გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340210015001206655
საქმე # 2/787-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18.05.2018 წ. ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი
მოსარჩელე ეთ---- ქე---–--ლი,მოსარჩელის წარმომადგენელი ნ-------------–---–-
მოპასუხე სს ,,ლ-------- ბანკი”,მოპასუხის წარმომადგენელი გ-------------–---–-
მოპასუხე შა-–-- ტა----–--ლი, ირ--- ტა----–--ლი,მოპასუხის წარმომადგენელი მ----------–---–-
დავის საგანი: მესაკუთრედ ცნობა, მემკვიდრეობით მიღებული ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ხელშეკრულების შეწყვეტილად/გაუქმებულად აღიარება, თანხის დაკისრება
მოსარჩელე სს ,,ლ-------- ბანკი”,მოსარჩელის წარმომადგენელი გ-------------–---–-
მოპასუხე ეთ---- ქე---–--ლი,მოპასუხის წარმომადგენელი ნ-------------–---–-
მესამე პირები- შა-–-- ტა----–--ლი, ირ--- ტა----–--ლი,დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
2015 წლის 31 დეკემბერს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა ეთ---- ქე---–--ლმა (პირველი მოსარჩელე, სოლიდარული თავდები) მოპასუხეების სს „ლ-------- ბანკი“ს (მოპასუხე ბანკი, კრედიტორი) და შა-–-- ტა----–--ლის და ირ--- ტა----–--ლის მიმართ და მოითხოვა უფლებამონაცვლედ და მესაკუთრედ ცნობა, საბანკო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულების შეწყვეტილად/გაუქმებულად ცნობა , თანხის დაკისრება (საქმე # 2/787-15)
2016 წლის 27 ოქტომბერს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა სს „ლ-------- ბანკი“ს (მეორე მოსარჩელე, კრედიტორი, ბანკი) წარმომადგენელმა, მოპასუხე ელ--- ტა----–--ლის (მსესხებელი, სოლიდარული მოვალე) და ეთ---- ქე---–--ლის (სოლიდარული თავდები) მიმართ და მოითხოვა: 1) მოპასუხეებს #002/2014/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხის 11.868,55 ლარის გადახდა , 2) მოპასუხე ელ--- ტა----–--ლს დაეკისროს ოვერდრაფტის დავალიანების-710 ლარის გადახდა 3) მოპასუხე ელ--- ტა----–--ლს დაეკისროს #211186601743--- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის- 612,98 ლარის გადახდა (საქმე # 2/697-16)
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 01.06.2017 წლის განჩინებით 2/787-15 სამოქალაქო საქმე და #2/697-16 სამოქალაქო საქმე გაერთიანდა ერთ წარმოებად და საქმეს მიენიჭა სარეგისტრაციო ნომერი #2/787-15 .
19.10.2017 წლის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე ბანკის წარმომადგენელმა უკან გაიხმო თავისი სარჩელის 1-ლი მოთხოვნა მხოლოდ ელ--- ტა----–--ლის მიმართ, ასევე მე-2 და მე-3 სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად და საბოლოოდ მოითხოვა: მოპასუხე ე----- ქე---–--ლს #002/2014/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების თანხის 11.868,55 ლარის გადახდა. ამავე სხდომაზე დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და საქმეში მესამე პირად ჩაბმული იქნა შა-–-- და ირ--- ტა----–--ლები
1. ე----- ქე---–--ლის სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეების შა-–-- და ირ--- ტა----–--ლების გუ-------ის რაიონის სოფელ ვე-–--–--ეში მდებარე ელ--- ტა----–--ლის სამკვიდრო ქონების (ს/კ 51.07.------) მესაკუთრეებად ცნობა და აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში მათ სახელზე დარეგისტრირება (დაზუსტებული სარჩელი, მოთხოვნა დაზუსტდა 19.10.2017წ. სხდომაზე)
1.2. შეწყვეტილად/გაუქმებულად იქნეს ცნობილი სს ,,ლ-------- ბანკსა“ და ელ--- ტა----–--ლს შორის გაფორმებული #002/2014/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული #002/2014/0-----1 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, როგორც #002/2014/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი, 2015 წლის 27 მარტიდან.
1.3. დაეკისროს შა-–-- და ირ--- ტა----–--ლებს, როგორც ელ--- ტა----–--ლის უფლებამონაცვლეებს, #002/2014/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის ანაზღაურების ვალდებულება 07.08.2014 წლიდან (ელ--- ტა----–--ლის გარდაცვალების რეგისტრაციიდან) 27.03.2015 წლამდე-1608.52 ლარის ოდენობით. (მოთხოვნა დაზუსტდა 19.10.2017 სხდომაზე)
1.4. დაეკისროს სს „ლ-------- ბანკს“ ელ--- ტა----–--ლსა და სს „ლ-------- ბანკს“ შორის გაფორმებული #002/2014/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე ე----- ქე---–--ლის მიერ 27.03.2015 წლიდან 01.12.2015 წლამდე გადახდილი თანხის ანაზღაურების ვალდებულება - 3569.61 ლარის ოდენობით ;
1.5. 27.01.2014 წელს გაფორმებული #002/2014/0-----1 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების შეწყვეტა (დამოუკიდებელი საფუძვლით)
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი „ლ-------- ბანკის“ ცნობა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია გადაეცა საკრედიტო ბიუროებს და მოვალეთა საერთო რეესტრს და დაევალოს აღნიშნულ სტრუქტურებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელის მიმართ ინფორმაცია ამოიღოს როგორც საკრედიტო ბიუროს, ასევე მოვალეთა საერთო რეესტრიდან (მოპასუხე „ლ-------- ბანკი“) (დაზუსტებული სარჩელი )
სარჩელში მითითებულია, რომ ე----- ქე---–--ლი მუშაობს გუ-------ის რაიონის სოფელ კა-–-----ის საჯარო სკოლის დირექტორად. გუ-------ის რაიონის სოფელ ვე-–--–--ის სკოლის დირექტორად მუშაობდა ელ--- ტა----–--ლი, რომელმაც 27.01.2014 წელს სს "ლ-------- ბანკის" გუ-------ის ფი-–--ლში გააფორმა საბანკო კრედიტის #002/2014/0---- ხელშეკრულება. ელ--- ტა----–--ლმა მოსარჩელე დაარწმუნა, რომ იგი უზრუნველყოფდა სესხის უპრობლემოდ დაფარვას და თავდებობა მას რაიმე ფინანსურ პრობლემას არ შეუქმნიდა, ამიტომ დათანხმდა და 27.01.2014 წელს ხელი მოაწერა 002/2014/0-----1 თავდებობის ხელშეკრულებას. ელ--- ტა----–--ლი გარდაიცვალა 02.08.2014 წელს. მისი გარდაცვალების შემდეგ ბანკმა სესხზე ყოველთვიური გადასახდელის ჩამოჭრა ე----- ქე---–--ლის ანგარიშიდან მოახდინა, და 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის 01 დეკემბრამდე სულ ჩამოაჭრა-5178,13 ლარი.
სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ ელ--- ტა----–--ლის მემკვიდრეები, მისი შვილები თავს არიდებენ სესხის დაფარვას და ამ მიზნით მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას შეგნებულად არ არეგისტრირებენ საჯარო რეესტრში. თავის მხრივ, სს ,,ლ-------- ბანკმა", რომელიც ინფორმირებული იყო ძირითადი მოვალის გარდაცვალების და მემკვიდრეების შესახებ, კანონით დადგენილ ვადაში მემკვიდრეები არ გააფრთხილა ძირითადი მოვალის ვალდებულების შესრულების და შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ , არც სხვაგვარი შეთანხმება გაუფორმებია მათთან, რითაც კანონის შესაბამისად, მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის უფლება დაკარგა , ხოლო ძირითადი ვალდებულების გარეშე თავდების პასუხისმგებლობა არ არსებობს. (დაზუსტებული სარჩელი)
2. სს ,,ლ-------- ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნა
2.1. დაეკისროს ე----- ქე---–--ლს #002/2014/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის- 11 868.55 ლარის გადახდა
სარჩელში მითითებულია, რომ 27.01.2014 წელს ელ--- ტა----–--ლმა სს "ლ-------- ბანკის" გუ-------ის ფი-–--ლში გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #002/2014/0----, კრედიტის მოცულობა შეადგენს 12 000 ლარს, წლიური 17% სარგებელით, პირგასამტეხლო განისაზღვრა 0.5%, კრედიტის მოქმედების ვადა- 02.05.2018 წლამდე. #002/2014/0---- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 27.01.2014 წელს სს ,,ლ-------- ბანკსა" და ე----- ქე---–--ლს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რითაც თავდებმა იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად დაფაროს ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულება. ხელშეკრულებით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 17,172 ლარით .
მსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია 03.07.2014 წლიდან, რაც გამოიხატა სესხის გადახდის გრაფიკის დარღვევაში, რის გამოც 2016 წლის 27 ოქტომბერს სს ლ-------- ბანკი“ს წარმომადგენელმა სარჩელით მომართა სასამართლოს და მოითხოვა #002/2014/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ელ--- ტა----–--ლს და ე----- ქე---–--ლს სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების თანხის 11 868.55 ლარის გადახდა, ხოლო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოითხოვა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება ე----- ქე---–--ლს, როგორც სოლიდარულ თავდებს, დაეკისროს .
3. მოპასუხის პოზიცია
3.1 მოპასუხე სს ,,ლ-------- ბანკი“ს პოზიცია ე----- ქე---–--ლის სარჩელზე
მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებელით და საქმის სასამართლო განხილვის დროს არ დაეთანხმა პირველი მოსარჩელის სარჩელს და მიუთითა, რომ ბანკისთვის მოვალის გარდაცვალების ან მემკვიდრეების არსებობის შესახებ ოფიციალურად ცნობილი არ ყოფილა, ხოლო ზეპირი შეტყობინება ინფორმაციის მიღებად ვერ ჩაითვლება. ამასთან, სოლიდარული თავდებობის მიზანია, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის ან გადახდისუუნარობის შემთხვევაში კრედიტორის დაკმაყოფილება მოხდეს თავდების ხარჯზე. მოპასუხის მითითებით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდებმა სოლიდარულად იკისრა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალის ვალდებულების შესრულება, ამიტომ მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ამიტომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს .
3.2. მოპასუხე შა-–-- და ირ--- ტა----–--ლების პოზიცია ე----- ქე---–--ლის სარჩელზე
მოპასუხე ირ--- ტა----–--ლი როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელს არ დაეთანხმა და მიუთითა, რომ კანონით დადგენილი არც ერთი ფორმით სამკვიდრო არ მიუღია და არც პრეტენზია გააჩნია დედის სამკვიდროზე .
მოპასუხე შა-–-- ტა----–--ლი წარმოდგენილი შესაგებელით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელს დაეთანხმა, კერძოდ, სასარჩელო მოთხოვნას, მისი მამკვიდრებლის- ელ--- ტა----–--ლის უფლებამონაცვლედ აღიარების, მამკვიდრებლის დანაშთი სამკვიდრო ქონების საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრაციის და 1608.52 ლარის რეგრესის წესით ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესახებ დაეთანხმა სრულად.
3.3. მოპასუხე ე----- ქე---–--ლის პოზიცია ს.ს. ,,ლ-------- ბანკი“ ს სარჩელზე
მოპასუხე ე----- ქე---–--ლმა არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ კრედიტორისთვის მსესხებლის გარდაცვალების და მისი მემკვიდრეების შესახებ ცნობილი იყო, ამიტომ ბანკი მას , როგორც თავდებს კი არ უნდა აიძულებდეს სესხის დაფარვას, არამედ ძირითადი მოვალე მისი უფლებამონაცვლეებით უნდა ჩაენაცვლებინა და მათთვის უნდა მოეთხოვა ვალდებულების შესრულება, რაც ბანკმა კანონით დადგენილ ვადაში არ განახორციელა, ხოლო ამჟამად მოთხოვნის ვადა გასულია .
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მოსარჩელე გუ-------ის რაიონის სოფელ კა-–-----ის საჯარო სკოლის დირექტორია. გუ-------ის რაიონის სოფელ ვე-–--–--ის სკოლის დირექტორად მუშაობდა ელ--- ტა----–--ლი, რომელმაც 27.01.2014 წელს სს „ლ-------- ბანკის“ გუ-------ის ფი-–--ლში გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 0002/2014/0---- (საჯარო საგანმანათლებლო ორგანიზაციების თანამშრომლების სახელფასო კრედიტი). კრედიტის მოცულობამ შეადგინა 12000 ლარი, 17.00% წლიური საპროცენტო განაკვეთით. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 02.05.2018 წლამდე.
4.1.2. 27.01.2014 წელს სს „ლ-------- ბანკს“ და ეთ---- ქე---–--ლს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0002/2014/0-----1, რომლის საფუძველზე თავდებმა სოლიდარულად იკისრა მოვალის ვალდებულების სრულად შესრულება; თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა - 17017.20 ლარი.
4.1.3. დადგენი-–--, რომ ელ--- ტა----–--ლი გარდაიცვალა 02.08.2014 წელს. გარდაცვალება რეგისტრირებულია 07.08.2014 წელს.
4.1.4 ელ--- ტა----–--ლს დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე, მოპასუხეები შა-–-- და ირინა ტა----–--ლები .
4.1.5. ელ--- ტა----–--ლს დარჩა სამკვიდრო ქონება- გუ-------ის რაიონის სოფელ ვე-–--–--ეში მდებარე უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდი 51.07.------ , რომლის თანამესაკუთრეა მოპასუხე შა-–-- ტა----–--ლი .
4.1.6. დადგენი-–--, რომ ელ--- ტა----–--ლს 0002/2014/0---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება სს ლ-------- ბანკი“ ს მიმართ .
4.1.7. დადგენი-–--, რომ ელ--- ტა----–--ლის გარდაცვალების შემდეგ, 2014 წლის სექტემბრიდან, ბანკმა ელ--- ტა----–--ლის სესხზე განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადების ჩამოჭრა დაიწყო ე----- ქე---–--ლის ანგარიშიდან. კრედიტორმა 0002/2014/0---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანგარიშიდან სულ ჩამოაჭრა 5178,13 ლარი, მათ შორის 2014 წლის აგვისტოდან 27.03.2015 წლამდე - 1608.52 ლარი, ხოლო 2015 წლის მარტიდან 2015 წლის 01 დეკემბრამდე- 3569.61 ლარი,4.1.8. დადგენი-–--, რომ 2016 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით 0002/2014/0---- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 11 868.55 ლარს, რომლის ანაზღაურებასაც ბანკი სოლიდარული თავდებისგან ე----- ქე---–--ლისგან მოითხოვს .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი, შესაგებელი და მხარეთა ახსნა-განმარტება
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 0002/2014/0----
-თავდებობის ხელშეკრულება 0002/2014/0-----1
-გარდაცვალების მოწმობა
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
-ცნობა დავალიანების შესახებ
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სს ლ-------- ბანკისთვის, როგორც კრედიტორისთვის, მოვალის გარდაცვალების და მისი მემკვიდრის შესახებ ცნობილი იყო. მას კანონით დადგენილ ვადაში მემკვიდრისათვის პრეტენზია არ წარუდგენია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
ამდენად, სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს.
მოცემულ დავაზე პირველი მოსარჩელე სარჩელის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბანკმა, როგორც კრედიტორმა, გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრისათვის პრეტენზიის წარდგენის ვადა გაუშვა, ამიტომ მისი, როგორც თავდების მიმართ მოთხოვნის საფუძველი აღარ არსებობს. მოსარჩელემ ამ გარემოებების დასადასტურებლად მიუთითა თავისი ახსნა-განმარტება, მოპასუხე მემკვიდრის ახსნა -განმარტება , მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება და მის მიერ ბანკისთვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება, კერძოდ:
მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2014 წლის სექტემბერში, მას , როგორც მსესხებლის თავდებს , 0002/2014/0---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით ანგარიშიდან ჩამოეჭრა თანხა, ამის შემდეგ, 24.09.2017 წელს, მან წერილობით მიმართა როგორც სს ,,ლ-------- ბანკის" სათავო ოფისს, ასევე გუ-------ის ფი-–--ლს და აცნობა როგორც მსესხებლის-ელ--- ტა----–--ლის გარდაცვალების ფაქტი, ასევე ის ფაქტი, რომ მსესხებლის სამართლმემკვიდრის მფლობელობაშია ელ--- ტა----–--ლის დანაშთი ქონება-გუ-------ის რაიონის სოფელ ვე-–--–--ეში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, რის გასხვისებასაც სამართალმემკვიდრე 0002/2014/0---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით აპირებს, ამიტომ ითხოვა საშეღავათო პერიოდის დაწესება. აღნიშნული წერილობითი შეტყობინება სს ლ-------- ბანკის გუ-------ის ფი-–--ლს ჩაბარდა 24.09.2014 წელს, ხოლო სს ლ-------- ბანკის სათავო ოფისს ჩაბარდა 26.09.2014 წელს .
(ს.ფ. 61, 67)
საქმეზე წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ელ--- ტა----–--ლს გარდაცვალების დროისათვის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ერიცხება გუ-------ის რაიონის სოფელ ვე-–--–--ეში მდებარე უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდი 51.07.------ , რომლის თანამესაკუთრე მოპასუხე შა-–-- ტა----–--ლია. (ს.ფ. 70)
მოპასუხე შა-–-- ტა----–--ლის განმარტებით დგინდება, რომ იგი დედის დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში ახლობელთან- ი-–-- ნაც--–-–---–თან ერთად მივიდა სს ლ-------- ბანკის გუ-------ის ფი-–--ლში, აცნობა როგორც დედის გარდაცვალების ფაქტი, ასევე გამოთქვა დედის ვალდებულების შესრულების მზაობა, რისთვისაც ახალი გრაფიკის შედგენა ითხოვა, რაზეც ბანკთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული ი-–-- ნაც--–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ არის ტა----–--ლების ახლობელი. ელ--- ტა----–--ლის დაკრძალვის შემდეგ, დაახლოებით 3 დღეში, იგი შა-–-- ტა----–--ლთან ერთად მივიდა ლ-------- ბანკის გუ-------ის ფი-–--ლში, სადაც შეხვდნენ ფი-–--ლის მმართველს და სთხოვეს, ელ--- ტა----–--ლის გარდაცვალების გამო ან სასესხო ვალდებულების პატიება, ან მსესხებლის შა-–-- ტა----–--ლით ჩანაცვლება და ახალი გრაფიკის დაწესება, ასევე აცნობეს, რომ ელ--- ტა----–--ლს დარჩა უძრავი ქონება, რომლის გაყიდვას და სესხის დაფარვასაც აპირებდა შა-–-- ტა----–--ლი. მოწმის ჩვენებით, ფი-–--ლის მმართველმა მათ აუხსნა, რომ ამ საკითხებს სათავო ოფისთან შეათანხმებდა. ამის შემდეგ რამდენიმე დღეში დაიბარა ფი-–--ლის მმართველმა და აცნობა, რომ ბანკის სათავო ოფისი წინააღმდეგია როგორც ძირითადი მსესხებლის შა-–-- ტა----–--ლით ჩანაცვლებაზე , ასევე ახალი გრაფიკის შედგენაზე. ( 21.12.2017 წლის სხდ ოქმი)
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა სადავო გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ კრედიტორმა მსესხებლის გარდაცვალების, მემკვიდრის და სამკვიდრო ქონების არსებობის შესახებ 2014 წლის აგვისტოში თავად მემკვიდრის ზეპირი განცხადებით, ხოლო 2014 წლის 26 სექტემბერს თავდების წერილობითი მიმართვით შეიტყო, მოპასუხე კრედიტორი ამ ფაქტების ზეპირი უარყოფით შემოიფარგლა, ხოლო რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია, ამიტომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2014 წლის 26 სექტემბერს მამკვიდრებლის კრედიტორისთვის ცნობილი იყო როგორც სამკვიდროს გახსნის, ასევე მამკვიდრებლის მემკვიდრის და სამკვიდრო ქონების არსებობის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის
კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა
სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც
მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.
მოცემულ შემთხვევაში კრედიტორს გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრისათვის ექვსი თვის განმავლობაში , ანუ 2015 წლის 26 მარტამდე, პრეტენზია არ წაუყენებია, უფრო მეტიც, კრედიტორმა, რომელსაც 2016 წლის 25 თებერვალს ე----- ქე---–--ლის სარჩელი ჩაბარდა, სადაც მითითებულია ძირითადი მოვალის გარდაცვალების, მისი მემკვიდრის და სამკვიდრო ქონების შესახებ, 2016 წლის 27 ოქტომბერს აღძრული სარჩელით მოთხოვნა წაუყენა არა გარდაცვლილი მოვალის უფლებამონაცვლეს, არამედ თავად გარდაცვლილს, რაც შემდეგ უკან გაიხმო .
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სს ლ-------- ბანკისთვის, როგორც კრედიტორისთვის, 2014 წლის 26 სექტემბერს მოვალის გარდაცვალების და მისი მემკვიდრის შესახებ ცნობილი იყო . მას კანონით დადგენილ ვადაში მემკვიდრისათვის პრეტენზია არ წარუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ეთ---- ქე---–--ლის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო სს ლ-------- ბანკის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 7. სამართლებრივი შეფასება
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ერთის მხრივ, სს ლ-------- ბანკის მოთხოვნა ფულად ვალდებულების შესრულების თაობაზე, რომელიც სს ,,ლ-------- ბანკს“ ელ--- ტა----–--ლს და ეთ---- ქე---–--ლს შორის გაფორმებული #002/2014/0---- საბანკო კრედიტის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, ხოლო ეთ---- ქე---–--ლის მოთხოვნას წარმოადგენს #002/2014/0---- საბანკო კრედიტის და #002/2014/0-----1 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების შეწყვეტილად/ გაუქმებულად აღიარება და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების არარსებობის დადგენა .
მოსარჩელე ეთ---- ქე---–--ლი მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სს ლ-------- ბანკი, როგორც კრედიტორი, 26.09.2014 წლიდან ინფორმირებული იყო ძირითადი მოვალის გარდაცვალების და მისი მემკვიდრეების შესახებ, ბანკს კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში- ანუ 26.03.2015 წლამდე ვალდებული პირის უფლებამონაცვლისათვის პრეტენზია არ წარუდგენია,რითაც მან დაკარგა მოთხოვნის უფლება ძირითადი მოვალის უფლებამონაცვლის მიმართ, შესაბამისად, აღარც თავდების მიმართ გააჩნია მოთხოვნის უფლება, რასაც არ ეთანხმება კრედიტორი და აცხადებს, რომ ბანკისთვის მოვალის გარდაცვალების და მემკვიდრეების არსებობის ფაქტი ცნობილი არ ყოფილა. ამასთან, თავდებობის ხელშეკრულებით თავდებმა სოლიდარულად იკისრა მოვალის ვალდებულების შესრულება, ამიტომ მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ერთის მხრივ, კრედიტორმა გარდაცვლილი მოვალის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება სწორად მოითხოვა თუ არა სოლიდარული თავდებისაგან და მეორეს მხრივ, სოლიდარული თავდებობისას თავდების პასუხისმგებლობის წარმოშობის წინაპირობები
7.1 პირველი მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების შა-–-- ტა----–--ლის და ირ--- ტა----–--ლის გუ-------ის რაიონის სოფელ ვე-–--–--ეში მდებარე ელ--- ტა----–--ლის სამკვიდრო ქონების (ს/კ 51.07.------) მესაკუთრეებად ცნობის და აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში მემკვიდრეების თანასაკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე ;
სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მიხედვით, 1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის მიხედვით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
მოცემულ შემთხვევაში შა-–-- ტა----–--ლმა 1 -ლი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელი სრულად ცნო და განმარტა, რომ იგი ელ--- ტა----–--ლის თანმყოფი მემკვიდრეა, მამკვიდრებლის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობს გუ-------ის რაიონის სოფელ ვე-–--–--ეში, მისი და ელ--- ტა----–--ლის თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ამიტომ მას ფაქტობრივ ფლობით სამკვიდრო მიღებული აქვს სამკვიდროს გახსნის დღიდან , ამიტომ პირველი მოსარჩელის მოთხოვნა უფლებამონაცვლედ აღიარების და თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან ელ--- ტა----–--ლის წილის მესაკუთრედ აღიარების შესახებ დაეთანხმა სრულად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.
ამდენად, მოპასუხე შა-–-- ტა----–--ლი არის გარდაცვლილი მოვალის პირველი რიგის მემკვიდრე , რომელმაც ელ--- ტა----–--ლისგან კანონით დადგენილი წესით მიიღო სამკვიდრო აქტივი და პასივი, მათ შორის საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულება , თავდებისთვის რეგრესის წესით თანხის ანაზღაურების შესახებ, ამიტომ სარჩელი შა-–-- ტა----–--ლის ელ--- ტა----–--ლის უფლებამონაცვლედ და მათ თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან ელ--- ტა----–--ლის წილის მესაკუთრედ აღიარების შესახებ საფუძლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს .
რაც შეეხება ირ--- ტა----–--ლს , იგი სარჩელს ელ--- ტა----–--ლის უფლებამონაცვლედ და მისი დანაშთი სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ აღიარებასთან დაკავშირებით არ დაეთანხმა და განმარტა, რომ წლებია გათხოვი-–-- და ცხოვრობს მეუღლის ოჯახში, დედის სამკვიდრო ქონება არ მიუღია და არც პრეტენზია გააჩნია ამ ქონების მიმართ. მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება, რომელიც საწინააღმდეგოს დაადასტურებს, არ წარმოუდგენია, ხოლო მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხე მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეა, სარჩელის დაკმაყოფილების და ირ--- ტა----–--ლის უფლებამონაცვლედ აღიარების საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს .
7.2. პირველი მოსარჩელის მოთხოვნა 27.03.2015 წლიდან შეწყვეტილად/
გაუქმებულად იქნეს ცნობილი სს ,,ლ-------- ბანკსა“ და ელ--- ტა----–--ლს შორის გაფორმებული #002/2014/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული #002/2014/0-----1 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, როგორც #002/2014/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი, ;
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 27 იანვარს სს „ლ-------- ბანკს“ და ელ--- ტა----–--ლს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 0002/2014/0----.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. სამოქალაქო კოდექსის 894-ე მუხლის თანახმად, თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 27 იანვარს სს „ლ-------- ბანკს“ და ე----- ქე---–--ლს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თავდებმა სოლიდარულად იკისრა მოვალის ვალდებულების სრულად შესრულება; ასევე დადგენილია, რომ ძირითადი მოვალე გარდაიცვალა 2014 წლის 2 აგვისტოს. კრედიტორმა 2014 წლის სექტემბრიდან ელ--- ტა----–--ლის სესხზე განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადების ჩამოჭრა დაიწყო ე----- ქე---–--ლის პირადი ანგარიშიდან .
სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის მიხედვით, 1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის მიხედვით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
ამდენად, ელ--- ტა----–--ლის ვალდებულება, ანუ პასივი შეადგენდა მისი სამკვიდროს ნაწილს, რომელიც, როგორც თანმყოფმა მემკვიდრემ მიიღო მისმა შვილმა - შა-–-- ტა----–--ლმა, რაც კრედიტორისთვის ცნობილი იყო როგორც თავად შა-–-- ტა----–--ლის ზეპირი მიმართვის საფუძველზე, ასევე თავდების წერილობითი შეტყობინებით, რომელიც კრედიტორს ჩაბარდა 24.09.2014 წელს.
სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის თანახმად 1. მამკვიდრებლის
კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა
სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც
მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის მიხედვით, 1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. 2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს.
შა-–-- ტა----–--ლი არის ელ--- ტა----–--ლის პირველი რიგის მემკვიდრე, რომელმაც მიიღო მემკვიდრეობა კანონით დადგენილი წესით- სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით, ამიტომ სამოქალაქო კოდექსის 1328-ე და 1421-ე მუხლების საფუძველზე, იგი წარმოადგენს მოვალის უფლებამონაცვლეს და მასზე ვრცელდება სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე იგივე რეჟიმი, რაც ვრცელდებოდა ელ--- ტა----–--ლზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895 მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 26.09.2014 წელს კრედიტორისთვის უკვე ცნობილი იყო სამკვიდროს გახსნის ფაქტი, ასევე მემკვიდრის თაობაზე. კრედიტორს კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში- ანუ 26.03.2015 წლამდე ვალდებული პირის უფლებამონაცვლისათვის პრეტენზია არ წარუდგენია. შა-–-- ტა----–--ლი, რომელმაც ჩაანაცვლა ძირითადი მოვალე, არ არის გაფრთხილებული მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების მოვალეობასთან დაკავშირებით და პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, ამიტომ მოთხოვნა არ არის წაყენებული ძირითადი მოვალის მიმართ, შესაბამისად არ არის შესრულებული სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მოთხოვნები.
სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა, აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ადგენს , რომ თავდებობა აქცესორული უფლებაა და კრედიტორს უნდა გააჩნდეს მოთხოვნის უფლება ძირითადი მოვალისადმი. სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველობით კრედიტორმა დაკარგა ძირითადი მოვალის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება, რაც სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველია, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა 2015 წლის 27 მარტიდან შეწყვეტილად/გაუქმებულად იქნეს ცნობილი სს ,,ლ-------- ბანკსა“ და ელ--- ტა----–--ლს შორის გაფორმებული #002/2014/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული #002/2014/0-----1 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება , როგორც #002/2014/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი, უნდა დაკმაყოფილდეს და ე----- ქე---–--ლი უნდა გათავისუფლდეს სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობისაგან.
7.3. პირველი მოსარჩელის მოთხოვნა #002/2014/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე 27.03.2015 წლამდე გადახდილი თანხის- 1608.52 ლარის უფლებამონაცვლისთვის დაკისრების თაობაზე .
საქართველოს სამოქალაქო კოდექისს 905-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის მიხედვით, 1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. 2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს.
აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ადგენს ძირითადი მოთხოვნის გადასვლას თავდებზე, ამ უკანასკნელის მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენი-–--, რომ ელ--- ტა----–--ლის გარდაცვალების შემდეგ, 0002/2014/0---- ძირითადი და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკმა ელ--- ტა----–--ლის სესხზე განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადები თავდებს- ე----- ქე---–--ლს ჩამოაჭრა . ელ--- ტა----–--ლის უფლებამონაცვლეა შა-–-- ტა----–--ლი, ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილია ძირითადი და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა, თავდების მიერ კრედიტორის დაკმაყოფილება და ძირითადი მოვალის უფლებამონაცვლე, ამიტომ პირველი მოსარჩელის მოთხოვნა - 27.03.2015 წლამდე ე----- ქე---–--ლის მიერ გადახდილი თანხის რეგრესის წესით უფლებამონაცვლისთვის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7.4. პირველი მოსარჩელის მოთხოვნა, დაეკისროს სს „ლ-------- ბანკს“ #002/2014/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის ანაზღაურება -27.03.2015 წლიდან 01.12.2015 წლამდე- 3569.61 ლარის ოდენობით ;
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ბანკი ძირითადი მსესხებლის მიერ გადახდის ვადის გადაცილების გამო, თავდების საბანკო ანგარიშიდან N0002/2014/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელის ჩამოჭრას ახორციელებდა 2014 წლის სექტემბრიდან-2015 წლის 01 დეკემბრამდე. მოსარჩელე ბანკისგან მოითხოვს -27.03.2015 წლიდან 01.12.2015 წლამდე გადახდილი თანხის 3569.61 ლარის დაბრუნებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სოლიდარულმა თავდებმა 2015 წლის 31 დეკემბერს ბანკის მიმართ შედავება განახორციელა იმ საფუძვლით, რომ კრედიტორისთვის ცნობილი იყო როგორც სამკვიდროს გახსნის ფაქტი, ასევე მემკვიდრის შესახებ და მას დადგენილ ვადაში ვალდებული პირის მემკვიდრისთვის პრეტენზია არ წარუდგენია, რაც სასამართლოს მოსაზრებით, იწვევს კრედიტორის მიერ როგორც მემკვიდრის, ასევე თავდების მიმართ მოთხოვნის უფლების დაკარგვას, მაგრამ ეს გარემოება შედავების უფლების გამოყენებამდე თავდების მიერ კრედიტორისთვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნების საფუძველს არ წარმოადგენს, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა სს „ლ-------- ბანკისთვის 3569.61 ლარის დაკისრების შესახებ , არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.5. ბათილად იქნეს ცნობილი სს „ლ-------- ბანკის“ ცნობა , რომლის საფუძველზეც მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია გადაეცა საკრედიტო ბიუროებს და მოვალეთა საერთო რეესტრს და დაევალოს აღნიშნულ სტრუქტურებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელის მიმართ ინფორმაცია ამოიღოს როგორც საკრედიტო ბიუროს, ასევე მოვალეთა საერთო რეესტრიდან (მოპასუხე „ლ-------- ბანკი“)
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა- არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმის მიხედვით იურიდიული ინტერესის არსებობა არსებითად უკავშირდება აღიარებით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობასა და დასაშვებობას. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე. განსხვავებით მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისა, აღიარებითი სარჩელის დროს მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაცა ედავება მას ამ უფლებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის აუცილებელია არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ, ე.ი. მოპასუხე უნდა ეცილებოდეს (ედავებოდეს) მოსარჩელეს უფლებაში; ასეთი დავა უნდა ქმნიდეს ამ უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა, დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის;
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე სს „ლ-------- ბანკის“ ცნობის ბათილად ცნობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა მოსარჩელის მიმართ ინფორმაცია ამოიღონ როგორც საკრედიტო ბიუროს, ასევე მოვალეთა საერთო რეესტრიდან, რაც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების ფარგლებში ვერ მიიღწევა.
7.6. სს ,,ლ-------- ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნა: დაეკისროს მოპასუხე ე----- ქე---–--ლს მოსარჩელის სასარგებლოდ #002/2014/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის, 11 868.55 ლარის გადახდა
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენი-–--, რომ 2014 წლის 27 იანვარს სს „ლ-------- ბანკს“ და ელ--- ტა----–--ლს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 0002/2014/0----, ხოლო სს „ლ-------- ბანკს“ და ე----- ქე---–--ლს შორის გაფორმდა N0002/2014/0-----1 თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თავდებმა სოლიდარულად იკისრა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალის ვალდებულების სრულად შესრულება;
სასამართლოს მიერ დადგენი-–--, რომ ელ--- ტა----–--ლი გარდაიცვალა 2014 წლის 2 აგვისტოს. მას 0002/2014/0---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება სს ლ-------- ბანკი“ ს მიმართ, რაც 2016 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით 11 868.55 ლარს შეადგენს, რომლის ანაზღაურებას ბანკი ეთ---- ქე---–--ლისგან, როგორც სოლიდარული თავდებისგან მოითხოვს .
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 26.09.2014 წელს კრედიტორისთვის ცნობილი გახდა როგორც მსესხებლის გარდაცვალების ფაქტი, ასევე მემკვიდრის თაობაზე , კრედიტორს კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში- ანუ 26.03.2015 წლამდე ვალდებული პირის უფლებამონაცვლისათვის პრეტენზია არ წარუდგენია. შა-–-- ტა----–--ლი, რომელმაც ჩაანაცვლა ძირითადი მოვალე, კანონით დადგენილ ვადაში არ არის გაფრთხილებული მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების მოვალეობასთან დაკავშირებით და პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, ამ წესების დაუცველობა კი იწვევს კრედიტორის მიერ მოვალის მემკვიდრის მიმართ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.
სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდებობა აქცესორული უფლებაა, რაც იმას ნიშნვს, რომ კრედიტორს უნდა გააჩნდეს მოთხოვნის უფლება ძირითადი მოვალის მიმართ. სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველობით კრედიტორმა დაკარგა ძირითადი მოვალის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება, რაც სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველია, რის გამოც სასამართლომ დააკმაყოფილა პირველი მოსარჩელის მოთხოვნა სს ,,ლ-------- ბანკსა“ და ელ--- ტა----–--ლს შორის გაფორმებული #002/2014/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების და #002/2014/0-----1 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების, როგორც #002/2014/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილის შეწყვეტილად/გაუქმებულად ცნობის შესახებ. მეორე მოსარჩელის მოთხოვნა ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, რაც მისი სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
პირველ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს წინასწარ, მას არც სარჩელით და არც საქმის განხილვის დროს პროცესის ხარჯების ანაზღაურება არ მოუთხოვია.
მეორე მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი , მას სახ. ბაჟი გადახდილი აქვს წინასწარ .
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან პირველი მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხე შა-–-- ტა----–--ლის მიმართ, უფლებამონაცვლედ ცნობის და რეგრესის წესით თანხის გადახდის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი და იგი უნდა დარჩეს უცვლელად ;.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სს კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ეთ---- ქე---–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხე შა-–-- ტა----–--ლი ცნობილი იქნეს გურჯაანის რაიონის სოფელ ვე-–--–--ეში მდებარე ელ--- ტა----–--ლის სამკვიდრო ქონების (ს/კ 51.07.------) მესაკუთრედ და აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდეს შა-–-- ტა----–--ლის საკუთრებად;
1.2. შეწყვეტილად/გაუქმებულად იქნეს ცნობილი სს ,,ლ-------- ბანკს“ და ელ--- ტა----–--ლს შორის 27.01.2014 წელს #002/2014/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე 27.01.2014 წელს გაფორმებული #002/2014/0-----1 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი 2015 წლის 27 მარტიდან.
1.3. დაეკისროს შა-–-- ტა----–--ლს, როგორც ელ--- ტა----–--ლის უფლებამონაცვლეს, #002/2014/0---- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე ე----- ქე---–--ლის მიერ გადახდილი თანხის ანაზღაურების ვალდებულება- 1608.52 ლარის ოდენობით.
1.4. ეთ---- ქე---–--ლს დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი
1.5. სს. ,,ლ-------- ბანკი"ს სარჩელი, ეთ---- ქე---–--ლის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.
2. ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში
3. პირველ მოსარჩელეს- ე----- ქე---–--ლს პროცესის ხარჯების ანაზღაურება არ მოუთხოვია, ხოლო მეორე მოსარჩელეს-სს ლ-------- ბანკს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე. მის მიერ სახ. ბაჟი გადახდი-–-- წინასწარ ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი