განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210016001468059
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1005-17 04 მაისი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდონმარე (მომხსენებელი) - მოსამართლეები: ლაურა მიქავა თამარ სვანიძე ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - ჯ--------------------- - ნ--------------- - - სს ,---------------- - - ქ------------–----, ნ----------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- სს ,-----------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- რ------–--------ს, ჯი-–--- გ------------ს და მ---- გ------------ს მოსარჩელისათვის გადასახდელად სოლიდარულად დაეკისრათ სს ,---------------–-- არსებული დავალიანების ძირი თანხის 45 567.46 ლარის, სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხის 2125.17 ლარის, ჯარიმის 101.82 ლარის და 57.66 ლარის, ასევე სარგებლის ძირითადი თანხის (45567.46 ლარის), ყოველთვიური 1.67%-ის გადახდა, გრაფიკის დარღვევიდან 22.10.2016 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 22422.61 ლარისა;
- მ---- გ------------ს, რ------–--------ს და ს------------–--–-–---–ს მოსარჩელისათვის გადასახდელად სოლიდარულად დაეკისრათ სს ,---------------–-- არსებული დავალიანების ძირი თანხის 42 166.79 ლარის, სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხის 1839.17 ლარის, ჯარიმის 94.22 ლარის და 53.36 ლარის, ასევე სარგებლის ძირითადი თანხის (42166.79 ლარის) ყოველთვიური 1.67%-ის გადახდა, გრაფიკის დარღვევიდან 22.10.2016 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 20749.39 ლარისა;
- რ------–--------ს, ჯი-–--- გ------------ს და მ---- გ------------ს, როგორც სოლიდარულ მოვალეებს მოსარჩელისათვის გადასახდელად სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 1663.85 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 150 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების 22 ლარის და ყადაღის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 168 ლარის გადახდა.
- მ---- გ------------ს, რ-------–--------ს და ს-------------–--–-–---–ს, როგორც სოლიდარულ მოვალეებს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის 1535.85 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების 22 ლარის, ყადაღისა და აკრძალვის რეგისტრაციის 168 ლარის გადახდა;
- დავალიანების გადახდევინების მიზნით, პირველ რიგში სარეალიზაციოდ მიექცა მ---- გო-----------ს საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ქუთაისი, რ---------–-------------------------- (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №0-------------------
- იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა, არ იქნება საკმარისი დაკისრებული დავალიანების სრულად დასაფარად, დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს სოლიდარული მოვალეების/მოპასუხეების საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ/მოძრავი ქონებიდან;
- მ---- გ------------ს ინდივიდუალურად დაეკისრა განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ჯამურად 3041,23 ლარის, ასევე სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
- რ------–--------ს ინდივიდუალურად დაეკისრა განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ჯამურად 2581.77 ლარის, ასევე სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
- მოსარჩელე სს ,---------------- დაუბრუნდა მის მიერ სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 144 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ანგარიშის ნომერი/სახაზინო კოდი: 300183150, მიმღების ბა---: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბა---ს კოდი: თღEშGE22, (გადახდის თარიღი: 05 აგვისტო, 2016 წელი, გადამხდელის ბა---: სს ,,ს----------–---------“, საგადახდო დავალება №539).
- სს ,---------------- სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 824.96 ლარის ოდენობით, ჩაეთვალა გადახდილად;
- სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა ძალაში.
2.დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. შპს ,-------------------------------–-------------ს (შემდეგში სს „---------------) და რ------–--------ს შორის 2015 წლის 10 დეკემბერს გაფორმდა სესხის ხაზის ხელშეკრულება, აგრეთვე სს „---------------- და მ---- გ------------ს შორის 2015 წლის 10 დეკემბერს გაფორმდა სესხის ხაზის ხელშეკრულება (მ---- გო----------- და რ-------–-------- არიან ზემოაღნიშნული სესხების ბიზნესპარტნიორები და ამავე დროს მეუღლეები). 2015 წლის 10 დეკემბერსვე დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება №--------------- მ---- გო-----------ს სესხის უზრუნველსაყოფად, რომლითაც ასევე დამატებით უზრუნველყოფილია რ------–--------- სესხიც და დაიტვირთა მ---- გო-----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქუთაისში, რ---------–------------------, საკადასტრო კოდი: 0------------------, ამასთან ერთად 2015 წლის 10 დეკემბერს №---------------- გირავნობის ხელშეკრულებით დაიტვირთა მ---- გო-----------ს სესხის უზრუნველსაყოფად, მის საკუთრებაში არსებული ავტროსატრანსპორტო საშუალება ტ-------------- ტიპი მაღლი გამავლობის, რუხი, 7/8, სარეგისტრაციო ნომერი J------, ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერი J----------------, სარეგისტრაციო მოწმობით N---------, რომლის რეალიზაციითაც მსესხებლებმა დაფარეს ნაწილი თანხა;
2.2. 2015 წლის 11 დეკემბერს რ------–--------სთან და მ---- გ------------თან ერთად, როგორც ერთ ბიზნესში დასაქმებული პირები (ბიზნეს-პარტნიორები-სავაჭრო მაღაზია და ჯართის ჩამბარებელი პუნქტი) გაფორმდა სესხის ხელშეკრულებები რ------–--------სთან 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარზე და მ---- გ------------თან ასევე 50 000 (ორმოცდაათი ათას) ლარზე. 2015 წლის 11 დეკემბერს თავდებობის ხელშეკრულება რ------–--------- სესხზე გაფორმდა მ---- გ------------თან და ჯი-–--- გ------------თან (მ---- გო-----------ს მამა), ხოლო 2015 წლის 11 დეკემბერს თავდებობის ხელშეკრულება მ---- გო-----------ს სესხზე გაფორმდა რ-------–--------სა და ს------------–--–-–---–თან;
2.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სოლიდარული პასუხისმგებლობა რ-------–--------- სესხზე აიღეს შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრ-----“-სთან (შემდეგში სს „კრ----- ბანკთან“) თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებით მ---- გ------------მა და ჯი-–--- გ------------მა, მისი ზღვრული თანხით, რომელი შეადგენს ჯამს იმ ვალდებულებებისა, რომლებშიც შედის: ძირითადი ვალი, პროცენტი, მსესხებლის სიცოცხლის სადაზღვევო პრემია, შესაძლო ჯარიმები და პირგასამტეხლო, რაც დაწესებულია სესხის ხელშეკრულებით, ასევე სესხის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტით მიყენებული ზიანი, რაც მთლიანობაში შეადგენს თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ზღვრულ თანხას - 82 489.31 ლარს;
2.4. რ-------–--------სა და მ---- გ------------ს სესხი უნდა დაეფარათ მასზე დარიცხულ პროცენტთან ერთად სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს მსესხებლის მიერ გრაფიკში მითითებული გრაფიკით განსაზღვრული მთლიანი თანხისა და ჯარიმის გადაუხდელობა, ასევე 8.2 პუნქტის მიხედვით გამსესხებლის წინასწარი თანხმობის გარეშე მსესხებლის მიერ რაიმე დამატებითი ვალდებულების აღება, რომელსაც ჰქონდა ადგილი მსესხებლების მხრიდან;
2.5. დადგენილია, რომ რ-------–--------, ასევე ჯ--------------------- გადახდისუუნარონი შეიქმნენ სესხის აღებიდან 2015 წლის 11 დეკემბერიდან მალევე (კრ-----სა და ს----------–---------ს დარჩენილი სესხების გადაფარვის - რეფინანსირებისთანავე) და მოპასუხე ჯი-–--- გ------------მა გადაწყვიტა ვალდებულების თვიდან აცილების მიზნით 2015 წლის 31 დეკემბერს გაესხვისებინა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მტკიცებულება საჯარო რეესტრის ამონაწერი ს/კ 0------------------) და 2016 წლის 1 იანვარსვე გასხვისებულია მის მიერ დამატებით 2 უძრავი ქონება, რომლის შესახებაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 2016 წლის 1 აგვისტოს. აღნიშნული უძრავი ქონებები ჯ---------------------ს საკუთრებაში ჩანდა 2016 წლის 28 ივლისამდე;
2.6. დადგენილია, რომ მოსარჩელე 2016 წლის 22 ივლისიდან ითხოვდა ვადაგადაცილებული მიმდინარე თვეების ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ მოპასუხეებმა არ გადაიხადეს სესხის გრაფიკით განსაზღვრული თანხა და აიღეს სხვა დამატებითი ვალდებულებები;
2.7. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დავალიანების დაფარვის მოთხოვნის შემდეგ გაასხვისეს უძრავ-მოძრავი ქონება. გასხვისდა თავდების ს------------–--–-–---–ის უძრავი ქონება, რომელიც გასხვისებისთანავე დაიტვირთა სხვა ვალდებულებებით სს „თ----------–-“;
2.8. დადგენილია, რომ გაფრთხილების წერილის ჩაბარების შემდგომ მოვალეებმა მიმდინარე ვალდებულების დაფარვა შეძლეს 2016 წლის 31 ივლისს მოპასუხე მ---- გო-----------ს საკუთრებაში არსებული ავტომობილის (------------ სარეგისტრაციო ნ------- J------) გაყიდვის შემდგომ, შესაბამისად ორივე სესხზე მათ მიერ შემცირდა სესხის უზრუნველყოფის საშუალება, რომლიც დატვირთული იყო მ---- გო-----------ს სესხზე. მოვალის მიერ ავტომობილის რეალიზაციით აღებული თანხით გადახდილი იქნა, როგორც რ------–---------, ასევე მ---- გო-----------ს მიმდინარე სასესხო დავალიანება, თუმცა მისი გადახდა განხორციელდა დაგვიანებით;
2.9. დადგენილია, რომ 2015 წლის 11 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს: რ------–--------ს, მ---- გ------------სა და ჯი-–--- გ------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ ერიცხებათ - 70 274.72 (სამოცდაათი ათას ორას სამოცდათოთხმეტი და 72 თეთრი) ლარი, საიდანაც: ძირი თანხაა - 45 567.46 ლარი; სესხზე დარიცხული პროცენტი - 22 422.61 ლარი; სიცოცხლის დაზღვევის თანხა - 2125.17 ლარი, ჯარიმა, 0.27% - 101.82 ლარი; ხოლო ჯარიმა გადაუხდელი თვის ძირზე ერთჯერადი 5% - 57.66 ლარი;
2.10. დადგენილია, რომ 2015 წლის 11 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებს: მ---- გ------------ს, რ------–--------სა და ს------------–--–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ - 64 902.93 (სამოცდაოთხი ათას ცხრაას ორი და 93 თეთრი) ლარი, საიდანაც: 42 166.79 ლარი არის ძირი თანხა; სესხზე დარიცხული პროცენტი - 20 749.39 ლარი; სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა - 1 839.17 ლარი; ჯარიმა 0.27% - 94.22; ხოლო ჯარიმა გადაუხდელი თვის ძირზე ერთჯერადი 5% - 53.36 ლარი;
2.11. დადგენილია, რომ მსესხებელს მ---- გ------------ს და სს „--------------- შორის 2015 წლის 28 ოქტომბერს გაფორმდა ინდივიდუალურად „განვადების ბარათის“ მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება. წიმადებარე ხელშეკრულების საფუძველზე განვადების ლიმიტად დამტკიცდა ხელშეკრულება W------------- საფუძველზე 3000 აშშ დოლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 48 თვეს, 2015 წლის 28 ოქტომბრის საბარათე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი თანხა. მსესხებელ მ---- გ------------ს 2016 წლის სექტემბრის შემდგომ აღნიშნულ საგანვადებო ბარათზე გადახდა აღარ განუხორციელებია; დამტკიცებული ლიმიტიდან მ---- გ------------მა ორი ტრანზაქციით ისარგებლა და აღნიშნული თანხით კერძოდ 2016 წლის 15 იანვარს პირველი ტრანზაქციით მიიღო - 6502.28 ლარი ნივთების შესაძენად და 2016 წლის 17 თებერვალს მეორე ტრანზაქციით მიიღო - 452.28 ლარი ნივთების შესაძენად;
2.12. დადგენილია, რომ 2016 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით მსესხებლის მ---- გო-----------ს განვადების ბარათებზე დავალიანება შეადგენს ჯამურად ორივე ტრანზაქციაზე - 3041.23 ლარს, საიდანაც: ძირი თანხა არის - 2373.42 ლარი; დარიცხული პროცენტი - 366.63 ლარი; სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა - 42.35 ლარი; ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 0.27% - 171.56 ლარი და ჯარიმა ერთჯერადი, ძირ თანხაზე 5%-იანი - 87.27 ლარი;
2.13. დადგენილია, რომ რ------–--------სა და სს „--------------- შორის 2015 წლის 24 მარტს გაფორმდა ინდივიდუალურად „განვადების ბარათის“ მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე განვადების ლიმიტად დამტკიცდა ხელშეკრულება ჭ---------–---- საფუძველზე 530 აშშ დოლარი, შემდგომში დაემატა შესაბამისი დანართით ხელშეკრულებაზე 620 აშშ დოლარი და ასევე 270 აშშ დოლარი; ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 48 თვეს, 2015 წლის 24 მარტის საბარათე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი თანხა;
მსესხებელ რ-------–--------ს 2016 წლის სექტემბრის შემდგომ ბარათზე გადახდა არ განუხორციელებია; დამტკიცებული ლიმიტიდან რ------–--------მ სამი ტრანზაქციით ისარგებლა და აღნიშნული თანხით კერძოდ 2016 წლის 04 მაისს პირველი ტრანზაქციით მიიღო 573.00 ლარი, 2016 წლის 25 მარტს მეორე ტრანზაქციით მიიღო 1173.00 ლარი და 2016 წლის 28 ივნისს მესამე ტრანზაქციით მიიღო 1 363 ლარი, საგანვადებო მაღაზიებიდან ნივთის შესაძენად;
2.14. დადგენილია, რომ 2016 წლის 9 დეკემბრის მდგომარეობით მსესხებლის რ------–--------ს ბარათებზე ინდივიდუალური დავალიანება აქვს ჯამურად ყველა გატარებაზე - 2581.77 ლარი, საიდანაც: ძირი თანხა არის - 2104.34 ლარი; დარიცხული პროცენტი - 328.27 ლარი; სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა - 60.99 ლარი; ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 0.27% - 62.25 ლარი და ჯარიმა ერთჯერადი, ძირ თანხაზე 5%-იანი - 25.92 ლარი;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამავე კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით, ხოლო 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი;
2.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
სასამართლოს მიიჩნია, რომ საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტები საკმარის მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს და საფუძვლად დაედოს სასამართლო გადაწყვეტილებას;
2.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანხმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხის თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევისთვის მხარეთა მიერ წერილობით იქნა გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0.27% ლარის ოდენობით;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი;
2.18. სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული;
2.19. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 101.82 ლარი და 94.22 ლარი არის გონივრული და სამართლიანი, შესაბამისად სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია;
2.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით;
2.21. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ ფულადი ვალდებულების შესრულებას, ვინაიდან მოპასუხეების მიერ ვალდებულების შესრულებას ექმნება საფრთხე მსესხებელთა ქონებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესების გამო. სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლის თანახმად, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. ეს უფლება მაშინაც არსებობს, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ხოლო გამსესხებლისათვის იგი ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაასხვისეს უძრავი ქონებები, კერძოდ, მოპასუხე ჯი-–--- გ------------მა 2015 წლის 31 დეკემბერს გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ 0------------------) და ამის შემდეგ მის მიერ კიდევ გასხვისებულია ორი უძრავი ქონება (ს/კ 0------------------ და ს/კ 0-----------). ასევე 2016 წლის 29 ივლისს გასხვისდა მოპასუხე ს------------–--–-–---–ის უძრავი ქონება (ს/კ 0------------------), რომელიც დაიტვირთა სხვა ვალდებულებით „თ----------–-“. აგრეთვე საჯარო რეესტრში წარდგენილი იყო განაცხადი ჯ---------------------ს სახელზე დარჩენილი უძრავი ქონების გასხვისებაზე, რაც მოსარჩელის მოთხოვნით დაყადაღებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის გზით (ს/კ 0-----------);
2.22. ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელის მიერ გაფრთხილების წერილების მოპასუხეთათვის ჩაბარების შემდეგ მოვალეებმა მიმდინარე დავალიანება დაფარეს დაგვიანებით, 2016 წლის 31 ივლისს, მოპასუხე მ---- გო-----------ს სახელზე იცხული ავტომობილის (რომელიც წარმოადგენდა მ---- გო-----------ს სესხის უზრუნველყოფის საშუალებას) გაყიდვის შემდგომ. ავტომობილის გასხვისებიდან აღებული თანხით გადახდილი იქნა, როგორც რ------–---------, აგრეთვე მ---- გო-----------ს მიმდინარე სასესხო ვალდებულება. ყოველივე ამის შემდგომ 2016 წლის 5 აგვისტოს მოპასუხე მ---- გ------------მა მოსარჩელის თანხმობის გარეშე საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება, იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე, ჩუქების ხელშეკრულების დადების შესახებ და მოითხოვა მისი რეგისტრაცია, რაც ცნობილი გახდა მოსარჩელე მხარისთვის. სს „კრ----- ბა---ს“ მოთხოვნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს განჩინებით მ---- გ------------ს აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების (ს/კ 0------------------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხეებმა 2016 წლის 22 ნოემბრიდან ორივე სესხზე დაარღვიეს ვალის დაფარვის გრაფიკი და დღემდე არ გადაუხდიათ ვალი, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით;
2.23. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ მოპასუხეების ფინანსური მდგომარეობა გაუარესებულია, მსესხებლებმა ვალდებულების შესრულება განახორციელეს მხოლოდ უზრუნველყოფილი ნივთის (ავტომანქანის) რეალიზაციიდან აღებული თანხის საშუალებით და ამჟამად დარჩენილ მათ საკუთრებაში არსებულ ქონებებს, როგორც ნასყიდობის, აგრეთვე ჩუქების ხელშეკრულებებით ცდილობენ ვალდებულებისაგან თავის არიდებას;
2.24. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს მოპასუხეთა ქონებრივი მდგომარეობის არსებით გაუარესებას, რაც გამსესხებელს ანიჭებს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას;
2.25. სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეს კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება თუკი დასტურდება მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესება, რითაც საფრთხე ექმნება ვალდებულების შესრულებას. აღნიშნული არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ გადახდისუუნაროდ მხარის გადაქცევას. ამდენად, მოსარჩელემ დაადასტურა სესხის ხელშეკრულების დადების შემდეგ მსესხებელთა ქონებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესების ფაქტი, რაც მხარეთა შორის ხელშეკრულების მოშლის საფუძველია;
2.26. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პროცენტი. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე რ------–--------ზე სესხის ხელშეკრულების მოქმედების ბოლომდე 2020 წლის 22 დეკემბრამდე დასარიცხი სარგებლის 22422.61 ლარის, ხოლო მოპასუხე მ---- გ------------ზე ასევე, სესხის ხელშეკრულების მოქმედების ბოლომდე 2020 წლის 22 დეკემბრამდე დასარიცხი სარგებლის 20749.28 ლარის დაკისრებას. მოსარჩელესა და რ------–--------ს შორის გაფორმებული 2015 წლის 11 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების 3.14 პუნქტის თანახმად, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ყოველთვიურ 1.67%-ს, ასევე, მოსარჩელესა და მ---- გ------------ს შორის გაფორმებული 2015 წლის 11 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების 3.8 პუნქტის თანახმად, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ყოველთვიურ 1.67%-ს. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებზე სესხის ხელშეკრულების მოქმედების ბოლომდე 2020 წლის 22 დეკემბრამდე დასარიცხი სარგებლის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს სს ,-----------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისრებოდათ სარგებლის ყოველთვიური 1.67%-ის გადახდა, გრაფიკის დარღვევიდან 22.10.2016 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე;
2.27. მოსარჩელის მოთხოვნას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს. აღნიშნული მოთხოვნა სესხზე დარიცხული პროცენტის ნაწილში მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ დაზუსტებული, დაკონკრეტებული იქნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ისე, რომ სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი არ შეცვლილა, მოხდა მხოლოდ ამ ფაქტობრივი საფუძვლის დაზუსტება-დაკონკრეტება, რომლის უფლებაც მოსარჩელეს აქვს პროცესის ნებისმიერ სტადიაზე და მოპასუხის თანხმობა ამისათვის საჭირო არ არის. წარმოდგენილი პრეტენზია კი, ზიანის სახით, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების კანონიერებას შეეხება. ამ ნაწილში, მოსარჩელის პრეტენზიას, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს და განმარტავს, რომ პრაქტიკულად, სასამართლოს შესაფასებელია ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა;
2.28. მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოპასუხეთა წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას. ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის პირველ რიგში, უნდა გაირკვევს მიყენებული ზიანის შინაარსი და მისი ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობა;
2.29. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. ზიანის ანაზღაურება შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მაგალითად: პროცენტის გადახდა (403- ე მუხლი), პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა (408.1 მუხლი), მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება (411-ე მუხლი) და ა.შ. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა;
2.30. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია; სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია;
2.31. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება;
2.32. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში;
2.33. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ მოპასუხე რ------–--------ზე სესხის ხელშეკრულების მოქმედების ბოლომდე 2020 წლის 22 დეკემბრამდე, მიიღებდა სარგებელს 22422.61 ლარს, ხოლო მოპასუხე მ---- გ------------ზე ასევე, სესხის ხელშეკრულების მოქმედების ბოლომდე 2020 წლის 22 დეკემბრამდე, მიიღებდა სარგებელს 20749.28 ლარს. მოსარჩელის მხოლოდ ეს არგუმენტი, სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების სრულად დაკისრების საკმარის საფუძველს, კერძოდ, სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება;
2.34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს;
2.35. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011 წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011);
2.36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების ნაწილში, მოპასუხეებზე სესხის ხელშეკრულების მოქმედების ბოლომდე 2020 წლის 22 დეკემბრამდე მისაღები სარგებლის დაკისრება დაუსაბუთებელია, რის გამოც მოთხოვნა ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეებს სს ,,კრ----- ბა---ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სარგებლის ყოველთვიური 1.67%-ის გადახდა, გრაფიკის დარღვევიდან 22.10.2016 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე. 6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301–ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
2.37. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი;
2.38. მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 10 დეკემბერს დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება №--------------- მ---- გო-----------ს სესხის უზრუნველსაყოფად, რომლითაც ასევე დამატებით უზრუნველყოფილია რ------–--------- სესხიც და დაიტვირთა მ---- გო-----------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქუთაისში, რ---------–------------------, საკადასტრო კოდი: 0------------------. ვინაიდან მოპასუხეებმა ვერ შესძლეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, არსებობს საფუძველი ამ ქონების იძულების წესით რეალიზაციისათვის.
2.39. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. ამავე კოდექსის 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა;
2.40. განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 11 დეკემბერს თავდებობის ხელშეკრულება რ------–--------- სესხზე გაფორმდა მ---- გ------------თან და ჯი-–--- გ------------თან (მ---- გო-----------ს მამა), ხოლო 2015 წლის 11 დეკემბერს თავდებობის ხელშეკრულება მ---- გო-----------ს სესხზე გაფორმდა რ-------–--------სა და ს------------–--–-–---–თან;
2.41. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სოლიდარული პასუხისმგებლობა რ------–--------- სესხზე აიღეს მოსარჩელესთან თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებით მ---- გ------------მა და ჯი-–--- გ------------მა, მისი ზღვრული თანხით, რომელიც შეადგენს ჯამს იმ ვალდებულებებისა, რომლებშიც შედის: ძირითადი ვალი, პროცენტი, მსესხებლის სიცოცხლის სადაზღვევო პრემია, შესაძლო ჯარიმები და პირგასამტეხლო, რაც დაწესებულია სესხის ხელშეკრულებით, ასევე სესხის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტით მიყენებული ზიანი, რაც მთლიანობაში შეადგენს თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ზღვრულ თანხას - 82 489.31 ლარს. ამასთან, მხარეთა შორის არსებული იპოთეკის ხელშეკრულების 5.11 პუნქტის საფუძველზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის (იპოთეკარის) საკუთრებაში გადასვლისას მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნის ოდენობას. შესაბამისად, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ვერ იქნება სრულად დაკმაყოფილებული იპოთეკარის მოთხოვნა, იპოთეკარს უფლება ეძლევა აღსრულება მიაქციოს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ–მოძრავ ქონებაზე.
ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე, სს ,-----------------ს სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.
გადაწყვეტილება გაასაჩივრა ჯი-–--- გ------------მა
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევად ჩათვალა მოსარჩელის სასარგებლოდ გრაფიკით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის 6 დღიანი ვადის გადაცილება, რადგან მოვალეს თანხა მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა შეეტანა ყოველი თვის 23 რიცხვში. 2016 წლის 23 ივლისს ვერ იქნა თანხა შეტანილი, რომელიც მოპასუხეებმა ანგარიშზე შეიტანეს 31 ივლისს, ხოლო 29 ივლისს მოსარჩელემ უკვე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენა, წარმოდგენილ იქნა სარჩელი, მოპასუხეებზე როგორც ძირითადი, ასევე პროცენტის და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნით. ფაქტობრივად მოსარჩელე გავიდა ხელშეკრულებიდან თვითნებურად, რაც უკანონოა. სესხად ნამდვილად იყო თანხა აღებული, ძირითადი თანხა ერთის მხრივ 45567.46 ლარი და მეორე 42 166.79 ლარი, კრედიტორმა ხელშეკრულება თვითნებურად შეწყვიტა, მოვალის მხრიდან ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის გარეშე და გაფრთხილების, ასევე დამატებითი ვადის დაწესების გარეშე მიმართა სასამართლოს;
3.2. ამდენად აპელანტმა მოითხოვა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სარეზოლუციო ნაწილის 1.1 პუნქტის და 1.2 პუნქტის იმ ნაწილში, რომლის მიხედვით როგორც სოლიდარულ მოვალეს დაეკისრა სესხის ძირ თანხებთან ერთად ერთის მხრივ 45567.46 ლარი და მეორე მხრივ 42 166.79 ლარი - სიცოცხლის დაზღვევის, ჯარიმის, სარგებლის ძირითადი თანხის 1,67%-ის გადახდა გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე. სესხად აღებული ძირითადი თანხების გარდა, რომელიც მითითებულია სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 და 1.2 პუნქტში სხვა დანარჩენი დამატებით დაკისრებული თანხა უკანონოა და უნდა გათავისუფლდეს მისი გადახდის ვალდებულებისაგან.
3.2. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 50-ე, 317-ე, 352-260-ე, 405-407-ე მუხლები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;
4.3. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს ჯ---------------------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების, შესაბამისად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები;
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.4. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები;
4.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ხოლო ამავე კოდექსის 868-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისთვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი;
4.6. დადგენილია, რომ მოსარჩელესა და რ-------–--------ს შორის 2015 წლის 10 დეკემბერს, აგრეთვე მოსარჩელესა და მ---- გ------------ს შორის 2015 წლის 10 დეკემბერს გაფორმდა სესხის ხაზის ხელშეკრულებები (მ---- გო----------- და რ-------–-------- არიან ზემოაღნიშნული სესხების ბიზნესპარტნიორები და ამავე დროს მეუღლეები);
4.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად;
4.8. დადგენილია, რომ 2015 წლის 11 დეკემბერს თავდებობის ხელშეკრულება რ------–--------- სესხზე გაფორმდა მ---- გ------------თან და ჯი-–--- გ------------თან (მ---- გო-----------ს მამა). ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად სოლიდარული პასუხისმგებლობა რ------–--------- სესხზე აიღეს მოსარჩელესთან თავდებობის ხელშეკრულების გაფორმებით მ---- გ------------მა და ჯი-–--- გ------------მა, მისი ზღვრული თანხით, რომელი შეადგენს ჯამს იმ ვალდებულებებისა, რომლებშიც შედის: ძირითადი ვალი, პროცენტი, მსესხებლის სიცოცხლის სადაზღვევო პრემია, შესაძლო ჯარიმები და პირგასამტეხლო, რაც დაწესებულია სესხის ხელშეკრულებით, ასევე სესხის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტით მიყენებული ზიანი, რაც მთლიანობაში შეადგენს თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ზღვრულ თანხას - 82 489.31 ლარს;
4.9. დადგენილია, რომ რ------–--------მ და მ---- გ------------მა, როგორც სესხზე აგრეთვე განვადებაზე დაარღვიეს მათთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები და ვალდებულებები. ამდენად, მსესხებელს დაერიცხა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არა ნაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდგომ სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირი თანხის 0.27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე არაუმეტეს 150 დღემდე;
4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანხმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლებელია აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო;
4.11. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სესხის თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევისთვის მხარეთა მიერ წერილობით იქნა გათვალისწინებული პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0.27% ლარის ოდენობით;
მოცემულ შემთხვევაში პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 101.82 ლარი და 94.22 ლარი არის გონივრული და სამართლიანი, შესაბამისად სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია.
4.12. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება;
4.13. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაუყოვნებლივ ფულადი ვალდებულების შესრულებას, ვინაიდან მოპასუხეების მიერ ვალდებულების შესრულებას ექმნება საფრთხე მსესხებელთა ქონებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესების გამო;
4.14. სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლის თანახმად, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. ეს უფლება მაშინაც არსებობს, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ხოლო გამსესხებლისათვის იგი ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ;
4.15. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაასხვისეს უძრავი ქონებები. ხოლო ვალდებულების შესრულების მიზნით მოსარჩელის მიერ გაფრთხილების წერილების მოპასუხეთათვის ჩაბარების შემდეგ მოვალეებმა მიმდინარე დავალიანება დაფარეს დაგვიანებით, 2016 წლის 31 ივლისს, მოპასუხე მ---- გო-----------ს სახელზე რიცხული ავტომობილის (რომელიც წარმოადგენდა მ---- გო-----------ს სესხის უზრუნველყოფის საშუალებას) გაყიდვის შემდგომ. ავტომობილის გასხვისებიდან აღებული თანხით გადახდილი იქნა, როგორც რ------–---------, აგრეთვე მ---- გო-----------ს მიმდინარე სასესხო ვალდებულება. ყოველივე ამის შემდგომ 2016 წლის 5 აგვისტოს მოპასუხე მ---- გ------------მა მოსარჩელის თანხმობის გარეშე საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება, იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე, ჩუქების ხელშეკრულების დადების შესახებ და მოითხოვა მისი რეგისტრაცია, რაც ცნობილი გახდა მოსარჩელე მხარისთვის. სს „კრ----- ბა---ს“ მოთხოვნით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს განჩინებით მ---- გ------------ს აეკრძალა მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების (ს/კ 0------------------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხეებმა 2016 წლის 22 ნოემბრიდან ორივე სესხზე დაარღვიეს ვალის დაფარვის გრაფიკი და დღემდე არ გადაუხდიათ ვალი, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით. ამდენად, მათი ფინანსური მდგომარეობა გაუარესდა;
