გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.05.2018
საქმის ნომერი
210210017001978425
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

210210017001978425

საქმე №2/560-17

გადაწყვეტილება

ს----------–--ს სახელით

30.05.2018 წელი ქ. სიღნაღი

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ნოზაძე

სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი;

მოსარჩელე: სს „ ს----------–--------- “

წარმომადგენელი: გ------- ც-------ე

მოპასუხეები: მ----– ა------–---ი, თ--–--- ა------–---ი, ფ-----– ი-----;

წარმომადგენელი: ნ-----–ა კ----------ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1.სარჩელის მოთხოვნები:

 

1.1.მოპასუხეებს მ----– ა------–---ს, თ--–--- ა------–---ს და ფ-----– ი----ს მოსარჩელე სს „ ს----------–---------ს “ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 29 თებერვლის საკრედიტო N G--------------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 41 864,87 ( ორმოცდაერთი ათას რვაას სამოცდაოთხი ლარი და ოთხმოცდაშვიდი თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხი ძირი თანხაა - 30 582 ლარი, პროცენტი - 7 178,23 ლარი და ჯარიმა - 4 104.64 ლარი.

 

1.2 მოპასუხეებს მ----– ა------–---ს, თ--–--- ა------–---ს და ფ-----– ი----ს დაეკისროს სს ,,ს----------–---------ს “ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1260 ( ათას ორას სამოცი ) ლარის გადახდა.

 

1.3. მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელის დასაბუთება:

 

2014 წლის 23 მაისს სს ,,ს----------–---------- “ და მ----– ა------–---ს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: მოქმედების ვადა 120 თვე, მოცულობა 100 000 აშშ დოლარი ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში, წლიური 0,5%-დან 48%-მდე დარიცხვით. აღნიშნული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 29 თებერვალს სს ,,ს----------–--------- “ და მ----– ა------–---ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მ----– ა------–---ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 30 582 ლარის ოდენობით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 48 თვით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით.

 

2014 წლის 23 მაისს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს ,,ს----------–--------- “ ერთის მხრივ და თ--–--- ა------–---ს და ფ-----– ი----ს შორის 2014 წლის 23 მაისს დაიდო სოლიდარული თავდებობების ხელშეკრულებები, რომლითაც მათ ბანკის წინაშე იკისრეს იმ ვალდებულებების შესრულება, რაც წარმოშობილია გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან. სოლიდარული თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვრა თითოეულზე 100 000 აშშ დოლარით..

 

მოპასუხეებს მიუხედავად ზეპირი და წერილობითი გაფრთხილებისა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებიათ სს ,,ს----------–---------ს “ სასარგებლოდ და მათ მიერ დარღვეულ იქნა გადახდის გრაფიკი, რის გამოც მოპასუხეებს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხათ პირგასამტეხლო ბანკის სასარგებლოდ.

 

მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხეების მ----– ა------–---ის, თ--–--- ა------–---ის და ფ-----– ი-----ს წარმომადგენელმა ნ-----–- კ----------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ: მთლიანად ცნო ძირი თანხა 30,582 ლარი, რაც შეეხება პროცენტს - 7 178,23 ლარს და ჯარიმას - 4 104,64 ლარს არ ცნო. ასევე არ ცნო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნა.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. სს ,,ს----------–----------“ და მოპასუხე მ----– ა------–---ს შორის 2014 წლის 23 მაისს დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ NGCL000054077 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 120 თვე, მოცულობა 100 000 აშშ დოლარი ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში, წლიური 0,5%-დან 48%-მდე დარიცხვით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

– გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. 2016 წლის 29 თებერვალს სს ,,ს----------–----------“ და მოპასუხე მ----– ა------–---ს შორის დაიდო საკრედიტო NG--------------------- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მ----– ა------–---ის სასარგებლოდ გაიცა სესხი 30 582 ლარის ოდენობით, წლიური 18% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 48 თვით, ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება;

- საკრედიტო ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.3. 2014 წლის 23 მაისს სს ,,ს----------–---------- “ და მოპასუხე თ--–--- ა------–---ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, ასევე 2014 წლის 23 მაისს სს ,,ს----------–---------- “ და მოპასუხე ფ-----– ი----ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მათ ბანკის წინაშე იკისრეს იმ ვალდებულებების შესრულება, რაც წარმოშობილია გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან. სოლიდარული თავდებობის პასუხისმგებლობა განისაზღვრა თითოეულზე 100 000 აშშ დოლარის ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გენერალური საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულება;

- საკრედიტო ხელშეკრულება

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- თავდებობის ხელშეკრულებები

 

3.4. 2017 წლის 19 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეს ბანკში ერიცხება დავალიანება 41 864,87 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი შეადგენს 30 582 ლარს, პროცენტი - 7 178,23 ლარს და პროცენტი - 4 104,64 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გენერალური საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულება;

- საკრედიტო ხელშეკრულება;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ცნობა დავალიანების შესახებ;

- ამონაწერი ანგარიშიდან;

 

3.5. მსესხებელს და თავდებ პირებს ბანკის მიერ გაეგზავნათ გაფრთხილებები, რასაც რეაგირება არ მოყოლია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილები;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის ნაწილში სრულად, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლები, სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-ე, 317-ე, 403, 417-418-ე, 420-ე, 625-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად: თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლით: სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

ამავე კოდექსის 895-ე მუხლით: თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ამავე კოდექსის 896-ე მუხლით: თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

როგორც ზ/აღინიშნა მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 30 582 ლარის ოდენობით. მოპასუხეების წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ამრიგად, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით მოსარჩელე უფლებამოსილია მოსთხოვოს მოპასუხეებს ვალდებულების შესრულება.

 

6.2 ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის 30 582 ლარის ფარგლებში და შესაბამისად სარჩელის მოთხოვნა 30 582 ლარის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის ცნობის საფუძვლით.

 

6.3. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. მოპასუხემ ცნო ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულება და შესაბამისად მას ეკისრება პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, რადგან საბანკო კრედიტი არ არსებობს საბანკო პროცენტის გარეშე და მისი შემადგენელი ნაწილია. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ პროცენტის სახით მოპასუხეს საბოლოოდ დაეკისროს 7 178.23 ლარის გადახდა.

 

6.4. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის 0,5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლო.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის, შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს ხუთჯერ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ შემთხვევაში, სარჩელის ფასი შეადგენს 41 864,87 ლარს. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 1260 ლარი. ვინაიდან სარჩელი მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო ამ ნაწილში იგი თავისუფლდება ბაჟის ანაზღაურებისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. სს ,, ს----------–---------ს ” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1.მოპასუხეებს მ----– ა------–---ს, თ--–--- ა------–---ს და ფ-----– ი----ს მოსარჩელე სს „ ს----------–---------ს “ სასარგებლოდ დაეკისროთ 2016 წლის 29 თებერვალს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 38 580.23 ( ოცდათვრამეტი ათას ხუთას ოთხმოცი ლარი და 23 თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც სესხი ძირი თანხაა - 30 582 ლარი, პროცენტი - 7178,23 ლარი და ჯარიმა - 820 ლარი.

 

2. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------- ’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 917.46 (ცხრაას ჩვიდმეტი ლარი და 46 თეთრი) ლარი. - საგადასახადო დავალება № 12861, თარიღი - 20.06.2017წ. გადამხდელის ბანკი - „ ს----------–--ს ბანკი “; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300523150; ბანკის კოდი -TRESGE22; გადახდილი თანხა - 1260 (ათას ორას სამოცი) ლარი; გადამხდელის დასახელება - სს ,,ს----------–--------- “ ს/ნ 2--------.

 

4. მოპასუხეებს მ----– ა------–---ს, თ--–--- ა------–---ს და ფ-----– ი----ს მოსარჩელე სს „ ს----------–---------ს “ სასარგებლოდ დაეკისროთ მოსარჩელის მიერ ბიუჯეტში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 239.94 ( ორას ოცდაცხრამეტი ლარი და 94 თეთრი ) ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ნოზაძე