელიც იქნა მოთხოვნილი მოსარჩელის მიერ 2015 წლის 24 ივნისის N3272339-7990900 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (32556.15 (ოცდათორმეტი ათას ხუთასორმოცდათექვსმეტი ლარი და ხუთმეტი თეთრი) ლარზე ძირ თანხასა და დარიცხულ პროცენტზე N0107.3272339.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (24.01.2017 წელი) 90 დღის მანძილზე (24.04.2017 წელი) ჩათვლით ყოველდღიურად 32,26 ლარი,გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ბანკის მხრიდან განხორციელებული მოქმედება პირგასამტეხლოს სახით _ ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრების ნაწილში ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებსა და შესაბამისად, საჯარო წესრიგს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო ხაზს უსვამს, რომ იგი გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2016 წლის 11 მარტის N3272339-8282618 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმა 2209,99 (ორი ათას ორას ცხრა ლარი და ოთხმოცდა ცხრამეტი თეთრი) ლარი არათანაზომიერია და უნდა შემცირდეს გონივრულ თანხამდე 1500 (ათას ხუთასი) ლარამდე.
სასამართლოს მიაჩნია რომ 2016 წლის 11 მარტის N3272339-8282618 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 10573,27 ( ათი ათას ხუთასსამოცდაცამეტი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარზე ძირ თანხასა და დარიცხულ პროცენტზე N0107.3272339.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (24.01.2017 წელი) 90 დღის მანძილზე (24.04.2017 წელი) ჩათვლით ყოველდღიურად 10,57 ლარი არათანაზომიერია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე პირგასამტეხლო 0,02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (24.01.2017 წელი) 90 დღის მანძილზე (24.04.2017 წელი) ჩათვლით ყოველდღიურად 2,11 ლარამდე. ხოლო 2015 წლის 24 ივნისის N3272339-7990900 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (32556.15 ( ოცდათორმეტი ათას ხუთასორმოცდათექვსმეტი ლარი და ხუთმეტი თეთრი) ლარზე ძირ თანხასა და დარიცხულ პროცენტზე N0107.3272339.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (24.01.2017 წელი) 90 დღის მანძილზე (24.04.2017 წელი) ჩათვლით ყოველდღიურად 6,45 ლარამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
სასამართლომ გამოიყენა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე, 131-ე, 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-ე, 317-ე, 403, 417-418-ე, 420-ე, 625-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამომღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია, რომ 2015 წლის 24 ივნისს მოსარჩელე სს „თიბისი ბანკსა“ და მოპასუხე ჯუ-–--------------ვს შორის გაფორმდა ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, რომლის თანახმად ბანკი კლიენტს მოემსახურებოდა შემდეგი საკრედიტო პროდუქტებით: საბანკო კრედიტით, საკრედიტო ხაზით, ოვერდრაფტით საკრედიტო ლიმიტით, სანაკო გარანტიით და სხვა საბანკო პროდუქტებით. ხოლო მსესხებელი თავის მხრივ ვალდებულია საბანკო კრედიტის ძირი და მასზე დარიცხული პროცენტი უნდა დაეფარა გადახდის გრაფიკით გათვალიწინებულ ვადაში.
საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის 24 ივნისს, სს „თიბისი ბანკსა“ და მოპასუხე ჯუ-–--------------ვს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა კრედიტი 40000 ლარის ოდენობით, კრედიტი გაცემული იქნა 48 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 15%-თ, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე _ ვადაგადაცლებული თანხის (ანუ გადაუხდელი თანხის) 0,1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სეხის დაფარვა უნდა განხორცილებულიყო თანდართული გრაფიკის მიხედვით.
2015 წლის 24 ივნისს სს „თიბისი ბანკსა“ და მოპასუხე ჯუ-–--------------ვს შორის გაფორმებული N3272339-7990900 საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „თიბისი ბანკსა“ და ნიზ--------------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც სოლიდარულმა თავდებმა პირმა სრულად იკისრა იმ ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულება რაც წარმოშობილი იყო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარული თავდები პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 42000 ლარის ოდენობით.
საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2016 წლის 11 მარტს, სს „თიბისი ბანკსა“ და მოპასუხე ჯუ-–--------------ვს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა კრედიტი 9000 ლარის ოდენობით, კრედიტი გაცემული იქნა 15 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 20%-თ, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე _ ვადაგადაცილებული ერთი დღის შემდეგ, დავალიანების თანხის (ანუ გადაუხდელი თანხის) 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ფქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადცილებისთვის _ 20 ლარი. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო თანდართული გრაფიკის მიხედვით.
მოპასუხეების ჯუ-–--------------ვის და ნიზ--------------ის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2017 წლის 24 იანვრის მდგომარეობით 2015 წლის 24 ივნისის N3272339-7990900 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 32556.15 ( ოცდათორმეტი ათას ხუთას ორმოცდათექვსმეტი ლარი და ხუთმეტი თეთრი) საიდანაც ძირი თანხაა 30000,00 (ოცდაათი ათასი ლარი), პროცენტი 2256.15 (ორი ათას ორასორმოცდათექვსმეტი ლარი და ხუთმეტი თეთრი) პირგასამტეხლო 300.00 (სამასი ლარი), ხოლო მოპასუხე ჯუ-–--------------ვის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2017 წლის 24 იანვრის მდგომარეობით 2016 წლის 11 მარტის N3272339-8282618 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 12783,26 ( თორმეტი ათას შვიდას ოთხმოცდასამი ლარი და ოცდაექვსი თეთრი) საიდანაც ძირი თანხაა 9000,00 (ცხრა ათასი ლარი), პროცენტი 1573.27 ( ათას ხუთასსამოცდაცამეტი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ჯარიმა 2209,99 ლარს.
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ დავალიანების დაფარვა ძირითადი თანხისა და პროცენტის სახით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოპასუხემ სარჩელი სცნო ნაწილობრივ ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ასევე სარჩელის ცნობის საფუძვლით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. შესაბამისად დადგენილია, რომ მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პროცენტზე და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პროცენტი არ წარმოადგენს არაგონივრულ ოდენობას.
ამასთან დადგენილია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეების ჯუმშუთ ზახაროვის და ნიზ--------------ის დავალიანება მოსარჩელის მიმართ 2017 წლის 24 იანვრის მდგომარეობით 2015 წლის 24 ივნისის N3272339-7990900 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტი არის 2256.15 (ორი ათას ორასორმოცდათექვსმეტი ლარი და ხუთმეტი თეთრი), ხოლო 2016 წლის 11 მარტის N3272339-8282618 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ პროცენტი 11573.27 ( ათას ხუთასსამოცდაცამეტი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) რაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი _ სასამართლო ხაზს უსვავს, რომ გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება. სარჩელით მოთხოვნილი ჯარიმა (პირგასამტეხლო), რომელიც იქნა მოთხოვნილი მოსარჩელის მიერ 2016 წლის 11 მარტის N3272339-8282618 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმა 2209,99 (ორი ათას ორას ცხრა ლარი და ოთხმოცდა ცხრამეტი თეთრი) ლარი, მეტია დარიცხულ პროცენტზე. ხოლო 2015 წლის 24 ივნისის N3272339-7990900 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია. შესაბამისად შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო 2016 წლის 11 მარტის N3272339-8282618 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმა 2209,99 (ორი ათას ორას ცხრა ლარი და ოთხმოცდა ცხრამეტი თეთრი) ლარი უნდა შემცირდეს გონივრულ თანხამდე 1500 (ათას ხუთასი) ლარამდე.
სასამარღლოს მიაჩნია რომ საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი _ სასამართლო ხაზს უსვავს, რომ გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება სარჩელით მოთხოვნილი ჯარიმა (პირგასამტეხლო), რომელიც იქნა მოთხოვნილი მოსარჩელის მიერ 2016 წლის 11 მარტის N3272339-8282618 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 10573,27 ( ათი ათას ხუთასსამოცდაცამეტი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარზე ძირ თანხასა და დარიცხულ პროცენტზე N0107.3272339.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (24.01.2017 წელი) 90 დღის მანძილზე (24.04.2017 წელი) ჩათვლით ყოველდღიურად 10,57 ლარის, მეტია დარიცხულ პროცენტზე.
ასევე შეუსაბამოა სარჩელით მოთხოვნილი ჯარიმა (პირგასამტეხლო), რომელიც იქნა მოთხოვნილი მოსარჩელის მიერ 2015 წლის 24 ივნისის N3272339-7990900 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (32556.15 ( ოცდათორმეტი ათას ხუთასორმოცდათექვსმეტი ლარი და ხუთმეტი თეთრი) ლარზე ძირ თანხასა და დარიცხულ პროცენტზე N0107.3272339.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (24.01.2017 წელი) 90 დღის მანძილზე (24.04.2017 წელი) ჩათვლით ყოველდღიურად 32,26 ლარი,სასამართლოს მიაჩნია რომ 2016 წლის 11 მარტის N3272339-8282618 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 10573,27 ( ათი ათას ხუთასსამოცდაცამეტი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარზე ძირ თანხასა და დარიცხულ პროცენტზე N0107.3272339.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (24.01.2017 წელი) 90 დღის მანძილზე (24.04.2017 წელი) ჩათვლით ყოველდღიურად 10,57 ლარი არათანაზომიერია და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე პირგასამტეხლო 0,02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (24.01.2017 წელი) 90 დღის მანძილზე (24.04.2017 წელი) ჩათვლით ყოველდღიურად 2,11 ლარამდე. ხოლო 2015 წლის 24 ივნისის N3272339-7990900 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე (32556.15 ( ოცდათორმეტი ათას ხუთასორმოცდათექვსმეტი ლარი და ხუთმეტი თეთრი) ლარზე ძირ თანხასა და დარიცხულ პროცენტზე N0107.3272339.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (24.01.2017 წელი) 90 დღის მანძილზე (24.04.2017 წელი) ჩათვლით ყოველდღიურად 6,45 ლარამდე.
6.5 სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სესხის გაცემის შემთხვევაში ნებისმიერი საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.
6.6 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2015 წლის 24 ივნისს, სს „თიბისი ბანკსა“ და მოპასუხე ჯუ-–--------------ვს შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების, და საბანკო ოპერაციებს შესახებ ხელშეკრულების და შემდგომში „ძირითადი ხელშეკრულების“ უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელე სს „თიბისი ბანკსა“ და მოპასუხე ჯუ-–--------------ვს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება , რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ჯუ-–--------------ვის საკუთრებაში უძრავი ქონება მდებარე დაზუსტებული ფართით 821,00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N01/2 საცხოვრებელი ფართი 118 კვ.მ. N02/1 დამხმარე 121 კვ.მ., ს/კN55.22.53.222
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის შესაბამისად იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად შესაბამისად ხელშეკრულების მიხედვით გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
6.8 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე ფაქტებს, გარემოებებს და დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის საფუძვლად მითითებული ფაქტი წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება არ არის სარწმუნო და საკმარისი.
ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები, არამედ, მოპასუხეცაა ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს შესაგებელში აღნიშნული გარემოებები.
ამდენად, სასამარლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდა მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1631,17 ლარის ოდენობით, მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში, შესაბამისად სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შემცირდა პირგასამტეხლო.
შესაბამისად, მოპასუხეებს ჯუ-–--------------ვს და ნიზ--------------ს სოლიდარულად სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 17,41 (ჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარის და ამონაწერის განახლების საფასურის 15 (ხუთმეტი) ლარის გადახდა. მოპასუხე ჯუ-–--------------ვს სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50,69 (ორმოცდაათი ლარი და სამოცდაცხრა თეთრი) ლარის გადახდა.