4.16. პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს მოპასუხეთა ქონებრივი მდგომარეობის არსებით გაუარესებას, რაც გამსესხებელს ანიჭებს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას. სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეს კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, შეუძლია მოშალოს ხელშეკრულება თუკი დასტურდება მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესება, რითაც საფრთხე ექმნება ვალდებულების შესრულებას. აღნიშნული არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ გადახდისუუნაროდ მხარის გადაქცევას. ამდენად, მოსარჩელემ დაადასტურა სესხის ხელშეკრულების დადების შემდეგ მსესხებელთა ქონებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესების ფაქტი, რაც მხარეთა შორის ხელშეკრულების მოშლის საფუძველია;
4.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი;
სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და შედეგად შივიდა სწორ დასკვნამდე. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებზე სესხის ხელშეკრულების მოქმედების ბოლომდე 2020 წლის 22 დეკემბრამდე დასარიცხი სარგებლის და პროცენტის დაკისრების ნაწილში სწორად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს სს ,,კრ----- ბა---ს“ სასარგებლოდ სწორად დაეკისრა სარგებლის ყოველთვიური 1.67%-ის გადახდა, გრაფიკის დარღვევიდან 22.10.2016 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე, ამასთან ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ამავე პერიოდში მისაღები სარგებლის დაკისრება სასამართლომ სწორად მიიჩნია დაუსაბუთებელად, რის გამოც მოთხოვნა ამ ნაწილში სწორად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს სს ,,კრ----- ბა---ს“ სასარგებლოდ დაეკისრათ სარგებლის ყოველთვიური 1.67%-ის გადახდა, გრაფიკის დარღვევიდან 22.10.2016 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე;
4.18. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია. ამავე კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს;
4.19. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში;
4.20. დადგენილია, რომ 2015 წლის 11 დეკემბერს, თავდებობის ხელშეკრულება რ------–--------- სესხზე გაფორმდა ჯი-–--- გ------------თან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად მისი ზღვრული თანხის - 82 489.31 ლარის ფარგლებში;
სააპელაციო სასამართლო უთითებს 891-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე: „თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად“;
სსკ-ის 893-ე მუხლის დანაწესით „თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. გარიგებით, რომელსაც ძირითადი მოვალე დადებს თავდებობის აღების შემდეგ, თავდების ვალდებულება არ გაიზრდება და ამ გარიგებით წარმოშობილ ურთიერთობებზე არ გავრცელდება“. ამავე კოდექსის 905-ე მუხლის თანახმად, „თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ძირითადი მოვალის შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს მასა და თავდებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან, ხელუხლებელი რჩება“;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა;
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის, 893-ე მუხლის შესაბამისად, თავდებობის ხელშეკრულება უზრუნველყოფს კრედიტორის წინაშე მოვალის ვალდებულების შესრულებას. ამასთან, თავდებობის ხელშეკრულება იდება კრედიტორსა და მოვალეს შორის არსებული ვალდებულების საფუძველზე და დამოკიდებულია ძირითად ხელშეკრულებაზე, ანუ თავდებობა აქცესორული ხასიათისაა. შესაბამისად, როდესაც წყდება ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, წყდება ასევე თავდების ვალდებულებაც“ (იხ. სუსგ #ას-704-667-2013, 01.10.2014წ.);
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
4.21. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: ,,სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე”;
4.22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
4.23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;
4.24. პალატა თვლის, რომ თავად მხარეები განსაზღვრავენ მტკიცებულებათა წრეს მოთხოვნის საფუძვლის, თუ მოთხოვნის საპირისპიროს დასადასტურებლად; აპელანტმა მოთხოვნის დასადასტურებლად ვერ მიუთითა კონკრეტულ მტკიცებულებებზე და ვერ წარმოადგინა ისინი, ასევე ვერ გააქარწყლა მოსარჩელის მიერ მითითებული და დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები;
4.25. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30); აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი სააპელაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე;
4.26. პალატა აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს დასკვნები სწორია. აპელანტმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით;
4.27. ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ჯ---------------------ს სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი კანონიერია და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული;
4.28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე;
4.29. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც - სს ,------------------ს სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, ჯ---------------------ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ჯ---------------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ---------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 04 აგვისტოს გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლეები: ლაურა მიქავა (თავმჯდომარე)
თამარ სვანიძე
ირმა პერანიძე