გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.02.2018
საქმის ნომერი
020210117002041665
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
08.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020210117002041665 (2/1421-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 თებერვალი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - ნა---------ა

წარმომადგენელი - ბაჩ-----------–--ლი

 

მოპასუხე - გიო---------უა

წარმომადგენელი - ნი----------–---–ია

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე გიო---------უასათვის მოსარჩელე ნა---------ას სასარგებლოდ 11 808 ლარის გადახდის დაკისრება (დ-------------–------------------------------–-–------–--------------------–-–--------------–--------------------

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე სარჩელი არ ცნო.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.2----–-–------------ს სს ბანკი ,,რე------–--ა’’-სა და მოპასუხე გიო---------უას შორის გაფორმდა №0------22 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელ გიო---------უას გადაეცა სესხი 10 500 ლარის ოდენობით, 48 თვის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი;

-თავდებობის შესახებ განაცხადი და თავდებობის ხელშეკრულება (15-16);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–------------------–-–--------------–-------------------).

 

3.1.2.გიო---------უასთან გაფორმებული 31.03.2--- წლის საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ნა---------ასთან სს ბანკი ,,რე------–--ა’’-ს მიერ დადებული №987020------22 თავდებობის ხელშეკრულებით, რომლის 2.1 პუნქტით, თავდებმა პირმა ნა---------ამ იკისრა ვალდებულება სოლიდარულ თავდებად დაუდგეს ბანკის წინაშე მსესხებელ გიო---------უას, რომ მსესხებელი ჯეროვნად შეასრულებს ბანკის წინაშე ნაკისრ საკრედიტო ვალდებულებას.

 

თავდები პირის - ნა---------ას სოლიდარული პასუხისმგებლობის ლიმიტი, თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 14 500 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი;

-თავდებობის შესახებ განაცხადი და თავდებობის ხელშეკრულება (15-16);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–------------------–-–--------------–-------------------).

 

3.1.3.სს ბანკი ,,რე------–--ა’’-ს უფლებამონაცვლეა სს ,,თი--------კი’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი;

-თავდებობის შესახებ განაცხადი და თავდებობის ხელშეკრულება (15-16);

-სს ,,თი--------კი’’-ს მიერ 15.01.2----–--–----–-----–--–-ობა №11------1;

-ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–------------------–-–--------------–-------------------).

 

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.2.1.მსესხებელმა გიო---------უამ ჯეროვნად არ შეასრულა ბანკთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალის დაბრუნების ვალდებულება, რის გამოც მისი ნაწილობრივ შესრულება მოუწია თავდებს - ნა---------ას, კერძოდ, სს ბანკი ,,რე------–--ა’’-ს უფლებამონაცვლის - სს ,,თი--------კის’’ 15/01/2018 წლის ცნობით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გიო---------უას სესხის დაფარვის მიზნით ბანკში შეტანილია 9 444 ლარი და 2 360 ლარი, შესასრულებელი რჩება ვალდებულება 873,04 ლარის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელეს ჯამში გადახდილი აქვს გიო---------უას ვალი - 11 808 ლარი, რომლის დაკისრებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისათვის თავის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ საქმეზე ვერ უზრუნველყო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის მისთვის დაკისრების საფუძვლის გამაბათილებელი გარემოების მითითება და შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი;

-თავდებობის შესახებ განაცხადი და თავდებობის ხელშეკრულება (15-16);

-სს ,,თი--------კი’’-ს მიერ 15.01.2----–--–----–-----–--–-ობა №11------1;

-ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (---------------–-–------------------–-–--------------–-------------------).

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა განმარტებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება 6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. დადგენილია, რომ მოპასუხემ ბანკთან გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლითაც აიღო კრედიტი (სესხი) 10 500 ლარის ოდენობით, რაც უზრუნველყოფილი იქნა მოსარჩელე ნა---------ას თავდებობით. 6.2.რამდენადაც გიო---------უას და ნა---------ას ბანკთან არსებული ურთიერთობა მიუთითებს სოლიდარული ვალდებულებაზე, ყურადსაღებია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კერძო ნაწილი იცნობს სოლიდარული ვალდებულების მარეგულირებელ სპეციალური ხელშეკრულების სახეს - თავდებობას, რაც 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნიშნავს იმას, რომ თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს, მაგალითად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობაში, მსესხებელს, ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ხოლო 905-ე მუხლი ასახავს თავდების მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შედეგს შემდეგი სახით: თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. მოპასუხე არ უარყოფს, რომ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულება შესრულებული არ არის. ამასთან, როგორც მოსარჩელის განმარტებით, ისე საქმის მასალებით, სახელდობრ, ამონაწერებით საბანკო ანგარიშიდან და სს ,,თი--------კის’’ 15.01.2018 წლის ცნობით უტყუარად დგინდება, რომ ბანკის წინაშე მოპასუხის, როგორც მსესხებლის ნაცვლად კრედიტის დაბრუნების თაობაზე ვალდებულება ნაწილობრივ შესრულებულია მოსარჩელის ანუ თავდების მიერ, რითაც მოსარჩელე ნა---------ას სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლის საფუძველზე წარმოეშვა უფლება, როგორც კრედიტორმა მოთხოვოს მოპასუხე გიო---------უას ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ბანკში გადახდილი თანხის ანაზღაურება შესრულებული ვალდებულების ოდენობით, რაც შეადგენს 11 808 ლარს. თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს აღნიშნული თანხა მოსარჩელეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (იხ. საქართველოს უზე-----------------–---------–-------–----------------------). აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში დამკვიდრებული ძირითადი პრინციპიდან - Pakta suntan servanda (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს). კონკრეტულ ვითარებაში, კანონით დაკისრებული ვალდებულება მოსარჩელისათვის მის მიერ ბანკში გადახდილი თანხის ანაზღაურების თაობაზე, მოპასუხის მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს თანხის გადახდევინება, ამდენად, მისი მოთხოვნა დასაბუთებულია. 6.3.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

7. საპროცესო ხარჯები

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. წინამდებარე სარჩელზე და მისი უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 378 ლარის ოდენობით, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს მოპასუხისაგან. ამასთან, რამდენადაც მოსარჩელემ პროცესის მიმდინარეობისას გაზარდა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რაზეც მას პროპორციული სახელმწიფო ბაჟის თანხა არ გადაუხდია, სარჩელის დაკმაყოფილების გამო, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაზრდილი სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის - 26,16 ლარის გადახდა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.ნა---------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.მოპასუხე გიო---------უას მოსარჩელე ნა---------ას სასარგებლოდ დაეკისროს 11 808 ლარის გადახდა;

 

3.მოპასუხე გიო---------უას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 378 ლარის ოდენობით;

 

4.მოპასუხე გიო---------უას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 26,16 ლარის გადახდა;

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12) მეშვეობით;

6.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა