მუხლი 398. საქმის გადაგზავნა საკასაციო სასამართლოში
თავი XLVIII — კასაციის დასაშვებობა # #
საკასაციო საჩივრის შემოსვლის შემდეგ სააპელაციო სასამართლო დაუყოვნებლივ გადაუგზავნის საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივარს და მთლიანად საქმეს.
საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.71
საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227
თავი XLIX
საქმის წარმოება საკასაციო სასამართლო
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 398. საქმის გადაგზავნა საკასაციო სასამართლოში საკასაციო საჩივრის შემოსვლის შემდეგ სააპელაციო სასამართლო დაუყოვნებლივ გადაუგზავნის საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივარსა და მთლიანად საქმეს. საქართველოს 1999 წლის 28 მაისის კანონი №1972 – სსმ I, №18(25), 01.06.1999 წ., მუხ.71 საქართველოს 2005 წლი XLIXს 23 ივნისის კანონი №1740 - სსმ I, №36, 11.07.2005წ., მუხ.227 თავი XLIX საქმის წარმოება საკასაციო სასამართლოში
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(7)
საქმე №ბს-541(ს-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.07.2020
…ერთად გადმოგზავნილ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. გადმოგზავნის საფუძვლად მიეთითა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 231-ე მუხლი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 398-ე მუხლი. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლო გ. ბ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ…
საქმე №ას-1420-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.10.2019
…აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა. ვ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. მ-მა და სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველად გადმოაგზავნა ზემდგომ სასამართლოში. უდავოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა…
საქმე №3გ/ად-115-კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 06.09.2002
…7.3 პუნქტი არათანაბარ პირობებში აყენებს ხელშეკრულების მხარეებს. კასატორი უთითებს, რომ 22.01.01წ. წერილით მოითხოვდა არა ხელშეკრულების დროებით გაუქმებას, არამედ შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებას, რის გამოც სსსკ 398-ე მუხლის მიხედვით, მას არ უნდა მოეთხოვოს ხელშეკრულების პირობების მკაცრი დაცვა. კასატორმა მოითხოვა საოლქო სასამართლოს 01.02.02წ. გადაწყვეტილების გაუქმება და…
საქმე №3გ-ად-26კ-02 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.06.2002
…სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 398-ე, 418-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს გორის სამმართველოსა და გ. მ-ძის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს; 2. უცვლელად…
…ლ. ქ-ძის რეგისტრაციაში გატარების დავალდებულებას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2001 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 395-ე და 398-ე მუხლზე დაყრდნობით, საკასაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაუგზავნა აჭარის ა\რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა…
საქმე №3გ/ად-7-01 · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.10.2001