გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2019
საქმის ნომერი
330210118002644142
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/27617-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ს----------–ოს სახელით

 

11 ივნისი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლილი ტყემალაძე

სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი

 

მოსარჩელეები - ნ-----–-ა კ-------–---ი, ნ----ა ჩ----ა

წარმომადგენელი - ც---ა მ---------ე, დ----- მ-------–---–ი

 

მოპასუხე - ე---------ე ძ-----ა

წარმომადგენელი - გ------ი ს-------–---–ი

 

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოსარჩელე ნ-----–-ა კ-------–---სა და ე---------ე ძ-----ას შორის 2017 წლის 26 აპრილს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ჩაითვალოს ნაწილობრივ შესრულებულად და 39600 აშშ დოლარი ჩაითვალოს სესხის ძირ თანხაში გადახდილად; სესხის ძირითადი გადასახდელი თანხა განსაზღვროს 80 400 აშშ დოლარით; ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ლ--–ი გ------–---–ის მიერ 2--- წლის 20 ა------ოს გაცემულ სააღსრულებო ფურცელის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი 1--------) მე-7 მუხლში და სააღსრულებო მოცულობა სესხის ძირითად ნაწილში განსაზღვროს 80 400 აშშ დოლარით; შესაბამისი ცვლილება შევიდეს სააღსრულებო წარმოებაში №-----------------ში და სააღსრულებო მოცულობა სესხის ძირითად ნაწილში შემც---დეს 39 600 აშშ დოლარით და გადასახდელად განისაზღვროს 80 400 აშშ დოლარი;

 

სარჩელში განმარტებულია, რომ 2017 წლის 26 აპრილს ე---------ე ძ-----ას (წარმომადგენელი მაკა ძ-----ა) და ნ-----–-ა კ-------–---ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ე---------ე ძ-----ამ გაასესხა და ნ-----–-ა კ-------–---მა ისესხა 120 000 აშშ დოლარი ექვსი თვის ვადით, ყოველთვიური სარგებელის 2,5 %-ის გადახდით. სესხის სარგებელის გადახდის ვადაგადაცილებისათვის დაწესდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0.11 %.

 

სესხი უზრუნველყოფილი იქნა მოსარჩელე ნ----ა ჩ----ას კუთვნილი უძრავი ქონებით (საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ. ს---------ია, თ----- მ---ის ქუჩა №--, საკადასტრო კოდი 3-----------. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება იმავე დღეს 2017 წლის 26 აპრილს დამოწმდა ნოტარიუსის ლ--–ი გ------–---–ის მიერ. ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელე ნ-----–-ა კ-------–---მა მოპასუხე ნ----ა ძ-----ას სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე გადაუხადა სამი თვის სარგებელი.

 

მოსარჩელე ნ-----–-ა კ-------–---ი პირნათლად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას უნაღდო ანგარიშსწორების გზით და ხელზე გადახდით ყოველთვიურად მოპასუხეს ურიცხავდა სესხის სარგებლის თანხას არა დათქმული 2.5%-ის ოდენობით, არამედ 3%-ის ოდენობით. მოსარჩელე ნ-----–-ა კ-------–---მა ხელშეკრულებით დათქმულ 6 თვის ვადაში სესხის სარგებელი ნაცვლად ხელშეკრულებით განსაზღვრული თვეში 3000 აშშ დოლარისა, ყოველთვიურად გადაიხადა 3% ანუ 3600 აშშ დოალრი. მოსარჩელე ნ-----–-ა კ-------–---მა ექვსი თვის ვადაში ნაცვლად 18 000 აშშ დოლარისა, გადაიხადა 21 600 აშშ დოლარი, 3600 აშშ დოლარით მეტი.

 

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის ექვსთვიანი ვადა ამოიწურა 2017 წლის 26 ოქტომბერს, მხარეთა შორის ხელშეკრულებით დათქმული ვადა სათანადო წესით (წერილობით, სანოტარო წესით დამოწმებით) აღარ გაგრძელებულა. მოსარჩელე ნ-----–-ა კ-------–---მა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ მოპასუხეს გადაუხადა სულ 39600 აშშ დოლარი. ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვის შემდეგ გადახდილი თანხა კი არ შეიძლება ჩაითვალოს სესხის სარგებელში, არამედ იგი უნდა ჩაითვალოს სესხის ძირ თანხაში.

 

მოპასუხე ე---------ე ძ-----ა სადავოდ არ ხდის 2017 წლის 26 აპრილიდან 2--- წლის 15 ა------ომდე ნ-----–-ა კ-------–---ის მიერ თანხის გადახდის ფაქტს და ხელწერილითაც ადასტურებს.

 

2--- წლის 20 ა------ოს მოპასუხე ე---------ე ძ-----ას მოთხოვნით ნოტარიუსმა ი--ა ხ-------მა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მე-7 მუხლის თანახმად, ვალდებულების მოცულობას შეადგენს: სესხის ძირი თანხა 120 000 აშშ დოლარი და მისი უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დატვირთული საცხოვრებელი სახლის (მდებარე ქ. ს---------ია, თ----- მ---ის ქუჩა №--, საკადასტრო კოდი 3-----------) იძულებითი წესით აუქციონზე რეალიზაცია. მოპასუხემ სესხის ძირითად თანხას არ გამოაკლო უკვე მიღებული შესრულება 39 600 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მსესხებელს არ გადაუხდია იმაზე მეტი საპროცენტო სარგებლის თანხა, ვიდრე ხალშეკრულებით იყო გათვალისწინებული.

 

2--- წლის 15 ა------ოს მსესხებელ ნ-----–-ა კ-------–---ს და კრედიტორ ე---------ე ძ-----ას შორის გაფორმდა ნოტარიული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ნ-----–-ა კ-------–---მა დაადასტურა, რომ 2--- წლის 15 ა------ოს მდგომარეობით კრედიტორის მიმართ, 2017 წლის 26 აპრილს გაფორმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 120 000 აშშ დოლარს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 26 აპრილს ე---------ე ძ-----ას (გამსესხებელი, იპოთეკარი) და ნ-----–-ა კ-------–---ს (მსესხებელი) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №---------), რომლის საფუძველზე გამსესხებელმა მსესხებელს 6 თვის ვადით ასესხა 120 000 აშშ დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 2,5%-ის დარიცხვით. მსესხებელი ვალდებულიყო იყო ყოველი თვის არაუგვიანეს 26 რიცხვისა, გადაეხადა საპროცენტო სარგებელი. 3 თვის სარგებელი მსესხებელმა გამსესხებელს გადაუხადა სესხის მიღებისთანავე.

 

ხელშეკრულების მერვე პუნქტის თანახმად - მხარეები უფლებამოსილნი არიან ურთიერთშეთანხმებით გააგრძელონ სესხის დაბრუნების ვადა, ვადის გაგრძელება უნდა მოხდეს წერილობითი შეთანხმებით.

 

მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ნ----ა ჩ----ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ს---------ია, თ----- მ---ის ქუჩა №--, საკადასტრო კოდი 3-----------. იპოთეკა დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 5-7)

2017 წლის 26 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-24).

ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან (ს.ფ. 38-39).

 

3.1.2. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-19 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკარი (იგივე კრედიტორი) უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისათვის სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2017 წლის 26 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-24).

 

3.1.4. 2017 წლის 26 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2--- წლის 20 ა------ოს ნოტარიუს ი--ა ხ-------ის მიერ გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ვალდებულების შესრულების დროა 2017 წლის 26 ოქტომბერი, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრება სესხის ძირითადი თანხით - 120 000 აშშ დოლარით, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 130,26 ლარი და სააღსრულებო ხარჯი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

2--- წლის 20 ა------ოს სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 35-37).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოვალე ნ-----–-ა კ-------–---ის მიერ სარგებლის სახით ზედმეტად გადახდილია 27 000 აშშ დოლარი, რაც უნდა ჩაითვალოს სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში და 2--- წლის 20 ა------ოს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში უნდა განისაზღვროს 93 000 აშშ დოლარით.

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ს----------–ოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით -,,სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას...

 

მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

 

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).

 

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (იხ. სუსგ #ას -1322-2---, 04 აპრილი, 2019 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით მოვალე ხელშეკრულებით განსაზღვრული 6 თვის ვადის გასვლის შემდგომაც აგრძელებდა სარგებლის სახით თანხის გადახდას, რაზედაც მხარეები წერილობითი ფორმით არ შეთანხმებულან. თანხის გადახდის დასადასტურებლად მოსარჩელე უთითებს 2--- წლის 15 ა------ოს ე---------ე ძ-----ასა და ნ-----–-ა კ-------–---ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად მხარეებმა დაადასტურეს, რომ 2017 წლის 26 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 26 აპრილიდან 2--- წლის 15 ა------ომდე ნ-----–-ა კ-------–---ის მიერ გადახდილია ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი სრულად, ხოლო ძირითადი თანხა შეადგენს 120 000 აშშ დოლარს.

 

მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის მიხედვით, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ გარემოებები - რომელზედაც იგი ამყარებს თვის შესაგებელს. შესაბამისად, პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით, ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ. მატერიალურ - სამართლებრივი ნორმა კი, მოცემულ შემთხვევაში, განსაზღვრავს რომელმა მხარემ რომელი ფაქტები უნდა დაამტკიცოს. ამგვარი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა განსახილველ შემთხვევაში ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლია.

 

ფულადი თანხის გადახდის ფაქტის მტკიცება ეკისრება მოვალეს.

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილი კრედიტორის მიერ შესრულების მიღების ფაქტის მტკიცების ტვირთს მოვალეს აკისრებს შესრულების დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტის წარდგენით.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 26 აპრილს ე---------ე ძ-----ას (გამსესხებელი, იპოთეკარი) და ნ-----–-ა კ-------–---ს (მსესხებელი) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №---------), რომლის საფუძველზე გამსესხებელმა მსესხებელს 6 თვის ვადით ასესხა 120 000 დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 2,5%-ის დარიცხვით. მსესხებელი ვალდებულიყო იყო ყოველი თვის არაუგვიანეს 26 რიცხვისა, გადაეხადა საპროცენტო სარგებელი. 3 თვის სარგებელი მსესხებელმა გამსესხებელს გადაუხადა სესხის მიღებისთანავე. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მხარეები სესხის დაბრუნების ვადას გააგრძელებდნენ წერილობითი შეთანხმებით.

 

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ვადა წერილობით არ გაგრძელებულა, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. სასამართლო მიიჩნევს, რომ 2--- წლის 15 ა------ოს გაფორმებული შეთანხმება ვერ ჩაითვლება სესხის ხელშეკრულების ვადის გაგრძელებად, ვინაიდან 2017 წლის 26 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის დაბრუნების ვადა გავიდა 2017 წლის 26 ოქტომბერს, შესაბამისად მხარეები ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ წერილობით სწორედ ამ პერიოდში და არა ხელშეკრულების ვადის გასვლიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2--- წლის 15 ა------ოს გაფორმებული შეთანხმებით კრედიტორმა აღიარა 2017 წლის 26 აპრილიდან 2--- წლის 15 ა------ომდე მოვალის მიერ სარგებლის სრულად გადახდის ფაქტი. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად აღნიშნული მტკიცებულება ვარგისი და განკუთვნადია, რომლის საფუძველზეც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 2017 წლის 26 ოქტომბრიდან მოვალის მიერ სარგებლის გადახდის ფაქტს. რაც შეეხება გადახდილი სარგებლის ოდენობას, სასამართლო მიუთითებს, რომ მოვალეს სარგებლის სახით უნდა გადაეხადა 120000 აშშ დოლარის 2,5% - 3000 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, არაუგვიანეს ყოველი თვის 26 რიცხვისა, ანუ 2017 წლის 26 ოქტომბრამდე. შესაბამისად, 2017 წლის 26 ოქტომბრიდან 2--- წლის 26 ივლისის ჩათვლით გადახდილი სარგებელი 27000 აშშ დოლარი (3000 აშშ დოლარი X 9 თვეზე) უნდა ჩაითვალოს ძირ თანხაში გადახდილად.

 

2--- წლის 15 ა------ოს ხელწერილის შინაარსისა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობის შესაბამისად, რომლის თანახმად სესხის სარგებელი გადაიხდებოდა ყოველი თვის 26 რიცხვში, სასამართლო არ მიიჩნევს ა------ოს თვეში საპროცენტო სარგებლის ოდენობას გადახდილად, ვინაიდან ხელწერილით ა------ოს თვის საპროცენტო სარგებლის წინსწრებით გადახდა არ დგინდება.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2017 წლის 26 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის ანგარიშში გადახდილად უნდა ჩაითვალოს 27 000 აშშ დოლარი და ძირითადი დავალიანება უნდა განისაზღვროს არა 120000 აშშ დოლარით, არამედ 93000 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას მასზედ, რომ ნ-----–-ა კ-------–---ი ყოველთვიურად იხდიდა არა 2,5%-ს არამედ 3%-ს. აღნიშნული გარემოება მოსარჩელემ სსსკ 102-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით ვერ დაადასტურა. სასამართლომ შეაფასა სს ,,ს----------–ოს ბ---ის’’ მიერ გადმოგზავნილი მტკიცებულებები და განმარტავს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ნ-----–-ა კ-------–---ის ან ნ----ა ჩ----ას მიერ ე---------ე ძ-----ას სასარგებლოდ სარგებლის სახით გადახდილია ყოველთვიურად 3600 აშშ დოლარი. აღნიშნულის მაიდენტიფიც---ებელი მონაცემები ბ---ის მიერ გადმოგზავნილ მასალებში არ არის. შესაბამისად, მოთხოვნა 39600 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე დადასტურებულია ნაწილობრივ 27000 აშშ დოლარის ნაწილში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დასაბუთებულია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

ს----------–ოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2017 წლის 26 აპრილის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმად ე---------ე ძ-----ამ ნ-----–-ა კ-------–---ს ასესხა 120 000 დოლარი, ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 2,5%-ის დარიცხვით. დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2017 წლის 26 ოქტომბერი. სესხის თანხის მსესხებლის მიერ მიღების ფაქტი არ არის სადავო მხარეებს შორის.

 

„ნოტარიატის შესახებ“ ს----------–ოს კანონის 38-ე მუხლის მე- 5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს იმ ფულადი დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლის შესრულების ვადაც დამდგარია.

 

სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე 2--- წლის 20 ა------ოს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი. დადგენილია, რომ კრედიტორმა ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა და გადასცა სესხის თანხა ნ-----–-ა კ-------–---ს, რის საფუძველზეც მსესხებელს წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაბრუნების ვალდებულება. მხარეებს შორის წერილობითი შეთანხმებით არ გაგრძელებულა სესხის დაბრუნების ვადა, სესხის დაბრუნების ვადის ამოწურვის შემდეგაც მსესხებელი 9 თვის განმავლობაში აგრძელებდა თანხის კრედიტორისათვის გადახდას, რაც დადასტურებულია თავად ე---------ე ძ-----ას აღიარებით.

 

სსსკ-ის 625-ე მუხლი ადგენს ქცევის წესს, რომლითაც მხარეები უფლებამოსილნი არიან ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შეთანხმდნენ პროცენტის გადახდაზე, 403-ე მუხლის თანახმად კი, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. დასახელებულ ნორმათა ანალიზი ცხადყოფს, რომ 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის სსკ-ის 403-ე მუხლით განსაზღვრული ფულადი თანხის გადახდის ვალდებულება პროცენტის თაობაზე ვადის გადაცილებისათვის, შეთანხმებული არ ყოფილა. ხელშეკრულების ვადა კი ამოიწურა 2017 წლის 26 ოქტომბერს. ამდენად, ნ-----–-ა კ-------–---ის მოთხოვნა მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი თანხის (საპროცენტო სარგებლის სახით) სესხის ძირითად თანხაში ჩათვლის შესახებ ნაწილობრივ - 27 000 აშშ დოლარის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოვალის მიერ შესასრულებელი ვალდებულება შემც---და 27 000 აშშ დოლარით, შესაბამისად სარჩელი დაკმაყოფილდა ამ ნაწილში, რის შესაბამისი პროპორციული ბაჟი შეადგენს 2045,4 ლარს, რაც მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეებს. ამასთან, სარჩელის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, მოსარჩელის მიერ გადახდილი დარჩენილი ბაჟი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს ასევე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გადახდილ ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-----–-ა კ-------–---ისა და ნ----ა ჩ----ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ი--ა ხ-------ის მიერ 2--- წლის 20 ა------ოს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემც---დეს 27 000 აშშ დოლარით და განისაზღვროს სესხის ძირი თანხა 93 000 აშშ დოლარით.

 

3. მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის სახით 2045,4 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლილი ტყემალაძე