განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.07.2019
საქმის ნომერი
340210015001206655
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/6231-18 9 ივლისი, 2019 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თავმჯდომარე - ლევან გვარამია

მოსამართლეები: გელა ქირია

დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი _ ე----- ქ----–---–ი;

წარმომადგენელი _ ვ----------------–---ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე _ სს „ლ-------ი ბ----“;

წარმომადგენელი _ გი-------------;

 

დავის საგანი _ თანხის დაკისრება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება;

 

1. აპელანტის მოთხოვნა

გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გაუქმებულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

ე-----ი ქ----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

 

მოპასუხე შ--–-- ტ-----–---–ი ცნობილი იქნა გურჯაანის რაიონის სოფელ ვ--–--–---ში მდებარე ე-–--ა ტ-----–---–ის სამკვიდრო ქონების (ს/კ 5-----------) მესაკუთრედ და აღნიშნული ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შ--–-- ტ-----–---–ის საკუთრებად;

 

შეწყვეტილად/გაუქმებულად იქნეს ცნობილი სს ,,ლ-------ი ბანკს“ და ე-–--ა ტ-----–---–ს შორის 27.01.2014 წელს #002/2014/09418 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე 27.01.2014 წელს გაფორმებული #002/2014/09418-1 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი 2015 წლის 27 მარტიდან.

 

შ--–-- ტ-----–---–ს, როგორც ე-–--ე ტ-----–---–ის უფლებამონაცვლეს დაეკისრა #002/2014/09418 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე ე----- ქ----–---–ის მიერ გადახდილი თანხის ანაზღაურების ვალდებულება- 1608.52 ლარის ოდენობით.

 

ე-----ი ქ----–---–ს დანარჩენი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

 

სს „ლ-------ი ბ----ს“ სარჩელი, ე-----ი ქ----–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოსარჩელე გურჯაანის რაიონის სოფელ კალაურის საჯარო სკოლის დირექტორია. გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის სკოლის დირექტორად მუშაობდა ე-–--ა ტ-----–---–ი, რომელმაც 27.01.2014 წელს სს „ლ-------ი ბ----ს“ გურჯაანის ფი-–--ლში გააფორმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 0002/2014/09418 (საჯარო საგანმანათლებლო ორგანიზაციების თანამშრომლების სახელფასო კრედიტი). კრედიტის მოცულობამ შეადგინა 12 000 ლარი, 17.00% წლიური საპროცენტო განაკვეთით. კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 02.05.2018 წლამდე.

 

2.2. 27.01.2014 წელს სს „ლ-------ი ბანკს“ და ე-----ი ქ----–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0002/2014/09418-1, რომლის საფუძველზე თავდებმა სოლიდარულად იკისრა მოვალის ვალდებულების სრულად შესრულება; თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა - 17017.20 ლარი.

 

2.3. დადგენი-–--, რომ ე-–--ა ტ-----–---–ი გარდაიცვალა 02.08.2014 წელს. გარდაცვალება რეგისტრირებულია 07.08.2014 წელს.

2.4. ე-–--ა ტ-----–---–ს დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე, მოპასუხეები შ--–-- და ი----- ტ-----–---–ები.

 

2.5. ე-–--ა ტ-----–---–ს დარჩა სამკვიდრო ქონება-გურჯაანის რაიონის სოფელ ვ--–--–---ში მდებარე უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდი 5-----------, რომლის თანამესაკუთრეა მოპასუხე შ--–-- ტ-----–---–ი.

 

2.6. დადგენი-–--, რომ ე-–--ა ტ-----–---–ს 0002/2014/09418 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება სს ლ-------ი ბ----“ ს მიმართ.

 

2.7. დადგენი-–--, რომ ე-–--ა ტ-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ, 2014 წლის სექტემბრიდან, ბანკმა ე-–--ა ტ-----–---–ის სესხზე განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადების ჩამოჭრა დაიწყო ე----- ქ----–---–ის ანგარიშიდან. კრედიტორმა 0002/2014/09418 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანგარიშიდან სულ ჩამოაჭრა 5 178,13 ლარი, მათ შორის 2014 წლის აგვისტოდან 27.03.2015 წლამდე - 1608.52 ლარი, ხოლო

2015 წლის მარტიდან 2015 წლის 01 დეკემბრამდე- 3 569.61 ლარი.

 

2.8. დადგენი-–--, რომ 2016 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით 0002/2014/09418 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 11 868.55 ლარს, რომლის ანაზღაურებასაც ბ---- სოლიდარული თავდებისგან ე----- ქ----–---–ისგან მოითხოვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი, შესაგებელი და მხარეთა ახსნა-განმარტება

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 0002/2014/09418

-თავდებობის ხელშეკრულება 0002/2014/09418-1

-გარდაცვალების მოწმობა

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

-ცნობა დავალიანების შესახებ

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.9. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სს „ლ-------ი ბ----სთვის“, როგორც კრედიტორისთვის, მოვალის გარდაცვალების და მისი მემკვიდრის შესახებ ცნობილი იყო. მას კანონით დადგენილ ვადაში მემკვიდრისათვის პრეტენზია არ წარუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა- განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ამდენად, სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს.

 

მოცემულ დავაზე პირველი მოსარჩელე სარჩელის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ ბანკმა, როგორც კრედიტორმა, გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრისათვის პრეტენზიის წარდგენის ვადა გაუშვა, ამიტომ მისი, როგორც თავდების მიმართ მოთხოვნის საფუძველი აღარ არსებობს. მოსარჩელემ ამ გარემოებების დასადასტურებლად მიუთითა თავისი ახსნა-განმარტება, მოპასუხე მემკვიდრის ახსნა -განმარტება, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება და მის მიერ ბ----სთვის გაგზავნილი წერილობითი შეტყობინება, კერძოდ:

 

მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2014 წლის სექტემბერში, მას, როგორც მსესხებლის თავდებს, 0002/2014/09418 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით ანგარიშიდან ჩამოეჭრა თანხა, ამის შემდეგ, 24.09.2017 წელს, მან წერილობით მიმართა როგორც სს ,,ლ-------ი ბ----ს" სათავო ოფისს, ასევე გურჯაანის ფი-–--ლს და აცნობა როგორც მსესხებლის - ე-–--ა ტ-----–---–ის გარდაცვალების ფაქტი, ასევე ის ფაქტი, რომ მსესხებლის სამართალმემკვიდრის მფლობელობაშია ე-–--ე ტ-----–---–ის დანაშთი ქონება- გურჯაანის რაიონის სოფელ ვ--–--–---ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა, რის გასხვისებასაც სამართალმემკვიდრე 0002/2014/09418 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით აპირებს, ამიტომ ითხოვა საშეღავათო პერიოდის დაწესება. აღნიშნული წერილობითი შეტყობინება სს ლ-------ი ბ----ს გურჯაანის ფი-–--ლს ჩაბარდა 24.09.2014 წელს, ხოლო სს „ლ-------ი ბ----ს“ სათაო ოფისს ჩაბარდა 26.09.2014 წელს . (ს.ფ. 61, 67)

 

საქმეზე წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ ე-–--ა ტ-----–---–ს გარდაცვალების დროისათვის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით ერიცხება გურჯაანის რაიონის სოფელ ვ--–--–---ში მდებარე უძრავი ნივთი, საკადასტრო კოდი 5----------- , რომლის თანამესაკუთრე მოპასუხე შ--–-- ტ-----–---–ია. (ს.ფ. 70)

 

მოპასუხე შ--–-- ტ-----–---–ის განმარტებით დგინდება, რომ იგი დედის დაკრძალვიდან რამდენიმე დღეში ახლობელთან - ი-–-- ნ-–--–-–---–თან ერთად მივიდა სს „ლ-------ი ბ----ს“ გურჯაანის ფი-–--ლში, აცნობა როგორც დედის გარდაცვალების ფაქტი, ასევე გამოთქვა დედის ვალდებულების შესრულების მზაობა, რისთვისაც ახალი გრაფიკის შედგენა ითხოვა, რაზეც ბანკთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული ი-–-- ნ-–--–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ არის ტ-----–---–ების ახლობელი. ე-–--ა ტ-----–---–ის დაკრძალვის შემდეგ, დაახლოებით 3 დღეში, იგი შ--–-- ტ-----–---–თან ერთად მივიდა ლ-------ი ბ----ს გურჯაანის ფი-–--ლში, სადაც შეხვდნენ ფი-–--ლის მმართველს და სთხოვეს, ე-–--ა ტ-----–---–ის გარდაცვალების გამო ან სასესხო ვალდებულების პატიება, ან მსესხებლის შ--–-- ტ-----–---–ით ჩანაცვლება და ახალი გრაფიკის დაწესება, ასევე აცნობეს, რომ ე-–--ა ტ-----–---–ს დარჩა უძრავი ქონება, რომლის გაყიდვას და სესხის დაფარვასაც აპირებდა შ--–-- ტ-----–---–ი. მოწმის ჩვენებით, ფი-–--ლის მმართველმა მათ აუხსნა, რომ ამ საკითხებს სათავო ოფისთან შეათანხმებდა. ამის შემდეგ რამდენიმე დღეში დაიბარა ფი-–--ლის მმართველმა და აცნობა, რომ ბ----ს სათავო ოფისი წინააღმდეგია როგორც ძირითადი მსესხებლის შ--–-- ტ-----–---–ით ჩანაცვლებაზე, ასევე ახალი გრაფიკის შედგენაზე. ( 21.12.2017 წლის სხდ ოქმი)

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურა სადავო გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ კრედიტორმა მსესხებლის გარდაცვალების, მემკვიდრის და სამკვიდრო ქონების არსებობის შესახებ 2014 წლის აგვისტოში თავად მემკვიდრის ზეპირი განცხადებით, ხოლო 2014 წლის 26 სექტემბერს თავდების წერილობითი მიმართვით შეიტყო, მოპასუხე კრედიტორი ამ ფაქტების ზეპირი უარყოფით შემოიფარგლა, ხოლო რაიმე სახის მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია, ამიტომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 26 სექტემბერს მამკვიდრებლის კრედიტორისთვის ცნობილი იყო როგორც სამკვიდროს გახსნის, ასევე მამკვიდრებლის მემკვიდრის და სამკვიდრო ქონების არსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.

 

მოცემულ შემთხვევაში კრედიტორს გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრისათვის ექვსი თვის განმავლობაში, ანუ 2015 წლის 26 მარტამდე, პრეტენზია არ წაუყენებია, უფრო მეტიც, კრედიტორმა, რომელსაც 2016 წლის 25 თებერვალს ე----- ქ----–---–ის სარჩელი ჩაბარდა, სადაც მითითებულია ძირითადი მოვალის გარდაცვალების, მისი მემკვიდრის და სამკვიდრო ქონების შესახებ, 2016 წლის 27 ოქტომბერს აღძრული სარჩელით მოთხოვნა წაუყენა არა გარდაცვლილი მოვალის უფლებამონაცვლეს, არამედ თავად გარდაცვლილს, რაც შემდეგ უკან გაიხმო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სს „ლ-------ი ბ----სთვის“, როგორც კრედიტორისთვის, 2014 წლის 26 სექტემბერს მოვალის გარდაცვალების და მისი მემკვიდრის შესახებ ცნობილი იყო. მას კანონით დადგენილ ვადაში მემკვიდრისათვის პრეტენზია არ წარუდგენია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.10. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ერთის მხრივ, სს ლ-------ი ბ----ს მოთხოვნა ფულად ვალდებულების შესრულების თაობაზე, რომელიც სს ,,ლ-------ი ბანკს“ ე-–--ა ტ-----–---–ს და ე-----ი ქ----–---–ს შორის გაფორმებული #002/2014/09418 საბანკო კრედიტის და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, ხოლო ე-----ი ქ----–---–ის მოთხოვნას წარმოადგენს #002/2014/09418 საბანკო კრედიტის და #002/2014/09418-1 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების შეწყვეტილად/ გაუქმებულად აღიარება და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლების არარსებობის დადგენა.

 

მოსარჩელე ე-----ი ქ----–---–ი მისი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სს ლ-------ი ბ----, როგორც კრედიტორი, 26.09.2014 წლიდან ინფორმირებული იყო ძირითადი მოვალის გარდაცვალების და მისი მემკვიდრეების შესახებ, ბანკს კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში- ანუ 26.03.2015 წლამდე ვალდებული პირის უფლებამონაცვლისათვის პრეტენზია არ წარუდგენია,რითაც მან დაკარგა მოთხოვნის უფლება ძირითადი მოვალის უფლებამონაცვლის მიმართ, შესაბამისად, აღარც თავდების მიმართ გააჩნია მოთხოვნის უფლება, რასაც არ ეთანხმება კრედიტორი და აცხადებს, რომ ბ----სთვის მოვალის გარდაცვალების და მემკვიდრეების არსებობის ფაქტი ცნობილი არ ყოფილა. ამასთან, თავდებობის ხელშეკრულებით თავდებმა სოლიდარულად იკისრა მოვალის ვალდებულების შესრულება, ამიტომ მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს ერთის მხრივ, კრედიტორმა გარდაცვლილი მოვალის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება სწორად მოითხოვა თუ არა სოლიდარული თავდებისაგან და მეორეს მხრივ, სოლიდარული თავდებობისას თავდების პასუხისმგებლობის წარმოშობის წინაპირობები

 

2.11. პირველი მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების შ--–-- ტ-----–---–ის და ი----- ტ-----–---–ის გურჯაანის რაიონის სოფელ ვ--–--–---ში მდებარე ე-–--ა ტ-----–---–ის სამკვიდრო ქონების (ს/კ 5-----------) მესაკუთრეებად ცნობის და აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში მემკვიდრეების თანასაკუთრებად დარეგისტრირების თაობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. ამავე კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მიხედვით, 1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის მიხედვით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში შ--–-- ტ-----–---–მა 1-ლი სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სარჩელი სრულად ცნო და განმარტა, რომ იგი ე-–--ა ტ-----–---–ის თანმყოფი მემკვიდრეა, მამკვიდრებლის სიცოცხლეში და მისი გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობს გურჯაანის რაიონის სოფელ ვ--–--–---ში, მისი და ე-–--ა ტ-----–---–ის თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში, ამიტომ მას ფაქტობრივ ფლობით სამკვიდრო მიღებული აქვს სამკვიდროს გახსნის დღიდან , ამიტომ პირველი მოსარჩელის მოთხოვნა უფლებამონაცვლედ აღიარების და თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან ე-–--ე ტ-----–---–ის წილის მესაკუთრედ აღიარების შესახებ დაეთანხმა სრულად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.

 

ამდენად, მოპასუხე შ--–-- ტ-----–---–ი არის გარდაცვლილი მოვალის პირველი რიგის მემკვიდრე, რომელმაც ე-–--ა ტ-----–---–ისგან კანონით დადგენილი წესით მიიღო სამკვიდრო აქტივი და პასივი, მათ შორის საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულება, თავდებისთვის რეგრესის წესით თანხის ანაზღაურების შესახებ, ამიტომ სარჩელი შ--–-- ტ-----–---–ის ე-–--ე ტ-----–---–ის უფლებამონაცვლედ და მათ თანასაკუთრებაში არსებული ქონებიდან ე-–--ე ტ-----–---–ის წილის მესაკუთრედ აღიარების შესახებ საფუძლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეეხება ი----- ტ-----–---–ს, იგი სარჩელს ე-–--ა ტ-----–---–ის უფლებამონაცვლედ და მისი დანაშთი სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ აღიარებასთან დაკავშირებით არ დაეთანხმა და განმარტა, რომ წლებია გათხოვი-–-- და ცხოვრობს მეუღლის ოჯახში, დედის სამკვიდრო ქონება არ მიუღია და არც პრეტენზია გააჩნია ამ ქონების მიმართ. მოსარჩელეს რაიმე მტკიცებულება, რომელიც საწინააღმდეგოს დაადასტურებს, არ წარმოუდგენია, ხოლო მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხე მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეა, სარჩელის დაკმაყოფილების და ი----- ტ-----–---–ის უფლებამონაცვლედ აღიარების საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს.

 

2.12. პირველი მოსარჩელის მოთხოვნა 27.03.2015 წლიდან შეწყვეტილად/ გაუქმებულად იქნეს ცნობილი სს ,,ლ-------ი ბანკსა“ და ე-–--ა ტ-----–---–ს შორის გაფორმებული #002/2014/09418 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული #002/2014/09418-1 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, როგორც #002/2014/09418 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენი-–--, რომ 2014 წლის 27 იანვარს სს „ლ-------ი ბანკს“ და ე-–--ა ტ-----–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 0002/2014/09418.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. სამოქალაქო კოდექსის 894-ე მუხლის თანახმად, თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენი-–--, რომ 2014 წლის 27 იანვარს სს „ლ-------ი ბანკს“ და ე----- ქ----–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თავდებმა სოლიდარულად იკისრა მოვალის ვალდებულების სრულად შესრულება; ასევე დადგენი-–--, რომ ძირითადი მოვალე გარდაიცვალა 2014 წლის 2 აგვისტოს. კრედიტორმა 2014 წლის სექტემბრიდან ე-–--ა ტ-----–---–ის სესხზე განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადების ჩამოჭრა დაიწყო ე----- ქ----–---–ის პირადი ანგარიშიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის მიხედვით, 1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლის მიხედვით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

ამდენად, ე-–--ა ტ-----–---–ის ვალდებულება, ანუ პასივი შეადგენდა მისი სამკვიდროს ნაწილს, რომელიც, როგორც თანმყოფმა მემკვიდრემ მიიღო მისმა შვილმა - შ--–-- ტ-----–---–მა, რაც კრედიტორისთვის ცნობილი იყო როგორც თავად შ--–-- ტ-----–---–ის ზეპირი მიმართვის საფუძველზე, ასევე თავდების წერილობითი შეტყობინებით, რომელიც კრედიტორს ჩაბარდა 24.09.2014 წელს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის თანახმად 1. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის მიხედვით, 1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. 2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

შ--–-- ტ-----–---–ი არის ე-–--ა ტ-----–---–ის პირველი რიგის მემკვიდრე, რომელმაც მიიღო მემკვიდრეობა კანონით დადგენილი წესით- სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით, ამიტომ სამოქალაქო კოდექსის 1328-ე და 1421-ე მუხლების საფუძველზე, იგი წარმოადგენს მოვალის უფლებამონაცვლეს და მასზე ვრცელდება სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე იგივე რეჟიმი, რაც ვრცელდებოდა ე-–--ე ტ-----–---–ზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

სასამართლოს მიერ დადგენი-–--, რომ 26.09.2014 წელს კრედიტორისთვის უკვე ცნობილი იყო სამკვიდროს გახსნის ფაქტი, ასევე მემკვიდრის თაობაზე. კრედიტორს კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში - ანუ 26.03.2015 წლამდე ვალდებული პირის უფლებამონაცვლისათვის პრეტენზია არ წარუდგენია. შ--–-- ტ-----–---–ი, რომელმაც ჩაანაცვლა ძირითადი მოვალე, არ არის გაფრთხილებული მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების მოვალეობასთან დაკავშირებით და პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, ამიტომ მოთხოვნა არ არის წაყენებული ძირითადი მოვალის მიმართ, შესაბამისად არ არის შესრულებული სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მოთხოვნები.

 

სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა, აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ადგენს , რომ თავდებობა აქცესორული უფლებაა და კრედიტორს უნდა გააჩნდეს მოთხოვნის უფლება ძირითადი მოვალისადმი. სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველობით კრედიტორმა დაკარგა ძირითადი მოვალის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება, რაც სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველია, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა 2015 წლის 27 მარტიდან შეწყვეტილად/გაუქმებულად იქნეს ცნობილი სს ,,ლ-------ი ბანკსა“ და ე-–--ა ტ-----–---–ს შორის გაფორმებული #002/2014/09418 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული #002/2014/09418-1 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, როგორც #002/2014/09418 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი, უნდა დაკმაყოფილდეს და ე----- ქ----–---–ი უნდა გათავისუფლდეს სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობისაგან.

 

2.13. პირველი მოსარჩელის მოთხოვნა #002/2014/09418 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე 27.03.2015 წლამდე გადახდილი თანხის- 1608.52 ლარის უფლებამონაცვლისთვის დაკისრების თაობაზე .

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექისს 905-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის მიხედვით, 1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. 2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს.

 

აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ადგენს ძირითადი მოთხოვნის გადასვლას თავდებზე, ამ უკანასკნელის მიერ კრედიტორის დაკმაყოფილების შემთხვევაში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენი-–--, რომ ე-–--ა ტ-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ, 0002/2014/09418 ძირითადი და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკმა ე-–--ა ტ-----–---–ის სესხზე განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადები თავდებს- ე----- ქ----–---–ს ჩამოაჭრა. ე-–--ე ტ-----–---–ის უფლებამონაცვლეა შ--–-- ტ-----–---–ი, ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენი-–-- ძირითადი და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არსებობა, თავდების მიერ კრედიტორის დაკმაყოფილება და ძირითადი მოვალის უფლებამონაცვლე, ამიტომ პირველი მოსარჩელის მოთხოვნა - 27.03.2015 წლამდე ე----- ქ----–---–ის მიერ გადახდილი თანხის რეგრესის წესით უფლებამონაცვლისთვის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.14. პირველი მოსარჩელის მოთხოვნა, დაეკისროს სს „ლ-------ი ბანკს“ #002/2014/09418 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის ანაზღაურება - 27.03.2015 წლიდან 01.12.2015 წლამდე- 3569.61 ლარის ოდენობით;

 

სასამართლოს მიერ დადგენი-–--, რომ ბ---- ძირითადი მსესხებლის მიერ გადახდის ვადის გადაცილების გამო, თავდების საბანკო ანგარიშიდან N0002/2014/09418 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელის ჩამოჭრას ახორციელებდა 2014 წლის სექტემბრიდან-2015 წლის 01 დეკემბრამდე. მოსარჩელე ბ----სგან მოითხოვს -27.03.2015 წლიდან 01.12.2015 წლამდე გადახდილი თანხის

3569.61 ლარის დაბრუნებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენი-–--, რომ სოლიდარულმა თავდებმა 2015 წლის 31 დეკემბერს ბ----ს მიმართ შედავება განახორციელა იმ საფუძვლით, რომ კრედიტორისთვის ცნობილი იყო როგორც სამკვიდროს გახსნის ფაქტი, ასევე მემკვიდრის შესახებ და მას დადგენილ ვადაში ვალდებული პირის მემკვიდრისთვის პრეტენზია არ წარუდგენია, რაც სასამართლოს მოსაზრებით, იწვევს კრედიტორის მიერ როგორც მემკვიდრის, ასევე თავდების მიმართ მოთხოვნის უფლების დაკარგვას, მაგრამ ეს გარემოება შედავების უფლების გამოყენებამდე თავდების მიერ კრედიტორისთვის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნების საფუძველს არ წარმოადგენს, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა სს „ლ-------ი

ბ----სთვის 3569.61 ლარის დაკისრების შესახებ , არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.15. ბათილად იქნეს ცნობილი სს „ლ-------ი ბ----ს“ ცნობა , რომლის საფუძველზეც მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია გადაეცა საკრედიტო ბიუროებს და მოვალეთა საერთო რეესტრს და დაევალოს აღნიშნულ სტრუქტურებს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელის მიმართ ინფორმაცია ამოიღოს როგორც საკრედიტო ბიუროს, ასევე მოვალეთა საერთო რეესტრიდან (მოპასუხე „ლ-------ი ბ----“)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა- არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტის სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმის მიხედვით იურიდიული ინტერესის არსებობა არსებითად უკავშირდება აღიარებით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობასა და დასაშვებობას. იურიდიული ინტერესის არსებობისათვის აუცილებელია არსებობდეს მხარეთა შორის დავა უფლების თუ სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე. განსხვავებით მიკუთვნებითი (აღსრულებითი) სარჩელებისა, აღიარებითი სარჩელის დროს მოსარჩელის უფლება ჯერ კიდევ არაა დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება, რადგან ვიღაცა ედავება მას ამ უფლებაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის აუცილებელია არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ, ე.ი. მოპასუხე უნდა ეცილებოდეს (ედავებოდეს) მოსარჩელეს უფლებაში; ასეთი დავა უნდა ქმნიდეს ამ უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა, დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ანუ ამ გადაწყვეტილებას სრულიად გარკვეული სარგებლობა უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის;

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე სს „ლ-------იბ----ს“ ცნობის ბათილად ცნობას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა მოსარჩელის მიმართ ინფორმაცია ამოიღონ როგორც საკრედიტო ბიუროს, ასევე მოვალეთა საერთო რეესტრიდან, რაც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების ფარგლებში ვერ მიიღწევა.

 

2.16. სს ,,ლ-------ი ბ----ს“ სასარჩელო მოთხოვნა: დაეკისროს მოპასუხე ე----- ქ----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ #002/2014/09418 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების თანხის, 11 868.55 ლარის გადახდა

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენი-–--, რომ 2014 წლის 27 იანვარს სს „ლ-------ი ბანკს“ და ე-–--ა ტ-----–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 0002/2014/09418, ხოლო სს „ლ-------ი ბანკს“ და ე----- ქ----–---–ს შორის გაფორმდა N0002/2014/09418-1 თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თავდებმა სოლიდარულად იკისრა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალის ვალდებულების სრულად შესრულება;

 

სასამართლოს მიერ დადგენი-–--, რომ ე-–--ა ტ-----–---–ი გარდაიცვალა 2014 წლის 2 აგვისტოს. მას 0002/2014/09418 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარჩა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება სს ლ-------ი ბ----“-ს მიმართ, რაც 2016 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით 11 868.55 ლარს შეადგენს, რომლის ანაზღაურებას ბ---- ე-----ი ქ----–---–ისგან, როგორც სოლიდარული თავდებისგან მოითხოვს.

 

სასამართლოს მიერ დადგენი-–--, რომ 26.09.2014 წელს კრედიტორისთვის ცნობილი გახდა როგორც მსესხებლის გარდაცვალების ფაქტი, ასევე მემკვიდრის თაობაზე, კრედიტორს კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში- ანუ 26.03.2015 წლამდე ვალდებული პირის უფლებამონაცვლისათვის პრეტენზია არ წარუდგენია. შ--–-- ტ-----–---–ი, რომელმაც ჩაანაცვლა ძირითადი მოვალე, კანონით დადგენილ ვადაში არ არის გაფრთხილებული მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების მოვალეობასთან დაკავშირებით და პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, ამ წესების დაუცველობა კი იწვევს კრედიტორის მიერ მოვალის მემკვიდრის მიმართ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.

 

სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის თანახმად, თავდებობა აქცესორული უფლებაა, რაც იმას ნიშნვს, რომ კრედიტორს უნდა გააჩნდეს მოთხოვნის უფლება ძირითადი მოვალის მიმართ. სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველობით კრედიტორმა დაკარგა ძირითადი მოვალის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება, რაც სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველია, რის გამოც სასამართლომ დააკმაყოფილა პირველი მოსარჩელის მოთხოვნა სს ,,ლ-------ი ბანკსა“ და ე-–--ა ტ-----–---–ს შორის გაფორმებული #002/2014/09418 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების და #002/2014/09418-1 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების, როგორც #002/2014/09418 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილის შეწყვეტილად/გაუქმებულად ცნობის შესახებ. მეორე მოსარჩელის მოთხოვნა ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარეობს, რაც მისი სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 2015 წლის 27 მარტიდან გაუქმდა სს “ლ-------ი ბანკსა“ და ე-–--ა ტ-----–---–ის შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მის საფუძველზე აპელანტსა და ბანკს შორის გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, ხოლო ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ მოსარჩელეს უარი უთხრა 27.03.2015 წლიდან 01.12.2015 წლამდე დროის პერიოდში აღნიშნულ სესხზე დარიცხული თანხის 3569.61 ლარის ანაზღაურებაზე.

 

აპელანტის მოსაზრებით, მითითებული ორი გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ერთმანეთს, რადგან, იმ შემთხვევაში, 27.03.2015 წლიდან გაუქმებულია, როგორც ძირითადი (სასესხო), ასევე თავდებობის ხელშეკრულება, შესაბამისად, აღარ არსებობს აღნიშნული პერიოდიდან სს „ლ-------ი ბ----ს“ მოთხოვნის უფლება, არც ძირითადი მოვალის და არც თავდები პირის მიმართ. შესაბამისად, აპელანტის მითითებით, მისი ანგარიშიდან არარსებული სესხის პროცენტის ჩამოჭრა 27.03.2015წ.-დან 101.12.2015წ.-მდე ასევე უკანონოა და ამ თანხის უკან დაბრუნება უნდა დაეკისროს ბანკს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მოპასუხე სს „ლ-------ი ბაკისათვის“ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ 27.03.2015 წლიდან 01.12.2015 წლამდე გადახდილი თანხის 3569.61 ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.

 

დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხარეთა მიერ სადავოდ არ გამხდარა და შესულია კანონიერ ძალაში (იხ. საქმის მასალები), რომლითაც შეწყვეტილად/გაუქმებულად იქნა ცნობილი სს „ლ-------ი ბანკს“ და ე-–--ა ტ-----–---–ს შორის 27.01.2014 წელის N002/2014/09418 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე 27.01.2014 წელს გაფორმებული N002/2014/09418-1 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი 2015 წლის 27 მარტიდან.

 

4.2. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1328-ე და 1421-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხე შ--–-- ტ-----–---–ი მიიჩნია მოვალის უფლებამონაცვლედ, რომელზეც ვრცელდება სასესხო ხელშეკრულებიდან გამომდინარე იგივე რეჟიმი, რაც ვრცელდებოდა ე-–--ე ტ-----–---–ზე. კერძოდ, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ--–-- ტ-----–---–ი არის ე-–--ა ტ-----–---–ის პირველი რიგის მემკვიდრე, რომელმაც მიიღო მემკვიდრეობა კანონით დადგენილი წესით - სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით.

 

26.09.2014 წელს კრედიტორისთვის ცნობილი იყო სამკვიდროს გახსნის ფაქტი, ასევე მემკვიდრის თაობაზე, თუმცა მას კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში - 26.03.2015 წლამდე ვალდებული პირის უფლებამონაცვლისათვის პრეტენზია არ წარუდგენია. შესაბამისად, ვინაიდან, შ--–-- ტ-----–---–ი, რომელმაც ჩაანაცვლა ძირითადი მოვალე, არ იყო გაფრთხილებული მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულების მოვალეობასთან დაკავშირებით და პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა არ არის წაყენებული ძირითადი მოვალის მიმართ, რის გამოც არ იყო შესრულებული სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მოთხოვნები.

 

სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 893-ე მუხლის პირველი ნაწილზე დაყრდნობით მიუთითა, რომ თავდებობა აქცესორული უფლებაა და კრედიტორს უნდა გაააჩნდეს მოთხოვნის უფლება ძირითადი მოვალისადმი. სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველობით კრედიტორმა დაკარგა ძირითადი მოვალის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება, რაც სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველია.

 

4.3. დადგენი-–--, რომ ე-–--ა ტ-----–---–ის გარდაცვალების შემდეგ, 2014 წლის სექტემბრიდან, ბანკმა ე-–--ა ტ-----–---–ის სესხზე განსაზღვრული ყოველთვიური გადასახადების ჩამოჭრა დაიწყო ე----- ქ----–---–ის ანგარიშიდან. კერძოდ, კრედიტორმა N0002/2014/09418 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თავდებს ანგარიშიდან სულ ჩამოაჭრა 5178,13 ლარი, მათ შორის 2015 წლის მარტიდან 2015 წლის 01 დეკემბრამდე - 3569.61 ლარი.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს, სასამართლოს შეფასებას იმის შესახებ, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრუკრულების საფუძველზე, მოსარჩელის მიერ 2015 წლის მარტიდან 2015 წლის 01 დეკემბრამდე გადახდილი თანხის დაბრუნების საფუძველი არ არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორმა დაკარგა მოთხოვნის უფლება თავდების მიმართ. აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს შეფასება მოკლებულია დასაბუთებას და პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.4. სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

 

აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს, ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართულურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.

 

უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვი-–-- დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის აბსოლუტურად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

 

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 976–ე მუხლი არეგულირებს ისეთ შემთხვევებში, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტიურად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2015 წლის 27 მარტიდან შეწყვეტილად/გაუქმებულად იქნა ცნობილი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე 27.01.2014წ. გაფორმებული N002/2014/09418-1 სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კრედიტორმა დაკარგა ძირითადი მოვალის მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება, რაც სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველის წარმოადგენს. ასევე, დადგენი-–--, რომ ამ სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშიდან 2015 წლის მარტიდან 2015 წლის 01 დეკემბრამდე პერიოდში ჩამოჭრა - 3569.61 ლარი. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის სს „ლ-------ი ბ----ს“ მიერ მოსარჩელისათვის თანხის ჩამოჭრის ფაქტი, ვალდებულებით სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ექცევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის რეგულირების რეჟიმში და შესაბამისად, მიღებული შესრულება ექვემდებარება დაბრუნებას.

 

4.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა სს „ლ-------ი ბ----სათვის“ 7.03.2015 წლიდან 01.12.2015 წლამდე გადახდილი თანხის - 3569.61 ლარის ანაზღაურების შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების შედეგად ასკვნის, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოდ 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ (გადაწყვეტილების 1.4. პუნქტი) და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, ე-----ი ქ----–---–ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს. ბუნებრივია, სამართალწარმოება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან და იგი იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, წარმოეშობა სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც მის სასარგებლოდ დაკმაყოფილდა (მოსარჩელე) ან მის მიმართ არ დაკმაყოფილდა (მოპასუხე), მაგრამ არა შეუზღუდავად. როგორც აღინიშნა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების მაქსიმუმის ფარგლებში (დავის საგნის ღირებულების 4%), სასამართლომ ადვოკატის დახმარებისათვის საფასური უნდა განსაზღვროს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მოცულობის, დავის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულისა და სხვა ფაქტორების თანაზომიერი და გონივრული, არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ფარგლებში.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენი-–-- ე-----ი ქ----–---–სა და ვ----------------–---ს შორის იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე 02.07.2019წ. ხელშეკრულება. ასევე 05.07.2019წ. ანგარიშზე შემოსავლის დოკუმენტი N80361/32967, რომლითაც დასტურდება, რომ ე-----ი ქ----–---–ის მიერ, ვ----------------–---ისათვის გადახდი-–-- ადვოკატის ჰონორარის თანხა 400 ლარის ოდენობით (იხ. ტ.2). სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ მოხმობილი ნორმის საფუძველზე, კერძოდ, დავის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულისა და სხვა ფაქტორების თანაზომიერი და გონივრული შეფასების შედეგად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 400 ლარის ოდენობით გადახდა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, სააპელაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება. გარდა ამისა მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი ბაჟის ანაზღაურება, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად - 107 ლარის ოდენობით (3569-ის 3%).

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ე----- ქ----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 მაისის გადაწყვეტილების 1.4. პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. ე----- ქ----–---–ის სარჩელი სს „ლ-------ი ბ----სათვის“ ე-–--ა ტ-----–---–სა და სს „ლ-------ი ბანკს“ შორის გაფორმებული N002/2014/09418 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, ე----- ქ----–---–ის მიერ 27.03.2015 წლიდან 01.12.2015 წლამდე გადახდილი თანხის 3569.61 ლარის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდეს;

 

4. სს „ლ-------ი ბანკს“ ე----- ქ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 3569.61 ლარის ანაზღაურება;

 

5. სს „ლ-------ი ბანკს“ ე----- ქ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 257 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

6. სს „ლ-------ი ბანკს“ ე----- ქ----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანგარიშში 400 ლარის გადახდა;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობი-–-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ლევან გვარამია

 

მოსამართლეები: გელა ქირია

 

დავით ახალბედაშვილი