ცვლილებები მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს ,,დავების განმხილველი ცენტრის” საქმისწარმოების წესებში (დებულებაში)

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
ნომერი
№16
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/06/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ცვლილებები

მუდმივმოქმედი არბიტრაჟი –  შპს ,,დავების განმხილველი ცენტრის”

საქმისწარმოების წესებში (დებულებაში)

 

    მუხლი 1

მუდმივმოქმედი არბიტრაჟის – შპს ,,დავების განმხილველი ცენტრის” საქმისწარმოების წესებში (დებულებაში) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. დებულების 24 -ე მუხლის 24.7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,24.7. საარბიტრაჟო დავის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას, არბიტრმა საქმეზე გადაწყვეტილება შესაძლებელია მიიღოს მოპასუხე მხარისათვის დადგენილი შეპასუხების ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ ამ ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 14 დღის განმავლობაში.“

 

2. დებულების 24 -ე მუხლს დაემატოს 24.8 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,24.8. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, მხარეებს შორის მორიგების მიღწევის შემთხვევაში, საარბიტრაჟო სასამართლოს შეუძლია მხარეთა მომართვის საფუძველზე, განცხადების DRC -ის კანცელარიისათვის ჩაბარებიდან 14 დღის განმავლობაში , შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება ახალი გადაწყვეტილებით მხარეთა მორიგების შეთანხმებული პირობებით დამტკიცების შესახებ. ასეთ შემთხვევაში გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებელი არ მცირდება.

 

3. დებულების 24 -ე მუხლს დაემატოს 24.9 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,24.9. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, თუ მხარეებს ექნებათ სურვილი , დავა მოაგვარონ საარბიტრაჟო მორიგებით, მათ შეუძლიათ ეს განახორციელონ 18¹ მუხლით გათვალისწინებული წესით. ამ შემთხვევაში საარბიტრაჟო მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება 29 -ე მუხლის 29.4 პუნქტის შესაბამისად.“

 

4. დებულების 29 -ე მუხლის 29.8 -ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,29.8. საარბიტრაჟო განხილვის პროცესში შესაძლოა წარმოიშვას შემდეგი ხარჯები:

(ა) საარბიტრაჟო ხელშეკრულებით გათალისწინებული საარბიტრაჟო განხილვის   ადგლზე დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები (ქირა, ტრანსპორტი,      სასტუმრო, კვება და ა.შ.);

(ბ)     სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები;

(გ)     თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები;

(დ)    ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები;

(ე)       საჯარო გამოქვეყნების ხარჯები.

ექსპერტების, სპეციალისტების და თარჯიმნების სამუშაოსა და არბიტრაჟში გამოცხადებისათვის საჭირო ხარჯებს, როგროც წესი , გაიღებს მხარე (გადაიხდის ავანსის სახით), რომელმაც  იშუამდგომლა მათ მოწვევაზე, თუ საარბიტრაჟო შეთანხმებით ან არბიტრაჟის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ იქნება დადგენილი. რაც შეეხება საჯარო გამოქვეყნების ხარჯებს, მას გასწევს მოსარჩელე მხარე, თუ მუმივმოქმედი არბიტრაჟი სხვაგვარად არ გადაწყვეტს.“

5. დებულების 25 -ე მუხლის 25.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,25.4. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების მიღებიდან მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულებამდე პერიოდში, მხარეებს უფლება აქვთ D RC-ის კანცელარიის მეშვეობით მიმართონ საარბიტრაჟო სასამართლოს , გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება მოთხოვნებზე:

ა) რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა -განმარტებანი, მაგრამ არ აისახა გადაწყვეტილებაში;

ბ) არბიტრაჟმა გადაწყვიტა უფლების საკითხი, მაგრამ არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს;

გ) არბიტრაჟს არ გადაუწყვეტია მოსაკრებლისა და /ან ხარჯების სა კ ითხი.

მხარის მოთხოვნა უნდა ჩაბარდეს DRC -ის კანცელარიას, რომელიც ამ მოთხოვნას გადასცემს სხვა მხარეებს და არბიტრს (არბიტრებს). არბიტრაჟმა, თუ იგი ამ მოთხოვნას დასაბუთებულად მიიჩნევს, მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში უნდა გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე.“.

 

    მუხლი 2

დებულებაში ცვლილებები ძალაში შევიდეს 2012 წლის 20 ივნისიდან.