გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.12.2019
საქმის ნომერი
340210016001642727
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
16.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210016001642727

საქმე # 2/810-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.12.2019 წ. ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი

სხდომის მდივანი: ნინო ნადაშვილი

მოსარჩელე ზა------ გო---–-–---–ი

მოსარჩელის წარმომადგენელი გ--–---------–---–-, ნ---------------–-----, კ----–------–---, ი-----–-----------,მოპასუხე იო--- ქა-----–---–ი

მოპასუხის წარმომადგენელი თ---------–-–---–-

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე იო--- ქა-----–---–ს ზა------ გო---–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 000 ლარის გადახდა, დარიცხული საბანკო სარგებლის და სხვა დანარიცხების გათვალისწინებით .

1.2. მოპასუხე იო--- ქა-----–---–ს ზა------ გო---–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს

245 000 ლარის გადახდა, დარიცხული საბანკო სარგებლის და სხვა დანარიცხების გათვალისწინებით .

(05.02.2019 წელს წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელი, ტ.2, ს.ფ 1-11)

 

2015 წლის აგვისტოში ზა------ გო---–-–---–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში , მოპასუხე იო--- ქა-----–---–ის მიმართ და მოითხოვა ვალდებულების არსებობის აღიარება (საქმე # 2/460-15, ს.ფ. 1-15 ტ.1 )

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 03 აგვისტოს განჩინებით ზა------ გო---–-–---–ის სარჩელი დარჩა განუხილველი, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს. საქმეს მიეცა სტატისტიკური ნომერი- 2/810-16 ;

( ს.ფ. 234, 281, 288 ტ.1)

 

2019 წლის 05 თებერვალს ზა------ გო---–-–---–მა დაზუსტებული სარჩელი წარმოადგინა სასამართლოში, რითაც მოითხოვა 1. მოპასუხე იო--- ქა-----–---–ს ზა------ გო---–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 000 ლარის გადახდა, დარიცხული საბანკო სარგებლის და სხვა დანარიცხების გათვალისწინებით . 2. მოპასუხე იო--- ქა-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 245 000 ლარის გადახდა , დარიცხული საბანკო სარგებლის და სხვა დანარიცხების გათვალისწინებით .

 

დაზუსტებულ სარჩელში აღნიშნულია, რომ 2013 წლის 23 აგვისტოს ზა------ გო---–-–---–ს და ს.ს. „ს----------–-------კს“ შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება #------ , რითაც მსესხებელ ზა------ გო---–-–---–ზე გაიცა სესხი 100 000 ლარის ოდენობით, იმავე დღეს „ს----------–-------კს“ და იო--- ქა-----–---–ს შორის დადებული #1------ საკრედიტო ხელშეკრულების და „ს----------–-------კს“ და და---- ლო--–---–ს შორის დადებული #1------ საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა სესხი, თითოულ მსეხებელზე 100 000 ლარის ოდენობით. სამივე ხელშეკრულებით სესხის გადახდის ვადად განისაზღვრა 2014 წლის 22 აგვისტო. აღნიშნული სესხები უზრუნველყოფილი იყო ურთიერთთავდებობის ხელშეკრულებებით, რა დროსაც თავდებებმა ბანკის წინაშე იკისრეს ვალდებულება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სოლიდარულად შესრულებაზე.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, 2014 წლის აგვისტოში, ზა------ გო---–-–---–მა, იო--- ქა-----–---–მა და და---- ლო--–---–მა ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება და თანხის დაბრუნება ვერ შეძლეს, ამიტომ ზა------ გო---–-–---–მა 2014 წლის 29 აგვისტოს აიღო მიზნობრივი სესხი 300 000 ლარი, #------ , #1------, 1------ სესხების რეფინანსირების მიზნით და იმავე დღეს გადაფარა (გადარიცხა) როგორც თავისი სესხის თანხა- 100 000 ლარი, ასევე და---- ლო--–---–ის სესხის თანხა 100 000 ლარი და იო--- ქა-----–---–ის სესხის თანხა - 100 000 ლარი. როგორც მოსარჩელემ მიუთითა, სესხები გადაფარა იმის გამო, რომ როგორც მსესხებელი და სოლიდარული თავდები, გაუფრთხილდა თავის იმიჯს კრედიტორის წინაშე, გრძელვადიანი კეთილსინდისიერი ურთიერთობის პრინციპიდან გამომდინარე, ამასთან, ეს მოქმედება განახორციელა ეკონომიკური ინტერესითაც, რადგან აღნიშნული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იყო მისი უძრავი ქონება .

სარჩელში აღნიშნულია, რომ 2014 წლის 23 აგვისტოს ზა------ გო---–-–---–მა აიღო სესხი 735 500 ლარის ოდენობით, იო--- ქა-----–---–თან და და---- ლო--–---–თან ერთად ერთობლივი საქმიანობის საწარმოებლად. აღნიშნული სესხი დაფარა მხოლოდ ზა------ გო---–-–---–მა, ამიტომ ითხოვს იო--- ქა-----–---–ს, როგორც ერთობლივი საქმიანობის პარტნიორს, დაეკისროს 735 000 ლარის მესამედის, ე.ი. 245 000 ლარის ანაზღაურება, დარიცხული საბანკო სარგებლის და სხვა დანარიცხების გათვალისწინებით .

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით და საქმის სასამართლო განხილვის დროს სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მასსა და ს.ს. „ს----------–-------კს“ შორის საბანკო ხელშეკრულებები ფორმალურად დაიდო. 2014 წლის 29 აგვისტოს ზა------ გო---–-–---–სა და სს ,,ს----------–-------კს’’ შორის №5------2------ საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც ზა------ გო---–-–---–ზე გაიცა სესხი 300 000 ლარის ოდენობით და 2014 წლის 23 აგვისტოს ზა------ გო---–-–---–სა და სს ,,ს----------–-------კს’’ შორის №5------1------ საკრედიტო ხელშეკრულება, რომლითაც ზა------ გო---–-–---–ზე გაიცა სესხი 735 500 ლარის ოდენობით, გაფორმდა სხვა სესხების რესტრუქტურიზაციის მიზნით, სადაც თვითონ ფორმალურად იყო სოლიდარული თავდები, ამიტომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

არ დადგენილა

 

3.2.1 სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 23 აგვისტოს ზა------ გო---–-–---–სა და ს.ს. „ს----------–-------კს“ შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #5----- , ორი მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში (შემდგომ #5----- ხელშეკრულება)

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #5----- ( ტ 2, ს.ფ. 25)

 

3.2.2. დადგენილია, რომ ზა------ გო---–-–---–სა და ს.ს. „ს----------–-------კს“ შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ #5----- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ზა------ გო---–-–---–სა და ს.ს. „ს----------–-------კს“ შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იპოთეკის ხელშეკრულება ( ს.ფ. 26)

 

3.2.3. დადგენილია, რომ 2013 წლის 23 აგვისტოს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების №5------ი (შემდგომ #5------ი თავდებობის ხელშეკრულება) თანახმად, #5----- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებაზე სოლიდარულ თავდებს წარმოადგენს იო--- ქა-----–---–ი. თავდების პასუხიმგებლობის რაოდენობრივად დადგენილი ზღვრული ოდენობაა 2 მილიონი ლარი. აღნიშნული ხელშეკრულებით თავდებმა აიღო ვალდებულება ბანკის მიმართ ძირითადი ხელშეკრულების და მის შესაბამისად დადებული შემადგენელი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 41 )

 

3.2.4. დადგენილია, რომ 2013 წლის 23 აგვისტოს დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #------ (შემდგომ #------ ხელშეკრულება) ს.ს. „ს----------–-------კს“ და იო--- ქა-----–---–ს შორის, ორი მილიონი აშშ დოლარის ფარგლებში

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #------ ; (ს.ფ. 39 )

 

3.2.5. დადგენილია, რომ 2013 წლის 23 აგვისტოს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების #-------ბ (შემდგომ #-------ბ თავდებობის ხელშეკრულება) თანახმად, #------ გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებაზე სოლიდარულ თავდებს წარმოადგენს ზა------ გო---–-–---–ი. თავდების პასუხიმგებლობის რაოდენობრივად დადგენილი ზღვრული ოდენობაა 2 მილიონი ლარი. აღნიშნული ხელშეკრულებით თავდებმა აიღო ვალდებულება კრედიტორის წინაშე ძირითადი ხელშეკრულებით და მის შესაბამისად დადებული შემადგენელი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. ტ.2. 37)

 

3.2.6. დადგენილია, რომ #5----- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2013 წლის 23 აგვისტოს სს ,,ს----------–-------კს’’ და ზა------ გო---–-–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება #------ (შემდგომ #------ ხელშეკრულება) , რომლის თანახმად, მსესხებელ ზა------ გო---–-–---–ზე გაიცა სესხი 100 000 ლარის ოდენობით, სესხი გადახდის ვადად განისაზღვრა 2014 წლის 22 აგვისტო ;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულება და თანდართული გრაფიკი ( ტ 1, ს.ფ. 23 , ტ 2 ს.ფ 79)

3.2.7. დადგენილია, რომ #------ გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, 2013 წლის 23 აგვისტოს, სს ,,ს----------–-------კს’’ და იო--- ქა-----–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება #1------ (შემდგომ ##1------ ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მსესხებელ იო--- ქა-----–---–ზე გაიცა სესხი 100 000 ლარის ოდენობით, სესხი გადახდის ვადად განისაზღვრა 2014 წლის 22 აგვისტო ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულება და თანდართული გრაფიკი ( ტ 1, ს.ფ. 31,)

3.2.8. დადგენილია, რომ სს ,,ს----------–-------კს’’ და და---- ლო--–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება #1------ (შემდგომ #1------ ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მსესხებელ და---- ლო--–---–ზე გაიცა სესხი 100 000 ლარის ოდენობით, სესხის გადახდის ვადად განისაზღვრა 2014 წლის 22 აგვისტო ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება

3.2.9. დადგენილია, რომ #------, #1------ და #1------ საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და სესხის დაბრუნება მსესხებლებმა ვერ შეძლეს .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი, მხარეთა ახსნა-განმარტება

3.2.10. დადგენილია, რომ 2014 წლის 29 აგვისტოს სს ,,ს----------–-------კს’’ და ზა------ გო---–-–---–ს შორის გაფორმდა #2------ საკრედიტო ხელშეკრულება (შემდგომ #2------ ხელშეკრულება), რომლის საფუძველზე ზა------ გო---–-–---–ზე გაიცა სესხი 300 000 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა მიზნობრივად, #------ , #1------, 1------ ხელშეკრულებით გაცემული სესხების რეფინანსირების მიზნით . დადგენილია, რომ იმავე დღეს ზა------ გო---–-–---–ის ანგარიშიდან გადაირიცხა 100 000 ლარი- იო--- ქა-----–---–ის სესხის დასაფარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულება #2------ ( ტ 1, ს.ფ. 51-54 )

- ამონაწერი მოსარჩელის პირადი ანგარიშიდან (ს.ფ. 55)

- 06.02.2019 წლის # OGSC19264953 ცნობა (ს.ფ. 179, ტ2)

 

3.2.11. დადგენილია, რომ 2014 წლის 23 აგვისტოს ზა------ გო---–-–---–ს და სს ,,ს----------–-------კს’’ შორის დაიდო #5------1------ საკრედიტო ხელშეკრულება (შემდგომ #5------1------ ხელშეკრულება), რომლის საფუძველზე ზა------ გო---–-–---–ზე გაიცა სესხი 735 500 ლარის ოდენობით, სესხი გაიცა მიზნობრივად: სს პ------------- ბანკის სესხის - 735 000 ლარის რეფინანსირების მიზნით .

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე იო--- ქა-----–---–ისთვის 100 000 ლარის და მასზე დარიცხული საბანკო სარგებლის და სხვა დანარიცხების დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316 მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ხოლო ამავე კოდექსის 905-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ძირითადი მოვალის შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს მასა და თავდებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან, ხელუხლებელი რჩება.

 

აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ადგენს ძირითადი მოთხოვნის კანონისმიერ გადასვლას თავდებზე ამ უკანასკნელის მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ვინაიდან თავდებობის შემთხვევაში ადგილი აქვს სხვა პირის ვალდებულების უზრუნველყოფას. ნორმის მიზანია სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე თავდების ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა მისთვის ძირითადი მოვალის მიმართ კრედიტორის უფლების მინიჭებით. ძირითადი მოთხოვნა თავდებზე გადადის კანონის ძალით ავტომატურად და დამატებითი შეთანხმება ან ცალმხრივი ნების გამოვლენა არ მოითხოვება. ძირითადი მოთხოვნა გადადის ისეთსავე მდგომარეობაში , როგორშიც იგი იყო კრედიტორის ხელში (სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილი). შესაბამისად, ძირითად მოვალესა და კრედიტორს შორის არსებულ ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში თავდები იკავებს კრედიტორის ადგილს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოთხოვნის კანონის საფუძველზე გადასვლისას აუცილებელია სახეზე იყოს ორი პირობა: ა. თავდების მიერ კრედიტორის დაკმაყოფილება და ბ. ძირითადი და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 23 აგვისტოს სს ,,ს----------–-------კს’’ და იო--- ქა-----–---–ს შორის დაიდო #1------ საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებელ იო--- ქა-----–---–ზე გაიცა სესხი 100 000 ლარის ოდენობით, სესხი გადახდის ვადად განისაზღვრა 2014 წლის 22 აგვისტო. ამავე დღეს სს ,,ს----------–-------კს’’ და ზა------ გო---–-–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ზა------ გო---–-–---–მა მსესხებელთან ერთად სოლიდარულად აიღო ვალდებულება ბანკის მიმართ ძირითადი ხელშეკრულების და მის შესაბამისად დადებული შემადგენელი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ იო--- ქა-----–---–ს #1------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხა არ გადაუხდია. ზა------ გო---–-–---–მა 2014 წლის 29 აგვისტოს აიღო სესხი სხვა სესხების რეფინანსირების მიზნით, მათ შორის იო--- ქა-----–---–ის # 1------ სესხის რეფინანსირების მიზნით და იმავე დღეს გადაფარა (გადარიცხა) იო--- ქა-----–---–ის სესხი - 100 000 ლარის ოდენობით, ამიტომ სასამართლო თვლის, რომ სახეზეა როგორც ძირითადი და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა, ასევე თავდების მიერ კრედიტორის დაკმაყოფილება. მოსარჩელემ თავდებობის სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, როგორც სოლიდარულმა მოვალემ, მოპასუხის ნაცვლად გადაიხადა სესხის თანხა, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე იო--- ქა-----–---–ისთვის ამ უკანასკნელის ნაცვლად გადახდილი #1------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თანხის- 100 000 ლარის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 100 000 ლარის საპროცენტო სარგებლის და სხვა ანარიცხების დაკისრების შესახებ, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოსარჩელის მოთხოვნა არ შეიცავს მითითებას, თუ კონკრეტულად რა ოდენობით ითხოვს თანხის დაკისრებას, რა წესით და არც მოთხოვნის განმსაზღვრელი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები ერთვის სარჩელს. ამიტომ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ეს მოთხოვნა არ არის წარმოდგენილი მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, რომელსაც ვერც შეცვლის და ვერც გააფართოვებს. სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს კონკრეტული, გარკვეული და წარმოდგენილი აღსრულებადი სახით, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ არის, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა, რომ იო--- ქა-----–---–ს დაეკისროს 100 000 ლარზე დარიცხული საბანკო სარგებელი და სხვა დანარიცხების გადახდა, არ უნდა დაკმაყოფილდეს .

 

6.2. მოსარჩელის მოთხოვნას 2014 წლის 23 აგვისტოს ზა------ გო---–-–---–ს და სს ,,ს----------–-------კს’’ შორის დადებული №5------1------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის 245 000 ლარის და ამ თანხაზე დარიცხული საბანკო სარგებლის და სხვა დანარიცხების დაკისრების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოში ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება .

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებელნი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა, რომ ,,მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს... მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სს კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. სუსგ ას-867-834-2016).

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 930-940 მუხლებით დადგენილია ერთობლივი საქმიანობის წარმოშობის წანამძვრები, მონაწილეთა შესატანები, წილები, ერთობლივი საქმიანობის გაძღოლის წესი, პასუხისმგებლობა, საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები და წესი, ასევე ერთობლივი საქმიანობისას წარმოშობილი ვალების გასტუმრების წესი და აშ.

 

სამოქალაქო კოდექსის 937 მუხლის 1 ნაწილით, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 940. მუხლის 1 ნაწილით, ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტისას უნდა დამთავრდეს ჯერ კიდევ შეუსრულებელი გარიგებები, შედგეს საინვენტარიზაციო ნუსხა, ხოლო დარჩენილი ქონება განაწილდეს მონაწილეებს შორის მათი წილის შესაბამისად. ამავე მუხლის 2. ნაწილით, ქონების განაწილებისას უნდა დაიფაროს ერთობლივი საქმიანობის დროს წარმოშობილი ვალები. თუ ქონება საკმარისი არ არის ვალების დასაფარავად, ხელშეკრულების მონაწილეები ვალდებულნი არიან გაისტუმრონ ვალები თავიანთი წილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ 1.2. სასარჩელო მოთხოვნით მოთხოვნილი 245 000 ლარი არის ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალი, რომლის ანაზღაურებასაც მოპასუხისგან მოითხოვს . სარჩელში შესაბამის გრაფაში ამ მოთხოვნის გამსაზღვრელი ფაქტობრივი გარემოებები საერთოდ არ არის გადმოცემული, ხოლო ,,დავის არსის მოკლე მიმოხილვის გრაფაში“ მოსარჩელე შემოიფარგლა მხოლოდ იმის მითითებით, რომ ,,2014 წლის 23 აგვისტოს ზა------ გო---–-–---–მა აიღო სესხი 735 500 ლარის ოდენობით, იო--- ქა-----–---–თან და და---- ლო--–---–თან ერთად ერთობლივი საქმიანობის მიზნით. აღნიშნული სესხი დაფარა მხოლოდ ზა------ გო---–-–---–მა, ამიტომ ითხოვს იო--- ქა-----–---–ს დაეკისროს 735 000 ლარის მესამედის, ე.ი. 245 000 ლარის ანაზღაურება, დარიცხული საბანკო სარგებლის და სხვა დანარიცხების გათვალისწინებით’’ ,ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს სს კოდექსის 930-940 მუხლით გათვალისწინებული დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები სარჩელში გადმოცემული არ აქვს, ამიტომ შეუძლებელია შეფასდეს როგორც მხარეებს შორის ერთობლივი საქმიანობის არსებობის, ასევე ამ საქმიანობიდან წარმოშობილი ვალების არსებობის ფაქტი . ამასთან, 2014 წლის 23 აგვისტოს ზა------ გო---–-–---–სა და სს ,,ს----------–-------კს" შორის საკრედიტო ხელშეკრულება დაიდო სხვა სესხის- სს პ------------- ბანკის სესხის 735 000 ლარის რეფინანსირების მიზნით, ამიტომ შეუძლებელია შეფასდეს , რომ სადავო თანხა ერთობლივი საქმიანობის დროს წარმოშობილი ვალია, რომელიც სს კოდექსის 930-940 მუხლების შესაბამისად რეგულირებას ექვემდებარება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ "სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ., სუსგ №ას-973-1208-04; №ას-1338-2018,25 იანვარი, 2019 წელი,პ-17). მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა კანონისმიერი საფუძვლიდან. (საქმე №ას-1765-2018, 7 მარტი, 2019 წელი)

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ვერც მასზე დაკისრებული დავის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტების მითითების და ვერც ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ შეძლო, ამიტომ ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს .

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირისათვის არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილია 3000 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე იო--- ქა-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 100 000 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 345 500 ლარისა, (ე.ი დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 29%). შესაბამისად, მოპასუხე იო--- ქა-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი ბაჟის 3000 ლარის 29%-ის, 870 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება, ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამიტომ ამ საქმეზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 22.08.2015 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში .

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

1. ზა------ გო---–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე იო--- ქა-----–---–ს ზა------ გო---–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 100 000 (ასი ათასი) ლარის გადახდა;

3. ზა------ გო---–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა 245 000 ლარის და დარიცხული საბანკო სარგებლის და სხვა დანარიცხების დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს .

4. ძალაში დარჩეს ამ საქმეზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 22.08.2015 წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც იო--- ქადაგიშვილს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების: სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი ფართობით 250024.00 კვ.მ. მისამართი: დე-------–--–------, სოფელი არ---–--ი, ში-----, საკადასტრო კოდი: 52.49.31.0--; და სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) მიწის ნაკვეთი ფართობით 250004.00 კვ.მ. მისამართი: დე-------–--–------, სოფელი არ---–--ი, პატარა ში-----. საკადასტრო კოდი: 50.28.32.0-- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა,5. მოპასუხე იო--- ქა-----–---–ს ზა------ გო---–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი - 870 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფისთვის გადახდილი სახ. ბაჟის- 50 ლარის ანაზღაურება . სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია წინასწარ

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი