გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210117002134202
საქმე №2/809-17 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი 2019 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი
მოსარჩელე: სს ,,კ------------ი“
წარმომადგენელი; და--------------–---–ი
მოპასუხეები: ბა---------------ი, ან----------------ა, მუ------------------ი, ილ----–--------ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სარჩელის მოთხოვნები:
1.1. მოპასუხეებს ბა---------------ს, ან----------------ას, მუ------------------სა და ილ----–--------ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 5 416.78 (ხუთი ათას ოთხასთექვსმეტი აშშ დოლარი და სამოცდათვრამეტი ცენტი) აშშ დოლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 4 100 (ოთხი ათას ასი) აშშ დოლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 584.98 (ხუთას ოთხმოცდაოთხი აშშ დოლარი და ოთხმოცდათვრამეტი ცენტი) აშშ დოლარს, დაზღვევა 82.56 (ოთხმოცდაორი აშშ დოლარი და ორმოცდათექვსმეტი ცენტი) აშშ დოლარს, ჯარიმა 637 (ექვსას ოცდაჩვიდმეტი) აშშ დოლარს და საკომისიო 12.24 (თორმეტი აშშ დოლარი და ოცდაოთხი ცენტი) აშშ დოლარს.
სარჩელის დასაბუთება
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2015 წლის 14 დეკემბერს შპს ,,კ------------სა“ და ბა---------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 5 500 (ხუთი ათას ხუთასი) აშშ დოლარი 24 თვის ვადით, 1.22 % ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. ხელშეკრულების 3.9. მუხლის საფუძველზე, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% არის 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27 %-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). ასევე სესხის ხელშეკრულების თანახმად მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულები მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი.
მსესხებელს ჰყავს სამი თავდები. კერძოდ შპს ,,კ------------სა“ და ან----------------ას, მუ------------------სა და ილ----–--------ს შორის 2015 წლის 07 დეკემბერს და 2015 წლის 14 დეკემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეება ან----------------ამ, მუ------------------მა და ილ----–--------მა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მხდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითად მოვალის გადასახდელი თანხა. მსესხებელს და თავდებებს 2015 წლის 14 დეკემბრის სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა 2016 წლის 24 ნოემბრიდან დღემდე არ გადაუხდიათ.
შესაბამისად, მსესხებლის და თავდების მიერ დარღვეული იქნა სესხის და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები. ყოველივე ამის გამო მსესხებელი და თავდებები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულები როგორც ზეპირი, აგრეთვე სატელეფონო შეტყობინებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით. მიუხედავად ამისა, სესხი არ იქნა გადახდილი და არც მიუღიათ რაიმე ზომები სესხის დროულად დასაფარავად.
შპს ,,მისო კრედომ“ 2016 წლის სექტემბერში შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება ,,მისო კრედოდ“, ხოლო უკვე 2017 წლის მარტში შეიცვალა დასახელება და გახდა სს ,,კ------------ი“. პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარის ოდენობით და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე ბა-----------------ა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელის ცნო ნაწილობრივ. კერძოდ ცნო ძირი და საკომისიო, ხოლო არ ცნო დანარჩენი მოთხოვნა. დანარჩენი მოპასუხეები არც სხდომაზე გამოცხადდნენ და არც შესაგებელი შემოუტანიათ სასამართლოში.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2015 წლის 14 დეკემბერს შპს ,,კ------------სა“ და ბა---------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 5 500 (ხუთი ათას ხუთასი) აშშ დოლარი 24 თვის ვადით, 1.22 % ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. ხელშეკრულების 3.9. მუხლის საფუძველზე, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% არის 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27 %-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე).
სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის, თანახმად მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულები მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. 2015 წლის 07 დეკემბერს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ--------“ და მოპასუხე ან----------------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება. ხოლო 2015 წლის 14 დეკემბერს მუ------------------სა და ილ----–--------ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მხარეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულებები
3.3. მსესხებელს და თავდებებს 2016 წლის 24 ნოემბრიდან სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა აღარ გადაუხდიათ, რის შესახებაც მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები დავალიანების დაფარვის მოთხოვნით.
2015 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეებს ბა---------------ს, ან----------------ას, მუ------------------სა და ილ----–--------ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვთ 5 416.78 (ხუთი ათას ოთხასთექვსმეტი აშშ დოლარი და სამოცდათვრამეტი ცენტი) აშშ დოლარი, აქედან ძირი თანხა შეადგენს 4100 (ოთხი ათას ასი) აშშ დოლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 584.98 (ხუთას ოთხმოცდაოთხი აშშ დოლარი და ოთხმოცდათვრამეტი ცენტი) აშშ დოლარს, დაზღვევა 82.56 (ოთხმოცდაორი აშშ დოლარი და ორმოცდათექვსმეტი ცენტი) აშშ დოლარს, ჯარიმა 637 (ექვსას ოცდაჩვიდმეტი) აშშ დოლარს და საკომისიო 12.24 (თორმეტი აშშ დოლარი და ოცდაოთხი ცენტი) აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდების ისტორია
- ცნობა დავალიანების შესახებ
- გაფრთხილების წერილები
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლები, სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 54-ე, 316-ე, 317-ე, 342-ე, 417-418-ე, 420-ე, 867-868-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამოღებამ გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. დადგენილია და მოპასუხე მხარეც არ უარყოფს, რომ დარღვეული იქნა საკრედიტო ბარათით სარგებლობის და საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები და ამჟამად ერიცხება დავალიანება ბა---ს მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. მოპასუხემ ცნო ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულება და შესაბამისად მას ეკისრება პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, რადგან საბანკო კრედიტი არ არსებობს საბანკო პროცენტის გარეშე და მისი შემადგენელი ნაწილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად : თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 464-ე მუხლით: სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლით: თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ამავე კოდექსის 896-ე მუხლით: თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქმის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ბა---------------მა სარჩელი ცნო ძირი თანხის და საკომისიოს ნაწილში. სარჩელში მითითებული დავალიანების არსებობა დადგენილია ბა---ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა განმარტებებით. ამრიგად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის, 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის და ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნები ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ, კრედიტის ძირითადი თანხის და პროცენტის გარდა, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძოდ სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მხარეთათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების შინაარსი და პირობები, და იცოდა რა ვალდებულებები დაეკისრებოდა მას ხელშეკრულების შეუსრულების დროს. მოპასუხეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებაზე და მის პირობებთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამთ.
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლებით, რომელთა თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნული სამართლებრივი ნორმა ითვალისწინებს არა ნებისმიერი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, არამედ იმ ოდენობის, რომელიც ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი და არაადეკვატურია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული ჯარიმა ვალდებულების შეუსრულებლობისათვის არის შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა შემცირდეს ათჯერ.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 403 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ძირითადი თანხის და საკომისიოს ნაწილში, სულ 4 112.24 (ოთხი ათას ასთორმეტი აშშ დოლარი და ოცდაოთხი ცენტი) აშშ დოლარის ფარგლებში და ამ ნაწილში მოპასუხეს ბაჟისაგან თავისუფლდება სარჩელის ცნობის გამო. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 54.35 (ორმოცდათოთხმეტი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ხოლო სს ,,კ------------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 305.95 ( სამას ხუთი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი. სს ,,კ------------ის“ მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილი 42.70 (ორმოცდაორი ლარი და სამოცდაათი თეთრი) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 131-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს ,, კ------------ის ” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს ბა---------------ს, ან----------------ას, მუ------------------სა და ილ----–--------ს მოსარჩელის სს ,, კ------------ის"; სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 4 842.78 (ოთხი ათას რვაას ორმოცდაორი აშშ დოლარი და სამოცდათვრამეტი ცენტი) აშშ დოლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 4100 (ოთხი ათას ასი) აშშ დოლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 584.98 (ხუთას ოთხმოცდაოთხი აშშ დოლარი და ოთხმოცდათვრამეტი ცენტი) აშშ დოლარს, დაზღვევა 82.56 (ოთხმოცდაორი აშშ დოლარი და ორმოცდათექვსმეტი ცენტი) აშშ დოლარს, ჯარიმა 63 (სამოცდასამი) აშშ დოლარს და საკომისიო 12.24 (თორმეტი აშშ დოლარი და ოცდაოთხი ცენტი) აშშ დოლარს.
1.2. მოპასუხეებს ბა---------------ს, ან----------------ას, მუ------------------სა და ილ----–--------ს მოსარჩელის სს ,, კ------------ის" სასარგებლოდ დაეკისროთ 54.35 (ორმოცდათოთხმეტი ლარი და ოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი, მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრის ამონაწერების განახლებისათვის გაწეული ხარჯი - 11 (თერთმეტი) ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში უძრავ ქონებაზე შეზღუდვის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხარჯი - 21 (ოცდაერთი) ლარი.
1.3. სს ,,კ------------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 305.95 ( სამას ხუთი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი) ლარი. სს ,,კ------------ის“ მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილი 42.70 (ორმოცდაორი ლარი და სამოცდაათი თეთრი) დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე