გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-1338-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 იანვარი 2020 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: მამუკა ნოზაძე
სხდომის მდივანი: გვანცა ბერუაშვილი
მოსარჩელე - ს---------------------------------–----------------–-
წარმომადგენელი - ა----------–-–---–-
მოპასუხეები - ნ-----–---------–-–---–----------–---–------
წარმომადგენელი - ზ--–------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხეებს: ნ-----–---- ს---–-–---–ს და ზ---- წ---–-----ს ს---------------------------------–----------------–--ის სასარგებლოდ დაეკისროთ - 5554.53 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 3366.10 ლარი, სარგებელი - 1860.43 ლარი და პირგასამტეხლო - 328 ლარი.
ს---------------------------------–----------------–სა“ და ნ-----–---- ს---–-–---–ს შორის 2017 წლის 20 დეკემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 3500 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით.
2017 წლის 20 დეკემბერს ნ-----–---- ს---–-–---–თან დადებული სესხის ხელშეკრულებების უზრუნველსაყოფად იმავე დღეს ზ---- წ---–-----სა და ს---------------------------------–----------------–ს“ შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირმა სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა ნ-----–---- ს---–-–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 7000 ლარით.
მსესხებლის მიერ სისტემატურად ხდებოდა სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა.
2019 წლის 29 მაისის მდგომარეობით 2017 წლის 20 დეკემბერის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს 8523.86 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 3366.10 ლარი, სარგებელი - 1860.43 ლარი და პირგასამტეხლო - 3270.84 ლარი.
სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ შემცირებული იქნა პირგასამტეხლო - 328 ლარამდე.
2.მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ნ-----–---- ს---–-–---–მა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მატერიალური პრობლებემის გამო ვეღარ შეძლო სესხის სრულად დაფარვა. დღეის მდგომარეობით მას გადასახდელი დარჩა სესხის ძირი 1000 ლარი და შესაბამისად სარგებელიც და პირგასამტეხლოც ნაკლები აქვს გადასახდელი და არა ის თანხა, რასაც მოსარჩელე ითხოვს.
მოპასუხე ზ---- წ---–-----მა წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მართალია 2017 წლის 20 დეკემბერს დადო თავდებობის ხელშეკრულება მოსარჩელესთან, რომლის თანახმად იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, თუმცა ნ-----–---- ს---–-–---–ი თავს არ არიდებს თანხის გადახდას და თანახმაა გადაიხადოს დარჩენილი დავალიანება. მისი განმარტებით პირგასამტეხლო და სარგებელი შეუსაბამოდ მაღალია ეროვნულ ბანკის მოთხოვნებთან მიმართებაში.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარე დაეთანხმა სასამართლოში წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და სარჩელი ცნო მხოლოდ 1500 ლარის ნაწილში.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ს---------------------------------–----------------–--სა და ნ-----–---- ს---–-–---–ს შორის 2017 წლის 20 დეკემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N---------, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 3500.00 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით. კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 69.60%, პირგასამტეხლო - ნარჩენი ძირი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 2017 წლის 20 დეკემბრის N--------- სესხის ხელშეკრულება;
3.1.2. 2017 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება N---------ით გათვალისწინებული თანხები მსესხებელმა აითვისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- გადახდის გრაფიკი;
3.1.3. მსესხებლის მიერ სისტემატიურად ირღვეოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2019 წლის 29 მაისის მდგომარეობით 2017 წლის 20 დეკემბრის N N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება შეადგენს 8523.86 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 3366.10 ლარი, სარგებელი - 1860.43 ლარი და პირგასამტეხლო - 3270.84 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ცნობა დავალიანების შსახებ;
- გადახდის გრაფიკი.
3.1.4. 2017 წლის 20 დეკემბერს N-------- სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ზ---- წ---–-----სა და ს---------------------------------–----------------–ს“ შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა სოლიდარულად იკისრა პასუხისმგებლობა ნ-----–---- ს---–-–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- 2017 წლის 20 დეკემბრის თავდებობის ხელშეკრულება;
3.1.5. 2017 წლის 20 დეკემბრის თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თავდების ზღვრული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 7000 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 20 დეკემბრის თავდებობის ხელშეკრულებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2017 წლის 20 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხეებს შესასრულებელი აქვთ ვალდებულება მოსარჩელის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
4.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.
მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ნ-----–---- ს---–-–---–სა და სს მისო სვის კაპიტალს შორის მოხდა შეთანხმება, კერძოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე გადაიხდიდა მხოლოდ ძირითად თანხას - 2000 ლარს.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში სწორედ მოპასუხეს ეკისრება მის მიერ მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება იმისა, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა მხოლოდ 2000 ლარს, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მის მიერ წარმოდგენილი არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს თვლის, რომ 2017 წლის 20 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხეთა ვალდებულება მოსარჩელის მიმართ შესრულებული არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილ გარემოებათა გათვალისწინებით, ს---------------------------------–----------------–"-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 361-ე, 400-ე, 405-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე, 895-ე, 902-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა სესხის სახით.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული სასესხო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაცემული იქნა სესხი. მოვალეს მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულები შესრულებული არ არის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, სესხის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა სასესხო ურთიერთობა და მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
სასამართლოში წარმოდგენილი მასალების მიხედვით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა მოპასუხე მხარემ სრულად მიიღო. რის გათვალისწინებითაც სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დააფიქსირა, რომ არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო და პროცენტი, რადგან შეუსაბამოდ მაღალია.
ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს არის თუ არა სესხით სარგებლობისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო და საპროცენტო განაკვეთი შუსაბამოდ მაღალი და არსებობს თუ არა გარემოება მოპასუხის პირგასამტეხლოსა და საპროცენტო განაკვეთისაგან გათავისუფლების საფუძვლები.
მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს საპროცენტო განაკვეთი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას პროცენტის არ დაკისრებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებასთან მიმართებით მოთხოვნილი პროცენტი ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისია და არ არსებობს მისი შემცირების/ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებული შენატანის ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს მიმდინარე დავალიანების (ძირი) თანხის 0.41%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადაო არ არის და შესაბამისად დადგენილია სასამართლოს მიერ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მხარეთა შორის სადაოა დაკისრებული პირგასამტეხლოს და პროცენტის ოდენობა.
სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო არაა შეზღუდული პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში და ის თავისი შეხედულებისამებრ, მხარის ქონებრივ მდგომარეობის შესაბამისად, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობის და სხვა გარემოებების გათვალისწინებით განსაზღვროს მის ოდენობა.
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვა-სიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა მისი შეხედულებისამებრ, თუ მიიჩნევს, რომ ის არის შეუსაბამოდ მაღალი. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე დავალიანების ოდენობიდან და დარღვევის პერიოდიდან, იმის გათავალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ უკვე შემცირებული იქნა პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე - 328 ლარი, სასამართლოს მიზანშეწონილად აღარ მიაჩნია კიდევ შემცირება.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
დადგენილია, რომ მხარეებს - სს მისო სვის კაპიტალსა და ნ-----–---- ს---–-–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა სესხის თანხები შეთანხმებული ოდენობით, ხოლო ნ-----–---- ს---–-–---–მა იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა თანხა ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება, რაც განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად. აღნიშნული გარემოება, კი მოსარჩელეს ანიჭებს უფლებამოსილებას მოსთხოვოს მსესხებელს ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდა.
ასევე დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ამავე კოდექსის 902-ე მუხლით, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ, ხოლო მეორე პუნქტის თანახმად, თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ ვალდებულების შუსრულებლობის თაობაზე და ასევე მისი პასუხისმგებლობის თაობაზე ეცნობა თავდებს სათანადო წესით, თუმცა აღნიშნულის შესახებ მისი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.
შესაბამისად, თავდებს მსესხებელთან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროს სესხზე დარჩენილი ძირითადი თანხის - 3366.10 ლარის, მასზე დარიცხული პროცენტის- 1860.43 ლარის და პირგასამტეხლოს - 328 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ 1500 ლარის ნაწილში, შესაბამისად მოპასუხეებს ნ-----–---- ს---–-–---–ს და ზ---- წ---–-----ს ს---------------------------------–----------------–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 121.70 ლარის გადახდა, ხოლო 45 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.დაკმაყოფილდეს ს----------------------------------–----------------–-------------------- სარჩელი მოპასუხეების: ნ-----–---- ს---–-–---–ის და ზ---- წ---–-----ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხეებს: ნ-----–---- ს---–-–---–ს და ზ---- წ---–-----ს სოლიდარულად ს----------------------------------–----------------–---- სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროთ 2017 წლის 20 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 5554.53 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3366.10 ლარი, დარიცხული სარგებელი - 1860.43 ლარი და პირგასამტეხლო - 328 ლარი;
3. მოპასუხეებს: ნ-----–---- ს---–-–---–ს და ზ---- წ---–-----ს სოლიდარულად ს----------------------------------–----------------–---- სასარგებლოდ დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 121.70 ლარის ანაზღაურება;
4. მოსარჩელე ს----------------------------------–----------------–------------------ უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 19 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 45 ლარის ოდენობით, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ანგარიში - სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, საგადახდო დავალება N 111.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ.რუსთავი, ბოსტანქალაქის ქუჩა N6) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მამუკა ნოზაძე