გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N051210019003034899
საქმე №2/82-19წ
გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.12.2019 წელი ქ. დედოფლისწყარო
სიღნაღის რაიონული სასამართლო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი
მოსამართლე პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი მარიამ ბაიაშვილი
მოსარჩელე: შპს ,,ემ------------ი“;
წარმომადგენელი: ნი---------–--ე, ელ-----------------ნი;
მოპასუხე: მა----------–----–-–---–ი (სხდომაზე არ გამოცხადდა);
წარმომადგენელი: გი--------------–---–ი(სხდომაზე არ გამოცხადდა);
დავის საგანი: თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1.სარჩელის მოთხოვნები:
1.1.მოპასუხე მა----------–----–-–---–ს შპს ,,ემ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:
1.1.1. სესხის ხელშეკრულებიდან N464104 გამომდინარე დავალიანების - 2000 (ორი ათასი ლარი) ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირი თანხა - 800 ლარი, სარგებელი - 0 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 50 ლარი, პირგასამტეხლო - 1150 ლარი.
1.1.2. ასევე მოპასუხე მა----------–----–-–---–ს მოსარჩელე შპს ,,ემ------------ის" სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის დასაბუთება
შპს ,,ემ------------სა“ და მა----------–----–-–---–ს შორის 2016 წლის 27 ოქტომბერს , გაფორმდა საკრედიტო ხაზის შესახებ სესხის ხელშეკრულება N464104, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 800 ლარის ოდენობით, სარგებელი გათვალისწინებული იყო 0 ლარის ოდენობით. საკრედიტო ხაზის ვადა შეადგენდა 730 დღეს. მსესხებელს თანხა უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 27 ნოემბრამდე. მსესხებელი ვალდებული იყო სესხის ძირი თანხის სრულად დაფარვამდე საკრედიტო ხაზის ვადაში , ყოველთვიურად გადაეხადა პროცენტი. ხელშეკრულების პირობების საფუძველზე მსესხებელს დაეკისრა ჯარიმა ჯამში 50 ლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულებიდანვე გამომდინარე 10 დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში სესხზე წყდება სარგებლის დარიცხვა და გამსესხებლის სასარგებლოდ ხორციელდება პირგასამტეხლოს დარიცხვა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5%-ის ოდენობით. მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2016 წლის 11 ნოემბერს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მა----------–----–-–---–ი შესაგებლის თანახმად არ ცნობს სარჩელს აღნიშნავს, რომ მის სახელზე გაცემულია 610 ლარი და არა 800 ლარი, აღნიშნავს რომ მოსარჩელის მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და ითხოვს მის შემცირებას. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მა----------–----–-–---–ი არ გამოცხადდა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. შპს ,,ემ------------სა“ და მა----------–----–-–---–ს შორის 2016 წლის 27 ოქტომბერს , გაფორმდა საკრედიტო ხაზის შესახებ სესხის ხელშეკრულება N464104, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 800 ლარის ოდენობით, სარგებელი გათვალისწინებული იყო 0 ლარის ოდენობით. საკრედიტო ხაზის ვადა შეადგენდა 730 დღეს. მსესხებელს თანხა უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 27 ნოემბრამდე. მსესხებელი ვალდებული იყო სესხის ძირი თანხის სრულად დაფარვამდე საკრედიტო ხაზის ვადაში , ყოველთვიურად გადაეხადა პროცენტი. ხელშეკრულების პირობების საფუძველზე მსესხებელს დაეკისრა ჯარიმა ჯამში 50 ლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულებიდანვე გამომდინარე 10 დღით ვადაგადაცილების შემთხვევაში სესხზე წყდება სარგებლის დარიცხვა და გამსესხებლის სასარგებლოდ ხორციელდება პირგასამტეხლოს დარიცხვა, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5%-ის ოდენობით. მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2016 წლის 11 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- სესხის ხელშეკრულება N464104
3.2. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2016 წლის 11 ნოემბერს , მისმა დავალიანებამ სარჩელის შემოტანის დროისთვის შეადგინა 10738 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა- 800 ლარი, 0ლარი- სარგებელი, 50ლარი- ერთჯერადი ჯარიმა, 9888 ლარი პირგასამტეხლო; მოსარჩელემ შემცირებული მოთხოვნის ფარგლებში მოითხოვა მა----------–----–-–---–ს დაეკისროს დავალიანების ძირი თანხა - 800 ლარი, სარგებელი - 0 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 50 ლარი, პირგასამტეხლო - 1150 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება N464104
- სარჩელი; განმარტება;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1 სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარის მოსაზრება და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხე მა----------–----–-–---–ის გამოუცხადებლობის გამო, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ სარჩელის მოთხოვნა 850 ლარის დაკისრების ნაწილში, რადგან მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს ამ სასარჩელო მოთხოვნას.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 342-ე, 417-418-ე, 420-ე, 867-868-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქმე სასამართლო განსახილველად დაინიშნა 2019 წლის 26 დეკემბერს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78 -ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე აცნობა სასამართლოს.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ და ითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ ითხოვა მოპასუხეზე 2000 ლარის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ი ნაწილის მიხედვით: თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის 2-ი ნაწილი ადგენს, რომ თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებულად ჩათვლის გამო, მოსარჩელის მოთხოვნები სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის დაკისრების ნაწილში იურიდიულად გამართლებულია, შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
როგორც ზ/აღინიშნა ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული იქნა სესხი და დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. ამრიგად, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით მოსარჩელე უფლებამოსილია მოსთხოვოს მოპასუხეს ვალდებულების შესრულება.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები მოპასუხეს დარჩა გადასახდელი სესხი შემცირებული პირგასამტეხლოთი, კერძოდ 2000 ლარი ჯამში (საიდანაც ძირი თანხა - 800 ლარი, სარგებელი - 0 ლარი, ერთჯერადი ჯარიმა - 50 ლარი, პირგასამტეხლო - 1150 ლარი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის 1.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის, შეუსაბამოდ მაღალია და მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს.
6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნები ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დავალიანების ძირ თანხაზე ერთჯერადი ჯარიმის დაკისრების შესახებ იურიდიულად გამართლებელია და უნდა დაკმაყოფილდეს , შესაბამისად მოპასუხე მა----------–----–-–---–ს უნდა დაეკისროს ერთჯერადი ჯარიმა- 50 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
ვალდებულების დარღვევისათვის ერთი კონტრაჰენტისათვის შეუსაბამოდ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაწესება მეორე კონტრაჰენტის მხრიდან სხვა არაფერია, თუ არა უფლებათა ბოროტად გამოყენება მხოლოდ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას (სკ-ის მე-10 მუხლის მესამე ნაწილი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია ნდობისა და კეთილსინდისიერების საწინააღმდეგო პირობები, რომლებიც საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ადგენს, რომ ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა სესხის ხელშეკრულების ფარგლებში საპროცენტო სარგებლისა და ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ურთიერთ მიმართებასთან დაკავშირებით (საქმე Nას-1701-1685-2011). უზენაესმა სასამართლომ განმარტება, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 625-ე, 403-ე მუხლებზე და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე.
შეთანხმება ვალდებულების დარღვევისას და ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ საპროცენტო სარგებლის გადახდის შესახებ ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს და შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 50.00 ლარი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
სასამართლოს სხდომაზე მოპასუხე არ გამოცხადდა, შესაგებელით სარჩელი არ ცნო. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილი მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ, იხელმძღვანელა საქართველოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 70-ე-78-ე, 230-ე, 233-ე, 236-ე, 237-ე, 244-ე,367-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1.შპს ,,ემ------------ის“ სარჩელი მოპასუხე მა----------–----–-–---–ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე მა----------–----–-–---–ს შპს ,,ემ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
1.2. სესხის პირგასამტეხლოს დაკისრებაზე - 1150 ლარზე მოსარჩელეს ეთქვას უარი.
2. მოპასუხე მა----------–----–-–---–ს მოსარჩელე შპს ,,ემ------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის ნაწილის ანაზღაურება - 12,75 ლარის ოდენობით.
3. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. დედოფლისწყარო, ჰ. გონაშვილის ქ. №2) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
4. ზ/მითითებულ ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
5. მოპასუხეს გაეგზავნოს გადაწყვეტილების ასლი მისი გამოტანიდან ხუთი დღის განმავლობაში და განემარტოს, რომ გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით (მის მიმართ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილში) შეუძლია შემოიტანოს საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება სასამართლო გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ, თუ საჩივარი არ იქნება შემოტანილი, გადაწყვეტილება მის მიმართ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილში შედის კანონიერ ძალაში.
მოსამართლე პაატა ნოზაძე