გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210017001963996
საქმე №2/ 516 -17წ
გადაწყვეტილება
ს----------–--ს სახელით
06.02.2018 წელი ქ. სიღნაღი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - მარი მირიანაშვილი;
მოსარჩელე: სს „ ს----------–--ს ბანკი “
წარმომადგენელი: გ----------------ე;
მოპასუხეები: თ--–-------------ი; ვ--–------------------ი; მ----------ი; ე-–---------–-------ი; გ----–---–-------ი;
წარმომადგენელი ნ------------–---–ი;
დავის საგანი: დავალიანების გადახდევინება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია; გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სარჩელის მოთხოვნები:
1.1.მოპასუხეებს თ--–-------------ს, ვ--–------------------ს და მ----------ს მოსარჩელე სს „ ს----------–--ს ბანკის “ სასარგებლოდ 2015 წლის 04 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 35 448.78 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 30 000 ლარს, დარიცხული პროცენტი შეადგენს - 2 658.78 ლარს, პირგასამტეხლო - 2 790 ლარს.
1.2.მოპასუხეებს თ--–-------------ს, ე-–---------–-------ს და გ----–---–-------ს მოსარჩელე სს „ ს----------–--ს ბანკის “ სასარგებლოდ 2016 წლის 18 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროს 12 836.97 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 5 000 ლარს, დარიცხული პროცენტი შეადგენს - 2 156.30 ლარს, პირგასამტეხლო - 5 680.67 ლარს.
1.3. გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდეს მოპასუხე თ--–-------------ის პ/ნ:3---------- საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: რაიონი საგარეჯო, სოფელი ლ-----–--, საკადასტრო კოდი: N 55.21.53.0--, აუქციონზე რეალიზაციის გზით.
1.4. თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა, საკმარისი არ იქნება დავალიანების დასაფარავად გადახდევინება აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეების თ--–-------------ის, ვ--–------------------ის, მ----------ის, ე-–---------–-------ის და გ----–---–-------ის სხვა ქონებაზე. მოპასუხეების ე-–---------–-------ის და გ----–---–-------ის სხვა ქონებაზე აღსრულების ნაწილშიც განისაზღვროს 10 000 ლარის ფარგლებში თითოეულზე.
1.5. მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელის ფაქტობრივი დასაბუთება:
მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2015 წლის 29 აპრილს სს “ს----------–--ს ბანკის ” და თ--–-------------ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც თანახმად მსესხებელს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
2015 წლის 29 აპრილს სს “ ს----------–--ს ბანკის ” და თ--–-------------ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე თ--–-------------ის პ/ნ:3---------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი საგარეჯო, სოფელი ლ-----–--, საკადასტრო კოდი: N 55.21.53.0--.
საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 04 აგვისტოს სს “ს----------–--ს ბანკის ” და თ--–-------------ს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა სესხი 55 000 (ორმოც და თხუთმეტი ათასი) ლარი, კრედიტი გაცემული იქნა 29 თვის ვადით, წლიურ 15%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა 0.5% -თ.
2015 წლის 04 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს “ს----------–--ს ბანკის ” და ვ--–---------------ს და სს “ ს----------–--ს ბანკის ” მ----------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 18 თებერვალს სს “ს----------–--ს ბანკის ” და თ--–-------------ს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა სესხი 5 000 (ხუთი ათასი) ლარი, კრედიტი გაცემული იქნა 10 თვის ვადით, წლიურ 33%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა 0.5% -თ.
2016 წლის 18 თებერვალს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს “ ს----------–--ს ბანკის ” და ე-–---------–-------ს და სს “ ს----------–--ს ბანკის ” გ----–---–-------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება და მათი სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 10 000 (ათი ათი) ლარით თითოეულზე.
მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა სახელშეკრულებო ვალდებულებები და მოსარჩელის განმარტებით საკრედიტო ხელშეკრულებები შეწყვეტილი იქნა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს ბანკის წინაშე ერიცხებათ დავალიანება სულ 48 285.75 ლარი. იმის გამო, რომ ვალდებულება ნებაყოფლობით არ სრულდება მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხეების წარმომადგენელმა ნ------------–---–მა დაადასტურა სარჩელში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ხელშეკრულებების ნამდვილობის, გაცემული სესხების ოდენობის და მოპასუხეების მხრიდან ვალდებულებების დარღვევის ნაწილში.
მან განაცხადა, რომ უნდა შემცირდეს საპროცენტო სარგებელი, რადგან ბანკი ვალდებული იყო გადახდის შეწყვეტიდან ორი თვის შემდგომ შეეწყვიტა ხელშეკრულება და არ ეცადა შვიდი თვე, რამაც გამოიწვია სარგებელის ზედმეტად დარიცხვა. ამის გამო მოსარჩელე ცნობს მხოლოდ სამი თვის პროცენტს.
მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნები ცნო ნაწილობრივ, კერძოდ: 2015 წლის 04 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მთლიანად ცნო სესხის ძირი თანხა 30 000 ლარი, დარიცხული პროცენტი 2 658.78 ლარი ცნო 1125 ლარის ნაწილში, პირგასამტეხლო არ ცნო. 2016 წლის 18 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხა 5 000 ლარი ცნო სრულად, დარიცხული პროცენტი 2 156.30 ლარი ცნო 412.50 ლარის ნაწილში, პირგასამტეხლო არ ცნო.
იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე გატანა ცნო. ასევე ნაწილობრივ ცნო მოპასუხეების სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევის მოთხოვნა თითოეულზე 5 000 ლარის ფარგლებში.
ასევე არ ცნო მოთხოვნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ეს დაასაბუთა იმით, რომ მსესხებელს გარდაცვლილი ჰყავს მეუღლე, მის კმაყოფაზეა ოთხი მცირეწლოვანი შვილი და სხვა საცხოვრებელი სახლი არ გააჩნიათ, რის გამოც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება გამოიწვევს ოჯახისათვის მძიმე შედეგებს.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2015 წლის 29 აპრილს სს “ ს----------–--ს ბანკის ” და თ--–-------------ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც თანახმად მსესხებელს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარის ფარგლებში.
2015 წლის 29 აპრილს სს “ ს----------–--ს ბანკის ” და თ--–-------------ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე თ--–-------------ის პ/ნ:3---------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: რაიონი საგარეჯო, სოფელი ლ-----–--, საკადასტრო კოდი: N 55.21.53.0--.
საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 04 აგვისტოს სს “ს----------–--ს ბანკის ” და თ--–-------------ს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა სესხი 55 000 (ორმოც და თხუტმეტი ათასი) ლარი, კრედიტი გაცემული იქნა 29 თვის ვადით, წლიურ 15%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა 0.5% -თ.
2015 წლის 04 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს “ს----------–--ს ბანკის ” და ვ--–---------------ს და სს “ ს----------–--ს ბანკის ” მ----------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება.
საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე 2016 წლის 18 თებერვალს სს “ს----------–--ს ბანკის ” და თ--–-------------ს შორის გაფორმდა შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა სესხი 5 000 (ხუთი ათასი) ლარი, კრედიტი გაცემული იქნა 10 თვის ვადით, წლიურ 33%-ის დარიცხვით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა 0.5% -თ.
2016 წლის 18 თებერვალს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს “ს----------–--ს ბანკის ” და ე-–---------–-------ს და სს “ ს----------–--ს ბანკის ” გ----–---–-------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება და მათი სოლიდარული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 10 000 (ათი ათი) ლარით თითოეულზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება,- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები;
- იპოთეკის ხელშეკრულება
– სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება;
- მხარეთა განმარტებები;
3.2. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა სახელშეკრულებო ვალდებულებები და მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებები შეწყვეტილი იქნა. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს ბანკის წინაშე ერიცხებათ დავალიანება სულ 48 285.75 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
– ცნობა დავალიანების შესახებ;
- მხარეთა განმარტებები;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის ნაწილში სრულად, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს. ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე, ხოლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 131-ე, 208-ე მუხლები, ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 301-ე 316-ე, 317-ე, 403, 417-418-ე, 420-ე, 625-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად : თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 464-ე მუხლით: სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლით: თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუნარიანობა აშკარაა.
ამავე კოდექსის 896-ე მუხლით: თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ იკისრეს.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
როგორც ზ/აღინიშნა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული იქნა სესხები და დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. ამრიგად, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით მოსარჩელე უფლებამოსილია მოსთხოვოს მოპასუხეებს ვალდებულების შესრულება.
6.2 ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეების წარმომადგენელმა სარჩელი ცნეს გაცემული კრედიტების ძირის და პროცენტის ნაწილებში და შესაბამისად სარჩელის მოთხოვნა სარჩელის ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის ცნობის საფუძვლით.
6.3. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. მოპასუხემ ცნო ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულება და შესაბამისად მას ეკისრება პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, რადგან საბანკო კრედიტი არ არსებობს საბანკო პროცენტის გარეშე და მისი შემადგენელი ნაწილია. მოპასუხის წარმომადგენლის მოთხოვნა პროცენტის შემცირების შესახებ რაიმე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
6.4. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის, შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს.
6.5. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელე უფლებამოსილია მიმართოს კანონით გათვალისწინებულ უფლებას და მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მოთხოვნის დაკმაყოფილება.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება ითვალისწინებს დათქმას, რომ თუ აუქციონზე იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების დაფარვას, დარჩენილი მოთხოვნა დაკმაყოფილდება კლიენტის სხვა ქონების ხარჯზე. გარდა ამისა, მოსარჩელემ ამ ნაწილში სარჩელი ცნო და ამრიგად, მოსარჩელის მოთხოვნა, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხების არასაკმარისობის შემთხვევაში გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების სხვა ქონებიდან, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1- ნაწილის „ ზ “ ქვეპუნქტის თანახმად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა თავისი მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 1 550 ლარი. ვინაიდან სარჩელი მოსამზადებელ სტადიაზე მოპასუხემ ცნო ნაწილობრივ ამ ნაწილში იგი გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1.სარჩელის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1.მოპასუხეებს თ--–-------------ს, ვ--–------------------ს და მ----------ს მოსარჩელე სს „ ს----------–--ს ბანკის “ სასარგებლოდ 2015 წლის 04 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 32 798.28 (ოცდა თორმეტი ათას შვიდას ოთხმოცდათვრამეტი ლარი და 28 თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 30 000 ლარს, დარიცხული პროცენტი შეადგენს - 2 658.78 ლარს, პირგასამტეხლო - 139,5 ლარს.
1.2.მოპასუხეებს თ--–-------------ს, ე-–---------–-------ს და გ----–---–-------ს მოსარჩელე სს „ ს----------–--ს ბანკის “ სასარგებლოდ 2016 წლის 18 თებერვლის საკრედიტო და სოლიდარული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროს 7 724.36 (თვიდი ათას შვიდას ოც და ოთხი ლარი და 36 თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 5 000 ლარს, დარიცხული პროცენტი შეადგენს 2 156.30 ლარს, პირგასამტეხლო - 568.67 ლარს.
1.3. პირგასამტეხლოს დარჩენილი თანხის დაკისრებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვას.
1.4. გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელდეს მოპასუხე თ--–-------------ის პ/ნ:3---------- საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: რაიონი საგარეჯო, სოფელი ლ-----–--, საკადასტრო კოდი:N 55.21.53.0--, აუქციონზე რეალიზაციის გზით.
1.5. თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა, საკმარისი არ იქნება დავალიანების დასაფარავად გადახდევინება აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეების თ--–-------------ის, ვ--–------------------ის, მ----------ის, ე-–---------–-------ის და გ----–---–-------ის სხვა ქონებაზე. მოპასუხეების ე-–---------–-------ის და გ----–---–-------ის სხვა ქონებაზე აღსრულების ნაწილშიც განისაზღვროს 10 000 ლარის ფარგლებში თითოეულზე.
2. შუამდგომლობა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. სს „ ს----------–--ს ბანკს “ დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 1195.5 (ათას ას ოთხმოც და თხუთმეტი ლარი და 50 თეთრი) ლარი (საგადასახადო დავალება N1--------------- წელი).
4. მოპასუხეებს თ--–-------------ს, ვ--–------------------ს, მ----------ს, ე-–---------–-------ს და გ----–---–-------ს სს „ ს----------–--ს ბანკის “ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 98.31 (ოთხმოც და თვრამეტი ლარი და 31 თეთრი) ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის წესების დაცვით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე