გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210016001653449
საქმე №2/759-16წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27.02.2018 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ვალერიან ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - მარი მირიანაშვილი
მოსარჩელე - სს ,,თ---------კი” (სს „ბ--------------–-კას“ უფლებამონაცვლე );
წარმომადგენელი - ი----------–--ლი;
მოპასუხე - ი.მ. ა------------ვი, ნ-------------ი, ზ------------–---–ი
მოპასუხე ა------------ვის წარმომადგენელი - გოჩა კვარაცხელია
დავის საგანი თანხის დაკისრება; იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 შეწყვეტილად იქნას აღიარებული სს „ბანკ რესპუბლიკასა“ და ა------------ვს შორის 2014 წლის 02 ივნისს და 2013 წლის სექტემბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებები.
1.2 მოპასუხეებს ი.მ. ა------------ვსა და ნ-------------ს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ N000330807 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების თანხა 40 035,45 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 36841,81 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი 3193,64 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო 00 აშშ დოლარი.
1.3 მოპასუხეებს ი.მ. ა------------ვს და ზ------------–---–ს სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ N255410 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანების თანხა 39720,16 ლარი (საიდანაც ძირი თანხაა 39720,16 ლარი, დარიცხული სარგებელი 00 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო 00 ლარი)
1.4 მოპასუხე არის სათაევს გადასახდელად დაეკისროს სს ,,ბ--------------–-კას“ მიერ სააუქციონო სახლისთვის გადახდილი მოსაკრებელი 590 ლარის ოდენობით.
1.5 N330807 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის გადახდევინება განხორციელდეს, როგორც მსესხებლის ასევე თავდები პირის უძრავ-მოძრავი ქონებით შემოსავლით, მათ შორის იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით: ა------------ვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი სოფელი იორმუღანლო საკადასტრო კოდი:55.22.53.015, ხოლო N255410 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის გადახდევინება განხორციელდეს როგორც მსესხებლის ასევე თავდები პირის უძრავ-მოძრავი ქონებით და შემოსავლით.
1.6 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის შესაბამისად იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ა------------ვმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ბანკმა მას გაუყიდა უძრავი ქონება, რომელიც საკმარისი იყო აღებული ვალდებულების სრულად დასაფარად, ბანკის მოთხოვნა ამ შემთხვევაში უსაფუძვლოა, დროის სიმცირის გამო ამ ეტაპზე ვერ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რასაც განახორცილებს ძირითადი სხდომის მიმდინარეობისას, ა------------ვმა მიუთითა, რომ ბანკმა მას მიაყენა მატერიალური ზიანი, ვინაიდან მას უძრავი ქონება ისე გაუყიდეს, რომ არ უცნობებიათ, ასევე 80000 აშშ დოლარად შეფასებული უძრავი ქონება გაუყიდეს 12 000 ლარად, როგორც ირკვევა ფერმა თვითონ ბანკმა იყიდა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამოდინარე სარჩელი უსაფუძვლოა და რა უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო სხდომაზე ა------------ვის წარმომადგენელმა გოჩა კვარაცხელიამ სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელს იმიტომ არ ცნობს, რომ აღნიშნული თანხა ანაზღაურებული აქვს მხარეს, სააუქციონო გადასახადი და მოსაკრებელიც გადახდილი აქვს, ამასთან დოლარის კურსი არ არის შეთავსებული, საპროცენტო სარგებელი რომელიც ერიცხება არის შეუსაბამოდ მაღალი, სარჩელი არის ბუნდოვანი, წარდგენილი მტკიცებულები და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ემთხვევა ერთმანეთს, და საერთოდ აცდენილია სასარჩელო მოთხოვნებს.(იხ. შესაგებელი და სხდომის ოქმი 08.02.2018 წ)
მოპასუხეებს ნ-------------ს და ზ------------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე დაუფიქსირებიათ საკუთარი პოზიცია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელოვანი უდავო გარემოება მხარეთა შორის არ არსებობს.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2014 წლის 02 ივნისს, სს „ბანკ რესპუბლიკასა“ და ი.მ. ა------------ვს შორის გაფორმდა N000330807 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად კრედიტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 100000 (ასი ათასი) აშშ დოლარით, კრედიტის სარგებლობის ვადად განისაზღვრა 36 თვე და სრულად უნდა დაფარულიყო, 2017 წლის 02 ივნისამდე მიუხედავად კონკრეტული ტრანშებისა, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 14%-ით საპროცენტო სარგებლის დარიცხვა უნდა დაწყებულიყო კონკრეტული ტრანშის ჩარიცხვის დღიდან, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის დაბრუნება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, გრაფიკის დარღვევისას მსესხებელს ეკისრებოდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით.
2014 წლის 03 ივნისს ი.მ. ა------------ვსა და სს „ბანკ რესპუბლიკას“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების N1 დანართიდან დგინდება, რომ მათ შორის 2014 წლის 02 ივნისს გაფორმებული N0003300807 ხელშეკრულებით კრედიტის სახით განსაზღვრული თანხის გაცემა განხორციელდებოდა შემდეგი პირობებით: პირველი ტრანში 50000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით გაიცემოდა 2014 წლის 03 ივნისს, ხოლო მეორე ტრანში 50000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით გაიცემოდა პირველი ტრანშის მიზნობრივი გახარჯვის შემდეგ (ჯიშიანი საშენი პირუტყვის შესაძენად).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 02 ივნისის N000330807 საკრედიტო ხელშეკრულება
_2014 წლის 03 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების N1 დანართი
-სესხის დაფარვის გრაფიკი
3.2.2. 2014 წლის 02 ივნისს, ბანკსა და ა------------ვს შორის გაფორმებული N000330807 საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 03 ივნისს სს „ბანკ რესპუბლიკასა“ და მოპასუხე ნ-------------ს შორის გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება რომლის თანახმადაც თავდების მაქსიმალური ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 145000 აშშ დოლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულება N771920000330807;
3.2.3 2014 წლის 02 ივნისს, სს „ბანკ რესპუბლიკასა და ი.მ. ა------------ვს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „ბ--------------–-კას“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ა------------ვის კუთვნილი უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 55.22.53.015, მდებარე საგარეჯოს რაიონი სოფელი იორმუღანლო, 2312 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო(საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები (საცხოვრებელი განაშენიანბის ფართი 200 კვ.მ.)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 02 ივნისის იპოთეკის ხელშეკრულება;
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2.4 2013 წლის 02 სექტემბერს, სს „ბანკ რესპუბლიკასა“ და ა------------ვს შორის გაფორმდა N000255410 საკრედიტო ხელშეკრულება, კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 55000 (ორმოცდახუთმეტი ათასი) ლარით, წლიური საპროცენტო სარგებელი _15%-ით, გრაფიკის დარღვევისას მსესხებელს ეკისრებოდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 02 სექტემბრის N000255410 საკრედიტო ხელშეკრულება,3.2.5. 2013 წლის 02 სექტემბერს, ბანკსა და ა------------ვს შორის გაფორმებული N000255410 საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, სს „ბანკ რესპუბლიკასა“ და მოპასუხე ზ------------–---–ს შორის გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება რომლის თანახმადაც თავდების მაქსიმალური ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 100000 (ასი ათასი)ლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულება N304807000255410;
3.2.6. ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება რომ უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაიონი სოფელი იორმუღანლო, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო(საკარმიდამო) დაზუსტებული ფართობი:2312.00კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: საცხოვრებელი განაშენიანების ფართი: 200 კვ.მ.. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი სამკვიდრო მოწმობა, მესაკუთრეს წარმოადგენს ა------------ვი, საკადასტრო კოდი:55.22.53.015, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე 2012 წლის 20 ივნისს, 2013 წლის 02 სექტემბერს და 2014 წლის 03 ივნისს რეგისტრირებულია იპოთეკა, სადაც იპოთეკარს წარმოადგეს სს „ბ--------------–-კა“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ს/კ 55.22.53.015 (მომზადების თარიღი: 09.01.2015);
3.2.7. 2016 წლის 02 მარტის განკარგულებიდან აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების მიღების შესახებ დგინდება, რომ შპს „თბილისის სააუქციონო სახლმა“ მესამე ონლაინ აუქციონზე ა------------ვის უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით მისივე საკრედიტო დავალიანების უზრუნველსაყოფად, თანახმად 2013 წლის 02 სექტემბრის და 2014 წლის 02 ივნისს დადებული იპოთეკის ხელშეკრულებისა აუქციონზე ერთ ლოტად გატანილ იქნა ა------------ვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქალაქი დედოფლისწყარო, უკანა მხარე, სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 70000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ორი შენობა-ნაგებობა ფართით 871,4 კვ.მ. და 32 კვ.მ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 52.32.31.015. აუქციონი დაიწყო 2016 წლის 26 თებერვალს და დასრულდა 2016 წლის 02 მარტს, ვაჭრობის ბიჯი განისაზღვრა 1000 ლარით, საბოლოოდ ქონება გაიყიდა 12000 ლარად, და გამოვლინდა გამარჯვებული სს „ბ--------------–-კა“ - ც-------–ბაია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
-2016 წლის 02 მარტის განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების მიღების შესახებ
3.2.8 2015 წლის 27 მარტის განკარგულებიდან აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების მიღების შესახებ დგინდება რომ შპს „თბილისის სააუქციონო სახლმა“ მესამე ონლაინ აუქციონზე ა------------ვის უძრავი ქონების რეალიზაციის მიზნით მისივე საკრედიტო დავალიანების უზრუნველსაყოფად, თანახმად 2014 წლის 02 ივნისს დადებული ორი იპოთეკის ხელშეკრულებისა აუქციონზე ერთ ლოტად გატანილ იქნა ა------------ვის საკუთრებაში არსებული 1) უძრავი ქონება მდებარე ქალაქი დედოფლისწყარო, სოფელი ტარიბანა, სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 1 180000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 52.56.31.007. 2) უძრავი ქონება მდებარე ქალაქი დედოფლისწყარო, სოფელი ტარიბანა, სასოფლო-სამეურნეო (საძოვარი) დანიშნულების 1 450106 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა (ფერმა) ფართით 889.9 კვ.მ. უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 52.56.31.006. აუქციონი დაიწყო 2015 წლის 20 მარტს და დასრულდა 2015 წლის 27 მარტს, ვაჭრობის ბიჯი განისაზღვრა 500 ლარით, საბოლოოდ ქონება გაიყიდა 201564 ლარად, და გამოვლინდა გამარჯვებული მუ------------------–-----ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
-2015 წლის 27 მარტის განკარგულება აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილების მიღების შესახებ
3.2.9 საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის 13 ივლისის წერილიდან დგინდება რომ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2015 წლის 27 მარტის მდგომარეობით შედგენდა 1 აშშ დოლარი - 2,2229 ლარი, ხოლო 2016 წლის 27 მარტის მდგომარეობით 1 აშშ დოლარი - 2,3342 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით დადგენილია, რომ როდესაც საუქციონო სახლიდან ჩამოირიცხა თანხა დავალიანების დაფარვისას კურსი ლარის დოლართან მიმართებაში ბანკმა დაიანგარიშა კურსით - 2.2860.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის 13 ივლისის წერილი N2-01/2638
3.2.10. სს „თ---------კის“ წერილიდან (პასუხი2017 წლის 07 ივლისის მომართვაზე)
დგინდება, რომ სს „თ---------კის“ (სს ბ--------------–-კას უფლებამონაცვლე) ი.მ. ა------------ვის სესხზე შპს თბილისის სააუქციონო სახლის მეშვეობით, ორი განაცხადის საფუძველზე მოხდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
პირველი განაცხადით ვინაიდან უძრავი ქონება ს/კ 52.56.31.007 და 52.56.31.006 მიწის ნაკვეთები არის გვერდიგვერდ და ფუნქციურად ურთიერთდაკავშირევბულია (არის მომიჯნავე ნაკვეთები) მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქონების ერთ ლოტად გატანის შესახებ.
ჯამურმა სარეალიზაციო თანხამ შეადგინა 270 129.59 ლარი. 2015 წლის 27 მარტს მესამე პირმა შეიძინა უძრავი ქონება შესყიდვის საფასური განისაზღვრა 201 564 ლარით. სს „თ---------კს“ სააუქციონო სახლის მიერ დაკავებული დღგ-ს (2547,84 ლარი) და აუქციონის მომსახურების თანხის (7114,48 ლარი) გამოკლებით ჩაერიცხა თანხა 171 2012,68 ლარი.
აღნიშნულ დაანგარიშებასთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას და ადგენს, რომ ქონების შესყიდვის თანხას 201 564 ლარს გამოკლებული სააუქციონო სახლის მიერ დაკავებული დღგ-ს 2547,84 ლარისა და აუქციონის მომსახურების თანხის 7114,48 ლარის გამოკლებით შეადგენს 171901, 68 ლარს და არა წერილში მითითებულ 171 2012,68 ლარს.
ამასთან დადგენილია, რომ N000330807 სესხზე ვინაიდან დავალინება იყო უცხოურ ვალუტაში შესაბამისად თანხის დაკონვერტირება მოხდა ბანკის კომერციული კურსით 2,2860) და სესხზე შემცირდა დავალიანება 75 197,59 აშშ დოლარის ოდენობით.
მეორე განაცხადით უძრავი ქონების (ს/კ 52.32.31.015) ჯამურმა სარეალიზაციო თანხამ შეადგინა 178247.05 ლარი, ქონება მესამე აუქციონზე შეიძინა ბანკმა 12000 ლარად, აღნიშნული თანხიდან შპს თბილისის სააუქციონო სახლმა სახელწიფო ხაზინაში გადარიცხა დღგ- 1830,51 ლარი, თბილისის სააუქციონო სახლის საჰონორარომ შეადგინა 384,05 ლარი.
მოსარჩელეს ჩაერიცხა თანხა 9785,44 ლარი, აღნიშნული თანხიდან დაიფარა 1151 ლარით სააუქციონო სახლის მიერ აუქციონის ორგანიზების ხარჯი, ხოლო 8634,44 ლარით 2016 წლის 14 მარტს შემცირდა N000255410 სესხი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სს „თ---------კის“ წერილი (პასუხი2017 წლის 07 ივლისის მომართვაზე)
- ამონაწერი სესხზე 000255410 (01.11. 2016 წ.)
-ამონაწერი სესხზე 000330807 (01.11.2016 )
3.2.11 ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება რომ 2017 წლის 08 მაისიდან სს „ბ--------------–-კას“ უფლებამონაცვლეს წარმოადგენს სს „თ---------კი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
3.2.12. დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
_ მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი);
- გაფრთხილების წერილები;
3.2.13 დადგენილია რომ მოპასუხეების ნ-------------ის და ა------------ვის დავალიანება 2014 წლის 02 ივნისის N N000330807 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 40 035,45 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 36841,81 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი 3193,64 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო 00 აშშ დოლარი.
ამასთან ამონაწერი სესხიდან N000330807 დადგენილია, რომ მოპასუხეების ა------------ვის და ზ------------–---–ის დავალიანება 2015 წლის 15 სექტემბრის N000255410 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამოდინარე შეადგენს 36841,81 (ოცდათექვსმეტი ათას რვაასორმოცდაერთი აშშ დოლარის და ოთხმოცდაერთი ცენტის) აშშ დოლარს.
N000330807 სესხზე ამონაწერით დგინდება, რომ 2015 წლის 15 აპრილს მოხდა აუქციონზე ს/კ 52.56.31.007 და 52.56.31.006 მიწის ნაკვეთების რეალიზაცია, აღნიშნული მიწის ნაკვეთების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით მოხდა 2014 წლის 02 ივნისის N000330807 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის ნაწილის დაფარვა და საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა.
ამასთან დადგენილია, რომ მას შემდეგ რაც მარეთა შორის შეწყდა N000330807 ხელშეკრულება და როდესაც სარეალიზაციოდ მიექცა უძრავი ქონება ბანკის მხრიდან მოპასუხეს ზემოაღნიშნულ სესხზე 16.11.2015 წელს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაერიცხა სარგებელი 3038.19 აშშ დოლარი და ასევე 15.12.2016 წელს კვლავ დაერიცხა 155.45 აშშ დოლარი საერთო ჯამში 3193.64 აშშ დოლარი. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქმეზე წარმოდგენილი საგადასახადო დავალებით 2.03.2016 წლის დადგენილია, რომ სს „ბ--------------–-კის“ სააუქციონო სახლისთვის აუქციონის ორგანიზების ხარჯებისთვის გადახდილია თანხა 590 (ხუთასოთხმოცდაათი ლარი) ოდენობით გადახდა, რაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- ბანკის წერილია;
_ მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი);
-ამონაწერი სესხზე 000255410 (01.11. 2016 წ.)
-ამონაწერი სესხზე 000330807 (01.11.2016წ)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა და საქმეში არსებული მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
სასამართლომ გამოიყენა:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე, 131-ე, 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 316-ე, 317-ე, 403, 417-418-ე, 420-ე, 625-ე, 867-868-ე, 873-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამოღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
2014 წლის 02 ივნისს, სს „ბანკ რესპუბლიკასა“ და ი.მ. ა------------ვს შორის გაფორმდა N000330807 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად კრედიტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 100000 (ასი ათასი) აშშ დოლარით, კრედიტის სარგებლობის ვადად განისაზღვრა 36 თვე და სრულად უნდა დაფარულიყო, 2017 წლის 02 ივნისამდე მიუხედავად კონკრეტული ტრანშებისა, წლიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 14%-ით საპროცენტო სარგებლის დარიცხვა უნდა დაწყებულიყო კონკრეტული ტრანშის ჩარიცხვის დღიდან, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის დაბრუნება უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად, გრაფიკის დარღვევისას მსესხებელს ეკისრებოდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით.
2014 წლის 03 ივნისს ი.მ. ა------------ვსა და სს „ბანკ რესპუბლიკას“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების N1 დანართიდან დგინდება, რომ მათ შორის 2014 წლის 02 ივნისს გაფორმებული N0003300807 ხელშეკრულებით კრედიტის სახით განსაზღვრული თანხის გაცემა განხორციელდებოდა შემდეგი პირობებით: პირველი ტრანში 50000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით გაიცემოდა 2014 წლის 03 ივნისს, ხოლო მეორე ტრანში 50000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით გაიცემოდა პირველი ტრანშის მიზნობრივი გახარჯვის შემდეგ (ჯიშიანი საშენი პირუტყვის შესაძენად).
2014 წლის 02 ივნისს, ბანკსა და ა------------ვს შორის გაფორმებული N000330807 საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2014 წლის 03 ივნისს სს „ბანკ რესპუბლიკასა“ და მოპასუხე ნ-------------ს შორის გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება რომლის თანახმადაც თავდების მაქსიმალური ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 145000 აშშ დოლარის ფარგლებში.
2013 წლის 02 სექტემბერს, სს „ბანკ რესპუბლიკასა“ და ა------------ვს შორის გაფორმდა N000255410 საკრედიტო ხელშეკრულება, კრედიტის ოდენობა განისაზღვრა 55000 (ორმოცდახუთმეტი ათასი) ლარით, წლიური საპროცენტო სარგებელი _15%-ით, გრაფიკის დარღვევისას მსესხებელს ეკისრებოდა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით.
2013 წლის 02 სექტემბერს, ბანკსა და ა------------ვს შორის გაფორმებული N000255410 საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, სს „ბანკ რესპუბლიკასა“ და მოპასუხე ზ------------–---–ს შორის გაფორმებულ იქნა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება რომლის თანახმადაც თავდების მაქსიმალური ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 100000 (ასი ათასი)ლარის ფარგლებში.
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ დავალიანების დაფარვა.
სს „თ---------კის“ წერილიდან (პასუხი2017 წლის 07 ივლისის მომართვაზე) დგინდება, რომ სს „თ---------კის“ (სს ბ--------------–-კას უფლებამონაცვლე) ი.მ. ა------------ვის სესხზე შპს თბილისის სააუქციონო სახლის მეშვეობით, ორი განაცხადის საფუძველზე მოხდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
პირველი განაცხადით ვინაიდან უძრავი ქონება ს/კ 52.56.31.007 და 52.56.31.006 მიწის ნაკვეთები არის გვერდიგვერდ და ფუნქციურად ურთიერთდაკავშირევბულია (არის მომიჯნავე ნაკვეთები) მიღებული იქნა გადაწყვეტილება ქონების ერთ ლოტად გატანის შესახებ.
ჯამურმა სარეალიზაციო თანხამ შეადგინა 270 129.59 ლარი. 2015 წლის 27 მარტს მესამე პირმა შეიძინა უძრავი ქონება შესყიდვის საფასური განისაზღვრა 201 564 ლარით. სს „თ---------კს“ სააუქციონო სახლის მიერ დაკავებული დღგ-ს (2547,84 ლარი) და აუქციონის მომსახურების თანხის (7114,48 ლარი) გამოკლებით ჩაერიცხა თანხა 171 2012,68 ლარი.
აღნიშნულ დაანგარიშებასთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას და ადგენს, რომ ქონების შესყიდვის თანხას 201 564 ლარს გამოკლებული სააუქციონო სახლის მიერ დაკავებული დღგ-ს 2547,84 ლარისა და აუქციონის მომსახურების თანხის 7114,48 ლარის გამოკლებით შეადგენს 171901, 68 ლარს და არა წერილში მითითებულ 171 2012,68 ლარს.
ამასთან დადგენილია, რომ N000330807 სესხზე ვინაიდან დავალინება იყო უცხოურ ვალუტაში შესაბამისად თანხის დაკონვენტირება მოხდა ბანკის კომერციული კურსით 2,2860) და სესხზე შემცირდა დავალიანება 75 197,59 აშშ დოლარის ოდენობით.
მეორე განაცხადით უძრავი ქონების (ს/კ 52.32.31.015) ჯამურმა სარეალიზაციო თანხამ შეადგინა 178247.05 ლარი, ქონება მესამე აუქციონზე შეიძინა ბანკმა 12000 ლარად, აღნიშნული თანხიდან შპს თბილისის სააუქციონო სახლმა სახელწიფო ხაზინაში გადარიცხა დღგ- 1830,51 ლარი, თბილისის სააუქციონო სახლის საჰონორარომ შეადგინა 384,05 ლარი.
მოსარჩელეს ჩაერიცხა თანხა 9785,44 ლარი, აღნიშნული თანხიდან დაიფარა 1151 ლარით სააუქციონო სახლის მიერ აუქციონის ორგანიზების ხარჯი, ხოლო 8634,44 ლარით 2016 წლის 14 მარტს შემცირდა N000255410 სესხი.
დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. მოპასუხეების ნ-------------ის და ა------------ვის დავალიანება 2014 წლის 02 ივნისის N N000330807 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 40 035,45 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 36841,81 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი 3193,64 აშშ დოლარი, დარიცხული პირგასამტეხლო 00 აშშ დოლარი.
ამასთან ამონაწერი სესხიდან N000330807 დადგენილია, რომ მოპასუხეების ა------------ვის და ზ------------–---–ის დავალიანება 2015 წლის 15 სექტემბრის N000255410 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამოდინარე მას შემდეგ რაც დაიფარა ნაწილი დავალიანებისა შეადგენს 36841,81 (ოცდათექვსმეტი ათას რვაასორმოცდაერთი აშშ დოლარის და ოთხმოცდაერთი ცენტის) აშშ დოლარს.
N000330807 სესხზე ამონაწერით დგინდება, რომ 2015 წლის 15 აპრილს მოხდა აუქციონზე ს/კ 52.56.31.007 და 52.56.31.006 მიწის ნაკვეთების რეალიზაცია, აღნიშნული მიწის ნაკვეთების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით მოხდა 2014 წლის 02 ივნისის N000330807 საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის ნაწილის დაფარვა და საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტა.
ამასთან დადგენილია, რომ მას შემდეგ რაც მარეთა შორის შეწყდა N000330807 ხელშეკრულება და როდესაც სარეალიზაციოდ მიექცა უძრავი ქონება ბანკის მხრიდან მოპასუხეს ზემოაღნიშნულ სესხზე 16.11.2015 წელს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაერიცხა სარგებელი 3038.19 აშშ დოლარი და ასევე 15.12.2016 წელს კვლავ დაერიცხა 155.45 აშშ დოლარი საერთო ჯამში 3193.64 აშშ დოლარი. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამასთან ამონაწერით სესხზე დადგენილია, რომ N000255410 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ა------------ვის დავალიანება შეადგენს 39720.16 ლარს რაც ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
საქმეზე წარმოდგენილი საგადასახადო დავალებით 2.03.2016 წლის დადგენილია, რომ სს „ბ--------------–-კის“ სააუქციონო სახლისთვის აუქციონის ორგანიზების ხარჯებისთვის გადახდილია თანხა 590 (ხუთასოთხმოცდაათი ლარი) ოდენობით გადახდა, რაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო 208-ე მუხლის 3-ე ნაწილის მიხედვით, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სასამართლო სხდომაზე ა------------ვის წარმომადგენელმა გოჩა კვარაცხელიამ სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელს იმიტომ არ ცნობს, რომ აღნიშნული თანხა ანაზღაურებული აქვს მხარეს, სააუქციონო გადასახადი და მოსაკრებელიც გადახდილი აქვს, ამასთან დოლარის კურსი არ არის შეთავსებული, საპროცენტო სარგებელი რომელიც ერიცხება არის შეუსაბამოდ მაღალი, სარჩელი არის ბუნდოვანი, წარდგენილი მტკიცებულები და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ ემთხვევა ერთმანეთს, და საერთოდ აცდენილია სასარჩელო მოთხოვნებს, თუმცა ვერ შეძლო აღნიშნული დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას ვინაიდან მას საქმეზე იმის მტკიცებულება, რომ მოპასუხეთა მიერ გადახდილ იქნა თანხა არ დასტურდება, ამასთან სა აუქციონო სახლის მიერ უძრავი ქონების არარეალურ ფასად გაყიდვასთან დაკავშირებით, მოპასუხეს შეეძლო ედავა აუქციონის პროცედურებთან დაკავშირებით, ხოლო საქმეზე მის მიერ შეგებებული სარჩელი არ ყოფილა წარმოდგენილი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. ამავე კოდექსის 403-ე მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რომ მოპასუხეების ნ-------------ის და ა------------ვის დავალიანება 2014 წლის 02 ივნისის N N000330807 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 36841.81 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 36841,81 აშშ დოლარი. ხოლო მოპასუხეების ა------------ვის და ზ------------–---–ის დავალიანება 2013 წლის 02 სექტემბრის N000255410 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამოდინარე შეადგენს 39720,16 ლარს.
6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2014 წლის 02 ივნისს, სს „ბანკ რესპუბლიკასა და ი.მ. ა------------ვს შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „ბ--------------–-კას“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ა------------ვის კუთვნილი უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 55.22.53.015, მდებარე საგარეჯოს რაიონი სოფელი იორმუღანლო, 2312 კვ.მ. სასოფლო სამეურნეო(საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები (საცხოვრებელი განაშენიანბის ფართი 200 კვ.მ.)
იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. მოსარჩელის აღნიშნული მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე ფაქტებს, გარემოებებს და დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნასა და შესაგებელს და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ შესაგებლის საფუძვლად მითითებული ფაქტი წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება არ არის სარწმუნო და საკმარისი.
ზემოაღნიშნული მუხლების თანახმად, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მითითებული გარემოებები, არამედ, მოპასუხეცაა ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს შესაგებელში აღნიშნული გარემოებები.
ამდენად, სასამარლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ნაწილობრივ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდა მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, ამასთან ვინაიდან მოსარჩელეს ზედმეტად ქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი შესაბამისად მოსარჩელე მხარეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 139,30 ლარი, ხოლო მოპასუხეებს ა------------ვს და ნ-------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად რა ნაწილშიც არ ცნეს სარჩელი კერძოდ 36841.81 აშშ დოლარის ნაწილში სახელმწიფო ბაჟი 2940,41 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეებს ა------------ვის და ზ------------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის (დავის საგნის 39720.16 ლარის ნაწილში 3%) 1190,60 ლარის გადახდა. ასევე ა------------ვს სს „თ---------კის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის (მოგებული თანხის 590 ლარის 3%) 17,7 (ჩვიდმეტი ლარის და სამოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249ე, -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სს ,,თ---------კის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს ი.მ ა------------ვს და ნ-------------ს მოსარჩელე სს ,,თ---------კის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N000330807 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 36841,81 (ოცდათექვსმეტი ათას რვაასორმოცდაერთი აშშ დოლარის და ოთხმოცდაერთი ცენტის) აშშ დოლარის გადახდა.
3. მოპასუხეებს ი.მ ა------------ვს და ზ------------–---–ს მოსარჩელე სს „თ---------კის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრით N000255410 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 39720,16 (ოცდაცხრამეტი ათას შვიდასოცი ლარი და თექვსმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
4. მოპასუხე ი.მ ა------------ვს გადასახდელად დაეკისროს სს „თ---------კის“ სასარგებლოდ სააუქციონო სახლისთვის გადახდილი მოსაკრებელი 590 (ხუთასოთხმოცდაათი ლარი) ოდენობით გადახდა.
5. N000330807 ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული ი.მ ა------------ვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე საგარეჯოს რაონი სოფელი იორმუღანლო, დაზუსტებული ფართით ს/კ N55.22.53.015, იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების სრულად დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მსესხებლის ი.მ ა------------ვის ასევე თავდები პირის ნ-------------ის უძრავ-მოძრავი ქონება.
6. N000255410 ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების დაფარვა განხორციელდეს როგორც მსესხებლის ი.მ ა------------ვის, ასევე თავდები პირის ზ------------–---–ის უძრავ-მოძრავი ქონებით და შემოსავლით.
7. მოპასუხეებს ი.მ ა------------ვს და ნ-------------ს სოლიდარულად სს „ბაზის ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 2940,41 ლარის გადახდა.
8 მოპასუხე ი.მ ა------------ვს სს „თ---------კის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 17,7 (ჩვიდმეტი ლარის და სამოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა.
9 მოპასუხეებს ი.მ ა------------ვს და ზ------------–---–ს სს „თიბის ბანკის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1190,60 ლარის გადახდა.
10. სს „თ---------კს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 139,30 ლარი. (საგადასახადო დავალება N3932268; 15.12.2016, გადახდილი თანხა 4543,72 ლარი)
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შემოტანა 12 დღის ვადაში.
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყევტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტის წესების დაცვით.
13. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი