გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.05.2019
საქმის ნომერი
120210019002854208
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
11.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2854208-2/081-19წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

07 მაისი, 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - ბელა მერაბიშვილი

 

მოსარჩელე - კა---–---------ე, ოთ---------–--ე

წარმომადგენელი - ლა------–--–----ე

 

მოპასუხე - ჯუ----------–--ე

წარმომადგენელი - ნუ----------------–---–ი

 

მესამე პირი - სს „ლ--------------“

წარმომადგენელი - ნი-------–-–---–ი

 

დავის საგანი: თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ჯუ----------–--ეს კა---–---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 4254 ლარის გადახდა;

1.2. ჯუ----------–--ეს ოთ---------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 4214.16 ლარის გადახდა;

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2015 წელს სს ,,ლ--------------’’-სა და მოპასუხე ჯუ----------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, აღნიშნულ სესხზე ჯუ----------–--ეს თავდებად დაუდგნენ კა---–---------ე და ოთ---------–--ე, რასთან დაკავშირებითაც ძირითად სესხთან ერთად ასევე გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები.

 

მოპასუხე ჯუ----------–--ემ 2016 წლის იანვრის თვიდან შეწყვიტა სესხის გადახდა, აქედან გამომდინარე 2016 წლის 13 იანვრიდან სს ,,ლ--------------’’-მა კა---–---------ის და ოთ---------–--ის სახელზე დარიცხული სახელმწიფო პენსიიდან დაიწყო თანხების ჩამოჭრა აღნიშნული სესხის ძირი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით რაც დღემდე გრძელდება. მთელი აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კა---–---------ეს კუთვნილი სახელმწიფო პენსიიდან 2016 წლის იანვრის თვიდან დღემდე მთლიანობაში ჩამოეჭრა 4254 ლარი და გადაირიცხა ჯუ----------–--ის სესხის ანგარიშზე შესაბამისად დაიფარა მისი კრედიტი, ასევე ოთ---------–--ეს კუთვნილი სახელმწიფო პენსიიდან 2016 წლის იანვრიდან დღემდე მთლიანობაში ჩამოეჭრა 4214.61 ლარი და გადაირიცხა ჯუ----------–--ის სესხის ანგარიშზე რითაც დაიფარა მისი საკრედიტო დავალიანება.

 

ჯუ----------–--ემ კა---–---------ეს მისი პენსიის სანაცვლოდ ხელზე გადასცა 1850 ლარი, ხოლო დარჩენილი 3000 ლარის თანხის დაბრუნებაზე უარს ამბობს, რაც შეეხება ოთ---------–--ეს მისი პენსიის სანაცვლოდ ჯუ----------–--ეს მისთვის არანაირი თანხა არ გადაუცია და არც აპირებს დაბრუნებას იმ მიზეზით თითქოს მას არანაირი შემოსავალი არ აქვს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ჯუ----------–--ემ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მესამე პირს სს „ლ--------------“ არ უნდა ჩამოეჭრა აღნიშნული თანხები. ბანკის თვითნებური ქმედება არ უნდა აისახოს ჯუ----------–--ეზე უარყოფითად.

 

2.2 მესამე პირის პოზიცია

 

2.2.1. მესამე პირის სს „ლ--------------ს“ წარმომადგენელმა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სს ,,ლ--------------ა’’ და ჯუ----------–--ეს შორის 2015 წლის 02 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ხოლო ამავე რიცხვში ოთ---------–--ეს, კა---–---------ეს, ეთ--------–---ს და ბანკს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა პირებმა ბანკის წინაშე იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად. 2019 წლის 5 მარტის მდგომარეობით სესხზე დავალიანებას შეადგენს 1437.25 ლარს, საიდანაც ძირი თანხა არის 1337.41, სესხზე დარიცხული პროცენტი 17.59 ლარი და ვადაგადაცილების ჯარიმა 82.25 ლარი. სს ,,ლ-------------მა’’ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კეთილსინდისიერად შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და გასცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო თანხა. ამდენად, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს ბანკს და მოსარჩელე/მოპასუხეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა და თავად მოსარჩელე/მოპასუხეთა შორის არსებული დავა. მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა ხელშეკრულების გაფორმების დროს დავის მონაწილე ყველა პირს გადასცა ამონაწერებს მოსარჩელეთა საბანკო ანგარიშიდან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 02 დეკემბერს სს ,,ლ--------------’’-სა და ჯუ----------–--ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2------, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა 5500 ლარი, 36 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი 32%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 02.12.2015წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2------ (იხ. ს.ფ. 67-72);

 

3.1.2. 2015 წლის 02 დეკემბერს სს ,,ლ--------------ა’’ და ოთ----------–--ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ოთ----------–--ემ აიღო ვალდებულება თავდებად დაუდგეს და სოლიდარულად აგოს პასუხი ბანკის წინაშე მოვალე ჯუ----------–--ის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე. თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5665 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 02.12.2015წ. თაბდებობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 73-76);

 

3.1.3. 2015 წლის 02 დეკემბერს სს ,,ლ--------------ა’’ და კა---–---------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც კა---–---------ემ აიღო ვალდებულება თავდებად დაუდგეს და სოლიდარულად აგოს პასუხი ბანკის წინაშე მოვალე ჯუ----------–--ის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე. თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5665 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 02.12.2015წ. თავდებობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 77-80);

 

3.1.4. 2016 წლის იანვრის თვიდან ჯუ----------–--ემ შეწყვიტა სესხის გადახდა. 2016 წლის 13 იანვრიდან სს ,,ლ--------------’’-მა კა---–---------ის და ოთ---------–--ის სახელზე დარიცხული სახელმწიფო პენსიიდან დაიწყო თანხების ჩამოჭრა აღნიშნული სესხის ძირი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამ. სხ.. ოქმი);

 

3.1.5. კა---–---------ეს კუთვნილი სახელმწიფო პენსიიდან 2015 წლის 2 დეკემბრიდან 2019 წლის 12 აპრილამდე ჩამოაჭრა 4254 ლარი და გადაირიცხა ჯუ----------–--ის სესხის ანგარიშზე რითაც დაიფარა მისი საკრედიტო დავალიანება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამ. სხ. ოქმი);

- საბანკო ამონაწერები (იხ. ს.ფ. 156-160);

 

3.1.6. ოთ---------–--ის კუთვნილი სახელმწიფო პენსიიდან 2015 წლის 2 დეკემბრიდან 2019 წლის 12 აპრილამდე ჩამოაჭრა 4214.61 ლარი და გადაირიცხა ჯუ----------–--ის სესხის ანგარიშზე რითაც დაიფარა მისი საკრედიტო დავალიანება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამ. სხ. ოქმი);

- საბანკო ამონაწერები (იხ. ს.ფ. 149-155);

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 372-ე, 891-ე, 892-ე, 893-ე, 898-ე, 905-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, თუ კრედიტორი მიმართავს იძულებით აღსრულებას მოვალის კუთვნილ ნივთზე, მაშინ ყოველი პირი, რომელსაც ექმნება საფრთხე, რომ იძულებითი აღსრულებით შეიძლება დაკარგოს უფლება ამ ნივთზე, უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი. როცა მესამე პირი დააკმაყოფილებს კრედიტორს, მაშინ მოთხოვნის უფლება გადადის ამ პირზე.

 

ამავე კოდექსის 891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

ამავე კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ამავე კოდექსის 898-ე მუხლის თანახმად თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 02 დეკემბერს სს ,,ლ--------------’’-სა და ჯუ----------–--ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №2------, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა 5500 ლარი, 36 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი 32%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ასევე 2015 წლის 02 დეკემბერს სს ,,ლ--------------ა’’ და ოთ----------–--ეს და კა---–---------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ოთ----------–--ემ და კა---–---------ემ აიღეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი ბანკის წინაშე მოვალე ჯუ----------–--ის მიერ ნაკისრ ვალდებულებაზე. თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 5665 ლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 905-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ძირითადი მოვალის შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს მასა და თავდებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან, ხელუხლებელი რჩება.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის იანვრის თვიდან ჯუ----------–--ემ შეწყვიტა სესხის გადახდა. 2016 წლის 13 იანვრიდან სს ,,ლ--------------’’-მა კა---–---------ის და ოთ---------–--ის სახელზე დარიცხული სახელმწიფო პენსიიდან დაიწყო თანხების ჩამოჭრა აღნიშნული სესხის ძირი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაფარვის მიზნით, რის გამოც კა---–---------ეს კუთვნილი სახელმწიფო პენსიიდან 2015 წლის 2 დეკემბრიდან 2019 წლის 12 აპრილამდე ჩამოაჭრა 4254 ლარი და გადაირიცხა ჯუ----------–--ის სესხის ანგარიშზე რითაც დაიფარა მისი საკრედიტო დავალიანება. ოთ---------–--ის კუთვნილი სახელმწიფო პენსიიდან 2015 წლის 2 დეკემბრიდან 2019 წლის 12 აპრილამდე ჩამოაჭრა 4214.61 ლარი და გადაირიცხა ჯუ----------–--ის სესხის ანგარიშზე რითაც დაიფარა მისი საკრედიტო დავალიანება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კა---–---------ის და ოთ---------–--ის მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოსარჩელე კა---–---------ის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 90 ლარი, ხოლო ოთ---------–--ის მიერ - 75 ლარი, სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე ჯუ----------–--ეს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 90-75 ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოსარჩელე კა---–---------ის და ოთ---------–--ის მიერ გაწეულ იქნა საადვოკატო მომსახურების ხარჯი 150-150 ლარის ოდენობით, სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე ჯუ----------–--ეს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის 150-150 ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. კა---–---------ის და ოთ---------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ჯუ----------–--ეს (პ/კ 0----------) კა---–---------ის სასარგებლოდ დაეკისროს 4254 ლარის გადახდა.

- ჯუ----------–--ეს (პ/კ 0----------) ოთ---------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 4214,61 ლარის გადახდა.

 

3.ჯუ----------–--ეს (პ/კ 0----------) კა---–---------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 90 ლარის გადახდა.

 

- ჯუ----------–--ეს (პ/კ 0----------) ოთ---------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 75 ლარის გადახდა.

 

4. ჯუ----------–--ეს (პ/კ 0----------) კა---–---------ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების თანხის 150 ლარის გადახდა.

 

- ჯუ----------–--ეს (პ/კ 0----------) ოთ---------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების თანხის 150 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი ლონდარიძე