მუხლი 905. თავდების მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შედეგები
თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ძირითადი მოვალის შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს მასა და თავდებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან, ხელუხლებელი რჩება.
თავი ოცდამესამე
კონტოკორენ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(29)
საქმე №ას-659-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.02.2026
…თუმცა, სარჩელის წარუმატებლობა მოთხოვნის განხორციელების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლამ განაპირობა (ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, სსკ-ის 144.1 მუხლი). 6. სსკ-ის 905-ე მუხლი ადგენს ძირითადი მოთხოვნის კანონიერ გადასვლას თავდებზე, ამ უკანასკნელის მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ძირითადი მოთხოვნა თავდებზე გადადის…
საქმე №ას-497-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2024
…წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, რის საფუძველზეც გამსესხებელს უფლება მიენიჭა, თავდებს მოთხოვნა მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე წაუყენოს. 16. ამავე კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის, 905-ე მუხლის თანხმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ თავდებს, რომელიც ასრულებს ვალდებულებას კრედიტორის წინაშე, კანონისმიერი ცესიის გზით ენიჭება მოთხოვნის უფლება…
საქმე №ას-732-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2024
…პალატა ზემოაღნიშნულ საკასაციო პრეტენზიას არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნას, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოადგენს მოპასუხისათვის იმ თანხის დაკისრება, რომელიც მან ბანკს გადაუხადა, შესაბამისად, როგორც ითქვა, მოთხოვნა სსკ-ის 905-ე მუხლიდან გამომდინარეობს. ეს ნორმა ადგენს ძირითადი მოთხოვნის კანონიერ გადასვლას თავდებზე, ამ უკანასკნელის მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შემთხვევაში.…
საქმე №ას-1094-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.05.2024
…რომც დავუშვათ, მოსარჩელე საკუთარ თანხას იხდიდა მოპასუხის სასარგებლოდ, იგი გახლდათ ამ საკრედიტო ვალდებულების სოლიდარული თავდები, შესაბამისად, მისი გადახდები კვალიფიცირდება, როგორც თავდების მიერ გადახდა. მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 905-ე მუხლიდან და მასზე ვრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა. ამრიგად, მოთხოვნა ამ ნაწილში ხანდაზმულია. პირველი ინსტანციის სასამართლოს…
საქმე №ას-963-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.11.2023
…და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. 53.2. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ როგორც სააპელაციო პალატამ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 905-ე მუხლი, რაც არ შეესაბამება საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს. 53.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნებოდა თუ…
საქმე №ას-372-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.10.2023
საქმე №ას-1182-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2022
საქმე №ას-132-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2021
საქმე №ას-1114-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2020
…შპს „------------ის“ მიმართ. შემოწმების აქტით მიჩნეული იქნა, რომ განსახილველი მოთხოვნის უფლება წარმოადგენს უსასყიდლო სესხს და 2016-2019 წლებზე დარიცხული იქნა მოგების გადასახადი საბაზრო საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ამავე კოდექსის…