განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.03.2018
საქმის ნომერი
110210117002049711
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №110210117002049711

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-1160-17 30 მარტი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) მოსამართლეები: ლაურა მიქავა ირმა პერანიძე თამარ სვანიძე

 

სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი - იზ---–--- მო------- - თე--------- ფ------ე - სს ,,კრ----- ბა---'' - ლი- ბო------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

- შ1. სს ,,კრ----- ბა---’’-ს (ს/ნ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეებს იზ---–--- მო-------ს (პ/ნ 1----------), ც---- ფ---–---ს (პ/ნ 1----------), ქ------- ჭ----------ეს (პ/ნ 1----------) და ზ------ ბ----–--ეს (პ/ნ 2----------) სს ,,კრ----- ბა---ს'' (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ 2017 წლის 27 სექტემბრის N-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის 7 955 (შვიდი ათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტი) ლარისა და 61 (სამოცდაერთი) თეთრის, სესხის პროცენტის 1812 (ათას რვაას თორმეტი) ლარისა და 59 (ორმოცდაცხრამეტი) თეთრის, სიცოცხლის დაზღვევის თანხის 252 (ორას ორმოცდათორმეტი) ლარისა და 84 (ოთხმოცდაოთხი) თეთრის, ჯარიმის 586 (ხუთას ოთხმოცდაექვსი) ლარისა და 09 (ცხრა) თეთრის, ჯამში 10 607 (ათი ათას ექვსას შვიდი ) ლარისა და 13 (ცამეტი) თეთრის გადახდა;

- მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხეებზე 109 (ას ცხრა) ლარისა და 24 (ოცდაოთხი) თეთრის დაკისრებაზე;

- მოპასუხეებს იზ---–--- მო-------ს (პ/ნ 1----------), ც---- ფ---–---ს (პ/ნ 1----------), ქ------- ჭ----------ეს (პ/ნ 1----------) და ზ------ ბ----–--ეს (პ/ნ 2----------) სს ,,კრ----- ბა---ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ბაჟის ნაწილის 79 (სამოცდაცხრამეტი) ლარისა და 54 (ორმოცდათოთხმეტი) თეთრის, ასევე უზრუნველყოფის ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის და საჯარო რეესტრის ამონაწერის 33 (ოცდაცამეტი) ლარის ანაზაურება;

- მოპასუხეებს ც---- ფ---–---ს (პ/ნ 1----------), ქ------- ჭ----------ეს (პ/ნ 1----------) და ზ------ ბ----–--ეს (პ/ნ 2----------) სს ,,კრ----- ბა---ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ბაჟის ნაწილის 238 (ორას ოცდათვრამეტი) ლარისა და 65 (სამოცდახუთი) თეთრის გადახდა, ხოლო 3 (სამი) ლარი და 27 (ოცდაშვიდი ) თეთრი დარჩეს ბიუჯეტში;

- 2017 წლის 15 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში;

- მოპასუხე იზ---–--- მო-------ს (პ/ნ.: 1----------) სს ,,კრ----- ბა---’’-ს (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ ინდივიდუალურად დაეკისრა ,,განვადების ბარათით'' სესხის ძირი თანხის 1332 (ათას სამას ოცდათორმეტი) ლარისა 20 (ოცი) თეთრის, პროცენტის-179 (ას სამოცდაცხრამეტი) ლარი და 55 (ორმოცდათხუთმეტი) თეთრის, სიცოცხლის დაზღვევის თანხის 44 (ორმოცდაოთხი) ლარისა და 09 (ცხრა) თეთრის, ჯარიმის 208 (ორას რვა) ლარისა 67 (სამოცდაშვიდი) თეთრის, ჯამში 1764 (ათას შვიდას სამოცდაოთხი) ლარისა და 51 (ორმოცდათერთმეტი) თეთრის გადახდა;

- მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხე იზ---–--- მო-------ზე 120 ლარის დაკისრებაზე;

- სს ,,კრ----- ბანკს'' (ს/ნ 2--------) ბიუჯეტიდან დაუბრუნდა ბაჟის ნაწილი 39 (ოცდაცხრამეტი) ლარი და 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) თეთრი, ბაჟის ნაწილის 12 (თორმეტი) ლარისა და 96 (ოთხმოცდათექვსმეტი) თეთრის გადახდა მოპასუხე იზ---–--- მო-------ს (პ/ნ 1----------) დაეკისრა სს ,,კრ----- ბა---ს'' (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ, ხოლო 3 (სამი) ლარი და 60 (სამოცი) თეთრი დარჩა ბიუჯეტში. (საგადახდო დავალება N115, 28.07.2017, კოდი 300193150).~

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2016 წლის 27 სექტემბერს შპს ,,მ----------------- ო---------–-- კრ-----სა“ და მოპასუხე იზ---–--- მო-------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N--------------, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 8500.00 (რვა ათას ხუთასი) ლარი 24 თვით, 2018 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით, 1.92% თვიური საპროცენტო სარგებლით, სესხის ძირი თანხა უნდა ყოფილიყო გადახდილი სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ სარგებელთან და სიცოცხლის დაზღვევასთან ერთად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე, კერძოდ, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვი-ნებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადიცილებულ დღეზე დაგვი-ნებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% არაუმეტეს 275 დღის განმავლობაში;

 

2.2. კრედიტის უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 26 სექტემბერს შპს ,,მ----------------- ო---------–-- კრ-----სა'' და მოპასუხეებს ც---- ფ---–---ს, ზ------ ბ----–--ესა და ქ------- ჭ----------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, მსესხებელთან ერთად მისმა თავდებებმა, მოპასუხეებმა ც---- ფ---–---მ, ზ------ ბ----–--ემ და ქ------- ჭ----------ემ სოლიდარულად იკისრეს ვალდებულება სესხის თანხის დაფარვაზე;

 

2.3 მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. მას 2017 წლის 30 იანვრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია. მოპასუხეებს გაფრთხილების წერილებით ეცნობათ დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ და დაუყოვნებლივ ეთხოვათ თავალიანების თანხის დაფარვა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეების მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა;

 

2.4. სესხის ხელშეკრულები ს პირობების მიხედვით, მოპასუხეების დავალიანება სს ,,მ---------------- ო---------–-- კრ-----ს’’ მიმართ შეადგენს 10716.37 ლარს, საიდანაც 7955.61 ლარი არის ძირი თანხა; 1812.59 ლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი; 252.84 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა; 586.09 ლარი არის 0.27% -იანი ჯარიმა ძირზე; 109.24 ლარი არის 5%-იანი ჯარიმა ძირზე;

 

2.5. 2016 წლის 24 ივნისს შპს ,,მ----------------- ო---------–-- კრ-----სა'' და მოპასუხე იზ---–--- მო-------ს შორის გაფორმდა ინდივიდუალური ,,განვადების ბარათის '' მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება და განვადების ლიმიტი დამტკიცდა 310.00 აშშ დოლარის ოდეობით, 2016 წლის სექტემბერში ლიმირი გაიზარდა და შეადგინა 770 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 48 თვით. ი-----–----ა მო-------მ დამტკიცებული ლიმიტიდან ისარგებლა ოთხი ტრანზაქციით: ერთი ტრანზაქცია განახორციელა 2016 წლის 28 სექტემბერს და გამოიყენა 210 ლარი, მეორე - 2016 წლის 7 ოქტომბერს 572 ლარი, მესამე - იზ---–--- მო-------მ დაარღვია ,,განვადების ბარათის’’ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულების პირობების მიხედვით, 2017 წლის 13 ივლისის მდგომარეობით ხელშეკრულების პირობების მიხედვით ერიცხება დავალიანება 1884.51 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1332.20 ლარი, პროცენტი -179.55 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 44.09 ლარი, ჯამურად 208.67 ლარი არის 0.27% -იანი ჯარიმა ძირზე, ჯამურად 120 ლარი არის 5%- იანი ჯარიმა ძირზე;

 

2.6. შპს ,,მ----------------- ო---------–-- კრ-----მ'' 2016 წლის 9 სექტემბერს რეორგანიზაციის შედეგად შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად, ხოლო ამჟამად ის წარმოადგენს ბანკს და მისი საფირმო სახელწოდებაა სს ,,კრ----- ბა---''.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა , როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

 

2.8. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი;

 

2.9. სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს შპს ,,მ----------------- ო---------–-- კრ-----სა“ და მოპასუხე იზ---–--- მო-------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N--------------, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 8500.00 (რვა ათას ხუთასი) ლარი 24 თვით, 2018 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით, 1.92% თვიური საპროცენტო სარგებლით, სესხის ძირი თანხა უნდა ყოფილიყო გადახდილი სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ სარგებელთან და სიცოცხლის დაზღვევასთან ერთად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე, კერძოდ, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადიცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%, არაუმეტეს 275 დღის განმავლობაში;

 

2.10. დადგენილია, რომ შპს ,,მ----------------- ო---------–-- კრ-----სა'' და მოპასუხე იზ---–--- მო-------ს შორის გაფორმდა ინდივიდუალური ,,განვადების ბარათის'' მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება და განვადების ლიმიტი განისაზღვრა 770.00 აშშ დოლარის ოდეობით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 48 თვით. ი-----–----ა მო-------მ დამტკიცებული ლიმიტიდან ისარგებლა ოთხი ტრანზაქციით: ერთი ტრანზაქცი- განახორციელა 2016 წლის 28 სექტემბერს და გამოიყენა 210 ლარი, მეორე - 2016 წლის 7 ოქტომბერს -572 ლარი, მესამე - 2016 წლის 7 ოქტომბერს -506.95 ლარი და მეოთხე - 2016 წლის 7 ოქტომბერს 392.22 ლარი;

 

2.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;

 

2.12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ;

 

2.13. დადგენილია, რომ მოპასუხე იზ---–--- მო-------მ (ძირითადმა მოვალემ) სესხის ძირი თანხის ნაწილში და ,,განვადების ბარათის'' ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის ნაწილში ცნო სარჩელი;

 

2.14. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას;

 

2.15. მხარეებს შორის 2016 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნას თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას, გამოსახულია ლარით;

 

2.16. ხელშეკრულების 7.1. .7.4 პუნქტების თანახმად, ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით განსაღვრული თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა. მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით, ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება;

 

2.17. დადგენილია, რომ მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. მას 2017 წლის 30 იანვრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია. მოპასუხეებს გაფრთხილების წერილებით ეცნობათ დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ და დაუყოვნებლივ ეთხოვათ თავალიანების თანხის დაფარვა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეების მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა;

 

2.18. დადგენილია, რომ მსეხებელმა იზ---–--- მო-------მ დაარღვია ,,განვადების ბარათის'' ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულები ს პირობების მიხედვით, 2017 წლის 13 ივლისის მდგომარეობით მოცემულ ხელშეკრულებაზე ერიცხება დავალიანება 1884.51 ლარი;

 

2.19. აქედან გამომდინარე, მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულება და ,,განვადების ბარათის'' ხელშეკრულება და მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების ფარგლებში მოითხოვა მათ შორის გაფორმებული სესხის ვადამდე დაფარვა;

 

2.20. მოსარჩელე თანხის დაკისრებას იზ---–--- მო-------სთან ერთად სოლიდარულად ითხოვს ც---- ფ---–---ზე, ზ------ ბ----–--ესა და ქ------- ჭ----------ეზე;

 

2.21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს;

 

2.22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად;

 

2.23. ამავე კოდექსის 895-ე მუხლი ადგენს, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა;

 

2.24. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კრედიტის უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 27 სექტემბერს შპს ,,მ----------------- ო---------–-- კრ-----სა'' და მოპასუხეებს ც---- ფ---–---ს, ზ------ ბ----–--ესა და ქ------- ჭ----------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, მსესხებელთან ერთად მისმა თავდებებმა, მოპასუხეებმა ც---- ფ---–---მ, ზ------ ბ----–--ემ და ქ------- ჭ----------ემ სოლიდარულად იკისრეს ვალდებულება სესხის თანხის დაფარვაზე;

 

2.25. დადგენილია ასევე, რომ მოვალემ დაარღვია აღნიშნული ვალდებულება და მიუხედავად გაფრთხილებისა, იგი არ შეასრულეს მისმა თავდებმა პირებმაც;

 

2.26. მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნას თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით, მასში აღნიშნული საპროცენტო განაკვეთით. გრაფიკის მიხედვით ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვა 1.92%-ით;

 

2.27. ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, ,,გამსესხებლის’’ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელი დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულებას თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პარიოდისათვის დარიცხული ჯარიმა;

 

2.28. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის საბანკო კრედიტის პროცენტზე შეთანხმება მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად;

 

2.29. ,,განვადების ბარათის'' ხელშეკრულების დანართის მე-3 პუნქტის თანახმად, გამოყენებული თანხის სარგებელი არის 1.5% თვეში, რაც იანგარიშება სწორხაზოვანი მეთოდით და რომლის ზუსტი ოდენობა მოცემულია ხელშეკრულებაზე თანდართულ გადახდის გრაფიკში;

 

2.30. აღნიშნული ხელშეკრულების 6.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ბარათის გამცემს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებებით გათვალისიწინებული ჯარიმის, პირგასამტერხლოს და, გადაუხდელობის გამო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელების ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით, ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება;

 

2.31. ამდენად, პროცენტზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, როგორც სესხის ხელშეკრულების, ისე განვადების ბარათით სესხი შემთხვევაში, საფუძვლიანია და ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

 

2.32. ხელშეკრულების 5.1, 5.2. პუნქტების თანახამდ, ,,გამსესხებლის’’ და ,,მსესხებლის’’ რისკების შემცირების მიზნით მსესხებელი ვალდებულია წინამდებრე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებული სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყო გამსესხებელი. 5.3. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია დროულად და სრულად განახორციელოს სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულებამიიჩნევა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად;

 

2.33. მხარეებს შორის 2016 წლის 27 სექტემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნას თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას, გამოსახულია ლარით;

 

2.34. ,,განვადების ბარათის'' ხელშეკრულების მე-4 თავით მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება სოცოცხლის დაზღვევაზე;

 

2.35. აღნიშნული ხელშეკრულების 6.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, ბარათის გამცემს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს.... სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელების ვადამდე დაფარვა...

 

2.36. ამდენად, სიცოცხლის დაზღვევის თანხაზე შეთანხმება მოხდა სესხისა და ,, განვადების ბარათის'' ხელშეკრულებებით და მათი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს;

 

2.37. საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის;

 

2.38. მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 27 სექტემბერს შპს ,,მ----------------- ო---------–-- კრ-----სა'' და მოპასუხე იზ---–--- მო-------ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზღვრა ჯარიმა, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადიცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% არაუმეტეს 275 დღის განმავლობაში. ასევე, ,,განვადების ბარათის'' ხელშეკრულების 5.1. პუნქტით განისაზღვრა ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადიცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%, არაუმეტეს 275 დღის განმავლობაში;

 

2.39. სასარჩელო მოთხოვნაში, პირგასამტეხლოს სახით სესხის ხელშეკრულებაზე მოსარჩელემ მოითხოვა ჯამურად 586.09 ლარი 0.27% ჯარიმა ძირზე, 109.24 ლარი 5%- იანი ჯარიმა ძირზე. ,,განვადების ბარათის'' ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვა ჯამურად 208.67 ლარი არის 0.27%-იანი ჯარიმა ძირზე, ჯამურად 120 ლარი 5%-იანი ჯარიმა ძირზე;

 

2.40. მოცემულ შემთვევაში, მოსარჩელემ ორივე ხელშეკრულებაზე, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო მოითხოვა ორი სახის ჯარიმის დაკისრება მოპასუხეზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ 586.09 ლარი 0.27%-იანი ჯარიმა ძირზე, და ,,განვადების ბარათის'' 208.67 ლარი 0.27%-იანი ჯარიმა ძირზე, ხელშეკრულებაზე სესხის პირობების, ძირი თანხის ოდენობისა და ვალდებულების დარღვევის ხასიათისა და პერიოდის გათვალისწინებით, გონივრულია;

 

2.41. საქართველოს სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გაითვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო;

 

მართალია, მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, მაგრამ მისი გადახდევინება შემდგომში შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით აქვს სასამართლოს მინიჭებული პირაგასმტეხლოს შემცირების უფლება. აღსანიშნავია, რომ თუმცა პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო;

 

2.42. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოსთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე ხელშეკრულებაზე მოთხოვნილი ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% - სესხის ხელშეკრულებაზე 109.24 ლარი და ,,განვადების ბარათის'' ხელშეკრულებაზე 120 ლარი, მიუხედავად იმისა რომ არის ერთჯერადი, მოცემულ შემთხვევაში შეუსაბამოა და მნიშვნელოვნად აღემატება პირგასამტეხლოს ფუნქციურ დანიშნულებას, ამასთან, მოვალეს დაკისრებული აქვს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც სრულად უზრუნველყოფს ვალდებულების დარღვევის გამო გამოწვეული ზაინის ანაზღაურებას.

 

3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს იზ---–--- მო-------მ, ც---- ფ---–---მ, ქ------- ჭ----------ემ და ზ------ ბ----–--ემ, თუმცა ც---- ფ---–---მ, ქ------- ჭ----------ემ და ზ------ ბ----–--ემ არ გამოასწორეს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი და მათი სააპელაციო საჩივარი 2018 წლის 09 იანვრის განჩინებით დარჩა განუხილველი, ხოლო იზ---–--- მ--------ის მიერ ხარვეზის გამოწორების შემდეგ, მისი სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში;

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, დადასტურებული ფაქტია და მოპასუხე იზ---–--- მო-------ც არ უარყოფს, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს მან ნამდვილად აიღო სს ,,კრ----- ბა---დან'' სესხი და ხელშეკრულენაში მითითებული თანხა ნამდვილად აიღო სს ,,კრ----- ნ---------'' ერთპიროვნულად და არა სოლიდარულად, როგორც გადაწყვეტილებაში არის მითითებული ზ------ ბ----–--ესთან, ქ------- ჭ----------ესთან, ც---- ფ---–---სთან ერთად. სასამართლომ არ იმსჯელა ბა---ს პასუხისმგებლობაზე, როდესაც მან მოატყუა ისინი, როცა სესხის აღების დროს არ განუმარტა მოპასუხეებს თავდებობის არსი. ,,ეს მხოლოდ ფორმალური მხარეა, ასეა საჭირო, ხელის მოწერის გარდა თქვენ არაფერი პასუხისმგებლობა არ დაგეკისრებათ’’-ო განუმარტაეს მათ ბანკში, ანუ ხელშეკრულება თავდებობის ნაწილში გაფორმდა მოტყუების გამო, სხვა შემთხვევაში თუარა ბა---ს განსაკუთრებული ნდობა არც იზ---–--- მო------- და არც სხვა ე.წ. მისი სოლიდარული მევალეები ხელშეხრულებაზე ხელს არ მოაწერდნენ. ამდენად აპელანტებს მიაჩნიათ, რომ გარდა იზ---–--- მ--------ისა მათ მიმართ დაკისრებული თნხების გადახდა არის უკანონო ქმედება როგორც სასამართლოს ასევე ბა---ს მხრიდან;

 

3.2. აპელანტს მას მიაჩნია, რომ სასამრთლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ, კერძოდ: 1. გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს მოპასუხეთა მიმართ სოლიდარულად დაკისრების ნაწილში და მხოლოდ ძირი თანხის გადახდა დაეკისროს მას, იზ---–--- მო-------ს. შესაბამისად სხვა მოპასუხეები უნდა განთავისუფლდეს პასუხისმგებლობისაგან;

 

3.3. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. შესაბამისად დაარღვია სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393 მუხლის 2 ნაწილის ,,ა'', ,,ბ'', ,,გ'' პუნქტები 394-ე მუხლის ,,ე'' და ,,ე'' პრიმა მუხლის მოთხოვნები. რადგან არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 72-ე, 73-ე, 74-ე, 75-ე, 76-ე, 81-ე, 82-ე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

4.2. უდავოა, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს შპს ,,მ----------------- ო---------–-- კრ-----სა“ და მოპასუხე იზ---–--- მო-------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N--------------, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 8500.00 (რვა ათას ხუთასი) ლარი 24 თვით, 2018 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით, 1.92% თვიური საპროცენტო სარგებლით, სესხის ძირი თანხა უნდა ყოფილიყო გადახდილი სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად მასში აღნიშნულ სარგებელთან და სიცოცხლის დაზღვევასთან ერთად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე, კერძოდ, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო შემდეგ ყოველ ვადაგადიცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% არაუმეტეს 275 დღის განმავლობაში;

 

4.3. კრედიტის უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 26 სექტემბერს შპს ,,მ----------------- ო---------–-- კრ-----სა'' და მოპასუხეებს ც---- ფ---–---ს, ზ------ ბ----–--ესა და ქ------- ჭ----------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, მსესხებელთან ერთად მისმა თავდებებმა, მოპასუხეებმა ც---- ფ---–---მ, ზ------ ბ----–--ემ და ქ------- ჭ----------ემ სოლიდარულად იკისრეს ვალდებულება სესხის თანხის დაფარვაზე;

 

4.4. მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. მას 2017 წლის 30 ი-ნვრის შემდგომ გადახდა არ განუხორციელებია. მოპასუხეებს გაფრთხილების წერილებით ეცნობათ დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ და დაუყოვნებლივ ეთხოვათ თავალიანების თანხის დაფარვა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეების მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა;

 

4.5. დადგენილია, რომ დავალიანება სს ,,მ---------------- ო---------–-- კრ-----’’-ს მიმართ შეადგენს 10716.37 ლარს, საიდანაც 7955.61 ლარი არის ძირი თანხა; 1812.59 ლარი არის სესხზე დარიცხული პროცენტი; 252.84 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა; 586.09 ლარი არის 0.27% -ი-ნი ჯარიმა ძირზე; 109.24 ლარი არის 5%-იანი ჯარიმა ძირზე;

 

4.6. დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ივნისს შპს ,,მ----------------- ო---------–-- კრ-----სა'' და იზ---–--- მო-------ს შორის გაფორმდა ინდივიდუალური ,,განვადების ბარათი’’-ს მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება და განვადების ლიმიტი დამტკიცდა 310.00 აშშ დოლარის ოდეობით, 2016 წლის სექტემბერში ლიმირი გაიზარდა და შეადგინა 770 აშშ დოლარი. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 48 თვით. ი-----–----ა მო-------მ დამტკიცებული ლიმიტიდან ისარგებლა ოთხი ტრანზაქციით. იზ---–--- მო-------მ დაარღვია ,,განვადების ბარათის’’ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ხელშეკრულების პირობების მიხედვით, 2017 წლის 13 ივლისის მდგომარეობით ხელშეკრულების პირობების მიხედვით ერიცხება დავალიანება 1884.51 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 1332.20 ლარი, პროცენტი -179.55 ლარი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა 44.09 ლარი, ჯამურად 208.67 ლარი არის 0.27% -იანი ჯარიმა ძირზე, ჯამურად 120 ლარი არის 5%- იანი ჯარიმა ძირზე;

 

4.7. უდავოა, რომ ვალდებულების არსებობის პერიოდში, სესხის გამცემი იყო მ----------------- ო---------–--, ამჟამად კი იგი კომერციული ბა---ა;

 

4.8. დადგენილია, რომ აპელანტი ძირითადად სადაოდ ხდის სარჩელით მოთხოვნილი თანხის დაკისრებას თავდებ პირთათვის და მიუთითებს, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს მათთვის განმარტებული არ ყოფილა თავდებობის არსი, რითაც ადგილი ჰქონდა მოტყუებას ხელშეკრულების დადების დროს და ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას თანხის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში;

 

4.9. სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიებიდან პალატა ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად;

 

4.10. წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მხოლოდ იზ---–--- მო-------, აქედან გამომდინარე ის არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, იდავოს თავდები პირების სახელით. დადგენილია, რომ თავდები პირები არ ხდიან სადაოდ აღნიშნულ ფაქტს, მათ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებიათ;

 

4.11. სააპელაციო პალატა უდავოდ დადგენილად თვლის იმ ფაქტს, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხის და თავდებობის ხელშეკრულებები. არც ის ფაქტია სადავო, რომ ამ ხელშეკრულებებზე ხელმოწერა შესრულებულია პირადად მოპასუხეების მიერ ქართულ ენაზე. დაუსაბუთებელია მითითება თავდებობის პირობების ნაწილში ხელშეკრულების შინაარსის განუმარტებლობაზე;

 

4.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ამა თუ იმ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭიროა პირის მიერ შესაბამისი ნამდვილი ნების გამოვლენა. ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს და სურს ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომა. მართალია, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარი ვარაუდის გაქარწყლების შემთხვევებს, როგორიცაა თუნდაც გარიგების დადება მოტყუებით თუ შეცდომით, თუმცა მოტყუებისა და შეცდომის ფაქტები უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით და სათანადო გარემოებებზე მითითებით;

 

4.13. სააპელაციო სასამართლო უთითებს 891-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე: „თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად“;

 

სსკ-ის 893-ე მუხლის დანაწესით „თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება“. ამავე კოდექსის 905-ე მუხლის თანახმად, „თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ძირითადი მოვალის შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს მასა და თავდებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან, ხელუხლებელი რჩება“;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა;

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის, 893-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულება უზრუნველყოფს კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულების შესრულებას. ამასთან, თავდებობის ხელშეკრულება იდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულების საფუძველზე და დამოკიდებულია ძირითად ხელშეკრულებაზე, ანუ თავდებობა აქცესორული ხასიათისაა. შესაბამისად, როდესაც წყდება ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, წყდება ასევე თავდების ვალდებულებაც“ (იხ. სუსგ #ას-704-667-2013, 01.10.2014წ.);

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს;

 

4.14. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არ მოიძებნება რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ აპელანტისათვის ცნობილი არ იყო ხელშეკრულების პირობები და ის ხელშეკრულების დადებისას მოატყუეს ან შეცდომაში შეიყვანეს. პირიქით, მსესხებელი თვეების განმავლობაში სწორედაც რომ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით იხდიდა სასესხო დავალიანებას. გრაფიკში კი, ცალ-ცალკე პუნქტად არის ჩამოთვლილი, რისგან შედგებოდა ყოველთვიური გადასახადი (ძირითადი თანხა, პროცენტი, სადაზღვევო თანხა, ყოველთვიური საკომისიო, დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო) და რა ოდენობით. შესაბამისად, უსაფუძვლოა ასევე მითითება, რომ მოპასუხე არ ეთანხმება ძირი თანხის გარდა სხვა თანხების დაკისრებას;

 

4.15. სააპელაციო პალატა თვლის, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობით ბოჭვისას მხარე ვალდებულია, გაეცნოს ხელშეკრულებას, მოითხოვოის ხელშეკრულების იმ პირობის გამარტება, რომელიც მისთვის გაუგებარია და ა.შ., წინააღმდეგ შემთხვევაში, მისთვის უარყოფითი შედეგებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება;

 

4.16. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას რაიმე პრეტენზია თავდებობასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამთ. ხელშეკრულებებზე ხელმოწერა დაფიქსირებულია ქართულ ენაზე, ასევე, წარმოდგენილია ქართულ ენაზე შედგენილი თავდები პირების განცხადებები, რაც ქმნის იმის ვარაუდს, რომ მათთვის ხელშეკრულების პირობები ნათელი იყო;

 

4.17. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება ხელშემკვრელი მხარეების მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას;

 

4.18. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის;

 

4.19. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგის მიღების სურვილსა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს;

 

4.20. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სესხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 625.1 (მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი), 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები;

 

4.21. პალატა სრულად ეთანხმება მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და შეფასებებს და მიუთითებს მათზე. პალატა დამატებით განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას;

 

4.22. სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მითითებას მხოლოდ ძირითადი თანხის გადახდასთან დაკავშირებით და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას სარგებლის დაკისრებასთან დაკავშირებით, რომ მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები;

 

4.23. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09);

 

4.24. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული;

 

4.25. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს გააჩნია მოსარჩელის მიმართ დაუფარავი დავალიანება, მან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. პალატას მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა გონივრული მოცულობით. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვრა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული ოდენობით, რის გამოც არ არსებობს აპელანტის პრეტენზიის გაზიარების საფუძველი. აღნიშნული მსჯელობა შესაბამისობაშია საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-462-462-2018, 22.06.2018);

 

პალატა აღნიშნავს, რომ რაიონული სასამართლოს დასკვნები სწორია. აპელანტმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით;

 

4.26. ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ იზ---–--- მ--------ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი კანონიერია და დასაბუთებული. არ არსებობს მისი გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შსახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,, მ1” ქვეპუნქტის თანახმად.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. იზ---–--- მ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელად დარჩეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

თავმჯდომარე ლაურა მიქავა (მომხსენებელი)

 

მოსამართლეები: ირმა პერანიძე

 

თამარ სვანიძე