1. პირადი თავდებობისას მსჯავრდებულის დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი, ახლო ნათესავი ან მსჯავრდებულის სახელით სხვა პირი კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფს მსჯავრდებულის სათანადო ქცევასა და დადგენილ ვადაში მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოცხადებას.
2. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი. გამონაკლის შემთხვევაში, თავდები შეიძლება იყოს ერთი განსაკუთრებით სანდო პირი.
3. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე მსჯავრდებულის თანხმობით. თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ (დანართი №5), რომელიც დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს.
4. თავდებს, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს, თავი იმართლოს იმით, რომ მსჯავრდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.
5. თუ მსჯავრდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თითოეულ თავდებს დაეკისრება ფულადი ჯარიმა არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობი