განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.07.2018
საქმის ნომერი
010210016001426304
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210016001426304

საქმე№2/ბ-282-18წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

30 ივლისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე ნანა კალანდაძე

სხდომის მდივანი მირანდა ირემაძე

აპელანტი - ე-------- ფ----------ე

მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ლ------ კ-------–ი“

წარმომადგენელი- ვ-–-------- გ-------, ა-----–---- ბ------

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სასამართლო განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება

 

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2.1.სასარჩელო მოთხოვნა

2016 წლის 08 ივლისს სს ,,ლ------ კ-------–მა“ (შემდგომში მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში თ----- გ--------ის, ე-–----- შ----ის, ტ------– გ--------ისა და ე-------- ფ----------ის (შემდგომში მოპასუხეები, აპელანტები) მიმართ ხელშეკრულების მოშლისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

2.1.1.სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 17 ივლისს სს „ლ------ კ-------–სა“ და თ----- გ--------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სესხი უნდა დაფარულიყო ყოველთვიური გადახდებით 24 თვის განმავლობაში, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 32%-ით. ამავე დროს, სს „ლ------ კ-------–სა“ და მოპასუხეებს - ე-–----- შ----ეს, ტ------– გ--------ესა და ე-------- ფ----------ეს შორის დაიდო სოლიდარული ვალდებულებების შესახებ ხელშეკრულებები. 2014 წლის დეკემბრიდან მოპასუხეები არღვევენ სესხის ხელშეკრულების პირობებს, რის გამოც მათი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 6674.32 ლარს. მოსარჩელემ არაერთხელ შესთავაზა გადახდის ახალი, მორგებული გრაფიკი, რათა მოპასუხეების შესაძლებლობის მიხედვით მომხდარიყო თანხის დაფარვა, თუმცა უშედეგოდ.

 

2.1.2.მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე მხარეებს შესაგებელი არ წარუდგენია.

 

2.3. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

1. მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სს „ლ------ კ-------–ის (ს/კ 2--------) სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

2. მოპასუხეებს - თ----- გ--------ეს (პ/ნ 6----------), ე-–----- შ----ეს (პ/ნ 3----------), ტ------– გ--------ესა (პ/ნ 6----------) და ე-------- ფ----------ეს (პ/ნ 6----------) მოსარჩელე სს „ლ------ კ-------–ის (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6674.32 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეებს - თ----- გ--------ეს (პ/ნ 6----------), ე-–----- შ----ეს (პ/ნ 3----------), ტ------– გ--------ეს (პ/ნ 6----------) და ე-------- ფ----------ეს (პ/ნ 6----------) მოსარჩელე სს „ლ------ კ-------–ის (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ანაზღაურება - 205.20 ლარის (იხ. საგადასახადო დავალება N372, 07.07.2016 წ, გადამხდელი - სს „ლ------ კ-------–ი“, გადამხდელის ბანკი - სს „საქართველოს ბანკი“, სახელმწიფოს სახაზინო კოდი - 300 693 150, ბანკის კოდი - TRESGE22) გადახდა.

 

4. მოპასუხეებს - თ----- გ--------ეს (პ/ნ 6----------), ე-–----- შ----ეს (პ/ნ 3----------), ტ------– გ--------ეს (პ/ნ 6----------) და ე--------- ფ----------ეს (პ/ნ 6----------) მოსარჩელე სს „ლ------ კ-------–ის (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბაჟის -150 ლარისა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერის განახლების საფასურის -15 ლარის, ჯამში 165 ლარის გადახდა.

 

სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგს:

 

2.3.1. 2016 წლის 08 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს „ლ------ კ-------–ის“ წარმომადგენელმა მოპასუხეების თ----- გ--------ის, ე-–----- შ----ის, ტ------– გ--------ის და ე-------- ფ----------ის მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.

 

2.3.2 2016 წლის 13 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელის წარმომადგენელ ლევან დუაძეს გადაეცა სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეებზე გადასაცემად. (ს.ფ. 57)

 

მოპასუხე ტ------– გ--------ეს გზავნილი ჩაბარდა 2016 წლის 16 ივლისს, ხოლო მოპასუხე ე--------- ფ----------ეს 2016 წლის 15 ივლისს. (ს.ფ. 61-62)

 

2.3.3. 2016 წლის 01 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გაცხადებით მიმართა სს „ლ------ კ-------–ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა მოპასუხეების თ----- გ--------ისა და ე-–----- შ----ის მიმართ სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება საჯარო გამოქვეყნების მეშვეობით. (იხ.ს.ფ. 60)

 

2.3.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეებზე გზავნილის ჩაბარება დაევალა პოლიციის ბათუმის საქალაქო სამმართველოს. (იხ.ს.ფ. 68-70)

 

2.3.5. 2017 წლის 18 იანვარს ბათუმის საქალაქო სამმართველოდან გადმოგზავნილი იქნა მომართვა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ მოპასუხეებზე ვერ მოხერხდა გზავნილის ჩაბარება. (იხ.ს.ფ.72)

 

2.3.6. აღნიშნულის შესაბამისად, მოპასუხე მხარეთათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით მოხდა სასამართლოს შეტყობინების საჯაროდ გავრცელება. (იხ.ს.ფ. 73-77)

 

2.3.7. აღნიშნული განჩინების საჯაროდ გამოქვეყნება მოხდა 2017 წლის 26 იანვარს, შესაბამისად მოპასუხეებს გზავნილი ჩაბარდათ 2017 წლის 03 თებერვალს. (იხ.ს.ფ.78-79)

 

2.3.8. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს განსაზღვრული ჰქონდათ 10 (ათი) დღის ვადა, შესაბამისად ე--------- ფ----------ესა და ტ------– გ--------ეს შესაგებელი უნდა წარმოედგინათ 2016 წლის 27 ივლისის ჩათვლით, ხოლო თ----- გ--------ეს და ე-–----- შ----ეს 2017 წლის 14 თებერვლის ჩათვლით, მაგრამ მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის.

 

2.3.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა-გ" ქვეპუნქტების თანახმად, საქმის სასამართლო განხილვისათვის მომზადების მიზნით მოსამართლე - ა) უგზავნის მოპასუხეს სარჩელის (განცხადების) და ამ კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლებს; ბ) დაუნიშნავს მოპასუხეს ვადას იმისთვის, რომ მან წერილობით შეადგინოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და წარუდგინოს ისინი სასამართლოს. გ) აფრთხილებს მოპასუხეს პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შესაძლო შედეგების შესახებ. მე-6-მე-7 ნაწილების მიხედვით, მოპასუხე ვალდებულია, თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ წარუდგინოს სასამართლოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღებიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. შესაგებელი უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შესაგებელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით, როგორც წესი, ნაბეჭდი სახით და უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშს.

 

2.3.10. სასმართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

 

2.3.11. სასამართლოს განმარტებით განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე-625-ე, 867-ე-868-ე, 891-ე-893-ე, 895-ე, 898-ე, 902-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის საფუძველზეც დაასკვნა, რომ მიღებული უნდა ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

2.3.12. სასამართლო გზავნილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების თაობაზე ე-------- ფ----------ეს ჩაბარდა 2017 წლის 19 დეკემბერს (ს.ფ. 85)

 

2.3.13. 2017 წლის 26 დეკემბერს მოპასუხეებმა - თ----- გ--------ემ, ე-–----- შ----ემ, ტ------– გ--------ემ და ე-------- ფ----------ემ საჩივრით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. (ს.ფ. 86-88)

 

2.3.13.1. მოპასუხეებმა საჩივარში მიუთითეს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა შესაგებლის წარუდგენლობა მოპასუხეების მხრიდან. აპელანტთა-ტ------– გ--------ისა და ე-------- ფ----------ის განმარტებით შესაგებლის წარმოუდგენლობა განპიროვნებული იყო იმ გარემოებით, რომ მათთვის ცნობილი არ იყო აღნიშნული სარჩელის არსებობის შესახებ, რადგან ასეთი არ ჩაბარებიათ, ხოლო რაც შეეხება თ----- გ--------ესა და ე-–----- შ----ეს, მათ ასეთი მარტალია ეცნობათ საჯარო შეტყობინების გზით, მაგრამ სარჩელის ჩაბარების ეს ფორმა არ არის გამართლებული, რადგან სასამართლომ იცოდა მათი ელექტრონული ფოსტა, ოჯახის წევრები, ტელეფონის ნომრები და სხვა საკომუნიკაციო საშუალებები და ამდენად, მათი გამოყენებით შესაძლებელი იყო სარჩელის ჩაბარება. ამასთან მათ სურთ დავის გაგრძელებ, რაც სასამართლომ შეუზღუდათ. ამდენად, შესაგებლის წარმოუდგენლობა საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული. ასევე, სასამართლოს უნდა შეემოწმებია სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად იყო თუ არა გამართლებული. ისინი სადაოდ ხდიან როგორც ძირი თანხის, ისე სარგებლის და ჯარიმის ოდენობას.

 

2.3.14. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განჩინებით საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად და საჩივრის განხილვის მიზნით 2018 წლის 17 იანვარს 14:30 საათზე დაინიშნა შესაბამისი სხდომა. (ს.ფ. 89-90)

 

2.3.11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინებით თ----- გ--------ის, ე-–----- შ----ის, ტ------– გ--------ისა და ე-------- ფ----------ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

 

საჩივართან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა:

 

2.3.12. სასამართლომ განმარტა, რომ საქმის მასალებით დადგენილია, რომ სასარჩელო განცხადება და თანდართული მასალები მოპასუხეებს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და იგი სარჩელში მითითებულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაბარდათ, 2016 წლის 01 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს გაცხადებით მიმართა სს „ლ------ კ-------–ის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა მოპასუხეების თ----- გ--------ისა და ე-–----- შ----ის მიმართ სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება საჯარო გამოქვეყნების მეშვეობით. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეებზე გზავნილის ჩაბარება დაევალა პოლიციის ბათუმის საქალაქო სამმართველოს. 2017 წლის 18 იანვარს ბათუმის საქალაქო სამმართველოდან გადმოგზავნილი იქნა მომართვა, რომლის საფუძველზეც ირკვევა, რომ მოპასუხეებზე ვერ მოხერხდა გზავნილის ჩაბარება.აღნიშნულის შესაბამისად, მოპასუხე მხარეთათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარების მიზნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 23 იანვრის განჩინებით მოხდა სასამართლოს შეტყობინების საჯაროდ გავრცელება.აღნიშნული განჩინების საჯაროდ გამოქვეყნება მოხდა 2017 წლის 26 იანვარს, შესაბამისად მოპასუხეებს გზავნილი ჩაბარდათ 2017 წლის 03 თებერვალს. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეებს დანიშნული ჰქონდათ 10 (ათი) დღის ვადა, შესაბამისად ე--------- ფ----------ესა და ტ------– გ--------ეს შესაგებელი უნდა წარმოედგინათ 2016 წლის 27 ივლისის ჩათვლით, ხოლო თ----- გ--------ესა და ე-–----- შ----ეს 2017 წლის 14 თებერვლის ჩათვლით.

 

2.3.13.სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78 მუხლებით დადგენილი წესით. აღნიშნული გზავნილით მოპასუხეებს მიეცა სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადა შეპასუხების შემოსატანად. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეებს შესაგებელი სასამართლოს მიერ მიცემულ ვადაში არ წარმოუდგენია. ამასთან მოპასუხეებს არ უცნობებიათ სასამართლოსათვის მათ მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის მიზეზების შესახებ.

 

2.3.14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად კი მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სარჩელში დაყენებული მოთხოვნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე-625-ე, 867-ე-868-ე, 891-ე-893-ე, 895-ე, 898-ე, 902-ე მუხლების თანახმად იურიდიულად ამართლებდა მოთხოვნას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლების თანახმად ეს გარემოება წარმოადგენდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

 

2.3.15. სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა უნდა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორთა მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების რომელიმე საფუძველი და რომ აღნიშნულიდან გამომდინარე იგი უნდა დარჩენილიყო ძალაში უცვლელად.

 

3. 1.აპელანტის მოთხოვნა და საფუძვლები

 

3.1.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებასა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საპელაციო საჩივარი და მოითხოვეს მათი გაუქმება და საქმის განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

 

3.1.2.აპელანტთა განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი შეფასება მისცა მათ. სასამართლომ დაადგინა რომ მოპასუხეებს ჩაბარდათ სარჩელი და მათ შესაგებელი არ წარმოადგინეს, მაშინ როცა ისინი საჩივარშიც მიუთითებდნენ, რომ მათ არ ჩაბარებიათ სარჩელი თანდართული მასალით. სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, რითაც მათ წაართვა უფლება შესაგებლის წარდგენით თავი დაეცვათ სარჩელისაგან. ამდენად, სასამართლოს მხრიდან დარღვეულია სარჩელის ჩაბარების პროცედურა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78, 184-ე მუხლების მოთხოვნები.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 08 ივნისის განჩინებით თ----- გ--------ის, ე-–----- შ----ისა და ტ------– გ--------ის სააპელაციო საჩივარები ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე, ხარვეზის შეუვსებლობის საფუძვლით დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად

 

ამდენად, საააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს მხოლოდ ე-------- ფ----------ის სააპელაციო საჩივრის განხილვა,რომელიც როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, თავის სააპელაციო საჩივარს აფუძნებს იმ გარემოებას, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტები კანონით დადგენილი წესით მას არ ჩაბარებია.

 

3.2.მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია

3.2.1.მოწინააღმდეგე მხარე- სს ,,ლ------ კ-------–ი“ სააპელაციო შესაგებელში წარმოდგენილი პოზიციით არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და განმარტა, რომ მან დავა აწარმოა სასამართლოში ყოველგვარი საპროცესო ნორმების დაცვით და სრულად ეთანხმება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებს.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

4.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით განმარტავს:

 

4.1. დადგენილია, რომ მოპასუხე ე-------- ფ----------ეს სარჩელისა და თანდართული მასალის გზავნილი ჩაბარდა პირადად 2016 წლის 15 ივლისს. (იხ.ს.ფ. 62)

 

4.2. წერილობითი შესაგებლის წარმოსადგენად მოპასუხეს დანიშნული ჰქონდა 10 (ათი) დღის ვადა; (იხ. გზავნილი ს.ფ. 58)

 

4.3. შესაბამისად ე-------- ფ----------ეს შესაგებელი უნდა წარმოედგინა 2016 წლის 27 ივლისის ჩათვლით,მაგრამ მას არც შესაგებელი წარმოუდგენია და არც მისი წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

4.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე ე-------- ფ----------ემ დაადასტურა, რომ ს.ფ. 62-ზე წარმოდგენილ საფოსტო დასტურზე არის მისი ხელმოწერა, მაგრამ რა ჩაიბარა აღნიშნულით ზუსტად ვერ იხსენებს.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.5. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველზე პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით განმარტავს:

 

4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლების ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში შესაგებლის დროულად წარდგენისათვის, ან გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მიზნებისათვის საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

 

4.8. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

 

4.9. განსახილველ შემთხვევაში უდავოა რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ მიღებული იქნა მოპასუხის მიერ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის გამო.

 

4.10. სასამართლომ სწორად განმარტა, რომ შესაგებლის წარმოუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ მაშინ, თუ შესაგებელი არაა წარმოდგენილი არასაპატიო მიზეზით.

 

4.11.საპატიო მიზეზად მხარემ მიუთითა რომ მას არ ჩაბარებია სარჩელი და თანდართული დოკუმენტები,მაშინ როდესაც, როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში განთავსებული შესაბამისი ხელწერილით უტყუარად დასტურდება სასამართლო გზავნილის მისთვის გადაცემის ფაქტობრივი გარემოება. მის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადასტურა რომ სარჩელის ჩაბარების გზავნილზე ხელმოწერა მას ეკუთვნის. (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი)

 

4.12. სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საჩივრის დასაბუთების ტვირთი მომჩივანს ეკისრება. მან უნდა მიუთითოს საპატიო მიზეზი და მისი ნამდვილად არსებობა დაამტკიცოს მტკიცებულებებით. ზეპირი განმარტება არ არის საკმარისი საჩივარში მითითებული არგუმენტის დადასტურებისათვის. ზეპირად ნებისმიერი მიზეზის დასახელება შესაძლებელია, მაგრამ ეს მიზეზი უნდა არსებობდეს რეალურად და მისი არსებობა დადასტურებული უნდა იქნას მტკიცებულებით.

4.13. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც სასამართლოს მიერ დადგენილ ათდღიან ვადაში სარჩელზე შესაგებლის წარმოდგენის შეუძლებლობის საპატიო გარემოებას დაადასტურებდა, თუმცა, მოპასუხეს ასეთი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია. შესაბამისად სასამართლო უტყუარად დადგენილად მიიჩნევს, რომ ე-------- ფ----------ეს სარჩელი ჩაბარებული აქვს, რადგან აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მან ვერ დაასახელა და ვერც წარმოადგინა.

 

4.14. საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტს, რომლის შესაბამისადაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. სწორედ აღნიშნულ სტანდარტს ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

 

4.15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოპასუხე ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელზე და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ და მოსარჩელისათვის პასუხის (შესაგებლის) და თანდართული დოკუმენტების ასლების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი. სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გაგრძელება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს საპატიო მიზეზი. პასუხი (შესაგებელი) უნდა უპასუხებდეს ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით;

 

4.16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას;

 

4.17. სააპელაციო სასამართლო ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად აბსოლუტურად სწორად მიიჩნია სარჩელში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად და რადგან დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე-625-ე, 867-ე-868-ე, 891-ე-893-ე, 895-ე, 898-ე, 902-ე მუხლების თანახმად იურიდიულადაც ამართლებდნენ მოთხოვნას, სარჩელი ზემოთ მოხმობილი ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად სრულიად მართებულად დააკმაყოფილა.

 

4.18. სააპელაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება წარმოადგენს ერთგვარ პროცესუალურ სანქციას იმ პირის მიმართ, რომელიც განსაზღვრულ ვადაში არასათანადოდ ახორციელებს სასამართლო დავალებას. ასეთ დროს (ივარაუდება შესაგებლის წარმოუდგენლობა ან მოპასუხის გამოუცხადებლობა) გადაწყვეტილების გამოტანა ხდება დადგენილად მიჩნეული გარემოებების მატერიალურ კანონმდებლობასთან ფორმალური შესაბამისობის კვლევის საფუძველზე, ისე რომ სასამართლო არაუფლებამოსილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასოს ფაქტობრივი გარემოებები, უფრო მეტიც, კანონი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას იმპერატიულად ადგენს, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები დადგენილად მიიჩნევა და მართლმსაჯულება შემოიფარგლება მხოლოდ დადგენილი გარემოებებისა და სამართლებრივი დასაბუთების შემოწმებით.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა ვალდებულება, რაც იურიდიულად გამართლებული იყო და იწვევდა შესაბამის სამართლებრივ შედეგებს.

შესაბამისად ზემოთქმულისა სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პოზიცია მასზედ, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას.

 

4.19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ. ზემოაღნიშნული მსჯელობების გაზიარებით პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტმა მხარემ ვერ დაასაბუთა თუ რატომ ვერ წარადგინა შესაგებელი კანონით დადგენილ ვადაში, მან ასევე საჩივარში ვერ დაასაბუთა კანონიერი მიზეზი შესაგებლის წარუდგენლობისა. შესაბამისად, კანონიერია ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.

 

5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა

 

5.1. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით, ე-------- ფ----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინება.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად აპელანტი ე-------- ფ----------ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ე-------- ფ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის განჩინება; 3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია; 4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით; 5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია; 6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოსამართლე ნანა კალანდაძე