განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.05.2018
საქმის ნომერი
020210017001676551
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
10.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 020210017001676551

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე № 2/ბ-205-18 10 მაისი 2018 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე: ირმა პერანიძე

სხდომის მდივანი: ეკატერინე ქორიძე

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე): - - - -- ლ--–ი ჩ-----–ია ხ---- ხე---------ი სს ,,კ------- ბ--კი” ბ---- რი----ა მ-----ა დ-----აია, პ----- ჩ-----–ია, ზ------ მ----ა, ბ------ კ-----–---–ია, ე-–---- ჩ-------ი, მ------ ფ---ია

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: ლ--–ი ჩ-----–იასათვის თანხის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელეს სასარგებლოდ მისთვის, მხოლოდ 1000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება. სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2015 წლის 17 ივნისს, სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------სა“ და მ-----ა დ-----აიას შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მ.დ-----აიამ ისესხა 4300 აშშ დოლარი 60 თვის ვადით, თვეში 1.39 საპროცენტო სარგებლით. გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო დაგვიანებული თანხის 0.27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის ხელშეკრულების 5.2. პუნქტით მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა სიცოცხლის დაზღვევის თანხა. აღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად, 2015 წლის 17 ივნისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა, ბ------ კ-----–---–იამ, ე-–---- ჩ-------მა, მ------ ფ---იამ, პ----- ჩ-----–იამ, ლ--–ი ჩ-----–იამ და ზ------ მ----ამ იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება. მსეხებელი 2016 წლის მაისიდან არ იხდის სესხის თანხას. მოპასუხეებს 2016 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 5089,05 აშშ დოლარი, საიდანაც 3921, 88 აშშ დოლარი არის ძირითადი თანხა, 628, 80 აშშ დოლარი პროცენტი, 42,63 აშშ დოლარი სიცოცხლის დაზღვევა, 468, 60 აშშ დოლარი ჯარიმა 0,27 %-იანი დარიცხვით და 27,14 აშშ დოლარი არის საკომისიო. მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე მ-----ა დ-----აიამ, პ----- ჩ-----–იამ, ზ------ მ----ამ, ბ------ კ-----–---–იამ, ე-–---- ჩ-------მა და მ------ ფ---იამ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლოს სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელი ცნეს ძირი თანხისა და პროცენტის დაკისრების ნაწილში (იხ. შესაგებელი, 06.12.2017 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი). მოპასუხე ლ--–ი ჩ-----–იამ სარჩელი ცნო 1000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და განმარტა, რომ მან, მხოლოდ აღნიშნული ოდენობით თანხაზე იკისრა თავდებობის პასუხისმგებლობა. ამასთან, 2017 წლის იანვრის თვემდე ვალდებულების დარღვევის შესახებ მისთვის ცნობილი არ ყოფილა (იხ. 06.12.2017 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი). 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი 1. სს,,კ------- ბ--კი”-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს; 2. მოპასუხეებს, მ-----ა დ-----აიას, პ----- ჩ-----–იას, ლ--–ი ჩ-----–იას, ზ------ მ----ას, ბ------ კ-----–---–იას, ე-–---- ჩ-------ის და მ------ ფ---იას მოსარჩელე სს ,,კ------- ბ--კი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 17 ივნისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5089,05 აშშ დოლარის გადახდა; 3. მოპასუხე ლ--–ი ჩ-----–იას, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 334,92 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 44,10 ლარის ანაზღაურება სოლიდარულად დაეკისროთ მოპასუხეებს მ-----ა დ-----აიას, პ----- ჩ-----–იას, ლ--–ი ჩ-----–იას, ზ------ მ----ას, ბ------ კ-----–---–იას, ე-–---- ჩ-------ის და მ------ ფ---იას; 4. მოპასუხეებს, მ-----ა დ-----აიას, პ----- ჩ-----–იას, ლ--–ი ჩ-----–იას, ზ------ მ----ას, ბ------ კ-----–---–იას, ე-–---- ჩ-------ის და მ------ ფ---იას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ამონაწერის მომზადებისათვის 11 ლარის ანაზღაურება; 5. მოსარჩელის შუამდგომლობა მოპასუხეებისათვის აკრძალვის წარმოშობის (სამართლებრივი შეზღუდვის) რეგისტრაციის ხარჯის - 21 ლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს; 6. მოსარჩელე სს ,,კ------- ბ--კს’’ (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, 06.01.2017 წელს სარჩელზე №--- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან - 81,94 ლარი, რომელიც ჩაირიცხა შემდეგ რეკვიზიტებზე: სახაზინო კოდი: 300813150, ბ--კის კოდი: TRESGE22; დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2015 წლის 17 ივნისს, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს’’ (უფლებამონაცვლე - სს ,,კ------- ბ--კი’’) და მოპასუხე მ-----ა დ-----აიას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მსესხებელზე გაიცა სესხი 4300 აშშ დოლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, 2020 წლის 18 იანვრის ჩათვლით. ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი განისაზღვრა 1,39 %, ხოლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე (ჯარიმა) ძირი თანხის 0,27 %-ის ოდენობით. ხელშეკრულების 3.4. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ გრაფიკის მიხედვით სესხის გადახდაზე. გრაფიკით გადასახდელი თანხები მოიცავდა სესხის ძირითად თანხას, პროცენტს, მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას და ყოველწლიურ საკომისიოს. 2.2. მ-----ა დ-----აიასთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია პ----- ჩ-----–იასთან, ზ------ მ----ასთან, ბ------ კ-----–---–იასთან, ე-–---- ჩ-------თან, მ------ ფ---იასთან და ლ--–ი ჩ-----–იასთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით, რომლის 3.1. და 3.2. პუნქტებით, თავდებმა პირებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ; თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს მსესხებლის გადასახდელი თანხა. თავდები პირების სოლიდარული პასუხისმგებლობის ლიმიტი განისაზღვრა 8332,81 აშშ დოლარით. 2.3. როგორც მსესხებელ მ-----ა დ-----აიასაგან, აგრეთვე სოლიდარული მოვალეების მხრიდან არ იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები. მსესხებელმა სესხი არ გადაიხდადა 2016 წლის მაისის თვიდან, რის გამოც, 04.01.2017 წლის მდგომარეობით მათი დავალიანება შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს“ უფლებამონაცვლე სს ,,კ------- ბ--კის“ წინაშე შეადგენს ძირი თანხის სახით - 3291,88 აშშ დოლარს, პროცენტის სახით - 628,80 აშშ დოლარს, სიცოცხლის დაზღვევის თანხის სახით - 42,63 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო- 468,60 აშშ დოლარს, ხოლო საკომისიოს სახით - 27,14 აშშ დოლარს, სულ-5089,05 აშშ დოლარს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 199-ე, 316-317-ე, 319-ე, 623-ე, 625-ე, 634-ე, 463-464 -ე, 895-ე მუხლებზე და განმარტა: მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სხვა პირებთან ერთად, ლ--–ი ჩ-----–იას სოლიდარული თავდებობით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მ-----ა დ-----აიას სასარგებლოდ გაიცა სასყიდლიანი სესხი. მსესხებელმა აიღო ვალდებულება, დათქმულ დროს გადაეხადა ძირი თანხა, პროცენტი, სიცოცხლის დაზღვევის თანხა და საკომისიო, ხოლო ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში - პირგასამტეხლოც. 2.5. სასამართლომ დაადგინა, რომ კონკრეტულ ვითარებაში, ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც დავალიანება ერთობლიობაში შეადგენს 5089,05 აშშ დოლარს, ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოთხოვნილი თანხების ოდენობა გამომდინარეობს, როგორც ხელშეკრულების შინაარსიდან, ისე სამოქალაქო კოდექსით რეგლამენტირებული უფლების მართლზომიერად განხორციელების პრინციპიდან. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენადაც სახეზეა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მ-----ა დ-----აიას ვალდებულება გადაიხადოს დავალიანება, შესაბამისად, მისგან გამომდინარე თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიც ძალაში რჩება, რაც ნიშნავს, რომ სოლიდარული მოვალეების (მოპასუხეების) პ----- ჩ-----–იას, ლ--–ი ჩ-----–იას, ზ------ მ----ას, ბ------ კ-----–---–იას, ე-–---- ჩ-------ის, მ------ ფ---იას მიმართ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნა მათთვის განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში დავალიანების სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, დაფუძნებულია კანონზე. 2.6. გაზიარებული არ იქნა ლ--–ი ჩ-----–იას მითითება მასზედ, რომ მისთვის ცნობილი არ იყო სოლიდარული პასუხისმგებლობის ლიმიტის 8338,81 აშშ დოლარით განსაზღვრის, ასევე ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ. სასამართლომ აღნიშნა, რომ მის მიერ მითითებული გარემოების დამადასურებელი მტკიცებულებები ლ--–ი ჩ-----–იას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, ხოლო სხვა მოპასუხეებს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სადავო არ გაუხდიათ. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. მოსამართლემ შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ ლ--–ი ჩ-----–იასთვის, მხოლოდ ერთხელ იყო გაგზავნილი ცნობა ხელშეკრულების დარღვევაზე, ისიც 2017 წლის იანვრის თვეში, მაშინ როდესაც მ-----ა დ-----აიას მხრიდან დავალიანების გადახდა შეწყდა 2016 წლის მაისის თვიდან. ის ფაქტი, რომ სხვა თავდებ პირებს, თავისი უძრავი ქონება გადარეგისტრირებული ჰქონდათ სხვა პირებზე, ხოლო ლ--–ი ჩ-----–იას არა, ადასტურებს, რომ ლ--–ი ჩ-----–ია საერთოდ არ იყო მისი თავდებობის შესახებ საქმის კურსში და რომ სცოდნოდა მ-----ა დ-----აიას მიერ ხელშეკრულების დარღვევაზე ან მის თავდებობაზე, თავადაც მოახდენდა უძრავი ქონების სხვის სახელზე დარეგისტრირებას. 3.2. ვინაიდან, ლ--–ი ჩ-----–იამ მხოლოდ 1000 დოლარზე თავდებობას მოაწერა ხელი, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მან თავისი წილი თანხა 1000 აშშ დოლარი შეიტანა კიდევაც მ-----ა დ-----აიას სესხის დასაფარავად, რის შემდეგაც დავალიანება შემცირდა 4000 (ოთხიათასი) დოლარამდე. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება 4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.2. ამავე კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ და თუკი ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სს ,,კ------- ბ--კის’’ სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ლ--–ი ჩ-----–იას სააპელაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება 4.3. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1.-2.3. პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, 2.4-2.6 პუნქტებში დაფიქსირებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა სამართლის ნორმები. 4.4. სააპელაციო სასამართლო აპელანტის, ლ--–ი ჩ-----–იას მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: აპელანტის პრეტენზია მდგომარეობს მასში, რომ მან ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას თანხმობა განაცხადა 1000 აშშ დოლარის ფარგლებში სესხის თავდებობაზე და არა 8338,81 აშშ დოლარზე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ გადაიხადა კიდეც. გარდა ამისა, კრედიტორმა მხოლოდ ერთხელ აცნობა ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე. იმისათვის, რომ გაირკვეს აპელანტის მოთხოვნის საფუძვლიანობა, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას: 1) 2015 წლის 16 ივნისს, შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------ს’’ (უფლებამონაცვლე - სს ,,კ------- ბ--კი’’) და ლ--–ი ჩ-----–იას შორის, თავდებობაზე ხელშეკრულების დადებისას, რა ოდენობის თანხის ფარგლებში გამოთქვა თანხმობა ლ--–ი ჩ-----–იამ სოლიდარული ვალდებულება. 2) გააჩნდა თუ არა კრედიტორს ვალდებულება ერთხელ მეტად ეცნობებინა თვდებისათვის ძირითადი მოვალის მიერ გადახდის ვადის გადაცილების თაობაზე. 4.5. სადავო საკითხის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებით, ასევე მატერიალური ნორმით განსაზღვრული უფლება-მოვალეობებით. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე და განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ. საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, მტკიცების ტვირთი იმგვარად ნაწილდება, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. 4.6. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ 2015 წლის 16 ივნისს, თავდებობაზე ხელშეკრულების დადებისას, ლ.ჩ-----–იამ გამოთქვა თანხმობა ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხოლოდ 1000 აშშ დოლარის ფარგლებში სოლიდარული ვალდებულება-ლ--–ი ჩ-----–იას ეკისრება. 4.7. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, ვინაიდან, საქმეზე წარმოდგენილია ლ--–ი ჩ-----–იას მიერ ხელმოწერილი 2015 წლის 16 ივნისის განცხადება და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, სადაც გარკვევით არის დაფიქსირებული თავდებობის ზღვრული თანხა -8338,81 აშშ დოლარი, გაზიარებული ვერ იქნება აპელანტის მსჯელობა, რომ მ-----ა დ-----აიას სესხთან დაკავშირებით ხელშეკრულებაზე თავდებობისას, მხოლოდ 1000 აშშ დოლარზე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა. პალატას მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი განაცხადი და თავდებობის ხელშეკრულება, ვერ იქნება გაქარწყლებული მხოლოდ მხარის განმარტებით. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ამ საკითზე დასაბუთებულია და არ არსებობს სააპელაციო პრეტენზიის გაზიარების საფუძველი. 4.8. პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს, აპელანტის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ კრედიტორმა არასაკმარისი კომუნიკაცია განახორციელა მის მიმართ და მხოლოდ 2017 წლის იანვარში აცნობა ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 902.1 მუხლით, განსაზღვრულია კრედიტორის ვალდებულება აცნობოს თავდებს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე, ასევე თავდების მოთხოვნით ნებისმიერ დროს მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. ვინაიდან, კრედიტორმა სს „კ------- ბ--კმა“ ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე აცნობა თავდებს-ლ--–ი ჩ-----–იას, ხოლო ამ უკანასკნელს ბ--კისაგან არასოდეს მოუთხოვია ინფორმაცია ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ, პალატა მიიჩნევს, რომ ბ--კის მხრიდან ვალდებულება მართლზომიერად განხორციელდა, რაც გამორიცხავს ამ ნაწილში აპელანტის პრეტენზიის გაზიარების შესაძლებლობას. 4.9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც, ლ--–ი ჩ-----–იას მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებ--ი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მიაჩნია, რომ ლ--–ი ჩ-----–იას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება. 6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის ლ--–ი ჩ-----–იას მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-501 ლარის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა 1. ლ--–ი ჩ-----–იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. დარჩეს უცვლელად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება; 3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია; 4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით; 5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია; 6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოსამართლე: ირმა პერანიძე