გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.06.2018
საქმის ნომერი
080210016001611312
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
21.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2841-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე - სს ,,ფი---------------------–ო“

წარმომადგენელი - დავით დ---–--ე

მოპასუხე - ზვიად კო---–---ი. ლევანი კ------ე

წარმომადგენელი - მარინა იო---–---ი

მოპასუხე - ვ-----–ი გ-----ე

წარმომადგენელი - მ--–-----ნ გო--------ე

მოპასუხე - იმედა გ-----ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება; იპოთეკის საგნის რეალიზაცია.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ზვიად კო---–---ზე, სს ,,ფი---------------------–ო“-ს სასარგებლოდ, 2015 წლის 26 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2302,38 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება.

 

1.2. მოპასუხეებზე: ზვიად კო---–---ზე, ლევან კ------ეზე და იმედა გ-----ეზე - სს ,,ფი---------------------–ო“-ს სასარგებლოდ, 2015 წლის 18 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 13.016.89 აშშ დოლარის სოლიდარულად გადასახდელად დაკისრება.

 

1.3. კრედიტორის- სს ,,ფი---------------------–ო“-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მოხდეს იპოთეკით დატვირთული ვ-----–ი გ-----ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებების რეალიზაცია, მდებარე: წყალტუბო. ქვიტირი. საკადასტრო კოდი № 29.12.32.219; იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდეს ძირითადი სოლიდარული თავდებების უძრავ-მოძრავი ქონებიდან ამონაგები ქონების რეალიზაციით.

1.4. მოპასუხეებზე, ბანკის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯების მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრება.

 

1.5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 17 მარტს სს ,,ფი---------------------–ოს“ და ელენა გ-----ეს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურების შესახებ. 2015 წლის 17 მარტს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ვ-----–ი გ-----ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება. მდებარე: წყალტუბო. ქვიტირი. საკადასტრო კოდი № 29.12.32.219;

 

2015 წლის 18 მარტს ელენა გ-----ემ სს ,,ფი---------------------–ო“-სგან სესხად მიიღო 15 000 აშშ დოლარი 1832 დღის ვადით. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17.95%-ით წლის განმავლობაში. ხოლო 2015 წლის 26 ოქტომბერს სესხად მიიღო 3000 აშშ დოლარი 742 დღის ვადით. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17.95%-ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებელის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით მხოლოდ 60 დღის განმავლობაში.

 

2016 წლის 24 თებერვალს მსესხებელი ელენა გ-----ე გარდაიცვალა, ხოლო თავდებების მიერ, მიუხედავად გაფრთხილებისა, დარღვეულია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

2015 წლის 18 მარტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია იმედა გ-----ესთან, ლევანი კ------ესთან და ზვიად კო---–---თან გაფორმებული სოლიდარული თავდების ხელშეკრულებით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15.000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2015 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ზვიად კო---–---თან გაფორმებული სოლიდარული თავდების ხელშეკრულებით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 3000.00 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ვ-----–ი გ-----ის წარმომადგენელმა მ--–-----ნ გო--------ემ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 894-ე მუხლის თანახმად, თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე ვიდრე არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.

 

2.2. მოპასუხე იმედა გ-----ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

 

2.3. მოპასუხეების, ზვიად კო---–---ის და ლევანი კ------ის წარმომადგენელმა - მარინა იო---–---მა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მის მარწმუნებლებს სს ,,ფი---------------------–ოსგან“ არ მისვლიათ შეტყობინება, რომ ელენა გ-----ის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეები არ იხდიდნენ სესხის თანხას შედგენილი გრაფიკის მიხედვით.

სს ,,ფი---------------------–ო“ ვალდებული იყო დაედგინა ელენა გ-----ის მემკვიდრე, მოეხდინა არსებული სესხის რესტრუქტურიზაცია და შეედგინა ახალი გრაფიკი.

მისივე განმარტებით, ზვიად კო---–---ის და ლევანი კ------ის მიმართ ვალდებულება შეწყდა, ძირითადი მოვალის გარდაცვალების გამო.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2015 წლის 18 მარტს სს ,,ფი---------------------–ოს“ და ელენა გ-----ეს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურების შესახებ.

მტკიცებულება:

- 2015 წლის 18 მარტის სესხის ხელშეკრულება. (ტ.1. ს.ფ.21-25 )

 

3.1.2. 2015 წლის 18 მარტს ელენა გ-----ემ სს ,,ფი---------------------–ო“-სგან სესხად მიიღო 15 000 აშშ დოლარი 1832 დღის ვადით. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17.95%-ით წლის განმავლობაში. ხოლო 2015 წლის 26 ოქტომბერს სესხად მიიღო 3000 აშშ დოლარი 742 დღის ვადით. სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 17.95%-ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებელის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით მხოლოდ 60 დღის განმავლობაში.

მტკიცებულება:

2015 წლის 18 მარტის ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ.21-25).

2015 წლის 26 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ.13-17).

 

3.1.3. 2015 წლის 17 მარტს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ვ-----–ი გ-----ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება. მდებარე: წყალტუბო. ქვიტირი. საკადასტრო კოდი № 29.12.32.219;

მტკიცებულება: (ტ.1. ს.ფ. 36-40).

 

3.1.4. 2015 წლის 18 მარტის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია იმედა გ-----ესთან, ლევანი კ------ესთან და ზვიად კო---–---თან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15.000 აშშ დოლარის ოდენობით.

მტკიცებულება: (ტ.1. ს.ფ. 26-28;).

 

3.1.5. 2015 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ზვიად კო---–---თან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 3000.00 აშშ დოლარის ოდენობით.

მტკიცებულება: (ტ.1. ს.ფ.20-21).

 

3.1.6. 2016 წლის 24 თებერვალს მსესხებელი ელენა გ-----ე გარდაიცვალა.

მტკიცებულება: (ტ.1. ს.ფ.35).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოპასუხე ვ-----–ი გ-----ის წარმომადგენელმა მ--–-----ნ გო--------ემ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 894-ე მუხლის თანახმად, თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე ვიდრე არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.

მტკიცებულება:

- ვ-----–ი გ-----ის შესაგებელი (ტ.1. იხ.ს.ფ.105-113).

 

3.2.2. მოპასუხეების, ზვიად კო---–---ის და ლევანი კ------ის წარმომადგენელმა - მარინა იო---–---მა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მის მარწმუნებლებს სს ,,ფი---------------------–ოსგან“ არ მისვლიათ შეტყობინება, რომ ელენა გ-----ის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეები არ იხდიდნენ სესხის თანხას შედგენილი გრაფიკის მიხედვით.

სს ,,ფი---------------------–ო“ ვალდებული იყო დაედგინა ელენა გ-----ის მემკვიდრე, მოეხდინა არსებული სესხის რესტრუქტურიზაცია და შეედგინა ახალი გრაფიკი.

მისივე განმარტებით, ზვიად კო---–---ის და ლევანი კ------ის მიმართ ვალდებულება შეწყდა, ძირითადი მოვალის გარდაცვალების გამო.

მტკიცებულება:

შესაგებელი (ტ.1. იხ.ს.ფ. 71-80).

მოპასუხის წარმომადგენელის ახსნა-განმარტება.(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3. დადგენილია, რომ ლევან კ------ეს და ზვიად კო---–---ს ჩაბარდათ შეტყობინება სს ,,ფი---------------------–ო“-ს მიმართ ვალდებულების არსებობის შესახებ.

მტკიცებულება:

გაფრთხილება (ტ.1. იხ.ს.ფ. 57-61).

 

3.2.4. მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით - მოპასუხე ზვიად კო---–---ის დავალიანება სს ,,ფი---------------------–ო“-ს მიმართ, 2015 წლის 26 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შადგენს - 2302,38 აშშ დოლარს და ითხოვს მის გადასახდელად დაკისრებას.

 

ასევე მოპასუხეების: ზვიად კო---–---ის, ლევან კ------ის და იმედა გ-----ის დავალიანება - სს ,,ფი---------------------–ო“-ს სასარგებლოდ, 2015 წლის 18 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 13.016.89 აშშ დოლარს, ითხოვს მითითებული თანხის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაკისრებას.

მტკიცებულება:

სარჩელი(ტ.1. იხ.ს.ფ. 2-12).

მოსარჩელის წარმომადგენელის ახსნა-განმარტება.(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.5. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეებს მის მიმართ გააჩნიათ დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე ვ-----–ი გ-----ემ არ აღიარა ვალდებულების არსებობა, რადგან მოთხოვნა არ წაეყენა ძირითად მოვალეს, ასევე მოპასუხეების - ზვიად კო---–---ის და ლევანი კ------ის წარმომადგენელის, მარინა იო---–---ის განმარტებით, ვინაიდან გარდაიცვალა ძირითადი მოვალე ელენა გ-----ე, ზვიად კო---–---ის და ლევანი კ------ის მიმართ თავდებობის ვალდებულება შეწყდა.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1.საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხეების სოლიდარული ვალდებულება მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, მე-400, 867-868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე, 867-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.3.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

6.4. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

6.5.სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ ე. გ-----ეს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

დადგენილია (უდავოა), რომ ე.გ-----ის სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონება რეგისტრირებულია მისი პირველი რიგის მემკვიდრის, მეუღლის - ვ-----–ი გ-----ის სახელზე.

დადგენილია, რომ მსესხებელს ჰყავს სამი სოლიდარული თავდები: ზვიად კო---–---ი, ლევანი კ------ე და იმედა გ-----ე.

 

6...საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

6.7.სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეების, ზვიად კო---–---ის და ლევანი კ------ის წარმომადგენელის, მარინა იო---–---ის განმარტებას იმის შესახებ, რომ ელენა გ-----ის გარდაცვალებით შეწყდა ვალდებულება ზვიად კო---–---ის და ლევანი კ------ის მიმართ, რადგან - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობით.

 

6.8.წინამდებარე შემთხვევაში, 2015 წლის 26 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ზვიად კო---–---თან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 3000.00 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2015 წლის 18 მარტის სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია იმედა გ-----ესთან, ლევანი კ------ესთან და ზვიად კო---–---თან გაფორმებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით. სოლიდარული თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15.000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

6.9. განსახილველ შემთხვევაში დგინდება, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2015 წლის 18 მარტის და 2015 წლის 26 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. როგორც აღინიშნა, ელენა გ-----ეს ჰყავს სამი სოლიდარული თავდები, ხოლო სესხი უზრუნველყოფილია ძირითადი მოვალის მეუღლის, ვ-----–ი გ-----ის სახელზე რეგისტრირებული უძრავ ქონებაზე გამოყენებული იპოთეკით.

დადგენილია, რომ თავდებ პირებს - ზვიად კო---–---ს და ლევანი კ------ეს ეცნობათ სესხის გადახდის პირობების დარღვევის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია სესხის ძირი თანხის დაბრუნება პროცენტის და პირგასამტეხლოს გარეშე.

 

დადგენილია, რომ თავდებ პირებს - ზვიად კო---–---ს და ლევანი კ------ეს ეცნობათ სესხის გადახდის პირობების დარღვევის შესახებ. რაც შეეხება მესამე თავდებს, იმედა გ-----ეს ის ელენა გ-----ის ოჯახის წევრია.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ თავდებისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა თავდების პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლებას არ იწვევს. აღნიშნული მხოლოდ მისი პასუხისმგებლობის შემცირების საფუძველია. ამასთან, შემცირება ვრცელდება იმ ზიანზე, რომელიც კრედიტორის მიერ თავდებისათვის ინფორმაციის მიუწოდებლობით დგება და რომელიც არ დადგებოდა კრედიტორს თავდების მიმართ თავისი ვალდებულება, ინფორმაციის მიწოდების თაობაზე, ჯეროვნად რომ შეესრულებინა.

 

6.10. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 904-ე მუხლით დადგენილია თავდების ვალდებულებისაგან განთავისუფლების საფუძვლები. კერძოდ, თუ თავდები იკისრებს თავდებობას ძირითადი მოვალის დავალებით, ან თუ დავალების გარეშე სხვისი საქმეების წარმართვის წესების შესაბამისად თავდებობის გამო მიენიჭება რწმუნებულის უფლებები ძირითადი მოვალის მიმართ, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს თავდებობისაგან განთავისუფლება, თუ:ა) ძირითადი მოვალის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად გაუარესდა; ბ) თავდებობის დადგენის შემდეგ ძირითადი მოვალისაგან გადახდევინება არსებითად გაძნელდა საცხოვრებელი ადგილის ან ადგილსამყოფელის შეცვლის გამო; გ) კრედიტორს თავდების წინააღმდეგ აქვს შესრულებაზე სააღსრულებო წარწერის მქონე დოკუმენტი.

 

ვინაიდან, წინამდებარე შემთხვევაში, მოსარჩელე სარგებლობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თავდები პირები ვალდებული არიან შეასრულონ უფლებამოსილი პირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო თავის მხრივ შეუძლიათ მოთხოვნა წაუყენონ ძირითადი მოვალის მემკვიდრეებს სკ. 905-ე მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვით - თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ძირითადი მოვალის შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს მასა და თავდებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან, ხელუხლებელი რჩება.

 

6.11. სარჩელი საფუძვლიანია სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკთ დატვირთული ქონების რეალიზაციის ნაწილშიც, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 17 მარტს სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ვ-----–ი გ-----ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება. მდებარე: წყალტუბო. ქვიტირი. საკადასტრო კოდი № 29.12.32.219;

 

ამდენად, თუ სოლიდარული მოვალეები (სოლიდარული თავდებები), ნებაყოფლობით არ დააკმაყოფილებენ მოთხოვნას სესხის თანხის დაბრუნების შესახებ, სარეალიზაციოდ მიექცევა ვ-----–ი გ-----ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება. მდებარე: წყალტუბო. ქვიტირი. საკადასტრო კოდი №29.12.32.219; ამასთან სესხის ხელშეკრულებით და თავდებობის წერილით, რომელიც სესხის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკი უფლებამოსილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა დაიკმაყოფილოს თავდები პირის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაციის გზით.

 

6.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეულია საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, რის გამოც მოპასუხეებს გააჩნიათ დავალიანება მოსარჩელის მიმართ.

 

6.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 1128.00 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ-მოპასუხე ზვიად კო---–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2302.38 აშშ დოლარი, რომლის 3% -69.07 აშშ დოლარის (კურსი 2016.11.10) შესაბამისი ექვივალენტი ეროვნული ვალუტით, მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხე ვ-----–ი გ-----ეს.

 

მოპასუხეებს: ზვიად კო---–---ს, ლევან კ------ეს და იმედა გ-----ეს - სს ,,ფი---------------------–ო“-ს სასარგებლოდ, 2015 წლის 18 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისრათ - 13.016.89 აშშ დოლარის გადახდა. რომლის 3% -13.016.89 აშშ დოლარის 3% - 390.50 აშშ დოლარის (კურსი 2016.11.10 წელი) შესაბამისი ექვივალენტი ეროვნული ვალუტით, მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს მოპასუხეებს - ზვიად კო---–---ს, ლევან კ------ეს და იმედა გ-----ეს.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს სს ,,ფი---------------------–ო“-ს სარჩელი.

 

2. მოპასუხე ზვიად კო---–---ს, სს ,,ფი---------------------–ო“-ს სასარგებლოდ, 2015 წლის 26 ოქტომბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს - 2302,38 აშშ დოლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეებს: ზვიად კო---–---ს, ლევან კ------ეს და იმედა გ-----ეს - სს ,,ფი---------------------–ო“-ს სასარგებლოდ, 2015 წლის 18 მარტის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ - 13.016.89 აშშ დოლარის გადახდა.

 

4. კრედიტორის სს ,,ფი---------------------–ო“-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მოხდეს იპოთეკით დატვირთული ვ-----–ი გ-----ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებების რეალიზაცია, მდებარე: წყალტუბო. ქვიტირი. საკადასტრო კოდი № 29.12.32.219; იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების დასაფარად, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება მოხდეს ძირითადი სოლიდარული თავდებების უძრავ-მოძრავი ქონებიდან ამონაგები ქონების რეალიზაციით.

 

5. მოპასუხე ზვიად კო---–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 69.07 აშშ დოლარის (კურსი 2016.11.10) შესაბამისი ექვივალენტი ეროვნული ვალუტით.

მოპასუხეებს: ზვიად კო---–---ს, ლევან კ------ეს და იმედა გ-----ეს - სს ,,ფი---------------------–ო“-ს სასარგებლოდ დაეკისროთ, მოსარჩელის მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 390.50 აშშ დოლარის (კურსი 2016.11.10 წელი) შესაბამისი ექვივალენტი ეროვნული ვალუტით გადახდა.

 

6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე