განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018001295481
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ- 387-2018
11 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
სიმონ ჩხაიძე
სხდომის მდივანი _ მირანდა ირემაძე
აპელანტები: მ-------- ქ-------ე, ს----- ქ-------ე, შპს ,,ბ------- ნ------- 2008“
წარმომადგენელი: ტ----- ჭ--–--ე
მოწინააღმდეგე მხარე: სს ,,მ---- კ--------–ი“
წარმომადგენელი: ნ---- ა---–---
დავის საგანი _ თანხის დაკისრება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
სს მ---- ,,კ--------–ის“ წარმომადგენელმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მ-------- ქ-------ის, ს----- ქ-------ის და შპს ,,ბ------- ნ------- 2008“-ის მიმართ და ითხოვა: 1. მოპასუხეებს - მ-------- ქ-------ეს და ს----- ქ-------ეს სოლიდარულად დაეკისროთ 31 699.01 აშშ დოლარისა და ერთი ცენტის გადახდა; 2. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2193.13 ლარის გადახდა; 3. სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში, აღსრულება განხორციელდეს იპოთეკის საგნის (მდებარე: ქობულეთი, დ--------------- საკადასტრო კოდი: №2-----------) რეალიზაციის შედეგად, ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად სრულად არ დაკმაყოფილდა კრედიტორის მოთხოვნა, აღსრულება მიექცეს მოვალეების საკუთრებაში არსებულ სხვა ნებისმიერი ქონების ხარჯზე.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 31 მარტს, სს მ---- ,,კ--------–სა’’ და მ-------- ქ-------ეს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება GP/01635. ამ ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 31 მარტს და 2014 წლის 07 აპრილს სს მ---- ,,კ--------–სა’’ და მ-------- ქ-------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N687490-729034 - 20 000 აშშ დოლარზე და N687490-731235 სესხის ხელშეკრულება - 8 550 აშშ დოლარზე. 31.03.2014 წელს სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება ს----- ქ-------ესთან, ხოლო 31.03.2014 წელს მ-------- ქ-------ის სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკის უფლებით დაიტვირთა შპს ,,ბ------- ნ------- 2008’’-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქობულეთი, დ---------------, საკადასტრო კოდი: #2-----------.
25.03.2016 წლის მდგომარეობით მ-------- ქ-------ის ვალდებულება 687490-729034 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს: 22 633.9 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა: 15 820.91 აშშ დოლარი, პროცენტი: 6 546.38 აშშ დოლარი და ჯარიმა 266.61 აშშ დოლარი. ხოლო 687490-731235 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 9 065.11 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 6 493.36 აშშ დოლარი, პროცენტი 2 532.35 აშშ დოლარი და ჯარიმა - 39.4 აშშ დოლარი, ჯამში კი ვალდებულება შეადგენს 31 699.01 აშშ დოლარს. სესხის გადახდის, დავალიანების დაფარვის პირობების დარღვევის გამო, მოსარჩელემ 2016 წლის 25 მარტიდან შეწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვს არსებული დავალიანების თანხის დაკისრებას, ასევე იპოთეკის საგნის რეალიზაციას.
მოპასუხეები წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს ცნობენ ნაწილობრივ, კერძოდ, 22 313 აშშ დოლარის ნაწილში. მოპასუხეების მითითებით, მათი მხრიდან პირნათლად სრულდებოდა ნაკისრი ვალდებულება სესხის აღების დღიდან 2016 წლის იანვრამდე, რის შემდეგაც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეუძლებელი გახდა ვალდებულების შესრულება, რის თაობაზედაც არაერთხელ მიმართეს მოსარჩელეს.
მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს გრაფიკით გათვალისწინებული გადაუხდელი თანხის საპროცენტო განაკვეთი ძირ თანხასთან ერთად ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტამდე, ანუ 2016 წლის 25 მარტამდე. გამომდინარე აქედან მხარეს ნაცვლად 31 699,01 აშშ დოლარისა, უფლება აქვს მოითხოვოს 22 313 აშშ დოლარი, რადგან გაცვლითი კურსი მოთხოვნის წარმოშობის დროს არსებულ ოდენობით უნდა იქნეს გაანგარიშებული. პირგასამტეხლოს ოდენობა 0,5% კი არაგონივრულია, იგი უნდა განისაზღვროს 0,05%-ის ოდენობით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებით სს მ---- ,,კ--------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა.
სარჩელის განმხილველმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილი იქნა, რომ 2014 წლის 31 მარტს, სს მ---- ,,კ--------–სა’’ და მ-------- ქ-------ეს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება GP/01635.
დადგენილი იქნა, რომ 31.03.2014 წელს და 07.04.2014 წელს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N687490-729034 - 20 000 აშშ დოლარზე და N687490-731235 სესხის ხელშეკრულება - 8 550 აშშ დოლარზე. სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 05 აპრილამდე.
დადგენილი იქნა, რომ მ-------- ქ-------ის სესხის უზრუნველსაყოფად 31.03.2014 წელს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება ს----- ქ-------ესთან. ამასთან სესხის უზრუნველსაყოფად, 31.03.2014 წელს იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,ბ------- ნ--------2008’’-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე: ქობულეთი, დ---------------.
დადგენილი იქნა, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით.
კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ თავდაპირველად ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ხოლო 2016 წლის 15 იანვრის შემდეგ მოპასუხე მ-------- ქ-------ემ დაარღვია ვალდებულება, შეწყვიტა სესხის გადახდა.
დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელემ 2016 წლის 25 მარტიდან, მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო შეწყვიტა ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოპასუხეებს გაუგზავნა არაერთი წერილობითი შეტყობინება ვალდებულების შესრულების შესახებ.
დადგენილი იქნა, რომ სარჩელის შემოტანის მომენტისათვის (25.03.2016წ.) მ-------- ქ-------ის ვალდებულება 687490-729034 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს: 22 633.9 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა: 15 820.91 აშშ დოლარი, პროცენტი: 6 546.38 აშშ დოლარი და ჯარიმა 266.61 აშშ დოლარი, ხოლო 687490-731235 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 9 065.11 აშშ დოლარს, საიდანაც ძირი თანხაა 6 493.36 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 532.35 აშშ დოლარი და ჯარიმა - 39.4 აშშ დოლარი, ჯამში კი ვალდებულება შეადგენს 31 699.01 აშშ დოლარს.
დადგენილია, რომ 2014 წლის 31 მარტს, სს ,,მ---- კ--------–სა’’ და მ-------- ქ-------ეს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება GP/01635. ამ ხელშეკრულების ფარგლებში 2014 წლის 31 მარტს და 2014 წლის 07 აპრილს სს მ---- ,,კ--------–სა’’ და მ-------- ქ-------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N687490-729034 - 20 000 აშშ დოლარზე და N687490-731235 სესხის ხელშეკრულება - 8 550 აშშ დოლარზე. აღნიშნული სესხის თანხები მსესხებელზე გაცემულია. 31.03.2014 წელს სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება ს----- ქ-------ესთან. 31.03.2014 წელს მ-------- ქ-------ის სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკის უფლებით დაიტვირთა შპს ,,ბ------- ნ------- 2008’’-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე ქობულეთი, დ---------------, საკადასტრო კოდი: 2-----------.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, შესაბამისად, მათი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სახელშეკრულებო ვალდებულების მარეგულირებელი ნორმების მეშვეობით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დარღვეულია სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები.
სსკ-ის 873-ე და 405-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ-------- ქ-------ემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება და მოსარჩელეს მიაყენა ზიანი, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას გავიდეს ხელშეკრულებიდან და დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.
ამდენად, მ-------- ქ-------ე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხით/კრედიტით მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ძირი თანხის დაკისრების ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. დადგენილია და მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ მხარეებს სესხის ხელშეკრულებაში განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც შეადგენდა წლიურ 21 %-ს. სასამართლომ მიიჩნია, რომ წლიური 21 %-ის დადგენა მხარეთა შორის არ ეწინააღმდეგება საკრედიტო ბაზარზე დამკვიდრებულ სტანდარტებს, კანონის მოთხოვნებსა და ამ ოდენობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს უზნეო გარიგებას. მოსარჩელე არ ითხოვს პროცენტის დაკისრებას გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ის ითხოვს პროცენტს, როგორც მიუღებელ შემოსავალს, რომელსაც იგი მიიღებდა, მოპასუხეს ვალდებულება რომ ჯეროვნად შეესრულებინა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება 0.5 %.
დადგენილია, რომ მ-------- ქ-------ემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა ორივე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯამში 306,01 აშშ დოლარი (266,61+39,4=306,01).
სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა იყო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილია იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც 31.03.2014 წელს მ-------- ქ-------ის სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკის უფლებით დაიტვირთა შპს ,,ბ------- ნ------- 2008’’-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე ქობულეთი, დ---------------, საკადასტრო კოდი: 2-----------. დადგენილია, რომ მ-------- ქ-------ემ ბანკის მიმართ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე, 893-ე, 895-ე მუხლებზე მითითებით სასამართლომ განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მ-------- ქ-------ესთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადო ს----- ქ-------ესთან. მან იკისრა ვალდებულება მ-------- ქ-------ესთან ერთად პასუხი აგოს საკრედიტო ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ-------- ქ-------ემ ვერ შეასრულა ვალდებულება, რის გამოც მოსარჩელეს გაუჩნდა თავდები პირის მიმართ მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
სარჩელის დაკმაყოფლების საფუძვლად სასამართლომ მიუთითა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 405-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, 893-ე, 895-ე, 902-ე მუხლებზე.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი საფუძვლები:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეების - მ-------- ქ-------ის, ს----- ქ-------ის და შპს ,,ბ------- ნ------- 2008“-ის მიერ გასაჩივრებული იქნა სააპელაციო წესით.
აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება მოითხოვეს.
აპელანტების განმარტებით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება თუ რამდენს შეადგენდა დავალიანება მოსარჩელის წინაშე. მიუხედავად იმისა რომ ხელშეკრულება კრედიტორის მიერ შეწყვეტილი იქნა ვადაზე ადრე, სასამართლომ დავალიანების გამოანგარიშებისას მხედველობაში მიიღო სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთლიანი ვადა და ამ ვადის პერიოდისთვის გაწერილი საპროცენტო სარგებელი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2014 წლის 31 მარტს მხარეებს შორის დადებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეზე სულ სესხის სახით გაცემული იქნა 28 550 აშშ დოლარი. სესხი გაცემული იქნა წლიური 21% კლებადი საპროცენტო განაკვეთით. მოპასუხე გადახდის გრაფიკის სრული დაცვით იხდიდა ყოველთვიურ შენატანს, რამაც ჯამში შეადგინა 16 067 აშშ დოლარი. ამ თანხაში შედიოდა როგორც სესხის ძირითადი თანხა, ასევე საპროცენტო სარგებელი. მას შემდეგ რაც მან ვეღარ შეძლო გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადასახადის გადახდა, მოსარჩელემ ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულების მოქმედება და მოითხოვა ვადაზე ადრე მთლიანი თანხის დაფარვა, თუმცა არა მხოლოდ დარჩენილი დავალიანების არამედ იმ საპროცენტო სარგებლის ჩათვლით, რაც მსესხებელს უნდა გადაეხადა 5 წლის განმავლობაში, რაც, რა თქმა უნდა, უკანონოა.
მოსარჩელემ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2016 წლის 25 მარტს, სადაც მიუთითა რომ მან ცალმხრივად შეწყვიტა სესხის ხელშეკრულება მოპასუხესთან და მოითხოვა დროზე ადრე თანხის დაბრუნება, ეს კი იმას ნიშნავს რომ, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს ამ დროისათვის გრაფიკით გათვალისწინებული გადაუხდელი თანხის საპროცენტო განაკვეთი ძირ თანხასთან ერთად ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტამდე ანუ 2016 წლის 25 მარტამდე. გამომდინარე აქედან მხარეს ნაცვლად 31699 აშშ დოლარისა უფლება აქვს მოითხოვოს 22313 აშშ დოლარი.
ამასთან, საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში, როდესაც წარმოიშვა დავალიანება, ვალუტის გაცვლითი კურსი მნივნელოვნად დაბალ ნიშნულს უტოლდებოდა, ვიდრე ეს იყო იმ დროისათვის როდესაც კრედიტორის მიერ მოთხოვნილი იქნა ვალდებულების შესრულება. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ სასამართლო პროცესზე მითითებული იქნა, რომ სესხის გაფორმების მომენტში 2014 წლის მარტის თვეში 1 აშშ დოლარის კურსი ეროვნულ ვალიუტასთან შეადგენდა 1,7411 ლარს, ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელის შეტანის მომენტისათვის 1 აშშ დოლარის ღირებულება შეადგენს 2.3894 ლარს. ამდენად, სახეზეა ვალუტის კურსის მნიშვნელოვანი ცვლილება. სსკ-ის 389-ე მუხლის თანახმად, მოვალის მხრიდან ვალდებულების გადახდის მომენტისათვის ანგარიშსწორება უნდა მოხდეს სწორედ იმ კურსის შესაბამისად რომელიც არსებობდა ვალდებულების წარმოშობის მომენტში ანუ ხელშეკულების გაფორმებისას. გამომდინარე აქედან 22 313 აშშ დოლარი უნდა გავამრავლოთ 1.7411 ლარზე, რათა განვსაზღვროთ თუ რამდენ ლარს შეადგენდა ვალდებულების წარმოშობის მომენტში აღნიშნული თანხა - 22313X1.7411=38849,1643 ლარი, ხოლო ამის შემდეგ გამოავიანგარიშოთ მიღებული ეროვნული ვალუტა რამდენ აშშ დოლარს შეადგენს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მომენტისათვის. არსებული კურსის შესაბამისად - 38849,1643/2,3894=16258,97 აშშ დოლარს. სწორედ აღნიშნული გაანგარიშება შეესაბამება იმ სესხის სახით აღებული თანხის მსყიდველუნარიანობას ვალდებულების წარმოშობის მომენტისათვის.
საქმეში არსებული და გამოკველეული მტკიცებულებებით დგინდებოდა რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება იყო მიზნობრივი, კერძოდ, მსესხებელს სესხის სახით აღებული თანხა უნდა გამოეყენებინა ფერმის განვითარებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ჩაითვლებოდა ხელშეკრულების დარღვევად. 2015 წლის ზაფხულში აღმოჩნდა, რომ საქონელი დაავადდა ბრუცელოზით, რაც გახდა საფუძველი სახელმწიფოს შესაბამისი სამსახურების მიერ ხსენებული საქონლის განადგურების. აღნიშნული გარემოების შესახებ იმ თავითვე ცნობილი იქნა მოსარჩელისთვის, რომელიც უშუალოდ იქნა ჩართული ზემოხსენებულ პროცედურებში. იმის ნაცვლად რომ შეცვლილი გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, გამსესხებელს მიეცა შესაძლებლობა მსესხებლისთვის დარჩენილი დავალიანების გადახდისა, მათ მიმართეს სასამართლოს დარჩენილი დავალიანების სრულად დაკისრების მოთხოვნით, რაც დაუშვებელია.
ამ და სხვა გარემოებათა გამო ითხოვს გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას, კერძოდ 15 441 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელზე უარის თქმას.
სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებს და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებას, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს;
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ 2014 წლის 31 მარტს, სს მ---- ,,კ--------–სა’’ და მ-------- ქ-------ეს შორის დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება GP/01635.
დადგენილია, რომ 31.03.2014 წელს და 07.04.2014 წელს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N687490-729034 - 20 000 აშშ დოლარზე და N687490-731235 სესხის ხელშეკრულება - 8 550 აშშ დოლარზე. ორთავე სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 05 აპრილამდე.
დადგენილია, რომ მ-------- ქ-------ის სესხის უზრუნველსაყოფად 31.03.2014 წელს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება ს----- ქ-------ესთან, ხოლო 31.03.2014 წელს იპოთეკით დაიტვირთა შპს ,,ბ------- ნ--------2008’’-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე: ქობულეთი, დ---------------.
დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ თავდაპირველად ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ხოლო 2016 წლის 15 იანვრის შემდეგ მოპასუხე მ-------- ქ-------ემ დაარღვია ვალდებულება, შეწყვიტა სესხის გადახდა.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2016 წლის 25 მარტიდან, მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო შეწყვიტა ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოპასუხეებს გაუგაზავნა არაერთი წერილობითი შეტყობინება ვალდებულების შესრულების შესახებ.
მხარეთა შორის სადავო არაა, რომ 31.03.2014 წელს გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად, იპოთეკის უფლებით დაიტვირთა შპს ,,ბ------- ნ--------2008’’-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე: ქობულეთი, დ------------------, ს/კ 2-----------. იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმდა და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. ასევე, 31.03.2014 წელს სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება ს----- ქ-------ესთან, რომლის თანახმად სოლიდარულმა თავდებმა ს----- ქ-------ემ იკისრა სრული პასუხისმგებლობა მ-------- ქ-------ის მიერ აღებული სესხის დაფარვაზე.
დადგენილია, რომ 31.03.2014 წელს სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება ს----- ქ-------ესთან. ასევე, 31.03.2014 წელს მ-------- ქ-------ის სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკის უფლებით დაიტვირთა შპს ,,ბ------- ნ------- 2008’’-ის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე ქობულეთი, დ---------------, საკადასტრო კოდი: ?2-----------.
დადგენილია, რომ მსესხებელმა მ-------- ქ-------ემ, თანხების გადახდა შეწყვიტა 2016 წლის 15 იანვრიდან, ხოლო 2016 წლის 25 მარტს, ანუ დაახლოებით 2 თვენახევრის შემდეგ, სს მ---- კ--------–მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე მ-------- ქ-------ისა და სოლიდარულად ვალდებულ პირთა წინაშე და მოითხოვა მათზე თანხების დაკისრება სოლიდარულად; ასევე იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
დადგენილია, რომ 2016 წლის 15 იანვრის (ანუ ბოლო გადახდის დღეს), მ-------- ქ-------ემ აპროცენტის სახით გადაიხადა 36.99 აშშ დოლარი, რის შემდეგაც მას ძირი თანხიდან N687490 – 729034 სესხიდან (რომლის თანახმადაც თავნი იყო 20 000 აშშ დოლარი. გადახდილი ქონდა ძირი თანხისა 4179 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტის სახით 6249.2 აშშ დოლარი.
დარჩენილი დავალიანება ძირი თანხისა შეადგენდა 15 820 აშშ დოლარს (იხ. ს.ფ. 37-38).
დადგენილია, რომ მ-------- ქ-------ეს მეორე სესხის ხელშეკრულებიდან (რომლის ნომერია N687490 – 731235) აღებული ძირი თანხა შეადგენდა 8550 აშშ დოლარს.
2016 წლის 15 იანვარს, მ-------- ქ-------ის მიერ ბოლო გადახდის დროს დარჩენილი დავალიანება აღნიშნული სესხიდან იყო ძირი 6493.36 (ხოლო დაფარული ძირი დავალიანება 2056.06, ხოლო პროცენტის სახით 2846.06აშშ დოლარი.
საქმეში წარმოდგენილია სესხის დაფარვის გრაფიკები, საიდანაც ირკვევა, რომ 2016 წლის 5 იანვრიდან (ე.ი. მ-------- ქ-------ის მიერ ვალდებულების შესრულების შეწყვეტიდან, ვიდრე ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ე.ი. სარჩელის შეტანამდე 2016 წლის 25 მარტამდე, მ. ქ-------ეს მოსარჩელისათვის N687490 – 731235 - სესხზე უნდა გადაეხადა პროცენტის სახით 233+ 133 = 466 აშშ დოლარი (ს.ფ. 24). ხოლო N687490 – 729034 სესხზე, რომლის ძირი თანხა იყო 20 000$ მ-------- ქ-------ეს მოსარჩელისათვის უნდა გადაეხადა მის მიერ ვალდებულების გადახდის შეწყვეტიდან ე.ი. (2016 წლის იანვრიდან 2016 წლის 25 მარტამდე, ანუ ხელშეკრულების შეწყვეტამდე) 276.45 + 271.58 = 548.03$ (ს.ფ. 20). სულ ზემოაღნიშნულ სესხზე (20 000$) მ-------- ქ-------ეს უნდა გადაეხადა 15 820.91 +276.45 +271.58 = 16 442.11 $ (აღნიშნული ციფრი მიიღება შემდეგი ანგარიშით:
უდავოა, რომ სესხის ძირი თანხა 687490-729034 სესხზე შეადგენს 15 820.91 დოლარს, რასაც უნდა დაემატოს ხელშეკრულების შეწყვეტამდე ე.ი. 2016 წლის 25 მარტამდე გადასახდელი პროცენტი. 276.45$ და 271.58 $, (თებერვალში და მარტში გადასახდელი თანხები), რაც ჯამში უდრის 16 442.11$.
რაც შეეხება N687490 – 731235 სესხს, რომლის თანახმადაც ძირი თანხისა იყო 8550 $, გადასახდელი ძირი თანხისა დარჩენილია 6493.36$, ხოლო გადასახდელი პროცენტი ამ ხელშეკრულებაზე (იგივე პრინციპით 2016 წლის 15 იანვრიდან ე.ი. ბოლო გადახდიდან, ვიდრე ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ე.ი. 2016 წლის 25 მარტამდე) არის 6493.36$ +117.42$ +104.17$ = 6714.95$.
ზემოაღნიშნული ანგარიშიდან გამომდინარე, მ-------- ქ-------ემ მოსარჩელეს უნდა გადაუხადოს ორივე ხელშეკრულებიდან თავნიან - პროცენტიანად 16 368.03 $ + 6714.95$ = 23 082.98$.
რაც შეეხება თანხას, რომელიც მოსარჩელეს შიძლება ეკუთვნოდეს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტიდან ვიდრე აღსრულებამდე, ეს არის ზიანი, რომელიც მას მიადგა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით და რომელიც რა თქმა უნდა არ შეიძლება გაიგივდეს სახელშეკრულებო პროცენტთან.
დადგენილია, რომ მ-------- ქ-------ის დავალიანება ძირი თანხისა მოსარჩელის მიმართ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 15 820.93 +6493.36 = 22 314.29 $.
22314.29$-ის ყოველწლიური 10% არის 2231.4$.
დადგენილია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ-------- ქ-------ეს გადასახდელად დააკისრა 31 699.01 აშშ დოლარი.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელი ცნო 16258.97 აშშ დოლარის ნაწილში (იხ. დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი). გაასაჩივრა გადაწყვეტილება 15 440.04 აშშ დოლარის მისთვის დაკისრების ნაწილში.
უდავოა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს უნდა გადაუხადოს ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე 23 082 აშშ დოლარი და 98 ცენტი.
დადგენილია, რომ მ-------- ქ-------ეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია 16 258.97 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
იმის გათვალისწინებით, რომ მ-------- ქ-------ის სახელშეკრულებო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს თავნიან პროცენტიანად 23 082.98$ და არა 31 699 აშშ დოლარს, მ-------- ქ-------ეს მოსარჩელისათვის გადასახდელად ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება უნდა დაეკისროს 23 082,98 – 16 258.97 =6824.01$. (ანუ დამატებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული 16 258.97 აშშ დოლარზე).
ხოლო ზიანი, რომელიც მოსარჩელეს მიადგა ვალდებულების არაჯეროვანი შესრუ;ებით, უნდა განისაზღვროს ყოველწლიური 10%-ით გადასახდელი თანხისა, ე.ი. 22314.29$-ის 10% =2231.4 აშს დოლარს.
სამართლებრივი დასაბუთება:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლებით: სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
სამოქალაქო კოდექსის 867-868-ე მუხლების თანახმად: საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილი, 2007 წლის 29 ივნისის ცვლილების შედეგად ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნის უფლება არ გააჩნია.
ამდენად კანონმდებელმა აღნიშნული ცვლილებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის საფუძველზე პროცენტის ანაზღაურება იმავდროულად დაუკავშირა მხარეთა შეთანხმების არსებობას, რის გამოც პროცენტის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არსებობს მხოლოდ 2016 წლის 25 მარტამდე, ე,ი. მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობამდე (სარჩელის შეტანამდე, რომლითაც შეწყდა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა).
რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დამდგარ ზიანს, სასამართლომ ამ შემთხვევაში მოთხოვნის საფუძვლიანობა უნდა შეამოწმოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411, 412-ე მუხლების შესაბამისად.
სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
411-412-ე მუხლების თანახმად: ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
გამომდინარე ზემოაღნიშნული რეგულაციებიდან, მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დაყოვნებისათვის აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
იმის გათვალისწინებით, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განისაზღვრება, როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, მისი ფლობა უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. ამდენად, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით სავარაუდო ზიანად შეიძლება განისაზღვროს გადაუხდელ ძირი თანხის ყოველწლიური 10%, და იგი მოპასუხეს დაეკისროს ხელშეკრულების შეწყვეტიდან, ვიდრე გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის 2012 წლის 22 ოქტომბრის Nას -1701 – 1685-2011 საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „სარგებლის, პროცენტის გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.“
ამავე გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილი და აღნიშნა, რომ „მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია ვადაგადაცილებული პერიოდისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლებიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავის შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო“.
ამ განმარტებიდან გამომდინარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, გარკვეული გონივრული პროცენტის დარიცხვის გარორიცხვას ემსახურება იმ პრეზუმფციული ზიანის ანაზღაურება, რომელიც კრედიტორს მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით, ან არაჯეროვანი შესრულებით.
უდავოა, რომ საბანკო - საფინანსო ორგანიზაციისათვის (როგორსაც მოსარჩელე წარმოადგენს), რომლის საქმიანობაც ფულიდან მოგების მიღებას გულისხმობს (ფულის გასესხება), პრეზუმირებულად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანმა შესრულებამ მას ზიანი მიაყენა, რომელიც შეიძლება იყოს ძირ თანხაზე ყოველწლიური 10% (რაც მინიმალური ზიანია), ამდენად მოთხოვნა ამ ნაწილში მოსარჩელისა - საფუძვლიანია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. მ-------- ქ-------ის, ს----- ქ-------ის, შპს „ბ------- ნ------- 2008“-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 31 699.01 აშშ დოლარიდან 15 440.04 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ასევე სახელმწიფო ბაჟის სახით 1050 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სს „მ---- კ--------–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. დაეკისროს მ-------- და ს----- ქ-------ეებს სს „მ---- კ--------–ის“ სასარგებლოდ დამატებით 6824.01 აშშ დოლარის გადახდა (ჯამში ეს გვაძლევს 6824$+15 440$ =23082.98 აშშ დოლარს);
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-5 და მე-3 პუნქტები დარჩეს უცვლელი;
6. დაეკისროთ მ-------- და ს----- ქ-------ეებს სს „მ---- კ--------–ის“ სასარგებლოდ 952.74 ლარის გადახდა;
7. დაეკისროს სს „მ---- კ--------–ს“ მ-------- და ს----- ქ-------ეების სასარგებლოდ 187.57 ლარის გადახდა;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
10. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-8-10 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ირმა პერანიძე