განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ს----------–--ს სახელით
საქმე N2ბ/2031-18 28 მაისი, 2019 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი – ს--------------–----------, შ--------------------–------------------“;
წარმომადგენლები – თ------------–---, გ--------------–-–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე – რ----- ფ-----;
წარმომადგენელი - თ----------;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელების დაკმაყოფილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, სს „-----------–----------- სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შპს „----------------–--------------------- სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის №2154263 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე აეკრძალა რ----- ფ-----ს (პირადი ნომერი: 6----------) მის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული, ქ. თბილისში, წყნეთში (ნაკვეთი №1-----)/ქ. თბილისში, წყნეთში (ნაკვეთი№1-----) მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო კოდით №0--------------- გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა და შ.პ.ს. ,,ჰ--------ი”-ს (ს/კ
2--------) კაპიტალში რ----- ფ-----ს კუთვნილი 100% წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2011 წლის 30 სექტემბერს ს.ს. „-----------–---------- და შ.პ.ს „--------------------- და „---------------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება #G-----------, საკრედიტო ხაზის მოცულობა განისაზღვრა 100 000 000 ა.შ.შ. დოლარით, მოქმედევის ვადა _ 240 თვე (ს.ფ. 56-73);
2.2. 2015 წლის 24 ივნისს ს.ს. „-----------–---------- და რ----- ფ-----ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ #CAS000106604 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, რ----- ფ-----მ 2011 წლის 30 სექტემბრის #G----------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე თავდებად დაუდგა შ.პ.ს „--------------------- და „--------------ს, ს.ს. „-----------–-----------ს სასარგებლოდ ბ---ის უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად 14 000 000 ა.შ.შ. დოლარის ფარგლებში (ს.ფ. 75-79);
2.3. 2016 წლის 23 სექტემბერს გაფორმებული მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებით, ს.ს. „-----------–------------ მოთხოვნის უფლება დაუთმო შ.პ.ს „----------------–--------------------. ფულადი მოთხოვნის ღირებულება შეადგენდა 1 093 453.08 ა.შ.შ. დოლარს მოვალეების _ შ.პ.ს. „რ------------------“-ს და „-------------- ს მიმართ. (ს.ფ. 80-90);
2.4. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის „დავების განმხილველი ცენტრი“-ს 2016 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს.ს. „-----------–-----------ს და შ.პ.ს „-----------------–----------------------ს საარბიტრაჟო სარჩელი მოპასუხეების შ.პ.ს. „---------------------- და „----------------ს მიმართ; შ.პ.ს. „---------------------- და „---------------ს, ს.ს. „-----------–-----------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 170 000 ა.შ.შ. დოლარის და საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 35 000 ლარის გადახდა. შ.პ.ს. „--------------------- და „---------------ს, შ.პ.ს „----------------–---------------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1 093 453,08 ა.შ.შ. დოლარის გადახდა (ს.ფ. 240-249);
2.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ს.ს. ,------------–-----------ს და შ.პ.ს „----------------–---------------------ს შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა. ცნობილი იქნა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შ.პ.ს. „დავების განმხილველი ცენტრი“-ს 2016 წლის 5 ოქტომბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და დაექვემდებარა აღსრულებას შემდეგი სახით: ა) შ.პ.ს „--------------------- და „-------------.-ს ს.ს. „-----------–-----------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 170 000 ა.შ.შ. დოლარის (ძირითადი თანხის 168 559,64 აშშ დოლარის და დარიცხული საპროცენტო სარგებელი - 1440,36 აშშ დოლარი) და საარბიტრაჟო მოსაკრებლის _ 35 000 ლარის გადახდა; ბ) შ.პ.ს „--------------------- და „-------------.-ს შ.პ.ს „----------------–---------------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრა 1 093 453.08 ა.შ.შ. დოლარის (სესხის ძირითადი თანხა) გადახდა (ს.ფ. 91-94);
2.6. 2016 წლის 18 აგვისტოს შედარების აქტით დადგენილია, რომ 2011 წლის 30 სექტემბრის #G----------- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ.პ.ს „რ------------------“-ს და „-------------- ჯამური დავალიანება ს.ს. „-----------–-----------ს მიმართ შეადგენდა 77 857 735.44 ა.შ.შ. დოლარს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფილი საგნების აუქციონზე რეალიზაცია ბ---ის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით განხორციელდებოდა შ.პ.ს. ,,თბილისის ს-----–-----------–-”-ს მიერ შეძლებისდაგვარად ერთ ლოტად. საწყისი ფასი უნდა განსაზღვრულიყო ბ---ის წინაშე არსებული ვალდებულებების და აღსრულებასთან/აუქციონთან დაკავშირებული ხარჯის მოცულობით (ს.ფ. 150-152).
2.7. 2016 წლის 22 აგვისტოს ს.ს. „-----------–----------- განცხადებით მიმართა შ.პ.ს. ,,თბილისის სააუქციონო სახლს”. შ.პ.ს. ,,თბილისის სააუქციონო სახლმა” გაზეთ ,--------------------- 2016 წლის 24-25 აგვისტოს ნომერში გამოაქვეყნა განცხადება პირველი საჯარო აუქციონის შესახებ შ.პ.ს. ,,რ------------------”-ს კუთვნილი ქონების რეალიზაციის მიზნით (ს.ფ. 157) ქონება გატანილი იქნა ერთ ლოტად, საწყისი ფასი განისაზღვრა 199 328 134 ლარით და 40 თეთრით და პირველივე აუქციონზე ს.ს. „-------------------- (--------------------------------- ქონება შეიძინა 235 078 134 ლარად და 40 თეთრად (ს.ფ. 152-157).
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.8. „---------------ის 2016 წლის მარტით დათარიღებული შეფასების ანგარიშით (შეფასება შესრულებულია 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით) დადგენილია, რომ შ.პ.ს. „რ------------------“-ს ძირითადი საშუალებების ღირებულება შეადგენდა 930 390 000 ლარს (388 488 000 ა.შ.შ. დოლარს) (ს.ფ. 207-208; 213-214;224-226).
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. დადგენილია, რომ 2015 წლის 24 ივნისს ს.ს. „-----------–---------- და რ----- ფ-----ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, რ----- ფ----- 2011 წლის 30 სექტემბრის #G----------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე თავდებად დაუდგა შ.პ.ს
„--------------------- და „--------------ს, ს.ს. „-----------–-----------ს სასარგებლოდ ბ---ის უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად
14 000 000 ა.შ.შ. დოლარის ფარგლებში. აღნიშნული ხელშეკრულების 4.3.1 და 4.3.2. პუნქტების მიხედვით, ბ---ი უფლებამოსილია მოთხოვოს თავდებს უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილება იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული ბ---ის მიერ, ან/და თუ ვალი ვადამდე იქნა გამოთხოვილი ბ---ის მიერ და იგი არ გადახდილა (4.3.1), ბ---ი ვალდებულია ხელშეკრულების საფუძველზე თავდებისათვის მოთხოვნის წაყენებამდე აცნობოს 4.3.1 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის თაობაზე, ხოლო თავდების მოთხოვნის მიღების შემთხვევაში მიაწოდოს მას ცნობები მოვალის ვალის მდგომარეობის შესახებ (4.3.2).
2.10. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის მიხედვით, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
2.11. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 899-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თავდებს შეუძლია წამოაყენოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლები. თავდები არ კარგავს შესაგებლის უფლებას იმის გამო, რომ ძირითადმა მოვალემ უარი თქვა მასზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებენ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის „დავების განმხილველი ცენტრი“-ს 2016 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებას ს.ს. „-----------–---------- და შ.პ.ს „--------------------- და „--------------ს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების შესახებ და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებას არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობის და აღსრულების შესახებ.
მუდმივმოქმედი არბიტრაჟის „დავების განმხილველი ცენტრი“-ს 2016 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს.ს. „-----------–-----------ს და შ.პ.ს. ,------------------–----------------------ს საარბიტრაჟო სარჩელი მოპასუხეების _ შ.პ.ს.
„რ------------------“-ს და „---------------ს მიმართ. დადგენილია, რომ საარბიტრაჟო სარჩელზე შესაგებელი შ.პ.ს. „--------------------- და „---------------ს არ წარუდგენიათ და არც საქმის განხილვაში მიუღიათ მონაწილეობა. რაც შეეხება თავდებ პირს _ რ----- ფ-----ს, მისთვის უცნობი იყო სადავო გარემოებების და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესახებ, აღნიშნულ დავაში რ----- ფ----- მხარედ არ მონაწილეობდა. არბიტრაჟის გადაწყვეტილებას და სასამართლოს განჩინებას პრეიუდიციული მნიშვნელობა ვერ ექნება განსახილველი საქმისათვის და ვერ გავრცელდება რ----- ფ-----ს მიმართ. რ----- ფ-----ს, როგორც თავდებს, უფლება აქვს წამოაყენოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლები და არ დაუკარგავს შესაგებლის უფლება იმის გამო, რომ ძირითადმა მოვალემ უარი თქვა მასზე.
2.12. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.13. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.14. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის გაყიდვა ხდება აუქციონზე კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, რომლებიც აუქციონის ჩატარების მიზნით ნიშნავენ სპეციალისტს, მისივე თანხმობით. შეთანხმებით განისაზღვრება სპეციალისტის ანაზღაურება. ამავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, სპეციალისტის მიერ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ნივთის აუქციონზე რეალიზაცია არ ითვლება იძულებით აღსრულებად.
2.15. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 3064 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, უძრავი ნივთის საწყისი ფასი განისაზღვრება პროცესის ხარჯებისა და კრედიტორის მოთხოვნის ჯამური ოდენობით. აუქციონი გრძელდება მანამ, სანამ სხვა შემოთავაზება არ მოხდება. სპეციალისტმა უნდა გამოაცხადოს ფასის ბოლო შემოთავაზება და აუქციონის დასასრული.
2016 წლის 18 აგვისტოს შედარების აქტით დადგენილია, რომ 2011 წლის 30 სექტემბრის #G----------- გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შ.პ.ს „რ------------------“-ს და „---------------ს ჯამური დავალიანება ს.ს. „-----------–-----------ს მიმართ შეადგენდა 77 857 735.44 ა.შ.შ. დოლარს. დავალიანების დაფარვის მიზნით ს.ს. ,------------–-----------ს განცხადების საფუძველზე აუქციონზე ერთ ლოტად გავიდა იპოთეკით დატვირთული შ.პ.ს „რ------------------“-ს უძრავი ქონება და გირავნობის საგნები, ქონების საწყისი ფასი განისაზღვრა 199 328 134 ლარით და 40 თეთრით, ქონება გასხვისდა 235 078 134 ლარად და 40 თეთრად. შ.პ.ს. ,,თბილისის ს-----–-----------–-”-ს განკარგულებაში მითითებულია, რომ ნასყიდობის თანხიდან 35859376 ლარი და 43 თეთრი გადაირიცხება ბიუჯეტში დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით, დაკავებული იქნება სააუქციონო მომსახურების საზღაური და დანარჩენი ჩაერიცხება ს.ს. ,------------–----------- უზრუნველყოფილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით.
2.16. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შ.პ.ს „რ------------------“-ს იპოთეკით და გირავნობით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა _ 235078134.40 ლარი, აღემატებოდა ს.ს. ,------------–-----------ს მიმართ არსებულ შ.პ.ს „რ------------------“-ს და „---------------ს ჯამურ დავალიანებას 77 857 735.44 ა.შ.შ. დოლარს (17955509.47 ლარს _01.09.2016წ. მდგომარეობით 1 ა.შ.შ. დოლარი _ 2.3062 ლარი). ს.ს. ,------------–---------- არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუ რა თანხა ჩაურიცხა შ.პ.ს. ,,თბილისის სააუქციონო სახლმა” კრედიტორს და დარჩა თუ არა ძირითად მსესხებელს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ის დავალიანება, რასაც მოსარჩელეები მოპასუხისგან ითხოვენ. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თავდებობა აქცესორული უფლებაა, თავდების ვალდებულება წყდება ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტისას. იმ შემთხვევაშიც კი, რომ პირველ აუქციონზე ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხით ვერ დაფარულიყო კრედიტორის ვალდებულება, არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, თავდები პირის მიმართ მოთხოვნის საფუძველი არ შეიძლება გახდეს აუქციონზე ნივთის საწყისი ფასის ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 3064 მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის დარღვევით განსაზღვრა. თუ აუქციონზე ნივთის საწყისი ფასი მითითებული ნორმის დარღვევით არ განსაზღვრულა, როგორც ამას მოსარჩელეები მიუთითებენ, მაშინ ეს გარემოებაც ადასტურებს, რომ კრედიტორის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილებულა მოვალის ქონების რეალიზაციით.
2.17. რაც შეეხება ს.ს. ,------------–-----------ს მიერ შ.პ.ს. ,,----------------–---------------------ს მიმართ მოთხოვნის დათმობას, ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნის დათმობა შეუძლია მოთხოვნის მფლობელს და მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე
მოთხოვნა რომ გააჩნდა ს.ს. ,------------–----------. ამასთან, სარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელეები მიუთითებენ არბიტრაჟის 2016 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებას და სასამართლოს განჩინებას (სხვა მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი) და მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება ს.ს. ,------------–---------- და შ.პ.ს. ,-----------------–-------------------- შორის გაფორმებულია საარბიტრაჟო გადაწყვეტილებამდე _ 2016 წლის 23 სექტემბერს.
2.18. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
განსახილველ შემთხვევაში გვაქვს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შ.პ.ს. „რ------------------“-ს ძირითადი საშუალებების ღირებულება შეადგენდა 930 390 000 ლარს (388 488 000 ა.შ.შ. დოლარს). ს.ს. ,------------–-----------ს ვალდებულების დაფარვის მიზნით მოვალის ქონება გავიდა აუქციონზე და ქონების საწყისი ფასი განისაზღვრა 199 328 134 ლარით და 40 თეთრით, გასხვისდა 235 078 134 ლარად და 40 თეთრად, რაც აღემატებოდა ბ---ის მიმართ არსებულ დავალიანებას, მოსარჩელეები აცხადებენ, რომ მითითებული თანხა არ არის საკმარისი კრედიტორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ და კიდევ ითხოვენ თავდების მიმართ თანხის დაკისრებას. მხოლოდ ბ---ის მიერ გაცემული ცნობა და მის საფუძველზე მიღებული არბიტრაჟის გადაწყვეტილება, რომელ დავაშიც რ----- ფ----- მხარე არ იყო (თავად ძირითად მსესხებლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა), მოპასუხე რ----- ფ-----სათვის თანხის დაკისრების საფუძველი არ შეიძლება გახდეს, რის გამოც ს.ს. ,------------–-----------ს მიერ შ.პ.ს. ,,----------------–---------------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2.19. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის №2154263 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზე აეკრძალა რ----- ფ-----ს (პირადი ნომერი: 6----------) მის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული, ქ. თბილისში, წყნეთში (ნაკვეთი №1-----)/ქ. თბილისში, წყნეთში (ნაკვეთი№1-----) მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო კოდით №0--------------- გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა და შ.პ.ს. ,,ჰ--------ი”-ს (ს/კ 2--------) კაპიტალში რ----- ფ-----ს კუთვნილი 100% წილის გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასება, იმასთან დაკავშირებით თითქოს, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება წარმოადგენს სს „-----------–----------- და შპს „----------------–--------------------- მოთხოვნის საფუძველს, არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან ამ უკანასკნელი მტკიცებულების საქმეზე დართვით მოსარჩელე მხარემ დამატებით უზრუნველყო, ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, საკუთარი პოზიციის დადასტურება.
3.2. აპელანტის მითითებით, სინამდვილეს არ შეესაბამება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაფიქსირებული პოზიცია, თითქოს რ----- ფ-----სთვის უცნობი იყო „სადავო გარემოებების და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესახებ“. რ----- ფ----- წარმოადგენდა შპს „რ------------------ს“ და „--------------ს საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეს, რომელიც როგორც თავად აცხადებს წარმოადგენდა დასახელებული კომპანიების სახელით გადაწყვეტილების მიმღებ ერთადერთ სუბიექტს, შესაბამისად, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და ალოგიკურია მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მისთვის შესაძლოა უცნობი ყოფილიყო შპს „რ------------------ს“ და „--------------ს ნარჩენი დავალიანების შესახებ.
3.3. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მხრიდან, შპს „რ------------------ს“ და „---------------ს ნარჩენი ვალდებულების არ არსებობის თაობაზე დაფიქსირებული პოზიცია არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან, ამასთან, აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხე მხარეს, საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად - „აღნიშნული ვალდებულება დაფარულია“, წარმოდგენილი არ აქვს არანაირი მტკიცებულება.
3.4. აპელანტის მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვა განაპირობა რ----- ფ-----ს და სს „-----------–---------- შორის 2015 წლის 24 ივნისს გაფორმებულმა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებამ, რომლის მიხედვითაც 14 000 000 აშშ დოლარის ფარგლებში უზრუნველყოფილ იქნა შპს „---------------------- და „---------------ს შორის 2011 წლის 30 სექტემბერს გაფორმებული N G----------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. უფრო კონკრეტულად რ----- ფ-----ს მიერ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილ იქნა ძირითადი ხელშეკრულებიდან (N G----------- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება) ან/და ძირითადად ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ სხვა ვალდებულებებიდან გამომდინარე ბ---ის სასარგებლოდ არსებული, სამომავლო ან/და პირობითი მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მოვალეების მიმართ (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად: ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ბ---ისათვის მიყენებული ზიანი/ზარალი) ასევე სასამართლო (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლოს) აღსრულების და ამგვარი მოთხოვნიდან გამომდინარე ნებისმიერ სხვა ხარჯი.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ სადავოდ არ გამხდარა მხარეთა შორის გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობა, რაც ნიშნავს, რომ სს „-----------–----------- და შპს „----------------–--------------------- მოთხოვნის საფუძველთან დაკავშირებით თავად მოწინააღმდეგე მხარესაც კი არ გააჩნია პრეტენზიები და იგი გაფორმებულია ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით დადგენილი პირობების სრული დაცვით.
ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, სახეზე არ გვაქვს თავდებობის შეწყვეტის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, რადგან არ მომხდარა ძირითადი ვალდებულების შესრულება და მოვალეებს კვლავაც ერიცხებათ მიმდინარე ვალდებულება მოსარჩელეების მიმართ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში მითითებული აქვს, რომ სანივთო-სამართლებრივი მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების გამო მოვალეთა ვალდებულება სრულად ამოიწურა, რაც ცალსახად ეწინააღმდეგება სოლიდარული თავდებობის არსს, ვინაიდან თუ უზრუნველყოფის საშუალებების რეალიზაციის შემდგომ ვალდებულება სრულად არ ამოიწურება, მაშინ წარმოება გაგრძელდება მოვალეების და მათი სოლიდარული თავდებების საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებების მიმართ.
ამდენად, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, ასევე გაზიარებული იქნება ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერაც, თავდებობა დაკარგავს თავის ფუნქციას, ვინაიდან მოთხოვნის დაკმაყოფილების მხოლოდ იპოთეკისა და გირავნობის საგნების რეალიზაციის შედეგებზე დაფუძნება თავდებობას გადააქცევს ფორმალურ ინსტრუმენტად. უფრო კონკრეტულად, მაგალითისთვის, თუ კრედიტი უზრუნველყოფილია იპოთეკითა და თავდებობით, პირველ რიგში უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია, სხვაგავარად იძულებით აღსრულების პროცესი ვერ დაიწყება თავდების მიმართ, მოცემული გადაწყვეტილებით კი, თბილისის საქალაქო სასამართლო გვეუბნება, რომ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემდგომ თავდებს მოთხოვნა აღარ უნდა წაეყენოს. საკითხის აღნიშნული დასაბუთებით გადაწყვეტა, ერთის მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფაქტობრივად უფუნქციოდ აქცევს თავდებობას, ხოლო მეორეს მხრივ კი, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს არსებულ სასამართლო პრაქტიკას, რომლის გათვალისწინებით და შესაბამისად მოქმედებს არამხოლოდ ს--------------–----------, არამედ სხვა საბ---ო თუ არასაბ---ო დაწესებულებები.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაფიქსირებული პოზიცია, თითქოს რ----- ფ-----სთვის უცნობი იყო „სადავო გარემოებების და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესახებ“. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განვუმარტავთ, რომ რ----- ფ----- წარმოადგენდა შპს „რ------------------ს“ და „---------------ს საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეს, რომელიც როგორც თავად აცხადებს წარმოადგენდა დასახელებული კომპანიების სახელით გადაწყვეტილების მიმღებ ერთადერთ სუბიექტს, შესაბამისად, აბსოლუტურად დაუსაბუთებელია და ალოგიკურია მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მისთვის შესაძლოა უცნობი ყოფილიყო შპს „რ------------------ს“ და „---------------ს ნარჩენი დავალიანების შესახებ.
აპელანტის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორმა ჯერ მოვალეებს წაუყენა საკუთარი, კრედიტორული მოთხოვნები, ხოლო მათი მხრიდან ვალდებულების სრულად შეუსრულებლობის შემდგომ მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი უფლებების დასაცავად მოთხოვნა წაეყენებინა სოლიდარული თავდებისთვისაც, რაც როგორც აღინიშნა აბსოლუტურად კანონშესაბამის ქმედებას წარმოადგენდა. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ სოლიდარული თავდებობა ჩვეულებრივი თავდებობისაგან იმით განსხვავდება, რომ კრედიტორს 896-ე და 463-ე მუხლების ძალით შეუძლია საკუთარი არჩევით შესრულება მოითხოვოს, როგორც ერთ-ერთი, ისე ყველა თავდებისაგან, როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ. მთლიანად შესრულებამდე სოლიდარული მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება (უზენაესმა სასამართლოს N ას-513-490-2016 გადაწყვეტილება).
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელ ად დატოვების დასაბუთება
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. განსახილველი სარჩელით, სს „-----------–----------- მოთხოვანს წარმოადგენს, მოპასუხე რ----- ფ-----სათვის 170 000 აშშ დოლარისა და 35 000 ლარის გადახდის დაკისრება. შპს „-----------------–--------------------- მოთხოვნაა მოპასუხე რ----- ფ-----სათვის 1 093 453.08 აშშ დოლარის დაკისრება.
მოსარჩელეთა მითითებით, მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს 2015 წლის 24 ივნისს სს „ს----------–--ს ბ---სა“ და რ----- ფ-----ს შორის გაფორმებულ სოლიდარული თავდებობის შესახებ NCAS000106604 ხელშეკრულება, რომლითაც რ----- ფ----- 2011 წლის 30 სექტემბერს სს „-----------–---------- და შპს „--------------------- და „---------------ს შორის გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან გამომდინარე, თავდებად დაუდგა შპს „--------------------- და „--------------ს, ს--------------–-----------ს სასარგებლოდ.
დადგენილია, რომ 2011 წლის 30 სექტემბერს სს „-----------–---------- და შპს „--------------------- და „---------------ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება NG-----------, საკრედიტო ხაზის მოცულობა განისაზღვრა 100 000 000 აშშ დოლარით, მოქმედევის ვადა - 240 თვე (იხ. ტ.1, ს.ფ. 56-73);
დადგენილია, რომ 2016 წლის 23 სექტემბერს, მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულებით, სს „-----------–------------ მოთხოვნის უფლება დაუთმო შპს „----------------–--------------------. ფულადი მოთხოვნის ღირებულება შეადგენდა 1 093 453.08 აშშ დოლარს მოვალეების - შპს „რ------------------“-ს და „-------------- ს მიმართ. (იხ. ტ.1, ს.ფ. 80-90).
4.2. საქმის მასალებით, კერძოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ განჩინებით დგინდება, რომ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის „დავების განმხილველი ცენტრის“ 2016 წლის 5 ოქტომბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სს „-----------–----------- და შპს „----------------–--------------------- საარბიტრაჟო სარჩელი მოპასუხეების შპს „---------------------- და „----------------ს მიმართ; შპს „---------------------- და „---------------ს, სს „-----------–----------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 170 000 აშშ დოლარის და საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 35 000 ლარის გადახდა. შ.პ.ს. „--------------------- და „---------------ს, შ.პ.ს „----------------–--------------------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 1 093 453,08 აშშ დოლარის გადახდა (ტ.1, ს.ფ. 91-94; 240-249)
4.3. ერთის მხრივ სს „ს----------–--ს ბ---სა“ და მეორეს მხირვ შპს „--------------------- და „-------------- შორის 2016 წლის 18 აგვისტოს, სს „-----------–----------- წინაშე არსებული საკრედიტო დავალიანებასთან დაკავშირბეით შედგა შედარების აქტი, რომლის თანახმად, 2011 წლის 30 სექტემბრის NG----------- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „რ------------------ს“ და „------------- ჯამური დავალიანება სს „-----------–----------- მიმართ შეადგენდა 77 857 735.44 აშშ დოლარს (იხ. ტ.1, ს.ფ. 150-151)
2016 წლის 22 აგვისტოს სს „-----------–----------- განცხადებით მიმართა შპს ,,თბილისის სააუქციონო სახლს”.
დადგენილია, რომ შპს ,,რ------------------ს” კუთვნილი ქონების რეალიზაციის მიზნით, ქონება გატანილი იქნა აუქციონზე ერთ ლოტად, საწყისი ფასი განისაზღვრა 199 328 134 ლარით და 40 თეთრით. პირველივე აუქციონზე სს „-------------------- ქონება შეიძინა 235 078 134 ლარად და 40 თეთრად (ტ.1, ს.ფ. 152-157).
4.4. აპელანტების მითითებით, ქონების აუქციონზე რეალიზაციის შემდგომ კვლავაც დარჩა შესასრულებელი ვალდებულება 2011 წლის 30 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს 2015 წლის 24 ივნისს გაფორმებულ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ შპს „--------------------- და „---------------ს დღეის მდგომარეობით, შპს „----------------–--------------------- წინაშე სოლიდარულად ერიცხებათ საკრედიტო დავალიანება - 1 093 453,08 აშშ დოარის ოდენობით, ხოლო ს----------–--ს ბ---ის წინაშე კი 166 034.07 აშშ დოლარისა (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 28.05.2019წ. სასამართლო სხდომის ოქმი) და 35 000 ლარის ოდენობით, რომელიც წარმოშობილია 2011 წლის 30 სექტემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან, შესაბამისად, აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოპასუხესთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, ვალდებულების შესრულება უნდა დაეკისროს თავდებს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს, საქმის მასალებში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ საფუძველზე დადგენილ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, დადგენილია, რომ 2016 წლის 18 აგვისტოს შედარების აქტით, 2011 წლის 30 სექტემბრის NG----------- გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „რ------------------ს“ და „---------------ს ჯამური დავალიანება სს „-----------–----------- მიმართ შეადგენდა 77 857 735.44 აშშ დოლარს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ცნობილ იქნა მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს „დავების განმხილველი ცენტრის“ 2016 წლის 5 ოქტომბრის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება და დაექვემდებარა აღსრულებას შემდეგი სახით: ა) შპს „--------------------- და „-------------.-ს სს „-----------–----------- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა 170 000 აშშ დოლარის (ძირითადი თანხის 168 559,64 აშშ დოლარის და დარიცხული საპროცენტო სარგებელი - 1440,36 აშშ დოლარი) და საარბიტრაჟო მოსაკრებლის _ 35 000 ლარის გადახდა; ბ) შპს „--------------------- და „-------------.-ს შპს „----------------–--------------------- სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრა 1 093 453.08 აშშ დოლარის (სესხის ძირითადი თანხა) გადახდა (ტ.1, ს.ფ. 91-94);
ასევე დადგენილია, რომ 2011 წლის 30 სექტემბრის NG----------- გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით სს ,,ს----------–--ს ბ---ის” განცხადების საფუძველზე, აუქციონზე ერთ ლოტად გავიდა იპოთეკით დატვირთული შპს „რ------------------ს“ უძრავი ქონება და გირავნობის საგნები, ქონების საწყისი ფასი განისაზღვრა 199 328 134 ლარით და 40 თეთრით, ქონება გასხვისდა 235 078 134 ლარად და 40 თეთრად. შპს ,,თბილისის ს-----–-----------–-ს” განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ნასყიდობის თანხიდან 3 5859 376 ლარი და 43 თეთრი გადაირიცხება ბიუჯეტში დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით, დაკავებული იქნება სააუქციონო მომსახურების საზღაური და დანარჩენი ჩაერიცხება სს ,------------–---------- უზრუნველყოფილი მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით (იხ. ტ.1, ს.ფ. 150-157).
პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.
აპელანტის მითითება, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო მისი ვალდებულების არსებობის შესახებ და მან აღიარა ასეთი ვალდებულება, რაც ინგლისის სასამართლოში წარდგენილი სარჩელიდან დგინდება, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ ადასტურებს სადავო ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, თუ რა მოცულობის ვალდებულება დარჩა შესასრულებელი მოვალეს, რომელზედაც პასუხი უნდა აგოს თავდებმა.
განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 18 აგვისტოს შედარების აქტით უდავოდ დგინდება, რომ 2011 წლის 30 სექტემბრის NG----------- საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „რ------------------ს“ და „------------- ჯამური დავალიანება სს „-----------–----------- მიმართ შეადგენდა 77 857 735.44 აშშ დოლარს, ასევე უდავოდ დადგენილია, რომ შპს „რ------------------ს“ ქონება აუქციონზე გასხვისებული იქნა 235 078 134 ლარად და 40 თეთრად, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ აუქციონზე რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დავალიანების თანხას, სადავო პერიოდში ვალუტის გაცვლის კურსის გათვალისწინებით, შესაბამისად, მოსარჩელეს მართებდა სარწმუნო მტკიცებულებები წარმოედგინა დაუფარავი მოთხოვნების შესახებ.
4.5. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 899-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თავდებს შეუძლია წამოაყენოს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლები. თავდები არ კარგავს შესაგებლის უფლებას იმის გამო, რომ ძირითადმა მოვალემ უარი თქვა მასზე.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ აუქციონის შედეგად ამონაგები თანხა, საკმარისი არ არის კრედიტორის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, თუმცა რაიმე მტკიცებულება დაუფარავი მოთხოვნებისა და მათი მოცულობის შესახებ აპელანტებს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად, სარჩელი მართებულად არ იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
4.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტებმა ვერ უზრუნველყვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი, მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტებმა შესთავაზეს სასამართლოს არ იძლევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმარის საფუძველს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „-----------–----------- და შ--------------------–------------------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ს----------–--ს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ლევან გვარამია
მოსამართლეები: გოგიტა თოთოსაშვილი
გელა ქირია