ასევე ვინაიდან მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი ძირითადი თანხის პროცენტის ნაწილში, ხოლო მოსარჩელემ უარი თქვა სასარჩელო მოთხოვნაზე 5178.07 ლარის ნაწილში და სარჩელი ასევე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სს „თიბისი ბანკს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 1449,22 (ათას ოთხასორმოცდაცხრა ლარი და ოცდაორი თეთრი) ლარი. დანარჩენი გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249ე, -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს ,,თიბისი ბანკის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს ჯუ-–--------------ვს და ნიზ--------------ს მოსარჩელე სს ,,თიბისი ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 24 ივნისის N3272339-7990900 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 32556.15 ( ოცდათორმეტი ათას ხუთას ორმოცდათექვსმეტი ლარი და თხუთმეტი თეთრი) საიდანაც ძირი თანხაა 30000,00 (ოცდაათი ათასი ლარი), პროცენტი 2256.15 (ორი ათას ორასორმოცდათექვსმეტი ლარი და ხუთმეტი თეთრი) პირგასამტეხლო 300.00 (სამასი ლარი), გადახდა.
2.1 მოპასუხე ჯუ-–--------------ვს მოსარჩელე სს ,,თიბისი ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 2016 წლის 11 მარტის N3272339-8282618 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 12073,27 (თორმეტი ათას სამოცდაცამეტი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) საიდანაც ძირი თანხაა 9000,00 (ცხრა ათასი ლარი), პროცენტი 1573.27 (ათას ხუთასსამოცდაცამეტი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ჯარიმა 1500 ლარი, გადახდა.
2.2 მოპასუხეებს ჯუ-–--------------ვს და ნიზ--------------ს მოსარჩელე სს “თიბისი ბანკის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 24 ივნისის N3272339-7990900 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (32556.15 (ოცდათორმეტი ათას ხუთასორმოცდათექვსმეტი ლარი და ხუთმეტი თეთრი) ლარზე ძირ თანხასა და დარიცხულ პროცენტზე N0107.3272339.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (24.01.2017 წელი) 90 დღის მანძილზე (24.04.2017 წელი) ჩათვლით ყოველდღიურად 6,45 ლარის, ჯამში 580,50 ლარის გადახდა.
2.3 მოპასუხე ჯუ-–--------------ვს მოსარჩელე სს ,,თიბისი ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 11 მარტის N3272339-8282618 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (10573,27 ( ათი ათას ხუთასსამოცდაცამეტი ლარი და ოცდაშვიდი თეთრი) ლარზე ძირ თანხასა და დარიცხულ პროცენტზე N0107.3272339.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეწყვეტიდან (24.01.2017 წელი) 90 დღის მანძილზე (24.04.2017 წელი) ჩათვლით ყოველდღიურად 2,11 ლარის, ჯამში 189,90 ლარს გადახდა.
2.4 დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ჯუ-–--------------ვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ქეშალო, დაზუსტებული ფართით 821,00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N01/2 საცხოვრებელი ფართი 118 კვ.მ. N02/1 დამხმარე 121 კვ.მ., ს/კ N55.22.53.222.
2.5 იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების უზრუნველყოფის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ მოძრავი ქონება.
3. მოპასუხეებს ჯუ-–--------------ვს და ნიზ--------------ს სოლიდარულად სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 17,41 (ჩვიდმეტი ლარი და ორმოცდაერთი თეთრი) ლარის და ამონაწერის განახლების საფასურის 15 (ხუთმეტი) ლარის გადახდა.
4. მოპასუხე ჯუ-–--------------ვს სს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50,69 (ორმოცდაათი ლარი და სამოცდაცხრა თეთრი) ლარის გადახდა.
5. სს „თიბისი ბანკს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 1449,22 (ათას ოთხასორმოცდაცხრა ლარი და ოცდაორი თეთრი) ლარი. (სს თიბისი ბანკი საგადასახადო დავალება N1; 25.01.2017 წელი გადახდილი თანხა 1631,17 ლარი).
6. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. რაზედაც შესაძლებელია კერძო საჩივრის შეტანა 12 დღის ვადაში ამავე სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტის წესების დაცვით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი