განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2019
საქმის ნომერი
330210017002194048
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017002194048

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/6038-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - მ--- ფ------–-–---–ი

წარმომადგენელი - გ--------–----–---–-

 

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,თ----- ბ---ი’’

წარმომადგენლები – ი------–--------–-

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება

 

სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, პროცენტის და პირგასამტეხლოს ნაწილში გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სს „თ----- ბ---ი”-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მ--- ფ------–-–---–ს და დ----- ჩ-------–--ლს სს ”თ----- ბ---ი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირი თანხის 3 650 ლარის გადახდა; მ--- ფ------–-–---–ს სს ”თ----- ბ---ი”-ს სასარგებლოდ დაეკისრა პროცენტის 2 340.32 ლარის და პირგასამტეხლოს 500 ლარის გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. სს „თ----- ბ---სა“ და მ--- ფ------–-–---–ს შორის 2014 წლის 09 ივნისს დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3650 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, ვადა 1088 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ფიქსირებული 20 ლარი და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ გარემოებებს:

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 22 );

- საბ---ო ხელშეკრულება N0--------------- (ს.ფ. 14-21);

- განაცხადის გრაფიკი (ს.ფ. 32-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

2.2. საბ---ო კრედიტის უზრუნველსაყოფად 2014 წლის 09 ივნისს სს „თ----- ბ---სა“ და დ----- ჩ-------–--ლს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, თავდებმა იკისრა ვალდებულება სოლიდარულად, პირადი ქონებით აგოს პასუხი საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებებზე მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდების განცხადება (ს.ფ. 38 );

- თავდებობის ხელშეკრულება N1----------- (ს.ფ. 39-41);

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

2.3. 2017 წლის 24 ნოემბრის (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) მდგომარეობით მოპასუხეებს 2014 წლის 09 ივნისის საბ---ო კრედიტის ხელშეკრუ- ლებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება 8 042.72 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 3650 ლარი, პროცენტი - 2 392.72 ლარი და ჯარიმა 2 000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ( ს.ფ. 34-37);

- ცნობა (ს.ფ. 42 );

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4. დ----- ჩ-------–--ლისათვის 2014 წლის 09 ივნისის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა სარჩელის აღძვრის, 2017 წლის 30 ნოემბრის, შემდგომ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილო- ბითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დადასტურებული სარჩელის აღძვრამდე მოპასუხე მხარის ინფორმირების შესახებ ფაქტი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრუ- ლების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთი- ერთობის საფუძველია, 2014 წლის 09 ივნისს სს „თ----- ბ---ს“ მ--- ფ------–-–---–ს და დ----- ჩ-------–--ლს შორის დადებული საბ---ო კრედიტის და თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ბ---სა და მსესხებლებს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა. ამდენად, მითითებული ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძ- ლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერი- ალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვ- ლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე 2014 წლის 09 ივნისის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება სრულად ცნეს სესხის ძირი თანხის ნაწილში რაც შეადგენს 3 650 ლარს.

 

ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი 3 650 ლარის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ 2014 წლის 09 ივნისს სს”თ----- ბ---სა” და მოპასუხეებს შორის დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3 650 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის ვადა 1 088 დღე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იყო პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარის ოდე- ნობით და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, ძირითადი მსესხებლის მიერ პერიოდულად ირღვეოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შესაბამისად, მ--- ფ------–-–---–ს უნდა დაეკისროს 2014 წლის 09 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტი 2340 ლარის ოდენობით.

 

2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის მიხედვით, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას,კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საბ---ო კრედიტის უზრუნველსაყოფად

2014 წლის 09 ივნისს სს „თ----- ბ---სა“ და დ----- ჩ-------–--ლს შორის დაიდო ხელშეკრულება, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე თავდებმა იკისრა ვალდებულება, სსკ-ის 895-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარულად, პირადი ქონებით აგოს პასუხი საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის ვალდებულებებზე მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში. თავდების პასუხისმგებლო- ბის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა 10 000 აშშ დოლარი.

 

დადგენილია, რომ ძირითადი მსესხებლის მხრიდან ვალდებულება დაირღვა 2014 წლის ივლისის თვეში, თავდებს დ----- ჩ-------–--ლს ბ---ის მხრიდან შეტყობინება დავალიანების შესრულების მოთხოვნით არ გაგზავნია. შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს სესხის მხოლოდ ძირითადი თანხის გადახდა.

 

2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკ- რულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც

 

შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდე- ბულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლომ გონივრულად მიიჩნია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დანაწესის თანახმად მ--- ფ------–-–---–ისათვის პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 2014 წლის 09 ივნისის ხელშეკრულების თანახმად 500 ლარის ოდენობით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით არ არსებობდა პროცენტის სახით მისთვის 2340 ლარის დაკისრების საფუძველი. ამ მიმართებით აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მის მიერ ხელშეკრულებით და გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პროცენტი თითქმის სრულად არის გადახდილი. თავის მხრივ ხელშეკრულება არ შეიცავს დათქმას მისი დარღვევის შემთხვევაში პროცენტის ოდენობის შეცლასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გაუგებარია მისთვის გადაწყვეტილებაში მითითებული ოდენობის სარგებლის დაკისრების საფუძველი.

 

3.2. აპელანტი სადავოდ ხდის ასევე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას და განმარტავს, რომ იმ პირობებში, როდესაც სესხის ძირი თანხის სახით არსებული დავალიანება 3650 ლარს შეადგენს, ამასთან, თითქმის სრულად არის გადახდილი სესხისთვის გათვალისწინებული სარგებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და ის 177 ლარამდე უნდა შემცირდეს.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

იმავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1.1 წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტის მიერ სადავოდაა გამხდარი 0--------- წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია და სადავოდ არ ხდება რომ:

- 2014 წლის 09 ივნისს ერთი მხრივ სს ,,თ----- ბ---ს’’ და მეორე მხრივ მ--- ფ------–-–---–ს შორის მათ შორის დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების და საბ---ო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე #1-------------- საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საგანს ბ---ის მიერ მსესხებლისთვის სასყიდლიანი კრედიტის მიცემა და კლიენტის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულბების ჯეროვნად შესრულება წარმოადგენდა. საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების მე-2 პუნქტით მხარეები საბ---ო კრედიტის ძირითად პირობებზე შეთანხმდენენ. კრედიტის თანხა 3650 ლარით განისაზღვრა, რომლისთვისაც გათვალისწინებული იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი 36 %-ის ოდენობით. კრედიტი 1088 დღის ვადით გაიცა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისთვის გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული და ყოველღიური პირგასატეხლო, ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის 20 ლარით, ხოლო ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადცილებისთვის ყოველდღიურად დავალიანების 0,05%-ით განისაზღვრა.

- მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საკრედიტო ხელშეკრულების პირობები, კრედიტის დაფარვის გრაფიკი, რის გამოც სარჩელის შეტანის მომენტისათვის სს ,,თ----- ბ---ის’’ მიმართ სესხის ძირი თანხის სახით ერიცხებოდა დავალიანება 3650 ლარის ოდენობით. შესაბამისად, დგინდება, რომ აპელანტს ძირი თანხის დაფარვა არც მთლიანად და არც ნაწიილობრივ არ განუხორციელებია.

 

- უდავოა, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი ამონაწერითაც დასტურდება, რომ 0--------- წლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მ--- ფ------–-–---–ის მიერ სს ,,თ----- ბ---ის’’ სასარგებლოდ სარგებლის სახით გადახდილია ჯამში 2 149,18 ლარი.

 

4.1.2. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მ--- ფ------–-–---–ის არგუმენტს მასზედ, რომ ვინაიდან თითქმის სრულად აქვს გადახდილი კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი მას სარგებლის გადახდის ვალდებულება აღარ უნდა დაეკისროს. პალატა საქმეში წარმოდგენილი, მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების და თანდართული გრაფიკების (იხ. ს.ფ. 14-37) მონაცემებზე დაყრდნობით შენიშნავს, რომ აპელანტს ხელშეკრულებით და გრაფიკით გათალისწინებული ოდენობით ე.ი. 2374,72 ლარის ოდენობით (საიდანაც მას გადახდილი აქვს 2149 ლარი, იხ. ს.ფ. 37) სარგებელის გადახდა მოუწევდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის ძირი თანხის დაფარვასაც განახორციელებდა მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ვინაიდან გრაფიკის მოანაცემების თნახმად სარგებელი - 2326 ლარი გამოანგარიშებულია ძირი თანხის ყლველთვიური დაფარვის მიხედვით. შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ მსესხებელს (აპელანტს) ძირი თანხის დაფარვა ნაწილობრივაც კი არ დაუფარავს, აპელანტის ის პრეტენზია, რომ მას სარგებლის სახით მხოლოდ 2374,72 ლარი უნდა გადაიხადოს, საიდანაც მას უკვე გადახდილი აქვს 2149 ლარი, პალატის მოსაზრებით უსაფუძვლოა. თუმცა, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს საპროცენტო სარგებელი უნდა დაეკისროს არა გასაჩივრებულ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით - 2340.32 ლარი, არამედ - 1793 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ არსებით პირობაზე, რაზეც მხარეები საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით შეთანხმდნენ. კერძოდ, 0--------- წლის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ # 0--------------- ხელშეკრულების 5.1. პუნქტით ირკვევა, რომ თითოეული საკრედიტო პროდუქტით სარებლობისთვის ბ---მა კლიენტს სარგებლის წლიური განაკვეთი დაუწესა, რაც თავის საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის საფასურს წარმოადგენდა. 5.2. პუნქტის მიხედვით კლიენტის ვალდებულებად განისაზღვრა ბ---ისთვის ამ ხელშეკრულების საფუძველზე საპროცენტო სარგებლის გადახდა, ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით და პირობებით. 5.3. პუნქტით დადგინდა, რომ საპროცენტო სარგებელი დაერიცხებოდა კლიენტის ფაქტობრივ დავალიანებას ბ---ის მიმართ და გამოანგარიშებული იქნებოდა პროდუქტით ფაქტობრივად სარგებლობის დღეების შესაბამისად 365 დღეზე გაანგარიშებით. განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მ--- ფ------–-–---–ის მიერ 0--------- წლის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების და სესხის დაფარვის გრაფიკი დაირღვა და მას ძირი თანხიდან დაფარვა საერთიოდ არ განუხორციელებია, რის გამოც მ--- ფ------–-–---–ს სარჩელის შეტანის მომენტისთვის (30.11.2017წ.) სესხის ძირი თანხის სახით ერიცხებოდა დავალიანება საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირი თანხის - 3650 ლარის ოდენობით, ანუ უდავოა, რომ ბ---ის მიმართ მ--- ფ------–-–---–ის ძირი თანხის დავალიანება სამი წლის განმავლობაში კრედიტის სახით მიღებულ თანხას - 3650 ლარს შეადგენდა. აღნიშნული უდავო გარემოების, საკრედიტო ხელშეკრულებით მომსახურების შესახებ #0--------------- ხელშეკრულების 5.1-5.3. პუნქტების და საბ---ო კრედიტის ხელშეკრულების 2.3., 2.5. პუნქტების ერთობლივი ლოგიკური და შინაარსობრივი ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მსესხებელს 0--------- წლის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებლი ოდენობის პროცენტის გადახდის ვალდებულება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ ის კრედიტის სახით მიღებულ თანხას სარგებელთან ერთად აღნიშნული დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული წესით დააბრუნებდა, კრედიტის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში კი საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თანახმად მას ფაქტობრივად არსებულ დავალიანებაზე, პროდუქტით სარგებლობის პერიოდის გათვალისწინებით საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ოდენობით სარგებელი დაერიცხებოდა. ამდენად, მართალია, კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით ირკვევა, რომ კრედიტისთვის გათვალისწინებული სარგებელი 2374,72 ლარს შეადგენდა, თუმცა გათვალისწინებით იმისა, რომ მსესხებელს კრედიტის სახით მიღებული ძირი თანხის დავალიანება სარგებელთან ერთად აღნიშნული გრაფიკის მიხედვით არ დაუბრუნებია, უფრო მეტიც, სარჩელის აღძვრის მომენტისთვის კრედიტის ძირი თანხის სახით არსებული დავალიანება კვლავ კრედიტის გაცემის ეტაპზე არსებულ თანხას უდრიდა, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს ბ---ის სასარგებლოდ სარგებელი არა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობით, არამედ ბ---ის მიმართ არსებული ძირი თანხის დავალიანების, აღნიშნული თანხით სარგებლობის პერიოდის გათვალისწინებით გარიგებით შეთანხმებული საპროცენტო განკვეთით უნდა დაეკისროს. საბოლოოდ, გათვალისწინებით, იმისა, რომ 0--------- წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბ---ის მიმართ მ--- ფ------–-–---–ის ძირი თანხის დავალიანება სარჩელის აღძვრამდე, ანუ დაახლოებით სამი წლის განმავლობაში 3650 ლარს შეადგენდა, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.3. პუნქტზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მ--- ფ------–-–---–ის მხრიდან სარგებლის სახით გადასახდელი თანხა 3942 ლარს შეადგენს (3650/100*36=1314; 1314*3=3942), ამასთან, იმ პირობებში, როდესაც უდავოა მ--- ფ------–-–---–ის მხრიდან ბ---ის სასარგებლოდ სარგებლის სახით 2149,18 ლარის გადახდის ფაქტი, პალატა ასკვნის, რომ ამ უკანასკნელს მოსარჩელის სასარგებლოდ სარგებლის სახით გადასახდელად უნდა დაეკისროს სხვაობა (3942-2149=1793) 1793 ლარის ოდენობით.

 

4.1.3. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდაა ასევე გამხდარი პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან მიმართებით პალატა ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტით განსაზღვრულ ოდენობამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხელშეკრულების საერთო თანხის, შესრულებული და შესაშრულებელი ვალდებულების და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე მართებულად ჩათვალა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალ მაღალ ოდენობად და სამართლიანად შეამცირა ის 500 ლარამდე.

 

აპელანტი ითხოვს შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირებას, კერძოდ, დაკისრებული პირგასამტეხლოს დაყვანას 177 ლარამდე. (იხ. სააპელაციო საჩივარი) აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებულ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და რა ფაქტებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით ითხოვს შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირებას. აქვე აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს, განზოგადებულ წესს. მისი განსაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ხდება, რაღა თქმა უნდა, ამავე საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, მით უფრო, რომ როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მსესხებლის (აპელანტის) მიერ ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში მთლიანად გადახდილი თანხიდან 2149 ლარიდან გამსესხებელს პირგასამტეხლოს სახით თანხა არ ჩამოუჭრია და ეს თანხა მსესხებელს მთლიანად ჩაუთვალა სარგებელში.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

5.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--- ფ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2. პუნქტის ნაწილობრივ შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ--- ფ------–-–---–ის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 150 ლარი. გათვალისწინებით იმისა, რომ წინამდებარე გადაწყვეტილებით, მ--- ფ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სს ,,თ----- ბ---ს’’ მ--- ფ------–-–---–ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად 100,98 ლარის (2340,32+323=2663,32; 1793*100/2663,32=67.32%) გადახდა უნდა დაეკისროს.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ--- ფ------–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. მ--- ფ------–-–---–ს სს ,,თ----- ბ---ის’’ სასარგებლოდ პროცენტის სახით დაეკისროს 1793 ლარის და პირგასამტეხლოს სახით 500 ლარის გადახდა;

 

4. სს ,,თ----- ბ---ს’’ მ--- ფ------–-–---–ის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიში დაეკისროს 100,98 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

მოსამართლე ვანო წიკლაური