გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210017001943491
საქმე №2/477-17წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 მაისი 2018 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - პაატა ნოზაძე
სხდომის მდივანი - ნათია გოჩიტაშვილი
მოსარჩელე: სს ,, თ----- ბ----";
წარმომადგენელი: ი----------–---–ი;
მოპასუხე: შპს „ G-------“, ი------------–-–---–ი, გ--------------–-–---–ი, მ---------------–---–ი.
დავის საგანი: დავალიანების გადახდევინება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია; გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სარჩელის მოთხოვნები:
1.1.მოპასუხეებს შპს „ G-------“-ს, ი------------–-–---–ს და გ--------------–-–---–ს სს „ თ----- ბ----ს “ სასარგებლოდ დაეკისროს 18 095.92 ( თვრამეტი ათას ოთხმოცდათხუდმეტი დოლარი და ოთხმოცდათორმეტი ცენტი) აშშ დოლარის ( მათ შორის ძირი თანხა - 15 879.77 აშშ დოლარის, პროცენტის - 2 158.53 აშშ დოლარის, ჯარიმა- 576.20 აშშ დოლარის) გადახდა.
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელდეს მოპასუხე მ---------------–---–ის (პ/ნ4----------) საკუთრებაში აღრიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების: 1) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დ-----------, საკადასტრო კოდი: N56.35.01.009.01.5--, ფართი:56 კვ.მ. 2) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, დ----------- (წვერმაღალა), უძრავი ქონების საკადასტრო კოდი:N26.35.01.0--, დაზუსტებული ფართობი:1501 კვ.მ. 3). სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, საკრებულოების გარე სავარგულები, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: N26.35.01.0--, დაზუსტებული ფართობი: 15-- კვ.მ., აუქციონის წესით რეალიზაცია.
1.3. თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა, საკმარისი არ იქნება დავალიანების დასაფარავად გადახდევინება აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეების შპს „ G-------“-ს, ი------------–-–---–ის და გ--------------–-–---–ის სხვა ქონებებზე.
1.4. .მოპასუხეებს შპს „ G-------“-ს, ი------------–-–---–ს და გ--------------–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს „ თ----- ბ----ს “ მიერ სარჩელის განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1707,75 ლარის და საჯარო რეესტრიდან ამონაწერების გაახლების მიზნით გადახდილი საფასურის 45 ლარის სს ,,თ----- ბ----ს“ სასარგებლოდ გადახდა.
1.5. მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელის დასაბუთება:
მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ 2013 წლის 10 ივლისს სს ,,ბ---- კ-----------ს “ და მსესხებელ შპს ,, G-------“-ს შორის დაიდო N0-------------- გენერალური ხელშეკრულება, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, 2014 წლის 26 აგვისტოს ამავე ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები უზრუნველყოფების დამატების შესახებ, N0-------------- გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 26 აგვისტოს ბანკსა და ,,G-------“-ს შორის გაფორმდა N0-------------- შემადგენელი სასესხო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 22000 აშშ დოლარი ოდენობით, 60 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 16 პროცენტის დარიცხვით.
2014 წლის 26 აგვისტოს N0-------------- შემადგენელი სასესხო ხელშეკრულების დამატებით უზრუნველსაყოფად ბანკსა და მოპასუხე ი------------–-–---–ს (შპს,, G-------“-ს ერთადერთი პარტნიორი და 100%-იანი წილის მფლობელი) და მოპასუხე გ--------------–-–---–ს შორის გაფორმდა N0-------------- და N0-------------- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეებმა ი------------–-–---–მა და გ--------------–-–---–მა მსესხებელთან ერთად მთელი მოცულობით სოლიდარულად ივალდებულეს სასესხო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება, თავდებობის ზღვრული თანხა თითოეულ თავდებზე შეადგენს 23 100 აშშ დოლარს.
2013 წლის 05 ივლისს N0-------------- საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს “ ბ---- კ-----------ს ” და მ---------------–---–ს შორის დაიდო N06-29617-00--75 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე მ---------------–---–ის პ/ნ:4---------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: მუნიციპალიტეტი ოზურგეთი, დ-----------, საკადასტრო კოდი: N 26.35.01.009.01.5--.
2013 წლის 05 ივლისს N0-------------- საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს “ ბ---- კ-----------ს ” და მ---------------–---–ს შორის დაიდო N0-------------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე მ---------------–---–ის პ/ნ:4---------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: მუნიციპალიტეტი ოზურგეთი, საკრებულოების გარე სავარგულები, საკადასტრო კოდი: N 26.35.01.0--.
2014 წლის 25 აგვისტოს N0-------------- საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს “ ბ---- კ-----------ს ” და მ---------------–---–ს შორის დაიდო N06-31652-000099 იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე მ---------------–---–ის პ/ნ:4---------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: მუნიციპალიტეტი ოზურგეთი, დ----------- (წვერმაღალა), საკადასტრო კოდი: N 26.35.01.0--.
შპს ,, G-------“-ს სასესხო დავალიანება სს,, თ----- ბ----ს “ მიმართ N0-------------- შემადგენელი სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 25 მაისის მდგომარეობით შეადგენს 21 156,59 აშშ დოლარს, მათ შორის ძირი თანხაა - 15 879,77 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი - 4 700,62 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 576,20 აშშ დოლარი.
მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა სახელშეკრულებო ვალდებულებები და მოსარჩელის განმარტებით საკრედიტო ხელშეკრულებები შეწყვეტილი იქნა, რის შესახებაც მოპასუხეებს გაეგზავნათ გამაფრთხილებელი წერილები. იმის გამო, რომ ვალდებულება ნებაყოფლობით არ სრულდება მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.
2015 წლის 20 იანვარს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული შერწყმის (რეორგანიზაციის) საფუძველზე ს/ს ,,ბ---- კ----------- “ ჩამოყალიბდა რეგისტრირებულ სუბიექტად - სააქციო საზოგადოება ,,თ----- ბ---- “ საიდენტიფიკაციო ნომერი N2--------. შესაბამისად მოცემულ საქმეზე მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს სს ,,თ----- ბ---- “.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ი----------–---–მა დააზუსტა მოთხოვნა და შეამცირა პროცენტი 2 158.53 აშშ დოლარამდე, რასაც დაეთანხმა მოპასუხე მხარე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხეებმა დაადასტურეს სარჩელში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ ხელშეკრულებების ნამდვილობის, გაცემული სესხების ოდენობის და მოპასუხეების მხრიდან ვალდებულებების დარღვევის ნაწილში.
მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელის მოთხოვნები ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ: 2014 წლის 26 აგვისტოს N0-------------- შემადგენელი სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მთლიანად ცნეს სესხის ძირი თანხა 15 879.77 აშშ დოლარი, დარიცხული პროცენტი 2158.53 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 576.20 აშშ დოლარი არ ცნეს. ასევე არ ცნეს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია და გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულება.
3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2013 წლის 10 ივლისს სს ,,ბ---- კ-----------ს “ (ამჟამად, სს ,,თ----- ბ---- “) და მსესხებელ შპს ,, G-------“-ს შორის დაიდო N0-------------- გენერალური ხელშეკრულება, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ, 2014 წლის 26 აგვისტოს ამავე ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები უზრუნველყოფების დამატების შესახებ, N0-------------- გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში. 2014 წლის 26 აგვისტოს ბანკსა და ,,G-------“-ს შორის გაფორმდა N0-------------- შემადგენელი სასესხო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 22 000 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, სარგებლის წლიურად 16 პროცენტის დარიცხვით, პირგასამტეხლო 1 %.
2015 წლის 20 იანვარს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებული შერწყმის (რეორგანიზაციის) საფუძველზე ს/ს ,,ბ---- კ----------- “ ჩამოყალიბდა რეგისტრირებულ სუბიექტად - სააქციო საზოგადოება ,,თ----- ბ---- “ საიდენტიფიკაციო ნომერი N2--------. შესაბამისად მოცემულ საქმეზე კრედიტორს წარმოადგენს სს ,,თ----- ბ---- “.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება;
- შემადგენელი სასესხო ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
3.2. სს ,,ბ---- კ-----------ს “ (ამჟამად სს ,, თ----- ბ---- “) და მოპასუხეებს ი------------–-–---–ს და გ--------------–-–---–ს შორის 2014 წლის 26 აგვისტოს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეებმა ი------------–-–---–მა და გ--------------–-–---–მა მსესხებელთან ერთად მთელი მოცულობით სოლიდარულად ივალდებულეს სასესხო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება, თავდებობის ზღვრული თანხა თითოეულ თავდებზე შეადგენდა 23 100 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
– გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება;
- სესხის ხელშეკრულება;
- სოლიდარული ვალდებულებების ხელშეკრულებები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.3. სს ,,ბ---- კ-----------ს“ (ამჟამად სს ,,თ----- ბ---- “) და მოპასუხე მ---------------–---–ს შორის 2013 წლის 05 ივლისს და 2014 წლის 25 აგვისტოს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე მ---------------–---–ის პ/ნ:4---------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: მუნიციპალიტეტი ოზურგეთი, დ-----------, საკადასტრო კოდი: N 26.35.01.009.01.5--, უძრავი ქონება, მდებარე: მუნიციპალიტეტი ოზურგეთი, საკრებულოების გარე სავარგულები, საკადასტრო კოდი:N 26.35.01.0-- და უძრავი ქონება, მდებარე: მუნიციპალიტეტი ოზურგეთი, დ----------- (წვერმაღალა), საკადასტრო კოდი: N 26.35.01.0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულებები;
3.4. 2017 წლის 25 მაისის მდგომარეობით მსესხებელს ბანკში ერიცხება დავალიანება 21 156.59 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი შეადგენს 15 879.77 აშშ დოლარს, დარიცხული პროცენტი 4 700,62 აშშ დოლარს და პირგასამტეხლო 576.20 აშშ დოლარს. მაგრამ მოსარჩელემ სხდომაზე დააზუსტა პროცენტის თანხა და მოითხოვა პროცენტის სახით 2158.53 აშშ დოლარის დაკისრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- გადახდის გრაფიკი;
- ამონაწერი ანგარიშიდან;
3.5. მოპასუხემ პირველად დაარღვია გადახდის გრაფიკი 2016 წლის 25 აგვისტოს, როდესაც მას უწევდა საბანკო პროცენტის მორიგი დაფარვა და ამის შემდგომ აღარ მომხდარა რაიმე თანხის ბანკში შეტანა სასესხო ვალდებულების დაფარვის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალარული საკრედიტო ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- გადახდის გრაფიკი;
- ამონაწერი ანგარიშიდან;
3.6. მსესხებელს და თავდებ პირებს ბ----ს მიერ გაეგზავნათ გაფრთხილებები, რასაც რეაგირება არ მოყოლია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილების წერილები;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ
ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი
შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ძირითადი
თანხისა და დარიცხული პროცენტის ნაწილში სრულად, ხოლო პირგასამტეხლო უნდა
შემცირდეს. ასევე უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე, ხოლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
სასამართლომ გამოიყენა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლები, სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-ე, 317-ე, 403, 417-418-ე, 420-ე, 625-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად: თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
ამავე კოდექსის 464-ე მუხლით: სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლით: თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ამავე კოდექსის 896-ე მუხლით: თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრებიათ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
როგორც ზ/აღინიშნა მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 22 000 ლარის ოდენობით. მოპასუხეებმა დაადასტურეს, რომ მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ამრიგად, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით მოსარჩელე უფლებამოსილია მოსთხოვოს მოპასუხეებს ვალდებულების შესრულება.
6.2 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის 15 879,77 აშშ დოლარის ფარგლებში და შესაბამისად სარჩელის მოთხოვნა 15 879,77 აშშ დოლარის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის ცნობის საფუძვლით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. მოპასუხემ ცნო ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულება და შესაბამისად მას ეკისრება პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, რადგან საბანკო კრედიტი არ არსებობს საბანკო პროცენტის გარეშე და მისი შემადგენელი ნაწილია. ამავე დროს მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა პროცენტის ნაწილში და ითხოვს 2 158.53 აშშ დოლარს. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ პროცენტის სახით მოპასუხეს საბოლოოდ დაეკისროს 2 158.53 აშშ დოლარის გადახდა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის 1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის, შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს ათჯერ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 1 707,75 (ათას შვიდას შვიდი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის განახლების საფასური 45 ლარი. ვინაიდან სარჩელი მოსამზადებელ სტადიაზე მოპასუხემ ცნო ნაწილობრივ ამ ნაწილში იგი გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისაგან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს ,, თ----- ბ----ს ” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1.მოპასუხეებს შპს „ G-------“-ს, ი------------–-–---–ს და გ--------------–-–---–ს სს „ თ----- ბ----ს “ სასარგებლოდ დაეკისროს 18 095.92 ( თვრამეტი ათას ოთხმოცდათხუთმეტი აშშ დოლარი და ოთხმოცდათორმეტი ცენტი ) აშშ დოლარის (მათ შორის ძირი თანხა - 15 879.77 აშშ დოლარის, პროცენტის - 2 158.53 აშშ დოლარის, პირგასამტეხლო- 57.62 აშშ დოლარი) გადახდა.
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელდეს მოპასუხე მ---------------–---–ის (პ/ნ:4----------) საკუთრებაში აღრიცხული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების: 1) უძრავი ქონების, მდებარე: მუნიციპალიტეტი ოზურგეთი, დ-----------, საკადასტრო კოდი: N 26.35.01.009.01.5--. 2) უძრავი ქონების, მდებარე: მუნიციპალიტეტი ოზურგეთი, საკრებულოების გარე სავარგულები, საკადასტრო კოდი: N 26.35.01.0--. 3) უძრავი ქონების, მდებარე: მუნიციპალიტეტი ოზურგეთი, დ----------- (წვერმაღალა), საკადასტრო კოდი: N 26.35.01.0--, აუქციონის წესით რეალიზაცია.
1.3. თუ შემდგომ საკმარისი არ იქნება იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა დავალიანების დასაფარავად, გადახდევინება მიექცეს მოპასუხეების შპს „ G-------“-ს, ი------------–-–---–ის და გ--------------–-–---–ის სხვა ქონებაზე.
2. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
3.მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 1 511 (ათას ხუთას თერთმეტი) ლარი.
-საგადასახადო დავალება № 1, თარიღი - 25.05.2017წ. გადამხდელის ბ---- - „ თ----- ბ----“; მიმღების ბ---- - სახელმწიფო ხაზინა; მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 3--------; ბ----ს კოდი -TRESGE22; გადახდილი თანხა - 1707,75 (ათას შვიდას შვიდი ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარი; გადამხდელის დასახელება - სს ,,თ----- ბ----“ ს/ნ 2--------; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საქმეებზე.
4. მოპასუხეებს შპს „ G-------“-ს, ი------------–-–---–ს და გ--------------–-–---–ს სს „ თ----- ბ----ს “ სასარგებლოდ დაეკისროს საჯარო რეესტრის ამონაწერების გაახლების მიზნით გადახდილი საფასურის 45 (ორმოცდა ხუთი) ლარი და ბაჟის 1.72 (ერთი ლარი და 72 თეთრი ) ლარის გადახდა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე პაატა ნოზაძე