განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.12.2018
საქმის ნომერი
330210017002236418
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
02.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002236418

საქმე №2ბ/3792-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

05 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ოთარ სიჭინავა

 

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტები - ა-–---------------–--------------–-----–--------------–-------------–----------------–-----–----------------

ლ--------------- წარმომადგენლები - შ--–-----–--–---–----------------–---–-

შპს ,,–----------------- წარმომადგენლი - შ--–-----–--–---–-

ა-----–-----–-------ა და მ-----–----------- წარმომადგენელი - თ----------

მოწინააღმდეგე მხარე - ს---------------–----------

წარმომადგენელი - დ--------------–-

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.05.2018 წლის გადაწყვეტილება.

დავის საგანი - საბანკო გარანტიის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება

აპელანტების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.05.2018 წლის გადაწყვეტილებით:

1. ს---------------–----------- სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხეებს ა-----–-----–-----------–---------------–---------------–-----------------–--------------- მოსარჩელე ს---------------–----------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2016 წლის 13 სექტემბრის #----------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 238 637,35 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეებს ა-----–-----–-----------–---------------–---------------–-----------------–--------------- მოსარჩელე ს---------------–----------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2016 წლის 13 სექტემბრის #----------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 1356,99 აშშ დოლარის გადახდა;

1.3. მოპასუხეებს ა-----–-----–-----------–---------------–---------------–-----------------–--------------- მოსარჩელე ს---------------–----------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2016 წლის 13 სექტემბრის #----------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 226 742,22 აშშ დოლარის გადახდა;

1.4. მოპასუხეების ა-----–-----–-----------–---------------–---------------–-----------------–-------------------- სოლიდარულად დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით დადგინდა იპოთეკით დატვირთული შემდეგი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია: ა) მდებარე - მ–--------------–------–--------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #------------, მესაკუთრე - ა-----–-----–------; ბ) მდებარე - მ–--------------–------–--------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #------------- მესაკუთრე - ა-----–-----–------; გ) მდებარე - მ–--------------–----------–--------------–-------------–--------------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #7------------ მესაკუთრე - ა-----–-----–------; დ) მდებარე - თბილისი, ჭ---------–--------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------, მესაკუთრე - შპს ,-–----------------

1.5. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების ა-----–-----–-----------–---------------–---------------–----------- და ლ--------------- საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2016 წლის 15 თებერვალს, სს ,------------–---------- და შპს ,-----–--- შორის გაფორმდა #-------------------- საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ხაზის მოცულობა - 800 000აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა - 240 თვე, საპროცენტო სარგებელი - წლიური 0,5%-დან 48%-მდე. აღნიშნული ხელშეკრულებით ბანკი აცხადებდა თანხმობას კლიენტისთვის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, კერძოდ, მასში მითითებული საკრედიტო ლიმიტის, პროცენტის და ვადის ფარგლებში მიეწოდებინა საბანკო მომსახურების პაკეტი.

 

ხელშეკრულების 3.1.2.4. პუნქტის თანახმად, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულებების მოქმედების ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.

 

სს ,------------–---------- და შპს ,-----–--- შორის დადებული საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით: 1) 2016 წლის 15 თებერვალს, სს ,------------–---------- და ა-----–-----–------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება ხელშეკრულებით თავდების პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრა 800 0000 აშშ დოლარით; 2) 2016 წლის 15 თებერვალს, სს ,------------–---------- და ალ---------------–------- შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულებით თავდების პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრა 800 0000 აშშ დოლარით; 3) 2016 წლის 15 თებერვალს, სს ,------------–---------- და მ-----–----------- შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულებით თავდების პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრა 800 0000 აშშ დოლარით; 4) 2016 წლის 12 სექტემბერს, სს ,------------–---------- და ლ--------------- შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულებით თავდების პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრა 800 0000 აშშ დოლარით; 5) 2016 წლის 15 თებერვალს, სს ,------------–---------- და ა-----–-----–------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ა-----–-----–------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - მ–--------------–------–--------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #------------; 6) 2016 წლის 18 თებერვალს, სს ,------------–---------- და ა-----–-----–------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ა-----–-----–------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - მ–--------------–------–--------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #------------; 7) 2016 წლის 28 ივლისს, სს ,------------–---------- და ა-----–-----–------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ა-----–-----–------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მ–--------------–----------–--------------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #------------; 8) 2016 წლის 12 სექტემბერს, სს ,------------–---------- და შპს ,-–---------------- შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა შპს ,-–----------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, ჭ---------–--------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 15 თებერვლის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 16-26); 2016 წლის 15 თებერვლის #------------ სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ტომი1, ს.ფ. 56-61); 2016 წლის 15 თებერვლის #------------ სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ტომი1, ს.ფ. 62-67); 2016 წლის 15 თებერვლის #------------ სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ტომი1, ს.ფ. 50-55); 2016 წლის 12 სექტემბრის #------------ სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ტომი1, ს.ფ. 44-49); 2016 წლის 15 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი1, ს.ფ. 75-81); ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი1, ს.ფ. 99-100); 2016 წლის 18 თებერვლის იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი1, ს.ფ. 82-88); ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი1, ს.ფ. 101-102); 2016 წლის 28 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი1, ს.ფ. 89-95); ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი1, ს.ფ. 103); 2016 წლის 12 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი1, ს.ფ. 68-74); ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი1, ს.ფ. 96-98).

 

სს ,------------–---------- და შპს ,-----–--- შორის საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში: 1) 2016 წლის 13 სექტემბერს გაფორმდა #----------------- შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 240 000 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის - წლიური 8%-ს დარიცხვით, ხელშეკრულების ვადა - 12 თვე, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 2) 2016 წლის 13 სექტემბერს გაფორმდა #----------------- შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 260 000 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის - წლიური 8%-ს დარიცხვით, ხელშეკრულების ვადა - 12 თვე, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 13 სექტემბრის #----------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 35-38); 2016 წლის 13 სექტემბრის #----------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 39-43).

 

2017 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით მიმართა შპს ,-----–--- წარმომადგენელმა.

 

სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინებით შპს ,-----–--- განცხადება არ იქნა მიღებული წარმოებაში. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მიემართათ სასამართლოსთვის შპს ,-----–--- მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყების და მოვალის ქონებიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სს ,------------–----------- წარმომადგენელმა და მოითხოვა შპს ,-----–--- მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

 

სასამართლოს 2017 წლის 01 მაისის განჩინებით სს ,------------–----------- წარმომადგენლის განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში.

 

სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით შპს ,-----–--- მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეწყდა, საწარმო გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა შპს ,-----–--- რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 მარტის განჩინება (ტომი1, ს.ფ. 117-119); თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 01 მაისის განჩინება (ტომი1, ს.ფ. 112-115); თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ივნისის განჩინება (ტომი1, ს.ფ. 128-131); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 132).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2017 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით, დავალიანება სს ,------------–----------- მიმართ: 1) 2016 წლის 13 სექტემბრის #----------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 239 994,34 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 238 637,35 აშშ დოლარი და პროცენტი - 1 356,99 აშშ დოლარი; 2) 2016 წლის 13 სექტემბრის #----------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 226742,22 აშშ დოლარს (სესხის ძირითადი თანხის დავალიანება).

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას: - ცნობა დავალიანების შესახებ (ტომი1, ს.ფ. 111); სესხის დაფარვის ისტორია (ტომი1, ს.ფ. 109); სესხის დაფარვის ისტორია (ტომი1, ს.ფ. 110).

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობა. მხოლოდ მოპასუხეების ლ--------------- და შპს ,-–----------------- წარმომადგენელმა მიუთითა, რომ მოპასუხეებს არ ქონდათ შესაძლებლობა საფუძლიანად შედავებოდნენ მოსარჩელეს, ვინაიდან მათ არ ქონდათ ინფორმაცია მსესხებლის მიერ განხორციელებული გადახდების შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული განმარტება არ წარმოადგენს დავალიანების ოდენობასთან დაკავშირებით სათანადო შედავებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის საფუძველზე, შეეძლოთ მიეღოთ სრული ინფორმაცია ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ, სათანადო შედავებისათვის, რაც მათ მიერ არ განხორციელებულა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 15 თებერვალს, სს ,------------–---------- და შპს ,-----–--- შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება.

 

სს ,------------–---------- და შპს ,-----–--- შორის საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში: 1) 2016 წლის 13 სექტემბერს გაფორმდა #----------------- შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 240 000 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის - წლიური 8%-ს დარიცხვით, ხელშეკრულების ვადა - 12 თვე, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 2) 2016 წლის 13 სექტემბერს გაფორმდა #----------------- შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 260 000 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის - წლიური 8%-ს დარიცხვით, ხელშეკრულების ვადა - 12 თვე, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სს ,,-----------–----------- და შპს ,-----–--- შორის დადებული საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია ა-----–-----–-----------–---------------–---------------–----------- და ლ--------------- თავდებობით. თავდებებთან დადებული ხელშეკრულებებით თავდებების პასუხისმგებლობის ოდენობა განსაზღვრულია 8000000 აშშ დოლარით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით: 1) 2016 წლის 13 სექტემბრის #----------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 239 994,34 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 238 637,35 აშშ დოლარი და პროცენტი - 1 356,99 აშშ დოლარი; 2) 2016 წლის 13 სექტემბრის #----------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 226742,22 აშშ დოლარს (სესხის ძირითადი თანხის დავალიანება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 454-ე მუხლის თანახმად, იურიდიული პირის ვალდებულება წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეები მიუთითებენ თავდებობის აქცესორულ ბუნებაზე და განმარტავენ, რომ ძირითადი მოვალის - შპს ,-----–--- ლიკვიდაციით შეწყდა ძირითადი ვალდებულება და შესაბამისად შეწყდა, მათი, როგორც თავდებების ვალდებულება.

 

სასამართლომ ვერ გაიზიარა მოპასუხეების პოზიცია. სასამართლოს აზრით, თავდებობის აქცესორულობის მსგავსი განმარტება ეწინააღმდეგება თავდებობის, როგორც უზრუნველყოფის საშუალების, არსს და მიზანს. სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მოსაზრებებს:

 

სასამართლომ განმარტა, რომ თავდებობიდან გამომდინარე ვალდებულება დამოკიდებულებია ძირითად ვალდებულებაზე, რაც უდავოდ მიუთითებს მის აქცესორულობაზე. თავდებობა არ არსებობს სამართლებრივი ძალის მქონე ძირითადი ვალის გარეშე. თავდების ვალდებულების მოცულობის ცვლილება დამოკიდებულია ძირითადი ვალის მოცულობის ცვლილებაზე (ვალდებულების მოცულობის გაზრდა შესაძლებელია მაგ. გამოწვეული იყოს ვადაგადაცილების პროცენტების გადახდევინებით). თავდებობა წყდება ძირითადი ვალდებულების შეწყვეტის შედეგად, თუმცა, მაშინ როდესაც სახეზეა ვალდებულების შეწყვეტის კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი (მაგ: ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით, ვალის პატიებით) და არა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 454-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა იურიდიულიპირის (ძირითადი მოვალის) ლიკვიდაცია.

 

თავდებობის აქცესორულობა შეზღუდულია უზრუნველყოფის მიზნით და თავდებობიდან გამომდინარე მოთხოვნა აგრძელებს არსებობას, როგორც დამოუკიდებელი მოთხოვნა, როდესაც იურიდიული პირის გაუქმება ხდება ქონების არარსებობის გამო.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ თავდებობის აქცესორულობა, რომ უზრუნველყოფის მიზნით არის შეზღუდული ამაზე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 899-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულებაც, რომლის მიხედვითაც თავდებს შეუძლია წამოაყენოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლები. თუ ძირითადი მოვალე გარდაიცვლება, თავდებს არ შეუძლია მიუთითოს მემკვიდრის შეზღუდულ პასუხისმგებლობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ძირითადი მოვალის გარდაცვალებისას მისი მემკვიდრის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ მიღებული აქტივის ღირებულებით და თუ ვალდებულება აღემატება მიღებული აქტივის ღირებულებას, მიღებული აქტივის ღირებულებამდე მცირდება ძირითადი მოვალის მემკვიდრის ვალდებულების მოცულობა. ასეთ შემთხვევაში თავდების ვალდებულების მოცულობა არ მცირდება.

 

ამდენად, სასამართლოს შეფასებით, თავდების ვალდებულება არ წყდება იმ შემთხვევაში, როდესაც იურიდიული პირის ლიკვიდაცია ხდება ქონების არარსებობის გამო, იგივენაირად როგორც არ მცირდება მისი ვალდებულების მოცულობა მაშინ, როდესაც ძირითადი მოვალის მემკვიდრის ვალდებულება განისაზღვრება მიღებული აქტივის ფარგლებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და მოპასუხეებს, როგორც სოლიდარულ თავდებებს, კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით შეთანხმებული იყო საბანკო კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილებისათვის როგორც პირგასამტეხლოს, ისე პროცენტის გადახდის ვალდებულება.

 

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა თავდებებისთვის საბანკო კრედიტის დაფარვამდე ვადისგადაცილების პროცენტის და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. შესაბამისად, თავდების ვალდებულების მოცულობა შეიძლება შეიცვალოს ძირითადი ვალდებულების ცვლილების კვალდაკვალ.

 

,,გადახდისუუნარობის შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან განხორციელდა ძირითადი მოვალის ლიკვიდაცია, დაუშვებელია გაიზარდოს მისი ვალდებულების მოცულობა. შესაბამისად, ვერ გაიზრდება თავდებების ვალდებულებაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2016 წლის 13 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნები უზრუნველყოფილია იპოთეკით. კერძოდ, 2016 წლის 15 თებერვლის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთულია ა-----–-----–------- და შპს ,-–----------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები. 2016 წლის 13 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები მხარეთა შორის დადებულია 2016 წლის 15 თებერვლის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ასევე, დადგენილია, რომ მსესხებელს და სოლიდარულ თავდებებს კრედიტორის მოთხოვნები, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებიათ.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ იპოთეკა, როგორც აქცესორული სანივთო უფლება, ცხადია დამოკიდებულია უზრუნველყოფილი ვალდებულების არსებობაზე. შესაბამისად, იპოთეკა უნდა გაუქმდეს, როდესაც ვალდებულება წყდება კრედიტორის დაკმაყოფილებით (მაგ. შესრულებით, ურთიეთმოთხოვნათა გაქვითვით) ან ვალის პატიებით ან სახეზეა ვალდებულების წარმოშობის საფუძვლის, ხელშეკრულების ბათილობის წინაპირობები. რაც შეეხება იურიდიული პირის (ძირითადი მოვალის) ლიკვიდაციას, აღნიშნული არ იწვევს ზოგადად ვალდებულების გაუქმებას და ასეთ შემთხვევაში კრედიტორმა დაკმაყოფილება უნდა მიიღოს იპოთეკის საგნის ხარჯზე.

 

იპოთეკის საგნით კრედიტორის დაკმაყოფილებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, ასევე, ძირითადი მოვალის გარდაცვალებისას მემკვიდრის პასუხისმგებლობის შეზღუდვამ, იგივენაირად როგორც თავდებობის შემთხვევაში.

 

სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: შედარებისთვის (ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ახლოს დგას გერმანიის სამოქალაქო კოდექსთან) გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 1135-ე პარაგრაფის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების მიხედვით, ,,თუ პირადი მოვალე გარდაიცვლება, მაშინ მესაკუთრეს არ შეუძლია მიუთითოს იმაზე, რომ მემკვიდრე ვალისთვის პასუხს აგებს მხოლოდ შეზღუდულად. ანუ თუ ძირითადი ვალდებულება რაღაც ნაწილში უქმდება, ეს არ ათავისუფლებს იპოთეკის საგნის მესაკუთრეს და კრედიტორს შეუძლია სრული დაკმაყოფილება მიიღოს იპოთეკის საგნის ხარჯზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2016 წლის 13 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხეებისთვის სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, ა-----–-----–------- და შპს ,-–----------------- საკუთრებაში არსებული, უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ანმხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბანკსა და მსესხებელს შორის დადებული საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.3.2. პუნქტის მიხედვით, თუ იპოთეკის საგნის რელიზაციიდან ამონაგები თანხა სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე.

 

თავდებებთან დადებული ხელშეკრულებების 4.3.3. პუნქტის თანახმად, ბანკი უფლებამოსილია მოვალის ვალდებულების დაფარვის მიზნით გადახდევინება მიაქციოს თავდების ნებისმიერი ქონების ხარჯზე.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რო, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით პირდაპირ იყო განსაზღვრული, რომ მოსარჩელეს ჰქონდა უფლება აღსრულება მიექცია მოვალის ან თავდებების სხვა ქონებაზე, იმ შემთხვევაში თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი მისი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, სასამართლოს შეფასებით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით აღსასრულებლად უნდა მიექცეს ა-----–-----–-----------–---------------–---------------–----------- და ლ--------------- საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

 

I. ლ---------------- და შპს ,-–---------------- სააპელაციო საჩივრის საფუძვლები;

 

აპელანტების განმარტებით, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.05.2018 წლის გადაწყვეტილება და სს ,------------–---------- უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან, სასამართლომ აპელანტებს უსაფუძვლოდ დააკისრა ისეთი ვალდებულების შესრულება, რომელზედაც აღარ არსებობს ძირითადი მოვალე.

 

II. ა-----–-----–-------, ა-–---------------–-------- და მ-----–----------- სააპელაციო საჩივრის საფუძვლები;

 

აპელანტების განმარტებით, გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სადავო არ არის, თუმცა, არ ეთანხმებიან სასამართლოს განმარტებებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 454-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, შპს "----–--- ვალდებულება საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შეწყვეტილია.

 

სასამართლო გადაწყვეტილებით სს "-----------–----------- სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი მოვალის ვალდებულება შეწყვეტილია თავდებ პირებს დაეკისრათ თანხის გადახდა და ამასთან ერთად სასამართლომ დაადგინა, რომ თავდები პირების დავალიანების ამოღება უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული ნივთების რეალიცაზიის გზით, რაც სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული, რადგან ვინაიდან ის ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის საშუალებებიც იყო იპოთეკა და თავდებობა, შეწყვეტილია, არ არსებობს არც თავდებებისათვის თანხის დაკისრების და არც იპოთეკის საგნების რეალიზაციის საფუძველი.

 

სასამართლომ უარყო თავდებობის აქცესორული ბუნება და განმარტა, რომ თავდებობა მხოლოდ რიგ შემთხვევებშია დამოკიდებული ძირითადი ვალდებულების არსებობაზე და აქედან არსებობს გამონაკლისი - იურიდიული პირის ლიკვიდაცია. ასეთი განმარტება კი ეწინააღმდეგება არა მხოლოდ 893-ე მუხლის დანაწესს, არამედ ზოგადად აქცესორული ვალდებულების განმარტებას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლი). გარდა ამისა, სასამართლო არ მიუთითებს რაზე დაყდნობით ახდენს ასეთი სახის განმარტებებს და რა საფუძველი აქვს მის ასეთ მოსაზრებებს.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორების განმარტებით, გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ მითითებული განმარტებების დასტურად მოყვანილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 899-ე მუხლის პირველი ნაწილი. მოცემულ შემთხვევაშიც ადგილი აქვს კანონის არასწორ განმარტებას, ვინაიდან, სასამართლოს მიერ მითითებული აღნიშნული ნორმა შეეხება შემთხვევას, როდესაც ძირითადი ვალდებულება შეწყვეტილი არ არის, გარდაცვლილ ძირითად მოვალეს ჰყავს მემკვიდრე, რომელიც კანონის თანახმად კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს მემკვიდრეობით მიღებული აქტივის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევას კი კავშირი არ აქვს წარმოდგენილ შემთხვევასთან

 

ამასთან, არც ხელშეკრულებით და არც სასამართლო პროცესზე არცერთ მხარეს არ განუცხადებია, რომ მათ სურდათ დავის გადაწყვეტა მომხდარიყო გერმანული კანონმდებლობით, შესაბამისად კი სასამართლოს მიერ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მხოლოდ გერმანული კანონმდებლობის მითითება, არღვევს მხარეთა უფლებებს და დაუშვებელია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად არ არის მითითებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის არცერთი ნორმა. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს სურდა დავის გადაწყვეტა სწორედ გერმანიის სამოქალაქო კოდექსით, არ უნდა გამორჩენოდა ამ კოდექსის 1163-ე პარაგრაფი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად თუ მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფადაც დადგენილია იპოთეკა, არ წარმოიშობა, მაშინ იპოთეკა ეკუთვნის მესაკუთრეს. თუ მოთხოვნა წყდება, მაშინ მესაკუთრე იძენს იპოთეკას.

 

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, აპელანტების მოსაზრებით, სასამართლომ ისე დაადგინა იპოთეკის საგნის რეალიზაცია, რომ საერთოდ არ მიუთითა, რომ ქონება უნდა გაიყიდოს თავდები პირების მიმართ არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ იურიდიული პირის მიმართ მოთხოვნა აღარ არსებობს, მაგრამ დამოუკიდებლად არსებობს მოთხოვნა თავდები პირების მიმართ, თუმცა, არსად აღნიშნა, რომ ქონების იპოთეკით დატვირთა მოხდა არა თავდები პირების მიმართ არსებული მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის, არამედ შპს "----–--- სესხის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, იპოთეკის საგნის რეალიზაცია ხდება თავდები პირების მიმართ არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

ამავე კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 15 თებერვალს, სს ,------------–---------- და შპს ,-----–--- შორის გაფორმდა #-------------------- საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ხაზის მოცულობა - 800 000 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადა - 240 თვე, საპროცენტო სარგებელი - წლიური 0,5%-დან 48%-მდე. აღნიშნული ხელშეკრულებით ბანკი აცხადებდა თანხმობას კლიენტისთვის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, კერძოდ, მასში მითითებული საკრედიტო ლიმიტის, პროცენტის და ვადის ფარგლებში მიეწოდებინა საბანკო მომსახურების პაკეტი.

 

ხელშეკრულების 3.1.2.4. პუნქტის თანახმად, თუ ბანკი სხვაგვარ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, საპროცენტო სარგებლის (როგორც მიუღებელი სარგებლის) დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაშიც, მიუხედავად ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულებების მოქმედების ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა, კრედიტის იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.

 

სს ,------------–---------- და შპს ,-----–--- შორის დადებული საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით: 1) 2016 წლის 15 თებერვალს, სს ,------------–---------- და ა-----–-----–------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება ხელშეკრულებით თავდების პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრა 800 0000 აშშ დოლარით; 2) 2016 წლის 15 თებერვალს, სს ,------------–---------- და ალ---------------–------- შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულებით თავდების პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრა 800 0000 აშშ დოლარით; 3) 2016 წლის 15 თებერვალს, სს ,------------–---------- და მ-----–----------- შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულებით თავდების პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრა 800 0000 აშშ დოლარით; 4) 2016 წლის 12 სექტემბერს, სს ,------------–---------- და ლ--------------- შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულებით თავდების პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრა 800 0000 აშშ დოლარით; 5) 2016 წლის 15 თებერვალს, სს ,------------–---------- და ა-----–-----–------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ა-----–-----–------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - მ–--------------–------–--------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #------------; 6) 2016 წლის 18 თებერვალს, სს ,------------–---------- და ა-----–-----–------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ა-----–-----–------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - მ–--------------–------–--------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #------------; 7) 2016 წლის 28 ივლისს, სს ,------------–---------- და ა-----–-----–------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ა-----–-----–------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მ–--------------–----------–--------------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #------------; 8) 2016 წლის 12 სექტემბერს, სს ,------------–---------- და შპს ,-–---------------- შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა შპს ,-–----------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, ჭ---------–--------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------.

 

სს ,------------–---------- და შპს ,-----–--- შორის საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში: 1) 2016 წლის 13 სექტემბერს გაფორმდა #----------------- შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 240 000 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის - წლიური 8%-ს დარიცხვით, ხელშეკრულების ვადა - 12 თვე, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 2) 2016 წლის 13 სექტემბერს გაფორმდა #----------------- შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 260 000 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის - წლიური 8%-ს დარიცხვით, ხელშეკრულების ვადა - 12 თვე,2017 წლის 10 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადებით მიმართა შპს ,-----–--- წარმომადგენელმა.

 

სასამართლოს 2017 წლის 15 მარტის განჩინებით შპს ,-----–--- განცხადება არ იქნა მიღებული წარმოებაში. ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ მათ შეეძლოთ მიემართათ სასამართლოსთვის შპს ,-----–--- მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყების და მოვალის ქონებიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 1 თვის ვადაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კანონით დადგენილ ვადაში მიმართა სს ,------------–----------- წარმომადგენელმა და მოითხოვა შპს ,-----–--- მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

 

სასამართლოს 2017 წლის 01 მაისის განჩინებით სს ,------------–----------- წარმომადგენლის განცხადება მიღებული იქნა წარმოებაში.

 

სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით შპს ,-----–--- მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეწყდა, საწარმო გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა შპს ,-----–--- რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში.

 

2017 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით, დავალიანება სს ,------------–----------- მიმართ: 1) 2016 წლის 13 სექტემბრის #----------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 239 994,34 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 238 637,35 აშშ დოლარი და პროცენტი - 1 356,99 აშშ დოლარი; 2) 2016 წლის 13 სექტემბრის #----------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 226742,22 აშშ დოლარს (სესხის ძირითადი თანხის დავალიანება).

 

პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ არც საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობა და არც ზემოაღნიშნული რომელიმე ფაქტობრივი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

ამავე კოდექსის კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 15 თებერვალს, სს ,------------–---------- და შპს ,-----–--- შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით: 1) 2016 წლის 15 თებერვალს, სს ,------------–---------- და ა-----–-----–------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება; 2) 2016 წლის 15 თებერვალს, სს ,------------–---------- და ალ---------------–------- შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება; 3) 2016 წლის 15 თებერვალს, სს ,------------–---------- და მ-----–----------- შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება; 4) 2016 წლის 12 სექტემბერს, სს ,------------–---------- და ლ--------------- შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება; 5) 2016 წლის 15 თებერვალს, სს ,------------–---------- და ა-----–-----–------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ა-----–-----–------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - მ–--------------–------–--------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #------------; 6) 2016წლის 18თებერვალს, სს ,------------–---------- და ა-----–-----–------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ა-----–-----–------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მ–--------------–------–--------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #------------; 7) 2016 წლის 28 ივლისს, სს ,------------–---------- და ა-----–-----–------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა ა-----–-----–------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - მ–--------------–----------–--------------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #------------; 8) 2016 წლის 12 სექტემბერს, სს ,------------–---------- და შპს ,-–---------------- შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა შპს ,-–----------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - თბილისი, ჭ---------–--------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 454-ე მუხლის თანახმად, იურიდიული პირის ვალდებულება წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით შპს ,-----–--- (ძირითადი მოვალის) გადახდისუუნარობის საქმის წარმოება შეწყდა, საწარმო გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. შესაბამისად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოცემულ დავაში არ არსებობს ძირითადი მსესხებელი. რაც შეეხება თავდებებისათვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრებასა და იპოთეკით დატვირთული მათი უძრავი ქონებების რეალიზაციას, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.

 

პალატა განმარტავს, რომ აქცესორი უფლების წარმოშობა, არსებობა და შეწყვეტა დამოკიდებულია ძირითად უფლებაზე. ასევე, ძირითადი უფლების გადაცემით, სხვა პირზე გადადის აქცესორული უფლებაც. აქცესორულობა, როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი, ქმნის კავშირს უზრუნველყოფილ მოთხოვნასა და პასუხისმგებლობის ობიექტს შორის და მისი დანიშნულებაა, განსაზღვროს პასუხისმგებლობის მოცულობა და ხანგრძლივობა. აქცესორული შეიძლება იყოს, როგორც სანივთო უფლება (იპოთეკა, გირავნობა), ისე, ვალდებულებითი უფლება (თავდებობა).

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის, 893-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულება უზრუნველყოფს კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულების შესრულებას. ამასთან, თავდებობის ხელშეკრულება იდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულების საფუძველზე და დამოკიდებულია ძირითად ხელშეკრულებაზე, ანუ თავდებობა აქცესორული ხასიათისაა. შესაბამისად, როდესაც წყდება ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, წყდება ასევე თავდების ვალდებულებაც (იხ. სუსგ #ას-704-667-2013, 01.10.2014წ.).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 454-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ შპს ,-----–--- ვალდებულება საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შეწყვეტილია. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს ლიკვიდაციის დროს არ არსებობს მისი უფლებამონაცვლე და უფრო მეტიც, უქმდება მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, პალატას საფუძველს მოკლებულად მიაჩნია განსახილველი მოცემულობის სამართლებრივი გადაწყვეტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის განმარტებებიდან გამომდინარე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აღნიშნული მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

 

მოცემული ნორმა გულისხმობს იმგვარ ვითარებას, როდესაც მემკვიდრეები სამკვიდროს ფარგლებში პასუხისმგებლები არიან მამკვიდრებლის ვალდებულებებზე. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს შემთხვევაში ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს და მემკვიდრეები ვალდებულნი არიან დააკმაყოფილონ კრედიტორის მოთხოვნა მხოლოდ მიღებული აქტივის ფარგლებში და არა საკუთარი ქონებიდან. საწარმოს ლიკვიდაციის დროს, არ არსებობს საწარმოს უფლებამონაცვლე, რაც გამორიცხავს მისი ფინანსური ვალდებულებების სხვა პირისათვის გადაკისრების შესაძლებლობას.

 

გარდა აღნიშნულისა, მოცემულ დავაში, ასევე არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 899-ე მუხლის პირველი ნაწილის გამოყენების საფუძველი, რომლის თანახმადაც თავდებს შეუძლია წამოაყენოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლები. თუ ძირითადი მოვალე გარდაიცვლება, თავდებს არ შეუძლია მიუთითოს მემკვიდრის შეზღუდულ პასუხისმგებლობაზე. აღნიშნული ვითარებას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ძირითადი ვალდებულება შეწყვეტილი არ არის და გარდაცვლილ ძირითად მსესხებელს ჰყავს მემკვიდრე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი მოვალე - შპს ,-----–-- გამოცხადდა გაკოტრებულად, გაუქმდა მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში და შესაბამისად არ არსებობს მისი უფლებამონაცვლე, პალატას უდავოდ მიაჩნია, რომ შეწყვეტილია შპს ,-----–--- ვალდებულებები საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე. ამასთან, თავდებობის აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, არ არსებობს აპელანტებისათვის დავალიანების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, არ შეიძლება ძირითადი ვალდებულების შეწყვეტის შემდეგ, იარსებობს აქცესორულმა უფლებამ, რადგან ამ უფლების წარმოშობა, არსებობა და შეწყვეტა დამოკიდებულია ძირითად უფლებაზე.

 

რაც შეეხება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაციას, პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება არის აქცესორული უფლება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლიდან გამომდინარე, ძირითადი უფლების შეწყვეტის დროს, უქმდება იპოთეკის უფლებაც და აღარ არსებობს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების რეალიზაციის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა სრულად იზიარებს აპელანტების მოსაზრებას და მიაჩნია, რომ არ არსებობს სს ,------------–----------- სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სს ,------------–---------- უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ აპელანტების - ა-----–-----–-----------–---------------–---------------–-----------, ლ---------------- და შპს ,,–----------------- სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სს ,------------–----------- სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, ა-----–-----–-----------–---------------–---------------–-----------, ლ---------------- და შპს ,,–----------------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს აპელანტების - ა-----–-----–-------, ა-–---------------–-------- და მ-----–----------- სასარგებლოდ მათ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 5000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-----–-----–-----------–---------------–---------------–-----------, ლ---------------- და შპს ,,–----------------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.05.2018 წლის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. სს ,------------–----------- სარჩელი მოპასუხეების ა-----–-----–-----------–---------------–---------------–-----------, ლ---------------- და შპს ,,–----------------- მიმართ არ დაკმაყოფილდეს.

4. სს ,------------–---------- დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის ოდენობით გადახდა ა-----–-----–-------, ა-–---------------–-------- და მ-----–----------- სასარგებლოდ.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თეა სოხაშვილი- ნიკოლაიშვილი

 

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

 

ოთარ სიჭინავა