გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210117001680174
საქმე №2/23-17წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27.09.2018 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ვალერიან ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - მარი მირიანაშვილი
მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ი";
წარმომადგენელი - გ--------–-----იძე
მოპასუხეები - კ-------------------ი, ა--------------------ი, ბ----------------ვი, ზე-–---ან ბ--------ვი, მუ---თ მ------ათ კ---- კ------ ო---------ა
წარმომადგენელი- კ-------------------ვი
დავის საგანი - თანხის დაკისრება; იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხეებს კ-------------------ს, ზე-–---ან ბ--------ვს, ბ----------------ვს და ა--------------------ს მოსარჩელე სს “სა---------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 62 838,39 (სამოცდაორი ათას რვაასოცდათვრამეტი ლარის და ოცდაცხრამეტი თეთრის) ლარის, საიდანაც ძირი თანხაა 60000,00 (სამოცი ათასი ლარი), პროცენტი 2216,61 (ორი ათას ორასთექვსმეტი ლარი და სამოცდაერთი თეთრი) ჯარიმა 621,78 (ექვსასოცდაერთილარი და სამოცდათვრამეტი თეთრის) გადახდა.
1.2 დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ქონებები:
1) კ-------------------ის, ბ----------------ვის, კ------ ო---------ას, მუ---თ მ------ათ კ----ს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლა----–ო, საკადასტრო კოდი: N55.21.53.0--;
2) მუ---თ მ------ათ კ----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლა----–ო, საკადასტრო კოდი: N55.21.53.1--;
3) ბ----------------ვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ქე–--–ო საკადასტრო კოდი: N55.22.53.1--
1.3 იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების კ-------------------ის, ბ----------------ვის, ზე-–---ან ბ--------ვის და ა--------------------ის საკუთრებაში რიცხული სხვა უძრავ მოძრავი ქონებიდან.
1.4 სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელემ საქმის მოსამზადებელ სხდომაზე საკომისიოს ნაწილში 6512,61 ლარის ნაწილში სარჩელი გაიხმო და სარჩელი ამ ნაწილში დარჩა განუხილველი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ზე-–---ან ბ--------ვმა წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო. სხდომაზე მოპასუხეების ბ----------------ვის და ზე-–---ან ბ--------ვის წარმომადგენელმა კ-------------------ვმა განაცხადა, რომ სარჩელს ცნობს სრულად, თუმცა არ ეთანხმება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.
მოპასუხეებს კ-------------------ს, ბ----------------ვს და ა--------------------ს, კ------ ო---------ას და მუ---თ მ------ათ კ----ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და სხდომაზე აარ გამოცხადებულან. მათ სხდომის დღე ეცნობათ საჯარო შეტყობინებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი უდავო გარემოება მხარეთა შორის არ არსებობს.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2013 წლის 07 ივნისს მოსარჩელე სს „სა---------–--------სა“ და მოპასუხე ზა------------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ, რომლის თანახმად მსესხებელს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 150000 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 120 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი 0,5%-დან 48%-მდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 07 ივნისის ხელშეკრულება გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ,3.2.2. 2013 წლის 07 ივნისს, სს „სა---------–--------სა“ და მოპასუხე კ-------------------ს, შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელე სს „სა---------–--------სა“ და მოპასუხეებს კ-------------------ს, კ------ ო---------ას, ბ----------------ვს და მუ---თ მ------ათ კ----ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა კ-------------------ს, კ------ ო---------ას, ბ----------------ვს და მუ---თ მ------ათ კ----ს თანასაკუთრებაში უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლა----–ო, დაზუსტებული ფართი:702,00 კვ.მ. შენობა N01/2 საცხოვრებელი განაშენების ფართი: 191.7 კვ.მ. ს.კ. N55.21.53.0--.
2013 წლის 07 ივნისს, სს „სა---------–--------სა“ და მოპასუხე კ-------------------ს, შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 13 თებერვალს, მოსარჩელე სს „სა---------–--------სა“ და მოპასუხე მუ---თ მ------ათ კ----ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა მუ---თ მ------ათ კ----ს საკუთრებაში უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლა----–ო, დაზუსტებული ფართი:1501,00 კვ.მ. ს.კ. N55.21.53.1--
2013 წლის 07 ივნისს, სს „სა---------–--------სა“ და მოპასუხე კ-------------------ს, შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 14 მაისს, მოსარჩელე სს „სა---------–--------სა“ და მოპასუხე ბ----------------ვს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ბ----------------ვის საკუთრებაში უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ქე–--–ო, დაზუსტებული ფართი:4505,00 კვ.მ. შნობა-ნაგებობა 01/1 საცხოვრებელი განაშენების ფართი 171 კვ.მ. ს.კ. N55.22.53.1--
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 07 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულება.
-2015 წლის 13 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულება.
- 2015 წლის 14 მაისის იპოთეკის ხელშეკრულება.
3.2.3 2013 წლის 07 ივნისს, სს „სა---------–--------სა“ და მოპასუხე კ-------------------ს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს“ სა---------–--------სა“ და ბ----------------ვს, ბანკსა და ზე-–---ან ბ--------ვს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები, რომლითაც სოლიდარულმა თავდებმა სრულად იკისრა იმ ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულება რაც წარმოშობილი იყო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული თავდების პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 150000 აშშ დოლარის ოდენობით.
2013 წლის 07 ივნისს, სს „სა---------–--------სა“ და მოპასუხე კ-------------------ს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 14 მაისს, სს“ სა---------–--------სა“ და ა--------------------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც სოლიდარულმა თავდებმა სრულად იკისრა იმ ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულება რაც წარმოშობილი იყო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარული თავდების პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 150000 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 07 ივნისის თავდებობის ხელშეკრულებები
-2015 წლის 14 მაისის თავდებობის ხელშეკრულება
2.3.4 2013 წლის 07 ივნისს ბანკსა და კ-------------------ს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის 14 მაისს სს „სა---------–--------სა“ და მოპასუხე კ-------------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა კრედიტი 80000 ლარის ოდენობით, კრედიტი გაცემული იქნა 43 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 14%-თ, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე _ ვადაგადაცლებული თანხის (ანუ გადაუხდელი თანხის) 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და სევე საკომისიო 0,2%-ის ოდენობით
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 14 მაისის საკრედიტო ხელშეკრულება
3.2.5. დღეის მდგომარეობით მოპასუხეების კ-------------------ის, ზე-–---ან ბ--------ვის, ბ----------------ვის და ა--------------------ის დავალიანება მოსარჩელე სს “სა---------–--------ის” მიმართ შეადგენს 62 838,39 (სამოცდაორი ათას რვაასოცდათვრამეტი ლარის და ოცდაცხრამეტი თეთრის) ლარის, საიდანაც ძირი თანხაა 60000,00 (სამოცი ათასი ლარი), პროცენტი 2216,61 (ორი ათას ორასთექვსმეტი ლარი და სამოცდაერთი თეთრი) ჯარიმა 621,78 (ექვსასოცდაერთილარი და სამოცდათვრამეტი თეთრის) ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
-სასამართლო სხდომის ოქმი (27.09.2018წ)
3.2.6. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
_ მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი);
- ცნობა დავალიანების შესახებ;
3.2.7. ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ, კრედიტის ძირითადი თანხის და პროცენტის გარდა, მოპასუხეს აკისრია ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაც, რაც უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვილი პირგასამტეხლო 621,78 (ექვსასოცდაერთილარი და სამოცდათვრამეტი თეთრის) ლარის ოდენობით, შესაბამისია დარიცხულ პროცენტზე, ასევე არ ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
სასამართლომ გამოიყენა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე, 131-ე, 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-ე, 317-ე, 403, 417-418-ე, 420-ე, 625-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამომღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
2013 წლის 07 ივნისს მოსარჩელე სს „სა---------–--------სა“ და მოპასუხე ზა------------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ, რომლის თანახმად მსესხებელს გაეხსნა საკრედიტო ხაზი 150000 აშშ დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 120 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი 0,5%-დან 48%-მდე.
2013 წლის 07 ივნისს, სს „სა---------–--------სა“ და მოპასუხე კ-------------------ს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს“ სა---------–--------სა“ და ბ----------------ვს, ბანკსა და ზე-–---ან ბ--------ვს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები, რომლითაც სოლიდარულმა თავდებმა სრულად იკისრა იმ ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულება რაც წარმოშობილი იყო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თითოეული სოლიდარული თავდების პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 150000 აშშ დოლარის ოდენობით.
2013 წლის 07 ივნისს, სს „სა---------–--------სა“ და მოპასუხე კ-------------------ს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 14 მაისს, სს“ სა---------–--------სა“ და ა--------------------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც სოლიდარულმა თავდებმა სრულად იკისრა იმ ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულება რაც წარმოშობილი იყო საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სოლიდარული თავდების პირის პასუხისმგებლობა განისაზღვრა 150000 აშშ დოლარის ოდენობით.
2013 წლის 07 ივნისს ბანკსა და კ-------------------ს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის 14 მაისს სს „სა---------–--------სა“ და მოპასუხე კ-------------------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა კრედიტი 80000 ლარის ოდენობით, კრედიტი გაცემული იქნა 43 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა წლიური 14%-თ, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე _ ვადაგადაცლებული თანხის (ანუ გადაუხდელი თანხის) 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და სევე საკომისიო 0,2%-ის ოდენობით
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ დავალიანების დაფარვა ძირითადი თანხისა და პროცენტისა და ჯარიმის სახით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოპასუხემ სარჩელი სცნო სრულად შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ასევე სარჩელის ცნობის საფუძვლით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. შესაბამისად დადგენილია, რომ მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ პროცენტზე და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პროცენტი არ წარმოადგენს არაგონივრულ ოდენობას.
ამასთან დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით მოპასუხეების კ-------------------ის, ზე-–---ან ბ--------ვის, ბ----------------ვის და ა--------------------ის დავალიანება მოსარჩელე სს “სა---------–--------ის” მიმართ შეადგენს 62 838,39 (სამოცდაორი ათას რვაასოცდათვრამეტი ლარის და ოცდაცხრამეტი თეთრის) ლარის, საიდანაც ძირი თანხაა 60000,00 (სამოცი ათასი ლარი), პროცენტი 2216,61 (ორი ათას ორასთექვსმეტი ლარი და სამოცდაერთი თეთრი) ჯარიმა 621,78 (ექვსასოცდაერთილარი და სამოცდათვრამეტი თეთრის) ლარი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. რაც უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
მოცემულ შემთხვევაში მოთხოვილი პირგასამტეხლო 621,78 (ექვსასოცდაერთილარი და სამოცდათვრამეტი თეთრის) ლარის ოდენობით, შესაბამისია დარიცხულ პროცენტზე, ასევე არ ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს.
6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2013 წლის 07 ივნისს, სს „სა---------–--------სა“ და მოპასუხე კ-------------------ს, შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელე სს „სა---------–--------სა“ და მოპასუხეებს კ-------------------ს, კ------ ო---------ას, ბ----------------ვს და მუ---თ მ------ათ კ----ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა კ-------------------ს, კ------ ო---------ას, ბ----------------ვს და მუ---თ მ------ათ კ----ს თანასაკუთრებაში უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლა----–ო, დაზუსტებული ფართი:702,00 კვ.მ. შენობა N01/2 საცხოვრებელი განაშენების ფართი: 191.7 კვ.მ. ს.კ. N55.21.53.0--
2013 წლის 07 ივნისს, სს „სა---------–--------სა“ და მოპასუხე კ-------------------ს, შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 13 თებერვალს, მოსარჩელე სს „სა---------–--------სა“ და მოპასუხე მუ---თ მ------ათ კ----ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა მუ---თ მ------ათ კ----ს საკუთრებაში უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლა----–ო, დაზუსტებული ფართი:1501,00 კვ.მ. ს.კ. N55.21.53.1--
2013 წლის 07 ივნისს, სს „სა---------–--------სა“ და მოპასუხე კ-------------------ს, შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 14 მაისს, მოსარჩელე სს „სა---------–--------სა“ და მოპასუხე ბ----------------ვს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა ბ----------------ვის საკუთრებაში უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ქე–--–ო, დაზუსტებული ფართი:4505,00 კვ.მ. შნობა-ნაგებობა 01/1 საცხოვრებელი განაშენების ფართი 171 კვ.მ. ს.კ. N55.22.53.1--
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის შესაბამისად იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად შესაბამისად ხელშეკრულების მიხედვით გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
6.5 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე ფაქტებს, გარემოებებს და დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის საფუძვლად მითითებული ფაქტი წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება არ არის სარწმუნო და საკმარისი.
ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები, არამედ, მოპასუხეცაა ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს შესაგებელში აღნიშნული გარემოებები.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდა მოპასუხეების ვალდებულება მოსარჩელის მიმართ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხემ სარჩელი ცნო სრულად 62 838,39 (სამოცდაორი ათას რვაასოცდათვრამეტი ლარის და ოცდაცხრამეტი თეთრის) ლარის ნაწილში, ამდენად იგი ამ ნაწილში გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოსარჩელეს აღნიშნულ ნაწილში უკან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 1885.62 ლარის ოდენობით. ამასთან მოპასუხეებს კ-------------------ს, ზე-–---ან ბ--------ვს, ბ----------------ვს და ა--------------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ამასთან მოსარჩელე სს „სა---------–--------ს“ უკან დაუბრუნდეს მიერ ზედმეტად გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 13.01.2017 წელის განჩინებით სს "სა---------–--------ის" შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და ზე-–---ან ბ--------ვს პირადი N3---------- აეკრძალა უძრავი ქონების მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლა----–ო, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი: 6773,00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N01/1 საცხოვრებელი განაშენების ფართი:172 კვ.მ. საკადასტრო კოდი: 55.21.53.3-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249ე, -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს ,,სა---------–--------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს კ-------------------ს, ზე-–---ან ბ--------ვს, ბ----------------ვს და ა--------------------ს მოსარჩელე სს ,,სა---------–--------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 62 838,39 ლარის (სამოცდაორი ათას რვაას ოცდათვრამეტი ლარის და ოცდაცხრამეტი თეთრის) ლარის გადახდა. საიდანაც ძირი თანხაა 60000,00 (სამოცი ათასი ლარი), პროცენტი 2216,61 (ორი ათას ორას თექვსმეტი ლარი და სამოცდაერთი თეთრი) ჯარიმა 621,78 (ექვსას ოცდაერთი ლარი და სამოცდათვრამეტი თეთრი).
3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს სს „სა---------–--------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული 1) კ-------------------ის, ბ----------------ვის, კ------ ო---------ას, მუ---თ მ------ათ კ----ს თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლა----–ო, საკადასტრო კოდი: N55.21.53.0--;
2) მუ---თ მ------ათ კ----ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ლა----–ო, საკადასტრო კოდი: N55.21.53.1--;
3) ბ----------------ვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი, სოფელი ქე–--–ო საკადასტრო კოდი: N55.22.53.1--;
3.1 იპოთეკის საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების კ-------------------ის, ბ----------------ვის, ზე-–---ან ბ--------ვის და ა--------------------ის საკუთრებაში რიცხული სხვა უძრავ მოძრავი ქონებიდან.
4. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. რაზედაც შესაძლებელია კერძო საჩივრის შეტანა 12 დღის ვადაში ამავე სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში.
5. მოპასუხეებს კ-------------------ს, ზე-–---ან ბ--------ვს, ბ----------------ვს და ა--------------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
6. სს „სა---------–--------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 1885.62 ლარის (ერთი ათას რვაას ოთხმოცდახუთი ლარი და სამოცდაორი თეთრი) ლარი. (სს სა---------–--------ი საგადასახადო დავალება N1834; 13.01.2017 წელი გადახდილი თანხა 2081,00 ლარი). მასვე დაუბრუნდეს სარჩელის უზრუნველყოფზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით. (სს სა---------–--------ი საგადასახადო დავალება N13; 13.01.2017 წელი გადახდილი თანხა 150,00 ლარი).
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტის წესების დაცვით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი