განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.08.2019
საქმის ნომერი
330210018002542188
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330210018002542188

საქმე №2ბ/4715-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მიხეილ გოგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი

 

აპელანტი - ნ---- მ----------

წარმომადგენელი - ქ------- ქ----------

 

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ლ-------- ბანკი“

წარმომადგენლები - თ----- ზ------–---–-, ნ---- კ--------

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით, სს ,,ლ-------- ბანკის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ნ---- მ----------ს სს „ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 3 605 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3278.49 ლარი და პროცენტი - 326.51 ლარი. მოპასუხე ნ---- მ----------ს სს „ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 54.08 ლარისა და საფოსტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად - 15.5 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. სს „ლ-------- ბანკსა“ და ი-–-- ჯ-------–---–ს შორის 2016 წლის 26 აპრილს გაფორმდა №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (მინი-მიკრო სესხი) შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 3500 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 40%; პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული ძირი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე; სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად; კრედიტის მოქმედების ვადა - 20.04.2018წ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 26.04.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 15-19);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

2.2. 26.04.2016წ. №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 26 აპრილს სს „ლ-------- ბანკსა“ და ნ---- მ----------ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება - №5953600 01010020097, რომლის საფუძველზეც ნ---- მ---------- თავდებად დაუდგა მსესხებელ ი-–-- ჯ-------–---–ს სს „ლ-------- ბანკის“ წინაშე და იკისრა სოლიდარული ვალდებულება მოვალის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, უპირობოდ დაეკმაყოფილებინა ბანკის მიმართ არსებული მოვალის მოთხოვნები. (ხელშეკრულების 2.1. პუნქტი) თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა - 3 605 ლარი.

 

ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ბანკი უფლებამოსი-–-- განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოქმედება თავდების ქონებაზე გადახდევინების მიქცევისათვის მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე, თუ ადგილი აქვს: მოვალის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას ან/და არაჯეროვნად შესრულებას.

 

ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, ბანკი ვალდებულია ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნის წაყენებამდე (ან ამგვარ მოთხოვნაშივე) აცნობოს თავდებს 6.2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის თაობაზე. ხოლო, თავდების მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, მიაწოდოს მას ცნობები მოვალის ვალის მდგომარეობის შესახებ.

ხელშეკრულების 10.1. პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის ნებისმიერი ურთიერთობა უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით და მიეწოდოს მხარეს თავდებობის ხელშეკრულებაში ან/და ბანკთან არსებულ სხვა ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე პირადად, კურიერის, ელექტრონული ფოსტის, ფიჭური კავშირგაბმულობის (მოკლეტექსტური შეტყობინება), ინტერნეტ ბანკის, მობაილ ბანკის ან/და ბანკის მირ შემდგომში განსაზღვრული კომუნიკაციის სხვა საშუალებით.

 

ხელშეკრულების 10.2. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ თავდები თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი საკონტაქტო მონაცემების (მათ შორის ხელშეკრულებაში არსებული ნებისმიერი რეკვიზიტის) ცვლილების შესახებ წინასწარ არ შეატყობინებს ბანკს, ბანკის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ასეთი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად შეტყობინების გაგზავნიდან მომდევნო კალენდარულ დღეს.

 

ხელშეკრულების 12.2. პუნქტის თანახმად, ერთზე მეტი თავდების შემთხვევაში, ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ თავდებ მოვალეებს ბანკის წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებების მიმართ.

 

2016 წლის 24 აპრილს ნ---- მ---------ის მიერ შედგენილ იქნა წერილობითი განცხადება, რომლითაც ამ უკანასკნელმა თანხმობა განაცხადა სოლიდარულად აგოს პასუხი სს „ლ-------- ბანკის“ წინაშე და №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად, თავდებად დაუდგეს ამავე ხელშეკრულების მოვალეს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდების წერილობითი განცხადება (იხ. ს.ფ. 21);

- 26.04.2016წ. თავდებობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 22-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი სასამართლო სხდომის ოქმი);

 

2.3. მსესხებლის - ი-–-- ჯ-------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „ლ-------- ბანკს“ შორის 2016 წლის 26 აპრილს გაფორმებული №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მან 20.08.2016წ.-დან დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- 26.04.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 15-19);

- ანგარიშის ამონაწერი (იხ. ს.ფ. 33);

- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. 2017 წლის 17 ოქტომბერს მსესხებელს - ი-–-- ჯ-------–---–სა და თავდებს - ნ---- მ----------ს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინება 26.04.2016წ. №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების შესახებ, თუმცა უშედეგოდ, მათთვის შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა. დავალიანების შესახებ ი-–-- ჯ-------–---–სა და ნ---- მ----------ს, ასევე, არაერთხელ გაეგზავნათ მოკლეტექსტური შეტყობინებები.

 

ი-–-- ჯ-------–---–სა და ნ---- მ----------ს გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ გამოქვეყნების გზით ეცნობათ 26.04.2016წ. №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ლ-------- ბანკის“ მიმართ არსებული დავალიანების შესახებ.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- წერილობითი შეტყობინებები და უკუგზავნილები (ს.ფ. 25-28);

- ამონაწერი (იხ. 22.04.2019წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულება);

- ამონარიდი გაზეთიდან (იხ. ს.ფ. 29-32);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

2.5. სს „ლ-------- ბანკის“ მიერ 02.11.2017წ. გაცემული ცნობის თანახმად, 2017 წლის 02 ნოემბრის მდგომარეობით, №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ი-–-- ჯ-------–---–ს ერიცხება დავალიანება - 9 827.02 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3 278.49 ლარი, პროცენტის - 1 799.97 ლარი და ჯარიმა - 4 748.56 ლარი.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

2.6. მსესხებელი - ი-–-- ჯ-------–---–ი გარდაიცავალა - 2018 წლის 20 მარტს.

 

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 121);

 

საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.7. სასამართლომ დაადგინა, რომ 2016 წლის 26 აპრილს სს „ლ-------- ბანკსა“ და ნ---- მ----------ს შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებას. (დასაბუთება იხილეთ გადაწყვეტილების მე-6 პუნქტში).

 

საქალაქო სასამართლოს დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლზე რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსი-–-- მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს, ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი, ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სს „ლ-------- ბანკსა“ და ი-–-- ჯ-------–---–ს შორის 2016 წლის 26 აპრილს გაფორმდა №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (მინი-მიკრო სესხი) შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 3 500 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 40%; პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული ძირი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე; კრედიტის მოქმედების ვადა - 20.04.2018წ.; სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენი-–--, რომ მსესხებლის - ი-–-- ჯ-------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „ლ-------- ბანკს“ შორის 26.04.2016წ. გაფორმებული №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მან 20.08.2016წ.-დან დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი, რის გამოც სს „ლ-------- ბანკი“ უფლებამოსი-–-- მოითხოვოს დაგროვილი და გადაუხდელი დავალიანების დაფარვა.

 

2.9. სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სარჩელით სს „ლ-------- ბანკი“ დავალიანების დაფარვას ითხოვდა მხოლოდ თავდები - ნ---- მ---------ისაგან, თუმცა მოპასუხე სადავოდ ხდის მასსა და სს „ლ-------- ბანკს“ შორის 2016 წლის 26 აპრილს გაფორმებულ თავდებობის ხელშეკრულებას და განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებულია არა სოლიდარული თავდებობის არამედ ჩვეულებრივი (სტანდარტული) თავდებობის ხელშეკრულება, რის გამოც მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე, დავალიანების გადახდა მოითხოვოს თავდებისაგან. შესაბამისად, სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოარკვიოს აღნიშნული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სოლიდარული თავდებობის შემთხვევა გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლში, რომლის თანახმადაც თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ამდენად, სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში, კრედიტორს აღარ სჭირდება მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობა. არამედ, იგი უფლებამოსი-–-- უშუალოდ მოსთხოვოს თავდებს ვალდებულების შესრულება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ სს „ლ-------- ბანკსა“ და ნ---- მ----------ს შორის 2016 წლის 26 აპრილს დადებული №5953600 01010020097 ხელშეკრულება დასათაურებულია როგორც „თავდებობის ხელშეკრულება“. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1. პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების საგანი, რომლის თანახმადაც თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად, თავდები ბანკის წინაშე თავდებად უდგება ხელშეკრულების 3.1. პუნქტში მითითებულ მოვალეს და იღებს სოლიდარულ ვალდებულებას მოვალის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, უპირობოდ დააკმაყოფილოს ბანკის მიმართ არსებული მოვალის მოთხოვნები.

 

ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, კი ბანკი უფლებამოსი-–-- განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოქმედება თავდების ქონებაზე გადახდევინების მიქცევისათვის მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე, თუ ადგილი აქვს: მოვალის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას ან/და არაჯეროვნად შესრულებას.

 

ამასთან, ნ---- მ---------ის მიერ 2016 წლის 26 აპრილს შედგენილი იქნა წერილობითი განცხადება, რომლითაც მან თანხმობა განაცხადა სოლიდარულად აგოს პასუხი სს „ლ-------- ბანკის“ წინაშე და №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად თავდებად დაუდგეს ამავე ხელშეკრულების მოვალეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მართალია ზემოთ აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულების სათაურია „თავდებობის ხელშეკრულება“, თუმცა ამავე დღეს გაფორმებული თავდების წერილობითი განცხადებისა და ხელშეკრულების შინაარსიდან (ხელშეკრულების 2.1. და 6.2. პუნქტი) ირკვევა, რომ ნ---- მ----------მ სს „ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის. შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ლ-------- ბანკსა“ და ნ---- მ----------ს შორის 2016 წლის 26 აპრილს დადებული ხელშეკრულება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, წარმოადგენს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებას. სასამართლომ განმარტა, რომ სსკ-ის 52-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ როგორ არის დასათაურებული ხელშეკრულება მხარეთა მიერ. ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განმსაზღვრელია მხოლოდ მისი შინაარსი და მხარეთა მიერ გამოხატული ნება. ამასთან, მხარის პირად პასუხისმგებლობას წარმოადგენს ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე გაეცნოს მის შინაარს. ამრიგად, სს „ლ-------- ბანკი“ უფლებამოსი-–-- ნ---- მ---------ის, როგორც სოლიდარულად პასუხისმგებელი პირისაგან, ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც მოითხოვოს ვალდებულების შესრულება.

 

რაც შეეხება მოპასუხის მითითებას თავდებობის ხელშეკრულების 12.2. პუნქტზე, სასამართლომ არ გაიზია შემდეგი გარემოების გამო: ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტის თანახმად, ერთზე მეტი თავდების შემთხვევაში, ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ თავდებ მოვალეებს ბანკის წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებების მიმართ. აღნიშნული პუნქტით რეგულირებულია თითოეული თავდების, როგორც სოლიდარული მოვალის პასუხისმგებლობის ფარგლები რამდენიმე თავდების არსებობის შემთხვევაში რა დროსაც მნიშვნელობა არ აქვს ზოგადად თავდებობა ჩვეულებრივია, თუ სოლიდარული. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, ხელშეკრულების აღნიშნული დათქმა არ გამორიცხავს იმას, რომ ერთი თავდების არსებობის პირობებში, თავდებობა იყოს სოლიდარული და არა ჩვეულებრივი.

 

2.10. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედი დისპოზიციურობის პირნციპისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ლ-------- ბანკსა“ და ნ---- მ----------ს შორის 2016 წლის 26 აპრილს დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებას, კრედიტორი სს „ლ-------- ბანკი“ უფლებამოსი-–-- თავად აირჩიოს მოპასუხე მხარე და 26.04.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა მოითხოვოს მხოლოდ თავდებისაგან.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კი დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო დაედგინა ძირითადი მოვალის უფლებამონაცვლე და მისგან მოეთხოვა დავალიანების გადახდა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, კრედიტორი უფლებამოსი-–-- თავისი არჩევით დავალიანების გადახდა მოითხოვოს როგორც ძირითადი მოვალის უფლებამონაცვლისა (ასეთის დადგენის შემთხვევაში) და თავდებისაგან სოლიდარულად, ისე მათგან ცალცალკე. კონკრეტულ შემთხვევაში, კრედიტორმა აირჩია მოთხოვნის ადრესატი - თავდები ნ---- მ----------, რაც მის კანონით მინიჭებულ უფლებას წარმოადგენდა.

 

2.11. მოპასუხე, ასევე, სადავოდ ხდიდა იმ გარემოებას, რომ თავდებს - ნ---- მ----------ს კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

 

26.04.2016წ. თავდებობის ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, ბანკი ვალდებულია ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნის წაყენებამდე (ან ამგვარ მოთხოვნაშივე) აცნობოს თავდებს 6.2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების (მოვალის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვნად შესრულება) დადგომის თაობაზე. ხოლო, თავდების მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, მიაწოდოს მას ცნობები მოვალის ვალის მდგომარეობის შესახებ. ხოლო, ხელშეკრულების 10.1. პუნქტის თანახმად, კი მხარეთა შორის ნებისმიერი ურთიერთობა უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით და მიეწოდოს მხარეს თავდებობის ხელშეკრულებაში ან/და ბანკთან არსებულ სხვა ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე, პირადად კურიერის, ელექტრონული ფოსტის, ფიჭური კავშირგაბმულობის (მოკლეტექსტური შეტყობინება), ინტერნეტ ბანკის, მობაილ ბანკის ან/და ბანკის მირ შემდგომში განსაზღვრული კომუნიკაციის სხვა საშუალებით.

 

დადგენი-–--, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს როგორც ძირითად მოვალეს, ისე თავდებს - ნ---- მ----------ს თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ნუცუბიძის მე-5 მ/რ, კ. 9, ბ. 14) გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინება ძირითადი მოვალის მიერ 26.04.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ, თუმცა უშედეგოდ, მათთვის შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ მისამართზე არავინ იმყოფებოდა. გარდა ამისა, დავალიანების შესახებ, თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე (ტელ: 5--------) ნ---- მ----------ს არაერთხელ გაეგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება. უნდა აღინიშნოს ისაც, რომ ი-–-- ჯ-------–---–სა და ნ---- მ----------ს გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ გამოქვეყნების გზით ეცნობათ 26.04.2016წ. №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ლ-------- ბანკის“ მიმართ არსებული დავალიანების შესახებ.

 

თავდებობის ხელშეკრულების 10.2. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ თავდები თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი საკონტაქტო მონაცემების (მათ შორის ხელშეკრულებაში არსებული ნებისმიერი რეკვიზიტის) ცვლილების შესახებ წინასწარ არ შეატყობინებს ბანკს, ბანკის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ასეთი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად შეტყობინების გაგზავნიდან მომდევნო კალენდარულ დღეს. ნ---- მ----------ს არ უცნობებია სს „ლ-------- ბანკისათვის“ მისი საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ.

 

ამდენად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხის მითითება მასზედ, რომ ნ---- მ----------ს კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა 26.04.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

თუმცა, ასეც რომ არ იყოს, კრედიტორის მიერ თავდებისათვის დავალიანების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევა იწვევს არა თავდების მიმართ მოთხოვნის უფლების სრულად გაქარწყლებას, არამედ მოთხოვნის უფლების დაკარგვას იმ ფარგლებში, რომლებშიც თავდებისათვის დარღვევის ან/და უზრუნველყოფილი ვალდებულების მდგომარეობის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევდა ზიანს (მაგალითად ვადის გადაცილების პირგასამტეხლო).

 

მოცემულ შემთხვევაში, სს „ლ-------- ბანკი“ მოითხოვს თავდებისათვის 26.04.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხოლოდ სესხის ძირი თანხის - 3278.49 ლარისა და სახელშეკრულებო პროცენტის ნაწილის - 326.51 ლარის დაკისრებას, შესაბამისად, ვინაიდან მოთხოვნა არ მოიცავს დავალიანების შესახებ თავდების შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო „ზიანს“, სამართლებრივი სურათი ვერ შეიცვლებოდა ვერც აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

 

ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ლ-------- ბანკის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად ნ---- მ----------ს სს „ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 26.04.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3605 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3278.49 ლარი და პროცენტი - 326.51 ლარი.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გახლავთ უსაფუძვლო დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი მოცემულობიდან, კერძოდ, სასამართლოს მიერ საქმეზე არ იქნა გამოკვლეული ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც არსებითი მნიშვნელობის მქონე გახლდათ საკითხის გადასაწყვეტად, ასევე, სამართლებრივი შეფასების გარეშე იქნა დატოვებული საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და განვითარებული მსჯელობა წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ გარემოებებთან, მტკიცებულებებთან და კანონმდებლობასთან რამაც საბოლოო ჯამში სასამართლოს მხრიდან განაპირობა უკანონო გადაწყვეტილების მიღება.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ უპირველეს ყოვლისა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს მის მიერ სადავოდ გამხდარი ნ---- მ----------სა და სს „ლ-------- ბანკს“ შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ შაბლონურად იმსჯელა და მნიშვენლობა არ მიანიჭა ბანკის, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობის უფრო ძლიერი მხარის ვალდებულებას - კლიენტისთვის, მსესხებლისთვის გასაგებ ენაზე და გასაგები ფორმით უზრუნველყოს ინფორმაციის მიწოდება.

 

3.2. აპელანტის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას სათაურად აწერია - ,,თავდებობის ხელშეკრულება'' და არა ,,სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება''. ამასთან, გაუგებარია, რატომ არ დაავალდებულა სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარე რომ გასაგები შრიფტით წარმოედგინა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება სასამართლოში, ვინაიდან სხდომის ოქმში გარკვევით გახლავთ დაფიქსირებული, რომ არც სასამართლოს და არც აპელანტს არ ჰქონდა გადაცემული გასაგები, წაკითხვადი ვერსია (ტექსტი არ იკითხება ცუდი ხარისხის ქსეროქსის გამო). საქმის მასალებიდან ჩანს, რომ მოწინააღმდეგის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებები არ იკითხება. აღნიშნულის მიუხედავად სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ხელშეკრულების დადებისას თავდები შეიყვანა შეცდომაში, ხელი მოაწერინა რეალურად თავდებობის ხელშეკრულებას და მას შემდეგ რაც საკითხი სადავო გახდა, უთითებდა რომ თითქოს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გაფორმდა აპელანტთან.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ იმსჯელა კომპლექსურად ხელშეკრულების შინაარზე და ისე არ დაადგინა ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება. არ გაითვალისწინა ხელშეკრულების 12.2 პუნქტი, სადაც ერთმნიშვნელოვნად იყო განმარტებული, რომ მხოლოდ ერთზე მეტი თავდები თუ იქნებოდა სახეზე, ითვლებოდნენ სოლიდარულ თავდებებად. თავად მოწინააღმდეგე მხარე აღნიშნული ჩანაწერით ადასტურებდა, რომ ვინაიდან ერთი თავდები იყო ხელშეკრულებით მხოლოდ, ნ---- მ---------- იყო ჩვეულებრივი და არა სოლიდარული თავდები. აღნიშნული პუნქტის მნიშვნელობასა და განმარტებაზე საერთოდ არ უმსჯელია სასამართლოს სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებით.

3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ, ასევე, არასწორი მსჯელობა განავითარა თავდების ინფორმირებასთან მიმართებით, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარეს კანონით დადგენილი წესით არ მოუხდენია თავდების ინფორმირება ძირითადი მოვალის მიერ გადახდის გრაფიკის დარღვევის შესახებ.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება, რომ დადასტურებულად ცნო აპელანტის მიერ ხელშეკრულებაში მითითებული ნომრის დაკარგვის ფაქტი. ამ შემთხვევაში ჩაბარება უნდა მომხდარიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რაც არ ყოფილა მოწინააღმდეგის მხრიდან უზრუნველყოფილი. ამდენად, დაუდგენელია, რაზე დაყრდნობით მიიჩნია სასამართლომ დადგენილად, რომ თავდების ინფორმირება მოწინააღმდეგის მიერ განხორციელებული იყო.

 

აპელანტი მიუთითებს, ხელშეკრულების 6.2.2 პუქნტზე, რომლის თანახმად ასევე, გათვალისწინებულია თავდებისგან დავალიანების ამოღების საფუძველი, თუ ძირითადი მოვალისგან ვერ ხერხდება გაფრთხილების მიუხედავად თახის ამოღება. აღნიშნული მუხლიც მსჯელობის გარეშე იქნა სასამართლოს მიერ დატოვებული. საქმეში ასევე არ დასტურდებოდა გარდაცვლილი მოვალის - ი-–-- ჯ-------–---–ისთვის გაფრთხილების ჩაბარების ფაქტი, რაც თავდებს სრულად აცილებს პასუხისმგებლობას დავალიანებაზე. ხოლო, თავდებობის ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, ბანკი ვალდებული იყო ეცნობებინა თავდებისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის შესახებ და წერილობით ან სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით მაინც უზრუნველეყო ამ ინფორმაციის თავდებისათვის მიწოდება. თუმცა, მოსარჩელის მხრიდან არ მომხდარა მოპასუხე ნ---- მ---------ის ინფორმირება შესრულების ვადის გადაცილების თაობაზე და, შესაბამისად, მისთვის არ იყო ცნობილი დავალიანების შესახებ.

 

აპელანტის განმარტებით, სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებით ასევე, არ დგინდება რა პრინციპით დაიანგარიშა მოწინააღმდეგემ და შემდგომ რა პრინციპით გაიზიარა სასამართლომ მსჯელობა პროცენტის გამოთვლის ნაწილში.

 

ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ შეცდომაში შეიყვანა აპელანტი ხელშეკრულების სათაურით, არ მოახდინა არც ძირითადი მოვალის და არც თავდების (და არა სოლიდარული თავდების) ინფორმირება ვალდებულების დარღვევის შესახებ, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების არც სამართლებრივი და არც ფორმალური საფუძვლები.

 

3.4 აპელანტს მიაჩნია, რომ განსახილველი გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების შედეგად არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1.-2.11. პუნქტები).

 

4.1.1. უდავოა, რომ 2016 წლის 26 აპრილს სს „ლ-------- ბანკსა“ და ი-–-- ჯ-------–---–ს შორის გაფორმდა №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (მინი-მიკრო სესხი) შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 3500 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 40%; პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული ძირი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე; სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად; კრედიტის მოქმედების ვადა - 20.04.2018წ.

 

4.1.2. დადგენი-–--, რომ 26.04.2016წ. №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 26 აპრილს სს „ლ-------- ბანკსა“ და ნ---- მ----------ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება - №5953600 01010020097, რომლის საფუძველზეც ნ---- მ---------- თავდებად დაუდგა მსესხებელ ი-–-- ჯ-------–---–ს სს „ლ-------- ბანკის“ წინაშე და იკისრა სოლიდარული ვალდებულება მოვალის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, უპირობოდ დაეკმაყოფილებინა ბანკის მიმართ არსებული მოვალის მოთხოვნები. (ხელშეკრულების 2.1. პუნქტი) თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა - 3 605 ლარი.

 

4.1.3. დადგენი-–--, რომ 2016 წლის 24 აპრილს ნ---- მ---------ის მიერ შედგენილ იქნა წერილობითი განცხადება, რომლითაც ამ უკანასკნელმა თანხმობა განაცხადა სოლიდარულად აგოს პასუხი სს „ლ-------- ბანკის“ წინაშე და №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად, თავდებად დაუდგეს ამავე ხელშეკრულების მოვალეს.

 

4.1.4. მსესხებლის - ი-–-- ჯ-------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „ლ-------- ბანკს“ შორის 2016 წლის 26 აპრილს გაფორმებული №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მან 20.08.2016წ.-დან დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

4.1.5. დადგენი-–--, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს მსესხებელს - ი-–-- ჯ-------–---–სა და თავდებს - ნ---- მ----------ს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინება 26.04.2016წ. №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების შესახებ, თუმცა უშედეგოდ, მათთვის შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა. დავალიანების შესახებ ი-–-- ჯ-------–---–სა და ნ---- მ----------ს, ასევე, არაერთხელ გაეგზავნათ მოკლეტექსტური შეტყობინებები.

 

ი-–-- ჯ-------–---–სა და ნ---- მ----------ს გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ გამოქვეყნების გზით ეცნობათ 26.04.2016წ. №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ლ-------- ბანკის“ მიმართ არსებული დავალიანების შესახებ.

 

4.1.6. სს „ლ-------- ბანკის“ მიერ 02.11.2017წ. გაცემული ცნობის თანახმად, 2017 წლის 02 ნოემბრის მდგომარეობით, №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ი-–-- ჯ-------–---–ს ერიცხება დავალიანება - 9 827.02 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3 278.49 ლარი, პროცენტის - 1 799.97 ლარი და ჯარიმა - 4 748.56 ლარი.

 

4.1.7. ძირითადი მსესხებელი - ი-–-- ჯ-------–---–ი გარდაიცვალა - 2018 წლის 20 მარტს.

 

4.2. სააპელაციო სასამართლო მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით განმარტავს:

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.''

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.''

 

4.3. საქმეში არსებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ ი-–-- ჯ-------–---–ი გარდაიცვალა 2018 წლის 20 მარტს, ხოლო სარჩელის წარმოდგენი-–--, 2017 წლის 15 ნოემბერს. შესაბამისად მოთხოვნა წარდგენილი იყო ძირითადი მსესხებლის ი-–-- ჯ-------–---–ისა და სოლიდარული თავდების ნ---- მ---------ის მიმართ.

 

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.''

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ''

 

მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა საბანკო კრედიტის სახით.

 

4.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.'' ამავე კოდექსის 893-ე მუხლი - ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა,,.

 

სამოქალაქო კოდექსის 894-ე მუხლის თანახმად ,,თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.''

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.''

 

პალატა განმარტავს, რომ სოლიდარული ვალდებულების შემთხვევაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ძირითადი მოვალისადმი მოთხოვნის უფლებას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა კანონით დადგენილ ვადაში.

შესაბამისად თავდებობა წარმოადგენს გარკვეულ გარანტიას ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების არსებობისას, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტორს უნდა გააჩნდეს მოთხოვნის უფლება ძირითადი მოვალისადმი, ამასთანავე თავდებს შესაძლებლობა აქვს წაუყენოს ძირითადი მოვალის შესაგებლები კრედიტორს (466-ე და 899-ე მუხლები);

 

სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლის მიხედვით თუ კი თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, ამ შემთხვევაში მას წარმოეშობა მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ.

 

განსახილველ შემთხვევაში, ძირითადი მოვალისა და თავდების სოლიდარული ვალდებულება წარმოიშვა ხელშეკრულების საფუძველზე. კერძოდ, სს „ლ-------- ბანკსა“ და ი-–-- ჯ-------–---–ს შორის 2016 წლის 26 აპრილს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და ამავე დღეს სს „ლ-------- ბანკსა“ და ნ---- მ----------ს შორის დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, კრედიტორი სს „ლ-------- ბანკი“ სსკ-ის 465-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსი-–-- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების მთლიანად ან/და ნაწილობრივ შესრულება მოითხოვოს, როგორც ძირითადი მოვალისაგან (ამ შემთხვევაში ძირითადი მოვალის მემკვიდრისაგან, ვინაიდან ძირითადი მოვალე ი-–-- ჯ-------–---–ი გარდაცვლი-–--), ასევე თავდებისაგან ერთდროულად, ასევე ნებისმიერი მათგანისაგან დამოუკიდებლად. მოცემულ შემთხვევაში, დადგენი-–--, რომ მსესხებლის - ი-–-- ჯ-------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „ლ-------- ბანკს“ შორის 26.04.2016წ. გაფორმებული №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, სს „ლ-------- ბანკი“ უფლებამოსი-–-- მოითხოვოს დავალიანების დაფარვა.

 

4.5. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი მხარე მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ შეცდომაში შეიყვანა აპელანტი ხელშეკრულების სათაურით, არ მოახდინა არც ძირითადი მოვლის და არც თავდების (და არა სოლიდარული თავდების) ინფორმირება ვალდებულების დარღვევის შესახებ, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების არც სამართლებრივი და არც ფორმალური საფუძვლები.

 

სააპელაციო პალატა აპელანტის ყურადღებას მიაპყრობს სამართალში მოქმედ ე.წ პრეზუმფციებზე, ანუ ვარაუდზე ამა თუ იმ ფაქტის არსებობის შესახებ. პალატა განმარტავს, რომ გარიგების დადებაზე, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ მოწმდება ნების გამომვლენი პირის ქმედუნარიანობა, უფლებამოსილება და ნების ნამდვილობა. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 26 აპრილს დადებული სს „ლ-------- ბანკსა“ და ნ---- მ----------ს შორის დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ნ---- მ---------- დოკუმენტს გაეცნო და გააზრებული ჰქონდა ხელშეკრულების შინაარსი და მხარეთა მიერ გამოხატული ნება. ამის საწინააღმდეგო გარემოება კი უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებით, მხოლოდ ზეპირი მითითება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ შეცდომაში შეიყვანა აპელანტი ხელშეკრულების სათაურით, დამადასტურებელ გარემოებად ვერ იქნება მიჩნეული. პალატა მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აპელანტი საბანკო დაწესულებაში მისვლამდე განსხვავებულ ინფორმაციას იღებდა რომელიმე პირისგან, ხელშეკრულების გაცნობის შემდეგ, გონივრული განსჯის შედეგად, ობიექტური რეალობა უნდა აღექვა, რაც მისი მოტყუების ფაქტს გამორიცხავს.

 

26.04.2016წ. №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 26 აპრილს სს „ლ-------- ბანკსა“ და ნ---- მ----------ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება - №5953600 01010020097, რომლის საფუძველზეც ნ---- მ---------- თავდებად დაუდგა მსესხებელ ი-–-- ჯ-------–---–ს სს „ლ-------- ბანკის“ წინაშე და იკისრა სოლიდარული ვალდებულება მოვალის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, უპირობოდ დაეკმაყოფილებინა ბანკის მიმართ არსებული მოვალის მოთხოვნები. (ხელშეკრულების 2.1. პუნქტი) თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა - 3 605 ლარი.

 

ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ბანკი უფლებამოსი-–-- განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოქმედება თავდების ქონებაზე გადახდევინების მიქცევისათვის მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე, თუ ადგილი აქვს: მოვალის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას ან/და არაჯეროვნად შესრულებას.

 

2016 წლის 24 აპრილს ნ---- მ---------ის მიერ შედგენილ იქნა წერილობითი განცხადება, რომლითაც ამ უკანასკნელმა თანხმობა განაცხადა სოლიდარულად აგოს პასუხი სს „ლ-------- ბანკის“ წინაშე და №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად, თავდებად დაუდგეს ამავე ხელშეკრულების მოვალეს.

 

მართალია, ზემოთ აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულების სათაურია „თავდებობის ხელშეკრულება“, თუმცა ამავე დღეს გაფორმებული თავდების წერილობითი განცხადებისა და ხელშეკრულების შინაარსიდან (ხელშეკრულების 2.1. და 6.2. პუნქტი) ირკვევა, რომ ნ---- მ----------მ სს „ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის. ხელშეკრულების ზოგადი სათაური არ გამორიცხავს და არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტების დებულებებს, რომელითაც აშკარაა, რომ მოპასუხემ სოლიდარული ვალდებულება იკისრა. სოლიდარული ვალდებულება დგინდება, როგორც თავდებობის ხელშეკრულებიდან, ასევე, 2016 წლის 24 აპრილს ნ---- მ---------ის მიერ შედგენილ იქნა წერილობითი განცხადებიდან.

 

საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების დადებისას სადაო გახადა ხელშეკრულების შედეგენისას გამოყენებული მცირე ზომის შრიფტი, ან ამის გამო ვერ შეძლო მისი წაკითხვა.

 

4.6. აპელანტი მიუთითებს, რომ კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ. განსახილველ შემთხვევაშო, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს როგორც ძირითად მოვალეს, ისე თავდებს - ნ---- მ----------ს თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ნუცუბიძის მე-5 მ/რ, კ. 9, ბ. 14) გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინება ძირითადი მოვალის მიერ 26.04.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ, თუმცა უშედეგოდ, მათთვის შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ მისამართზე არავინ იმყოფებოდა. გარდა ამისა, დავალიანების შესახებ, თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე (ტელ: 5--------) ნ---- მ----------ს არაერთხელ გაეგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ი-–-- ჯ-------–---–სა და ნ---- მ----------ს გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ გამოქვეყნების გზით ეცნობათ 26.04.2016წ. №5953600 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ლ-------- ბანკის“ მიმართ არსებული დავალიანების შესახებ.

 

აღნიშნული გარემოება, რომც არ დასტურდებოდეს, მითითებული ფაქტი ნ---- მაისუირაძის გათავისუფლების საფუძველი ვერ გახდება სს ,,ლ-------- ბანკის“ წინაშე ნაკისრი სამოქალაქო ვალდებულებისგან.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ კრედიტორის მიერ თავდებისათვის დავალიანების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევა იწვევს არა თავდების მიმართ მოთხოვნის უფლების სრულად გაქარწყლებას, არამედ მოთხოვნის უფლების დაკარგვას იმ ფარგლებში, რომლებშიც თავდებისათვის დარღვევის ან/და უზრუნველყოფილი ვალდებულების მდგომარეობის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევდა ზიანს (მაგალითად, ვადის გადაცილების პირგასამტეხლო). მოცემულ შემთხვევაში, სს „ლ-------- ბანკი“ მოითხოვს თავდებისათვის 26.04.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხოლოდ სესხის ძირი თანხის - 3278.49 ლარისა და სახელშეკრულებო პროცენტის ნაწილის - 326.51 ლარის დაკისრებას, შესაბამისად, ვინაიდან მოთხოვნა არ მოიცავს დავალიანების შესახებ თავდების შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო „ზიანს“, სამართლებრივი სურათი ვერ შეიცვლებოდა ვერც აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

 

რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ, სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებით არ დგინდება რა პრინციპით დაიანგარიშა მოსარჩელემ და შემდგომ რა პრინციპით გაიზიარა სასამართლო მსჯელობა პროცენტის გამოთვლის ნაწილში, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს, რომ სესხზე წლიური საპროცენტო განაკვეთი - 40% იყო, ხოლო, მთლიანად ვადაგადაცილების პერიოდში დარიცხული პროცენტის ოდენობა იყო - 1 799.97 ლარი. აქედან პროცენტის სახით მოპასუხეს მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში დაეკისრა მხოლოდ 326.51 ლარი. აპელანტი არ უთითებს, ასეთი გამოთვლა იწვევს თუ არა მისი უფლების დარღვევას და გამოთვლის რომელი მეთოდი იყო კანონიერი და მისთვის უფრო მისაღები.

 

4.7. რაც შეეხება მოპასუხის მითითებას თავდებობის ხელშეკრულების 12.2. პუნქტზე პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას, რომ ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტის თანახმად, ერთზე მეტი თავდების შემთხვევაში, ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ თავდებ მოვალეებს ბანკის წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებების მიმართ. აღნიშნული პუნქტით რეგულირებულია თითოეული თავდების, როგორც სოლიდარული მოვალის პასუხისმგებლობის ფარგლები რამდენიმე თავდების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, ხელშეკრულების აღნიშნული დათქმა არ გამორიცხავს იმას, რომ ერთი თავდების არსებობის პირობებში, თავდებობა იყოს სოლიდარული და არა ჩვეულებრივი.

 

4.8. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც სს "ლ-------- ბანკის" სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, ნ---- მ---------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი გათავისუფლებულია სააპელაციო საჩივარზე სახდელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე,390-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ნ---- მ---------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობი-–-- განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მიხეილ გოგიშვილი